გამორჩეულები-1
ოქროსფერი შემოდგომის ცივი წვიმა აწვიმდა შავი ღრუბლებიდან თბილისს. მეტისმეტი იყო შემოდგომის სიცივეებთან შედარებით ეს სიცივე, ეს ცივი კოკისპირული წვიმა და ეს შავი ღუბელიც, მეტისმეტი იყო! თანაც შემოდგომის ბოლო თვის, ნოემბრის ბოლო რიცხვები როდი ყოფილიყო? დასაწყისი იყო ოქტომბრისა. აქამდე არ მახსოვს ოქტომბრის ასეთი სიცივე, თითქოს თებერვალი ყოფილიყო. ამ სიცივის გადამკიდე თითქოს არემარე ოქროსფერი კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ გადათეთრებული. თითქოს კი არ უნდა ეწვიმა, წვიმის მაგივრად უნდა მოეთოვა ზეცას. ასეთ სიცივეს ასე მოუხდებოდა. ოქტომბერს სიცივე გაჯერებული, მაინც თბილი ნიავი და თბილი წვიმა უხდება და არა ასეთი სიცივე. ხალხიც პირველად ვნახე შუბებში ამ დროს. მეც საკმაოდ მციოდა, მიუხედავად იმისა, რომ "შეფუთული ვიყავი". ყველა მე მიყურებდა. უფროსწორად ჩემს სათვალეს. მე ნერვები მეშლებოდა. მიტყდებოდა. უაზრო ვკომპლედებოდი ამდენი უაზრო მოშტერებული სახის შემხედვარე. *** დედაჩემთან ერთად მეტორში ჩავედი. მეტროს ლოდინის დროს გევრდით გოგოსთანე ერთად მდგომმა ბიჭმა გამაგონა: -აუუუ, როგორ ცხელა ტოო, როგორ აჭერს მზე დღეს, თან ამ მეტროში რა იცის ხოლმე ტოო, განსაკუთრებით. თავი გაშტერებულმა შემოვატრიალე, ცოტახანს სათვალეებს მიღმა ვუყურე მიშტერებულმა და პირდაღებულმა, ჰოო.. ნერვებმოშლილმა რაც მთავარია, შემდეგ კი ჯიბიდან გაყინული ხელები ამოვიღე, თათმანებს და ჯიბეეს ერთადაც რომ ვერ გაეთბოთ, ლენონები ჩამოვწიე და მკვახედ, ხმამაღლა ვუთხარი -ასე უკეთესია?-პასუხი არ გაუცია. ისეთი სახე მიიღო თითქოს დამნაშავედ იგრძნო თავიო.- ასე უფრო კარგია? ასე უფრო ლამაზია? ახლა კმაყოფილი ხარ? დამშვიდდი? დაწყნარდი? - განერვიულებულმა ვუთხარი და თან თვალს არ ვაცილებდი, მიშტერებული ვუყურებდი ჩემი მარჯვენა, ზელიონკიანი, მწავანე, ნაკერებ დადებული, ამოკერილი თვალით. ვუყურებდი და ველოდებოდი მის პასუხს, რომელიც არადა არ გამცა რასაკვირველია, იდგა უხმოდ. მის გვერდით მდგომი გოგონა კი მობილურს ჩაჰყურებდა და რაღაცეებს აკეთებდა, სულ არ ადარდება მის გარეშემო რა ხდებოდა. აი ის კი მიყურებდა და თან მისმენდა. მე კი არ მოვისვენე და განვაგრძე. ამდენი მოშტერებული სახის შემდეგ, მან დამიგვირგვინდა თავის გამოხტომა გამოხმაურებით და ამიტომაც სხვებისგან დაგროვილი ბოღმაც მასზე ამოვიღე. -მე გულთან ახლოს არ მიმიტანია, არ მინერვიულია, არ განმიცდია, არ მიდარდია, ჩემთვის სულ ერთია შენ და შენნაირები რას იფიქრებთ, როგორ მომაშტერდებით და რას მეტყვით, არ მაინტერესებს სავსებით, მაგრამ შესაძლოა ჩემს ადგილას ყოფილიყო სხვა, რომელსაც ჩემს მსგავსად რაღაც დაემალა. უფრო სერიოზული, უფრო მტკივნეული მისთვის და არ არის აუცილებელი ეს მაინდამაინც თვალი ყოფილიყო, მაგალითად შესაძლოა ჰქონოდა პრობლემა ფეხზე და გაგანია ზაფხულში, აგვისტოს თუ ივლისის მხურვალე დღეებში შორტის მაგივრად გრძელი სქელი შარვალი ჩაეცვა მის დასამალად. მასაც ხომ ასე მიაძახებდი არა? ეჭვიც არ მეპარება... ხომ ძალიან ატკენდი არა?! მერე უნდა გენანა, რაც არაფერს აღარ უშველიდა, არც შენში და არც მასში. ამიტომ სანამ რამეს იტყვი კარგად დაფიქრდი, ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი და საერთოდაც ნუ იტყვი იმის შესახებ, რაც პირადად შენ არ გეხება, ნუ ჩაერევი სხვის ცხოვრებაში. ნუ განიკითხავ. შენი საქმე არ არის ვის, სად, რა, როგორ, რანაირა, რატომ უკეთია, აცვია, აქვს. შენ დაჯექი და შენს ცხოვრებაზე იფიქრე. რომც არ მქონოდა თვალზე პრობემა და ისე მკეთებოდა ეს სათვალე მერე შენ რა? ჩემი ცხოვრებაა და როგორც გამისწორდება ისე ვიცხოვრებ, შენ არ უნდა ერეოდე და არ უნდა მაკომპექსებდე. რადგან მიკეთია ასეგი ასეა საჭირო ან ასეგი ასე მომწონს და შენ ვინ ხარ რომ მაგალითად ვინმეს გემოვნება დაუწუნო? რომ არ სდომოდა ხომა არ გაიკეთებდა. მეტროც მოვიდა. ლენონები ისევ გავიკეთე. ქუდი შევისწორე. ჯიბეებში ხელი ჩავიყავი. ერთი ამრეზად სათვალეებიდანაც შევხედე და თავი გამოვაბრუნე, წინ ამაყად გავიხედე. ხმა არ ამოუღია. პასუხი არ გაუცია. კარები გაიღო და მეც შევედი. უამრავი ხალხი და ჭეჭყვა იყო, ბოლოში მომიწია ჩაჩოჩება. ისიც ჩემს გვერდით მეტროს ვაგონში შევიდა. ისიც ბოლოში იყო ჩამოჩოჩებული ჩემი ვაგონისკენ. "ნუ მიეყრდნობი" მისთვის არაფერს ნიშნავდა და რათქმაუდნა ეყრდნობოდა, შუშიც იქიდან მე მიყურებდა. მე ფეხზე ვიდექი და ხელსაჭიდს ვეჭიდებოდი. მის გვერდით გოგონა ისევ მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს, ისევ მობილურთან ერთად იყო გათიშული. უცხო სიმპატიური ბიჭი დიდხანს მიყურებდა მოშტერებული გაუნძრევლად. მაგრამ მხოლოდ ის არ მაშტერდებოდა, მაშტერდებოდა ისევ ყველა სათვალის გამო. ცოტახანში უცხომ მობილური შუშას მიადო, რომ რაღაც წამეკითხა. იქ კი ეწერა. "გთხოვ...დამიმატე, Nika Tvauri" *** წავითხე და რათქმაუნდა არაფერი შემიმჩნევია, იმ გაჩერებაზე ჩავედი. გვერდითა ხედვით ვხედავდი როგორ გამომაყოლა თვალი. სავადმყოფოში შევედი. ცოტახნის ლოდინის შემდეგ ექიმის კაბინეტში ვღმოვჩნდი, რაღაცეებს მეკითხებოდა და მეც ვპასუხობდი, მაგრამ დღემდე ცოცხალი თავით ვერ ვიხსენებ იმ კითხვა - პასუხს. ემოციები ისევ ბობოქრომდა ჩემში. გათიშული ვიყვი იმ გამოლაპარაკების შემდეგ, მეტისმეტად განერვიულებული. იმ დღეს ნაკერები მომხსნეს. საშინლად მტკივნეული პროცესი იყო. სავადმყოფოდან გარეთ უკვე სათვალის გარეშე გამოვედი. ეს ისეთი გრძNობა იყო... 1თვის მანძილზე ქუჩაში სათვალის გარეშე არ გამოვდიოდი და ამდენიხნის შემდეგ უსათვალოდ ყველაფერი ისეთი სხვანაირი იყო...გადაჩვეული. მიუჩვეველი. თითქოს ისევ სათვალე მომინდა და იქიდან ხალხის ჩუმი ყურება, დაკვირვება, თვალების ყველა მისამართით ცეცება, ახედვა-ჩახედვა, ჯანდაბას ავიტანდი იმ მოშტერებულ სახეებსაც მოტივით-"ხვალვე არ მიცნონ" და ვიკაიფებდი ცხოვრბაზე, ვიდრე ასე, გაშიშვლებული თვალებით მოსიარულე. *** საღამოს ლეპტოპს მივუჯექი, შევქმენი ექაუნთი და მოვძებნე. ჩემდა საბედნიეროდ პირველივე ამოაგდო. მივწერე. -გისმენ. -როგორ ხარ? - პასუხი მაშინვე მომწერა, იმწამსვე. - მთელ დღე გელოდებოდი და ზუსტად ვიცოდი რომ მოხვიდოდი, თუმცარა ამდენი ლოდინის შემდეგ თითქოსდა იმედი ცოტათი გადამეწურასავით, მაგრამ მაინც ზუსტად ვიცოდი, რომ მოხვიდოდი... -დილანდელთან შედარებით უკეთესად ვარ, გმადლობ. თავად როგრო ხარ? მთელი დღე თუ მელოდებოდი ეს არცთუისე კარგია, დასხივდებოდი ამდენხანს კომპიუტერთან ჯდომით. რატომ მელოდებოდი მთელი დღე? ასეთი მნიშვნელოვანი რა გაქვს სათქმელი? ან საიდან იცოდი ზუსტად რომ მოვიდოდი? შეიძლებოდა უბრალოდ არ მოვსულიაყვი. -არა უეჭველი ვიცოდი რომ მოხვიდოდი. შეიძლება სხვა არ მოსულიყო, მაგრამ შენ კი. შენ სხვა არ ხარ. შენ განსხვავებული ხარ. ვგრძნობდი შენი პიროვნებიდან გამომდინარ რომ მოხვიდოდი, უყრუდადღებო არ მგონიხარ, არ მგონია უყურადღებოდ დაგეტოვა. -ისე საუბრობ თითქოს კარგად მიცნობდე. -გიცნობ. -გისმენ. -მოსაყოლი არაფერი მაქვს. უფროსწორად ბევრი მაქვს. მაგრამ კონკრეტული არაფერი. უბრალოდ შენი გაცნობა მინდოდა.შექიძლია შენგან დამამატო? რატომ მომწერე ბლეფი ექაუნთიდან? -ჩემიც ეს არის და ჩემიც. სხვა ექაუნთი არ მაქვს. facebook-ი არ მაქსვს. დღესაც სპეციალურად შენთვის შევქმენი. მაინტერესებდა რა გინდოდა გეთქვა. -ხომ ვამბობ განსხვავებული ხარ თქო. 21 საუკუნე, ასეთი ლამაზი და თანამედროვე და ფეისბუქის გარეშე. *** მეორე დღეს ნიკა დივანზე წამოკოტრიალებული, თავი ქვეშ ხლებ ამოწყობილი, ჭერზე მიშტერებული გაბრწყინებული თვალებით, ღიმილიანი სახით და უსაზღვრო ემოცებით უყვებოდა მის ძმაკაც ანდრუშას ანას შესახებ. -იცი რა გოგოა? სხვებს არ გავს. განსხვავებულია. თავიდან რომ დავინახე მაშივე მივხვდი მის განსხვავებულობას. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი სათნო, ისეთი კარგი, მომხიბლავი, განსხვავებული... შავი მუხლზე დამდგარი პალტო ეცვა, პალტოს შიგნიდან შავ ტანზე მომდგრ შარვალი, შავი ბოტასები, შავი ქუდი ეფარა თავზე და შავი ნელონები, შავი ხელთათმანები. აგენტი 007-ს ჰგავდა - ეს თქვა და თავისთვს ჩაეცინა. ჯიბეებში ხელები ჰქონდა ჩაყოფილი და ამაყად თავაწეული იდგა. მაღალი, გამხდარი და დიდი ვარდისფერი ტუჩებით. კურნოსა ცხვირით- თვალებგაბრწყინეული აგრძელებდა მოყოლას.- სათვალეებზეც იმიტომ ავიგდე, რომ მინდოდა გამოვლაპარაკებოდი და რომ გამომელაპარაკა პირი დავაღე, აოცებული დავრჩი. ისეთი სწორი გოგოა, ისეთი წესიერი, ჭკვიანია ძალიან ტო, მიმასვა იმენა. ენა ჩამაგდებინა. ვაბშე განსხვავებულია დედას გეფიცები. საოცარია...! არ გავს სხვებს ტო, ვაბშე არ გავს, ესეთი თანამედროვეა ტიპი და ფეისბუქიც მაგრად კიდია ტო. 11 კლასეი ყოფილა პროსტა, პირი დავაღეეეეეეეე-გაიწელა ნიკუშა. მედავითნე ყოფილა-ეს ბოლო სიტყვები კი განსაკუთრებული ღიმილით თქვა. თითქოს ცოტა სევდანარევობაც კი დაჰკრავდა მას, შემდეგ კი მობილური ამოიღო და ანდრუშას მისი ფოტო აჩვენა, მეტროში, ხელსაყრდნობს რომ ეყრდნობოდა თავაწეული ამაყად მდგომი შავ თათმანიანი ხელით, მეორე კი ჯიბეში ჩაეყო. პროფილში იდგა მისი ულამაზესი პროფილით, გარშემო უამრავი ერთმანეთზე მიჭ....ტილი ხალხი და აშკარად მათგან განსხვავებული. ეს ფოტო ანას მიხვდებოდით როდის, საიდან და რანაირად გადაუღო. *** გავაგრძელო თუ შევწყვიტო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.