შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმდიდრე თუ ბედნიერება 1


4-10-2015, 14:31
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 4 112

თვითმფრინავი როგორც იქნა დაეშვა ხმელეთზე და მეც მომიწია ჩამოსვლა, 9 წლის მერე პირველად ჩამოვედი საქართველოში, ისეთი უცხო მეჩვენა ყველაფერი, თან დაბადების დღე მქონდა და ჩემს თავს სურპრიზი გავუკეთე, მონატრებულ ხალხს ვნახავდი, ყველაზე დიდი სურპრიზი მაინც ჩემი ოჯახის ნახვა იქნებოდა არც იცოდნენ რომ ჩამოვდიოდი. ჩემოდნები ტაქსში ჩავაწყე და მეც უკანა სავარძელზე კომფორტულად მოვთავსდი. გაინტერესებთ ალბათ ვინ ვარ?
მე მონიკა ნაცვლიშვილი ვარ, 28 წლის ვცხოვრობდი იტალიაში, იტალიაში მამამ გამიშვა სასწავლებლად, მატერიალურად არასდროს არ გვიჭირდა და ამიტომ ცდილობდა ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო გვქონოდა, რადგან მე და ჩემს დებს დედის ხელი გვაკლდა, ჩემი დები ჩემზე პატარები არიან, ერთი ნინა 24 წლისაა, ნატა კი 20, დედა ნატას მშობიარობას გადაყვა, ამიტომ ნატა ყოველთვის დამნაშავედ გრძნობდა თავს, ძმა არ გვყავს ამიტომ გოგოებს გვიჭვირდა ბნელ 90"ნებში თავის დაცვა, ყველგან მამა დაგვყვებოდა და სამსახურს აცდენდა, ახლა კი მან თავისი "იმპერია" შექმნა.
სახლში მისვლისას წვიმა წამოვიდა რაც არ მიყვარს მაისს ყოველთვის ეს აქვს ცუდი, მარტთან შედარებით მაისი სიმშვიდით გამოირჩევა მაგრამ ამასაც აქვს "წამოფრენები", მთელი ძალით დავაჭირე ზარის ღილაკს თითი თან არ ამიშვია სანამ კაი არ გაიღო, კარი ნატამ გააღო და ისევ მოხურა თითქოს მოველანდე, მე მხოლოდ გამეცინა და კარს ხელით მივაწექი
-გამიღე თორე სულ დავსველდი სულელო.-შევედი და მაგრად მოვეხვიე
-მომენატრე, მოკო
-მეც ჩემო სულელო, არ მელოდი ხო?
-არა მთელი დღე კომპიუტერთან ვიჯექი უნდა მომელოცა, რატო არ გვითხარი.- ნაწყენმა დაბრუცა ტუჩები
-სურპრიზის გაკეთება მინდოდა, რა სიწყნარეა სახლში არავინაა?.- ინტერესით გავიჭყიტე მის უკან
-მამა არაა აქ, ბათუმშია1 კვირით წასული, ნინა გასულია, თამრო საჭმელს აკეთებს
-თამრო ვინა?
-სახლს უვლის რა
-აჰა, ჩემი ოთახი იმედია ისევ ისეა, გთხოვ შემომატანინე ბარგი და წყალს გადავივლებ, მერე ვიჭორაოთ
-კაი კაი.- ცქმუტვა დაიწყო და ჩემი ოთახისკენ გამიძღვა, ისე შეცვლილა აქაურობა, მარტო ოთახი იყო ისევ ისე, ყველა მენატრება მაგრამ სახლში არავინა, გული დამწყდა თუმცა რას ვიზავთ, აბაზანაში მალევე მოვათავე ყველაფერი ისე მეჩქარებოდა ნატასთან ლაპარაკი, მის ოთახში შევედი და ფეხებთან მივუწექი
-არ გშია?
-არა, ყავა მინდა
-კაი მოვალ ახლავე.- წამოხტა და გარეთ გავიდა, 5 წუთში უკან მობრუნდა და მმითხრა მოგვიტანენო
-მომიყევი რა ხდება აქ როგორ ხართ?
-რავი, მამამ ბათუმშიც გახსნა რესტორანი იმიტოა ახლა წასული, ნინა ბარში იქნება სადმე ყოველ საღამო მიდის მღერის, მამა კი წინააღმდეგია მაგრამ რას ვიზავთ, ამიტომ მარტო ვარ და არ ავღნიშნოთ
-ახლა არა გთხოვ, ხვალ ავღნიშნოთ მირჩევნია
-კაი მარა დღეს გახდი 28ს
-არაუშავს
-კარგი, შენ როგორ ხარ?
-რავი მომენატრეთ და ჩამოვედი, თან ცოტა არ იყოს მომბეზრდა იქაურობა, ახალი ცხოვრება მინდა
-კი მაგრამ იქ სამსახური
-არქივში სხვას იშოვიან, მე აქ მინდა, მამას ვეტყვი რო მაშოვნინოს რამე, მაინც "მამიკოს გოგო ვარ".- დათოს ნათქვამი გამახსენდა, დათო ჩემი მეგობარი იყო ნუ ვერც ვუწოდებ მეგობარს ისეთი რამეები იძახა ბოლოს ასეთი იყო ერთ-ერთი ფრაზაც
-ფუ, დებილი, ცოლი მოიყვანა ნეტა ნახო მართლა როგორ მამიკოს გოგო შეხვდა ყოველ კვირა ახალი ვარცხნილობით და "ზმანით" რო იჩითება ატყავებს დათოს და ღირსიცაა
-მართლა? ლამაზია
-იცი როგორი ზაფხულში სიმინდის ყანებში რო ჩონჩხებს აყენებდნენ მასეთი.- ეს ისე სერიოზულად თქვა გულიანად ამიტყდა ხარხარ, თამროს შემოსვლამ გამაჩერა, ყავა და ნამცხვარი მოგვიტანა
-მადლობა.- ღიმილით ვუთხარი და ფეხშემოკეცილი დავჯექი
-მაგარი ქალია, მიყვარს
-უი ახლა გამახსენდა.- თავში ხელი შემოვირტყი და ოთახიდან გავედი, ჩანთიდან ყუთი ამოვიღე და ოთახსი დავბრუნდი
-აი აკვარელი და ესეც შენი მონიკა ბელუჩის ავტოგრაფი
-რაა? ეს ჩემია მართლა?
-ჰო ჰო მართლა.- მივაწოდე და თვალები დავბრიცე
-მაგარია, არა რა იტალიაში ორი მონიკა ხართ შენ და ის, და მე ორივეზე ვაფრენ, და მაინც საიდან ეს ავტოგრაფი
-შოუში ყავდათ მიწვეული და მეც ვიყავი მაყურებელის ამპულაში დამთავრების მერე წინ გავიჭერი და გამოვართვი
-აუ მაგარი ხარ ვგიჟდები შენზე.- მოვიდა და მომეხვია
-მეც ვგიჟდები, სხვა მომიყევი რამე?
-რა სხვა?.- დაიბნა მიხვდა რაზეც ვეუბნეოდი
-აბა, გისმენ...
-ნუ კაი ხო შეყვარებული არ მყავს, ერთი ბიჭი მომწონდა მარა რაღაც დებილობები დაიწყო და დავანებე თავი
-აჰ გასაგებია, არაუშავს ჯერ პატარა ხარ მაინც. ნინა მალე მოვა?
-ასე 2სკენ მოდის ხოლმე
-აჰ, დღეს შენთან დავიძინებ რა მომენატრე.- პატარაობაში სუ ერთად გვეძინა, მოვიდოდა და მომეხვეოდა ხოლმე ისეთი თბილი იყო.

დილით სამზარეულოში ღამენათევი მეორე დაიკო ვნახე
-მოიცა მოლანდებები დამეწო თუ შენ ხარ
-მე ვარ მე მოდი მომეხვიე.- გიჟივით წამოხტა და მომეხვია მთელი ძალით
-როგორ მომენატრე, მოიცა როდის ჩამოხვედი
-გუშინ საღამოს
-მომენატრე, მომენატრეე, რო მცოდნოდა არ წავიდოდი.- ისეთი გალამაზებული იყო ცრემლები წამომივიდა ამდენი ხანი რო არ ჩამოვსულვარ და არ მინახავს ვნანობდი, ისეთი დაქალებული იყო
-აუ ნუ ტირიხარ რა არ გიხდება
-რა ლამაზი ხარ ნინა
-შენც ძალიან შეიცვალე, შენი ლამაზი თვალები უფრო გალამაზებულა, დატრიალდი ერთი, რა ტანზე ხარ შე დამპალო მშურს.
-არანაკლები ხარ შენც.- ჩვენი მხიარულება თამორს დინჯმა თხოვნამ გააჩერა
-გოგონებო, შვილიშვილია ცუდათ ახლა დამირეკეს და თუ შეიძლება წავალ.- ისეთი მუდარით ითხოვა შემეცოდა და მაშინვე დავთანხმდი.
-წამოდი ნატა გავაღვიძოთ, და სადმე გავიდეთ.- აღტაცებით მითხრა ნინამ და ხელი დამავლო, სადმე სადმეო და გადაწყდა ბოლოს რო ჯინოში წავიდოდით, მე არ ვიცი აქ რა ხდებოდა მაგრამ გოგონები შევიდნენ თუ არა ყველა სიხარულით მიესალმნენ, მეც ყველა გამაცნეს და აუზისკე წავიდნენ, ოპაა მონიკა აქ ვერ გადარჩები რატომ? იმიტომ რომ ცურვა არ ვიცი სასაცილოა არა ამხელა ქალმა ცურვა არ ვიცი, მომიწევს ჯდომა და ყურება როგორ ერთობიან გოგოები
-ჩამო რა აქ როგორ უნდა დაიხრჩო
-არ მინდა ნატა მეშ...-დამთავრებული არ მქონდა ისე აღმოვჩნდი წყალში და უსუსურად დავიწყე ხელების ქნევა, ნატა იკრიჭებოდა ნინაც მხარს უბავდა, მართლა ვხვდებოდი რო უკვე ძალა აღარ მყოფნიდა, ვიღაცის გახურებული სხეული რო ვიგრძენი და წყლიდან ამოთრევა...


- ახალი ისტორიაა იმედია მოგეწონებათ, ველი თქვენს კომენტარეებს <3



№1 სტუმარი Tako maniadze

Sainteresoa,,, magram mokle tavi iyo

 


№2  offline წევრი qetusia

ახაალი თავი დადე რა მალეე კარგიაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent