შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო გასროლა (3თავი)


22-09-2015, 18:50
ავტორი MyLove
ნანახია 2 845

3 თავი
თინათინი
უკვე ჩვეულებრივ წვეულებად მექცა გუგას ნერვების მოშლა.
მის ყოველ შეტყობინებაზე გვიან დაბრუნება პასუხის, საშინლად უშლიდა ნერვებს და აღიზიანებდა. პატარა პარაზიტივით შევუჩნდი. ყოველთვის ვპოულობდი მიზეზს,რომ გამეღიზიანებინა.
თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ მისი შემორიგებაც ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო.
რამდენჯერმე რეპეტიციაზეც ვესტუმრე სკოლიდან გამოპარული, რამაც სულ გააგიჟა. ეს ყველაზე მწარე და ხანგრძლივი ჩხუბი იყო.
არადა ბავშვობაში არ ვიყავი ასეთი ეშმაკის მოციქული. პირიქით, ბუნტურა და მოუხერხებელი ვბრძანდებოდი. მასწავლებლის ყოველ საყვედურზე ჭარხალივით ვწითლდებოდი.
იმას კი არ ვამბობ, რომ ახლა უნამუსო გავხდი და პედაგოგების აზრი არ მაინტერესებს, უბრალოდ, უფრო გავთამამდი.
თან მერე როგორც გაირკვა, ის გაკვეთილი გაუუქმებიათ და ნამუსი სუფთა მქონდა.
გვიანობამდე ვმეცადინეობდი და თავი ათასი წესით თუ ფორმულით მქონდა გამოჭედილი.
ღამის თორმეტ საათზე აღარ ვიცოდი, უკვე მერამდენედ ვიმეორებდი კულონის კანონის წესის პირველ სამ სიტყვას.
ბოლოს რომ მივხვდი, ჩემ გადაღლილ თავში არაფერი შევიდოდა, საძინებელში გავემგზავრე.

......

დილის შვიდ საათზე ტელეფონის ზარმა რომ გამაღვიძა, კინაღამ ჭკუიდან შევიშალე.
ისედაც 2 წუთი მეძინა და იმასაც არ მაცდიდნენ. ერთი დავიღმუვლე, სანამ ვუპასუხებდი და გამოვფხიზლდი.
მერე გუგას სახელი რომ ამოვიკითხე ეკრანზე, მივხვდი, სამაგიეროს მიხდიდა.
-ძილი ძვირი სიამოვნება გამიხდა შენი გადამკიდე! -ვუსაყვედურე და წარბები შევკარი. -თუ არ გეზარება ასე ადრე გაღვიძება, ნეტავი შენ!
-არ მეზარება. აბრძანდი და გააგრძელე მეცადინეობა. გეყო ძილი. -ეშმაკურად ჟღერდა მისი ტონი.
-სამაგიეროს მიხდი?
-შეიძლება ასეც ითქვას.
გავუთიშე პასუხის დაუბრუნებლად და ახალი გეგმის შემუშავებას შევუდექი გულში, თუ როგორ გამემწარებინა ერაძე.

გვიან წამოვედი ფიზიკის რეპეტიტორიდან. ცხრა საათი სრულდებოდა.
ერთი გემრიელად დავამთქნარე პირზე ხელაფარებულმა და გზა გავაგრძელე.
თვალები ოდნავ მელულებოდა და ჯერ კიდევ ვბრაზობდი ერაძეზე წესიერად ძილი რომ არ დამაცადა.
წინ მომავალი ზაქრო და გუგა რომ დავინახე, მაშინ კი დავპრაწე ორივე თვალი. ისე ფართოდ გავახილე, რომ ქუთუთოები ამტკივდა.
-რა ქენი, ისწავლე კულონის კანონები? -მომმართა ნიშნისმოგებით გუგამ.
-კი. -ვუთხარი დაეჭვებით,-და შენ რა იცოდი?
-ვიცოდი. -თვალი ჩამიკრა.
-როგორ ხარ, ზაქრო? -ამჯერად ყურადღება მის ძმაკაცზე გადავიტანე.
ზაქრო ძალიან სიმპათიური ბიჭია. მწვანე თვალები აქვს, სქელი, ვარდისფერი ტუჩები და ოდნავ კეხიანი ცხვირი, მაგრამ ისეთ მამაკაცურს ხდის, რომ ნამდვილად ვერ დაიჩივლებს მისი ფორმის გამო. წვერი თხლად აქვს შეფენილი ღაწვებზე და წარბებიც ზომიერი სილამაზისა აქვს. ისეთი ბიჭია, ყველა გოგოს რომ დაიმონებს.
-კარგად, -მითხრა. თუმცა მის სახეზე სულ სხვა ემოცია ამოიკითხებოდა.
-ზაქროთი კი არა, რომეოთი მიმართე მაგას. -დასცინა ძმაკაცს გუგამ.
-რატომ? შეყვარებული ხარ? -გამიკვირდ-გამიხარდა მე.
-არა, რა შეყვ...
-იტყუება, თინა, თან რომ იცოდე, ვინ..
-იტყვი და თავს გაგიტეხავ! -ერთმანეთს აწყვეტინებდნენ საუბარს.
-რა მოხდა რომ მითხრას? -წარბი მაღლა ავწიე.
-მერე შენ იმას ეტყვი და დავიღუპები. -განწირული ადამიანის სახით საუბრობდა.
-მე ვიცნობ? -გამიკვირდა. -შენ თქვი და პირობას ვდებ, რომ არაფერს ვიტყვი..
-ო, არა. -ამოიბუზღუნა.
-არ მითხრა, რომ მშიშარა ბიჭი ხარ, რომელსაც გრძნობების აღიარების ეშინია. -წარბი ავუწიე.
-არ გეტყვი-მეთქი. -გაიმეორა მკაცრად.
-სვანი ხარ ნატური! -მივახალე გამწარებულმა.
არადა როგორ მაინტერესებდა ვინ დაიპყრო ამ ბიჭის გული.
-წითელო, -გამომაჯავრა გუგამ. -დღეს პარასკევია და ხომ არ გავერთოთ?
-აუ, კი! -წამოვიკივლე. -ქეთის და ნანიკოს ვეტყვი და წამოვლენ ეგენიც..
-ქეთის? ნანიკოს? -თვალები გაუფართოვდა ზაქრო.
-ჰო, ჩემი დაქალები, არ იცნობთ? -პირი დავაღე მე, -იმ დღეს ხომ გაგაცანით?
-კი, კი მახსოვს. ფუმფულა ნანიკო და ქერა ქეთი.
-ფუმფულა არა - პუტკუნა.. მოიცა, დავურეკო.. და სად მივდივართ?
-მთაწმინდის პარკში. -თქვა გუგამ და დამელოდა.

გოგონებს შევუთანხმდი თუ არა, შემდეგ დედაჩემსაც შევატყობინე და ხუთივემ ერთად გავსქურეთ.
გზაში ვჩხუბობდით (გოგონები) თუ რომელ კარუსელზე დავჯდებოდით პირველად.
-არა, მე მაგ საშინელებაზე არ დავჯდები. -უარზე იყო ნანიკო. -ერთხელ ვიჯექი მაგ ამერიკულ გორაკებზე და კინაღამ სული განვუტევე.
-ამ ერთხელ რა. -ვეხვეწებოდი მე, -აი, ზაქრო დაჯდება შენ გვერდით. ხო ზაქრო?
არ ვიცი, ამ ბიჭს რა ვუთხარი ასეთი, მაგრამ თამბაქოს კვამლი რომ გადასცდა და ხველა აუტყდა ეგ აშკარაა.
ნანიკომ სულ სხვანაირად გაიგო და თვალები აეცრემლა. დარწმუნებული ვარ, იფიქრა, ჩემთან დაჯდომა არ უნდაო. გულჩვილია.
-კაი, მე დავჯდები შენთან და ზაქრო დავტოვოთ მარტო. –პატარა ბავშვივით ვუთანხმდებოდი მას.
-კარგი, კარგი. -დაგვნებდა ბოლოს.
მეც კმაყოფილებით გავიჯგიმე.

არ მეგონა ამდენი ხალხი თუ იქნებოდა. ალბათ ფასდაკლების დღეებია-მეთქი, გავიფიქრე.
ჯერ ამერიკულ გორაკებზე დავაპირეთ დაჯდომა. პირველი 3 ვაგონი შევავსეთ და ღვედებიც შევიკარით. წინ ისხდნენ ქეთი და გუგა, შუაში მე და ნანიკო და უკან ზაქრო, რომელსაც ვეჭვობ „სხვანაირი“ ორიენტაციის მქონე ადამიანი მიუჯდა გვერდით. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ჯოჯოხეთში მიემგზავრებოდეს ამ ვაგონით.
-რა კარგი „ნაშა“ ააგდო! -გადმომჩურჩულა ნანიკომ და ზაქროზე მიმითითა.
ერთი ხმამაღლა გადავიკისკისე და თან დაიძრა ჩვენი საყვარელი კარუსელიც.
სამ წუთში კიდევ, მთელს მთაწმინდას ესმოდა ჩვენი კივილი.
გავიგონე, როგორ ყვიროდა გუგა „ჩამომსვით აქედანო“, თან ხელებს როგორ იფარებდა სახეზე. ამაზე კინაღამ სული გავაფრთხე სიცილისგან, მაგრამ უცებ რომ ამოვტრიალდით ჰაერში, მაშინ კი დავიკივლე მეც.
არ ვიცი, რამდენი წუთი ვიფრინე ჰაერში ცალფრთიანი პეპელასავით, მაგრამ იქედან გაბრუებული კი ჩამოვედი. ნანიკოს სახეზე ფერი აღარ ედო. ზაქრო კიდე ასე უცებ სად გაქრა არ ვიცი.
არანაკლებ მდგომარეობაში იყო გუგაც. სახეზე ნამდვილად ედო შეშინებული თაგვის ფერი. ქეთი უდარდელად გადმოხტა. მგონი, ერთადერთია, ვისაც არ შეშინებია..
ზაქრო შორი=ახლოს ტრიალებდა. ყველანი მასთან მივედით.
-რა იყო, „შეგაბა“ იმ გოგომ? -გაეხუმრა ნანიკო.
-აუ, კი, მაგრად. -უემოციოდ გაუღიმა ზაქრომ.
-მოსალოცად გვაქვს საქმე? -აყვა გუგაც.
-ჰე ახლა აიშვით? მოგეცათ სახუმარო? -გაბრაზდა დევდარიანი და ზურგი შეგვაქცია.
„ეს მართლა ძალიან გარომეოვდა“ გავიფიქრე გულში.
-ჩვენ საშინელებათა სასახლეში შევალთ რა,-აწუწუნდა ქეთი.
-მე არ მინდა, -მკაცრად თქვა ნანიკომ.
-არც მე. -მხარი აუბა ზაქრომაც.
-კარგი, მოვალთ ჩვენ მერე, აქ გაჩერდით.
დავტოვეთ ნანიკო და ზაქრო მარტო, ერთად.

...........
ეს დღე შედიოდა საუკეთესო დღეთა სიაში, რომელიც მეგობრებთან ერთად გავატარე. ეს იყო დაუვიწყარი მოგონება, რომელიც სამუდამოდ ჩამებეჭდა გულში.
ბევრი სიცილი, ბევრი ხუმრობა, ბევრი სიგიჟე, ბევრი ჩხუბი. არ ვიცი, როგორ დაიტია ჩემმა ორგანიზმმა ამდენი, მაგრამ ბედნიერების ზენიტს რომ მივაღწიე, ეგ ცხადია.
ისეთი ემოციებით დაგვარიგეს ბიჭებმა სახლებში, ბოლომდე რომ გამყვა.
ზაქრომ ნანიკო მიაცილე, მე და გუგამ ქეთი, ბოლოს გუგამ - მე.
-მაგარი დღე იყო. -ვუთხარი სადარბაზოსთან მისულმა.
-ჰო, ძალიან. -ადგილიდან არ იძვროდა.
-ამერიკულ გორაკებზე როგორ შეგეშინდა! -დავცინე.
-ვაღიარებ, საშინელება იყო. -ხელები მაღლა ასწია.
-ნანიკოა ხო? -ვკითხე შეფარულად.
-რა? -ვერ გაიგო?
-ზაქროს გულის სწორი. -გავუღიმე.
-იცოდე, არ უთხრა, -გამაფრთხილა.
-ნანიკო სხვანაირია ძალიან. იცოდე, არ აწყენინოს, თორემ თან გადავაყოლებ! -მკაცრად აღვნიშნე. -მარიამი რატომ არ წამოიყვანე?
-რა დროს მარიამია? -წარბები შეკრა.
-მისი დრო ყოველთვისაა. ის ხომ გიყვარს. -გამიკვირდა მე.
-ო, კარგი რა. -სახე მოღმიჭა და მზერა ამარიდა.
-ამ საკითხის მიმართ ასე ლოიალურ ხალხს იცი რას ვუშვები? -წარბი მაღლა ავზიდე.
-რას? -გაეღიმა.
-თავში ვურტყამ ქუსლს. -გამეცინა. მერე დავსერიოზულდი. -არაა ცუდი გოგო და ნუ აწყენინებ.
-ნუ ერევი და დაიძინე. -მითხრა, შუბლზე მაკოცა და
წავიდა.


ზედმეტად მოკლე და მშრალი თავი გამომივიდა.
მაპატიეთ, ძალიან უხასიათოდ ვარ...
იმედი მაქვს, თქვენ გამომიყვანთ ამ მდგომარეობიდან..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent