შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მრავალძალში ჯვარდაწერილნი [1]


24-09-2015, 20:59
ავტორი სანდრა
ნანახია 2 813

მრავალძალში ჯვარდაწერილნი
მოგეხსენებათ ზაფხულის ბუღი ქალაქში, ასე რომ, აღარ დავიწყებ იმის აღწერას თუ როგორ ჩამოცხა მაისის ბოლოს. უბრალოდ, როცა ლიზას კონდინციონერმაც დაკარგა ძალა, რაჭაზე უკეთესი ვარიანტი ვერ მოიფიქრა, მოჰკიდა დას ხელი და წაიყვანა. ორივემ გრძელი შვებულებები აიღეს, აი ისეთი, სხვა გართობის ვარიანტებს რომ ხაზს უსვამდა, მაგრამ, რატომღაც, ორივე დარწმუნებული იყო, რომ ღირდა... წინათგრძნობა კარგის მეტს არაფერს უქადდათ.
–მალე ჩავალთ? – საქარე მინიდან ასწია თავი ანამ და უკმაყოფილო სახით გადახედა დას.
–მეგონა გეძინა... კი, ერთ საათში, სავარაუდოდ, – სარკიდან უკან მომავალ მანქანას გახედა, რომელსაც უკვე მთელი გზაა აკვირდება და უკვირს: „არ მახსოვს, მითვალთვალებენო?!“.
–მეძინა კიდეც, მაგრამ თუ სადმე ორმო იყო, არ ააცილე და! – აუხსნა სიტუაცია.
–მე ბოდიში! ახლა მაინც ავუწევ მუსიკებს.
მაგნიტოფონისკენ წაიღო ხელი, მაგრამ ვინ აცადა?! ისე მტკივნეულად ჩაარტყა ანამ, გაუბუჟდა მთელი ხელი.
–ნორმალური ხარ? კინაღამ საჭეს ვანებე თავი... – გაიბუსხა და მტკივანი ადგილი დაისრისა.
–თავი მისკდება! – წარბები კუშტად შეკრა და ფანჯარას ჩაუწია.
ახლა ლიზამ გადახედა უკმაყოფილოდ და შეუღრინა:
–რად გინდა, გოგო, ფანჯარა? რისთვის მაქვს ჩართული კონდენციონერი?
–ხო ხედავ, გამოსაცვლელია უკვე ეს დაფეხვილი მანქანა! ვეღარც აგრილებს, – ტუჩები დაბრიცა და თავი გაჰყო გარეთ.
ლიზამ სიჩქარეს უკლო და ნაპირზე გადავიდა. მანქანა გაჩერდა.
–ეე! –ნამეტანი უკმაყოფილოდ გადმოხედა ანამ დას.
–ეე კი არა, გადადი მანქანიდან! – მკაცრად უთხრა.
–მეღადავები, ლიზა? – გაეცინა ანას.
–ათასჯერ გითხარი, მანქანაში ნერვებს ნუ მიწამლი–მეთქი! – გაბრაზდა. – მომიშალე? ჰო–და, იზღვიე! გადადი.
–აუ, როგორ გაკლიაა?! – თვალები გადაატრიალა და ღვედი შეისწორა.
ლიზამ სარკიდან შეამოწმა ვინმე მოდიოდა თუ არა, და როცა დარწმუნდა, რომ გზა თავისუფალი იყო, დაძრა მანქანა.
ანას აღარ გამოუჩენია რქები და არ მოუშლია ნერვები ლიზასთვის. ისე ჩუმად იყო, რომ თავადაც ძალიან უკვირდა. უბრალოდ, ისეთ გზას ედგნენ, აქ რომ მართლა გადაკეტვოდა და ჩაესვა, რომელ მდინარეში გადამხტარიყო?!
მუსიკები ძალიან დაბალ ხმაზე, თუმცა მაინც რიტმულად უერთებოდნენ ერთმანეთს და ლიზას ნერვებს ამშვიდებდნენ. გიტარისა და პიანინოს ჰანგები ერწყმოდნენ ერთმანეთს. ეს უკანასკნელი ერთადერთი იყო, რომელზე დაკვრაც კი არ აღიზიანებდა, პირიქით – სიამოვნებდა. აბა, რა იყო ის, ყველა რომ მაინცდამაინც მის ნერვებზე უკრავდა?..
მივიდნენ, როგორც იქნა. მანქანა, რომელიც თითქმის მთელი გზა მეგზურად სდევდათ, ჩამორჩენილიყო და ჰორიზონტის სიშორეში მიმალულიყო. ლიზამ ჩამოსვლის ნიშნად სიგნალის ღილაკს რამდენჯერმე მიაჭირა და სახლიდან გამოქანებულ ძალიან საყვარელ სხეულს გაუღიმა.
–ბებიკო! თქვენ გენაცვალეთ, ჩამოხვედით? – თვალებ–გაბრწყინებულმა ჩაიკრა ორივე გულში და იქამდე უკოცნათ ლოყები, სანამ არ გაუწითლათ.
–როგორ ხარ, ბე? ხომ ხარ ჯანზე?! – მხიარულად ჰკითხა ლიზამ და ზურგზე თბილად მოუსვა ხელი.
–ჩემი, ბებრუხანას, ამბავი რა საკითხავია! თქვენ როგორ ხართ? – კიდევ ერთხელ შეათვალიერა გოგონები, ხომ არავიში ამერივნენო და კარგი გამოკვლევის შემდეგ აღმოხდა: – დედა! მოგიკვდეთ ბებო, რავა გამხდარხართ! შემოდით, როგორ უნდა ჩაგასუქოთ! – ზურგზე ხელის ოდნავი კვრით უბიძგა სახლისკენ გოგონებს.
ორივეს გაეცინა. ძველი დრო გაახსენდათ. აქ რომ იზრდებოდნენ... თამაშს არ აცლიდათ ხოლმე მაო ბებო, ყოველ მეორე წუთში საჭმელზე ეძახდა ბავშვებს. იმიტომ იყვნენ ბუშტებივით დაბერილები, კანში რომ ძლივს ეტეოდნენ.
^^^^^
საღამომდე მაგიდას შემოსხდომოდნენ და ჭორაობდნენ ყველაფერზე, რაც მათ არ ყოფნაში მოხდა სოფელში და პირიქით. მაო ბებო გაბრწყინებული თვალებით უყურებდა მონაცვლეობით შვილიშვილებს და წვნიანით უვსებდა და უვსებდა ჯამებს.
–უყურე შენ! მაო ბებოს მსუქანა ლიზაჩკა და ანკა მონატრებია! – წამოიძახა ანამ გამხიარულებულმა.
–დიახაც, მომენატრა! – ყელი მოიღერა გაგულისებულმა მოხუცმა.
–ბე, ბავშვები ჩამოვიდნენ უკვე? – თანხმობის მოლოდინში, გაბრწყინებულმა ახედა ბებოს ლიზამ.
–კი, ბებო... მეტრეველების ბოვშები ჩამოვიდნენ უკვე, იმდენი მეგობრები ჩამოიყვანეს, რომ რა მოგაწყენთ! კიდევ ვიღაცები არიან ჩამოსულები ჩვენი სახლიდან ორი სახლის მოშორებით. იმხელა ხმაზე უსმენენ მუსიკებს, დაგვაყრუეს სოფელი! – უკმაყოფილებით დაამატა და წარბები შეკრა.
–კაი, ბე. ახლა მოვწესრიგდებით და მეტრეველებს მივაშურებთ! – წამოდგნენ.
–კაი, ბებო! კი აღარ გესწავლებათ, მაგრამ, ხომ იცი, არ შეგვარცხვინოთ! – სიტყვა დააწია კიბეებზე მიმავალ გოგონებს მაომ და სუფრის ალაგებას შეუდგა.
როგორი ბედნიერი იყო... უხაროდა, რომ მარტოობისგან ჩამობერებული სახლი და მისი ხელები მაინც გაიხარებდნენ, ცოტა ხნით მაინც. ეჰ, როგორ ენატრებოდა გაფრენილი შვილიშვილები, მაგრამ რას იზავდა? განგებას რას მოუხერხებდა? სოფელს ვერანაირად ვერ დატოვებდა, არც თავისი ქოჩორა ემეტებოდა დასატოვებლად და არც თავისი ყელგრძელი წიწილები. ყველაზე მეტად კი მეუღლის აგებული ეს მშვენიერი სახლი არ ემეტებოდა.
გოგონებმა გამოიცვალეს და ხტუნვით ჩამოვიდნენ კიბეებიდან, როგორც ყოველთვის სჩვეოდათ.
–ფრთხილად, არ ჩამოვარდეთ და კისრები არ მოიტეხოთ! – ისევ მოჩვენებითი სიმკაცრით გასძახა ცოტა შეფიქრიანებულმა მაომ.
–ბე, წავედით ჩვენ და თუ ღამემ მოგვისწრო, არ ინერვიულო, დაიძინე! – დააკვალიანა ანამ და კარში გაძვრა.
–არ ინერვიულოო?! – თავის თავს შეეკითხა მაო ბებო. – მიდი და არ ინერვიულო, ეს ორი მხეცი რომ გარეთაა! – შეიფერა ბებიობა და ცოტა წარსულშიც გაფრინდა... მონატრებულ წარსულში. როცა მართლა გიჟი გოგონები ყავდა აღსაზრდელად და როცა მართლა ღამეებს ათევდა მათზე ნერვიულობით.
^^^^^
–მეტრეველებია? – თავი შეყო კარებში ლიზამ და ტუჩისკვნეტით ჰკითხა იქვე, ახლოს შეკრებილ ახალგაზრდობას.
–ლიზაჩკა, ანკაა! – ყვირილით წამოვარდნენ ფეხზე გოგონები და აწ შემოსულ დებს რიგ–რიგობით შემოახტნენ.
–ჩამოდით ვირებო, ისევ ისეთი პატარები კი არ ხართ! – შეუღრინა წაბარბაცებულმა ლიზამ ერთ–ერთს.
–აუ, ლიიზ! როგორ მომენატრე?! – ყელში აკოცა.
როგორც ყოველთვის, ახლაც გადაიკისკისა ლიზამ. მისთვის ყელში კოცნა ყოველთვის ღატუნის ან ანეგდოტის ტოლფასი იყო.
–არ შეგცვლია მგრძნობელობა, როგორც სხვა ყველაფერი, წონის გარდა! – აღნიშნა და ენა გამოუყო.
–მე კი დავიკელი, მაგრამ შენ რა გიხარია! – ეჭვის თვალით შეათალიერა და თვალი ჩაუკრა.
–უკვე კვირაა აქ ვართ და აბა, როგორ იქნება? – სიცილით ჩაიქნია ხელი და წამოდიო, ბავშვების გასაცნობად წაიყვანა, კოცონისკენ.
მეტრეველების საამაყო საგვარეულო ოჯახი სამი გოგოსგან და ერთი ბიჭისგან შედგებოდა. გოგონები იყვნენ: თაკო, ნინა და მარიამი. ბიჭს, რომელიც იქ არ იმყოფებოდა, გიორგი ერქვა. იყო დრო, როცა გულგრილნი არ იყვნენ ანკა და გიო ერთმანეთის მიმართ, მაგრამ დროს მიაბარეს და მდინარის დინებას გააყოლეს გრძნობები...
–ბავშვებო! გაიცანით გიჟი ტომარაძეები: ანკა და ლიზაჩკა! – ხელით მიუთითა ვინ–ვინ იყო და შემდეგ დანარჩენების სახელების ჩამოთვლას შეუდგა: – ოთო, თემო, ნიტა, თოკა, ტყუპები: მიტოზი და მეიოზი, ანუ მიშოზი და გაიოზი, ანუ მიშო და გაი, ლიკა და მაგდა! – ჩამოარაკრაკა იმდენად სწრაფად, რომ ბევრს ვერც მიხვდა რა ერქვა ლიზა. ანკას ყურადღება კი სულ არ იყო კოცონს მომსხდარ ბავშვებთან... თითქოს სხვა გალაქტიკაში დაფრინავდაო, სულ არ ადარდებდა ეს გალაქტიკა.
პირველი დღე მაინც გაცნობის იყო და სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს, სიმართლე თუ მოქმედებას თამაშს შეუდგნენ.
ბოთლს ოთო ატრიალებდა და მხიარულ რეპლიკებს უმატებდა, სანამ გაჩერდებოდა.
–აბრაკა–დაბრა! – წამოიძახა მხიარულად. – მაგდა და თემო!
ვინაიდან ბოთლის თავი მაგდასთან გაჩერდა, მოულოდნელობისგან დაბნეული გოგო ცოტა აიფარკლა და ინტერესით დაელოდა შეკითხვას.
თემომ ჩაახველა და ჰკითხა სიმბოლური შეკითხვა: სიმართლე თუ მოქმედებაო. მაგდამ იცოდა, რა მწარე ენის პატრონი იყო ეს ერთი შეხედვით ბუნჩულა ბიჭი, ამიტომ ფიზიკური დატვირთვა არჩია.
–რა განსაცდელში იგდებდი თავს, რა გინდოდა! – ეშმაკურად ჩაუკრა თვალი თემომ და წრეს მოავლო თვალი. – მიშოს აკოცოს! – წამოიძახა მხიარულად.
მაგდას ფერები გადაუვიდა. ცეცხლის მკრთალმა შუქმაც არ დაინდო და ეს მოვლენა გააშუქა ყველას წინაშე. ბავშვები რომ ახარხარდნენ, მაშინღა გააანალიზა, რომ მიშო ელოდა გემრიელ კოცნას, ის კი ფიქრების კორიანთელში ვერც კი ხვდებოდა გარემოებას.
სხვა გზა არ იყო... თემო უეჭველად გაუჩალიჩებდა რამეს, თუნდაც უარესს და დილემის წინაშე დგომის ნერვები არ ქონდა. თანაც ერთი კოცნა ლოყაზე არც არაფერს წყვეტდა.
წამოდგა და მიუახლოვდა სიამოვნების მოლოდინში განაბულ მიშოს. ფეხისწვერებზე აიწია და წინ გამოწეული ტუჩები ლოყისკენ წაიღო.
–ეე–ეე! – წამოიძახა თემომ. – ლოყაზე არა!
მაგდა გაფითრდა. გაბრაზებულმა მიატრიალა თემოსკენ თავი.
–უზრდელო! თავხედო! – აყვირდა გოგო და ბიჭთან ახლოს მისულმა დაუშინა მუშტები.
იმის ნაცვლად, რომ რამე ექნა, სიცილით კვდებოდა და ელოდა მაგდას ჩაცხრომას, რათა დაწყნარების შემდეგ გაენდო მათთვის ფიქრები. როგორც მოსალოდნელი იყო, დაწყნარდა, მაგრამ გაბუტვის ნიშნად ტუჩები მობურცა და დოინჯი შემოირტყა.
–გოგო, რა ამბებში ხარ?! – სიცილით იკითხა თემომ და სანამ კიდევ ერთ იერიშზე გადმოვიდოდა, მანამ დაამატა: – შუბლზე კოცნა უნდა მეთქვა!
მთელი წრე ახარხარდა. ვეღარავინ შეიკავა სიცილი იმის გამო, რომ არ ეწყენინებინა გოგონასთვის. ლიზაც კისკისებდა, ისევე როგორც სხვები, მხოლოდ ანას არ ეცინებოდა და იცოდა ლიზამ, ასევე მეტრეველებმაც, რატომ.
გაბრაზებულმა მაგდამ ბავშვები დატოვა და სახლში შევიდა. ანაც აედევნა. როგორც კარში შევიდნენ, დაეწია ანკა.
–მაგდა, ხო?
–არ აქვს მნიშვნელობა... –ხელი აიქნია და მეორეთი მაცივრის კარი გამოხსნა, ბოთლი გამოიღო და გახურებულ ლოყებზე მორიგეობით მიიდო.
–მისმინე... არ ვაპირებ მათსავით დაგცინო, – მტკიცე ტონით ლაპარაკობდა.
–ხო? – ირონიული ღიმილით შემოხედა. – აბა, უფრო უარესი მოიფიქრე რამე?
–უბრალოდ... – დაიბნა ანკა და სიტყვების დასალაგებლად რამდენიმე წამი დასჭირდა. – უბრალოდ, მეც თითქმის იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდი წლების წინ და იმის გამო, რომ პრინციპების გამო არ წავიტეხე რქები, დავკარგე საყვარელი ადამიანები... ამას იმისთვის გეუბნები, რომ არ მემეტება ის ტანჯვა შენთვის, რომელიც მე დეპრესიის ჭაობიდან ამოსასვლელად გავიარე.
ცოტა ჩააფიქრა მაგდა ანას სიტყვებმა, მაგრამ ბოლომდე ვერ ირწმუნა გოგოს სიტყვების სანდოობა და ოთახში ავიდა.
დარჩნენ სამზარეულოში ანკა და მარტოობა... ისევ.
^^^^^
–რა დაგემართა შენ დღეს? – მაისური გაიხადა ლიზამ და ბრეტელებიანით შეწვა საწოლში.
–არაფერი, – გვერდი იცვალა ანკამ.
–ხომ არ გავიწყდება, რომ შენი და ვარ და გინდა თუ არა, ყველაფერი ვიცი და ვხვდები...
–თუ ხვდები, საჭირო არაა მკითხო, შენი თეორიის დასაზუსტებლად, – მკაცრად ჩაილაპარაკა.
–ანკა... – სევდა შეპარვოდა ხმაში.
–ძილინებისა! – დაასრულა საუბარი და უფრო ზევით დაქაჩა საბანი.
იცოდა ლიზამ, რომ ჭრილობა გაეხსნა ანას. ჭრილობა, რომლის მოშუშებისთვის ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ჭრილობა, რომელზეც ეგონათ, რომ უკვე საკმაოდ შეხორცებულიყო. ყველაფერი ახლიდან იწყებოდა... არ უნდოდა ისევ ეყურა დის ტანჯვისთვის. არ უნდოდა ისევ ესმინა მისი ჩუმი ტირილისთვის და არაფერი, სრულიად არაფერი შესძლებოდა გაეკეთებინა. ის, რაც ეგონა წლების წინ წარსულში ჩამარხა, ამოთხარა, ხელახლა და ეშინოდა... ეშინოდა, რომ გიო დაბრუნდებოდა და საბოლოოდ შეუხსნიდა ნაკერებს ანკას.
გვიანობამდე ვერ დაიძინა ლიზამ. ანას რა დააძინებდა... დაჭყეტილი მიშტერებოდა კედელს, რომელსაც დროდადრო წყვდიადი შთანთქავდა და ერთადერთი, რაზეც ფიქრობდა იყო დრო, როცა ერთდროულად ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბედური ადამიანი იყო ქვეყნად.
^^^^^
დილით ქოჩორას გაუჩერებელმა ბღავილმა დაუფრთხო ძილი ლიზას. საწოლზე უკმაყოფილო სახით წამოჯდა და გაიზმორა. ანას ნაწილს გადახედა, რომელიც ცარიელი დაუხვდა. ცოტა ინერვიულა, მაგრამ საბოლოოდ თავი დაიწყნარა, რადგან ეს არც პირველი იყო და არც უკანასკნელი, როცა თავისი და საწოლიდან ამდგარა და ბევრი უბოდიალია გამთენიისას.
საშინლად ეძინებოდა. გზამ ხომ როგორ დაღალა, მერე თამაშმა... შუა ღამემდე მეტრეველებთან იყვნენ და ახლა ასე ადრე გაიღიძა. ძილს ვერ შეიბრუნებდა, ასეთი იყო, როცა გაიღვიძებდა, არასდროს აღარ შეეძლო დაეძინა კვლავ. იღვიძებდა და მორჩა.
ცოტა ხნით კიდევ იკოტრიალა საწოლში და ადგა. მოწესრიგდა, არეული ოთახიც მიალაგა და სასაუზმოდ ჩავიდა ქვევით, საიდანაც გემრიელი არომატები მოდიოდა. მაო ბებო უგემრიელეს ლობიანებს აცხობდა.
–ბე, დილამშვიდობის! – ლოყაზე აკოცა მოფუსფუსე მოხუცს და მაგიდას მიუჯდა. – შენი ქოჩორა რატო ბღავის?
–ვერ მოვასწარი საძოვარზე გაყვანა... დავაცხობ და გავიყვან. როგორ გეძინა? – თბილ ღიმილიანი სახით ჰკითხა.
–მე – კარგად. ანკა სადაა?
–არ ვიცი... არ სძინავს? – შეშინებულმა შემოხედა ლიზას.
–აა, კი, ძინავს და არ შეაწუხო ბე, რა... – სთხოვა და ლობიანის ნაჭერს დასწვდა.
–კაი, ბებიკო. წავალ ახლა, ქოჩორას გავიყვან საძოვარზე.. – წინსაფარი მოიხსნა და ადგილი მიუჩინა.
–ჯერ ვჭამოთ და მერე წადი რა... – ყელი გამოწია ლიზამ.
–არა, ბებო.. ხო იცი, არ შეიძლება ჩემთვის დილით ჭამა.
თვალი მიაყოლა ბაღჩისკენ მხიარულად მიმავალ მოხუცს და როგორც თვალს მიეფარა, ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან. ანას დაურეკა. არ უპასუხა. კიდევ დაურეკა – კიდევ არ უპასუხა. ბოლოს მეტრეველების ნომერი მოძებნა.
–ნინ, ანა მანდაა? – ანერვიულებული ხმით ჰკითხა.
–არა, აქ უნდა იყოს?
–ნინ... სახლშიც არაა... – აეჭრა ხმა.
–გამოდი ჩვენთან.
–კარგი.
სწრაფად მიალაგა სუფრა, ბებოს წერილი დაუტოვა, რითიც ამცნობდა, რომ მეტრეველებთან იყო და გავიდა სახლიდან.
მეგობრების სახლში შევიდა. ეტყობოდა შენობას, რომ ჯერაც ეძინა ხალხს. მხოლოდ ნინა ფუსფუსებდა ეზოში. ლიზა რომ დაინახა, ღიმილით მიეგება.
–რა მოხდა, ლიზ? – ცოტა დაღონებულმა ჰკითხა.
–არ ვიცი... ხომ გახსოვს წუხანდელი ანა.. დღეს დილით არ დამიხვდა საწოლში, – ამოიოხრა.
–სად წავიდოდა?
სკამში ჩაეშვა ლიზა.
–ამ სოფელში სად უნდა წასულიყო? იმედი მაქვს, ტყეში არ შევიდა და ნადირს არ შეაჭმევინა თავი.
–კაი, დებილი ხომ არაა? – აღმოხდა გაოცებულს.
–ბავშვობაში აკვნიდან გადმოვარდნია დედაჩემს და კი, არის დებილი, – გაეცინა.
ნინასაც გაეცინა.
–ყავას დალევ? – წამოდგა ფეხზე.
–კი, დავლევ...
სანამ ნინა ყავას ამზადებდა, ფიქრს მიეცა ლიზა. ჯერაც ვერ ხვდებოდა, როგორ მოახერხა ანკამ, რომ უხმაუროდ წამოდგა საწოლიდან, უხმაუროდ ჩაიცვა და გაიპარა? ანდა სად შეიძლებოდა წასულიყო? შეიძლება აკვნიდან გადმოვარდა, მაგრამ დებილი მართლა არ არის..
კიდევ ერთხელ აკრიფა ნომერი და რამდენიმე გასვლის მერე, უპასუხეს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მამაკაცმა უპასუხა, ცოტა აჭრილი ხმით.
–რომელი ხარ? – ხმა აუკანკალდა ლიზას.
–კოტე ვარ. შემიძლია დაგეხმაროთ რამით? – ისე, სასხვათაშორისოდ ჩაიბურდღუნა მამაკაცმა.
–ანკას ვურეკავ და სასწრაფოდ მიაწოდეთ თუ ახლოშია, – გაუმკაცრდა ხმა ლიზას.
–ანკას სძინავს და შემიძლია დაგეხმაროთ რამით? – არ ყრიდა ფარხმალს მამაკაცი. ეტყობოდა, კაიფში იყო.
–სად ხართ ახლა ტერიტორიულად, ეგ მითხარით, – მომთხოვნი კილოთი უთხრა.
–შენ თუ ლიზა ხარ, მაშინ შენი სახლიდან მარჯვნივ, ორი სახლის დაშორებით მოდი, – ესღა უთხრა და გაუთიშა.
გაოგნებულს მწარედ გაეღიმა და ფეხზე წამოდგა.
ნინა მის წინ იდგა და უხმოდ ელოდა პასუხს.
–მოვკლავ! არ ვაცოცხლებ! – აყვირდა გამწარებული ლიზა.
–რა მოხდა, ლიზ? – ტუჩი მოიკვნიტა ანერვიულებულმა.
–ბიჭებთან გულაობს გოგო... – გამოსცრა კბილებში.
–სად ბიჭებთან? – თვალები გაუფართოვდა მეტრეველს.
–სად და ჩვენი სახლიდან ორი სახლის მოშორებით არიანო ვიღაც ბიჭები ჩამოსულები და ეს ქალბატონიც იქაა... – წამოხტა ფეხზე.
–მოიცა, მარტო უნდა წახვიდე? – აედევნა შეშინებული.
–ხო, აბა, ჯარს ხომ არ შევკრებ? – ისე შეუბღვირა, თითქოს დანაშაულში მიუძღვოდა წვლილი.
–დამელოდე, ყავას გამოვრთავ და გამოგყვები...
პასუხს არ დალოდებია, სამზარეულოში შევარდა და წამებში გამოვარდა.
დაიძრნენ.
^^^^^
იმედს ვიტოვებ, რომ წაიკითხავთ და მოიწონებთ.. წინა ისტორიას რაც შეეხება, დავასრულებ, აუცილებლად, ოღონდ ჯერ ამაზე მიგულშემატკივრეთ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent