ლურჯი მოგონებები(ნაწილი მეორე, თავი I)
პროლოგი: მან არასდროს იცოდა,რომ ცხოვრება ასე წარიმართებოდა მაგრამ,თუ მან ეს გააკეთა არ უნანია. ის არაფერზე ფიქრობდა,საკუთარ თავზეც კი, სანამ ის გამოჩნდებოდა... მის გამოჩენამდე ცარიელი იყო... მის გამოჩენამდე მან არაფერი იცოდა სიხარულის შესახებ... *** თოვლი მსუბუქად ეცემოდა ბეტონს,სანამ ის მარტოდ იდგა ავტოსადგომზე. ხელები მაგრად ჩაებღუჯა ძველი Ford Capri-ს საჭისთვის და ბუნდოვნად ხედავდა ყველაფერს. თავს მარტოდ ფიქრის საშუალებას აძლევდა... ეს როგორ გააკეთა ? ასე სწრაფად ღრმად როგორ შეტოპა ? ის დარწმუნებული არ იყო მაგრამ,იცოდა,შინაგანად გრძნობდა,რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და ისიც იცოდა,რომ ამას ინანებდა. უკვე ინანა... ის მარტივი სამიზნე უნდა ყოფილიყო. მშვენიერი გოგონა უმანკო ღიმილით. მას არ უნდა შეყვარებოდა იგი... გოგონას კი არ უნდა ეგრძნობებინა მისთვის თავი ისე,რომ უკეთესად ქცევის სურვილი გასჩენოდა. მოგონებების უფრო და უფრო ამოტივტივებისას,გამოსახულება თვალზე მომდგარი ცრემლების გამო,თანდათან უბინდდებოდა და რულს მეტი ძალით უჭერდა თითებს. ის ფიქრობდა,რომ კარგად იყო სანამ მას შეხვდებოდა, სანამ მშვენიერ შეცდომას არ დაუშვებდა და მისთვის მთელი სამყაროს გახდომის უფლებას არ მისცემდა... მას უყვარდა,უყვარდა ისე ძლიერ,რომ მისი დაკარგვის ეშინოდა. მისი დაკარგვა საკუთარი თავის დაკარგვას ნიშნავდა და ის ვერ დაუშვებდა იმას,რომ რამე დაეკარგა როცა მისმა მთელმა ცხოვრებამ ისე განვლო,რომ დანაკლისი არ განუცდია... როცა თითები კიდევ უფრო მაგრად მოხვია შავ რულს და სახსრები გაუთეთრდა, აზრები უფრო მეტად არეული გაუხდა. ის უფრო მეტად სასოწარკვეთილი , გაღიზიანებული გახდა და იმ მომენტში,საოცარი სიჩუმისგან დაუფლებული შიშით გაანალიზა,რომ ყველაფერს გააკეთებს, აბსოლიტურად ყველაფერს, რომ იგი სამუდამოდ დაივიწყოს! *** მანქანაში ბიჭმა უბრალო ფურცელი დაინახა, დაკუჭული, გაასწორა და რულს მიაკრა, იქვე კოსტუმის ქვემოდან კალამიც ამოაძვრინა.. საკუთარ თავზე ეცინებოდა, ახლა უნდოდა დაეწერა, ან დაეხატა რაც ცხოვრებაში არც კი გაუკეთებია. „ ეი.. ჩემო წითურო გოგონა, მომენატრე საშინლად მაგრამ არვიცი რა გავაკეთო, შენ რო ჩამეხუტე ნეტა გცოდნოდა როგორი გახარებული ვიყავი.. მაშინ ჩემთან რომ გეძინა, ამის დავიწყება როგორ შევძლო? მაშინ გავბედე და მოგეფერე, გეძინა არაფერი გაგიგია.. გიყურებდი და ვტკბებოდი.. ვიცი რომ ერთად ყოფნა რასაც ქვია ვერასდროს ვიქნებოდით.. შენ არიცი როგორ შემიყვარდი, ისე თითქოს პირველად შემიყვარდა გოგო აი ისე პირველად რო უყვართ და ვერასდროს ივიწყებენ, სულ შენი სახე მიდგას წინ შენი ლამაზი თვალები, ვერ დაგივიწყებ ვიცი, შენ კი წახვედი და ვიცინის ვერც შეგხვდები და ბედნიერი იქნები ვინმე სხვასთან და აღარც გემახსოვრები, უბრალოდ..“ ბიჭმა წერა შეწყვიტა, მანქანა დაქოქა, ცალი ხელით ატრებდა, მეორე ხელით ამ ფურცელს ჭმუჭნიდა, ოხრავდა გმინავდა, როცა სიჩქარეს საკმაოდ მოუმატა ფურცელი ფანჯრიდან ისროლა და ჰაერის ძლიერ ნაკადს უსასრულობაში გაატანა, არც დაუყოვნებია, კალამიც მას მიაყოლა. თავის თავზე ეშლებოდა ნერვები. უნდა დაევიწყებინა, ასე ვეღარ გაძლებდა, რაღაც სჭირდებოდა, არა არც სასმელი, საკმაოდ ნასვამი იყო, არც სიგარეტი.. წამით დაფიქრდა ლუკასთან მივალ და წამალს ვთხოვო.. მაგრამ საკუთარი თავი ამისთვის ვერ გაიმეტა და გზატკეცილზე სახლისკენ გადაუხვია. *** გოგონა თვითმფრინავიდან იყურებოდა და წინასწარ ეგუებოდა მის ახალ ცხოვრებას. რთულია იმ ადგილს მოწყდე სადაც დაიბადე, გაიზარდე და შენთვის საყვარელი მოგონებები გაკავშირებს, მაგრამ იმ დიდი ტკივილის გამო გადაწყვიტა რომ ნათესავებთან ესპანეთში წასულიყო. ეს მარიამისთვის ჯოჯოხეთია. სკოლაშიც იქ მოუწევდა სიარული. თვალები დახუჭა და წამოსული ცრემლები მოიწმინდა, მისს გვერდით 50 წლამდე ქალი იჯდა,როდესაც დაინახა რომ ტიროდა გოგონა, ხელსახოცი მიაწოდა,მადლობა გადაუხადა მარიამმა და ნაძალადევად გავუღიმა. -ხომ ყველაფერი კარგადაა? -კითხა მან, თანხმობის ნიშნად კიდევ ერთხელ გაუღიმა და თავი ფანჯარას მიადო. ღრუბლებიდან ყველაფერი ისეთი პატარა ჩანდა.. თითქოს ზევიდან ამ ყველაფრის ცქერა ამშვიდებდა.თვალები დახუჭა და როდესაც გამოიღვიძა ამ დროს სტიუარდესამ გამოაცხადა,რომ ღვედი შეეკრა,რადგან უკვე ეშვებოდა თვითმფრინავი. თვითმფრინავი უპრობლემოდ დაეშვა.უკვე იქ იყომ სადაც ნათესავების მეტს არავინ იცნობდა მას. დეჟავუ მოაწვა ამ ფიქრებში.. ადრეც ხომ სწორედ ამ მიზეზით შეიცვალა სკოლა მაგრამ..,ადრე არაფრის დიდებით წამოვიდოდა აქ საცხოვრებლად, მაგრამ ახლა თითქოს ამ ქალაქის ხასითი მისს სულში იყო. წვიმდა. თითქოს ისიც ტიროდა მასსავით.. ქუდი წამოიფარა და მისი ჩანთა აიღო. ტაქსს ხელი დაუქნია -ბრიქსტონის ქუჩაზე - უემოციოდ უთხარა მძღოლს, მანაც უსიტყვოდ დაძრა მანქანა, წვიმის წვეთებს აკვირდებოდა, რომლებიც ფანჯარას ეცემოდა, შემდეგ მზერა ხალხზე გადაიტანა. თავი სინანულით გაიქნია და თვალები დახუჭა. „აქ არარის მარიამ, არარის“ შესძახა საკუთარ თავს. მანქანამ ნელ-ნელა სვლა შეანელა. -მის,მოვედით -აცნობა მძღოლმა,თავი დაუქნია,ფული მისცა და მანქანიდან გადავიდა, საბარგულიდან ჩემოდანი აიღო და სახლისკენ წავიდა. კარები მალევე დედამისმა გაუღო და სიხარულით ჩაიკრა გულში. *** - ვერ ვიჯერებ რომ ეს გააკეთა! - გეყოფა ზურა..- ხელი ჩაიქნია ლაშამ და ძმაკაცს კათხა აუვსო. ზურამ აწითლებული თვალები მოისრისა და საზურგეს მიეყრდნო. ხელი თვალებიდან არ ჩამოუღია და მთელი ძალით იჭერდა რომ მოზღვავებული სევდა, მწუხარება, ცრემლები თავში ჩაეკლა. - თვალები გაქვს ჩასისხლიანებული - სიგარეტს მომიტან? - რა დღეში გაქვს თვალები... - მომიტან მეთქი? - რა გჭირს დიდი ხანი უნდა იყო ესე? - ჩემით მოვიტან. - რეტდასხმულივით წამოხტა და წავიდა. მაღაზიაში გამყიდველი გაშტერებული უყურებდა.ნერვები მოეშალა. - მჭიირს რამე? - არაფერი. თავი ჩაღუნა და ხურდა მიუბრუნა - არ მჭირდება. ხელი აკრა და გარეთ გავიდა. იქ აღარ უნდოდა. არსად აღარ უნდოდა.. - ახლა ძველი, ბოროტი და სასტიკი ზურა დაგვიბრუნდება? - ცინიზმით მიაწია ხმა ძმამ და მიუახლოვდა - ხმა ჩაიგდე.. - გაუნძრევლად, დაბალ ხმაზე ამოუღრინა ზურამ. ქვაფენილს ნელა ჩაუყვა, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, ღრმა ნაპასებს არტყავდა თან გოგონაზე ფიქრობდა რომელმაც გაანადგურა, მერე ძირს ჩამოჯდა. თავისთვის ჩაეცინა. თავს იტყუებდა, ისე იქცეოდა თითქოს ყველაფერი რიგზე ჰქონდა, თითქოს ცხოვრებას ბედნიერად ერთი გზით მისდევდა.. - არ მომწონს ასე რომ ხარ. - გვერძე უხმაუროდ მიუჯდა თორნიკე. - ჩემზე ნერვიულობ? კარგია, კარგად ვარ მერე რაა რომ მთელი 2წელიწადი ის მიზანი მქონდა მარიამის გულში მოვხვედრილიყავი, და ეს კარგადაც გამომივიდა. ხოდა რატომ დავმწუხდე? არა ეს ისეთი შვებაა რომ აღარ მაქვს მთავარი მიზანი რადგან მე შემიძლია გავაკეთო ყველაფერი რაც მინდა - სიცილით ცარიელი თვალებით წამოდგა ზურა ფეხზე. - ზუსტად ამის მეშინია - ამოიბუტყუნა თორნიკემ და ფერშეცვლილ ძმას გვერდით მიუდგა. - ზედმეტად ცუდად ხარ რომ მაგარი ბიჭის როლი ითამაშო. - როგორც ვხედავ იმისათვის არ მოხვედი რომ მხარი დამიჭირო, ასერომ დალიე და მითხარი რა გინდა - ლუდის ბოთლი მიაჩეჩა ხელებში ზურამ. - მოკლედ იქიდან მინდა დავიწყო რომ მოეშვი ამ პასტაიანკებს - თათიაზე ამბობ? - ხო ზურა, თათიაზე. *** *გადავინაცვლოთ 2 წლით უკან ორსართულიანი სახლი. ჯოჯოხეთური წვეულება და ზურას ერთერთი მეგობრის - ელენეს დაბადებისდღე. სახლი უამრავი დეკორაციით იყო მორთული, სახლში ზურა შევიდა თუარა თითქმის ყველა გოგომ მასზე მოახდინა რეაგირება, თუმცა ბიჭი როგორც ყოველთვის ამას ყურადღებას არ აქცევდა. - ის ვინარის? - კითხა თათიამ ელენეს ბიჭზე რომელმაც იქ მისვლით ყველა ააფორიაქა. - აჰ, წამო გაგაცნობ. - იუბილარმა დაქალს ხელი დასტაცა და ზურასთან მიიყვანა. ზურამ ელენე რომ დაინახა გაუღიმა და გადაეხვია - გილოცავ, დიდი გოგო გაიზარდე - გააჯავრა და თმაზე ხელი გადაუსვა, შემდეგ კი წარბის აწევით მის უკან მდგომ გოგონას გახედა. ელენე დაიბნა, თათია წინ გადმოათრია - ზურა გაიცანი ჩემი მეგობარი თათია. - ზურამ უბრალოდ თავი დაუქნია, არუყვარდა ფორმალურობები, ხელზე ამბორი და თემები. შემდეგ სხეულს დაუკვირდა, სწორი ფეხები, კარგი ზომის თეძოები და კარგი ზომის მკერდი. სახეზეც არაუშავდა, თუმცა დიდი ყურადღება არც სხეულისთვის მიუქცევია, ბიჭებთან მივიდა და სასმელი გამოართვა. ცოტახანში ახალგაცნობილი გოგონა ბიჭებს მიუახლოვდა - მხიარულობ? - ენის ბორძიკით უთხრა ზურას თან იცინოდა. ზურამ გაიკვირვა, გოგონას გაუღიმა და ძალაუნებურად მკერდძე დახედა. - ისე რა.. - ჩვეულებრივ ნაგლად უთხრა ზურამ და ბიჭებს მიუბრუნდა, იცინოდნენ უაზრო თემებზე სუაბრობდნენ, თათიას გული დასწყდა, მაგრამ თავისი არდაიშალა და კიდევ ერთხელ მიუახლოვდა ზურას. ზურამ ამოიხვნეშა თვალები გადაატრიალა, სასმელი ჭიქა დახლზე დადო და მიუტრიალდა - მოდი ასე ვქნათ, გასაგებია რომ ჩემთან მეგობრობა გინდა მაგრამ თავს ნუ მაბეზრებ. - ორი წუთი გამომყევი. - ჩაილაპარაკა გოგონამ , ზურამ წარბები აუწია და უკან გაყვა. აივანზე გავიდნენ თუარა გოგონა შეუტრიალდა და ტუჩებზე ეცვა. ბიჭს გაუკვირდა და წამით გაწია, გაეცინა - შენ რა დამცინი?.. - არ აცადა გოგონას არაფრის თქმა ახლა თვითონ უპასუხა კოცნაზე ვნებიანად, მალევე ერთმანეთის პირში შეაცურეს სველი ენა და სიამოვნება გააორმაგეს... *** - საღამოს დაგირეკავ - გაუღიმა გოგონამ წასვლის წინ. ზურამაც თვალი ჩაუკრა - ეს ვინ ჩემი..“გამოთლილი ფეხები“ იყო? - გაიცინა თორნიკემ და თათიას თვალს არ აშორებდა. - გაცნობისთანავე შემახტა და ახლა გადაწყვიტე ვინცარი - ნიშნის მოგერიებით მიუგო ძმას და გაეცალა. *** დავბრუნდეთ ახალ დროში. - თათია, თათია.. როგორი კარგი იყო.. თავისი ფუმფულა ვარდისფერი ტუჩებით უზომო სიამოვნების მონიჭება შეუძლია. - ზურა მაგ ს გამო დაგემართა ყველაფერი და კიდე სიამოვნებაზე ლაპარაკობ? - აუღრინდა თორნიკე. - მაგ ს კიარა.. ჩემი სილაჩრის გამო. ხელი აიქნია და გზას ჩაუყვა. თორნიკე აღარ გაყოლვია. „დავივიწყებ! ხოხო! უბრალო გოგოა და მორჩა! „ უმეორებდა საკუთარ თავს. ფიქრებიდან ნაცნობმა ქუჩამ გამოიყვანა. კარს ახედა, თათიას კარის წინ იდგა და ყოყმანობდა, - ამის დედაც რა.. - ამოილაპარაკა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და შიგნით შევიდა. ყველაფერი ისე მოხდა როგორც უნდა მომხდარიყო. არანაირი ზედმეტი ლაპარაკი, პირდაპირ სიამოვნება. - იცი -თათიამ ჩანთიდან ტუჩსაცხი ამოიღო- ბოლობოლო შეგიძლია თავი ისე დაიჭირო,რომ თითქოს გაინტერესებ მაინც,ტრაკო. - მასე ვარ-ყელი ჩაიწმინდა ზურამ -თავს ვიკატუნებ,სულ ესაა.- ცინიკურად უპასუხა. თვალები გადაატრიალა და შუა თითი აუიწია გოგონამ. აინტერესებდა ზურას ის,სექსუალური თვალსაზრისით. კარგი გასაჟიმია და ხანდახან კარგი კომპანიონიცო...ასე ფიქრობდა - .-ამოიბურტყნა და ფლაკონი უკან ჩააგდო. ბუნებრივი,ვარდისფერი ტუჩებით უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდა-ტუჩებით,რომელიც გავარდისფრებული და ოდნავ შესიებული ქონდა, წინა ქმედებების გამო. ზურა ისევ იმ სიამოვნებით ტკბებოდა რომელსაც რამდნეიმე წუთის წინ უკან წელის არეში გრძნობდა. ნელნელა მისთვის ხორციელი სიამოვნება უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა, ვიდრე დანარჩნი სხვა. საბოლოოდ ნასიამოვნებმა თვალები გაახილა, მაგრამ თათია იქ აღარ დახვდა. ალბათ წავიდაო, იფიქრა. დიდიხანი სექსის მერე ისედაც არ ჩერდებოდა ხოლმე გოგონასთან ერთად.. დაგიბრუნდით, ისევ და ისევ თქვენი თხოვნით მკითხველნო. მოკლედ დააკომენტარეთ ყველამ თქვენი აზრი და მითხარით ღირს თუ არა გაგრძელება ან რას ფიქრობთ, რას ელით ამ მოთხრობისგან. იმედი მაქვს მკითხველი ეყოლება. მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.