შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოლი და დედა კანონის გარეშე ( 1 )


29-09-2015, 16:17
ავტორი ლილიანა
ნანახია 6 164

როგორც წესი ადამიანები ასე იწყებენ საკუთარი ბიოგრაფიის წერა ან მოყოლას-დავიბადე........
მე კი ასე დავიწყებდი-ნეტა არასოდეს დავბადებულიყავი.
როგორ შევცოდო უფალს და სიცოცხლე დავძრახო?სიცოცხლე,რომელიც დაბადებიდან მძულს.გაყინული მივლასლასებ ჩამობნელებულ ქუჩაში და მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს-მოვკვდე.იქნებ გაიღოს ბუნებამ მოწყალება და ამ ძლიერმა ქარმა ან ხე წააქციოს, დამეცეს და გამსრისოს ან მინა ჩამომემსხვრეს.ერთი ფიქრი გავივლე მანქანას ჩავვარდნოდი ბორბლებში მაგრამ ჩემი უბედურება არ კმარა?ახლა სხვაც უნდა გავამწარო.
საცოდავად ვიფშვნეტ გაყინულ თითებს ხელის კანკალით ვიცილებ ღაწვებზე ჩამოგორებულ ცრე4მლებს.ისე მივბარბაცებ გამვლელს მთვრალი ვეგონები.ჩემი გრძელი წაბლისფერი თმა უწესრიგო მაყრია მხრებზე,ქარი კი უმოწყალოდ მიცვლიდა წამდაუწუმ ვარცხნილობას.მარტი იწურებოდა,საშინლად ციოდა,ქარი ძვალსა და რბილში ატანდა.ჟაკეტს ორივე ორივე ხელით ვებღაუჭებოდი და ჭიდროდ ვიხვევდი გაყინულ სხეულზე,შიგნით მხოლოდ თხელი სარაფანი მეცვა ფეხზე კი ოთახის ჩუსტები.უაზროდ მაკანკალებდა,ვიყინებოდი,ისედაც სუსტი და ძალაგამოცლილი სხეული მთალდ მომეკუნტა,მარჯვნა ფეხმა მტკივნეულად გამწვა,თიტებით დავიზილე ბარძაყი,მეტი აღარ შემეძლო სადმე უნდა დამესვენა,მახლობლად სკამი შევნიშნე,ძლივს მივლასლასდი და მოწყვეტით დავეცი,შევიკუმშე,ემბრიონის ფორმა მივიღე,მინდოდა სითბო არ გამეფანტა და გზის გაგრძელება შემძლებოდა.
ფეხის ტკივილი არადა არ მიჩერდებოდა,საშინლად მტეხავდა.ყველაფერი ამის ბრალი იყო,სწორედ,რომ ამ ფეხის.დედა ჩემზე მშობიარობას გადაყვა,ოჯახში მესამე შვილი ვიყავი ,მამას და ძმებს იმ დრესვე შევძულდი,რომელ დრესაც დავიბადე.თითქოს ის არ კმაროდა ჩემს საძულველად,რომ მათ დედა და ცოლი წავართვი,ექიმმა დანანებით აცნობა,რომ თანდაყოლილი დეფექტი მქონდა და მარჯვენა ფეხი მაეორეზე 2 სანტიმეტრით მოკლე მქონდა.სულ ამითვალწუნეს,შემიძულეს,შემიზიზღეს.
მე არასოდეს გამომიცდია ამიტომ არ ვიცი ამ სიტყვების მნიშვნელობა
"ტკბილი ბავშვობა"
"მოსიყვარულე მამა"
"მზრუნველობა"
"დედმამიშვილი"
დაბადებიდან მონა ვარ,მამის ,ძმების მერე კი რძლების.სახლში ყველა გომბიოს მეძახდა,არადა დედას ისეთი ლამაზი სახელი ჰქონდა შეჩეული ჩემთვის,დამარქვეს კიდეც-მაია-მაგრამ ამ სახელით მარტო ჭიშკრის იქეთ მომმართავდნენ,სახლში კი მხოლოდ გომბიო ვიყავი.თავიდან მწყინდა,სულ ვტიროდი,ხშირად ვდგებოდი სარკის წინ და ჩემს თავს ვაკვირდებოდი,ნუთუ ასეთი მახინჯი ვარ?არადა არ ვარ,ძალიან ვგავდი დედას,ლია ლამაზი ქალი იყო,მასავით დიდრონი ცისფერი თვალები,თელი პატარა ცხვირი და წითელი ხორციანი ტუჩები მქონდა.ალბათ ეს გარეგნობაც იყო ჩემი სიძულვილის მიზეზი,მე ხომ გაჭრილი ვაშლივით ვგავდი დედას.
ჩემი ყოფა სოფლად ჩვეულებრივი იყო-ბოსელი,ბაღი,ეზო,ბოსელი,ძილი.პერიოდულაც ცემა-ხელით,ფეხით,ჯოხით,ქამრით-მამისგან,ძმებისგან.რისთვის?
საქმის უგულოდ გაკეტებისათვის
ცუდად დაგვილი იატაკისათვის
საჭმელს მარილი აკლდა
და რა მოთვლის.
23 წლისას არაფერი გამაჩნდა საკუთარი და ახალი,სულ სხვისი ნახმარი მობეზრებული მეცვა ყველაფერი.კოსმეტიკა ან ტექნიკა ჩემთვის რაღაც სხვა სამყარო იყო ხელმიუწვდომელი.
სამწუხარო ის იყო,რომ ვერავინ მესარჩლებოდა,მტელ სოფელში ჩემს ნოზაძეების ოჯახს ერთ თავქარიან და მყრალ ხალხად იცნობდნენ,ასე რომ ჭიათურის ერთ მთიან სოფელში ჩემი გულისათვის არავინ ჩაიგდებდა თავს საფრთხეში.
ყველაფერს ვუძლებდი და ალბათ გავუძლებდი,რომ არა გუშინდელი საღამო,როცა დაღლილი ჯერ კიდევ ჩაცმული საწოლზე მიყრდნობილი წიგნს ვკითულობდი და უცაბედან ოთახში გალეშილი მამაჩემი შემომივარდა.შიშისაგან საზურგეს ავეკარი და წიგნის ფურცლებს დაძაბული ჩავებღაუჭე,დავინახე ქამარს ,როგორ იხსნიდ შარვალზე და მტელმა დრემ გადამირბინა-"რა გავაფუჭე?"
-რას აკეთებ მამა?-სიმწრით ამოვიხავლე და ცრემლები თავისით წამსკდა
-ფუ ამის დედაც.....საშინლად გავხარ დედაშენს,გაიხადე-მიღლიალა და შარვლის შეხსნა გააგრძელა,წამში მოვედი გონს ,ლოგინიდან ჩამოვხტი ჩუსტებში ფეხები გავყავი და ოთახს თვალი მოვავლე,რომ დამეყვირა ვიცოდი არავინ გამომესარჩლებოდა,უეცრად შევამჩნიე,რომ ფანჯარა ია იყო,მართალია მეორე სრთულზე ვიყავი მაგრამ,ჯანდაბას,ადგილიდან მოვწყდი და თავის დასაღწევად გავიბრძოლე,მამაჩემს შარვალი გაეხადა უკვე,მკლავში ხელი მწვდა და მისკენ მომაბრუნა,გამწარებულამ ორივე ხელის მტევანით ძლიერ ვუბიძგე,შებარბაცდა საწოლის კიდეს თავი ჩამოარტა და უგონოდ დაეცა ძირს,დარჩენა აღარ შეიძლებოდა,გონს,რომ მოვიდოდა,მომკლავდა,ფანჯრის რაფაზე შევდექი ღრმად ჩავისუნთქა და სიბნელეში გადავხტი.
მთელი ღამე ვიარე,მერე როგორღც მოვახერხე და მარშუტიტ დედაქალაქამდე ჩამოვაღწიე ამ დილით-უსაბუთოდ,უფულოდ,უმისამართოდ-თუმცა მე ესენი არცერთი აღარ მჭდებოდა უკვე,მე ხომ მოსიარულე გვამი ვარ,რომელაც სიკვდილი სწყურია და ეძებს სად განისვენოს მშვიდა,სიკვდილი მაინც დააცადონ მშვიდად.
სკამიდან ზლაზვნით წამოვდექი,კაბა შევისწორე,ქალი ნელდელა ჩადგა და სახეზე ვიგრძენი,როგორ ჩამოცვივდა ციდან წვიმის წვეთები,დაღამდა.ვიწრო ქუჩას კოჭლობით მივუყვებოდი და თვალებს უსიცოცხლოდ აქეთ-იქეთ ვაცეცებდი,მეტი აღარ შემძლო,რკინის ცხაურს მოვეჭიდე და ვიგრძენი,როგორ მეკეცებოდა მუხლები,ნელნელა თვალებში სიბნელე ჩამოწვა და გავითიშე.
................................................
-სოფო შემოგევლე მამი ნელა ჭამე,ნაზად,გოგო ხარ,იმხელა ლუკმა გავქს პირში ვერარ ღეჭავ-უჩა მისი გაბერილი ლოყებისკენ თითს იშვერდა და ხითხითებდა-სოფო კი ჯინზე ბევრავდა გამოვსებულ ლოყებს და წარბებს ათამაშებდა
-მე ხომ კარგი ბიჭი ვარ მა?-თავმომწონედ გაიჯგიმა დაჩი და მის დაკოს ენა გამოუყო
-ჩემი მერცხლები ხართ-სიყვარულით მოავლო თვალი ორივეს კაცმა და ქერა თავბზე ნაზად გადაუსვა ხელი,მერე უცებ დასერიოზულდა
-შეპირება შეპირებაა,მე ჩემი პირობა შევასრულე,ხომ წამოგიყვანეთ მაკდონალში?-ორივეს გამომცდელად მოავლო თვალი
-კი-თანხმობის ნიშნათ ტყუპებმა ერთდოულად დაუქნიეს თავი
-ამიტომ ხვალ ბარში,რომ მიხვალთ ხათუნა მასწავლებელს ეტყვით,რომ თანახმა ხართ საგაზაფხულო ზეიმში მონაწილეობა მიიღოთ-უჩა ცდილობდა კატეგორიული ყოფილიყო
-კარგი რა მააა-ისევ ერტდოულად დაიღრიჯნენ
-ვინ ვარ მე?-მკაცრად აზიდა წარბები თაფლისფერი თვალები მოჭუტა
-მამიკო-ფხუკუნი აუტყდათ
-თქვენ?
-შვილები
-რამდენი წლის ხართ?-დაკითვა გრძელდებოდა
-5 წლის
-მე?
-30
-ასე,რომ ვინაა აქ უფროსი?
-შენ-ერთბასად ამოიხვნეშეს-კარგი კარგი მივიღებთ მონაწილეობას-დანანებით ამოიბურტყუნა დაჩიმ.
-ნუ ბუზღუნებთ-ღიმილი შეეპარა ხმაში უჩას,პატარებს ხელით ნაზად უბიძგა კარისაკენ და წასასვლელად მოემსადნენ.ტყუბები ხტუნვა ხტუნვით გაექანენ მანქანისაკენ და უკანა სავარძლებზე მოკალათდნენ
-ღვედები შეიკარით,ღამეა და წვიმს-სარკეში გახედა პატარებს და გააფრთხილა
10 წუთში თავიანთი ქუჩის კუთხეში იყვნენ,უჩამ ჯიბიდან მობილური ამოაძვრინა და ზარი გაუშვა
-თენგო შემოვუხვიეთ ქუჩაზე,ჭიშკარი გაგვიძე ძმურად
-ახლავე ბატონო უჩა-იყო პასუხი
პატარებმა სახლტან დაიგულეს თავი და ღვედები სასწრაფოდ შეიხსნენ და ფანჯრებს აეწეპნენ,უჩამ სვლა შეანელა და ჭიშკრის ბოლომდე გარებას დაელოდა.
-მამა,მამა შეხედე-სოფოს გაოცებულმა ხმად უჩას თავი მისკენ შეატრიალებინა,პატარა ხელებით ეჭიდებოდა მის ლოყებს ,რომ მამას იქეთ გაეხედა საითაც თავად იშვერდა თითებს
-რა არის საყვარელო?
-მამა იქ ვიღაც წევს-სოფო მათი ეზოს ღობისკენ იშვერდა პატარა თითებს
-მამა ქალია-დაჩიც ჩაერთო საუბარში
უჩამ მანქნის საქარე მინა ჩამოწია ,თვალები მოჭუტა და ინტერესით დააკვირდა,მერე ბავშვებს მოუბრუნდა
-მე ჩავალ,თქვენ აქ დარჩით-ძირს ჩავიდა და ჩქარი ნაბიჯით ძირს მისვენებულ ქალს მიუახლოვდა,ჩაიმუხლა,ფრთხილად სეახო ბეჭზე ხელიი და მძლავრად შეანჯღრია,ქალი შეტორტმანდა,ზურგზე უგონოდ გადაწვა ხელები განდიგან გადაუცვივდა,სახე კი ცას მიაშვირა,წვიმა მის ლამაზ სახეს უმოწყალოდ ასველებდნენ
.......................



№1  offline მოდერი bibo

Momewonaaa kargiaaaa ogonda mal male dade raaa

 


№2  offline მოდერი sopiko

ძალიან კარგად წერ, სიუჟეტიც მომწონს მაგრამ წინა რატომ არ გააგრძელე?

 


№3  offline მოდერი ლილიანა

sopiko
ძალიან კარგად წერ, სიუჟეტიც მომწონს მაგრამ წინა რატომ არ გააგრძელე?

გავაგრძელებ აუცილებლად,მადლობა სოფო რომ მგულშემმატკივრობ <3

bibo
Momewonaaa kargiaaaa ogonda mal male dade raaa

აუცილებლად
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline წევრი kora

კარგი და განსხვავებული ისტორიაა, მაგრამ წინა ისტორიის გაგრძელებას არ აპირებ?
რომ იცოდე როგორ ვუცდი და ვამოწმებ ყოველ დღე ახალი თავი იქნებ დაიდო თქო, მაგრამ ცუდად დაიკარგე :(
--------------------
kira.G

 


№5  offline მოდერი ლილიანა

kora
კარგი და განსხვავებული ისტორიაა, მაგრამ წინა ისტორიის გაგრძელებას არ აპირებ?
რომ იცოდე როგორ ვუცდი და ვამოწმებ ყოველ დღე ახალი თავი იქნებ დაიდო თქო, მაგრამ ცუდად დაიკარგე :(

ორი კვირა დადასვენებლად ვიყავი,ტელის ინტერნეტი ისე კვდენოდა საკონკურსო ჩანახატი სმს გამოვუგზავნე მეგობსტს რომ დაედო. :) ხოდა იქ ახალი იდეა დამებადა :) იმასაც გავაგრXელებ აუცილებლად.მადლობა საყვარელო ჩემი ერთგული მკითხველი ხარ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6  offline წევრი სპენსერი

ლილიანააა )))))) აუუ ძაააან მომეწონაა ^_^ მალე დადე რააა სად გაწყვიტე მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს love love love მომწონს

 


№7  offline მოდერი ლილიანა

სპენსერი
ლილიანააა )))))) აუუ ძაააან მომეწონაა ^_^ მალე დადე რააა სად გაწყვიტე მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს მომწონს love love love მომწონს

ვაიმეეე,როგორი ემოციააა,უღრმესი მადლობა ჩემო კარგო:) ამ წუთას ვწერ გაგრძელებას უბრალოდ ხვალამდე დადების უფლება არ მაქვს,
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№8  offline წევრი მეამეა

ვაიმე რა კარგია იინ, ყველასა და ყველაფრისგან განსხვავებული, რეალური და საინტერესო :*

 


№9  offline მოდერი ლილიანა

მეამეა
ვაიმე რა კარგია იინ, ყველასა და ყველაფრისგან განსხვავებული, რეალური და საინტერესო :*

მეაკო ჩემი გოგო <3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent