შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწერლის ღამეები(თავი1)


29-09-2015, 00:03
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 187

მწერალი არც მღვდელია და არც ექიმი.
არც მანუგეშებელი და არც მკურნალი.
მწერალი ტკივილია.
თამაზ ჭილაძე.


-უკვე გათენებულა...-შეათვალიერა უცნობი გარემო,რომელშიც წინა ღამით ამოჰყო თავი.ყევლაფერს დეტალურად დაუწყო თვალიერება.არც ისე პატარა ოთახში „ტრილიაჟი“ და პატარა გარდერობი იდგა.შემდეგ ლოგინის გევრდით გააჩერა მზერა და ტანსაცმელდაკიდებულ სკამს დააკვირდა.“ეს,ალბათ,მისია..“-გვერდით გაიხედა და ისეთი სახე ჰქონდა,თითქოს მხოლოდ ახლა შენიშნა მხვრინავი მამაკაცი.ის ბარში გაიცნო ,რამდენიმე ჭიქა დალიეს და შემდეგ სახლშიც გამოჰყვა.უცნაურია,არა? ოცდახუთი წლის გოგოა და უკვე ასეთ აშვებულ ცხოვრებას ეწევა,მაგრამ განა თვითონ უნდა! იქნებეს უბრალოდ ალტერნატივაა და მეტი არაფერი.ექვსი თვის წინ მშობლები ავტოკატასტროფაში დაკარგა,არც და ჰყავს და არც ძმა,ნათესავებთანაც არ აქვს ახლო ურთიერთობა.დედ-მამაზე გიჟდებოდა,მზე და მთვარე ამოსდიოდა მათზე,ახლა კი აღარ ჰყავს..დიახ,სწორედ ამის მერე დაიწყო მირანდას ასეთი ცხოვრება.ნარკოტიკი არასდროს უხმარია,მხოლოდ ექსტაზი და ისიც რამდენჯერმე,ეშინია,რომ ბოლომდე არ დაეცეს.ან რა საჭიროა ყოველივე ეს,როცა არსებობს „კაიფი“,რომელსაც ზიანი არ მოაქვს,უმრავლეს შემთხვევაში მაინც.“სექსი შესანიშნავი ნარკოტიკია...“-ამით აგრძელებს ცხოვრებას ეს ხუთი თვეა.მშობლების სახლის გაყიდვის შემდეგ ერთოთახიანში გადავიდა და თავაშვებული ცხოვრებაც დაიწყო.დალევს,გაიცნობ სიმპათიურ მამაკაცს და წავიდა.
უჩუმრად ადგა უცნობის ლოგინიდან.მასთან იწვა,მაგრამ რა? სახელიც კი არ იცის.სააბაზანოში გადააივლო წყალი და ტანსაცმელიც ჩაიცვაკმაყოფილმა შეათვალიერა თავი სარკეში,თმა გაისწორა,მაკიაჟიც შეისწორა და კარებისკენ წავიდა.ეს უკვე ჩვევად ექცა.
სახლში მისული მაშინვე ლოგინზე დაეშვა,ყავის გაკეთევაც კი დაეზარა.კვირა დღე იყო,ამიტომ შეეძლო დაესვება და თავი ზედმეტად არ გადაეტვირთა.ერთი წლის წინ დაიცვა სადოქტორი ენათმეცნიერებისგანხრით.პროფესიით ფილოლოგია და თსუ-ში სრულ პროფესორად მუშაობ.საკუთარი საქმიანობით კმაყოფილია,თან თითქმის ნახევარ წელს მივლინებებში ატარებს.გაუმართლდა დედის ნათქვამი,თუ ცოდნა გაქვს ხელის გულზე გატარებენო.ამ სფეროში მართლაც წამყვანია,მაგრამ ამ ბოლო დროს ისე მოეშვა,რომ საკუთარ თავს სულ არ ჰგავს.კიდევ კარგი სამსახურს არ შეეშვიო,ირონიით ეუბნება ხოლმე თათია,რომელიც მისი ერთადერთი დაქალია.
სიმართლე რომ ვთქვათ,ტკივილი უკვე შეუმსუბუქდა,მაგრამ ამ ყოფას ისე შეეჩვია,რომ თავის დანებებას სულ არ აპირებს,მოსწონს ვალდებულებების გარეშე ურთიერთობები,კაცისგან მეტი რა უნდა გინდოდეს უტვინოაო,ამართლეს საკუთარ თავს დაქალთან,რომელიც მუდამ ეწინააღმდეგება მეგობარს,მაგრამმაინც ცდილობს,რომ გაუგოს,რაც საერთოდ არ გამოსდის.თვითონ არავის ხვდება,არავინ გამოჩენილაო ამბობს,რაზეც მირანდა გულიანად დასცინის ხოლმე,მაგრამ არასდროს მოუწოდებია თათასთვის,ჩემნაირად იცხოვრეო.ალბათ,ეს არის ძირითადი,რაც მათ ურთიერთობას სიმყარეს უნარჩუნებს.
ლეპტოპი ჩართო და არეულ-დარეულ ეკრანს დააკვირდა.წესრიგის მოყვარული არც არასდროს იყო და ვერც იქნება,ამას დიდი ხნის წინ შეეგუა ცხონებული დედამისი.ოთახი სულ მიყრილი აქვს და ასევე ლეპტოპიც,რომელიც მისი განუყრელი ატრიბუტია.სადაც მიდის ის თან მუდამ მიაქვს.ალბათ,დაგაინტერესებთ,რატომ.რატომ და ბლოგერებს ვერ დააინგნორებს.ერთი წელია,რაც სერიოზულად დაიწყო წერა.მთელ საქართველოში ცნობილი ბლოგერია,თუმცა ეს მეტიცაა,მხოლოდ ერთი რომანი აქვს დაწყებული და ისიც არ დაუსრულებია,მაგრა უკვე აურაცხელი მკითხველი ჰყავს.საკუთარი პერსონაჟები ოჯახის წევრებთან ერთად შეიკედლა,მაგრამ მას შემდეგ,რაც ისინი დაკარგა,წიგნისთვის ხელიც კი არ უხლია..მუზა არ მაქვსო,იმართლებს თავს ბრაზიან თათიასთან ა ბლოგერებს,მოთმინებას სთხოვს.ისინიც იცდიან,რა გააკეთონ,აბა? უბრალოდ სხვა გზა აღარ აქვთ.ინტერნეტსივრცის „ბესტკითხვადი“ რომანის ავტორია,მაგრამ ეს სულ არ აინტერესებს.წერის პროცესი უყვარს და ესაა.,თუმცა ამ ბოლო დროს ბუმ-ბუმ..ვერაფერი დაწერა...
“მუზამაც გადამაგდო..“-ამოიხვნეშა ჩვეულად და მეორე მხარეს გადაგორდა,ხარბად ჩაყნოსა ლოგინი და კმაყოფილი სახით ახედა ჭერს.საკუთარი სახლი მაინც სულ სხვაა,საკუთარი სურნელი..
„რაზე დავწერო?“-ჩაფიქრდა და ტელეფონო ხელში აათამაშა..“იმაზე ხომ არ დავწერ,რომ ერთი ლოგინიდან მეორე ლოგინზე ვინაცვლებ და ერთი მამაკაცის მკლავებიდან მეორეში გადავდივარ..“-ისევ მოაწვა ძველი დროის ნოსტალგიები.გაახსენდა ავთანდილი და ლია...“დედაჩემი ასე არასდროს მოიქცეოდა..“-ფეხზე ზლაზვნით წამოდგა და კარებისკენ აიღო გეზი.“ალბათ,თათიაა,სხვა ვინ იქნებოდა?“-აიჩეჩა მხრები და...გაღიმებულ დაქალს კარები ღრმად გაუღო..
-დაღლილი ხარ?-დივანზე დაეშვა თათია და მეგობარს თვალი ჩაუკრა..
ჰო,ცოტა...ყავას მომიდუებ?-მუდარით შეხედა დაქალს და თავი იდაყქვეშ მოათავსა..თათიამ თავი დაუქნია და მაშინვე სამზარეულოსკენ გასწია.ის რომ არ ჰყავდეს რა ეშველებოდა.ყოველთვის მხარში უდგა და თითოეულ სურვილს უსურვებს..
-ისევ ვერ აგრძელებ?-სასხვათაშორისოდ გამოსძახა სამზარეულოდან მირანდას,რომელიც ამ კითხავზე შეიშმუშნა.სახეზე უკმაყოფილება დაეტყო,ეს ხომ არც არასდროს სიამოვნებდა..
-ოჰ,ვერა..-ამოიხვნეშა და ფეხები ზემოთ შემოკეცა..-დღე ფიტნეს კლუბში ვარ წასასვლელი..-შეეცადა სხვა თემაზე გადაეტანა საუბარი..-მერე მასაჟზეც ჩავეწერე,თორემ დამტყდა ბეჭები.-სამზარეულოში შევიდა და სკმაზე მჯდომ დაქალს თვალი ჩაუკრა..-მეც დავჯდები..-უხერხულმა სიჩუმემ დააბნია მირანდა..
-აჰა,შენი ყავაც..-წინ დაუდგა თათიამ და ხელების მაგიდაზე აათამაშა..-რას ამბობდი?არ აგრძელებ?-მირამდამ ყავა მოსვა და პაუზის შემდეგ გახედა თათიას,რომელიც პასუხის მოლოდინში ცქმუტავდა..
-გინდა მოთმინებიდან გამომიყვანო? მუზები ასე არ მოდის,ეკონომისტო..-თვალი ჩაუკრა და მზერა მოაშორა დაქალს...-ისე კარგი ღამე მქონდა..-ყავის დლევას მორჩა თუ არა,ფეხზე წამოდგა და ჭიქა ჭრჭლის მანქანაში მოათავსა-სულ ვნებიანი მამაკაცები მხვდება..-ამაყად ასწია თავი.იცოდა,რომ თათიას ამ თემაზე საუბარი არ სიამოვნებდა,მაგრამ მაინც თავისას აგრძელებდა..
-გეყო,მასაჟის მერე ჩემთან გამოდი და სადმე გავიაროთ.-შესთავაზა მეგობარს,რომელმაც თავი უარყოფის ნიშნად გადააქნია..
-პიცა შევუკვეთოთ და ლუდი დავლიოთ..დღეს მამაკაცებისგან შესვენებას აგმოვაცხადებ,მერე ფილმსაც ვუყუროთ..-გაუღიმა მეგობარს და ჩანთას ხელი დასტაცა..-მე უნდა გავიქცე..აქ დარჩები?-თათიამ თავი დაუქნია,დაგელოდები და შენს ბოლო თავებს თავიდან წავიკითხავო..-აი,დაქალი რომ შენი მკითხველია..-ირონიით წამოიძახა და ანიშნა,ლეპტოპი ლოგინზეაო..კიბეები სწრაფად ჩაირბინა,მეოთხე სართულზე ცხოვრობს და ლიფტს არასდროს იყენებს გამორჩეული შემთხვევების გარდა,რომელიც მაშინ დგება,როცა მამააკაცი თვალში ძალიან არ მოუვა და ბარიდან გამოიქცევა.ამ დროს კი მარტო რჩება სიბნელის წინაშე,რომლისთვისაც თავის არიდებას,დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა და ცდილობს კიდეც..
სწრაფად გამოიცვალა და ტრებნაჟორებისკენ წავიდა.აჩიკოს მზერა არ გამოჰარვია.ეს მამაკაცი დიდი ხანია,რაც თვალს ვერ აშორებს,მაგრამ ქალი ყურადღებას სულ არ აქცევს.ის ხომ მხოლოდ ბარშ იცნობს პარტნიორებს.სწორედ ამის გამო მუდამ ცივად ექცევა აჩიკოს,რომელიც ნამდვილად სახარბიელოდ გამოიყურება.
-კარგ ხასიათზე ჩანხარ?-ხუმრობა სცადა აჩიკომ და ქალის სავსე მკერდისკენ მზერა ისევ უტიფრად გამოატარა.მირამდამ უღიმრამოდ შეხედა და არაფერი უპასუხა,ეს უკანასკნელი ხომ საშინლად აღიზიანებს..“კაცები იდიტები არიან..თითქოს მახე იყოს ეს ჩემი მკერდი..და ეს გარეგნობა..“-უკმაყოფილო მზერა მიიღო და ვარჯიში განაგრძო..
-სახლამდე მიგიყვანო?-გასახდელიდან გამოსულს აჩიკო აეტუზა და ისევ თვაისებურად აათვალიერ-ჩაათვალიერა ქალი,რომელმაც ცივად უპასუხა,არაო და გევრდზე გაიწია.მამაკაცი ახლა მეორე მხარეს დაუდგა და ცდილობდა არ გაეშვა ის.
-გამატარე..-თვალები დააბრიალა და გზისკენ ანიშნა წინ მდგომს..-ახლა სახლში არ მივდივარ,მასაჟზე ვარ ჩაწერილი..-გამოსავალი თითქოს იპოვა და ამაყად შეხედა აჩიკოს გაღიმებულ სახეს-არა,მერე რა..მანდ მიგიყვან,მერე დაგელოდები და სადმე ვივახშმოთ..-შესთავაზა ქალს,რომელიც მასთან შეხვედრას არასდროს თანხმდებოდა და სულ სხვადასხვა მიზეზს ოპულობდა.ახლაც ნახა გამოსავალი,ჩემს დაქალს შევპირდი,გამოგივლიო.
-აუ,ერთხელაც არ გცალია..-აჩიკოს თვალებიდან ბრაზის ნაპერწკლლები სცვიოდა..-აუ,კარგი რა,მირანდა.
-გამეცალე..-ქალმა ახლა უბრძანა და ისიც გაიწია.
-მაინც დაგითანხმებ..-მანქანის კარი გააღო და ისევ გაიგონა მამაკაცის ხმა,რომელიც რაღაც ირონიული და დამცინავია სულ.“მანქანა მეც მყავს..მაგის პაემნები შეიკვეხოს სადმე..“-ვერცხლისფერი მანქანა დაქოქა და ჰორიზონტს გახედა.

-ვერა და ვერ მოვიშორე ეგ აჩიკო..-ბუზღუნით შევიდა სახლში და პიცის ნაჭერი აიღო..-როგორ მიშლის ნერვებს..ლუდი დამისხი რა-მუდარით შეხედა თათიას,რომელიც ხმას არ იღებდა და მხოლოდ მსმენელის როლით კმაყოფილდებოდა.ეს მისი ჩვევაა,უსმენს,უსმენს და მერე ისეთს ეტყვის,რომ სულ გააჩუმებს ცოტა ხნის წინ აქტიურ მოსაუბრეს..-ანდა არ მინდა დასხვა,ბოთლით იყოს..-თვალი ჩაუკრა მირამდამ მეგობარს და ფეხები დივანზე შემოკეცა..
-კაცების რისხვა ხარ..-ირონიულად ჩაიღიმა თათიამ და ლეპტოპი ტელევიზორს მიაერთა..-ავარჩიე ფილმი..-ეკრანზე აამოძრავა ისარი,გაუშვა რჩეული კონო და თავისი ადგილი დაიკავა..-კომედიაა და ვიცინოთ..-პიცის ნაჭერი აიღო და მირანდას თავი მხარზე ჩამოადო.
ფილმი უკვე შუაში მისულიყო.გოგონები სიცილისგან სკდებოდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ,მაგრამ ვინ დააცალა ნეტარება! კარზე ზარის ხმა გაისმ,თავიდან არცე რთ გაუგია უცნობი სტუმრის შესახებ,მაგრა,როცა კარებს მიღმა მყოფმა,ბრახუნიც დაიწყო,გოგონებს ხელი შეეშალათ და ერთმანეთს გაკვირვებით გადახედეს.
-ვინ უნდა იყოს?-მხრები აიჩეჩა თათიამ და მას მირანდაც მიჰყვა..
-აზრზე არ ვარ..-ვნახავ-სახლის პატრონი ფეხზე წამოდგა და თან ლუდი გაიყოლა,თავს ვინუგეშებ,რა ციი ვინ არისო.ჭრილშიგახედვის გარეშე გადასწია სახეტი და ხელში საშუალო ხნის ქალი შერჩა.
-რითი შემიძლია დაგეხმაროთ?-შეხედა მოსულს,რომელიც მთლად გაწითლებულიყო და ოფლი წურწურით მოსდიოდა.
-ექვსი თვე და ერთი დღე ლოდინი არ მკმაროდა და ახლა კრებზეც მაყოვნებ...-ქალი ცოფებს ყრიდა და თან აპუტულ თმას ისწორებდა..-როდის უნდა დადო შემდეგ თავი?-მირანდამ მძიმედ გადაყლაპარა ნერწყვი და მოსული ისევ აათვალიერა..-ქალბატონო,ჯერ მუზები არ არიან,რამდენჯერ უნდა დავწერო..-უკმაყოფილოდ ახედა ქალს.“გამაგიჟებს ეს ხალხი.“-პირველად უვარდებოდა მირანდას სახლში მკითველი.
-რა ხდება მანდ?-გამოსძახა თათიამ,რომელიც პასუხს არც კი დალოდებია,ისე გააგრძელა ფილმი..-მერე გადაგიწევ..-გამოსძახა მირანდას,რომელსაც მისთვის სულ არ ცხელოდა.ოღონდაც ეს ქალი მოეშორებინა და მეტი სულ არაფერი უნდოდა.
-შევეცდები გავაგრძელო..-უემოციოდ ჩაილაპრაკა ქალმა და სახე დამანჭა..
-როდის?-არ ცხრებოდა შუა ხნის მკითხველი.მწერალმა,ჯერ არ ვიცი,შეიძლება სულ ვერ შევძლო,მუზა თუ არ მოვიდაო,უპასუხა,რაზეც ქალი აინთო და ლამის იყო კედლები გაემტვრია..-არ არსებობს! რა დაემართევა მერის? განა არ უნდა ვიცოდე? მოიყვანს ცოლად ის კაცი თუ არა?-მისი საქმროს სახელიც კი დაავიწყა ამდენმა ნერვიულობამ..
-ქალბატონო,დაწყნარდით..-მშვიდათ სთხოვა მირანდამ,მაგრამ ქალი მაინც ვერ ჩერდებოდა,ამიტომ კარი მიუხურა და დაქალთანგავიდა..-გაჩერდება და წავა,აბა,რას იზამს!-ფილმი უკან გადასწია,თუმცა თათიამ შეაჩერა და გამომცდელად შეხედა,ვინ იყოო.ქალმა მოკლედ უპასუხა და ჩვეულ პოზას ისევ დაუბრუნდა.
იმ ღამეს თათია მასთან დარჩა.გინდ წასვლა ნდომნოდა,გარეთ ფეხსაც ვერ გაადგამდა იმ გიჟი ქალის შიშით,რომელიც შუაღამის მერეც კი ბობოქრობდა.დილას,როცა სამსახურში წასასვლელად გარეთ გავიდა,კარის მეზობელი ისეთი გაბრაზებული დახვდა,რომ ლამის იყო პოზლის ჯოხით გამოჰკიდებოდა.
-იმ ქალის გამო ბავშვი ვერ დავაძინე..-მტირალე გოგონა ეკავა ხელში და ცდილობდა დაეწყნარებინა..
-ბოდიში,ჩემი მკითხველი იყო,უკმაყოფილო იმით,რომ ვაგვიანებ შემდგე თავს..-მორცხვად ჩაილაპარაკა და კიბეებისკენ აიღო გეზი..-მეორეჯერ თუ განმეორდა,გიჩივლებთ.-კატეგორიულად განაცხადა ქალმა და კარები მიიხურა.
„ესღა მაკლდა“-გაიფიქრა და მანქანის კარი გააღო,სწრადად მოსწყდა ადგილს და გრძელ ჰორიზონტს გახედა.“მალე მორჩება,დღეს ორი ლექცია მაქვს..“-დაიმშვიდა თავი და სარკეში ჩაიხედა.ის,რის მიმართად გულგრილი არასდროსაა,ეს მისი გარეგნობაა,თმა შეისწორა და მანქანა ჩაკეტა,ჩანთან ხელში ნორმალურად დაიჭირა და მოკლე იუბკა გაისწორა.
ღიმილით შეაღო კარები და შემხვედრ კოლეგებს მიესალმა.რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე იყო,არასდროს იმჩნევს.იცის,რომ კმაყოფილი ადამიანის შთაბეჭდილება უნდა დატოვოს და ამას მუდამ მშვენივრად ახერხებს.
-ორი კვირად და მოვრჩებით..ამ ივლისსში როგორ ცხელა..-შუა ხნის მამაკაცი მიესალმა მირანდას.“ასე მეტყობა,რომ ..“-ფიქრი აღარ დაასრულა და კოლეგას დაუყოვნებლივ უპასუხა..აუდიტორიაში დროულად შევიდა და სტუდენტებს მიესალმა.
-დამაგვიანდა,ქალბტონო მირანდა..-ლექციის დაწყებიდან ოც წუთში შემოაღო კარი ქერა ბიჭმა და ქალს გაუღიმა.დაჯექიო,მკაცრად ანიშნა ქალმა და საუბარი განაგრძნო.

-ბებიაშენმა დარეკა,საბერძნეთიდან ჩამოვდივარ და ხვალ საღამოს აეროპორტში დამხვდესო..-თათიამ სიუპრზი დაახვედრა მის ბებიაზე,რომელიც წლებია არ უნახავს.ათი წლის წინ ქმარს გაშორდა ვერონიკა და მას მერე გადაიკარგა,ფული უნდა ვიშოვოო.ამით უნდოდა საკუთარი სიმტკიცე დაემტკიცებია,აი,რა ქალი ვარ,ქმრის გარეშეც შესანიშნავად ვცხოვრობო.
-რა?-დივანზე მოწყვეტით დაეშვა და ჩანთა მაგიდაზე მიაგდო მირანდამ..-ეგღა მაკლდა..ღმერთო,დიდებულო-სახეზე ხელები აიფარა და თათიას შეხედა,რა ვქნაო.
-მეც გამოგყვები.ალბათ,აქ მოვა,არა? დივანზე დააწვენ?-გეგმების დაწყობა დაიწყო ტათიამ,ის ხომ მუდამ წინ იხედება.
-ოჰო,დამამაშვიდე-ნერვიულად წამოდგა ფეხზე მირანდა და ლეპტოპი გახსნა-იმ ქალს ასზე მეტი კომენტარი დაუტოვებია-შეეცადა სხვა თემაზე გადაეტანა საუბარი.
-გოგო ვიღაცაა კარზე?-თათია ფეხზე წამოხტა და დაქალი აათვალეირა..
-ის ქალი არ იყოს?-მირანდამ ლეპტოპი საჩქაროდ ჩახურა და კარებისკენ აიღო გეზი.ჭრილში გაიხედა და შემდეგ მძიმედ ამოისუნთქა.საკეტი გადასწია და მოსული აათვალეირა.
-გამარჯობა,მირანდა..-აჩიკოს დანახვაზე ირონიულად ჩაიცინა.
-ჩემი მისამართი საიდან გაიგე?-კარებთან ისე დადგა,თითქოს ვინმე ძალით აპირებს შემოსვლასო.
-არც ისე ძნელი იყო,მირანდა..-ისევ აგრძელებდა საუბარს ჩვეული ტონით და უკან არ იხედა..-ეს სამსახურის ფორმაა?-უკვე ყელში ამოუვიდა მირანდას მისი კითხვები და გაბრაზებულმა თვალები ისე დააბრიალა,რომ მხეცსაც კი შეაშინებდა.
-არ მცალია..-კარები მიუხურა მოსულს და დაქალთან გავიდა,რომელიც ჩუმად უსმენდა..
-ვინ იყო?-თათიამ ისე ჰკითხა,თითქოს არაფერი იცოდა,მაგრამ გულში იმხელაზე იცინოდა,რომ მკვდარსაც კი ფეხზე დააყენებდა.მოკლედ უპასუხა მირანდამ და სამზარეულოში გავიდა,ყავას მოვიდუღებო.ისევ დაუტრიალდა თავში ფიქრები და ხასიათიც ხელმეორედ გაუფუჭდა..
______
ესეც ახალი ისტორია.
იმედია,მოგეწონებათ და არ დაიშურებთ ერთ კომენტარს შთაბეჭდილებათა გასაზიარებად.
მიყვარხართ,ჩემო ტკბილებო და თბილებო(ჰაეროვანი კოცნის სმაილი).



№1  offline წევრი lisebeth

ჰოოო წავიკითხე და ჯერ საინტერესო ეტაპი არ დაწყებულა მაგრამ ვაგძელებ

პ.ს. საწოლი და არა ლოგინი

 


№2 სტუმარი nn

Ra xdeba am saitze? Caishala tu raa ari

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

nn
Ra xdeba am saitze? Caishala tu raa ari

აზრზე არ ვარ

 


№4  offline წევრი S.likuna

male dade dzalian kargia!!

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

S.likuna
male dade dzalian kargia!!

love

 


№6  offline წევრი lamazi gogona

მოუთმენლად ველი მომდევნოს..მომწონს ძაან love

 


№7 სტუმარი mari

Male Dade ra ❤❤ dzaan Kaia

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

mari
Male Dade ra ❤❤ dzaan Kaia

lamazi gogona
მოუთმენლად ველი მომდევნოს..მომწონს ძაან love

love

 


მმმმ...კაი იყო ძაან <3

 


№10  offline ადმინი უნდა ვწერო

შეყვარებული გოგონა
მმმმ...კაი იყო ძაან <3

love
lisebeth
ჰოოო წავიკითხე და ჯერ საინტერესო ეტაპი არ დაწყებულა მაგრამ ვაგძელებ

პ.ს. საწოლი და არა ლოგინი


მგონი,ლოგინიც არაა არასწორი ფორმა...

 


№11 სტუმარი ani

Magaria dzalian momsoms

 


№12  offline ადმინი უნდა ვწერო

ani
Magaria dzalian momsoms

ენენე
კარგია,მომწონს.
მაგრამ,თავები უნდა დავაგროვო.

პს-საწოლზე და ლოგინზე კამათს რაც შეეხება,ორივე სწორი ფორმაა. თუ დაკვირვებიხართ,ამ ფორმასაც იყენებენ მწერლები (ლოგინს) და მე ბევრჯერ შემხვედრია ისეთი ნაწარმოები,სადაც ლოგინი მიაჩნდათ მართებულ ფორმად,ისევე როგორც საწოლი.
ვისთვის,როგორ

მადლობთ.. love

ჰო,მეც შემხვედრია და რა ვიცი,მგონი არ ღირს დავა.

 


№13  offline წევრი lisebeth

ენენე
კარგია,მომწონს.
მაგრამ,თავები უნდა დავაგროვო.

პს-საწოლზე და ლოგინზე კამათს რაც შეეხება,ორივე სწორი ფორმაა. თუ დაკვირვებიხართ,ამ ფორმასაც იყენებენ მწერლები (ლოგინს) და მე ბევრჯერ შემხვედრია ისეთი ნაწარმოები,სადაც ლოგინი მიაჩნდათ მართებულ ფორმად,ისევე როგორც საწოლი.
ვისთვის,როგორ

რადგან სხვადასხვა მწერალი იყენებს ეს არ ნიშნავს არაფერს.
ეგრე ილია ჭავჭავაძე იყენებდა ფორმებს ''თითონ '' და ''ალბად'' ,მაგრამ არ ნიშნავს ,რომ სწორია
ლოგინი არის არასწორი ფორმა რაც სწორდება ყველა სარედაქციო ტექსტში
ჩვენ არც ილია ვართ და არც აკაკი

 


№14  offline ადმინი უნდა ვწერო

lisebeth
ენენე
კარგია,მომწონს.
მაგრამ,თავები უნდა დავაგროვო.

პს-საწოლზე და ლოგინზე კამათს რაც შეეხება,ორივე სწორი ფორმაა. თუ დაკვირვებიხართ,ამ ფორმასაც იყენებენ მწერლები (ლოგინს) და მე ბევრჯერ შემხვედრია ისეთი ნაწარმოები,სადაც ლოგინი მიაჩნდათ მართებულ ფორმად,ისევე როგორც საწოლი.
ვისთვის,როგორ

რადგან სხვადასხვა მწერალი იყენებს ეს არ ნიშნავს არაფერს.
ეგრე ილია ჭავჭავაძე იყენებდა ფორმებს ''თითონ '' და ''ალბად'' ,მაგრამ არ ნიშნავს ,რომ სწორია
ლოგინი არის არასწორი ფორმა რაც სწორდება ყველა სარედაქციო ტექსტში
ჩვენ არც ილია ვართ და არც აკაკი


მაშინ ძალიან კარგი,რომ აღნიშნე,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent