შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი აზარტული! 9


6-10-2015, 20:08
ავტორი sopiko
ნანახია 3 519

-ხომ გითხარი რომ ეს გოგო იყო ჩვენი იარაღი, ახლა რამე რომ დაემართოს, არ გაცოცხლებ!-ჩამესმოდა აგონიაში მყოფს და არ ვინძრეოდი. არ ვიცოდი ეს ადამიანები რას მერჩოდნენ, ან რომელი დანა ან პისტოლეტი მე ვიყავი, მაგრამ მივხვდი რომ შეწინაამღდეგება კარგს არაფერს მომიტანდა, ამიტომ თავს ვაჩვენებდი მათ, ვითომ ჯერ კიდევ გულწასული ვიყავი. კისერი მეწვოდა, თუმცა კვნესასაც ვერ ვბედავდი.
-რას ფიქრობდი მისი შებმა რომ გინდოდა დევი, რას გამაგებინე?-ისევ იგივე ხმა წვდებოდა ჩემს ყურთასმენას.
-შებმა რა... ისედაც დაბმული არ არის?-ალაპარაკდა ჩემთვის ნაცნობი ბარიტონის მქონე დევი და შიშისგან კანკალი ამივარდა.
-გონს მოდის...-გაუხარდა იმ მეორეს და შემაჯანჯღარა. ის კი არ იცოდა, ავადმყოფს ნაზი მოქცევა რომ სჭირდებოდა.
-მტკივა! ნუ მანჯღრევ!-ისე გამამწარა ტკივილმა, რომ თავი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა ვუღრიალე.
-ამას შეხედე ერთი! კაი კაცო, მართლა ძალიან გტკივა?-ჩემს წინ ჩაიმუხლა დევიმ და თმა მთელი ძალით მომქაჩა. უმწეობის შეგრძნებამ გამაგიჟა, კბილები მთელი ძალით ჩავარჭე თითზე და ლამის ამოვაგლიჯე ის ქონიანი ხორცები. ისეთი საშინელი გემო ჰქონდა, ლამის გული ამერია, მაგრამ გაშვებას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი.
მისმა ძმაკაცმა სახეში გამარტყა და დევიც განთავისუფლდა ჩემი ''კიჭებისგან''. რა მახუმრებდა, რომ მახუმრებდა მაგრამ იმ არანორმალურის ტკივილისგან დაკრეჭილი სახე ბედნიერებას მანიჭებდა. ეხლა განახებ ბედნიერებასო და ჩემკენ რომ გამოექანა, უმალ დამახუჭინა სიფრთხილემ თვალები. ვაი და ამ ჩემი ცისფერი საუნჯესთვის რამე დაეშავებინა, სად მივდიოდი... მტკვარში?
-თავი დაანებე დევი, სანამ ერეკლე მოვა ცოცხალი გვჭირდება.-შეაჩერა თანამზრახველმა.
-ხოდა დროზე დაურეკე გუგა, ჩემს წყობიდან გამოყვანას ეს ერთი ბეწო გოგო ადვილად ახერხებს. მერე მოვუვლი მე ამას!-დაიქადნა დევიმ და გუგამაც ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.
-შენ ნუ ღელავ, მერე შენი იქნება... თუ გინდა კოცნით დაახრჩე, თუ გინდა ხელებით...-ირონიულად ჩაიუღიმა და მერე მე გადმომხედა.
-ახლა შენს პრინცს დავურეკავ.
პრინცსო? თან ჩემს პრინცსო? ამავდროულად ერეკლესო? ... და უეცრად ყველაფერი დალაგდა... მივხვდი ვის გამოც ვიყავი აქ... ვის გამოც გაფუჭდა ჩემი გრანდიოზული ვარცხნილობა... ვის გამო მომდიოდა სისხლი... და ვის გამო საუბრობდნენ ჩემზე ასე უხამსად... ხო, აი იმას კი ვერ მივხვდი, თუ რატომ იყო ერეკლე ჩემი პრინცი. ნუ, მე კი მინდოდა ასე, მაგრამ სად იყო? ხოდა იმაზე მეტად გამიხარდა, ვიდრე თქვენ გგონიათ.
ყოველთვის ვოცნებობდი როგორც ჩემს საყვარელ მელოდრამებში ხდებოდა, ისე გადავარჩინე მეც ჩემს მხსნელს. მის მლავებში გონება დამეკარგა და ა.შ. ვიცოდი რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო მაგრამ როგორც სხვა გოგონები, მეც ვოცნებობდი და რა მექნა? ახლა კი შესაძლებლობა მომეცა ეს ოცნება ამესრულებინა.
-მოგესალმებით ბატონო ერეკლე!-ფიქრებიდან გამომარკვია გუგას ხმამ და შემკრთალმა მივიხედ-მოვიხედე. ჩემი ცნობისმოყვარე მზერა რომ შენიშნა, ტელეფონი მიკროფონზე ჩართო და ახლა მეც შემეძლო ''ბატონი'' ერეკლეს ხმის გაგონება.
-ვინ ხართ? ან ეს დაფარული ნომერი რა ჯანდაბაა?-მომესმა მისი სიტყვები და სკამიდან ადგომა ვცადე. თითქოს ასე შევძლებდი მასთან გაქცევას.
''რა ჯანდაბაა და ლამის მომკლან შენს გამო''-გავიფიქრე და ინტერესიც მივაცქერდი ტელეფონს.
-ნუ ნერვიულობთ ბატონო ერეკლე. მინდა ერთი ადამიანი დაგალაპარაკოთ, ხომ შეიძლება?-ჩაიცინა ბოროტმოქმედმა და მის პასუხს არც დალოდებია, ისე გადმოაწოდა დევის მობილური, მან კი პირთან ახლოს მომიტანა.
-არ მინდა საუბარი!-გავჯიუტდი მე და თავი სხვა მხარეს ვიბრუნე. თხის რქა ვარ ზოდიაქოს მიხედვით და ალბათ ესეც მოქმედებდა ჩემს ხასიათზე.
-ბაია?-აღმოხდა რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ.
-დიახ, ბაია. გამიტაცეს!-მივუგე უდარდელად.
-რას ჰქვია გაგიტაცეს, ვინ ხართ მანდ?-იღრიალა შემზარავად და მეც ადგილზე შევხტი.
-ალბათ უკვე გაიგონეთ თქვენი სანატრელის ხმა, რომლის ხელში ჩაგდებასაც უკვე რამდენიმე დღეა ლამობთ. სამაგიეროდ ჩვენ არ დაგვჭირდა ბევრი შრომა.-მაშინვე გაეპასუხა დევი.
-ვინ ხართ და რა გინდათ?-სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით იკითხა ერეკლემ.
-მე დევი ვარ, ცოტა ხნის წინ კი ჩემი მეგობარი, გუგა გელაპარაკათ. არა მგონია ჩვენმა სახელებმა რამე გითხრათ. უბრლოდ ის საბუთები მომიტანეთ, რომელიც კაზინოს საფრთხეს წარმოადგენს და პრობლემაც მოგვარდება.-პირდაპირ აჯახა ჩემს გვერდით მდგომმა.
-ეს შანტაჟია!
არა! რა უჯიშოა ეს ერეკლე! უთხრეს რომ მე ვარ საფრთხეში და რაღაც საბუთები ენანება. სმენა დავძაბე. ვერ მოგატყუებთ და ძალიან მინდოდა ჩემს გამო ყველაფერი გაეწირა.
-რაც გინდათ ის დაარქვით ბატონო ერეკლე, მთავარია რომ შენ გოგო გინდა, ჩვენ კი საბუთები. ახლა შენ გადაწყვიტე.-ვითომ გათიშვა დააპირა დევიმ, თუმცა ნათლად ჩანდა რომ ეს ერეკლეს დათანხმების ერთ-ერთი ხერხი იყო.
-თანხმა ვარ! სად უნდა მოვიტანო?
მზად იყო! ჩემი გმირი ჩემს გადასარჩენად მოჰქროდა!
-ოოო, თურმე როგორ ყვარებია ჩვენს ბიჭს ბაია, თუმცა რა გითხრა... დასაწუნი მართლაც არაფერი სჭირს.-სარკასტულად აღნიშნა გამტაცებელმა.
მართლაც! დასაწუნი რა მჭირს ვითომ...
-ენა გააჩუმე და მითხარი სად შეგხვდე!-ხმას აუწია დადიანმა.
-დამშვიდდით! წყნარად!-აშკარად მისი მოთმინებიდან გამოყვანას ცდილობდა გუგა.-შეტყობინებას მოგწერთ და თქვენს კითხვებსაც პასუხი გაეცემა.
ერეკლეს აღარაფერი უთქვამს. გაუწყვეტელმა ზუმერმა მიმახვედრა რომ საუბარი დასრულდა და მეც თითქოს სუნთქვა გამიჭირდა.
-გოგო გაიყვანე!-უხეშად მიმართა დევიმ გუგას.
გავოცდი! ვერ გამეგო ვინ იყო უფროსი, ერთი თუ მეორე... ხან გუგა ყვიროდა, ხან დევი.
სწრაფად მტაცა ხელი გუგამ. თოკი, რომლითაც სკამზე ვიყავი მიბმული მაკრატლით გაჭრა და ფეხზე წამომაგდო.
-გამიშვი!-ხელები გავიქნიე, მაგრამ ვერაფერს გავხდი.
-სარდაფში ჩაათრიე!-ჩემმა ქცევამ გააბრაზა დევი და ისიც მიეშველა მეგობარს.
ბნელ ოთახში ჩამათრიეს და მიწაზე მიმაგდეს. საკეტის ჩხაკუნი გავიგონე. ჩამკეტეს. ამ უკუნეთში მხოლოდ მე ვიყავი... უფრო სწორად მე და იქვე მოფხაკუნე ვირთხები თუ თაგვები... ხელის ცეცებით მოვძებნე კიდელი და იქვე ჩავიჩოქე. ხელები მუხლებზე შემოვიჭდე და თვალები დავხუჭე. წარმოვიდგინე რომ ბრმა ვიყავი... ბრმა რომელიც ვერაფერს ხედავდა. არც სმენა მქონდა... მეშინოდა... ახლა კი ნამდვილად მეშინოდა.

.........................................................
ნამდვილად ვერ დავასრულებდი ამ თავში...
ხო, კიდევ ორი თავი დაგვრჩა... ალბათ...
თუ გინდათ რომ შემდეგი ნაწილი ხვალ დავდო... თანაც ისეთი ნაწილი რომ... მოკლედ უნდა დააფიქსიროთ თქვენი შეფასება...
სიყვარულით სოფიკო



№1  offline მოდერი ლილიანა

რათქმაუნდა მინდა სოფ,სად გაწყვიტე მაინც
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline მოდერი sopiko

ლილიანა
რათქმაუნდა მინდა სოფ,სად გაწყვიტე მაინც

ინტრიგანი მე :-D მადლობა რომ კითხულობ ♥

 


№3 სტუმარი darina

კომენტარიes mindoda me, gushindels aqet vfiqrob ra iqneba metqi, chem bichs araferi daushaoo.

 


№4  offline მოდერი sopiko

darina
კომენტარიes mindoda me, gushindels aqet vfiqrob ra iqneba metqi, chem bichs araferi daushaoo.

უკვე შენი ბიჭია? მადლობა ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent