შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაჩუქე სიყვარული (4)


7-10-2015, 00:06
ავტორი Dikunadiko
ნანახია 4 662

-როგორ დამღალა ალექსანდრემ რა. მართლაც რომ დაღლილმა ამოილაპარაკა და სკამზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და რამოდენიმე წუთი ასე იჯდა, მერე წამოდგა და ზანტი ნაბიჯებით ჩემს საწოლთან ჩამოჯდა.
-რატომ არ მჯერა რომ ეს შენ გააკეთე? ღრმად ამოიხვნეშა და ხელი წელზე დამისვა.
ამდენი დღის განმავლობაში , ამ სიტყვებმა თითქოს რეალობას დამაბრუნა, მომასულიერა, ანუ იყო ადამიანი ვისაც ჩემი სიმართლის ჯეროდა? და მზად იყო ჩემთან ერთად ებრძოლა რომ ეს სიმართლე დაგვემტკიცებინა?თავი მორიგ ლამაზ სიზმარში მეგონა, მეგონა რომ ახლა გამოვიღვიძებდი და ისევ ცარიელი საკანი დამხვდებოდა, ისევ სიცარიელე და სიმარტოვე, უაზროდ წამოსროლილი ბრალდებები, თუმცა რაც ხდებოდა ყველაფერი სინამდვილე იყო.
-ნონა, ნონა ისაევი.შენი ადვოკატი. ხელი გამომიწოდა გაცნობის ნიშნად, იმდენად დაბნეული ვიყავი არვიცოდი რამექნა.
-დღეს მოგიწევს აფსოლიტურად ყველაფრის გახსენება და მოყოლა, ყოველი წვრილმანი დაგვეხმარება რომ დავამტკიცოთ შენი უდანაშაულობა!
-არავის არ სჯერა ჩემი, თქვენ.. თქვენ რატომ ფიქრობთ რომ მე უდანაშაულო ვარ? სინანულის თვალებით შევხედე და ამღვრეულს ისევ ამიტყდა ტირილი.
-ჩუუ.. არგინდა საყვარელო, არ იტირო. იყავი ძლიერი, დაამტკიცე რომ ხარ ძლიერი, შენ უნდა დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, არა იმათთვის ვისაც შენი არ სჯერა, არამედ იმისთვის რომ სამართალმა იზეიმოს, რომ ნამდვილი მკვლელები აღმოჩნდნენ აქ, შენს მაგივრად! იმდენად დამარწმუნებლად ლაპარაკობდა რომ იმედი მეც ჩამესახა..
-სულ თავიდან დაიწყე, გისმენ.
ერთამენთის პირისპირ ვიჯექით, და დავიწყე ყველაფრის თავიდან მოყოლა, საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო და ღრმად ჩაგვითრია, მე დდა გუგა
-იმ ღამეს მე და გუგა კინოდან გამოვდიოდით, ავტოსადგომზე ვიღაცეები დაგვხვდნენ იარაღებით, მანქანაში ჩაგვსვეს და გარუკვეველი მიმართულებით წაგვიყვანეს..
მოვუყევიი ყველაფერი თითოეული დეტალი რაც კი მახსოვდა, რაც კი ვიცოდი.
-მაგრამ, ქალბატონო ნონა, ერთ რამეს უნდა შემპირდეთ.
მოყოლა რომ დავასრულე, ხელები ჩემსაში მოოვიქციე და მუდარის თვალებით შევხედე
-რაც ბატონ გიაზე მოგიყევით, გუგას მამაზე, გთხოვთ არ მინდა საქმეში გამოიყენოთ, დარწმუნებული ვარ, გუგა რომ ცოცხალი იყოს .. იისიც სწორედ ასე მოიქცეოდა
-კი მაგრამ ელენე.. აღშფოთება შეეტყო ხმაში..-ეს ერთადერთი კოზირია, რითიც შენს დახსნას შევძლებთ..
-ვიცი მაგრამ .. სხვაგვარად ვერ მოვიქცევი, დამპირდით, ქალბატონო ნონა, დამპირდით რომ არ გამოიყენებთ ამ ფაქტებს.. მუდარის ნოტები გავურიე ხმაში
-ძნელია, ვიცოდე სიმართლე და ხმას არ ვიღებდე? ელენე, ეს გიშველის შენ რომ სულ მალე დატოვო აქაურპბა, იცი რას გაბრალებენ? ელენე? იცი ? ნელ ნელა ტონს უწევდა და მღელვარება იმატებდა
-უაზრო და მოტლიკინე მეზობლების მონაყოლი საქმეს დაურთეს, ესე ამბობენ რომ თქვენი უშვილობის ნიადაგზე, ხშირად ჩხუბობდით, გუგა უშვილო იყო, ერთ დღეს სხვასთან გიღალატა და ვერ გაუძელი , მოკალი...
ცოტახანს მიყურა , მიხვდა რომ ვერ გადამათქმევინებდა.
-კარგი როგორც გინდა, ამოიხვნეშა და თავი დახარა
-და კიდევ ერთი რამ, ცოტა მეუხერხულა, პირველივე დღეს ამდენი ხვეწნა მუდარა..
-მინდა ჩემი ქმრის დასაფლავებას დავესწრო... რამოდენიმე სიტყვა ძლივს ამოვიბლუყუნე, ამასობაში, საკანში გამომძიებელი ალექსანდრეც შემოვიდა
-დაამთავრე ნონა? დაკითხვაზე უნდა გავიყვანო.
-არ დამიმთავრებია, კიდევ რამოდენიმე საკითხვი გვაქვს გასარკვევი. გაჯიუტდა ადვოკატი
-ხომ იცი, უასო ადვოკატებს არ აქვთ უფლება შეზგუდულ დროზე მეტს დარჩნენ ბრალდებულთან.
-უფასო? მხოლოდ ახლა ამოვიღე ხმა.
-ქალბატონო ნონა, მე. მე მეგონა რომ ჩემი ანგარიშიდან გიხდიდნენ ფულს.
-შენი ანგარიშიდან? სწორედ ამის გარკვევა მინდოდა ელენე.
ოთახში ანერვიულებულმა დაიწყო ბოლთას ცემა, ალექსანდრე კედელს მიყუდებული თვალბდაჭუტული გვიყურებდა
-შენ აღარაფერი გაგაჩნია, შენი ბიუჯეტი, შენი ქმრის ბიუჯეტი, თქვენი ბინა, აგარაკი ქალაქგარეთ, შენი და შენი ქმრის მანქანები, შენი ქმრის სიკვდილიდან ერთი დღის წინ აფსოლიტურად ყველაფერი იქნა გადაფორმებული ვინმე გიორგი ნებიერიძეზე.
ალექსანდრეს მზერაზე დაეტყო რომ არ იცოდა ეს ყველაფერი, და უფრო ცაღრმავებულად უყურებდა ადვოკატ, რომელიც ჩემზე მეტადაც კი ნერვიულობდა
-და ამის მერე გინდა ისევ მთხოვო რომ, .. მერე ალექსანდრეს გახედა და წინადადება გაწყვიტა.. რომ შევასრულო რაც მთხოვე? დარწმუნებული ხარ ელენე რომ შევძლებ ამყველაფრის გარეშე შენს აქედან გამოყვანას?
-რის გარეშე? ახლაღა ამოიღო ხმა ალექსანდრემ, ნონამ გამომცდელი მზერით შემომხედა, გამომძიებლის შეუმჩნევლად ნელა გადავაქნიე თავი, ნონამ გაბრაზებულმა აიღო ჩანთა და სიტყვის უთქმელად გავიდა საკნიდან.
-რაზე ლაპარაკობდა ნონა? ნელ ნელა ჩემსკენ წამოვიდა. დავიბენი და ფეხზე წამოვდექი, არვიცოდი რა მეთქვა
-მინდა გუგას დასაფლავებას დავესწრო. თავი ავარიდე მის კითხვას, მიხვდა რომ არ ვუპასუხებდი და აღარც ჩამძიებია.
-1 საათშია დასაფლავება. უკვე სულ ახლოს იდგა ჩემთან
-გთხოვ, მომეცი ნება გამოვემშვიდობო. ხელი გულზე მივადე, არც კი ვიცი რატომ, უბრალოდ ასე ჩავთვალე საჭიროდ.
-წამოდი. წამით მასში რაღაც შეიიცვალა, ხელი ჩამკიდა და გამიყვანა, კარებთან მეორე პოლიციელმა გამაჩერა.
-უჩა ბორკილები მომე. გადაულაპარაკა მეგობარს.იმანაც არ დააყოვნა
-ხომ იცი "იმათ" დაუკითხავად არ შეიძლება გაყვანა, სიტყვა "იმათ"ზე თითი მაღლა აიშვირა. გამომძიებელს არც მოუსმენია, ბორკილები ხელებზე დამადო და სწრაფი ნაბიჯით გავედით განყოფილებიდან.
გარეთ მოღრუბლულიყო, სასაფლაოს გზაზე დავინახე როგორ დაიწყო წვიმა, წინწკლები ნელა ეხათქებოდნენ მანქანის მინას და უსასრულობაში იღვრებოდნენ, ალექსანდრემ მანქანა მოშორებით გააჩერა
-არამგონია ესიამოვნოთ შენი დანახვა. ცალი ხელით შემაჩერა
შორიდან ვუყურებდი როგორ ასაფლავებდნენ ჩემს ქმარს,თიტქმის ყველას იქ მოეყარა თავი, ყველა ცრემლად იღვრებოდა. თავი მინას მივადე და კიდევ ერთხელ, საბოლოოდ მივეცი თავს უფლება დავცლილიყავი ცრემლებისაგან.
ტკივილი ყელში ბურთულასავით გამჩხეროდა და სუნთქვაში ხელს მიშლიდა, ამ უსამართოლბას , გავეძვალტყავებინე უკვე. როგორც სხეული ისეც სული მტკიოდა, თვალების ქუთუთოები დამმძიმებოდა, უძილობისა და ტირილისგან თვალებს ქვეშ შავი უპეები დამჩნეოდა, ჩემს მუდამ სისხლისფერ ტუჩებსაც დაეკარგათ უწინდებური ღაჟღაჟა ფერი..
-არასდროს წარმომედგინა რომ გულში ჩაუკრელად აგიშვებდი სადმე.. ამოვილუღლუღე და ჩემდა უნებურად გონებას კიდე ერთხელ მივეცი იმის საშუალება რომ რეალობისგან დაესვენა.

----------------
ესეც მეოთხე თავი, ვატყობ არ მოგწონთ ხომ? თქვენი აზრი მ,აინტერესებსს, დამიფიქსირეთ რაა :*



№1  offline წევრი milangirl

საინტერესოა. გააგრძელე აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent