შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა რომელმაც მოიკლა თავი?


6-10-2015, 15:01
ავტორი ინნა
ნანახია 1 737

ეს ისტორია გოგოზეა, რომელმაც თავი მოიკლა, იმიტომ რომ არავის ჭირდებოდა, იმიტომ რომ თვითონ ჩათვალე ეგრე, იმიტომ
რომ მარტო იყო.
ხანდახან როცა ყველაფერი კარგად არის და თითქოს ბედნიერი ხარ, რაღაც მაინც გაკლია, ალბათ იმიტომ რომ ადამიანების უმრავლესობა დაუკმაყოფილებელია, თუმცა ეს მის შემთხვევაში ეგრე არ ყოფილა.
არ არის საჭირო იყო მდიდარი, განათლებული და ყველაფერი ისე ხდებოდეს როგორც გინდა. მის ნაირ გოგოებს ისიც აკმაყოფილებდთ, რომ უბრალოდ იმათთან იყვნენ ვინც უვართ. ხოდა ეს ეგრე იყო იმ გოგოსთანაც, მაგრამ ცხოვრება როდია გულკეთილი.
ის აღარ ელოდებოდა სიკეთეს ან სიყვარულს, გახდა ისეთი როგორებისაც ადრე ეშინოდა. უბრალოდ დაივიწყა სიტყვა "ბედნიერება" და აგრეთვე იმდენად შეეჩვია უიღბლობას და იმედ გაცრუებას რომ ყოველ ცუდ ამბავს ზედმეტად გულგრილად ხვდებოდა ეს კი უფრო აშინებდა.
რთულია ისეთი ადამიამების პოვნა, ვინც ყოველთვის გაგიგებს და გვერდშო დაგიდება. ზოგი ადამიანი ამას მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს და როდესაც გონია რომ იპოვა, მაშინ გალატობენ. იმ გოგოს კი ისეთი ადამიანები ყავდა, თან საკმარისი იმისთვის რომ თავი უსაფრთხოდ და კარგად ეგრძნო.
მარტოობაზე ან სიშორეზე რამე გსმენიათ? ვერც წარმოიდგენთ იმას რასაც ის გოგო განიცდიდა. სიშორე ყველაფერს ანადგურებს. გიქმნის შთაბეჭდილებას რომ ყველაფერი გაქრება, შენსავით. ეს ყველაზე დიდი სასჯელია მან არვიცი, დაიმსახურა?
ყოველთვის ამბობენ და ამბობდნენ რომ ოჯახის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ იცით რა? მას ბევრჯერ შეუცვლია და ბოლოს ჩათვალა რომ აღარ ჭირდებოდა და ის ადამიანები მიიღო ოჯახად, რომლებაც გადაატანინეს სწორედ უოჯახობა.
იმასაც ამბობენ რომ ყველაფერს აქვს გამოსავალი და ყველა პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი, მაგრამ იმ გოგომ ისიც გაიგო რომ ყველაფერი ეს ტყუილია და გაიგო სხვა ტყუილი და კიდევ ერთი ტყუილი და კიდევ ერთი , ხოდა რაღა დარჩა მართალი თვითონაც ვერ გაეგო.
ადამიანები ყოველდღიურად კარგავენ იმათ ვინც უყვართ, მერე დეპრესიაში ვარდებიან, არ ლაპარაკობენ, ნაკლებს ჭამენ და მოხუცდბივით იქცევიან. თუმცა ამაზე საშინელება იცით რა არის? სულიერი დეპრესია. როდესაც შიგნიდან ხარ მშიერი და რამდენიც არუნდა ჭამო ან იცინო, თავს ვეღარ იგრძნობ ისე. სწორეს იმ საწყალმა გოგომ, რომელიც ისედაც საწყალი იყო დაკარგა ადამიანი. მისთვის არა მხდოლოდ ადამიანი, არამედ განსხვავებული ადამიანი ყველასგან, ალბათ სიშორის გამო. ახლა ხვდებით რა შეუძლია სიშორეს? ხოდა მას ეშინოდა იმდენად, რომ ისეთ რაღაცებს აკეთებდა რაზეც ადრე არ უფიქრია. ეს არამხოლოდ სიამოვნებას ანიჭებდა არამედ ამშვიდებდა. ალბათ იკითხავთ როგორ შეიძლება ცუდმა რაღაცამ სიმშვიდე ან სიამოვნება მოგანიჭოს ხომ არ გაგიჟდიო. ხოდა მანაც ეს გაიფიქრა და კიდევ მეტად შეშინდა და თავისი თავიც აღარ უყვარდა ეგ კი ხომ იცით ყველაზე ცუდის ნიშანია, ხოდა აი კიდევ ერთი რამ, რაც მარტოობამ უქნა.
მას აღარ ეშინოდა ჩხუბის ან ჩუმად ყოფნის, რადგან ადრე ხშირად ეჩხუბებოდნენ უმიზეზოდ ის კი ჩუმად იყო, ხოდა ახლა ის ჩხუბობს უმიზეზოდ და ბოლოს მაინც ჩუმად რჩება. რატომ რჩება მაინც ჩუმად? რადგან სათქმელი აღარაფერია, სიტყვამ ფასი დაკარგა, ფასმა წონა და წონამ აზრი ხოდა ჩუმადაა.
იცით რა არის სასაცილო? ან ირონიულად სასაცილო? როცა ისეთი რაღაცები რაც, ადრე ძალიან გჭირდებოდათ, ახლა ხდება, თუმცა თქვენ უკვე აღარ გაინტერესებთ. მას ეგონა რომ ღმერთი არ არსებობდა და არც სამოთხე ან ჯოჯოხეთი, თუმცა ახლა დაფიქრდა და აზრი შეეცვალა. ფიქრობს, რომ ღმერთი არსებობს და მდიდარი ფანტაზია აქვს, ხუმრობებით სავსე. მას მიაჩნია, რომ ღმერთი მისთვის კომედიის ჭანრს არჩევდა, თუმცა იმდენად გაერთო და იმდენად შეტოპა რომ დრამა გამოუვიდა, საშინელებათას თანმხლებით. ალბათ საბოლოოდ ოსკარს აიღებს. ხოდა დაიღალა ეს გოგო და აიღო დანა რომ გადაეჭრა ვენები, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ხელი უკანკალებდა, ხოდა ავიდა მაღალ შენობაზე რომ გადამხტარიყო, მაგრამ ფეხები უკანკალებდა, ხოდა აიღო ამ გოგომ წამლები და ახლა უნდა გადაყლაპოს, თვალები დახუჭოს და გაქრეს, თუმცა იცით რა? ამ წამს გადაიფიქრა და წამლები გადაყარა, რადგან იმ ადამიანებზე დაფიქრა, რომლებზეც თავიდანვე დაიწო წერა, რომლებმაც არ მიატოვეს და არუნდოდა მასაც მიეტოვებინა. შეიძლება სურდა ეს ისტორია ორიგინალურად, თვიმკვლელობით დაესრულებინა ანუ ნამდვილი დასასრულით, თუმცა არ გამოუვიდა და თანაც რაღაც მხრივ დაამტკიცა, რომ არ არის საჭირო იყო ყოველდღიურად იმ ადამიანთან რომელებიც გიყვარს, მთავარია იცოდე რომ ის სადღაც შორს, შენზე ფიქრობს, დარდობს და უყვარხარ.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

მიგრძვნია, ვერ წარმოიდგენ როგორი ნაცნობი იყო ეს მარტოობის გრძნობა ჩემთვის, თითქოს ყველაფერი ნისლში ეხვევა და არაფერი გაინტერესებს. სულიერი შიმშილობა კი ადამიანს აგიჟებს, აავადებს, სულით ავადმყოფს ხდის და შიგნიდან ჭამს. ისიც გგონია რომ ცხოვრება ფერებს, აზრს კარგავს და შენ ამ სამყაროში დიდი შავი ლაქა ხარ, რომელსაც ყველა ფეხს ზედ აწმინდავს და უვლის.
მიგრძვნია, მერე და როგორ, მაგრამ იმასაც მივხვდი რომ თვითმკვლელობა გამოსავალი ნამდვილად არ არის, რომ უნდა იცხოვრო და დაამტკიცო რომ ღირსი ხარ იცხოვრო ღირსეულად და არა მოკვდე ლაჩრულად, გრძნობებით დატანჯული, რომელსაც სისუსტემ სძლია.
ძალიან კარგი იყო, ემოციებით ამავსო და მომეწონა <3 ნიჭიერი ხარ, ისტორია თუა უნდა გაგრძელდეს ხომ? ^_^ კარგი იქნება ამის გაგრძელებაც და იმედია დაგვდებ პატივს <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent