შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ შეგხვდი შუაღამისას (თავი 6)


27-09-2015, 09:26
ავტორი chica sol
ნანახია 3 499

ის დღე ოთახში დავაღამე. ლექციებზე შესვლა ვერ შევძელი. მთელი დღე საშინელი თავის ტკივილი მკლავა. ფიქრისგან თავი მისკდებოდა... ტირილისგან თვალები მტკიოდა... ცრემლი შვებას არ მგვრიდა... ფიქრი არ მაწყნარებდა, გადაწყვეტილებამდე ვერ მივდიოდი... ან რა იყო მოსაფიქრებელი? ცხადი იყო, საბუთებს უნდა დავლოდებოდი, შეიდლება ერთი ან ორი კვირა... უარეს შემთხვევაში კი ერთი თვე... როგორმე ამ აზრს უნდა შევგუებოდი... ამ ჯოჯოხეთისთვის უნდა გამეძლო... მაგრამ როგორია შეეგუო ჯოჯოხეთს? ამაზე ფიქრი საშინლად მაფრთხობდა...
მოსვენება დავკარგე...
მთელი საღამო სახურავზე გავატარე. ელენეს ვუთხარი, რომ სუფთა ჰაერი მიშველიდა და მის გადამეტებულ ყურადღებას ძლივს დავუძვერი...
ოთახში დაბრუნებულს დამამშვიდებელი დამახვედრა... აშკარად ხვდებოდა, რომ ვნერვიულობდი და ამიტომაც არ მაწუხებდა კითხვებით...
მთელი ღამე კარგად მეძინა... დილით გამოძინებულმა გავიღვიძე... პირველივე ის გავიფიქრე, რომ ელენესთვის იმ წამლის ყიდვა მეთხოვა, რომელიც ასე წამადგა...
გამოძინებულს, სამყარო ისეთი სასტიკი აღარ მეჩვენებოდა, როგორც წინა დღეებში. სარკეში ჩავიხედე. თვალები ისევ შეშუპებული მქონდა, მაგრამ ისე აღარ, როგორც აქამდე...
აღარც ისეთი მიუწვდომელი მეჩვენა საქართველო, როგორც აქამდე. წასვლის დღეს კიდევ ერთი დღით მივუახლოვდი...
მე და ელენე ერთად გავედით ოთახიდან. ვხვდებოდი, ჩუმად თვალ-ყურს მადევნებდა და ბოლოს დერეფანში ვუთხარი.
-ელე, მე კარგად ვარ. გამოვიძინე და უკეთ ვარ... მართლა... -უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის, ფართოდ გავუღიმე.
-მართლა? -მანაც გამიღიმა... უცებ მეცა და კისერზე ჩამომეკიდა... -გოგო გული გამიხეთქე გუშინ... აი, როგორ გითხრა... ჯოჯოხეთ გამოვლილს გავდი...
-ხო, გუშინ ჰადესათან მქონდა საქმე და ჩავაკითხე... -მისმა სიტყვებმა გამახალისა და ვეხუმრე, მაგრამ მისი სახის დანახვამ მაშინვე დამასერიოზულა. -მაპატიე რა, რომ განერვიულე.
-ყველაფერი კარგად იქნება ბელა, დამიჯერე... -კიდევ ერთხელ გამიღიმა... საოცარია, რამხელა გული აქვს ამ ადამიანს...
ზარის ხმაზე დავიშალეთ...
აუდიტორიაში შესულმა, თავის აუწევლად დავიკავე თავისუფალი ადგილი და სირაქლემასავით წიგნში ჩავიმალე.
-გამარჯობა. როგორ ხარ, ბელა? -გვერდით სკამიდან მომესალმა დათო ღიმილით.
-კარგად, მადლობა. - გაღიმება ვცადე, მაგრამ აშკარად დათომაც შეამჩნია ჩემს ხმაში უხეში ნოტები, ამიტომ საუბარი აღარ გამიბა.
დათოს არაფერს ვერჩოდი, უბრალოდ გუშინდელი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ აქ არანაირი მეგობრები არ გამეჩინა და ეს ერთი თვე ყველას მოვრიდებოდი. არ მჭირდებოდა ზედმეტი პრობლემები. ისედაც თავზე საყრელად დამიგროვდა ბოლო დღეებში...
მთელი ლექციის დროს, უკნიდან ვიღაცის მზერას ვგრძნობდი... გავიხედე და... ნიკა... თვალს არ მაცილებდა. ლექციის დამთავრებამდე წუთებს ვითვლიდი... მოსვენება დავკარგე... გაქცევა და სადმე დამალვა მინდოდა... ოღონდ არა მასთან შეხვედრა... მასთან კიდევ ერთ კამათს და ჩხუბს ვერ გადავითანდი.
ზარის ხმაზე სასწრაფოდ წამოვხტი და წიგნა ხელი დავავდე. გასაქცევად გამზადებული ვიღაცამ განაჩერა.
-მოიცადე ბელა, ოთახამდე გაგაცილებ, თან რაღაცის თქმა მინდა...- დათო მიღიმოდა იმედიანი თვალებით.
-კი, რა თქმა უნდა... -მასზე მეტად მე მახარებდა მისი შემოთავაზება. დათოს გვერდით ნიკა ვერ გაბედავდა მოსვლას.
ოთახიდან დავედით და იმ აუდიტორიისკენ ავიღეთ გეზი, სადაც მეორე ლექცია მიტარდებოდა. დათო მთელი გზა გაუჩერებლად მელაპარაკებოდა. თურმე, კოლეჯის ფეხბურთის გუნდში თამაშობდა. გამიკვირდა, ელენემ ეს როგორ არ მითხრა, როგორ გამორჩა-მეთქი. არც კი ვუსმენდი ნორმალურად. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, მეშინოდა ნაკა არ გამოგვყოლოდა უკან.
-აბა? რას მეტყვი? -ჩამეძია დათო.
-ააა...- საშინლად დავიბენი. არ ვიცოდი რას მეკითხებოდა. სასწრაფოდ გავიხსენე ბოლო წინადადება, რაც დათომ მითხრა და მე გავიგე... -ფეხბურთი ძალიან მაგარია, მე არ ვთამაშობ, მაგრამ ყურება მიყვარს... - სირცხვილისგან გავწითლდი. იმედი მქონდა ისევ ფეხბურთის თემაზე ვიყავით...
-ბელა, მე სასეირნოდ წამოსვლაზე გეკითხები. - ისიც არანაკლებ დაბნეული მიყურებდა... აშკარად ეწყინა ჩემი უყურადღებობა...
-აარ იცი...- უარესად დავიბენი. აქამდეც მივედით?
-დიდხანს არ გაგაჩერებ, გპირდები... წავიდეთ რა ... -პატარა ბავშვივით მთხოვა. გამეცინა.
-კარგი, მაგრამ მეგობარსაც წამოვიყვან. - მარტო სეირნობას არ ვაპირებდი...
-კარგი. საღამოს რვაზე შემოგივლი.


საღამოს ვახარე ელენეს ეს ამბავი და სიხარულით და წივილ კივილით კისერზე მეკიდებოდა...
-ვაიმე, რა მაგარი ხარ, ეს როგორ მოახერხე?
მისი გახარება ადვილი იყო...

***


ბავშვებო, ესეც ახალი თავი...
ძალიან პატარაა ვიცი, და ბოდიშს გიხდით წინასწარ.
შემდეგ თავში გამოვსწორდები.
სიყვარულით, თქვენი მარიამი.



№1  offline მოდერი nicol

მარიკუნა...
საიტის განახლებამ სულ ამომაგდო მწყობრიდან და ბოლო თავები ახლა წავიკითხე ერთიანად...
მაგარი გოგო ხარ და ველოდები შემდეგს ♥♥♥

უყვარხარ ნიკოლს ♡♡♡ ხომ იცი ♥♥♥
--------------------
თინა ნიკოლ

 


№2  offline წევრი S.likuna

au magariaa male dadee raa!!!

 


№3  offline მოდერი chica sol

nicol
მარიკუნა...
საიტის განახლებამ სულ ამომაგდო მწყობრიდან და ბოლო თავები ახლა წავიკითხე ერთიანად...
მაგარი გოგო ხარ და ველოდები შემდეგს ♥♥♥

უყვარხარ ნიკოლს ♡♡♡ ხომ იცი ♥♥♥

shen ki ara chemo nicol mec avirie dalian... mteliverti didi tanjva gaviare...
Shen ki maris uyvarxar dalian

პანკი
უფრო კარგის მოლოდინი მქონდა, თუმცა არ გამართლდა.
წარმატებები.
პანკი.

Jer xom yvelaperi winaa...
Mainc vecdebii mogewonos


S.likuna
au magariaa male dadee raa!!!

Aucilwblad chemo kargoo❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent