შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით(29)


27-09-2015, 19:35
ავტორი lisebeth
ნანახია 3 137

მარიმ უკან დაიხია. უყურებდა როგორ ჩხუბობდნენ გია და დედამისი თუმცა ისე იყო გათიშული მათი შეჩერება არც უცდია. ისინი კი ჩხუბობდნენ და ჩხუბობდნენ. ერთ სიტყვასაც არ აწევდნენ ერთმანეთს. ინგა ისე იყო გაცხარებული მთელი ჩვიდმეტი წლის ნაგროვებ ბოღმას ახლა ანთხევდა. საერთოდ არ ახსოვდა ,რომ მისი შვილი იქვე იდგა და ახლა გამხნევება სჭირდებოდა. გია ცდილობდა დაემსვიდებინა და როგორმე მისი შემოტევა მოეგერიებინა,მაგრამ ამაოდ.ქალი არა და არ ჩუმდებოდა.
-გაცუმდით ბოლოს და ბოლოს გაჩუმდით ორივე. ნუთუ საერთოდ ვერ მხედავთ აქ?
-მარი შენთან მშვიდად დალაპარაკება მინდა.
-მე არ მინდა ..._უკან დაიხია გოგონამ
-ვიცი ,რომ ამ ამბით შოკირებული ხარ მაგრამ გთხოვ მომისმინო. რამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობთ...
-ახლა გასაგებია რატომაც ვიცნობთ და რატომაც მერგო პატივად თქვენთან ურთიერთობა. მე ერთ ჩვეულებრივ ღარიბ გოგონას. ყველამ იცოდა არა? ჩემს გარდა ყველამ იცოდა...
-ყველამ არა ,მაგრამ უფროსებმა კი ... ნინის მშობლებმა. ნინიმ და ელენემ სულ ცოტა ხნის წინ გაიგეს.
-ესე იგი მათაც იცოდნენ?
-ცოტა ხნის წინ შემთხვევით გაიგეს.გთხოვ მომეცი საშუალება მშვიდად დაგელაპარაკო.
-ჩემს შვილს შენთან სალაპარაკო არაფერი აქვს. როდესაც მიატოვე ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა.
-შენ თვითონაც კარგად იცი ინგა ,რომ მე ის არასდროს მიმიტოვებია. შენ კი როცა ჩემთან ურთიერთობა გქონდა კარგად იცოდი ,რომ ოჯახი მყავდა. არავის მოუტყუებიხარ და არც არავინ არაფერს დაგპირებივარ.
-მშვენიერია! ყველა ბედნიერებასთან ერთად თქვენი ცხოვრების ერთი დიდი შეცდომა ვარ.
-ასე არ არის. მე არასდროს მიფიქრია რომ შენ შეცდომა იყავი. მე ყოველთვის შენს გვერდით ვიყავი. უბრალოდ შენ ვერ მხედავდი. მე ყოველთვის გეხმარებოდი და მხარში გედექი უბრალოდ შენ არ იცოდი ,რომ ამას უანგაროდ გიკეთებდა მამაშენი. მე ყოველთვის აქ ვიყავი შენს გვერდით.
-მაგრამ მამაჩემი არასდროს ყოფილხართ. აი ესაა განსხვავება. თქვენი ფული არ მჭირდება და არც თქვენი მოწყალება. გთხოვთ წადით ჩემი სახლიდან და აღარ დაბრუნდეთ. აღარც თქვენს ხარჯზე ცხოვრებას ვაპირებ და არც იმ სკოლაში სიარულს სადაც ფულს მიხდით. თქვენგან არაფერი მჭირდება.
-მარი...
-წადით მეთქი.
მარი ოთახში შევიდა და კარი მოაჯახუნა. ცოტა ხნის წინ ვერ გამოხატულმა ემოციებმა ერთიანად სძლია და ამოხეთქა. ყველა ატყუებდა. მის გარდა სიმართლე ყველამ იცოდა და არავინ გაუმხილა. თავს ყველაზე სულელ და უსუსურ არსებად გრძნობდა. იგრძნო ,რომ მთელი სამყარო სძულდა გარშემო. ჩვიდმეტი წლის მანძილზე ნაკოწიწები ცხოვრება ახლა ნაფლეთებად იყო ქცეული. ისევ ჩასძახოდა რაღაც ძალა ყურში ''ტყუილი... ტყუილი''
მწარე იყო ყველაფრის გახსენება ,მაგრამ მაინც მოდიოდნენ ფიქრები. ცდილობდა განედევნა თითოეული კადრი ,მაგრამ ამაოდ. მოდიოდნენ და მოდიოდნენ დაუსრულებლად.
საწოლზე დამხო. ხმები ისევ ესმოდა. თვზე ბალიში დაიფარა ,მაგრამ მაინც არ შეჩერებულა. გვიან გააცნობიერა ,რომ ეს სხვა ხმა იყო. ხულის ხმა ,რომელიც შიგნიდან ღრღნიდა და მოსვენებას ართმევდა.
კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ცოტა ხანში ინგას ხმა გაისმა ,მაგრამ გოგონა არ ამდგარა და არც კარი გაუღია.

VVV
ელენე სახლში მივიდა და დედას დაუძახა ,მაგრამ ქალს ხმა არ გაუცია. დერეფანში მსახურმა უთხრა ორი დღეა წევსო და ისიც გულგახეთქილი გაიქცა იქეთ. მაშინვე მიხვდა,რომ მისი ეჭვები თამუნას დაკარგვაზე სიმართლე იყო. დედამის რაღაც სჭირდა , თორემ როდის იყო ქალი კვირაზე მეტ ხანს სკოლაში არ აკითხავდა. კარი დაუკაკუნებლად შეარო ,მაგრამ თამუნას არ გაუგია. მშვიდად ეძინა. საოცრარი სიმშვიდე ეხატა სახეზე. ფარდები თითქმის ჩამოეფარებინათ და ოთახში სიწყნარის მომცველი სიბნელე იყო. დედას მიუახლოვდა და თავთან საწოლზე ჩამოუჯდა. სახეზე შესამჩნევად გაფითრებული, მაგრამ მაინც ძალიან მშვენიერი იყო. თმაზე ხელი გადაუსვა და მოეფერა. ეტყობოდა ,რომ ღმად არ ეძინა და მაშინვე გაეღვიძა. ელენემ გაუღიმა და ეს იყო საუკეთესო წამალი თამუნასთვის.
-დედიკო როგორ ხარ? მსახურმა მითხრა ,ომ ორი დღეა წევხარ. ავად ხარ? როგორ არ დამირეკე? _კითხვები მიაყარა განერვიულებულმა
-ისეთი არაფერია საყვარელო._ძლივს წამოიწია ქალი და საწოლში წამოჯდა._ცოტა სუსტად ვარ და დაბალი წნევა მაქვს.
-ექიმთან იყავი?
-გგონია მამაშენი ექიმთან წაუსვლელობას დამანებებდა? _ გაუღიმა და შუბლზე აკოცა
-შენ როგორ ხარ ის მითხარი. ფეხი როგორ გაქვს?
-მშვენივრად უკვე დავრბივარ. იცი? მამა ვნახე სკოლაში
-მართლა?
-ჰო! მარისთან ერთად წავიდა. დღეს სიმართლის თქმას აპირებს. ძალიან ვღელავ.
თამუნას სახეზე ფერი უფრო მეტად წაერთვა. თავისი თავი შთაგონებული ყავდა , რომ მზად იყო ამ დარტყმისთვის ,მაგრამ მისდაუნებლიედ გაჰკრა რაღაც ძლიერმა ტკივილმა გულში. სადღაც შიგნით ისე ღმად ეტკინა ,რომ სუნთქვის უნარი წაართვა. ყველა გაიგებდა ამ საიდუმლოდ: მისი მეგობრები, მპერა, საზოგადოება ,რომელშიც ტრიალებდა, ადამიანები ,რომლებიც მას პატივს სცემდნენ. ახლა კი ყველა გაიგებდა როგორ დაადგა ქმარმა რქები წლების წინ მან კი თევზივით პირში წყალი ჩაიგუბა და არაფერი თქვა. ყველა გაიგებდა იმ დამცირების ამბავს რაც წლების წინ გამოიარა. როცა რვა თვის ორსული ქმრის სახლიდან წამოვიდა და მშობიარობამდე ღამეები ტირილში ათენა. იცოდა ,რომ სადღაც კიდევ დადიოდა ქალი ,რომელიც მის ქმარს ისევე გაუჩენდა შვილს როგორც თვითონ.
მსობლებისგან განებივრებულ გოგონას მეხივით დაატყდა თავს უზარმაზარი სირცხვილი და იმედგაცრუება. პირველი შემთხვევა იყო ,როცა რაღაც ისეთი ხდებოდა მის თავს ,რომ სულიერად ანადგურებდა. იმ დრეს ,როცა სიმართლე გაიგო პირველად მოჰყვა იმ კოშკის ნანგრევებში ,რომელსაც გიასთან ერთად აგებდა გონებაში. ეს ისეთი მძიმე დარტყმა იყო ,რომ ვერც კი იფიქრებდა თუ როდესმე ფეხზე წამოდგომას შეძლებდა.
ახლაც იგივეს გრძნობდა. თვალ წინ ეშლებოდა ყველაფერი რაც ამ ამბავს მოჰყვებოდა. ყველა ჭორის სათაური იცოდა რასაც გამოუგონებდნენ. ისიც კი იცოდა საკუთარ სანაცნობო წრეში ვინ რას და რა ფორმით იტყოდა. წამებში გადაურბინა თვალწინ უწყვეტ კადრად ყველაფერმა. ელენეს მკერდზე მიეკრა და აქვითინდა.
-დედიკო... დედა გთხოვ ...ვიცი რაც მოხდება ახლა ,მაგრამ ასე ნუ განიცდი.
-მგონი მამა მოვიდა._წამოდგომა სცადა ელენემ ,რომ ფანჯრიდან გადაეხედა , მაგრამ თამუნა ხელზე ჩაებღაუჭა და არ გაუშვა. _მამას დავუძახებ. გამიშვი გთხოვ.
-ელე მოხვედი ?_ კარი შემოაღო გიამ, მაგრამ ცოლის შეძრწუნებული სახისკენ გაექცა თვალი და სახეზე ღიმილი წაერთვა._თამუ, რა გჭირს საყვარელო.
-იცის ,რომ მარის სიმართლე უთხარი.
-დამსვიდდი თამუ ...ყველაფერი კარგად იქნება. ასე თუ ინერვიულებდი ამ საიდუმლოს სამარის კარამდე არ გავამხელდი.
ქალმა ძალა მოიკრიბა და თავი როგორღაც დაიმშვიდა.
-არაფერია...გამივლის ... ხომ იცი რა ემოციური ვარ. უბრალოდ თავი ვერ შევიკავე_თავი მკერდზე მიადო ქმარს და ხელები მაგრად მოხვია. თითქოს ეშინოდა ,რომ ისევ გაიქცეოდა მისგან. ელენეს გულში გაჰკრა ფიქრებმა. ნეტა წლების მერე მე და რატიც ასე თუ ვიქნებით ერთადო. მათ დანახვაზე გაეღიმა და მეორე მხირდან დედას თვითონ მოეხვია.
-არაფერი არ იქნება თამუ. გპირდები... ჩვენს მშვიდ ცხოვრებას ამ ამბით არავის დავანგრევინებ. მით უფრო ახლა. დაწყნარდი და არაფერზე ინერვიულო. ხომ გახსოვს ექიმმა რა გითხრა?
-ექიმმა რა უთხრა? და ახლა რა ხდება?_ვერ გაიგო მამის სიტყვები ელენემ
-მოდი დედა დამშვიდდეს და ამ თემაზე მერე ვისაუბროთ კარგი?_სთხოვა ქალიშვილს გიამ და ცოლს ზურგს უკან ბალიში ამოუდო. ქალი ცოტა დამშვიდებული ჩანდა ,მაგრამ ჯერ ისევ ღრმად სუნთქავდა.
-დეე... შენ არ ინერვიულო არაფერზე. არავინ და არაფერი არ მინდა შენ თუ კარგად არ იქნები. ხომ იცი მე და მამას შენს გარდა არავინ გვყავს?_საწოლზე შემოხტა ელენე და დედას მკერდზე მიეხუტა.
-დაწყნარდი ჩემო ლამაზო. მე კარგად ვიქნები. შეიძლება ემოციური ვარ და ცოტათი მეტისმეტიც მომდის ,მაგრამ არც მასეა საქმე.
-დეე მითხარი რა გჭირს და მე დაგეხმარები. ხომ ვხედავ ,რომ კარგად არ ხარ? როდის იყო ამ დროს საწოლში იწექი? როდის გაწუხებდა წნევები?
-მაწუხებდა ჩემო სიცოცხლევ. დიდი ხნის წინ...
-მე რატომ არ ვიცი?
-იმიტომ ,რომ მაშინ შენზე ვიყავი ორსულად.
-ვერ გავიგე...
-შენზე ორსულობის დროს დაბალი წნევა მქონდა. მთელი ორსულობა ამის გამო გამიჭირდა. ახლაც ასეა...
-ახლა რა ხდება? _გახედა დედას და მერე მამას, რომელმაც ცოლს ნაზად გადაუსვა თმაზე ხელი
-ვიცი შეიძლება ამ ამბის გაგება არც ისე გესიამოვნოს ,მაგრამ გეფიცები ამაზე არც კი მიფიქრია. წლებია აღარც კი ვფიქრობ... თავს დამნაშავედ და საშინლად ვგრძნობ... ყველაფერი ერთმანეთს ემატება ,მაგრამ... მაპატიე ჩემო სიხარულო...
-რისთვის მთხოვ პატიებას ვერ მივხვდი.
-დედაშენი ორსულადაა. ამიტომაც გრძნობს თავს ცუდად. ავად არ არის...უბრალოდ ორსულადაა.
-რაა?_ინსინქტურად გაუშვა დედას ხელი და თავი უაზროდ გააქნია თითქოს აზრების გადაყრას ცდილობდა თავისი გონებიდან. თვალები აქეთ-იქეთ დააცეცა და ათასნაირ ფიქრს მიეცა. აზრზე დედის თბილმა ხელმა მოიყვანა ,რომელიც სახეზე შეეხო.
-მითხარი რამე ელე თორემ გეფიცები ახლა მოვკვდები... მართლა მოვკვდები. _ ქალმა უმწეოდ გახედა ქმარს ,რომელიც ისევე ელოდა ქალიშვილის პასუხს როგორც თავად.
ელენემ იგრძნო როგორ დაუარა მუცელში რაღაცამ. უნდოდა ეთქვა რამე ,მაგრამ წარმოდგენაც არ ქონდა რისი თქმა შეეძლო. ვერც იმას ხვდებოდა უხაროდა თუ სწყინდა. არაფერი იცოდა საკუთარი გრძნობების შესახებ. მხოლოდ იმას ხედავდა ,რომ თამუნა მის თვალებში რაღაც ნუგეშის მაგვარს ეძებდა. ხედავდა იმას ,რომ დედამისისთვის ნუგეშის მიმცემი სიტყვა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. საკუთარ გრძნობებში ამ ბავშვის მიმართ სხვა დროსაც შეეძლო გარკვევა. მისკენ გამოშვერილ ხელს საკუთარი შეახვედრა დედას მაგრად ჩაეხუტა.
-დედიკო დაწყნარდი. ყველაფერი კარგად იქნება. ვიცი ,რომ კარგად იქნები...
-გეფიცები არც კი დამიგეგმავს ბავშვის გაჩენა. აქამდე ვერ ვიჯერებ ,რომ ...მაპატიე. ვიცი ახლა ამის დრო არ იყო. სადაცაა გათხოვდები და... მაპატიე გთხოვ.
-შენ უნდა იყო დედა კარგად. მთავარი ესაა. მოდი ახლა დაწექი და ცოტა ხანს დაიძინე. მდგომარეობიდან გამოხვალ და უკეთ გახდები._ ელენემ დედას თავისი ხელი გამოართვა და დაწოლისკენ უბიძგა. საბანი მიაფარა და თმაზე მოეფერა. ქალს მალევე ჩაეძინა. გიაც იქვე იდგა ,მაგრამ დედა-შვილის ურთიერთობასი არ ჩარეულა. უკვე ბინდდებოდა ,მაგრამ ელენემ მაინც გადასწია ფარდები ბოლომდე ,რომ სინათლეს არ შეეწუხებინა და კარი ფრთხილად გამოკეტა.
-ელე რას ფიქრობ მითხარი?_ხელი მოხვია გიამ და შვილთან ერთად კიბეებს ჩამოჰყვა.
-არ ვიცი მამა. არც ვიცი რას ვგრძნობ და ალბათ ბუნებრივია ,მაგრამ დედას ვერ დავადანაშაულებ იმის გამო ,რომ ორსულადაა. მით უფრო ,რომ ყოველთვის უნდოდა მეორე შვილი. როგორც სჩანს უფალმა მისი თხოვნა გვიან ,მაგრამ მაინც შეისმინა.
-მძიმე სიტუაციაა. იქეთ მარის ამბავი. აქეთ თამუნას ორსულობა.
-მარიმ რა თქვა?
-ბუნებრივია ,რომ გამომაგდო.
-მინდა ,რომ ვინახულო. დედასთან დარჩები? გთხოვ არ მოსცილდე გვერდიდან
-მგონი სჯობს დღეს თავი შეიკავო.
-არ სჯობს . მე ხომ ვიცნობ მას? ნინის დავურეკავ და..._ელენემ ტელეფონი ამოიღო და ნინის უთხრა მარისთან მივდივარ და თუ წამოხვალო. გოგონა შეჰპირდა იქ შეგხვდებიო.
-წადი შვილო და ეცადე როგორმე დაარწმუნო სკოლაში დაბრუნდეს.
-სკოლა რა შუაშია?
-მითხრა იქ აღარ დავბრუნდები სადაც შენ მიხდი ფულსო.
-რა სისულელეა. ეს აზრად როგორ მოუვიდა? გასაგებია ,რომ გაბრაზებულია მაგრამ სკოლა რა შუაშია? ყველაფერზე დაველაპარაკები ...არ ინერვიულო.

ელენე მძღოლის მანქანაში ჩახტა და მისამართი უთხრა. გზა და გზა ნინის სწერდა რაზე აპირებდა დალაპარაკებას. გოგონა გაოცდა ,როდესაც გაიგო მარის ყველაფერი იცოდა. ნინის ტოცა ხანს ცდა მოუწია მარის ჭიშკართან რადგან ის უფრო ახლოს ცხოვრობდა ,მაგრამ ერთად შევიდნენ. ინგა მათ დანახვაზე გაბრაზდა და მოახსენა ოთახიდან არ გამოდის და ახლავე წადით აქედანო. განსაკუთრებით ელენეს უბღვერდა ,მაგრამ გოგონას ყურადღებაც არ მიუქცევია. საძინებლის კარზე დააბრახუნა და მეგობარს დაუყვირა გამიღეო. მარი არ გამოეპასუხა ,მაგრამ ელენემ უფრო მაგრად დააბრახუნა და დაემუქრა არ წავალ სანამ არ გამოხვალო. გოგონებმა იმდენ ხანს აბრახუნეს კარზე მარის მობეზრდა და საკეტი გადასწია თუმცა მათთვის ზედაც არ შეუხედავს. ზურგით იდგა და არც აპირებდა მათ მოსმენას,
-ვიცი ახლა რასაც გრძნობ ,მაგრამ ეცადე თავს მოერიო.
-საიდან იცი?
-ვხვდები მაინც ..._არ დანებდა ელენე
-რისთვის მოხვედი?
-იმისთვის რომ გელაპარაკო. ჩვენ არ ვართ დამნაშავე იმაში რაც მოხდა.
-იმაში ხომ ხარ დამნაშავე სიმართლე ,რომ იცოდი და არ მითხარი?
-არ შემეძლო.
-რატომ?
-იმიტომ ,რომ ეს არ იყო ჩემი საიდუმლო. იმიტომ ,რომ ეს მე არ უნდა გამეკეთებინა.
-თუ იმიტომ ,რომ შენი საყვარელი მამიკოს სიყვარულს წაგართმევდი გეგონა?
-როგორ მელაპარაკები ?
-წადით აქედან და თავი დამანებეთ. შენმა ოჯახმა ისედაც ბევრი დამიშავა.
-ჩემს ოჯახს შენთვის კარგის მეტი არაფერი დაუშავებია.
-გმადლობთ ყველაფრისთვის. საკმარისია? წადი ახლა აქედან.
-არ წავალ. შეგიძლია ყველაფერი მითხრა რასაც ფიქრობ.
-უკვე გითხარი...
-მინდა სკოლაში დაბრუნდე და სწავლა დაასრულო. ამდენი წლის ნაშრომს წყალში ვერ ჩაყრი.
-თქვენ არავინ გეკითხებათ. წადი და შენს დედიკოს და მამიკოს ჩაეხუტე. მამაშენისგანა რაფერი მჭირდება...
-ის მამაშენიცაა...
-არა არ არის.
-არის...
-რა მარტივია ამის თქმა არა? შენ რომელსაც დედა და მამა სულ თავს დაგტრიალებდა. ცივ ნიავს არ გაკარებდა. სასახლეში ცხოვრობდი და საერთოდ წარმოდგენაც არ გქონდა იმ კედლებს გარეთ რა ხდებოდა. მოდიხარ აქ და ლექციებს მიკითხავ. მოსიყვარულე ოჯახში გაიზარდე...ფუფუნებაში... მე კი აქ დედაჩემთან ერთად მარტო. მამაჩემმა შენ და დედაშენი აგირჩიათ და ჩვენ? ჩვენ არც დაფიქრებულა ისე მიგვატოვა.
-მამაჩემს არ მიუტოვებიხარ. ის დედაჩემზე იყო დაქორწინებული როცა შენ ჩაისახე. მას ცოლ-შვილი ჰყავდა და ეს დედაშენმა კარგად იცოდა. დედათემი უკვე ჩემზე იყო ორსულად ,როდესაც მამაჩემსა და დედაშენს შორის ეს ამბები მოხდა.
-და მან დედაშენი აირჩია.
-ის მისი ცოლი იყო . ჩვენ მისი ოჯახი ვიყავით. დედაშენმა სიმართლე იცოდა. იცოდა რასაც აკეთებდა ,მაგრამ წამითაც არ დაფიქრებულა.
-არც მამაჩვენი დაფიქრებულა ისე გამცვალა ყველაფერში და დედაშენთან გაიქცა.
-დედაჩემს თავი დაანებე. ის ისევეა უდანაშაულო როგორც მე და შენ. ის შენ ცუდად არასდროს მოგქცევია. ყოველთვის კეთილი იყო შენს მიმართ.
-იმიტომ ,რომ ეშინოდა ერთხელაც ჩემსა და დედაჩემში არ გაეცვალა.
-ბრაზი გალაპარაკებს და ესაა პრობლემა.
-სულაც არა...
-მამაჩემი დედაშენში არასდროს გაცვლიდა თამუნას. ამქვეყნად ყველაზე მეტად ის უყვარს. დედაჩემმა სთხოვა შენთვის სიმართლე ეთქვა. გია არასდროს დათმობს თამუნას არავის და არაფრის გამო.
-კარგია ,რომ ასე ხარ მამაშენის სიყვარულში დარწმუნებული. მე კი ნამდვილად არ ვარ.
-სკოლაში დაბრუნდი
-წადით აქედან და თავი დამანებეთ.
-დაპირდი ,რომ სკოლაში დაბრუნდები და მერე წავალ.
-როგორ ბედავ და პირობებს მიყენებ? წადი დედაშენთან და თავი დამანებე._ ელენემ სილა ისე მაგრად გააწნა მარის ,რომ გოგონა საწოლზე დაემხო
-გითხარი დედაჩემი არ ახსენო მეთქი და ამას რამდენჯერაც გააკეთებ იმდენჯერ გაგარტყამ. იმედია გონს მალე მოხვალ და ადამიანურად დამელაპარაკები. მანქანდე სჯობს წავიდე. ისედაც არ მაქვს ბევრი დრო.
გოგონები სირბილით გამოვიდნენ გარეთ. ელენემ სთხოვა ჩემთან წამოდიო და ნინიმაც მძღოლი ცარიელი გაუშვა .



№1  offline წევრი cancara

კაია კაი მარიც მართალია ელენეს მართლა ეგონარო მამის სიყვარულს მარტო მარი დაიმსახურებდა მაგრამ რავი რა მალე დადე

 


№2  offline წევრი kora

რატომ უკვირს ელენეს მარის საქციელი. თვითონაც ხომ არანაკლები რეაქცია ჰქონდა როცა სიმართლე გაიგო. აი არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მიყვარს მარი, მეცოდება, მართლაც რთული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა...
--------------------
kira.G

 


№3  offline წევრი lisebeth

kora
რატომ უკვირს ელენეს მარის საქციელი. თვითონაც ხომ არანაკლები რეაქცია ჰქონდა როცა სიმართლე გაიგო. აი არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მიყვარს მარი, მეცოდება, მართლაც რთული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა...

At ukvirs ubralod at esiamovna dedamisi ROM axsena. Tan martalia at icoda ROM via mamamisi iyo magram gias is arasdros miutovebia
cancara
კაია კაი მარიც მართალია ელენეს მართლა ეგონარო მამის სიყვარულს მარტო მარი დაიმსახურებდა მაგრამ რავი რა მალე დადე

Ho tavis mxriv price martalia

 


№4  offline წევრი kora

lisebeth
kora
რატომ უკვირს ელენეს მარის საქციელი. თვითონაც ხომ არანაკლები რეაქცია ჰქონდა როცა სიმართლე გაიგო. აი არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მიყვარს მარი, მეცოდება, მართლაც რთული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა...

At ukvirs ubralod at esiamovna dedamisi ROM axsena. Tan martalia at icoda ROM via mamamisi iyo magram gias is arasdros miutovebia
cancara
კაია კაი მარიც მართალია ელენეს მართლა ეგონარო მამის სიყვარულს მარტო მარი დაიმსახურებდა მაგრამ რავი რა მალე დადე

Ho tavis mxriv price martalia

ხო მართალი ხარ, გიას ის არ მიუტოვებია, მაგრამ ახლა ის შოკშია, როგორია როცა 17 წლის მერე გამოგიცხადებენ ასეთ ამბავს, ცხადია რთულია მშვიდად შეხვდე, ალბათ მარი მალე მოეგება გონს. უფროსების შეცდომებზე არ უნდა აგონ პასუხი ამ ბავშვებმა, თავისი წილი დანასაული გიასაც მიუძღვის მაგრამ ყველაზე დიდი დამნაშავე ამ ამბავში ჩემი აზრით ინგაა, რადგან როგორც გაი ამბობს მან იცოდა მისი სიყვარული ცოლისადმი და შესაბამისად არ უნდა გაება მასტან ურთიერთობა და მიტუმეტეს არ უნდა უშხამავდეს ამ გოგოს ახლა გონებას გიაზე ცუდის თქმით, ვერ ვიტან მარის დედას, არაა კარგი ქალი.
--------------------
kira.G

 


№5  offline წევრი lisebeth

kora
lisebeth
kora
რატომ უკვირს ელენეს მარის საქციელი. თვითონაც ხომ არანაკლები რეაქცია ჰქონდა როცა სიმართლე გაიგო. აი არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მიყვარს მარი, მეცოდება, მართლაც რთული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა...

At ukvirs ubralod at esiamovna dedamisi ROM axsena. Tan martalia at icoda ROM via mamamisi iyo magram gias is arasdros miutovebia
cancara
კაია კაი მარიც მართალია ელენეს მართლა ეგონარო მამის სიყვარულს მარტო მარი დაიმსახურებდა მაგრამ რავი რა მალე დადე

Ho tavis mxriv price martalia

ხო მართალი ხარ, გიას ის არ მიუტოვებია, მაგრამ ახლა ის შოკშია, როგორია როცა 17 წლის მერე გამოგიცხადებენ ასეთ ამბავს, ცხადია რთულია მშვიდად შეხვდე, ალბათ მარი მალე მოეგება გონს. უფროსების შეცდომებზე არ უნდა აგონ პასუხი ამ ბავშვებმა, თავისი წილი დანასაული გიასაც მიუძღვის მაგრამ ყველაზე დიდი დამნაშავე ამ ამბავში ჩემი აზრით ინგაა, რადგან როგორც გაი ამბობს მან იცოდა მისი სიყვარული ცოლისადმი და შესაბამისად არ უნდა გაება მასტან ურთიერთობა და მიტუმეტეს არ უნდა უშხამავდეს ამ გოგოს ახლა გონებას გიაზე ცუდის თქმით, ვერ ვიტან მარის დედას, არაა კარგი ქალი.

რათქმაუნდა გასაგებია მარის საქციელი და ლოგიკურიც
არც ქონია გიას და ინგას ურთიერტობა
ერთხელ იყვნენ ერთად მოსკოვში ,რომ მოუწიათ ერთად წასვლა მივლინებით. მამამისის მდივანი იყო ინგა

 


№6 სტუმარი elene

Dzlain magari xar <3 da kargad unda dasruldes es motxroba icodeee :ddd male dadee raaa ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent