შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოლი და დედა კანონის გარეშე ( 4 )


3-10-2015, 20:55
ავტორი ლილიანა
ნანახია 5 060

მთელი დღის სიარულისა და სიცივისაგან ფეხი ამტკივდა,მძლავრად მოვისრისე ბარძაყი და ოდნავ შესამჩნევი კოჭლობით ჩემს მხსნელს უკან ავედევნე.საშინლად წვიმდა და ქუხდა.როგორ მეშინოდა ასეთი ამინდის.გზადაგზა უკან გამოიხედავდა,ალბათ ამოწმებდა მივყვებოდი თუ არა.
სახლში ისე მივედით არცერთს არ ამოგვიღია ხმა.მთელი გზა ვფიქრობდი ჩემს ამ გადაწყვეტილებაზე.
_"რატომ დავთანხმდი? რა იქნება აწი?" _ ფიქრები ტვინს მიბურღავდნენ და უფრო ვიძაბებოდი გაურკვეველი მომავლის მოლოდინში.შიგადაშიგ ჩუმად ვაპარებდი თვალს უჩასკენ,რომელიც მძღოლის გვერდით მოკალათებულიყო და ფანჯრიდან უსასრულო სივრცეში ჩაფიქრებული იყურებოდა.არ ვიცი რატომ ვენდე?გავრისკე,ან უბრლოდ მინდა,რომ ვიცოცხლო და ვინმეს ვაღელვებდე.სიცივე ძვსლსა და რბილში გამიჯდა,უკვე ვეღარ ვთოკავდი თავს ისე მაკანკალებდა.უკანა სავარძელზე შეშინებული ლეკვივით მოკუნტული ვიყავი გაურკვეველი მომავლის მოლოდინით.
სახლში,როგორც კი შევაბიჯეთ მაშინვე შემოგვეგება ნელი დეიდა,შემომხედა თუ არა უცებ შეკრთა,მერე შევამჩნიე როგორ აუწყლიანდა ლამაზი თაფლისფერი თვალები და სახეზე გაშლილი ხელი ჩამოისვა.
_ ნელი გთხოვ მიხედე_ჩემზე მიუთითა უჩამ და თავად სირბილით აუყვა მეორე სართულის კიბეებს.
_ საბრალო გოგო,არ უნდა წასულიყავი,წამოდი შვილო სასწრაფოდ ცხელი აბაზანა და თბილი ტანსაცმელი გჭირდება_თქვა და იმ ოთახისაკენ გამიძღვა ,რომელიც გუშინ მე მქონდა დაკავებული.მეც მორჩილად კოჭლობითა და კანკალით ყკან გავყევი.
ვიბანავე,ჩავიცვი,ნელიმ თბილი ბულიონი ოთახში ამომიტანა,მერე კი დაღლილს სავარძელზე მჯდომს მიმეძინა.
..........
საღამოს 8 საათი ხდებოდა უჩა ტელევიზორის წინ მდივანზე მიწოლილიყო და ლეპტოპში რაღაც საქაღალდეს ჩაჰკირკიტებდა.პატარები იქვე ხალიჩაზე მოკალათებულიყვნენ და ასაწყობი კუბიკებით თამაშობდნენ.
_ ბატონო უჩა ისევ მამათქვენი რეკავს,დღეს მეოთხე ზარია რა ვუპასუხო?_ სამზარეულოდან თავი შემოყო ნელიმ,თან ცალ ხელს ყურმილს ადებდა.
უჩას წამიერად შეეცვალა მშვიდი სახე,მრისხანებამ გადაურბინა სახეზე,ღრმად ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა.ტელეფონის ყურმილი გამოართვა და მშვიდად უპასუხა
_ გისმენთ ბატონო მერაბ
_ რა საჭიროა ეს ოფიციალურობა_ იყო პასუხი
_ არის,მითუმეტეს თქვენთან
_ შვილო გთხოვ დამღალა ამ კამათმა ,გაუგებრობამ და პრობლემებმა.
_ სხვათაშორის ამ გაუგებრობას და პრობლემებს დაჩი და სოფო ჰქვია და სანამ მათ ამად თვლი იცოდე შენ ჩემთვის არაფერს წარმოადგენ და გთხოვ აღარ დამირეკო არც აქ და არც მობილურზე._ თქვა და ყურმილი ბრეკეტზე მთელი ძალით დაახეთქა.რამოდენიმე წამი გაქვავებული იდგა და როგორც კორიდაზე გაავებული ხარი სიბრაზისგან ქშინავდა.ნელი იქვე დაძაბული ადევნებდა თვალს სიტუაციას.
_ იქნებ შეურიგდე შვილო_ მორიდებით შეაპარა მისი აზრი,თუმცა უკვე იცოდა,რაც იქნებოდა მისი პასუხი
_ არასოდეს,სანამ დაჩის და სოფოს არ აღიარებს_ ისეთი მრისხანებას და ბრაზს აფრქვევდა მისი თვალები შეპასუხება ვეღარ გაბედა და გაეცალა.
უჩამ თვალი სიყვარულით მოავლო პატარებს,რომლებიც აინუნშიც კი არ იყვნენ რა ხდებოდა მათ გარშემო ან რისი ატანა უხდებოდა მათ გამო მას.ახლოს მივიდა,მუხლებზე დადგა და ორივე ერთდროულად ჩაიკრა გულში.
_ მიყვარხარ ჩემო ბარტყებო_ თან ორთავეს მონაცვლეობით ლოყებს უკოცნიდა
_ ჩვენც გვიყვარხარ მამიკო_ ორ ხმაში ატიტინდნენ.
მათი მოფერებით გული,რომ იჯერა მერე ნელის მიუბრუნდა.
_ როგორ ფიქრობ არ გაიღვიძებდა?
_ არ ვიცი ბატონო უკვე სამ საათზე მეტია გასული თუ გნებავთ შევაკითხავ და შევამოწმებ
_ არა იყოს მე თვითონ ავალ_ თქვა,ფეხზე წამოდგა და კიბეებს მეორე სართულისაკენ აუყვა.
.......
თვალები ნებიერად გავახილე,მშვიდად და უშფოთველად მიძინია,მგონი ჩვილობის მერე არ მქონია მსგავსი შემთხვევა.საწოლში შევირხიე და ხელ-ფეხი გავჭიმე.თვალები გემრიელად მოვიფშვნიტე,საწოლიდან მკვირცხლად წამოვხტი,ხალათს ხელი დავავლე და აბაზანაში შევედი.წყალი გადავივლე,ტანსაცმელი ჩავიცვი და საწოლის კიდეზე მოკალათებული ვფიქრობდი რა გამეკეთებინა.მინდოდა დაბლა ჩავსულიყავი,მაგრამ მერიდებოდა.ასე გაურკვეველ მდგომარეობაში მეორე დღე ღამდებოდა და მერიდებოდა ჩემი მასპინძლების.ამ ფიქრებში ვიყავი კარზე ფრთხილი კაკუნი,რომ შემომესმა.
_ მობრძანდით_ ვიფიქრე,რომ ნელი იქნებოდა,მაგრამ არა,შევცდი,ღია კარში უჩამ შემოყო თავი
_შეიძლება?
_ რათქმაუნდა_ მაშინვე წამოვდექი საწოლიდან და ოროსანი ბავშვივით შუა ოთახში უხერხულად ავისვეტე.
ისიც შემოვიდა და კარი მიხურა
_ რატომ ადექი? ნუ დაიძაბები,ნუ გერიდება,ჩამოჯექი,მე კი აქ დავჯდები_ ხელით სავარძელი მანიშნა და დაჯდა.მეხ საწოლისკენ წავედი და მოვკალათდი.
_ მგონი დროა ცოტა რამ ვიცოდეთ ერთმანეთზე,რას იტყვი?_ მკითხა და გამომცდელად დამაკვირდა,ალბათ სახეზე უნდოდა ამოეკითხა პასუხი.
_ მეც ვაპირებდი....._ ენა ამება
_ ძალიან კარგი,მაია,შეგამჩნიე,რომ სიარული გიჭირს,რამე დაიზიანე? ექიმს ხომ არ ვანახოთ?
_ არა,არა,იცით..... ეს.... თანდაყოლილია_ ძალიან შემრცხვა ჩემს ნაკლზე,რომ მიწევდა საუბარი
_ უკაცრავად,მაპატიე,ცუდად გამომივიდა,ვიფიქრე ახლა ხომ არ დაიშავათქო,არ უნდა მეკითხა_ აშკარა იყო ნანობდა მის დასმულ შეკითხვას
_ არაუშავს,ეს დიდი ხნის წინ გადავიტანე და გადავხარშე
წამიერად უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა ჩვენს შორის,ეს მყუდროება მე დავარღვიე
_ თქენი მეუღლე არ არის სახლში? გავიცნობდი
_ დაოჯახებული არ ვარ
რს ამბავი რაღაცნაირად არ მესიამოვნა,ძლივს მოკოწიწებულ მისადმი ნდობას საძირკველი შეერყა
_ ვიფიქრე....ბავშვები რომ.....
_ გასაგებია,ბავშვები ჩემთან ცხოვრობენ,დედა დაეღუპათ
_ ძალიან ვწუხვარ_ მართლა განვიცადე პატარების უდედობა
_ მოდი ახლა შენზე ვილაპარაკოთ,ანუ მაია ნოზაძე,.... სხვა?სხვას რას იტყვი?
_ ჭიათურიდან ვარ სოფელ ნიგოზეთიდან
_ ვიცი ეგ სოფელი,ვყოფილვარ ადრე....კარგი.... აქ როგორ აღმოჩნდი,თან ასე...._ ალბათ შესაფერის სიტყვას ეძებდა ჩემი იმდღევანდელი მდგომარეობის აღსაწერად.
_ სახლიდან გამოვიქეცი_ ვთქვი და საშინელი მოგონებები ამომიტივტივდა თავში
_ შეიძლება გავიგო მიზეზი?_ მორიდებით მკითხა
_ იცით,მე....._ დავიძაბე,სიტყვები გამეფანტა
_ თუ გინდა ამაზე ახლა ნუ ვილაპარაკებთ,როცა მზად იქნები მოგისმენ,იქნებ დაგეხმარო კიდეც.
_ მადლობა_ ახლა ნამდვილად არ შემწევდა ძალა მომეყოლა ჩემს უბედურებაზე,მითუმეტეს 2 დღის გაცნობილთან
_ წასასვლელი გაქვს სადმე?_ აშკარა გულწრფელი და მზრუნველობით სავსე იყო ეს კითხვა
_ არა_ დამნაშავედ ჩავილაპარაკე და თავი დავხარე
_ მოდი ასე მოვიქცეთ,დარჩი ჩვენთან,აქ იცხოვრე,სანამ შენი პრობლემები არ მოგვარდება.
_ არა,არ შემიძლია,შეგაწუხებთ_ ასეთ შემოთავაზებას არ ველოდი
_ მოდი ამაზე ნუ ვიკამათებთ,ეს გადაწყვეტილია,ახლა კი წავიდეთ ნელი ვახშამს გაამზადებდა_ თქვა და ოთახიდან გავიდა,ჩემს პასუხს არც კი დალოდებია.


P.S.ესეც ახალი თავი
არ დამვიწყებია ჩემი პირობა და მოვედიიიი
აბა რას იტყვით დთევანდელ თავზე?



№1  offline მოდერი sopiko

აი, ვაფასებ აჩისნაირ უანგარო, ზრდილობიან და გამგებ კაცებს... ძალიან მაგარია

 


№2  offline მოდერი ლილიანა

sopiko
აი, ვაფასებ აჩისნაირ უანგარო, ზრდილობიან და გამგებ კაცებს... ძალიან მაგარია

მეც
გაიხარე
უჩა გოგო უჩა :):):):)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3 სტუმარი mari

Dzalian kargiaaa dzaan momwonss magram iqneb gamagebinor tanmimdevrobit tavebi rogor vikitxo? Ar mcalia xshirad ver shemovdivar da tavebi mrcheba wasakitxi. Ase areulia gverdi? Tu me ver vnaxulob normalurad? Iqneb amixsnat? Minda istoriebis kitxva magram tavebs ver vnaxulob. Tuar shegawuxebt iqneb vinmem amixsnat rogor vikitxo srulad gamotovebuli tavebi?

 


№4  offline მოდერი ლილიანა

mari
Dzalian kargiaaa dzaan momwonss magram iqneb gamagebinor tanmimdevrobit tavebi rogor vikitxo? Ar mcalia xshirad ver shemovdivar da tavebi mrcheba wasakitxi. Ase areulia gverdi? Tu me ver vnaxulob normalurad? Iqneb amixsnat? Minda istoriebis kitxva magram tavebs ver vnaxulob. Tuar shegawuxebt iqneb vinmem amixsnat rogor vikitxo srulad gamotovebuli tavebi?

ვისი ისტორიაც მოგწონს და გინდა იკითხო მის ნიკს დააწექი ისრით გაგიხსნის მის გვერდს მის გვერდე კი იპოვი განყოფილებას დამატებული სიახლეები,სწორედ აქაა იმ კონკრეტული ავტორის ნაწერები.
ნიკი კი ისტორიის სათაურის გასწვრივაა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5 სტუმარი mari

Didii madloba chemo kargoo. Vcdi exla bevri istoria momwonda da ro ver vkitxulobdi guli mwydeboda. Sheni istoria dzaan kargia m

 


№6 სტუმარი lana

auff rogor momwons es bij arcc me vityodii uars asett qmarzee isee rakargadd eqceva amm gogos imedia es gogocc mindoba cota mainc da mouyveba yvelaferss dzan momwons es istoria es istoria ise midis shenn mgonii amatt ertad datovebas apirebb:-D imedia arr miwyenn rame ise tuu vtqvii miyvarxar shenc da sheni istoriacc

 


№7  offline წევრი Tiiko ^.^

პატარა იიყო :დ მაგრამ არაუშავს მალე დადებ იმედია შემდეგსს

 


№8  offline მოდერი ლილიანა

mari
Didii madloba chemo kargoo. Vcdi exla bevri istoria momwonda da ro ver vkitxulobdi guli mwydeboda. Sheni istoria dzaan kargia m

მადლობა ჩემო კარგო,წარმატებები
lana
auff rogor momwons es bij arcc me vityodii uars asett qmarzee isee rakargadd eqceva amm gogos imedia es gogocc mindoba cota mainc da mouyveba yvelaferss dzan momwons es istoria es istoria ise midis shenn mgonii amatt ertad datovebas apirebb:-D imedia arr miwyenn rame ise tuu vtqvii miyvarxar shenc da sheni istoriacc

რათქმაუნდა მოუყვება მის ამბავს,მადლობა ასეთი შეფასებისათვის :) ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები

Tiiko ^.^
პატარა იიყო :დ მაგრამ არაუშავს მალე დადებ იმედია შემდეგსს

ხო პატარაა მაგრამ ხვალაც დავდებ :)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№9  offline მოდერი bibo

Au ra pawawkuntela iyo erti amosuntqvit chaviqrolw bolomdee uxxx :D :D pirvelia romwlsac gza da gza vkitxulobbbb ^_^

 


№10  offline მოდერი ლილიანა

bibo
Au ra pawawkuntela iyo erti amosuntqvit chaviqrolw bolomdee uxxx :D :D pirvelia romwlsac gza da gza vkitxulobbbb ^_^

ამჯერად მაპატიე :(
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№11  offline წევრი eni

Vau dzan kargi tavi iyo cotati suul cotati armeyo magram imedia shemdegi ufro kargi iqneba sashinlad Kargad wer maia kargi adamiani chans ketili da gansxvavebuli arvici rogor apireb am istoriis damtavrebas arcmovlenebs vachqareb magram ragacnairad minda maia da ucha ertad darchnen ai ragacnairad minda :D Hoda ucha martla kargi adamiania uangaro tbili da racmtavaria mosiyvarule samagalito mama gelodebi da imedia Es gogo amdeni tanjvis shendeg ipovis bednierebas <3 <3 <3

 


№12  offline მოდერი ლილიანა

eni
Vau dzan kargi tavi iyo cotati suul cotati armeyo magram imedia shemdegi ufro kargi iqneba sashinlad Kargad wer maia kargi adamiani chans ketili da gansxvavebuli arvici rogor apireb am istoriis damtavrebas arcmovlenebs vachqareb magram ragacnairad minda maia da ucha ertad darchnen ai ragacnairad minda :D Hoda ucha martla kargi adamiania uangaro tbili da racmtavaria mosiyvarule samagalito mama gelodebi da imedia Es gogo amdeni tanjvis shendeg ipovis bednierebas <3 <3 <3

მადლობა ასეთ შეფასებისათვის,თითოეული სიტყვა სტიმულია ჩემთვის
კი მომდევნო აუცილევლად ორმაგად დიდი იქნება
მიხარია ჩემი პერსონაჟები რომ მოგწონს:)
მეც მინდა რომ უჩაც და მაიას ბედნიერები იყვნენ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№13  offline წევრი მეამეა

როგორც ყოველთვის შეუდარებელია ჩემო ნიჭიერო :* :* მთელი ინტერესით ველოდები მოვლენებს :*

 


№14  offline მოდერი ლილიანა

მეამეა
როგორც ყოველთვის შეუდარებელია ჩემო ნიჭიერო :* :* მთელი ინტერესით ველოდები მოვლენებს :*

მეაკო :*:*:*:*:*:*:*:*:
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent