შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის უფრო გიჟია, თუ მე მისი სიყვარულისთვის ?!


1-10-2015, 00:48
ავტორი lisebeth
ნანახია 2 941

პირველი დღე იყო ახალ უნივერსიტეტში. საშინელი და კოშმარული წელი გამოვიაა. გასულ წელს სულ რაღაც ერთი ქულა დააკლდა და ამის გამო სხვა ქალაქში მოისროლეს განათლებიდან. წელს ბევრი იწვალა ,მაგრამ როგორც იქნა მის ფაკულტეტზე მობილობა გამოაცხადეს და გადმოვიდა. ოდნავადაც არ წყდებოდა გული გორის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. რაღაც კოშმარს ჰგავდა მისი იქ ცხვრება. თითქოს სხვა პლანეტაზე ცხოვრობდა. მთელმა წელმა ისე გაიარა ერთი მეგობარიც კი ვერ შეიძინა.
როგორც იქნა გადმოვიდა. მის ქალაქს დაუბრუნდა და ახლა ისე გრძნობს თავს ,როგორც თევზი წყალში. ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს დღეს პირველად მიდის უნივერსიტეტში. ქრისტინე დვალ . ჰო სხვათაშორის ქრისტინე და არა ქრისტინა. ვერ იტანს ასე ,რომ ეძახიან. რატომღაც საშინლად აღიზიანებს.
დილაადრიან წამოხტა ფეხზე. შემოდგომის სურნელი ღია ფანჯრიდან შემოუძვრა ცხვირში და ახარა ,რომ მისი ახალი ცხოვრება იწყებოდა. შესამჩნევად ცხელ შხაპს შეეყუდა და როგორც ყოველთვის ახლაც ენით აუღწერელი სიამოვნება იგრძენო. აი ისეთიი წყყალი უყვარდა ყოველთვის თან რომ გწვავს და თან არა. კარედ შეჭრილი თმა ჩამოისწორა. ვიწრო შავ შარვალზე უბრალო პერანგი და ზედ კოსტიუმი მოირგო. სათვალე არ სჭირდებოდა ,მაგრამ რატომღაც მიაჩნდა ,რომ უხდებოდა ამიტომ ხშირად ატარებდა. ისიც დაიმაგრა ცხვირზე და ლაღად გადაბიჯა გარეთ.
სახლში არავინ შემომგებებია რაც იმის ნიშანი იყო ,რომ დედა სამსახურში გათენებისთანავე წავიდა.
ჰო მართლა დედამისი ჟურნალისტია ამიტომ როდის მიდის და მოდის სახლში ყველანაირად გაუგებარი და ამოუცნობი ფაქტია.
ტაქსი გააჩერა და მისამართი უთხრა. ცხვირი კი აიბზუა ,მაგრამ წაიყვანა. იცოდა საწყალმა ამ დღეს რა გადატვირთული იქნებოდა მიმდებარე ტერიტორია. არც შემცდარა. ძლივს გადმოვიდა მანქანიდან . მტერს იმდენი ბავშვი ირეოდა შესასვლელთან. მისი წინა დღეს საგანგებოდ გატკიცინებული პერანგი სულ ტანზე შემოეკუჭა. ძლივს გაძვრა კარში. სათვალეს კი მოეღრიცა სახეზე და იმ დღეს პირველად ინატრა ძველი უნივერსიტეტი.
დეკანატში ავიდა და მისი ჩარიცხვის საბუთები ითხოვა. ლექციები არ იყო და ამიტომ გარეთ გამოვიდა. იგივე გზის გამოვლა მოუწია რაც შესვლისას. ეზოში უპატრონო ძაღლივით აიზუტა. მისი რამდენიმე ქალაქელი ნაცნობი კი დაინახა ,მაგრამ მისთვისს არავის ეცალა. ისიც ადგა და უკან სახლისკენ ავიღო გეზი.
-რა ჯანდაბისთვის გამოვეწყვე ასე საგანგებოდთქო_უსაყვედურა მის თავს და დივანზე დაეხეთქა. ქუსლიანები იქვე მიაყარა და ტელევიზორი ჩართო. რას ელოდა ერთი პირველი დღისგან ადგილზე სადაც არავის იცნობდა ძალიან აინტერესებდა ,მაგრამ მაინც ეშლებოდა ნერვები.
აარც მეორე დღეს წასულა და არც მესამე დღეს. იცოდა არეულობა იქნებოდა. მეოთხე დღეს ისევ გამოეწყო და სახლიდან გასვლა დააპირა ,მაგრამ სამზარეულოდან ჰოი საოცრებავ დედამისის ხმა მომესმა. ვერაფრით დაუჯერა ყურებს და თავი გააქნია. ისევ ,რომ გაიგონა შეძრწუნებული სახით შევიდა სამზარეულოში და დედამისის გამზადებული ყავა თავისკენ მოსწია.
-დედა კარგად ხარ?
-კი...
-დაგითხოვეს?
-არა .... ფუი ეშმაკს _ დააკაკუნა ხის მაგიდაზე
-მშვიდობაა?
-კი...
-აბა სახლში რატომ ხარ?
-უნდა გამეცინოს ახლა? ვაი და არ მეცინება?
-რა ვიცი , მე მაინც ვცადე და ...
-დღეს თორმეტამდე არ გავდივარ. მერე ლონდონში მივდვარ ჩაწერაზე. ასე ,რომ მინდოდა დაგმშვიდობებოდი. თორმეტზე მიფრინავს ჩემი რეისი.
-რა გინდა ლონდონში?
-რაღაც კინოს ფესტივალია და ქართული ფილმია წარდგენილი. უნდა გადავიღოთ...
-ოჰ, არ ვხუმრობთ ხომ ?
-კარგი რა... ჰო მართლა შენი სწავლის თანხა ჩავრიცხე და მთელი წელი არ შემაწუხებ შარშანდელივით
-ბოდიშით თქვენო მოწყალებავ დაგირღვიეთ სამსახურეობრივი სიმშვიდე. _ ხელები მაგიდაზე დააკაკუნა ქრისტინემ
-ქრისტინე რატომ არ სწავლობ თეატრალურზე?
-არ მიტაცებს...
-არა და მოგიხდებოდა. შენი იუმორის გრძნობის პატრონს. წავედი ბარგი ჩავალაგო.
-მე კიდევ წავედი იქნებ უნივერსიტეტში რამე მოხდეს ახალი და მეც გამიჩნდეს საკუთარი საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში ფაქტობრივად თავს გჭრის შენი ერთადერთი შვილი.
-ქრისტინე დამღალე .... _კარი მოიხურა ქალმა და გოგონაც გამოვიდა ქუჩაში
იგივე გზა და იგივე შესასვლელი. აურზაური და ხმაური. უცნობი სახეების ნამდვილი ზეიმი იყო. კედელთან მივიდა და ცხრილი ამოიკითხა. აშკარად მესამე სართულზე იყო. ტელეფონში ჩაძვრა იფიქრა ისე ავივლი ვერ გავიგებ დაღლასო ,მაგრამ გული მაინც ამოუარდა. ოთახის კარი ღია იყო.
‘’-პირველი შთაბეჭდილება აუცილებელია’’ _ გაიფიქრა და წელში გასწორდა. ჩანთა ,რომელიც გვერდულად ჰქონდა გადაკიდებული ცალ მხარეს გადაანაცვლა. ტანსაცმელი გაისწორა და შევიდა. რაოდენობა მოსალოდნელზე ბევრი აღმოჩნდა. მისი ქუსლების კაკუნზე კი მოიხედეს უკან რამდენიმემ ,მაგრამ მერე ზედაც არავის შეუხედავს. უკან ადგილები იყო მარტო თავისუფალი. ბოლო მაგიდასთან დაჯდა და დაელოდა ლექტორი როდის შემოვიდოდა.
ათვალიერებდა ჯგუფს და ახალ მეგობრებს. ჰო იქნებ ისინი მაინც გამხდარიყვნენ მისი მომავალი მეგობრები. იქნებ შესძლებოდა მათთან ურთიერთობის აწყობა. თვალების ცეცება არ შეუწყვიტავს. ეძებდა რამე საინტერესოს და ხელჩასაჭიდს ,რომ ვინმეს გამოლაპარაკებოდა.
ხანში ოდნავ შესული ,მაგრამ სიმპატიური და კარგი აღნაგობის კაცი შემოვიდა ოთახში. ხელში რადენიმე ფაილი ეჭირა. ჯგუფს გახარებული სახით მიესალმა. ეტყობოდა ,რომ უკვე ერთი წელი იყო იცნობდა. როცა დაიჭირა თვალი მასზეე გააჩერა ეცადა სანდომიანი სახე მიეღო და ოდნავ გაეღიმა.
რაღაც გასული წლის მასალაზე დაიწყო საუბარი. ეგ თემები კარგად იცოდა. საუბედუროდ გორში სწავლის გარდა სხვა საქმე არაფერი ჰქონდა. მარტო წიგნთან კლავდა დროს. საშინლად მობეზრდა და ხელს ჩამოეყრდენო. ბავშვებს აკვირდებოდა და სწავლობდა თითოეული მათგანის გამოხედვას. აუდიტორია დიდი იყო და ამანაც დაღალა. ის იყო მერხზე გადაწვა ,რომ პირველად მაქცია ყურადღება მის პარალელურ რიგში მჯდომ ახალგაზრდას. აშკარად მაღალი ,ქერა და სიმპატიური იყო. სხვა მაინც არაფერი ჰქონდა საქმე და მასზე დაიწყო დაკვირვება. ჯანდაბას ამით მაინც შევიქცევ თავსო
უყურებდა და რაღაც აღიზიანებდა ,მაგრამ ვერ ხვდებოდა რა. გარეგნულად უნაკლო იყო. პრინცს ჰგავდა ეგ იყო ცხენი არ ჰყავდა. მხოლოდ რამდენიმე წუთის მერე მიხვდა რა იყო ისე რაც ტვინში დენივით უვლიდა. სკამის ქვემოდან ხედავდა როგორ ათამაშებდა ცალ ფეხს ისტერიულად და ფრჩხილებს იკვნეტდა. ფანჯრიდან იყურებოდა თითქოს აქ არც იყო.
‘’-ეს რა უბედურებაა?’’ _გაიფიქრა გულში _’’ ამხელა კაცი ფრჩხილებს როგორ იკვნეტს? ფუ ალბათ რომელიმე პროვინციიდანაა ჩამოსული ‘’ _ცხვირი აიბზუა და სხვა მხარეს დაიწყო ყურება ,მაგრამ ამაოდ თვალი მაინც მისკენ გაურბოდა.
მთელი ლექცია ასე გავიდა. როგორც კი ფეხზე წამოდგა და გრაციოზულად გაიარა გონება დაებნიდა. ნამდვილად არ ჰგავდა პროვინციიდან ჩამოსულ სულელს. მას ხომ არაერთი დახვეწილი და კარგი მანერების ადამიანი ჰყავდა ახლოდან ნანახი. საბედნიეროდ დედამისი დამსახურებით ამის ბედნიერება არასდროს მოჰკლებია. ისიც ლამის იძულებით ასწავლიდა ამ ყოველივეს შვილს ,რომ თავის წრეში თავი არ შეერცხვინა.
-რა ჯანდაბა ხდება? ნუთუ უბრალოდ ცუდი ჩვევაა._ისევ წვიდა ფიქრებში ქრისტინე. ადგა და გარეთ გამოვიდა.
დღეების განმავლობაში გრძელდებოდა ასე. ლექციებს არ უსმენდა. მხოლოდ მას უყურებდა. ბიჭი ფრჩხილებს იკვნეტდა. ამასთან ერთად დაძაბულობის მორევში ცურავდა. როგორც კი ლექცია დასრულდებოდა და ადგებოდა თითქოს სხვა ადამიანი ხდებოდა.
‘’-იქნებ დახურული სივრცის ეშინია’’ _ გაიფიქრა გულში და ბოლომდე დაასკვნა ,რომ ასე იყო. საპირფარეშოსკენ აიღო გეზი. სამწუხაროდ ბევრი ხალხი ირეოდა და შესვლა დაუგვიანდა. კიდევ უფრო დაუგვიანდა იქედან გამოსვლა. ტელეფონს ეძებდა და ვერ პოულობდა. ლამის მთელი ჩანთა ამოყარა ზემოთ,მაგრამ ამაოდ. არაფერი ვერსად იპოვა. მერე ჯიბეების ქექვა დაიწყო და ისიც გამოჩნდა.
-აქ ყოფილხარ პატარავ _ მხიარულად ჩაილაპარაკა და ის იყო კიბეზე აპირებდა აბიჯებას ვიღაცის ძლიერი ბიძგი იგრძნო. იმდენად ძლიერად მოქაჩეს თავისკენ ლამის მხარი ამოუარდა. შოკში ჩავარდნა ის იყო,როდესაც დაინახა მისი სახის წინ ვინ იდგა.
-შეენ?_აღმოხდა და უცნაურ კლასელს თვალი საუსწორა.
-იქ ნუ ეჩრები სადაც არავინ გეკითხება და ნურც მაშტერდები. გაფრთხილებ არ მომწონს ... გაფრთხილებ ...უბრალოდ გაფრთხილებ
ქრისტინემ დაინახა როგორ დაეჭიმა ბიჭს კისერზე ძარღვები და სიბრაზე ჩაუდგა თვალებში. სახეზე ღიმილი შეეყინა გოგონას. შეესინდა, შეაძრწოლა ამ ყოველივემ. ბიჭმა უხეშად ჰკრა ხელი და გვერდით ჩაუარა.


___



№1 სტუმარი ნია

რა იყო ესსსს???
wink wink
love love love

 


№2  offline წევრი lisebeth

eremar
sakitxavic ai es aris...

ნია
რა იყო ესსსს???
wink wink
love love love
istoria romelsac gagrzeleba eqneba

 


№3  offline წევრი lisebeth

eremar
eremar
sakitxavic ai es aris...
anu sataurtan mimartebashi vigulisxme:)) kargad esaryviseba chems mdgomareobas- romeli ufro gijiais, tu me misi miyvarulistvis???- sakitxavic swored es aris! albat mainc ufro me !!!

მეც მასე მგონია ,როომ ეს პერსონაჟი უფრო გიჟია wink
შენი ამბავი არ ვიცი love

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

ვნახოთ ერთი რატომ იკვნეტს ფრჩხილებს.
ისე უცნაური კლასელს არა უცნაურ ჯგუფელს,შენ მსგავსი რამ არ უნდა გამოგპარვოდა.

 


№5  offline წევრი lisebeth

drunkinlove
ვნახოთ ერთი რატომ იკვნეტს ფრჩხილებს.
ისე უცნაური კლასელს არა უცნაურ ჯგუფელს,შენ მსგავსი რამ არ უნდა გამოგპარვოდა.

ერთი და იგივეა კლასი და ჯგუფი თავისი შინაარსით wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent