ყინულისფერ თვალებში ცეცხლისფერი ჭინკები - სრულად
დილით განწირულმა კივილმა გამაღვიძა , გუშინ ღამით ჩემი და ჩემთან დარჩა , დაღლილ დაქანცული როგორ მივესვენე საწოლს აღარც კი მახსოვდა , დილით კი ცხრის ნახევარზე ისეთმა შემზარავმა ხმამ გამაღვიძა საწოლიდან კუდამოძუებული წამოვხტი , შავ , გამჭირვალე პენუარზე , ასევე შავი გამჭირვალე , მოკლე და თხელი ხალათი მოვიცვი , "შლოპანცებში" ფეხი გავუყარე და გაოგნებული გავედი თმის სწორებით მისაღებში , ჩემი და ღია კარის წინ იდგა და გაიძახოდა ბუბუ გაიქცაო . ბუბუ ჩემი ძაღლი იყო , ორი წლის ჰასკი . გაოცებული ვუყურებდი , აზრზე , რომ მოვედი აშეინიკს ხელი დავავლე და პირდაპირ სადარბაზოს კიბეებისკენ წავედი , როგორც ჩანს ჩემ სულელ ბიჭს გზა აბნევია და ჯერ ისევ სადარბაზოში იყო , ერთი სართულიღა აკლდა გასვლამდე . თავბრუ მეხვეოდა და თვალებში მიბინდდებოდა , იმის შიში მღრღნიდა , რომ მას რამე მოუვიდოდა . ბუბუ სადარაბზოდან იყო გასული და უკვე კორპუსის კრუგთან მოსაკრუკად ემზადებოდა . - ბუბუ - დავუძახე - ბუბუ მოდი ჩემთან - უღონოდ მივრობოდი მთელი ძალით და გავკიოდი . უკვე ცრემლები მომდიოდა , ვერ გადავიტანდი მას , რომ რამე მოსვლოდა , არ მინდოდა დამკარგვოდა , საკუთარი შვილივით ვუვლიდი და საკუთარ თავზე არა ნაკლებ მიყვარდა . კრუგთან გავედი და დავინახე ვიღაცას , როგორ ყავდა დაჭერილი და ეთამაშებოდა. ცრემლები წამსკდა , არ დამიკარგავს , მივხვდი , რომ დიდ ხანს ისევ ერთად ვიქნებოდით და ის ისევ გამაღვიძებდა კუდის ქიცინით და ხელის ალოკვით , ან სულაც ყეფა ყეფით . მამაკაცს დავაკვირდი და ერთი წამით თვალი გამიშტერდა მასზე , ნაცნობი და ამავდროულად უცხო სახე ჰქონდა . ლამაზი პირსახით , ყინულივით ცისფერი თვალები და შავი თმა , ლამაზი საშუალო ზომის ბაგეები , სიცილის დროს , რომ იხსენბოდნენ და თეთრ , ქათქათა ლამაზ კბილებს , რომ ამზეურებდნენ . - ბუბუ - დავუძახე მას და ჩემსკენ გამოქცეულს , მუხლებ მოკვეთილი ჩავეხუტე . ვტიროდი მთელი ძალით და როცა ვიგრძენი უკვე ზღვარს გადავდიოდი თვალები შევიმშრალე და უცხოს გავუღიმე - ძალიან დიდი მადლობა , თქვენ , რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა ... - ამოვისლუკუნე და ფეხზე წამოვდექი , ბუბუსკენ დავიხარე და ლამაზი ისედაც დაცქვეტილი ყური ჰაერში ავუწიე ორი თითით თანაც ღიმილი სახიდან არ მომშორებია - შენ კი ცუდი ბიჭი ხარ და ამის გამო დაისჯები ყურის აწევით - მხიარულად გადავიკისკისე და ჩემს ლამაზ ბიჭს ცხვირზე ვაკოცე შემდეგ კი საჩვენებელი თითი დავკარი ... უცნობ-ნაცნობის მზერას თვალი გავაყოლე და ჩემს ჩაცმულობას , რომ ვკიდე თვალი სახეზე წამოვწითლდი ... - მადლობა რით გადაგიხადოთ არც კი ვიცი - ამოვილუღლუღე და მის კმაყოფილ მზერას , რომ წავაწყდი აშეინიკს გავუსწორე თვალი და ბუბუს მოვაბი ყელზე . - მე ვიცი - ეშმაკურად აათამაშა თვალებში ჭინკები . ყინულისფერ თვალებში , ცეცხლისფერი ჭინკები ... დაბნეულმა შევხედე და კითხვისნიშნებიანი მზერა მივაპყარი . - რას გულისხმობ ? - უცებ გადავედი შენობით ფორმაზე . - ძაღლის შეჯვარება მინდოდა ჩემს ჰასკისთან , იქნებ გეფიქრა - შემომაპარა და ტუჩის კუთხე ჩატეხა . - ამაზე დიდი ხანია მეც ვფიქრობ მაგრამ მოგეხსენებათ ეს რთული პროცესია . - ძაღლს განახებ და თუ თანახმა იქნები შევაჯვაროთ - მხრები აიჩეჩა მან . - კარგი საღამოს შვიდ საათზე ისევ აქ გაწყობს ? - გავუღიმე და ბუბუ ფეხებს შუა მოვიქციე და დავაჯინე . - კარგი - თავის დაკვრით დამემშვიდობა და იქვე მდგომ შავ მანქანაში მოკალათდა. ე.ი მინები დაბურული არა ? სახელმწიფო მოხელე ? მთავრობიდან ? იქნებ სახელმწიფო მოხელის ან სულაც მთავრობიდან - "ის" ნათესავი ? ეგეც გასარკვევია. მხრები ავიჩეჩე და სახლში ავედი . - აუ ვერა მაპატიე გთხოვ რა არც კი ვიცოდი კარი ღია თუ დამრჩა - ამოისრუტუნა ჩემმა დამ . - კარგი ვიკუ ნუ ტირი რა - თავზე ხელი გადავუსვი და ბუბუს საჭმელი დავუდგი . - საძაგელო - თითი დაუქნია ბუბუს ვიკამ და ხელის მიდება სცადა , ძაღლმა , რომ შეუღრინა . - რათ მინდა შენი საჭმელი , ჩემსას არ ვჭამ - ენა გამოუყო და ცრემლიანი თვალებით გაიცინა . მათ შემხედვარე გამეცინა და ბედნიერი შევედი ოთახში . არც ყინულისფერ თვალებიანზე ფიქრები არ ამკვიატებია და არც ბუბუს დილანდელ გაქცევაზე , არც ჩემი ძაღლის პოტენციურ საქმროზე და მითუმეტეს არც გეგაზე , რომელიც კინაღამ გამოყვა ტელეფონის კაბელს გუშინ , რადგან მწარე უარი მიიღო , უკვე მერამდენედ შემოთავაზებულ პაემანზე . სარკის წინ დავჯექი და სავარცხელი ავიღე . სანაქებო თმას სანაქებო მოვლაც სჭირდება , შავი ბოლოებში ოდნავ ტალღოვანი თმა დავივარცხნე და სახეზე მასკა გავიკეთე . კანს ძალიან ვუვლი , ვერ ვიტან თუნაც ერთ წერტილს სახის კანზე ! ტელეფონმა დაიწრიალა და მაზიანი ხელები სალფეტკით გავიწმინდე , სპიკერზე ჩავრთე და მაგიდაზე დავდე . - ხო მეგული - მივესალმე დაქალს . - კიდე მაზი გისვია ? - ამოიგმინა შეწუხებულმა . - საიდან მიხვდი ? - გამეცინა ბოლო ხმაზე . - საიდან და კიდევ სპიკერზე გაქვს ჩართული - ჩემი ინტუიციით მივხვდი , რომ ხელები გაასავსავა ჰაერში . - ეგ ხელები ყოველ დილას თუ ამ დროს დამირეკავ გაგეწელება - ჩავძახე ტელეფონში და როგორც მივხვდი მისი გაკვირვებული სახეც გამოვიწვიე - რას დააღე პირი და დაიწყე წამწამების ფახუნი , მოხრაკულს , მოხარშულს და შემწვარს გიცნობ - გავუცინე და სველი სალფეთკით მოვიშორე სახიდან მასკა . - დამპალო - ტუჩები გაბუსხა ჩემმა დაქალმა . - ახლა ტუჩების გაბუსხვას დაიწყე არა ? - გავიცინე ბოლო ხმაზე . - აუ მარინააა - დაიწუწუნა დედამისის სახელი მეგიმ - იდიოტი ვერა აქ ხო არაა ? - შენ სიცხე ხო არ გაქ შვილო - გაუცინა დედამისმა , მისი ხმა მეც გავიგე და ჩავთბი. მარინა მეორე დედასავით მყავს ! - აბა საიდან ხვდება რაზე რა რეაქცია მაქვს ? - ამოიფრუტუნა გაბრაზებულმა და თან სიტუაციაში ვერ გარკვეულმა . - შემთხვევით პამპერსის დაქალები ხო არ ხართ ? - ჰკითხა სიცილით დედამისმა. - ერთი ჩორტი ხართ - ხელი აიქნია მეგულიამ . - აი ისევ ხელი აიქნია - გავიცინე ტელეფონში - ამოეთრიე ჩემთან მიდი . - შენ , რომ არ გეთქვა ისე ვერ მოვიფიქრებდი - ირონიულად ჩაიქირქილა და გაფრთხილებით დამიბრუნდა - ერთ საათში შენთან ვარ . - ანუ ორ საათში გელოდო ? - მეც არ დავაკელი ირონია. - სწერვა - ენა გამომიყო უეჭველი ! - მაგ ენას , რომელიც წეღან გამომიყავი მოგაჭრი - ნიშნის მოგებით დავუბრუნე პასუხი - სწერვაც ხარ და ხო იცი კიდე რაც - გადავიკისკისე - მე ზრდილობიანი გოგო ვარ და მაგას ვერ გეტყვი - ისევ გავიცინე და ტელეფონი სწრაფად გავთიშე , ვიცოდი უეჭველი მაგინებდა კულტურული ფორმით . მე მეგი და ვიკა მაგიდასთან ვიჯექით და ვჭორაობდით . - მეგან დღეს ბუბუ რო გაექცა ამ დურას იცი ? - შევუბრუნდი მეგის და ცივი ყავის ჭიქას ხელი მოვუჭირე . - ვაიმე მერე ? - შეშფოთებული სარწეველა სკამში . - მერე გავეკიდე ჩემი ზეგზოლოგიური ჩაცმულობით და შევეჩეხე ერთ სიმპო ბიჭს - ორივემ თვალები დაჭყიტა - ეგრე ნუ მიყურებთ ბუბუს ეთამაშებოდა - გავიცინე და საუბარი განვაგრძე - ხო ვყვები დამაცადეთ - შევამჩნიე , როგორ მლანძღავდნენ გულში პაუზების გამო - მოკლედ ასე მითხრა ჩემი ძაღლის შეჯვარება მინდაო და დღეს კრუგთან შვიდ საათზე ვხვდები , ძაღლი უნდა მანახოს - წარბები ავათამაშე მე ... - კარგი ბიჭი იყო ? - ორივემ ერთდროულად დამისვა ერთი და იგივე კითხვა რასაც ჩემი სიცილი მოჰყვა . - კი ყინულისფერი თვალები ჰქონდა - თვალები მივნაბე და მათ სიცილზე დაბღვერილი მოვეგე გონს - შავგვრემანი , ლამაზი ცხვირით , ლამაზი ტუჩებით - წარბები ავათამაშე და ყავა მოვსვი . - შენ ფრთხილად იყავი ძაღლზე ადრე შენ არ შეჯვარდე მაგასთან - გადაიხარხარა მეგიმ და ვიკას გამოწვდილ ხელს , ხელი დაარტყა . - ავღადავდით ? - წარბი ავუწიე ზემოთ და მერე მეც გამეცინა - ისე ეგ ჩაგეთვალა - გადავიკისკისე მეც . შვიდისთვის მზად ვიყავი , ბუბუს აშეინიკი მოვაბი და გარეთ გავიყვანე . ცოტა მოღრუბლული ამინდი ჩანდა , ამიტომ ნაცრისფერი შარვალი , თეთრი ბრეტელიანი სპორტული ოდნავ დეკოლტირებული მაიკა , შავი კედები და შავი ტყავის შემოსაცმელი ჩავიცვი . ოდნავ დასწორებულ თმაზე , საზაფხულო ქუდი დავიფარე და ბუბუსთან ერთად გავედი გარეთ . ეხუმრებით მარტის გიჟურ თვეს ? თან ახლად დაწყებულს ? არაა ! ნამდვილად არ მინდა გაციება . ზუსტად ვიცი ახლა ფანჯრიდან მეგი და ვიკა გადმოკიდებულები გვიყურებენ ამიტომ სიცილით მივაბიჯებ კრუგისკენ ,ფანჯარა პირდაპირ კრუგს დაჰყურებდა. საეჭვოდ გაიქაჩა დათქმული ადგილისკენ ბუბუ , გაოცებული შევყურებდი ჩემს რიჟა ჰასკის , რომელსაც დაჟინებით მივყავდი ადგულისკენ . იქ მისულს საოცარი კონტარსტი დამხვდა . ნაცრისფერში და თეთრში არეული ჰასკი , მდედრის ჯიში , რომელიც ძალიან წყნარად და "დასტოინად" იჯდა , არც კი დაძრულა ადგილიდან როდესაც ბუბუ დაინახა . საოცრება იყო , ისეთი ლამაზი თვალები ჰქონდა ძაღლს , გავიკვირვე , ასეთ სილამაზეს მხოლოდ ჩემს ბუბუში აღვიქვავდი ადრე . ძაღლიდან პატრონზე გადავიტანე ყურადღება , მანქანაზე იყო მიყრდნობილი და სიგარეტს ეწეოდა . წარბებს ქვემოდან ამომხედა ყინულისფერი თვალებით და ადგილზე კინაღამ გამყინა . ახლა მივხვდი , რომ სიტყვა "ჩავდნი" , ყველაზე სუსტი კონტექსტით გამოიყენება სიტყვა "გამყინასთან" . მივუახლოვდი და საეჭვოდ დაწყნარებულ და დასერიოზულებულ ბუბუზე გავიცინეთ . ჩემს მუხლებთან დაჯდა და თვალ მოუშორებლად დაუწყო თვალიერება "სამიზნეს" - ლამაზი ლეკვები ეყოლებათ არა ? - ვკითხე და ხელები ერთმანეთში პატარა ბავშვივით ავხლართე . - ძალიან - საოცრად ბოხი ხმით ამოილაპარაკა და ისევ გამყინა ადგილზე - ანუ თანახმა ხარ ? სუფთა ჯიშია - აუღელვებლად საუბრობდა ის . - ეტყობა , თათებზე , ცხვირზე , თვალებზე , ბეწვზე და გრძელ ლამაზ ფეხებზე - გავიღიმე და ვანიშნე იქვე მდგარ სკამზე დავჯდეთქო . - ესეც ასე , პირველი პაემანი შედგა - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და მანქანის დისკებს გაუსწორა თვალი . - ვერ გავიგე ? - გაოცებული მივაშტერდი პროფილში მის სახეს , და მივხვდი , რომ მისი სახე სადღაც მყავდა ნანახი . - ბუბუზე და ბაბიზე - მიმანიშნა თვალით "მობაასე წყვილზე" . - აამ ... - თავი დავაქნიე გაგების ნიშნად . აზრზე არ ვიყავი რაზე უნდა მესაუბრა მასთან , ის , რომ ჩუმად იყო დისკომფორტი მქონდა , სულელივით არ მინდოდა გამოვსულიყავი და ფეხზე წამოვდექი . - ცოტა დამცხა - ამოვილაპარაკე და ტყავის მოსაცმელი გავიხადე . - წვიმას აპირებს - ვნებიანი თვალებით შემათვალიერა და ცაში აიხედა - აუშვი , რათ უნდა ახლა აშეინიკი , ეს სადმე გამქცევს გავს ? - მკითხა და ბაბიზე მანიშნა , არსად გაუშვებსო . - რა ვიცი მაინც მეშინია დილანდელის შემდეგ . - თუ რამეა აქ ვარ , თან პატრონს , რომ ხედავს არ გაიქცევა , შეიძლება გაიაროს და , რომ დაუძახებ მოვა . - კარგი - მხრები ავიჩეჩე და ხელის კანკალით ავუშვი ბუბუ . ჯერ არც შეტოკებულა , შემდეგ წყნარად წამოდგა და უფრო ახლოს დაუჯდა ბაბის. - შენ იყიდე ეს ? - არა მაჩუქეს - გადავიკისკისე , როცა ბუბუს მოყვანის ისტორია გამახსენდა , სადღაც ორი წლის წინდელი . - ხო ? ალბათ ოჯახის წევრმა არა ? - მივხვდი საითაც უმიზნებდა და ჩამეღიმა. - არა , კართან მომიტანეს , შეფუთული ყუთიდან ამოხტა , ყელზე ლამაზად ჰქონდა შემოხვეული წითელი ბანტი - გამახსენდა და გავიბადრე პატარა ბუბუს გახსენებაზე . - მოიცა ვერ მივხვდი , ვერაფერი გავიგე ანუ ვინ გაჩუქა ? - მე თვითონაც არ ვიცი - მხრები ავიჩეჩე მე . - უცნობი თაყვანისმცემელი ? - ჩაიღიმა მომაკვდინებლად . - არ ვიცი - ისევ მხრები ავიჩეჩე - უკან ხომ არ გავუშვებდი , არც კი ვიცოდი ვისგან იყო , თან ძალიან მიყვარს ძაღლები ამიტომ დავიტოვე . ამ დროს მანქანამ გამოიარა , ნელა ჩაიარა თავი გადმოყო ახალგაზრდა ბიჭმა და თვალი ჩამიკრა . პირი ინსტიქტურად დავაღე და გაოცებულმა გადავხედე მამაკაცს , რომელიც გვერდით მეჯდა და , რომელიც ასადგომად ემზადებოდა ხელი , რომ ჩავავლე მაჯაში . უკან მეორე მანქანა მოყვა , საჭესთან შედარებით უფრო ხნიერი მამაკაცი იჯდა. მანქანაში სიმღერა " მენატრება" ჟღერდა ... რა ვქნა , რომ ჩარკვიანის სიმღერები თავს მაკარგვინებს ? ... ინსტიქტურად ავყევი სიმღერას და ისე გადავეშვი ჩემს სამყაროში საერთოდ დამავიწყდა , რომ გვერდით ... "სახელი" ? კარგი მოდი ასე ვიტყვი უსახელო მეჯდა ... - იცი ... სულ ახლახან მივხვდი , რომ შენი სახელი არ ვიცი - გავუცინე და თმა ყურზე გადავიწიე , შემდეგ კი ღიმილით ავხედე სერიოზულად შემომყურე ყინულისფერთვალებიანს . - ვაჩე ... ვაჩე ახვლედიანი - გამიღიმა და ადგილზე ისევ და ისევ გაყინული დავრჩი . - ასე ნუ მიყურებ - ნერვიულად გავიცინე და სკამზე თითები ავათამაშე , შემდეგ კი მზერა ძაღლებზე გადავიტანე . - ასე ? როგორ ასე ? - გამომცდელად მომაჩერდა და ისევ გამყინავი მზერით მომაჩერდა . - აი ასე - ტაში შემოვკარი და პატარა ბავშვივით გადავიკისკისე . ისევ დავინახე ყინულისფერ თვალებში , ცეცხლისფერი პატარა ეშმაკუნა ჭინკები და ისევ გავიყინე ადგილზე . - შენი თვალები სულ ასეთი გამჭირვალეა თუ მარტო მაშინ როცა მე მიყურებს ? - მისმა უადგილო კითხვამ საშინლად დამაბნია და სიცილი სახეზე შემეყინა . - არ ვიცი - თავი ჩავხარე და მზერა მოვარიდე , ჩემი გამჭირვალე თვალების ქურდს. ჩემი ფანჯრისკენ ავიხედე , მეგი და ვიკა ფანჯარას მოშორებოდნენ . - მე შენ ფიქრები მოგპარე - ტუჩის კუთხე ჩატეხა მომაკვდინებლად . მისი ორაზროვანი საუბარი გონს მაკარგვინებდა . არ მესიამოვნა საკუთარი თავის გამოჭერა ჯერ არ განცდილ გრძნობებში . დაბნეულმა ავაფახუნე წამწამები და აწითლებულმა შევხედე . - ვერ მიგიხვდი - ჩავიჩურჩულე ჩემთვის ჩუმად . - ღამე მიმიხვდები - ჩაიცინა ცალყბად. - ვერ გავიგე ? - დაბნეულმა მივაპყარი მზერა . - არცაა საჭირო - მოკლედ მომიჭრა და თვალი სივრცეს გაუსწორა , სივრცეში გამოჩენილ ერთ პატარა უფერულ პატარა წერტილს . - კარგი - ამოვილუღლუღე და ფეხი ფეხზე გადავიდე . უცნაური ბიჭია , საშინლად მიზიდავს , მაგრამ ასევე საშინლად უკუმაგდებს , საეჭვოდ მეცნობა , მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ . მაბნევს ! ძალიან მაბნევს , ისე მაბნევს ვერაფერზე ვერ ვფიქრობ გარდა მისი პასუხებისა. არ ვიცი მასთან რაზე ვილაპარაკო , თითქოს ცოტა დისკომფორტი მაქვს ? თუ პირიქით ? მასთან ისეთი წყნარი ვარ , საშუალებას მაძლევს ვიყო ისეთი როგორიც ვარ , ყველანაირი შენიღბვის გარეშე . არამგონია ერთი დღის გაცნობილთან ასეთი მშვიდი ვიყო , ხდება რაღაც , უხილავი რაღაც , რაც გონებას და გულს მოსვენების საშუალებას არ აძლევს , რისი გახსენებაც მინდა , მაგრამ საეჭვოდ ვერ ვიხსენებ . - კარგი მე წავალ - სკამიდან წამოდგა და ხელები ერთმანეთში ახლართა . თავი დავუქნიე და მუხლებზე ხელების ტყაპუნით წამოვდექი . თავი დახრილი მქონდა , როგორც კი ავწიე , ცხვირით მის მკერდს შევეჯახე . კურნოსა ცხვირი დავიზილე და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი . - არმანი კოდი , მამაკაცების კოლექციიდან - კმაყოფილმა ვთქვი და ჩემთან ასე ახლოს მდგომ მამაკაცს გავუღიმე . - ჩემი საყვარელი სუნამოა ... - ჩემიც - თავი დავუქნიე და თვალები დებილი ბავშვივით გავაცეცე . - ხო ... - ამოილაპარაკა და მზერით მთელი სახე დამიწვა. - აჰაამ ... - ამოვილუღლუღე უცნობი ჯიშის ბგერები და დაბნეულმა შევხედე. - კარგი წავედი - გავუღიმე და გვერდის ავლა დავაპირე ისიც ჩემს მხარეს , რომ გადმოვიდა . უხერხულად გავუღიმე და "დამთხვევა" არ შევიმჩნიე , მეორე მხარეს გადავედი და ისიც იმ მხარეს გადმოვიდა , ახმჯერად მან გამიღიმა და ასე განმეორდა ორჯერ . ბოლოს ჩაიცინა და გვერდით გადადგა , გზა დამითმო , ბუბუს აშეინიკი მოვაბი და სახლისკენ წავიყვანე . - კარგად - მივაძახე და გავიღიმე . - დროებით ვერა - ლამაზად წარმოთქვა ჩემი სახელი და ბაბი მანქანაში შესვა , თვითონ საჭეს მიუჯდა და გაოგნებული დამტოვა ქუჩაში. მე მისთვის ჩემი სახელი არ მითქვამს ! დავიფიცებ არ მითქვამს ! საიდან გაიგო ? აქ რაღაც ისე ვერაა ! მე ხომ ვამბობ მეცნობათქო ? ვამბობ , ვამბობ ! ამას აუცილებლად გავარკვევ შემდეგ შეხვედრაზე . " ა დაჟე დაგეგმე შემდეგი შეხვედრა უკვე?" - წამკბინა მეორე მემ . " ეს თვითონ დაგეგმა " - კმაყოფილმა ჩავაგდებინე ენა გველ მეორე მეს და გაბადრული ავედი სახლში ... - ამოდი ჩემთან - ჩასძახა ბექას ტელეფონში . - ამოვალ , მშვიდობაა ? - ჰკითხა და მანქანის გასაღებს ხელი დაავლო , პასუხი , რომ ვერა და ვერ გაიგო , მომთხოვნად იკითხა - ვაჩე მშვიდობაათქო ?! - ამოდი შეჩ*ემა რაა და ნუ დამანამუსებ მოკიდე იმ ორ მუტრუკს ხელი და დროზე პოსტზე . - კაი - ჩაილაპარაკა და მობილური გათიშა . 15 წუთში კარზე ზარი გაისმა , ფეხზე წამოდგა ახვლედიანი და კარი თმის ჩეჩვით გააღო . სიგარეტს ღრმა ნაპასი დაარტყა და საფერფლეში ჩაწვა . კარში 3 ახმახი შემოვიდა , ყველა სავარძლებში გადანაწილდა და ერთმანეთს გაოცებულებმა დაუწყეს ყურება . - ვინმე იტყვის რამეს ? - ვეღარ მოითმინა ბექამ. - ეს რამის მთქმელს გავს ? - სიცილით მიუთითა ძმაკაცებს ვაჩეზე კოკამ . - მთქმელს არ ვიცი , მაგრამ დამრტყმელს რო გავს ეგ ზუსტად ვიცი - თავით ანიშნა გიგამაც ვაჩეზე , ბექას და კოკას. - რა მოხდა იტყვი შეჩ*ემა ? - ალაპარაკდა ბექა . - ჩარკვიანი ვნახე - უხმოდ ჩაილაპარაკა და ახალ მოკიდებულ სიგარეტს ისევ ღრმა ნაპასი დაარტყა . - მერე ? - ნერვიულად გადაისვა ხელი თმაზე ბექამ . - როგორ ? - საუბარში ჩაერთო გიგა . - სად ? - იკითხა კოკამ . - მაგის უბანში ვიდექი , ბაბის ვასერინებდი და თან დავრბოდი , ბუბუ გამოქცევია და გამოეკიდა , ნახევრად შიშველი თან , მერხეოდა ტოო - ჩაილაპარაკა და ორივე ხელი თმაზე გადაისვა . - მერე ? - ხელი დაარტყა მაგიდას ბექამ . - ბუბუ მე დავიჭირე , ვერა ,რომ მოვიდა ჯერ გაშტერებული მიყურებდა , ცდილობდა გავეხსენებინე , აშკარად ვერ გამიხსენა - ნერვებ მოშლილმა მიარტყა ფეხი მინის მაგიდას . - ე ბიჭო გააგრძელე ნუ დაგვანამუსე - წამოიღრიალა კოკამ . - მერე მადლობაო - ისევ გაჩერდა ახვლედიანი . - აუ შენ რაჭველი ხარ თუ სვანი შეჩ*ემა - წყობილებიდან გამოვიდა გიგა . - ოო ნუ მოტ*ანით ტვინი რა - ხელი აიქნია , ეტყობოდა როგორ უჭირდა თავის შეკავება - შევაჯვაროთ მეთქი - ახარხარდა და ბიჭების ისტერიულ სიცილზე უფრო გაეცინა . - თქვენ არ დაასწროთ ძაღლებს - გადაიხარხარა გიგამ . - მოგაჭრი ენას ბიჭო - "გაუსვანა" ახვლედიანმა . - მერე ? - სერიოზული სახით იჯდა ბექა . - მერე ვნახე კრუგთან ისევ , ბიჭო იცი რა არი ? ძაან დაბნეული მელაპარაკება , ვერ ვხვდები რა უნდა , სულ იცინის აი სულ - ხელები გაასავსავა ჰაერში სასაცილოდ - აუ ეხა ნუ წამარომანტიულებთ რა - ხელი აიქნია და გაიცინა - პროსტა ვერ ვხვდები რა აბნევს ესე - მხრები აიჩეჩა ისევ - ბუბუზე ვკითხე და მაჩუქესო , ვინ მეთქი და არ ვიციო . - არანაირი მინიშნება არ მიგიცია და ხო არ დაესიზმრებოდა , რო შენ დაუტოვე ? - უჩვეულოდ დასერიოზულდა გიგა. - ბიჭო რავი ტოო - დაიბნა ვაჩე . - ბიჭო მისმინე ეხა , ვაფშე ვერ გცნობს ? შენ როგორ ატყობ ? - აუ რავი შეჩ*მა , რანაირად შევატყო , ისე ერთი ისაა , რო გამოშტერებული მიყურებს ზოგჯერ. - ალბათ ეცნობი რაა პროსტა ვერ გიხსენებს , რას გაგიხსენებს შე*ემა , მემგონი 15 წელია არ უნახიხარ. - მე რომ არ დამავიწყდა ? - წარბები შეკრა ისევ . - შენ რა დაგავიწყდებოდა კუდში დადევ პამპერსიანობის დროდან და ეგ რაც დაშორდით ვაფშე გაქრა . - დაშორდითო ისე ამბობს გეგონება სერიოზულად იყვნენ ერთად . - ბიჭო ხო მარა , დააკვირდი ეხა რა გოგო იყო 8 წლის , ეს კიდე 12 წლის იყო , იმას კიდე ეპატიება პატარა იყო ძაან , რაღა ემახსვრება ეხა 15 წლის წინ პირველად ვინ შეუყვარდა , არა ჩვენში რო დარჩეს უნდა ახსოვდეს წესით მარა ნუ ხო ხვდები ეხა რა რა პონტიც იყო ამათთან , ეს კიდე არც შეეშვა იმის მერე - თავით ვაჩეზე ანიშნა ბიჭებს კოკამ . ^^^ ბიჭები , რომ წავიდნენ დიდ ხანს იჯდა ერთ ადგილზე და გაშტერებული ფიქრობდა ყველაფერზე. ამდენი წლის მანძილზე ერთი წუთითაც არ ამოუშლია გონებიდან არც ერთი დეტალი , არც ერთი წამი რაც კი ვერასთან ერთად ჰქონდა გატარებული . გოგონა სვანეთში , რომ ჩადიოდა ხოლმე მაშინ ხვდებოდა ახვლედიანს . ახვლედიანი ამ ყველაფერს როგორც , სხვა დანარჩენს ძალიან სერიოზულად უყურებდა და აღიქვამდა. პატარა სვანი ყოველთვის დინჯი , გაწონასწორებული და სერიოზული იყო . ჩარკვიანი ბავშვობიდან "დაიჩემა" და დაისაკუთრა. მის შემდეგ არ მოშორებია მასზე ფიქრები , ნუ თუ ასე ადვილად დაავიწყდა ჩარკვიანს ის ტკბილი მოგონებები ? ნუ რაღა ტკბილი სვანეთში შუა ზამთარში მცივანა გოგოს ყინულიან წყალს , რომ გადაასხავ და შემდეგ ეტყვი ეს იმიტომ გავაკეთე , რომ მე გაგათბოო , ეს თუ თბილად ითვლება აღარ ვიცი ... მაგრამ იმის გარდა ახლა რაღა შემორჩა ? ჩარკვიანების სახლი , რომელიც სვანეთში გაყიდეს ? თუ ის , რომ ვერა სულ გადაიკარგა სვანეთიდან ? პირველად 17 წლის ვერა დაქალთან ნახა ჩამოსული სვანეში , მაშინვე იცნო ! თუმცა რა დაავიწყებდა მის სახეს? არც არაფერი ! მას შემდეგ კი უფრო გახელდა და უფრო მოუნდა გოგონა ყოველთვის მისი ყოფილიყო . ვერაჩკა გონზე არ იყო საერთოდ რა ხდებოდა , "ფეისბუქზე" ფოტოებით , რომ იკლავდა თავს და ზედ , რომ აწერდა , ასეთი მინდაო " ჰასკიზე " , სად ეგონა , რომ მართლა ეყოლებოდა ესეთი საყვარელი არსება ? 21 წლის , რომ გახდა და ცალკე გადავიდა საცხოვრებლად ჩარკვიანი , თავის თავზე აიღო ახვლედიანმა , გოგონას სურვილის შესრულება და აჩუქა კიდეც ლამაზი , წითელი ფერის , ჰასკი "ბუბუ" ახლა კი , სრულიად შემთხვევით და დაუგეგმავად შეხვდა ცხოვრების სიყვარულს , რა უნდა ეფიქრა , რა უნდა ექნა ? ადგილზე გაშრა , ჯერ იმიტომ , რომ მისი სიყვარულის პირისპირ იდგა ჩარკვიანი და მერე იმიტომ , რომ ნახევრად შიშველი იყო , პირველი ის გაიფიქრა ვინმემ არ შეხედოსო , პირველი ეჭვიანობის მწარე გემო იგემა მთელს სხეულში . შემდეგ კი როცა გაანალიზა , რომ უზადოდ უნაკლო სხეულის მქონე გოგონა იდგა მის წინ ნერწყვი ძლივს გადაუშვა სასულეში , შემდეგ კი მზერა მოარიდა, ხამი კაცი , რომ არ გონებოდა გოგონას . მაშინვე მიხვდა ვერას , რომ ეცნო ყინულისფერ თვალებიანი მაგრამ ვერაფერი უთხრა ... მოვიდოდა დრო და გაიგებდა სიმართლეს , გაახსენდებოდა და ... იმედი ისევ არსებობდა , იმედი იმისა , რომ ყინულისფერ თვალებს მიზეზი მიეცემოდათ მასში ცეცხლის ფერი ჭინკები ათამაშებულყვნენ ... და ეს ნამდვილად იქნებოდა ასე ! ამის მიზეზი ვერა ჩარკვიანი ნამდვილად იქნებოდა ! და არა მხოლოდ ვერა არამედ ვერას გულიდან წამოსული რწფელი გრძნობები ... ეჭვი გამართლდებოდა და ბავშობის სიყვარული ისევ აღდგებოდა , სიყვარული , რომელმაც ყინულისფერთვალებიანი დაადნო ! ^^^ სახლში ასულს "მშვიდად" მჯდომი და და დაქალი დახვა . თავიდან გაეცინა , როდემდე შეინარჩუნებენ სიმშვიდესო , ოთახში შევიდა და გამოიცვალა , შემდეგ კი ბუბუს თათები სპეციალური ფაფუკი სველი ნაჭრით გაუწმინდა , წყალი დაუმატა თასში და ცხვირზე აკოცა . სამზარეულოში შესვლა და თავს დასხდომა ერთი იყო , სანამ ყველაფერი ტოჩკა ტოჩკა არ მოყვა მანამდე არც კი ამოასუნთქეს . - მოიცა , მოიცა და შენ საიდან გეცნობა ? - არ ვიცი , ის ყინულისფერი თვალები ... სადღაც უეჭველი მინახავს და არა მხოლოდ მინახავს , მათ აშკარად კარგად ვიცნობდი , ის ჭინკები , ცეცხლის ფერი ჭინკები , დავიფიცებ პირველად არ დამინახავს მის თვალებში ! - რა ქვიაო რა თქვი ? - ჩაეკითხა ვიკა . - ვაჩე ... ვაჩე ახვლედიანი - მკაფიოდ წარმოთქვა მისი სახელი და გვარი ... შემდეგ დაფიქრდა და ერიჰა მგონი გაახსენდა . - ახვლედიანი ? ახვლედიანები სვანეთში ჩვენს გვერდით არ ცხოვრობდნენ ? - ჩაეკითხა ვიკა . - მოიცა , მოიცა - გაოცდა მეგი - ჩემთან , რომ იყავი გახსოვს ? - ჩაეკითხა ისევ ზურაბიანი - ახვლედიანები იქაც იყვნენ . - ხო მეგი ჩვენი სახლის მეორე გვერძე , ხომ არ ცხოვრობ ? - ირონიუალად ჩავეკითხე მე ... - მეც ძალიან მეცნობა ვაჩე ახველედიანი ... - ნიკაპზე საჩვენებელი თითი მიიდო ვიკამ . - ალბათ იმიტომ , რომ ახვლედიანებს ვიცნობთ - მხრები ავიჩეჩე და საძინებლისკენ დავიძარი - რომ დავიძინო გეწყინებათ ? - არა მიდი - ჰაეროვანი კოცნით დავემშვიდობე გოგონეს და დასაძინებლად წავედი . საწოლზე დაწოლა , ბალიშზე თავის დადება და მკვდარივით ჩაძინება ერთი იყო . სიზმარი მესიზმრა , არ ვიცი რატომ მაგრამ ... ის დამესიზმრა ... მოგონება , ყინულისფერი თვალები , ცეცხლის ფერი ჭინკები , არა დღევანდელი ვაჩესი , არამედ ჩემი ბავშობის სიყვარულის , პატარა სვანი ახვლედიანის , ყინულისფერი თვალები და ცეცხლისფერი ჭინკები , და აი აქ მივხვდი , რომ ჩემი ყინულისფერი თვალები სრულებითაც არ ჩაბარებულა წარსულს ! დაფეთებულს გამეღვიძა და ხმით ამოვიგმნე , თავში ხელები წავივლე და შევეცადე გამეხსენებინა ჩემი სიზმარი ... იშვიათად მესიზმრებოდა სიზმრები , ამ უეცარმა შემთხვევამ და თანაც იმან , რომ სიზმრად ყინულისფერ თვალებში მოცეკვავე ცეცხლისფერი ჭინკები ვნახე სულ გამაოცა . - ვერა - შემოვარდნენ ვიკა და მეგი ჩემს ოთახში . - ის ... ის ვნახე - ამოვილუღლუღე ჩემთვის . - რა ნახე ? ვინ ნახე ? სად ნახე ? რა მოხდა თქვი - დაიქოქა მეგი . - ვერა ნუ მაშინებ რა მოხდა თქვი - მიყვა ვიკა . - არ მახსოვს , სიზმარი ვნახე ... - რა ? შენ ხომ სიზმრები თითქმის არასდროს გესიზმრება ? - ორივემ ერთ ხმად შესძახეს . - ხო ... მაგრამ ... - შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ , შენ აშკარად რაღაც გიქნა იმ სვანმა - თვალები მოჭუტა მეგიმ . - ჯადო გაუკეთა - აკისკისდა ვიკა . ამათი შემხედვარე მეც გამეღიმა და დაღლილი მივეყუდე ბალიშს . მობილური , რომ აცეკვდა ხელი დავავლე და უცხო ნომერს ვუპასუხე . - გისმენთ - ნამძინარევი და სუსტი ხმა ამოვუშვი ბაგეებიდან , ჩემი თავის შემეშინდა . - კარგად ხარ ვერა ? ხმაზე რა გჭირს ? - მობილურის მეორე მხრიდან საოცრად , სასიამოვნო , ბოხი და ნაცნობი ხმა მომესმა . - ვაჩე ? - ვიკითხე გაოგნებულმა . მე მისთვის ჩემი ნომერი არ მიმიცია ! - ხო მე ვარ ... - ჩემი ნომერი საიდან ? - პირდაპირ ვაფეთე კითხვა და გავიღიმე გოგონების მინიშნებებზე , რომლებიც გაჯინიანებულებივით იქნევდნენ ხელებს , სპიკერზე ჩართეო , მეც არ დავაგვიანე და ჩავრთე სპიკერი . - თბილისი პატარა , რომაა დაგავიწყდა ? - თვალები მოჭუტა ოუეჭველი და ტუჩის კუთხე ჩატეხა . - ახლა თვალები მოჭუტე და ტუჩის კუთხე ჩატეხე - ნიშნის მოგებით გადავუტანე თემა და გადვიკისკისე შემდეგ კი ნერვიულად მოვიყოლე ქვედა ტუჩი კბილებს შორის . - შენ კიდე ქვედა ტუჩის წვალება დაიწყე - ასევე ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა და გამაოგნა . - რა ? ... - გაოცებულმა ამოვილუღლუღე. - არაფერი თანდათან გამიცნობ - გაიცინა და ორი წამით გაჩუმდა - იცი მინდოდა მეთქვა კაფეში წავიდეთთქო ... - იცი ... არამგონია იმიტომ , რომ - გავაგრძელებდი გაოცებული საუბარს , რომ არა მისი კიდევ ერთი გამაოგნებელი რეპლიკა . - მე არ მიკითხავს უბრალოდ შეგითანხმე - უდარდელად ჩაილაპარაკა . - ისა ... - დავიწყე საუბარი ... - საღამოს 8 ისკენ გამოგივლი კარგი ? - მკითხა უეცრად ... - მეგონა კითხვებს არ დამისვამდი - ჩავილაპარაკე და გოგონების გაოცებულ სახეს მხრების ჩეჩვით შევხვდი . - 8 ზე გამოგივლი დროებით - დამემშვიდობა და გამითიშა . - შენ ხომ არ გაგიჟდი ? - იერიშზე გადმოვიდა ვიკა - იქნებ მანიაკია ? ან რატომ მიყვები სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ გაიცანი . - პირველად ვეთანხმები ამ კომუნისტს - მხარი აუბა მეგიმ . - ვერ დაინახეთ როგორ მელაპარაკა ? - მშვიდად დავუყვავე მე - თუ ყველა მანიაკი ასეთია , სიამოვნებით ვიქნებოდი მანიაკთან - ჩავიცინე და ჩემსავე თავს მე თვითონვე ვუწოდე ყოვლად უბედური . - პატრონს უბედურს - ხელები გაასავსავა მეგიმ . - დედაჩემს და მამაჩემს ხო ? - მიუბრუნდა ვიკა და გაიცინა - ისე კარგი ხმა აქვს - ცერა თითი ამიწია ჩემმა დამ . - ხო არა? - გავიღიმე და მისი სახის გახსენებისას ტანში გამაჟრჟოლა . - კაი ტიპი ჩანს , მაგრამ შენს ადგილზე არ ვიჩქარებდი - მეგიმ თავი გადააქნია . - არ ვიცი ... არ ვიცი ... მოდი მივწერ , რომ არ მცალია . - არა ახლა აღარ გამოვა ეგრე , მიდი და ნახე , მაგრამ ასე ყოველ თქმაზე აღარ ნახო - გაუშვა ტრადიციულები ვიკამ . - ხო მართალია ვიკა ხიხოსავით ნუ მოიქცევი ეხლა და ნუღარ ეტყვი დღეს შეხვედრაზე უარს - თავი დამიქნია მეგიმ . კუჭის და მუცლის მიდამოებში რაღაც უცნაური შეგრძნება მქონდა , თითქოს სუნთქვა მიჭირდა , თითქოს მეშინოდა , რისი არ ვიცი , მაგრამ ზუსტად ვიცოდი მისი ყინულისფერი თვალები ყველაზე ცხელი იყო რაც კი ოდესმე მენახა . სიზმრის გახსნებეას დღის ბოლომდე ვცდილობდი მაგრამ ვერა და ვერ ვაყენებდი საშველს . ისე მეშლებოდა ასეთსა და მსგავს რაღაცეებზე ნერვები , ჭკუიდან გადავდიოდი . დაძინებაც ვცადე , წამლების დავლიე , იმის იმედით , რომ სიზმარს ისევ ვნახავდი , ასეც მოხდა მაგრამ , რომ გავიღვიძე მაინც აღარ მახსოვდა . ასე გავიდა რამდენიმე საათი მე კი მომზადება დავიწყე . ტანზე შავი მუხლამდე კაბა მეცვა , წელში გამოყვანილი , საკმაოდ ვიწრო , ყელზე ლამაზი რგოლივით მქონდა ასევე კაბის ნაწილი შემოხვეული , მკერდთან ლამაზად გამოკვეთილი და ოდნავ დეკოლტირებული , ზურგზე მაქსიმალურად ღრმად ამოღებული , ფეხზე შავი მაღლები მოვირგე , თმა ბოლოებში ლამაზად დავიხვიე და მხრებზე გადავიყარე , სახეზე მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე , ტუჩზე წითელი მუქი ფერის კონტური გადავისვი და მთელიანად გავიფერადე ბაგეები , შემდეგ ლაინერი გადასვისვი და რუმიანა წავისვი ცოტა , შავი ფანქარი გადავისვი თვალებზე , ღიად და სარკეში ჩავიხედე. კმაყოფილმა შევათვალიერე საკუთარი სილუეტი და მეორე მეს გავუღიმე , სარკიდან , რომ მეჭყიტებოდა . - მაინც მე გჯობივარ - გადავიკისკისე და სკამზე ჩამოვჯექი , ზარს ველოდებოდი . - ჩამოდი სახლთან ვარ. - ახლავე - გავუთიშე და მისაღებში გავედი ... - ბუბუ მეგული და ვიკული არ გამიბრაზო იცოდე ! - ცხვირზე თითი დავკარი ჩემს ბიჭს და ოთახში ფეთიანივით შევვარდი - სუნამო დამავიწყდა - უცებ მივიშხურე და კიბეებზე დავეშვი . ბოლო სართულზე შავანელე და სადარბაზოსთან მდგომ სოლიდურ ფორმაში გამოწყობილ ახვლედიანს გავუღიმე , რომელიც თავის შავ ულამაზეს მანქანაზე იყო მიყუდებული და მომაკვდინებლად მიღიმოდა . - ულამაზესი ხარ - გამიღიმა და კარი გამომიღო . - მადლობა - აწითლებულმა გადავუხადე მადლობა და მანქანაში ჩავჯექი . სწრაფად მოუარა მეორე მხარეს და საჭესთან დაიკავა ადგილი . - სიმართლე , რომ გითხრა მეგონა სპორტულად და დახვეწილად ჩაიცვამდი - გამიღიმა და ისევ გზაზე გადაიტანა ყურადღება . - უი რატო ? - გავიცინე და მივუბრუნდი . - იმიტომ , რომ სულ მასე გაცვია - მხრები აიჩეჩა და როცა მიხვდა ბევრი თქვა სიმღერას აუწია - კარგი სიმღერაა - გამიღიმა გაოგნებულს. - შენ საიდან იცი როგორ მაცვია სულ ? - ვკითხე და აწკრიალებულ ტელეფონს დაბნეულმა დავხედე . - უპასუხე - თავი გააქნია და საჭე მარცხნივ მიატრიალა . მანქანაში " ირაკლი ჩარკვიანის მენატრება " , რომ გაჟღერდა ტელეფონი გავთიშე და განაბულმა გავხედე საჭესთან მჯდომს . - შენც გიყვარს ჩარკვიანი ? - კი - ლაკონურად მიპასუხა და სარკიდან გზას გახედა - იცი მანქანის ტარება ? - რას ქვია არ ვიცი , ვბრდღვნი - გავუცინე და მუცელი ჩამეზნიქა , როდესაც სიჩქარეს საგრძნობლად მოუმატა . - ხო ? მართვის მოწმობა გაქვს ? - დაბადებიდან - ცერა თითი ავუწიე და გავუცინე . - მეღადავები თუ მართლა იცი ტარება ? - თვითონაც გაეცინა . - არა არ ვიცი , მაგრამ მინდა , რომ ვიცოდე - მხრები ავიჩეჩე და გზას გავხედე . - ესეც იქნება - გამამხნევებლად ჩამიკრა თვალი და შუქნიშანზე გაჩერდა . ^^^ Nuca Javelidze 20.09.2015 21:14 Nuca Javelidze - ო არა - ჩავილაპარაკე ხმა დაბლა და ნერვიულად გავიღიმე როდესად წინა მაგიდიდან მომავალი სილუეტი დავინახე ... - რა მოხდა ? - გაკვირვებულმა შემათვალიერა ვაჩემ და ზურგით სკამს მიეყრდნო . - მოდის - ჩავილაპარაკე და მოვკეტე როდესაც ის უკვე ჩემს წინ დადგა ეს ისაა რომ გეუბნებოდით , მერამდენე პაემანზე ვუთხარი უარი აღარც კი მახსოვსთქო . უხერხულად გავიღიმე და გადავკოცნე , შემდეგ კი სკამს დავუბრუნდი , ვაჩეს შევხედე , ყველა ნერვი დაჭიმული ჰქონდა , ამჩნევდა როგორ უაროფითად მოქმედებდა ჩემზე ეს ბიჭი და ეს უფრო აბრაზებდა რაც ნალთლად ეტყობოდა . - როგორ ხარ ვერა ? - საკმაოდ ვნებიანად წარმოთქვა ჩემი სახელი , რამაც სიტოაცია საგრძნობლად დაძაბა . - კარგად შენ ? - უკმაყოფილო სახით შევუბრუნე კითხვა . - ნორმალურად - ძალით ღიმილით შეუბრუნდა ვაჩეს და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად , ვაჩემ ჯერ მის ხელს შეხედა , მერე მას , ბოლოს მე , შემდეგ კი ხელი ჩამოართვა ისე , რომ არც კი ამდგარა . - კარგით , ხელს აღარ შეგიშლით - აპილპილებული გასცილდა მაგიდას და მარტო დაგვტოვა ... - ბოდიში , ასეთი უხერხული სიტუაციისთვის - გაწითლებულმა მოვუხადე ბოდიში და თითების მტვრევას მოვყევი . - მგონი შეჩვევა მომიწევს , იმ ფაქტთან , რომ ყველგან იქნება ერთი შენი თაყვანისმცემელი - ჩაილაპარაკა ირონიულად . - ნუ აჭარბებ - გავიცინე და წელში გავსორდი ... წითელი ღვინო მოვსვი და ვიგრძენი , რომ საგრძნობლად ჩამოცხა . - ცოტა დაცხა - ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ და ხელი ყელზე შევიცურე , შემდეგ კი მკერდამდე ჩამოვასრიალე . მზერა გაეყინა , მაგრამ ოსტატურად არ შეიმჩნია , მე მაინ ვერ გამომაპარა . - ცოტა ? - წარბი აზიდა და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო , შემდეგ კი სახე ძალიან ახლოს მომიახლოვა . - სულ ცოტა - დაბნეულმა ამოვილუღლუღე . - სულ სულ ცოტა ? - არ წყვეტდა ჩემს დაბნევას . - ძალიან ცოტა - თავს ვეღარ ვცნობდი , მგონი მისი სიტვებიც აღმაგძნედა უკვე . - ანუ ცოტა - ორაზროვნად ჩაილაპარაკა და ჩაიცინა , შემდეგ კი წარბებს ქვემოდან ამომხედა . - ცოტა - ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე და თმა ერთ გვედზე გადავიყარე. - ანუ ცოტა - ვერ ვხვდები რა თამაშს მეთამაშება . სახე უფრო ახლოს მომიტანა და თვალებში ჩამხედა . - უკვე საკმაოდ - სალფეთქი ავიფრიალე სახესთან . - ძალიან ? - მკითხა თითქოს ნაწყენმა - ძალიან ! - ჩავილაპარაკე და თვალებ მიბნედილმა შევხედე . - დესერტზე რას იტყვი ? - გამომცდელად შემომხედა ახვლედიანმა . - უარს - გავუღიმე და მობილურის ეკრანი გავანათე - უკვე გვიანაა , ბუბუ მეცოდება , ამდენ ხანს ჩემს გარეშე , თან მეც ძალიან დავიღალე დღეს ასე , რომ უკეთესი იქნება დესერტი შემდეგისთვის გადავდოთ - ჩამოვარაკრაკე და "შემდეგისთვის" ოსტატურას დავთქვი შეხვედრა . ნასიამოვნებს ჩაეცინა და წარბებს ქვემოდან ამომხედა , ისე როგორც თვითონ იცოდა. ყველა მისი ქცევა , მიმიკა , მანერა ყველაფერი ნაცნობი იყო ჩემთვის , თვითონ კი საოცრად ახლოდ იყო ჩემს გულთან . ეს არ იყო "ერთი და ორი" ნახვით შეყვარება , არც უბრალოდ აკვიატება , ეს რეალური გრძნობები იყო , გრძნობა იმისა , რომ მე მას მთელი ცხოვრება ვიცნობდი . ^^^ - ღამემშვიდობისა -გავუღიმე და მანქანის კარი გამოვაღე გადასასვლელად გადმოვდიოდი , ხელი მაჯაში , რომ მტაცა და თავისკენ მიმაბრუნა , ერთიანად გავხურდი და ჯანდაბა ! ცხოვრებაში , რომ არ დამმართნია მაინც და მაინც ახლა გამიწითლდა ლოყები ! თან ისე გამიწითლდა ღაწვებზე ცეცხლის ალი ვიგრძენი , თითქოს ბოლი ამდიოდა აი ისეთი ... ისეთი , კილომეტრიდან , რომ შეიმჩნეოდა . - ღამე "მშვიდობისა" - სიტყვა "მშვიდობა" გამოკვეთა და გახურებული ტუჩები შუბლზე მომაკრო , შემდეგ მფეთქავ არტერიაზე , საფეთქელზე და სულ ბოლოს ლოყაზე . აწითლებული გადმოვედი " გადმოვქანდი" მანქანიდან და რეკორდულ დროში ავირბინე კიბეები ... ^^^ როგორ უნდოდა , ხელებში შემოეფშხვნა ის ნაბი*ვარი მაგრამ , ხელს ის ფაქტი უშლიდა , რომ არანაიირი რეალური მიზეზი არ ჰქონდა ასე მოქცეოდა , ესეც , რომ არ იყოს ეს სრულიად არა ლოგიკური საქციელი იქნებოდა მისი მხრიდან , რაც არ აწყობდა ვერას შეენიშნა . ისე მოსწონდა , ვნებისგან გათამამებული ვერა ერთი სული ჰქონდა ხელებს შუა მოეწმწყვდია და სიყვარულით დაეკოცნა ის წითელი ბაგეები. არ აღიქვამდა სიყვარულს მხოლოდ ისეთ მცნებად , რომელიც მხოლოდ მის ყურებად და მასთან ყოფნით დაკმაყოფილდებოდა . არა რა თქმა უნდა მისთვის ესეც საკმარისია მაგრამ ძნელია , როდესაც უყურებს გოგონას , რაიმე გრძნობა არ გაუჩნდეს გულში , რომელიც ჰორმონალურ ან სულაც ვნების გზებზე გადის. სიყვარული მისთვის მხოლოდ , სითბო და თკბილი გრძნობები არ არის , მისთვის სიყვარული ყველაზე დიდი ვნებაა , რომელიც არც ერთ ქალთან არ აკავშირებს ! არა როგორ არა ქალის მიმართ ვნება , რომ არ ამოძრავებდს სხვა სახელი ერქმეოდა , მაგრამ ახლა ჩვენ ყველაზე დიდ ვნებაზე , დიდ სიყვარულზე ვსაუბრობთ , რომელიც მხოლოდ ერთ გზაზე გადის და ამ გზას ვერა ქვია ! - სახლში როდის მიატან ? - ტელეფონში ბექას ხმა ჩაესმა . - სად ხარ შენ ? ბიჭები სად არიან? - გიგი აქაა და ეხლა უნდა გავუაროთ კოკას - მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა. - კარგი გელოდებით ჩემთან ამოდით რაა . - მშვიდობაა ვაჩე ? - უბრალოდ ამოდით . - კარგი - მობილური გაუთიშა და კარზე ზარის ხმა , რომ გაისმა სიცილით წამოდგა ფეხზე . - კოკას უნდა გაუაროთ არა? - თავი გადააქნია და გადაიხარხარა . - ცოტა წავიმაიმუნეთ - გაიკრიჭა ბექა და მოხარხარე ბიჭებთან ერთად მოხარხარის სახლში შევიდა , თვით მოხარხარე . - აბა მოყევი რა მოხდა ? - ინტერესით მიაშტერდნენ ბიჭები . - ვინმემ გაბედოს და თქვას ბიჭებზე ჭორიკნები გოგოები არიანო - გადაიხარხარა გიგიმ და სიგარეტს ღრმა ნაპასი დაარტყა. - არ დაიხრჩო პატარა - კოკამ ფეხზე ხელი ნაზად დაუსვა ძმაკაცს . - გადი იქით შე პიდარასტო - შეიცხადა გიგიმ და გვერდით გადახტა სიცილით. - სად მირბიხარ ფისო - წინ მჯდომი ბექა სიცილისგან იჭაჭებოდა . - მეორე პიდარასტი - ნამდვილი კაცი ე ვაჩე - ხელი გაიშვირა სვანისკენ . - აბა რა ფისო , შენ ნამდვილი მამაკაცი გჭირდება ზუსტად ჩემნაირი - თვალი ჩაუკრა ვაჩემ სიცილით და გაოცებულ გიგის ხელი დამშვიდების მიზნით სიცილით აუწია ჰაერში . - შენ რა მოხდა ეგეთ კაი ხასიათზე რო ხარ ? - ეშმაკურად აათამაშა წარბები გიგიმ. ყველაფერი ტოჩკა ტოჩკა მოყვა , არც ის გამორჩენია "ის" "ნაძირალა" გაეთახსირებინა . - მოიცა ეგ ბიჭი ვინ იყო ვაფშე? - არ ვიცი ბიჭო , ვერა ისე უყურებდა ფაქტია მაგრად არ ევასებოდა . - რაზბორკა გვაქვს ? - სერიოზული სახით წამოჯდა კოკა და გაიცინა . - კი საწოლში - ეშმაკურად აუთამაშა წარბები ამჯერად გიგიმ ძმაკაცს და გადიახარხარა . - ფუ - ხელი აიქნია და თავი გააქნია კოკამ სიცილით . - არ ვიცი , სადაც ვნახავ იქ დავამტვრევ ძვლებში , იმის წინ ვერც ვერაფერი ვუთხარი , მიზეზი არ მქონდა , რო მეთქვა ესე ნუ უყურებთქო ხო მკითხავდა ვერა რაღაცას , მე კიდე არ მინდა ესე დამწვარი პონტი ჯერ , მსუბუქი ურთიერთობით უნდა შემოვიფარგლო ჯერ , პროსტა თუ კიდე შევამჩნევ რამეს ან სადმე გადამეყრება ერთი მიზეზი მინდა და ხო იცით - კბილები გააღჭრიალა ბრაზით . - ბიჭო შენი ამბავი რო ვიცი , მაგრად აფეთქდები და იქ სვანურები გოგოს წინ არ გაუშვა . - ძმობას გაფიცებ მართლა ? - სიცილით ჩაეკითხა ახვლედიანი . - ვაჩე ხო იცი რა ფეთქებადი ხარ ? - წარბები კუშტად შეკრა ბექამ . - ვიცი , შენც ხო იცი რო თავის შეკავება კარგად შემიძლია ? - არა , მაშინ როცა საქმე ვერას შეეხება - წარბშეკრულმა ამოიგმინა გიგიმ. - რა ბავშვივით მარიგებთ ჭკუას ტოო , ხო იცით , რომ მომთმენი ვარ - გაბრაზებულმა დასჭექა . - კი ტო , ეგ ვიცით და ბაზარი არაა , მაგრამ ხო იცი ვერაზე გეკეტება , ისე არ გააკეთო , რო ხელმეორედ დაკარგო ეგ გოგო - გააფრთხილა კოკამ . - ის არც პირველად არ დამიკარგავს - გაბრაზებულმა შეუღრინა კოკას . - იმენა სვანი ხარ - წარბები შეკრა ბექამ . - მერე ? - დაიგრგვინა და თვითონაც გაეცინა . - სვანი - ჩაიდუდღუნეს ბიჭებმა და ხარხარი ატეხეს . ^^^ ტელეფონი მეკავა ხელში , და სიმღერებს ვუსმენდი , ვიკას და მეგის ვწერდი საერთო ჩათში და ბევრს ვიცინოდი , ყველაზე მეტად იმაზე მეცინებოდა , რომ სამივე ჩემთან ვიყავით სახლში და ერთ ოთახში ვიწექით . შეტყობინება მომივიდა მეგობრობის მოთხოვნის და საწოლის გვერდით შუქის ჩამრთველს ინსტიქტურად დავაწექი , ორივემ თავი წამოყვეს და თვალებ მოჭუტულები დამაშტერდნენ . გაოცებული ვიყურებოდი ტელეფონში , რატომღაც არც ერთი წამით გამივლია ის აზრი თავში , რომ მას შეიძლებოდა დავემატებინე და მერე მოეწერა , რადგან ვირტუალური ურთიერთობა სულ დავიწყებული მქონდა , როდესაც მას ეხებოდა საქმე . - რა მოხდა რა სახე გაქვს გეგონება მოჩვენება დაინახე - გაოცებულები ჩამომიჯდნენ საწოლზე და ტელეფონში ჩამხედეს . - არ არსებობს , დამიმატა - საწოლზე წამოვხტი და ხტუნვა დავიწყე სიხარულისგან . - დაიმატე ქალო - გადაიკისკისა მეგიმ. - მიდი ხო დროზე - ვიკამ მობილური გამომგლიჯა , როცა მიხვდა , რომ ემოციებისგან ძალიან გათანაგული ვიყავი და არაფერზე არ ვფიქრობდი , იმდენად დიდი იყო მისი საქციელით გამოწვეული სიხარული და ბედნიერება ჩემში - დავიმატე - მობილური გამომიწოდა და მესენჯერის ხმაზე ყველა დაზაფრულები ჩავაჩერდით ჩემს ხელებში მოქცეულ მობილურს . - მომწერა - საწოლზე თავიდან დავიწყე ხტუნვა და თან ტელეფონს ვსუვამდი თითებს , რომ შემემოწმებინა ნამდვილად მისი ჩათი იყო თუ არა . საწოლზე ჩამოვჯექი და გაოცებულმა დავხედე ჩატს და გოგონების სიცილს დაბღვერილი შევხვდი ... - რას შვები ? - მწერდა ის . - აბჯსუსუგდდკჯად - ჩემს შემთხვევით გაგზავნილ ასოებს ცრემლიანი თვალებით დავხედე და გამეცინა . - რა ? - სერიოზულად შეიცხადა ახვლედიანმა და ეჭვი მაქვს გემრიელად ჩატეხა ტუჩის კუთხე ... - არაფერი სენსორმა გაჭედა - მივწერე რაც მომადგა ენაზე - შენ რას შვები ? - რა ვიცი ბიჭები არიან ამოსულები და ვერთობით ... - გართობა კარგიაა , ჩემთანაც გოგოები არიან და ვცდილობთ გავერთოდ რაც არ გამოგვდის - ეს სისულელე რატომ ვუთხარი გონზე არ ვარ , მაგრამ კარგად მიმიხვდენენ მეგი და ვიკა . - კი გეტყოდი ამო ჩვენთან თქო მაგრამ ასე გვიან ვიცი არ ამოხვალთ - მომწერა მანდ ... - ამაზე რა მივწერო ? - ვკითხე თვალებ მოჭუტულმა გოგონებს . - რა და ხო მართალი ხართქო , მაგრამ მადლობა შემოთავაზებისთვისთქო - მირჩიეს ერთხმად ... - ნწ , მოიცა - ეშმაკურად ავათამაშე წარბები და თითები სენსორზე ... - შეგიძლიათ ჩემთან ამოხვიდეთ - ღიმილიანი სმაილით მივწერე , რომელსაც თვალებში გულები აქვს ... გოგოებმა გაოგნებულებმა გადმომხედეს ... - ასე ნუ მიყურებთ , თან გაიცნობთ - მხრები ავიჩეჩე და გავიცინე - კარგით რა - მომაბეზრებელი სახე მივიღე მათ "როჟებზე" - თქვენ მეუბნებოდით ნუ ხარ ასეთი კომუნისტიო - ნიშნისმოგებით გადავხედე და გავაჩუმე ... - არა ასე გვიან უხერხულია - მომწერა ახვლედიანმა. - მარტო ვცხოვრობ - დამამშვიდებლად მივწერე რადგან მივხვდი "მშობლებთან ტეხავს "- ს უმიზნებდა . - არ ვიცი არამგონია , მაინც უხერხულია - ეტყობა , რომ სვანია ! - არ ტეხავს მისამართი იცი , სადარბაზოც , სართული მეოთხე , ხელ მარცხნივ კარი - თვალი ჩავუკარი "სმაილით" და მის პასუხს დაველოდე ... - ტკბილეული და დასალევი თუ ცაცალკე რომელიმე ? - მომწერა და გამეღიმა . - ეს უკვე მომწონს უთხარი , როგორც გინდათქო ორივეს ამოიტანს - გადაიკისკისა მეგულიმ ... - შენი გულის და გონების გზები ყოველთვის კუჭზე გადის - გავუცინე "კუჭის მონას" - შე კუჭის მონა ... - როგორც გინდა , არაა შეწუხება საჭირო , ყველაფერი მაქვს ... - ვერა ! - მომწერა და გამეღიმა ... - გელოდებით ! - ესღა მივწერე და ტელეფონი დავბლოკე , საწოლზე მივაგდე და გოგონებს გადავხედე . - მითხარით , რომ სახლი დალაგებულია - მავედრებელი მზერით გადავხედე ვიკას . - დალაგებულია - სიცილით დამამშვიდა და ოთახის მილაგებაში დამეხმარა . რაც კი სახლში მქონდა ყველაფერი გამოვალაგე და ისე დავაწყვე , მე დავრჩი კმაყოფილი , არაუშავს მიხვდება, რომ ვარ ოჯახში შესაშვები აჰჰაჰა ... რძისფერი-კრემისფერი , მოკლე სარაფანი გადავიცვი , სახლისთვის ყუველთვის მქონდა , დახვეწილი , თხელი , გრილი და ძალიან მოკლე სარაფნები ... ფეხზე "შლოპანცები" მოვირგე და შავი თმა ცხენის კუდისავით გავიკეთე . ნახევარ საათში კარზე ზარის ხმა იყო , გოგონებს ზუსტად ჩემნაირად ეცვათ , ფერებშიც კი , სამივეს გვაქვს ერთმანეთთან დატოვებული ასეთი სარაფნები დატოვებული ნუ გიკვირთ! კარისკენ წავედი და ღიმილით შევხვდი ოთხ ახმახს . - შემოდით - შემოვიპატიჟე გავუღიმე ყველას ... გაცნობის ცენემორიალი , რომ დამთავრდა მაგიდასთან ვიჯექით და ბიჭების ამოტანილს და ჩვენს დახვედრილს შევქცეოდით გემრიელად ... უფრო სწორა ისინი შეექცეოდნენ მე და ვაჩე ერთმანეთის ყურებაში ძალიან ვიყავით გართულები ... - ვერა , შენ არასდროს არ გყოლია შეყვარებული ? - მკითხა ეშმაკური მზერით თუ არ ვცდები გიგიმ . - მე ? კი ერთხელ მყავდა - გავიცინე და სულ ახლახანს რატომღაც ამოტივტივებულ მოგონებებს გავუღიმე , გამახსენდა ჩემი ბავშვობის სიყვარული , რომელიც მთელი ბავშვობა გულში მყავდა , მაგრამ იმის გამო , რომ აღარ მინახავს დიდი ხანი ბავშვობის მოგონებათ დარჩა . -ხო ვინ ? - ჩამეკითხა კოკა . - რატომღაც 15 წლის შემდეგ ეს ამბავი აღარც კი გამხსენებია , სახელს ვერ ვიხსენებ ვერც გვარს ... პირველი სიყვარული იყო - წამწამები ავაფახუნე და ახვლედიანის სახეს დავაკვირდი ... "მოიცა მოიცა ვის სახეს?" "ახვლედიანი" ? რა ერქვა გაისხესენე !!! რაღაც ვ-ზე იწყებოდა , გაიხსენე ვერა გაიხსენე !!! ვეკო ? არა ! ვოვა ? ! ნწ არც ეს ... ვა ... ხო სწორად მივდივარ ვაკო ? არა ! ჯანდაბა ჯანდაბა ! ვალერი ? აჰაჰჰა არა ! ვა ... ვაჩე ? ვაჩე !!! გონებამ საგანგაშო ზარები ჩართო , თვალებში ცრემლები ჩამიდგა , აი თურმე საიდან მეცნობოდა ყინულისფერ თვალებში ცეცხლისფერი ჭინკები ! აი თურმე რატომ იყო მისი გამოხედვა ასეთი ნაცნობი ! მისი შეხება ასეთი თბილი და ასევე ნაცნობი ! აი თურმე რატომ იყო ჩემს გულთან ასე ახლოს ! აი თურმე რატომ მქონდა ისეთი შეგრძნება , რომ მთელი ცხოვრება ვიცნობდი ... მის მზერას გავუსწორე ცრემლიანი თვალები და კმაყოფილ ღიმილს , როგორც კი გადავაწყდი ლუღლუღით ამოვუშვი დაუფიქრებლად მხოლოდ ორი სიტყვა ! ორი საკუთარი სახელი და გვარი , რითიც გოგონების გაოცება ბიჭების კი კმაყოფილი ღიმილი გამოვიწვიე ... - ვაჩე ახვლედიანი - უფრო ამემღვრა თვალები და ბოდიშის მოხდით გავვარდი აივანზე ... გავიგე , როგორ გაიღო აივნის დაკეტილი კარი და , შემდეგ , როგორ დაიხურა , გავიგე , ხმა , გარედან ფარდები ჩამოაფარა და გვერდით დამიდგა ... ცრემლებს ვერ ვიკავებდი ... გაგიჟებული მივუტრიალდი და ცრემლიანი თვალებით მოვუწყვე "ისტერიკები" ისეთი სიწყნარით , ისეთმა სუსტმა , რომ ხმაც კი ვერ ამოიღო თავიდან . - შენ ... შენ ეს იცოდი ... იცოდი და მაინც ჯიუტად დუმდი , ხვდებოდი , ვიცი ხვდებოდი ვინც ვიყავი და მაინც არ წტვეტდი თამაშს ! ვიცი გახსოვდა , კარგად გახსოვდა , რომ მიყვარდი ! მიყვარდი სიგიჟემდე და შენ ჩემი ... ჩემი ბავშვობის სიყვარული იყავი , რატომ ?! , რატომ ?! - მუშტებს ვუშენდი მკერდზე და ჩახვეულივით ვიმეორებდი მხოლოდ ერთ სიტყვას "რატომ" ... ხელები დამიჭირა და მძლავრად ამიკრა სხეულზე ... ისე , რომ გონს მოსვლა ვერ მოვასწარი ბაგეებზე წამეტანა და აწყლიანებული თვალები კოცნით ამომიშრო , შუბლზე შუბლი მომადო და სიტყვებითაც კი გამათბო ... - მე ეს სულ ვიცოდი ! მე სულ შენთან ვიყავი ! რაც სვანეთიდან წამოხვედი მე მაინც სულ შენთან ვიყავი ! მე სულ მახსოვდი , სულ მიყვარდი , ახლაც მიყვარხარ და მერეც მეყვარები ! სულ მეყვარები გაიგე ? გესმის ჩემი ?! შენ სულ ჩემთან იქნები ! - ჩახშული ხმით მიჩურჩულა და შუბლზე მაკოცა ... - მე შენთან - უფრო ჩაახშო ხმა და ამჯერად ცხვირის წვერზე მაკოცა ... - მე და შენ ... ცალკე აღარ არსებობს ! არც არასდროს არსებობდა , მე და შენ სულ "ჩვენ" ვიყავით გესმის ? , მხოლოდ ჩემი ხარ ! - ესღა მითხრა და ამჯერად გახურებული ტუჩები ვნებიანად მოაკრო ჩემს ბაგეებს ... - აღარ დამტოვო - ამოვისრუტუნე , მის კისერში და მთელი ძალით მოვხვიე ხელები მკალავებს შუა , განიერ მხრებზე ... - არასდროს გესმის ? , არასდროს დაგტოვებ ! სვანურ სიტყვას გაძლევ - შუბლზე მაკოცა , როგორც ბავშვობაში იცოდა ... - მეც გაძლევ სვანურ სიტყვას , რომ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს , მაინც სულ ისე მეყვარები , როგორც თავიდან , როგორც ახლა და უფრო მეტად გესმის ?! - არაფრის გაგება , მოსმენა და შეგრძნობა არ მინდა , მინდა მხოლოდ შენი გულის ფეთქვის ხმა მესმოდეს ! მხოლოდ შენი ბაგეებიდან ამოსული თბილი სიტყვები ხვდებოდეს ყურებს ! და მხოლოდ შენს გემოს შეიგრძნობდეს ჩემი ბაგეები ! ერთმენეთის ფერებაში ისე ვიყავით გართულები , რომ არა კარებზე თათებ მოჩხრაკუნე ბუბუ ვერაფერსად ვერ გავიგებდით ... - ამას არ გაჩუქებდი , რომ მცოდნოდა ასეთ მომენტებს გამაწყვეტინებდა - ბრაზმორეულმა გამიცინა გაოგენუბლს ... - რა ? - თან კარებს ვაღებდი და თან გაოგეგნებული კითხვებს ვსვამდი ... - ეს რა , შენ მაჩუქე ? ბუბუ შენ მომიყვანე ? - ხო აბა სად გყავს შენ სხვა ჩემნაირი - ამაყი გაიჯგიმა და ტუჩის კუთხე ჩატეხა ... - დამპალო - მხარზე ვუჩქმიტე და მძლავრად მივეხუტე მის განიერ მკერდს ... ^^^ - რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ - ჩავილაპარაკე აღბრთოვანებულმა , დედას გადავხედე და მამას მივეხუტე - არ უნდა გაგვეყიდა სახლი ... - ის ისევ თქვენია - გასაღები აათამაშა ეშმაკური ღიმილით ახვლედიანმა ხელში და მამაჩემს გაუწოდა , თაზომ გაოგენბულმა დახედა გასაღებს და შემდეგ ძველი სახლისკენ გაიხედა . - რას ამბობ შვილო - ერთხმად გაიკვირვეს ნანიმ და თაზომ და პოტენციურ სიძეს , რომლის ცოლიც რამდენიმე დღეში გავხდებოდი , ზუსტად აქ ... სვანეთში ... სადაც ყველაფერი დაიწყო , ცრემლიანი თვალებით გაუღიმეს ... - პატრონისგან გამოვისყიდე , მას აქ არც არასდროს უცხოვრია , დანგრევა და რამის აშენება უნდოდა , სასტუმროს მსაგსვსის , დამენანა , ვიცოდი რამდენს ნიშნავდა ჩემი გოგოსთვის და მისი მშობლებისთვის ის ... ამიტომ ქვემოთ , რომ ნაკვეთი გვქონდა იმაში გავუცვალე , რომელსაც არც კი ვიყენებდით არაფერში ... - არა ამას ვერ მივიღებთ - სამივემ გავასავსავეთ ხელები ... - ახლა თუ გინდათ , რომ გამასვანოთ პირდაპირ თქვით - წარბები შეკრა ახვლედიანმა - ეს ჩემი საჩუქარია ... უარი არ მიიღება გასაგებია ?! - კი მაგრამ ... - შევეწინააღმდეგე მე ... - ჩვენ შვილს ორი სახლი ექნება სვანეთში - ტუჩებზე საჩვენებელი თითი მომადო და უცებ გამაჩუმა ... იყო მადლობები და ათასგვარი მსგავსი რაღაცეები ... ^^^ - მგონი ბუბუს სვანეთი მოსწონს - გავუღიმე ქმარს და მხარზე მივეხუტე ... - მგონი ვეროსაც მოსწონს სვანეთი - ეშმაკურად აათამაშა წარბები და ჩემს ხელში მოქცეულ მამიკოს და დედიკოს ასლს ცხვირზე თითი დაჰკრა - და მგონი მალე ზუკასაც მოეწონება სვანეთი - მუცელზე დამკრა თითი და ვნებიანად წაეტანა ჩემს ბაგეებს ... ვიგრძენი მუცელში პატარა ბიძგი და ბედნიერს ჩამეღიმა ... ბედნიერება არ აიხსენება ... ის უნდა გამოსცადო ! - მიყვარხარ სვანო ! - მეც მიყვარხარ ! ბედნიერებაა , როდესაც იცი , რომ გყავს საყვარელი მშობლები , დედამთლი-მამამთლი, საუკეთესო მეგობრები , კოკა-მეგი ! დაწყვილებულები ... ვიკა-ბეკა - დაწყვილებულები ... გიგა-ანი - გოგონა , რომელმაც შეძლო და დაასერიოზულა ყველაზე მხიარული მამაკაციც კი ! ბედნიერებაა , როდესაც გყავს ორი სიცოცხლე და ყველაზე ძვირფასი ბუბუ და ბაბი და უკვე მათი კეკვებიც ... და რაც ყველა მთავარი ... საყვარელი მამაკაცი და შვილები ... აი ესაა ბედნიერება ... მოკლედ ესეც ახალი ისტორია ... ცოტა ხანი სავარაუდოდ ვერ დავდებ ახალ ისტორიას , რადგან თვალთან დაკვაშირებით რაღაც პრობლემები მაქვს და ვერანაირად გავეკარები კომპიუტერს და ტელეფონს ისეთი დიდი ხნით , რომ ისტორია დავწერო , სადღაც ერთ კვირაში ან შეიძლება ორში , არ ვიცი შეიძლება ადრეც დაგიბრუნდეთ ... ხო მადლობა ყველას ვინც კითხულობს და იმათ ორმაგად დიდი მადლობა ვინც აკომენტარებს და ასე მახარებს ! უზომოდ მიყვარხართ ჩემო მკითხველო ! ეხლა რაც შეეხება ისტორიას , შევეცადე რაიმე განსხვავებული გაცნობის სცენა "შემეთხზზა" და მგონი გამომივიდა არა? ნუ რავიცი მგონი არავის არ ქონია , შეიძლება მე არ მაქვს წაკითხული და ვინმეს ჰქონია ამიტომ ვერაფერს ვიტყვი გადაწყვეტით , მაგრამ ნუ ვეცადე ცოტა უცხო სახელები და შინაარსი შემეტანა . რაც შეეხება ლაკონურ და საკმაოდ ამომწურავ დასასრულს , არ მიყვარს ბევრი მიკიბვ მოკიბვა და ეს თქვენც საკმაოდ კარგად იცით , ამიტომ ... მოკლედ გამიზიარეთ თქვენი აზრი და მიყვარხართ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.