შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწერლის ღამეები(თავი5)


7-10-2015, 00:03
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 553

-რა? რა თქვი ახლა? გაიმეორე-ბრაზი გაერია ხმაში.უნდოდა თავი მოეთოკა,მაგრამ არ შეეძლო და ამას მთელი სხეულითა გრძნობდა,გრძნობდა,რომ არ შეეძლო ტყუილი.იცოდა,რომ გაურკვევლობას ვერ იტანდა.
-მე...უბრალოდ ჩვენ ადრე..მას ვიცნობდი..-წარსულზე გააკეთა აქცენტი და დაქალის აწითლებულ სახეს შეხედა.
-რას ნიშნავს იცნობდი? შევამჩნიე როგორი უხერხული სახით გიყურებდა..რას ქვია?-ვერ ხვდებოდა რატომ აბრაზებდა ასე ეს ყველაფერი.
-გოგო,დაწყნარდი...მოგიყვები თუ გინდა..უბრლაოდ ძალიან მრცხვენოდა..ჩვენ ზაფულში რომანი გვქონდა..იმ ზაფხულს საფრანგეთში რომ იყავი.
-რა? მიმალავდი?-ლამის იყო თვალები გადმოცვენოდა ქალს..-რა მიმალავდი? მე ხომ შენთვის არაფერი დამიმალავს? არასდროს და ....შენ ამით რისი თქმა გინდა?-სახეზე აიფარა ხელები.
-ჰო,უბრალოდ შემრცხვა..
-და თავი უმწეო ჩიტად მოგქონდა..გამოუცდელ ქალისვილად?-გაბრაზებას ვერ მალავდა მირანდა.
-მე მან გული მატკინა..-ცრემლები წასკდა თათიას..-უბრალოდ არ შემეძლო ამაზე საუბარი.
-თუ გინდა ყველაფერს მოგიყვები..
-მე მხოლოდ ერთი რამ მინდა..გაეთრია..-გაგიჟებული ქალი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა...-გაეთრიე!-გაიმეორა და სკამის კიდეზე ჩამოჯდა..-ძუკნა!-თავი მარტო დაიგულა თუ არა,ცრემლებს გასაქანი მისცა და ლოგინზე პირაღმა დაეშვა..
„არ მჯერა..“-სასოწარკვეთილი უყურებდა ჭერს და თავს ყველაზე უმწეოდ გრძნობდა..“ახლა ვისთან მივიდე? ახლა ვისთან ვნახავ შვებას?“-ეკითხებოდა საკუთარ თავს და ხელებს თმებსი იჩრიდა..
ისევ ხედავდა ნაცნობ ოთახს და ახსენდებოდა ის დღე,როცა სიბნელიდან გამოვიდა...და დღე,რომლის მერე მუდამ გაურკვევლობაში ცხოვრობდა..დღესაც იმავეს გრძნობდა..ვაკუუმსა და უგრძნობ სამყაროს დაეტყვევებინა მირანდა..“რატომ მოხდა ასე?“-საკუთარ თავს ეკითხებოდა და ისევ ის კოცნა უდგებოდა თვალწინ.გრძნობდა,რომ იოვანესთან სულ სხვა იყო.იმისდა მიუხედავად,რომ თითქმის არ იცნობდა,მაინც რაღაცას აუღწერელი სიამოვნება ეუფლებოდა,როცა მასთან იყო.გრძნობდა,რომ თავი მსგავსად არასდროს ეგრძნო.მაგრამ თათიას ამბის მერე,ეშინოდა..არ უნდოდა დაქალის ყოფილთან ურთიერთობა ჰქონოდა,მისი ნახვისაც კი ეშინოდა..არ უნდოდა..ეს მისთვის შეუძლებელი იყო..
„ხელოვანთან ურთიერთობა არასდროს მქონია..“-გაახსენდა როგორ ნატრობდა მის მსგავსთან ურთიერთობას.გაეგონა,რომ მხატვრები განსხვავებულად კოცნიდნენ..ფიქრობდა,რომ ისინი შეშლილნი იყვნენ,მაგრამ ეს მას არ აშინებდა.მის ძლიერ არსებას აინტერესედა ახალი და დაუპყრობელი ვნების ჯაჭვი..რომელიც ჯერ არ განეცადა.გრძნობდა,რომ იოვენასთან მეტი უნდოდა,მაგრამ თავს მაინც არ უტყდებოდა.
„არა..ჩუ...“-გაახსენდა,რომ მომდევნო დღისთვის მოსამზადებელი ჰქონდა.ხალისი კი არ ჰქონდა.ახლა ვერც ერთ დაქალს შეეხმიანებოდა.თიკოსა და ანასთან ხომ მხოლოდ თათია აკავშირებდა,მის გარეშე კი ეს სამეული ერთმანეთისთვის სულ უცხო იყო..

-გამარჯობა,ლამაზო..წინაპრაქტიკულსვერდავესწარი და ვერც..-მორაგბე სტუდენტი დახვდა აუდიტორიაში და გაეცინა.
-ასე ადრე?-თვალები დაჭყიტა და ნივთები მაგიდაზე მოათავსა..-შენ ხომ სულაგვიანებ? და ისიც როცა მოდიხარ..-დასძინა და მაღალი აღნაგობის ყმაწვილს თვალი გაუსწორა.
-ვერ გავიგე..-ბიჭი თავისას მიაწვა..
-მე კერძოდ არავის ვამეცადინებ..-მკვახედ უპასუხა.ახლა მართლა არავის თავი ჰქონდა.
-იქნებ დამეხმაროთ..-თვალები დაძაბა სტუდენტმა და ქალს გაუღიმა.ის ხომ ყველას ეფლირტავება,ეს სიამოვნებას მანიჭებსო.
-„თ“-ს ნუ ტოვებ-მკაცრად უპასუხა მირანდამ და სკამზე ჩამოჯდა.
-კარგით..-გაუღიმა და მის წინ არსებულ სკმაზე დაჯდა...-არადა იმედი მქონდა,რომ..
-ძალოიან ზედმეტბი მოგდის..-ლამის იყო ეყვირა.ნერვები სულ გაქცეოდა და აღარ იცოდა სიმშვიდე სად ეპოვნა..
-კარგით..-მიხვდა,რომ ვერ დაიტანხმებდა ქალს და უკან დაიხია..-საღამოს რას აკეთებთ?
-რა ტუტუცი ხარ!-გადაიხარხარა ქალმა და ოდნავ ხასიათზე მოვიდა კიდეც..-ამდენი ფლირტით არ დაირალე?
-რა ნაპერწკლებია..
-ბექაა..-ხმას აუწია ქალმა,მაგრამ გაბრაზების გარეშე.
-მირანდა..ტუტუცი ვარ ვიცი,მაგრამ უბრალოდ..
-ისე კი სადმე გავიდეთ..ძალიან ცუდად ვარ და ამით სარგებლობ,მაგრამ იყოს..-გაუღიმა ბექას და ანიშნა,დაჯექიო.ბიჭმა კმაყოფილმა შეხედა და ადგილისკენ წავიდა.

-გამიხარდა,რომ დამთანხმდი..-ახლომდებარე კაფეში დასხდნენ და საუბარი გააბეს.
-ჰო,თავისუფალი ადამიანი ვარ..-ირონიით უპასუხა მირანდამ..ახლა ისე ცუდად ვარ,რომ მათხოვარსაც გავყვებოდი სადმე..-ირონიით თქვა და ყავა მოსვა.
-ოჰ,არ მჯერა..-ბიჭმა კმაყოფილად წამოიძახა.
-რა არ გჯერა? ჩემს საყვარელ დაქალზე ვარ გაგიჟებული..შენ რას გაიგებ..-საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდა ქალი.ვერ ხვდებოდა რატომ უშლიდა მის წინ მჯდომს გულს,მას ხომ მუდამ ლაწირაკად მიიჩნევდა.
-ეგ არაფერი..-იხტიბარი არ გაიტეხა ბექამ და თვალებით ფლირტი განაგრძო.
-საშინლად ვარ და ნუ ხუმრობ გთხოვ..-თვალი გაუსწორა მის წინ მყოფ მხტუნვარე ცისფერ თვალებს.
-მირანდა,საშინლად მიზიდავ..-თავისი განაგრძნო პირდაპირ.
-ჰჰაჰაჰა...ჩემთან არაფერი გამოგივა და არც ელოდო..-ბიჭის გამბედაობით გაკვირვებულმა უპასუხა.
-ჰო,ასეთი ვარ...პირდაპირი და თქვენს გამო გითხარით,მეცადინეობაზე..
-არ გეშინია ნიშანს რომ არ დაგიწერ?-უჩვეულოდ ასწია წარბი დასხვა გამომეტყველებით შეხედა ბიჭს.
-არა,მიხარია,რომ დამთანხმდი..
-ეიფორიავ..-ქალმა ჩაიცინა და გამხიარულებულ გულზე განაგრძო საუბარი.
-აბა,აბა..

მეორე დილას უკეთეს ხასიათზე იყო.გრძნობდა,რომ ახალი მეგობრის შეძებამ მასზე კარგად იმოქმედა.სხვასთან არავისთან მიესვლებოდა და კიდევ კარგ დროს გამოუჩნდა ბექა.
-შვებულებას გილოცავ., არდადდეგებს..-ჩაასწორა მისმა კოლეგამ და გადაეხვია.
-მეც გილოცავ..-გაუღიმა პასუხად და ბექა შენიშნა.
-მე არ მომილოცავ..-თვალები დაძაბა ბიჭმა.
-შენ სულ ასე გემართება-გაუღიმა სტუდენტს დაკარებისკენ წავიდა.
-მეც არ მაწყენდა მეგობარი..-ქალის სუსტ წერტილს მიაგნო.
-ჰაჰაჰა..ალხა უნდა წავიდე..ჩემი ნომერი იცი-თვალი ჩაუკრა და მანქანისკენ წავიდა.
სახლში მისულმა ფანჯრები გამოაღო,მაგრამ მაინც საშინლად ეხუთებოდა ჰაერი,კონდიციონერი უფრო მაღალზე დააყენა და დივანზე დაეშვა.ტანსაცმელი სულს უხუთავდა,როგორ არ უნდოდა ასეთ მდგომარეობაში ყოფნა.ყველაფერი სისაძაგლედ ეჩევენოდა,რომანის გაგრძელება თუ მოჰგვრიდა სიმშვიდეს,მუხლებზე დაიდო ლეპტოპი და თითები აათამაშა.“ახლა დასრულდება და ვსო“-ამოისუნთქვა და პერანგი ბოლომდე გაიხსნა,შემდეგ გვერდზე დადო და ჩაიღიმა.
-ცხოვრება გრძელდებდა,არა?-საკუთარ პერსონაჟს დაუწყო საუბარი ქალმა-არა,არა და არა!

დილას ვიღაცამ კინაღამ კარები შეუნგრია.ლოგინიდან ხალათგადაუცმელი წამოხტა და ჭრილში გაიხედა.აჩიკოს დანახვაზე ლამის იყო კივილი დაეწყო,მაგრამ შემდეგ გაახსენდა მისი გაჭირვება და თავი დაიწყნარა.
-კაი,წამოვალ,ოღონდ მალე უნდა დასრულდეს..-ღამით საერთოდ არ სძინებია.როგორც იქნა საბოლოოდ დაუსვა რომანს წერტილი და აფორიაქებული იყო.ასევე ისიც ახარებდა,რომ დიდი ხანია შიგნით არ შეიხედავდა.მთელი ზაფხული უნდა დაესვენა,არც სამუშაო და არც მუზა.საკუთარ თავს კატეგორიულად გამოუცხადა,რომ „ვორდის“ ფაილს არ გამოიყენებდა.
მხიარულად ჩაუხტა მანქანაში აჩიკოს და სახე გაუნათდა.ფიქრობდა,რომ ეს უკანასკენლი გაჟინთვა იყო..ზაფხულში სამოგზაუროდ წავიდოდა.მის გეგმებში ყველაფერი ლამაზი იყო.
„ასეთი ოპტიმიზმი როდის გავხდი?“-ჰკითხა საკუთარ თავს და მომჩივართა მხარეს ნაცნობი სახე შენიშნა,ეს ბექა იყო.ბიჭი ანერვიულებული უყურებდა გვერდით მჯდომს.მის გვერდით ხომ დაზარარებული იჯდა.შუა ხნის ქალი ცოფებს ყრია.“ესღა მაკლდა“-ოფლმა დაასხა ქალს და ხელები ნერვიულად აათამაშა.
-ნწ..-შეხედა გვერდით მჯდომს ბექამ,რომელსაც გამომეტყველება წამიერად შეეცვალა.
-მირანდა ნუცუბიძე-გაიგონა საკუთარი სახელი და საშიშ ზონისკენ გასწია.
-თქვენ თვითმხილველი ხართ?-დაიწყო გამოკითხვა,რამაც ქალს გუნება გაუფუჭა.
საღამო იქნებოდა,როცა პროცესი დასრულებულად გამოაცხადეს.აჩიკო ხასიათზე ვერ იყო.
-აბა,რას ელოდი? ჯარიმაა,მეტი ხომ არაფერი?-მირანდა უკვე სულ სხვაგან იყო,რაღაც საშინლად მწარე სამყაროში,რომელსაც სახელს თავადაც კი ვერ უგონებდა.
-„დაიკიდე“-კარებისკენ წავიდა აჩიკო-ანუ მეტჯერ ვეღარ შევხვდებით?-გასვლისას ჰკითხა ქალს და სახე უკმაყოფილოდ შეესმუშნა.
-არა!-კატეგორიულად განუცხადა მირანდამ.
-ამას ვის ვხედავ.როგორი თვითდაჯერებული იყავი..-ღიმილიანი სახით გაემართა მისკენ ბექა.
-ახლა არ გინდა..-კარებისკენ წავიდა და ახლოს დაყენებულ მანქანაში ჩაჯდა.

-გოგონებო,რა სისულელე ჩავიდინე..არც თქვენ გეუბნებოდით..-ისევ ოხრავდა თათია და დაქალებს თვალს ვერ უსწორებდა.
-ჩვენ გაპატიეთ..მასაც დრო სჭირდება..-ანამ დამაჯარებლად შეხედა დაქალს და პატარა კალთასი ჩაისვა..-ასე არაა?
-არ ვიცი,არ ვიცი..თქვენთანაც აღარ აქვს კონტაქტი.ის ხომ სულ ასეთი იყო.თუ რამე ეწყინა,მერე ვსო..
-ღმერთო,ახლა როგორ უჭირს,ალბათ-თიკომ სახე შეიცვალა და ხელში კალამი უხერხულად აათამაშა.
-კარგი,დაწყნარდი..-თათიამ ოპტიმისტურად გადახედა დაქალებს.
-იქნებ დაელაპარაკო..-ანამ თიკოს გადახედა და თვალი ჩაუკრა.

-მირანდა..-კიბეებზე ჩადიოდა,როცა მომღიმარი იოვანე დაინახა.
-აჰ,არ გელოდი..-გაუღიმა მამაკაცს,რომლის ტუჩებსაც აფორიაქება ეტყობოდა.
-მუზა დამაკლდა..დასასრულმა ამაფორიაქა ასევე..-განუმარტა ქალს და დაუკითხავად შემოხვია ხელები..წელი ოდნავ გასწია მეორე მხარეს მირანდამ და მამაკაცს თვალებში ჩახედა.
-თათიაზე გავიდა..
-მართლა?-ამ თემაზე ზედმეტი არაფერი უთქვამს იოვანეს.კითხვებს თავს არიდებდა,პასუხების მაგიერ მირანდას ტუცებს უკოცნიდა და კისერსაც ეხებოდა გაცხელებული ბაგეებით.
-წარსული ყველას აქვს..-შეეცადა დაემშვიდებინა ქალი.
-ოჰ,კარგი..აღარ გვინდა,მაგრამ თათია მომენატრა..მგონი,გადამიარა ბრაზმა..-გაუღიმა მამაკაცს და თავიი მხარზე მიადო..-მოდი შენს სამხატვროში წავიდეთ.
-სიამოვნებით-მანქანისკენ უბიძგა ქალს.გზაში მირანდა კითხვებს უსვამდა.საინტერესო რამეებიც გაიგო.თურმე ბოჰემური ცხვრების მოყვარული ყოფილა იოვანე,ასევე მოგზაურობს..პირადულ თემებზე არ საუბრობს და ამჯერად სრულიად თავისუფალია.
-აუ,როგორ მიხარია,რომ საბოლოო წერტილი დავსვი..-მანქანიდან გადმოსვლისას გაუღიმა იოვანეს.
იმ დღეს მთელი დღე მასთან დაჰყო.ხელოვნებაზე საუბრიდან სხვა რამეებზეც გადადიოდნენ,იცინეს და იხალისეს.მირანდამ თავს უკეთ გრძნობდა.იცოდა,რომ ცხოვრების ძალა ისევ უბრუნდებოდა.ამას მამაკაცის თვალებში ხედავდა.
-და იცი მერე რა მოხდა?-დიდ ენთუზიაზმს ამჟღავნებდა საუბარში მირანდა.
-რა და უბრალოდ წავიდა..-საქმროზე ხარხარებდა..-ისე ცუდად ვიყავი,რომ...მაგრამ ახლა ვცხოვრობ...გრძელდება ცხოვრება,არა?-მხატვარმა ქალის თავი მხარზე ჩამოიდო.
-მოდი სამხატვროდან წავიდეთ..-მის სახლში მიიყვანა.აქაც ყველაფერი სურათებით ჰქონდა სავსე.-უცხოეთშიც ვმოღვაწეობ..ზოგჯერ-გაუღიმა ქალს და მეორე ოთახში გაიყვანა.
-მშობლებზე არაფერი გითქვამს?-ცნობისმოყვარედ შეხედა მირანდამ.
-ბავშვობისას დავკარგე დედა..სიმსივნე ჰქონდა და მამა არც არასდროს მყოლია..-წუხილით ცაილაპარაკა,ქალსაც არაფერი უკითხავს.
-მირანდა...-ხელის ერთი ტრიალით შეაბრუნა ნახატისკენ...
-ეს ხომ ვნახე..ის ქალი,რომელზეც საუბვარი არ გინდოდა...მე ეს შევნიშნე..
-ამ ქალმა მიმატოვა..ჩემი საცოლე იყო..-დანანებით ჩაილაპარაკა და სახე მაშინვე ეცვალა.
-შენი საცოლე? ვწუხვარ..
-არაფერია...ეს დიდი ხნის წინ იყო..მაშინ შენხელა ვიყავი..ახლა კი 32 წლის გავხდები და...და შეხედე რა ხდება ჩემს გარშემო?
-არ გინდა...-ქალმა თვალებში შეხედა,სწორედ იმ მზერით,რომელიც თანათგრძნობას ასხივებდა.
-მას მერე არავინ მყვარებია...
-თათია?-მხრები აიჩეჩა მირანდამ.
-მეგონა მიყვარდა..იმ ზაფხულს და მერე..ვწუხვარ..
-მე..უნდა წავიდე..-კარები თავისით გააღო და ქუჩაში გავიდა.
__
ველი შეფასებებს,ჩემო ტკბილებო.



№1  offline წევრი nigita

მაგარი თავი იყო მაგრამ პატარა ^_^

 


№2  offline წევრი lamazi gogona

Au sad damaintrige maledaddera<333

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

nigita
მაგარი თავი იყო მაგრამ პატარა ^_^

lamazi gogona
Au sad damaintrige maledaddera<333

love

 


№4 სტუმარი nuccaa

აუ ძააან დამაინტერესე მომზონს სასწაულად ველი მომდევნოს <3

 


აუ მალე დადე რა ზაან მომწონს

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

nuccaa
აუ ძააან დამაინტერესე მომზონს სასწაულად ველი მომდევნოს <3

შეყვარებული გოგონა
აუ მალე დადე რა ზაან მომწონს

love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent