ლურჯი მოგონებები(ნაწილი მეორე, თავი II)
*** - ხომ არ ნერვიულობ? მარიამს დედის კითხვაზე გაეცინა და თვალები აატრიალა. - რათქმაუნდა ვნერივულობ, ეს ხომ პირველი კოლეჯია, სადაც არავინ ნაცნობი არმყავს. - წარსული უნდა უკან მოიტოვო მარიამ.. - ვიცი ვიცი, კარგი ახლა წავალ.. - დაემშვიდობა დედას და სახლიდან გავიდა. მზე საკმაოდ აჭერდა მიუხედავად ზამთრისა. მისამართს დახედა რომელიც ტელეფონში ჰქონდა ჩაწერილი, შემდეგ მარჯვნივ გაიხედა და დიდი ლამაზი შუშებიანი შენობა დაინახა, ჩაეცინა, მოეწონა. მხარზე მოკიდებული ჩანთა ცალი ხელით გაისწორა და შენობისკენ დაიძრა, წინასწარ ჩანთიდან საბუთები ამოიღო, შემდეგ რომ არ დაეწყო ბოდიალი. ყველა მას უყურებდა, ხვდებოდნენ რომ ახალი იყო, თუმცა მარიამი იმას რომ ყველა პირდაღებული უყურებდა წარსულიდან შეჩვეული იყო. შენობაში შესვლისთანავე როცა რუქას დახედა უკნიდან ბიჭების სიცილი გაიგო, არმიუქცევია ყურადღება და ისევ მთავარი სასწავლო ნაწილის კაბინეტის ძებნას შეუდგა. სიცილი არ წყდებოდა, უცებ ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო და მოატრიალა - შენ რა ვერ ხვდები რომ დაგცინით? - არც კი მიცნობთ.. - არმიაქცია გოგონამ ყურადღება და უკან მიტრიალდა თუმცა გზა მოუჭრეს. - ახალი ხარ? - ხო. - გინდა დაგეხმარო? - სამი ბიჭის უკნიდან მოისმა ხმა, შემდეგ კი კარგი აღნაგობის ბიჭი წინ გადმოიწია, წყლისფერი თვალებით და მოწითალო ტუჩებით, მარიამს უღიმოდა. - ძმაო რეებს აკეთებ, მთელ სიმხიარულეს გვიფუჭებ. - ამოილაპარაკა იმან რომელმაც პირველად დაიწყო ლაპარაკი - მოდი ამჯერად მე ვიმხიარულებ - წარბები აათამაშა წყლისფერთვალებიანმა და გოგონას ხელმკლავი ამოუდო, მოსახვევში გაათრია. როცა თვალს მოეფარნენ მაშინვე გაჩერდა ბიჭი და გოგონას ხელი გაუშვა. - ვიცი შეგაშინე, უნდამისმინო. იმათ არ გაეკარო! არავის უშვებენ ხელიდან და ჩათვალე ახლა გადაგარჩინე, შემდეგში ვეღარ გიშველი.. და ჰო მე ნიკი მქვია. - აჰ.. ცუდი, ძველი ბიჭები რომლებიც გოგონებთან გართობით ინტერესდებიან? ეგ უკვე გამოვიარე.. სასიამოვნოა შენი გაცნობა ნიკ. - ბოლო სიტყვები ჩუმად უთხრა გოგონამ გაუღიმა და გზა გააგრძელა - მოიცადე სახელი არ გითქვამს. - გოგონას სიარული არ შეუწყვეტია, ისე გახედა და გაუცინა. არც კითხვა დაუკმაყოფილა. საბოლოოდ კოლეჯში მარიამი წარმატებით მიიღეს, ისღა დარჩენოდა მთელი დღე შენობის გაცნობაში გაეტარებინა. საკუთარ კაბინასთან ნივთებს ალაგებდა, დაბნეულობისგან ფურცები ერთმანეთში აებლანდა. საბოლოოდ ნერვები მოეშალა და თვალებდახუჭული კაბინას თავით მიეყრდნო. ღრმად სუნთქავდა და ენატრებოდა ის ვინც ასე ძლიერ ატკინა. ატკინა თუმცა მაინც უყვარდა.. - დაგეხმარო? - ისევ ნაცნობი ხმა, და ისევ ნიკი. გოგონამ თვალები გაახილა და ბიჭს ცალი თვალით შეხედა, მხრები აიჩეჩა. - დაგეხმარები, თუ შენს სახელს მეტყვი. - რაარის ამაში განსაკუთრებული. - მინდა შენი სახელი ვიცოდე. - მარიამი. - ბიჭს გაეღიმა, გოგონას ფურცლები გამოართვა და საფეხურების მიხედვით წამებში დაულაგა. - მზადაა - ხელში მიაწოდა გოგონას, მისკენ მიიწია და ლოყაზე აკოცა. - კიდევ შევხვდებით მარიამ.. გოგონა დაფიქრდა, იყო ამ ბიჭში რაღაც განსაკუთრებული, ინიციატივა, ხიბლი.. „არა მარიამ არენდო!“ გაუმეორა გოგონამ თავის თავს, ახლა მითუმეტეს ბიჭების ნდობა არ სჭირდებოდა. სახლში ისევ ფეხით დაბრუნდა. მაგრამ სანამ შიგნით შევიდოდა გარეთ პუფზე ჩამოჯდა და ტელეფონი ამოიღო. 3 თვე იყო გასული მას შემდეგ რაც სამშობლო დატოვა. 3 თვე. ყველაფერთან ერთად მისი ერთგული მეგობარი - თორნიკე ენატრებოდა.. მერე რა რომ ს ძმა იყო. ასე ფიქრობდა და მის ნომერზე დარეკვის ღილაკს დიდი დააჭირა. ზარი გადიოდა, და რამდენიმე წამში აბონენტმაც უპასუხა. - გისმენთ. - გოგონას ხელი აუკანკალდა. ის არ იყო ვისაც ელოდა. ტელეფონი მაშინვე გათიშა და ბალიში ძლიერ მიიხუტა. ის ხმა რომელიც თავს არ ანებებდა, ის ხმა რომელიც ახლა გაიგო. ის რაც ასე ძალიან უფორიაქებდა, სულს, გულს და სხეულს. ცრემლები ძალაუნებურად წამოუვიდა, სტკიოდა, ტიროდა ვერ ჩერდებოდა, იმის გააზრებისას რომ ამხელა დისტანცია იყო მათ შორის გული უფრო და უფრო ეხლიჩებოდა შუაზე. ერთადერთი რასაც ახლა გოგონა გრძნობა იმედგაცრუება და ტკივილი იყო. არანაირი სიყვარული ან სხვა ემოცია, სიცარიალე და დიდი ხვრელი ამოუქოლავი სულში, რომელიც მოსვენების საშვალებას არ აძლევდა. იმედგაცრუების შემდეგ მხოლოდ სიცარიელე რჩებაო.. ასე ფიქრობდა. თუმცა მონატრება? რომელიც მასში კიოდა? ის ვინც პაწაწინა გულში ფესვები ღრმად გაიდგა და ნელნელა მისი ამოგლეჯვისას მთლიანი კანი იგლიჯება. ის რასაც ახლა განიცდიდა. ის რასაც ახლა ფიქრობდა. უბრალდო ფიქრობდა რომ სიგიჟის ზღვარზე იმყოფებოდა. - მარიამ? - გოგონას ხმა მოესმა, საიდან ვერ მიხვდა, თავი აწია და წინ გაიხედა, ღობის ბოლოში მდგარი ნიკი დაინახა, გაუკვირდა და სახე დამანჭა, მაშინვე ცრემლები მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა. - შეიძლება? -შემოსვლაზე ანიშნა გოგონას, გოგონამ მხრები აიჩეჩა და ხელი აუქნია იმის ნიშნით რომ შემოსულიყო. - საიდან მიპოვე? - უკან გამოგყევი. ცუდი ბიჭი ვარ. მარიამს ჩაეცინა და თავის ადგილზე დაჯდა ისევ. არც ნიკს დაუყოვნებია გვერძე მიუჯდა. - შენ რა იტირე? - არა რასისულელეა. - ისევ გაიცინა გოგონამ. - რატომ იტირე? - კარგი ხო.. ტელეფონში გულისამაჩუყებელ ვიდეოს ვუყურე. - თვალები აატრიალა მარიამმა მეტი დამაჯერებლობისთვის. - მე მატყუებ? - საერთოდ ვინხარ? - გაწუხებ? - ყოველთვის მაშინ ჩნდები როცა.. - მარიამმა სიტყვები გაწყვიტა და გონებაში დააბოლოვა სათქმელი „ ყოველთვის მაშინ ჩნდები როცა მე მასზე ვფიქრობ“ - იქნებ შენი მფარველი ანგელოზი ვარ - წარბები აუწია ბიჭმა. მარიამს გაეღიმა და მიუტრიალდა. - ანუ.. შენ სასტავს რომ უთხარი ჩემი გართობის ჯერიაო, ახლა ერთობი? - ხო მათ ახლა გონიათ რომ ჩვენ უცნაურ ხმებს გამოვცემთ. ხომ ხვდები. - დაიმანჭა ნიკი - ღმერთო - გადაიხარხარა გოგონამ - შენ, შენს საუკეთესო მეგობრებს ატყუებ. - უბრალო მეგობრებს.. - საუკეთესოს. - კარგი. - ახლა სახლში უნდა შევიდე, მცივა.. - წამოდგა მარიამი და კარისკენ გაიწია, მერე მიხვდა რომ უზრდელობაში ეთვლებოდა და მიუტრიალდა - შემოხვალ? - არა არა, ხვალამდე მარიამ. - ხელი აუწია და იქაურობა დატოვა. გოგონა სახლში შევიდა, მოცმული დუტი გაიხადა, თბილი შარფი მოიხსნა და მისაღებში სავარძელზე მოთავსდა. ჩაფიქრდა, ისევ ჩაფიქრდა. ეს ნიკი. აშკარად რაღაც იყო მასში, „შენი მფარველი ანგელოზი ვარ“ ეს სიტყვები გაახსენდა და გაეღიმა, აშკარად კარგი ბიჭი ჩანდა, იმათთან შედარებით ვინც მას დასცინეს, მაგრამ ყველაფერი ისევ უცნაური იყო. ისევ ისეთი უცნაური, როგორც ყოველთვის მარიამის ცხოვრებაში. თქვენი აზრი გამოხატეთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.