შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოლი და დედა კანონის გარეშე ( 3 )


2-10-2015, 01:46
ავტორი ლილიანა
ნანახია 5 220

მკვეთრი მოძრაობით გავაცილე ჩემი მარჯვენა მის ხელს და მკლავები ერთმანეთზე გადავიდე ჩემი დაძაბულობის დასაფარად.იმ წუთას არ ვიცოდი ან რა მეთქვა ან რა გამეკეთებია.
-მაია-უხერხული სიჩუმე მან დაარღვია-მე ახლა დერეფანში გავალ,შენ კი მოწესრიგდი,აბაზანა აი იმ კარის მიღმაატანსაცმელი სუფთაა უკვე აი აქ დევს-და ხელით ტუმბოზე დაკეცილი ჩემი სარაფანი და ჟაკეტი მიჩვენა-პირველ სართულზე სასადილო ოთახია ჩამოდი,მოშიებული იქნები
-მე....მე....მირჩევნია წავიდე-დაბნეულმა ამოვღერღე სათქმელი მაგრამ მისთვის არც კი შემიხედავს,ისევ მობუზული ვიდექი და იატაკს ჩავჩერებოდი.
-კეთილი,ჯერ ვჭამოთ და მერე მითხარი და მე მიგიყვან სადაც მოინდომებ
მისმა ამ შემოთავაზებამ ჩემი დაწყევლილი ოჯახი და სახლი გამახსენდა
"არა,არა,იქ არასოდეს დავბრუნდები,მოვკვდები და არ დავბრუნდები"-წამიერად გამიელვა ფიქრებმა.
-მადლობა დახმარებისათვის,მირჩევნია მარტო წავიდე-გავბედე და შევეწინააღმდეგე-ეს პირველად ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში,როცა სხვისი აზრის საპირისპიროს ვამბობდი და შიშით დავიჭიმე,მეგონა ყველაზე ცოტა დამიყვირებდა,მაგრამ ჩემდა გასაკვირად მშვიდად მომიგო:
-კარგი,როგორც გსურს,ახლა კი დაგტოვებ,ქვემოთ დაგელოდებით-თქვა და კარში გავიდა.
მოწყვეტიდ დავეცი საწოლის კიდეზე,ღრმად ამოვისუნთქე ,დანამულ შუბლზე ხელისგული გადავისვი და მობეზრებულად გავხედე ჩემს ძონძებს.ვიცმევდი და თან კითხვები არ მასვენებდ-"შვილებიო?ნეტა რამდენი შვილი ყავს?რა ხნისები არიან?საკმაოდ სანდომიანი და მშვიდი სახე აქვს,ალბათ მისი მეუღლეც ასეთივე კარგი ადამიანია,მაგრამ...... შეიძლება იმის ნდობა ვისაც კაცი ჰქვია?"ზიზღით ძველებურად გამაკანკალა,არასასურველი ფიქრების გასაფანტად თავი გავაქნიე,თვალები ყოჩაღად დავაფახურე და ფეხზე წამოვდექი,რომ ტანსაცმელი ჩამეცვა.სანამ გავიდოდი ოთახს კიდევ ერთხელ მოვავლე ინტერესით თვალი,საკმაოდ დახვეწილი ,სუფთა და კომფორტული იყო.ასეთები მხოლოდ ტელევიზორში მქონდა ნანახი( ესეც მეზობელთან თუ მოვკრავდი ხოლმე თვალს ,თორე სახლში ვინ მაცქერინებდა).ფრთხილად გამოვხურე კარი და კიბეებს ნელი სვლით ჩავუყევი,თან არემარეს ვათვალიერებდი,ძალიან მომეწონა აქაურობა.სიმყუდროვე და სიმშვიდე იგრძნობოდა ამ სახლში.გეზი იქით ავიღე საიდანაც ხმები მოდიოდა,მორიდებით შევყავი თავი სამზარეულოში.მაგიდას სულ 5 ადამიანი მისხდომოდა.აქედან მხოლოდ უჩას ვიცნობდი,კიდევ ერთი ფუმფულა ქალი,მამაკაცი და ორი პატარა ლამაზი ბარტყი,რომლებიც გაჭრილი ვაშლებივით ჰგავდნენ ერთმანეთს,ერთი გოგონა იყო მეორე კი ვაჟი.
-დილამშვიდობის-მორიდებით ჩავილაპარაკე და მორცხვად გავიღიმე
-მოდი საყვარელო მოდი-მაშინვე ფეხზე წამოდგა ფუმფულა ქალი და შემომეგება-მე ნელი ვარ-და ხელი გამომიწოდა
-მაია-მივესალმე და მიტითებულ სკამზე ჩამოვჯექი
-თენგო-ახლა მეორე მამაკაცმა დამიკრა თავი გაცნობის ნიშნად,სანაცვლოდ გავუღიმე
-ესენი კი ჩემი შვილები დაჩი და სოფო არიან-პატარები უჩამ წარმიდგინა,ბიჭი დინჯად ჭამდა გოგონას კი ლოყები საჭმლით ჰქონდა გამოვსებული და საყვარელ ზაზუნას ჰგავდა,ამიტომ დაჩი სიტყვიერად მომესალმა,ხოლო სოფომ მხოლოდ გამიღიმა.
-რას მიირთმევ?-მკითხა უჩამ და სუფრას ხელი გადაატარა
-ჩაი თუ შეიძლება
-ახლავე-ნელი მაშინვე დატრიალდა
-მაია დეიდა გუშინ რატომ გეძინათ ჩენს ჭიშკართან?-უცებ უხერხული კითვა დამისვა დაჩიმ
-დაჩი-ოთახში მამაკაცის მკაცრი ხმა გაისმა-ეს რა კითხვაა?ახლავე ბოდიში მოიხადე
-მაპატიე-გაბუსულმა თავი დახარა
-არაუშავს-ვეცადე სიტუაცია განმემუხტა-არ მეძინა პატარავ,უბრალოდ ცუდად გავხდი და გული წამივიდა
-რატომ ავადა ხართ?-ახლა სოფო ჩაერთო
-სოფო-ახლა საყვედური მისთვის იყო განკუთვნილი,პატარა ცნობისმოყვარეები
-ვიყავი,მაგრამ აი თქვენი მზურველობით უკვე კარგად ვარ
ეს იყო ბოლო რაც ჭამის დროს ითქვა,მერე ყველა ჩუმად შევექცეოდით ჩვენს-ჩვენ ულუფას.რომ მოვრჩით მაშინვე წამოვდექი,ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და დასვრი ჭურჭელს ხელი წავავლე,რომ ნიჟარაში ჩამედო მაგრამ ნელიმ არაფრის დიდებით არ დამანება
-რას აკეთებ შვილო,შენ სტუმარი ხარ,ამას მე მივხედავ-მითხრა და ხელიდან ამაცალა ჭიქები
დავიბენი,ასეთი მოპყრობა ჩემთვის ძალიან უჩვეულო და უცხო იყო.უცებ ვიგრძენი,რომ უკვე საკმარისი იყო ჩემი აქ ყოფნა,კაბის კალტაზე ნერვიულად დავისვი ხელი და უჩას მივუახლოვდი
-ძალიან დიდი მადლობა დახმარებისათვის და მზრუნველობისათვის,აღარ შეგაწუხებთ მე წავალ
-ნუ იჩქარებ,ჯერ კიდევ სუსტად ხარ
-არა,არა,უნდა წავიდე-ვიუარე
-კარგით,როგორც გსურს-არ შემეწინააღმდეგა
სამზარეულოსკენ შევბრუნდი და ყველას ერთბაშად დავემშვიდობე და მადლობა გადავუხადე,პატარებმა ღიმილით დამიქნიეს ხელი.უჩამ კარამდე მიმაცილა.
-მეუხერხულება ამის თქმა,მაგრამ ხელთ არაფერი გქონდა,იქნებ თანხა გჭირდება
-არა,არა გმადლობთ,შორს არ მივდივარ-ასე შევაწუხე და ფულს ნამდვილად ვერ გამოვართმევდი,ანდა რაში მჭიდებოდა მე ცოცხალ გვამს.კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა და ჭიშრისაკენ წავედი .
.....
აშკარად სუსტად იყო,ფერმკთალი,ნაბიჯებს ისე ზერელედ ადგამდა,რომ ჭიშკრამდე სანამ მივიდა ლამის ორჯერ წაიქცა,უჩას საშინელმა სურვილმა დაუარა,რომ იმ წამსვე მისულიყო და ხელი შეეშველებინა მაგრამ თავი ხელში აიყვანა და სახლის კარი მიხურა.
-თენგო-სამზარეულოში დარაჯს გასძახა
-გისმენთ ბატონო უჩამა-შივე მის წინ აესვეტა
-დღეს პოსტიდან გათავისუფლებ,გაყევი იმ გოგონას უკან,ოღონდ ისე,რომ არ შეგამჩნიოს,არც ფული აქვს არ წასასვლელი,გაყევი სანამდე წავა,დრო და დრო შეგეხმიანები
-კარგი ახლავე-თქვა და მაშივე უკან აედევნა ახლახან გასულ სტუმარს
-ნელი მე წავედი სამსახურში,ბავშვებს მძღოლი მოაკითხავს და ის წაიყვანს ბარში-პასუხს არ დალოდებია იქვე სკამზე დადებულ პორთფელიეს ხელი დაავლო და ისიც გარეთ გავიდა.
სამსახურში გულს ვერაფერს უდებდა,ფიქრები და გული მაიას გააყოლა,საშინლად აინტერესებდა მის ამბავი,ვინ იყო,საიდან მოდიოდა და სად მიდიოდა.მას შემდეგ რაც სახლიდან წავიდა და თენგო მიუჩინა სამი საათი იყო გასული,უკვე დღის პირველი სრულდებოდა.ტელეფონს დაწვდა და ნომერი აკრიფა
-აბა როგორაა საქმე?
-არ ვიცი უფროსო,უაზროდ დაეხეტება,გვერდითაც,რომ გავყვე ალბათ ვერ შემამჩნევს,თავჩაქინდრული გათიშული მიაბიჟებს,რა გავაკეთო?
-არაფერი,უბრალოდ უკან გაყევი და თვალი ადევნე ხიფათს არ გადაეყაროს,დაგირეკავ კიდე
საქმეს ვეღარ დაუდო გული წინ დახვავებული საქაღალდეები ერრთი ხელის მოსმით გვერდზე გააჩოჩა.იდაყვებით სამუშაო მაგიდას დაეყრდნოდა თითები თმებში შეიცურა,კარგა ხანს ასე თავჩაღუნული იყო და ფიქრებს მისცემოდა.ყველგან იხეტიალა გონებით,მის წარსულში,აწმყოში,მომავალში,ბავშვებთან,მაიასთან ყველასტან ვინც იმ წუტას მისი საფიქრალი და დარდი იყო.
საშინელმა ხმაურმა გამოაფხიზლა.თვალები გაახილა და ფანჯარას გახედა,გარეთ კოკისპირულად წვიმდა და გრუხუნებდა.სააათს დახედა ხუთი დაწყებულიყო,მაშივე დაწვდა მაგიდაზე მიგდებულ მობილურს და ისევ ტენგოს დაურეკა.
-სად ხარ?
-მუშტაიდის ბაღში ზის სკამზე,მე კი ვარ შეფარებული მაგრამ ის სულ სველია,გაუნძრევლად ზის,რა გავაკეთო?-აშკარა იყო თენგო წუხდა ქალის მდდგომარეობაზე
-არაფერი,ახლავე მოვდივარ-ტელეფონი გათიშა და სწრაფად მოკრიფა მისი ნივტები მაგიდაზე
"ჯიუტი და ამაყი,ასეც ვიცოდი,რომ წასასვლელი არსად ჰქონდა,კიდევ კარგი ,რომ თენგო გავაყოლე"-მისი დილანდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილი იყო.მაგრამ წამიერად წარმოიდგინა თუ როგორი მობუსული ზის ერთიანად სველი და აცახცახებული მაია ბაღში სკამზე და გული მოეწურა,გაახსენდა,როგორი უმწეო და ტანჯული იყო წინა ღამით,როცა იპოვა და მანქანას ბოლომდე მისცა გაზი.
-აი ხედავთ იმ ჯიხურთან სკამს?აი იქ ზის-ხელით ანიშნა თენგომ უჩას.ისიც მაშინვე მისკენ გაემართა,სშინლად წვიმდა და ელავდა,ისე ჩამობნელდა,რომ 4:30 წუთი კი არა ღამის 9:00 საათი გეგონებოდათ,თუმცა ქალი გაუნძრევლად ქანდაკებასავით იჯდა და საერთოდ არ რეაგირებდა მის მხრებზე ნიაღვარად,რომ ედინებოდა წვიმის ნაკადი.
...
მთელი დღე უაზრო ხეტიალის მერე დაღლილი და მისავათებული მივესვენე ბარში ერთ-ერთ სკამზე.წარმოდგენა არ მაქვს სად ვარ,ან რა აზრი აქვს,ან რაში მაინტერესებს.ვივარ და ისით სურვილი და თავი არ მაქვს ,რომ საკუთარი უბედურება ვიტირო.ალბათ იმიტომ,რომ მე კარგა ხნის წინ დავიტირე ის და ახლა ძალა აღარ მქონდა.
"დედა ნეტა ცოცხალი იყო,ასეთი უმწეო და უსარგებლო,ხომ აღარ ვიქნებოდი,რა დაგიშავე ღმერთო ასეთი რა?რატომ მტანჯავ?ვედრებით ცრმელებჩამდგარი თვალებით ავხედე ცას და თიტქოს უფალმაც მიპასუხა,საშინლად დასჭექა და წვიმის წვეთები გამეტებით დაეშვნენ დედამიწაზე.ვგრძნობდი,თუ როგორ გავიჟღინთე ერთიანად წვიმისაგან,ვიჯექი სველი,უპატრონო და გაუბედურებული და ბოლო იმედირა მქონდა ბუნების,იქნებ გაიღოს მოწყალება და მეხი დამეცეს,აქვე გამაფრთხობინოს სული.მაგრამ უცებ ნაცნობი ხმა შემომესმა
-როგორ ფიქრობ დიდხანს იწვიმებს?
ავხედე უჩა ჩემს გვერდით სკამზე ჩამომჯდარიყო,ერთიანად სველი და მე მიყურებდა
-არ ვიცი-ანგარიშმიუცემლად ვუპასუხე
-რას აპირებ?
-არ ვიცი
-აქ როდემდე აპირებდი ყოფნას?
-არ ვიცი
-კარგი-თქვა ფეხზე წამოდგა და მარჯვენა ხელი ჩემს სველ თითებს დაავლო და მისკენ მიბიძგა-ადექი სახლში წავიდეთ
სასწრაფოდ გამოვაცურე მისი ხელის მტევანიდან ჩემი თითები,რარაც წამით გაკვირვებული შევცქეროდი და ვცდილობდი მისი ნათქვამი გამეაზრებინა,ის კი მოთმინებით იდგა ამ წვიმაში და ჩემს გადაწყვეტილებას ელოდა.
-კარგი-ვთქვი და გვერდით ამოვუდექი

...............
ესეც ახალი თავიიიიი
გამიზიარეთ თქვენ აზრი,გმირებზე და მოვლენებზე



№1  offline წევრი kora

ოჰო, ეს რა ამბები ხდება აქ. როგორი ყურადღებიანი და კარგია ეს უჩა.
--------------------
kira.G

 


№2  offline მოდერი ლილიანა

kora
ოჰო, ეს რა ამბები ხდება აქ. როგორი ყურადღებიანი და კარგია ეს უჩა.

ჩემი ბიჭია და აბა ნაკლები ხომ არ იქნება : :) wink wink wink request request request love love love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline მოდერი bibo

Rogor mevauseba es istoriaa <3 yovel dge vamowmeb asjer xo ar daido da xo ar gamomchatqoo :D :D kargi chasylapi gogo xar ux ^_^ ^_^

 


№4  offline მოდერი ლილიანა

bibo
Rogor mevauseba es istoriaa <3 yovel dge vamowmeb asjer xo ar daido da xo ar gamomchatqoo :D :D kargi chasylapi gogo xar ux ^_^ ^_^

აჰაჰაჰაჰაჰაჰაჰ როგორ გულიანად გამაცინე და გამამხიარულე,აგანა ასეთი მკითველის მერე დღის გაცდენა შეიძლება?მადლობაააა love love wink wink
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline მოდერი sopiko

რა საყვარელი და თავმდაბალი გოგოა ეს მაია, იმედია სიცოცხლის წყურვილს და მიზანს დაუბრუნებს ჩვენი უჩა <3 ძალიან მომწოონს...

 


№6  offline მოდერი ლილიანა

sopiko
რა საყვარელი და თავმდაბალი გოგოა ეს მაია, იმედია სიცოცხლის წყურვილს და მიზანს დაუბრუნებს ჩვენი უჩა <3 ძალიან მომწოონს...

მადლობააა:):):) იმედია
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline წევრი Tiiko ^.^

მმ გადასარეევია მალე დაეეე <3

 


№8  offline მოდერი ლილიანა

Tiiko ^.^
მმ გადასარეევია მალე დაეეე <3

ხვალ აუცილებლად
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№9  offline წევრი kora

ლილიანა
Tiiko ^.^
მმ გადასარეევია მალე დაეეე <3

ხვალ აუცილებლად

ეგ კარგი, მაგრამ შენი წინა ისტორია რომ ძალიან მომენატრა თამრო, ნიკოო.. იქნებ ერთი თავი დაგვიდო, აი ძალიან ძალიან გთხოვ <3
--------------------
kira.G

 


№10  offline მოდერი ლილიანა

kora
ლილიანა
Tiiko ^.^
მმ გადასარეევია მალე დაეეე <3

ხვალ აუცილებლად

ეგ კარგი, მაგრამ შენი წინა ისტორია რომ ძალიან მომენატრა თამრო, ნიკოო.. იქნებ ერთი თავი დაგვიდო, აი ძალიან ძალიან გთხოვ <3

ისიც აუცილებლად დამთვარდება აუცილებლად,ამ შაბათკვირას ვერ შეგპირდები ჩემი შვილის ხელში და მომდევნო კვირაში აქ ვარ :)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№11  offline წევრი kora

მოუთმენლად გელოდები <3
--------------------
kira.G

 


№12  offline მოდერი ლილიანა

kora
მოუთმენლად გელოდები <3

love აი იმდენად მოულოდნელია ასეთი ყურადრება რომ სიხარულისაგან მეცხრეზე კი არა მეასე ცაზე ვარ,რომ ვხედავ ამდენი ნახვა და კომენტარია გული საგულესი აღარ მეტევა
მადლობააა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent