მაინც მიყვარხარ (1 თავი)
-არა, აქ არ მომწონს ეს მდივანი იქეთ კუთხეში დავდოთ. თქვა ჩემმა ბიძაშვილმა ანამ შეწუხებული სახით, უკვე ერთი საათია ოთახში ავეჯის დაწყობას ვცდილობთ მაგრამ რაღაცას ყოველთვის იწუნებს. -გეყოფა გთხოვ დავიღალე ასეც კარგია. ვთქვი წუწუნით და მდივანზე დავხტი. ისიც გვერდით მომიჯდა და თვალები დახუჭა. ანა ჩემზე ხუთი წლით უფროსია და გათხოვილია, მასთან სტუმრად ჩამოვედი ქობულეთში. -ქეთი... დამიძახა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ. -გისმენ. ვუპასუხე ისე რომ თვალები არ გამიხელია, საშინლად ცხელა იმედია დღეს სადმე გავალთ საღამოს. -ხვალ ბათუმში ვარ დაპატიჟებული დაქალთან დაბადების დღე აქვს, წამოხვალ? მკითხა ანამ. -მე რა მინდა შენს დაქალთან? წადი სახლში დავრჩები არაა პრობლემა. -სახლში როგორ დაგტოვო, წამოდი და მალე წამოვიდეთ უკან. შემომთავაზა მან -ტეხავს, უცხო ადამიანთან როგორ მივიდე? ვკითხე იმ იმედით რომ თავს დავიძვრენდი. ნამდვილად არ მინდა დაუპატიჟებლას ვინმესთან მისვლა მითუმეტეს როცა არავის ვიცნობ, მაგრამ ანა არ მომეშვა და წასვლაზე დავთანხმდი მანაც კმაყოფილმა გამიღიმა. მხოლოდ რამდენიმე წუთი დავისვენეთ, შემდეგ ოთახის მოწყობა განვაგრძეთ საბოლოოდ ანას ყველაფერი მოეწონა და შვებით ამოვისუნთქე. საღამოს ზღვაზე გავედით, ცურვა საშინლად მიყვარს ამიტომ სანამ არ დაბნელდა ზღვიდან არ ამოვსულვარ. მეორე დღეს გვიან ავდექი, შორტი და თეთრი მაისური ჩავიცვი და აბანოში გავედი. ხელპირი დავიბანე, კბილები გავიხეხე და სამზარეულოში შევედი სადაც ანა მეგულებოდა. მისაღებში თემო დავინახე რომელიც პატარა ტასოს ათამაშებდა. -დილამშვიდობისა. მივესალმე თემოს და გადავკოცნე, ის თბილისში იყო და როგორც ჩანს გვიან ჩამოვიდა. ტასო გამოვართვი, ლოყები დავუკოცნე და თამაშ თამაშით შევედით სამზარეულოში. -ჰეი დედიკოო. წრიპინა ხმით მივესალმე ანას რომელიც სუფრას აწყობდა. სკამზე დავჯექი და ტასოს მკლავზე მსუბუქად ვუკბინე რავქნა კბენა საშინლად მიყვარს. -ბათუმში რომელ საათზე მივდივართ? ვკითხე ანას და ბავშვი სამზარეულოში შემოსულ თემოს გადავაბარე მე კი თეფშების გაწყობა დავიწყე. -ოთხი საათისთვის დედაჩემი მოვა და ბავშვს დაიტოვებს, ხუთისთვის იქ ვიქნებით. მიპასუხა ანამ. სუფრა გავაწყვეთ, მე სალათა შევჭამე და მერე ყავა მოვიდუღე, ანა ხან თვითონ ჭამდა კვერცხს ხან ტასოს აჭმევდა ფაფას. შუადღემდე წიგნს ვკითხულობდი, ხან ტასოს ვეთამაშებოდი. ოთხზე მანანა ბიცოლა მოვიდა და ბავშვი მას გადავაბარეთ ჩვენ კი სწრაფად მოვემზადეთ. იქ არავის ვიცნობდი ამიტომ დიდად არ მადარდებდა რას ჩავიცვავდი. შავი ჯინსის შარვალი და მწვანე მაისური ჩავიცვი, თმები უბრალოდ ჩამოვივარცხნე გასვლისას კი თეთრი კედებიც ჩავიცვი. ანას შავი ერთიანი კაბა ეცვა, თემო მანქანაში იჯდა და გველოდებოდა. ანა წინ დაჯდა მე კი უკან დავჯექი და ბათუმში ჩასვლამდე ტელეფონზე თამაშით ვირთობდი თავს. თემომ მანქანა კორპუსის წინ გააჩერა და ჩვენ დაგვტოვა თვითონ კი წავიდა. მეოთხე სართულზე ფეხით ავედით რადგან ლიფტი არ მუშაობდა და კარზე დავაკაკუნეთ. შიგნიდან ხმაური ისმოდა, რამდენიმე წამში კარი გაიღო და ლამაზი გოგო გამოჩნდა რომელსაც ჩვენს დანახვაზე ფართოდ გაეღიმა. -გილოცავ... მხიარულად გადაეხვია ანა მეგობარს და საჩუქრის პარკი ხელში შეაჩეჩა. მასპინძელმა ბინაში შეგვიპატიჟა და მხოლოდ შემდეგ გავეცანი. გოგონას სალომე ერქვა, სუფრასთან მიგვიწვია სადაც უკვე იჯდა ოცამდე ახალგაზრდა. ანას და ვიღაც ბიჭს შორის ჩავეკვეხე და პეპსი დავისხი. თავს უხერხულად ვგრძნობდი და ამის გამო რამდენიმე საათი თითებს ვათამაშებდი. არაფერი მიჭამია, უბრალოდ სადღეგრძელოებს ვუსმენდი. სადღაც ათი საათი იქნებოდა როცა სტუმრების უმეტესობა წავიდა და ოჯახის წევრები და ჩვენ დავრჩით, ამ ღამით აქ ვრჩებოდით. -ჰმმ... ანა შენ არ დაგილოცივარ. ეშმაკურად ჩაიცინა სალომემ და თამადას რომელიც ჯერ კიდევ სუფრის თავში იჯდა და ამ საქმისთვის ზედმეტად ახალგაზრდა მეჩვენა ხელით ანიშნა ღვინო დაუსხიო. მანაც მაშინვე შეავსო ყანწი და ანას გადმოაწოდა. ანამ ზედმეტი ლაპარაკის გარეშე მოკლედ დალოცა სალომე და ყანწი ბოლომდე დაცალა. -შენ არ დალევ? მკითხა ანამ და ყანწი თვითონ შეავსო, ეს ჩემი ბიძაშვილია თუ მტერი? რათქმაუნდა უარი არ მითქვამს ასევე მოკლე წინადადებით დავლოცე სალომე და ყანწი მეც დავლიე. რამდენიმე წუთში ალკოჰოლმა თავისი ქნა, უფრო გავხალისდი და დალევის მუღამზე მოვედი. ნელნელა სმას ისე შევყევით რომ როდის გამოვთვერით ვერც კი გავიგეთ. სალომემ მუსიკები ბოლო ხმაზე ჩართო, მაშინვე ცეკვა დავიწყეთ ყველანი კარგად ვერთობოდით იმდენი ვიცეკვე მეგონა მეორე დღეს განძრევის თავიც აღარ მექნებოდა. ღამის სამი საათი იყო როცა დასაწოლად დავიშალეთ, როგორც კი დავწექი მაშინვე მკვდარივით დამეძინა. მეორე დღეს საწოლიდან თავი ძლივს ავწიე, საათს დავხდედე სამი საათი იყო დაწყილი. ნელა წამოვდექი და ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი, როგორც ჩანს ყველა ადგა. პირველ რიგში სააბაზანოში შევედი და პირი დავიბანე, თმები უბრალოდ გაშლილი დავტოვე და მისაღებში გავედი. ანას მჟავე კიტრი ეჭირა და ჭამდა, მის გვერდით დავჯექი და მხოლოდ ახლა შევნიშნე რომ თამადა ისევ აქ იყო, ალბათ მაშინ მოვიდა როცა მეძინა. -საზამთროს შეჭამ? შემომთავაზა სალომემ, უარის ნიშნად თავი გავაქნიე. -მაღაზიაში ჩავალ. ვთქვი და წამოვდექი, კართან ვიყავი როცა ბოხი ხმა მომესმა. -დამელოდე მეც მოვდივარ. მითხრა თამადამ და კარი გააღო, ჯერ მე გავედი შემდეგ კი თვითონ გამომყვა. კიბეები ისე ჩავიარეთ ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია, როცა სადარბაზოდან გავედით დუმილი მან დაარღვია. -რა გქვია? მკითხა და გამომხედა, ჩემზე საკმაოდ მაღალი იყო ამიტომ ქვემოდან ავხედე. -ქეთი, შენ? -ალექსი. მარკეტში შევედით, მეც არ ვიცოდი ზუსტად რა მინდოდა. -რას ინებებთ? თავაზიანად გვკითხა შუახნის ქალმა. მაცივართან მივედი და შუშის ბოთლის ლუდი ავიღე. ჯიბიდან ფული ამოვიღე რომ გადამეხადა მაგრამ ალექსიმ გამაჩერა. -მე გადავიხდი, თვითონ სიგარეტი იყიდა ფული გადაიხადა და მარკეტიდან გამოვედით. -მადლობა. ვთქვი და ბოთლზე თავის მოხსნა ვცადე მაგრამ უშედეგოდ. ბოთლი გამომართვა და ხელის მარტივი მოძრაობით გახსნა. -მეგონა ჩემი დის ყველა მეგობარს ვიცნობდი. მითხრა როცა ლუდი უკან დამიბრუნა, მაშინვე მოვსვი და პახმელიაზე საშინლად მესიამოვნა. ანუ სალომეს ძმა არის, საერთოდ არ გვანან ერთმანეთს. არაფერი მითქვამს სადარბაზოში ისე შევედით, მე წინ მივდიოდი ის კი უკან მომყვებოდა. ლუდი დავლიე: ანა, სალომე, ალექსი და ვიღაც გოგო ჯოკრის სათამაშოდ დასხდნენ. მე იქვე მდივანზე დავჯექი და ტელეფონზე თამაში დავიწყე, ხანდახან მათი შეძახილები ყურადღებას მიფანტავდა და ვაგებდი მაგრამ მაშინვე ახალ ხელს ვიწყებდი. საღამოს ისევ დალევა დაიწყეს, მე ცოტა დავლიე ის გოგო რომელიც მეზობელი აღმოჩნდა ალექსს ეფლირტავებოდა რაზეც გოგოები ჩუმად ვიცინოდით. მეორე ღამეც აქ დავრჩით, დედაჩემმა გვიან დამირეკა, ვუთხარი სადაც ვიყავი ცოტახანს ველაპარაკე და დავემშვიდობე. ადრე დავწექი რადგან საშინლად მეძინებოდა. დილით თემომ მოგვაკითხა, ყველას დავემშვიდობეთ და მანქანაში ჩავჯექით კიდევ ერთხელ დავუქნიეთ ხელი მასპინძლებს სანამ თვალს მივეფარებოდით შემდეგ კი უკანა სიდენიაზე გავწექი და მუსიკების მოსმენით ვერთობოდი. ანასთან ერთი კვირა დავრჩი, მასთან კარგად ვერთობოდი დღე ზღვაზე დავდიოდით ღამე კი სადმე კაფეში დავჯდებოდით და ნაყინებს მივირთმევდით, ხან ბულვარში ვსეირნობდით. ერთი კვირის შემდეგ ბარგი ჩავალაგე და თბილისში დავბრუნდი. პირველ რიგში ყველას მოგესალმებით. ამ საიტზე ახლახანს დავრეგისტრირდი. ეს ჩემი პირველი მოთხრობაა რომელსაც აქ დავდებ. არასდროს მიფიქრია რამე დამეწერა მაგრამ ასე მოხდა და მე ვწერ მთელი გულით. ეს ისტორია არის ნაწილობრივ რეალურ ამბავზე, შემიფასეთ და მითხარით ღირს თუ არა გაგრძელება. კრიტიკაც არ დაიშუროთ შენიშვნებს მივიღებ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.