შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი აზარტული 11


8-10-2015, 19:17
ავტორი sopiko
ნანახია 3 542

თავდაპირველად თავი ისე მტკიოდა, იმის გაფიქრებაც კი ვერ მოვახერხე, თუ რა მოხდა. გადავწყვიტე ჯერ დამესვენა და დავლოდებოდი ჩემი მხედველობის სრულ დაწმენდას და გაუმჯობესებას. როცა მაგიდაზე დადებული წითელი ლარნაკი და თეთრად შეღებილ კედელზე, ოქროსფერი ჩარჩო ნათლად დავინახე, მივხვდი რომ უკვე დრო იყო და ჩემს ხელზე ''დადებულ'' სიმძიმეს დავხედე. არაფერი არ გამკვირვებია ჩემს ცხოვრებაში ისე, როგორც ერეკლეს დანახვა. ვერაფრით გავიხსენე საიდან გაჩნდა ის ჩემ გვერდით და გონების წვალება კიდევ ცოტა ხნით შევწყვიტე.
დადიანს საწოლზე ედო თავი და ეძინა. სახეზე საშინელი ტანჯვა ეხატა, წარბები შეჭმუხნოდა და ეტყობოდა რომ ძილშიც ვერ ჰპოვებდა სიმშვიდეს. ჩემდაუნებურად ამ სურათის შემხედვარეს ,მისი მოფერება მომინდა. ძვლივსძვლივობით ავწიე ხელი და თმაზე გადავუსვი. მისმა ქუთუთოებმა თითქოს სიცოცხლე დაიბრუნა, ოდნავ შეტოკდა და თავისი ზღვისფერი თვალები შემომანათა.
-დილა მშვიდობისა!-გამიღიმა... პირველად გამიღიმა ცინიზმის და ირონიის გარეშე.
გუშინდელი დღე თვალწინ დამიდგა. ახლა აღარაფერი იყო ჩემთვის გაუგებარი. გულიანად გადავიკისკისე და ტკივილი კისრის არეში დავაიგნორე.
-შენ ისევ ისეთი ხარ...-ჩაიჩურჩულა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია-ისევ ისეთი ლაღი და მიუწვდომელი.
სიცილს არ ვწყვეტდი და ბედნიერი მის ნათქვამს გულში განვიხილავდი.
-შენ კი ისევ ისეთი გამოთაყვანებული ხარ!-არ დავინდე და პატარა ბავშვივით ენა გამოვუყავი.
-მე?-შეიცხადა მან-რათა? რათა?
-და კიდევ ბრმა...-ისევ ჩემსას ვაგრძელებდი.
-რატომ მლანძღავ?-იწყინა დადიანმა და ცხვირზე მსუბუქად მიჩქმიტა.
სიტყვებით არ შემიძლია ჩემი ბედნიერების გადმოცემა. ვიცოდი... ვიცოდი რომ ვუყვარდი და ეს იყო ჩემთვის მთავარი. აქამდე ხომ რაღაცის მეშინოდა... ახლა ეს ''რაღაცა'' სულაც არ იმსახურებდა ყურადღებას. ძველი ბაია ახვლედიანი დაბრუნდა. აღარ ვიტყუებოდი სხვების დასანახად, თითქოს წყენა და ტკივილი რა იყო, არ ვიცოდი. ჩემი ყოველი გრძნობა და ემოცია წრფელი იყო. მეც არ ვიცი როგორ შევძელი, წამოვიწიე და ხელები კისერზე გახარებულმა მოვხვიე ერეკლეს. ეს კადრი ჩემს გონებაში რამდენჯერმე გამეორდა. მივხვდი როგორი განცვიფრებული სახე ჰქონდა ვაჟბატონს და კომფორტულად მოვთავსდი მის მკლავებში.
-ბაია... შენ ჯერ კიდევ ავად ხარ...-დაბნეულმა ჩაილაპარაკა და ჩემი მოშორება სცადა.
-და კიდევ უჟმური...-დავამატე ყოველ შემთხვევაში და უფრო მეტად მივეკარი მის დაძაბულ სხეულს.
-შენ კი გიჟი ხარ ახვლედიანო!-როგორც იქნა გალღვა ის ყინული რაც ჩვენს, ორ განსხვავებულ ადამიანს შორის იყო. მე კი უკვე ვიცოდი რომ ჩემი გიჟობები სულ ორი წუთის წინ მასაც გადავდე... სწორედ მაშინ, ჩვენი გულები ერთმანეთს რომ შეეხო.
-გახსოვს მაშინ რომ მითხარი ძალიან მომხიბვლელი ხარო...-ეშმაკურად ჩავიბუტბუტე და ცხელი სუნთქვა კისერზე მოვაფრქვიე საყვარელ მამაკაცს.
-ხოო...-ძვლივს ამოღერღა მან.
-მე კი დაგეთანხმე. ახლაც მართალი ხარ. მე სულ ცაში დავფრინავ და ვარსკვლავებს ვეპოტინები.-დამარწმუნებლად გავუმხილე საიდუმლო.
-თუ გსურს ყველა ვარსკვლავს ოქროს კალათში მოგიგროვებ და ფეშქაშად მოგართმევ სულელო გოგოვ-უკან დაიხია და მეც ისევ იმ გაუხეშებულ თეთრეულში აღმოვჩნდი.
-ოოო კარგი რა, რატომ მარიდებ თავს?-ჩავიბურტყუნე და ზურგი ვაქციე.
-ვინ გითხრა რომ თავს გარიდებ. უბრალოდ გამომწვევი მოქმედებები არ გჭირდება, იმისთვის რომ მიმიზიდო.-ჩვენს შორის დისტანცია ახლა ერეკლემ დაარღვია და ხელის ერთი მოძრაობით თავისკენ მიმატრიალა.
-ასე ნუ მიყურებ!-გავაფრთხილე დადიანი, რომლის მზერა მტაცებელ ცხოველს ან თუნდაც ფრინველს მომაგონებდა.
-ამჯერად მსხვერპლი ვერსად ვერ გამექცევა...-უცნაურად დაბოხებული ხმით გამომეპასუხა და ჩემს ვარდისფერ ბაგეებს დაეწაფა. მკოცნიდა ნაზად და მომთხოვნად. ცდილობდა მომფრთხილებოდა, ისე როგორც ფაიფურის ჭურჭელს და არაფერი ეტკინა. სიამოვნების მორევმა სწრაფად ჩამითრია და ბრძოლის უნარი დამაკარგვინა. მისმა ცხელმა ტუჩებმა ყველანაირი ძალა სულიდან ამომართვა. მოულოდნელად თავი მიმანება და ჩემს გაოგნებულ თვალებზე ხმამაღლა გადაიხარხარა.
-აღაიარე რომ პირველი იყო!-ისევ გამისწორა უღმერთოდ ლამაზი თვალები და მომზადებული სიტყვები აქეთ-იქით გამიფანტა.
-რატომ მაბნევს შენი მზერა? მეც ხომ ლურჯი თვალები მაქვს, მაგრამ შენ...-თვალებზე ხელი ავიფარე და არასდიდებით არ ვაპირებდი მოშორებას.
-შენს თვალებს ეშხი აკლია ჩემო კარგო, მაგრამ მე მაინც მომწონს.-წელზე ხელები შემომაჭდო და თმაზე დამაგრებული სამაგრი მომხნა. წელამდე დაუყვა ჩემს ქერა სიმდიდრეს და უკნიდან მომეხუტა.
ვიცოდი რასაც ელოდა ჩემგან. მე ხომ მის მდგომარეობაში ვიყავი ორი დღის წინ. თითები ოდნავ გადავწიე და იქიდან გამოვიჭყიტე. საფრთხე აღარ ჩანდა და ხელებიც ნელ-ნელა დაბლა ჩამოვუშვი.
-ძალიან გთხოვ კიდევ გამიმეორე რა...-თხოვნით მივმართე და ჩემს წითლად შეღებილ ფრჩხილებს დავაშტერდი.-სულ, სულ მიმეორე რომ გიყვარვარ...
-მიყვარხარ ბაია! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!-დაუფიქრებლად, ბოლო ხმაზე შესძახა ერეკლემ და მეც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მის გრძნობაში.
-და ხომ იცი, რომ მეც...
-სიტყვები არ არის საჭირო ბაია...
ისევ ვერ შეიკავა თავი და ჩემკენ დაიხარა. მეც მოვემზადე ახალი განცდებისთვის, თვალები მივნაბე და...
-ბატონო ერეკლე, პაციენტს ანალიზები უნდა ავუღოთ.
თურმე რა დიდი თავხედობა ყოფილა კარზე დაუკაკუნებლად ოთახში შესვლა. იქნებ რა ხდება შიგნით?

კიბეებზე ხელიხელჩაკიდებულები ჩავდიოდით, მაგრამ მაინც ძალიან მიჭირდა სიარული. თანაც ისეთი დამრეცი საფეხურები იყო, თავს ძვლივს ვიკავებდი წინ რომ არ გადავვარდნილიყავი და ცხვირ-პირი არ დამემტვრია. ჩემი ცოდვილობა ალბათ ერეკლემაც შეამჩნია და უეცრად ხელში ამიტაცა.
-რას აკეთებ? შეიშალე?-ისე შემაშინა მისმა მოულოდნელმა ქცევამ, რომ ხმამაღლა შევკივლე და ლამის ჩემთან ერთად ჩავაგორე კიბეებზე.
-ნუ ხვანცალებ გოგო, თორემ ამდენი წოწიალი არ დაგვჭირდება და პირდაპირ ასფალტზე აღმოვჩნდებით გართხმულები. ეს გინდა ახლა შენ?-ღიმილით დამტუქსა დადიანმა.
ხომ იცით რა მოუსვენარი და ცელქი გოგო ვიყავი, ხოდა ექსპერიმენტის ჩატარება განვიზრახე. არ ვიცოდი რა შედეგით დასრულდებოდა ეს ცდა, მაგრამ როდის იყო ახვლედიანის ასული რამეზე წინასწარ ღელავდა? ხელი შეუმჩნევლად გავაჩოჩე ერეკლეს პერანგის საყელოსკენ და კისერზე ფრთხილად ავუსვ-დავუსვი.
დუხ! ბრახ! დუხ! ბრახ! ბრახ! და მე და ერეკლემ საბავშო სკვერში გავადინეთ დგაფანი.
-ცოცხალი ვარ!-ამოვიკვნესე ერეკლეს დასამშვიდებლად.
მეგონა ყველა ძვალი დამტვრეული მქონდა, მაგრამ საბედნიეროდ ქვიშაში ჩავვარდით და პატარებსაც ლამაზი კოშკები დავუნგრიეთ. ბოლო ხმაზე ატირებული, კიკინებიანი გოგნუცების დამშვიდება ადვილი არ იყო. ბიჭები გვერდით ედგნენ, აწყნარებდნენ და თან თვალებს გვიბრიალებდნენ.
-უკაცრავად! უკაცრავად!-ფეხაკრეფით გავიპარეთ იქედან, სანამ მათი მშობლები აგვესვეტებოდნენ წინ. ბოლოს და ბოლოს საღსალამათებმა ავაღწიეთ ერეკლეს სახლში.
მოიცა, მოიცა ვის სახლშიო? არ არსებობს! დადიანის სახლში მე რა მინდოდა?
-სად ვართ?-კარზე წაწერილ სახელს და გვარს თვალი შევავლე და ავბუზღუნდი.
-კი, მაგრამ ერეკლე, ჩემთვის არ უნდა გეთქვა აქ რომ მოვდიოდით? ერეკლე...
ერეკლემ მხარზე ხელი მომხვია, სახლის ქოშები მომაწოდა და მეც წინაამღდეგობა ვეღარ გავუწიე.
-ერთი პირობით დავრჩები შენთან! ნუ დავრჩები რა...-მინდოდა წინადადების აზრი შემეცვალა, მაგრამ ვინ გაცადა!
-რა პირობით?-ვაშლი მადიანად ჩაკბიჩა ერეკლემ.
-მეც მინდა ვაშლი...-ავკრუსუნდი და აი, ისეთი თვალებით მივაჩერდი, მულტფილმ შრეკში, კატას რომ აქვს.
-ესაა შენი პირობა? სხვა რა გზა მაქვს...-ვითომ ძალიან ენანებოდა ისე გამომიწოდა საყვარელი ხილი და მეც უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
-ყველაფერი მომიყევი... შენზე, ჩემზე, მიშაზე და საერთოდ ყველაფერი...-პირის ღლაჭუნით მივუგე და ინტერესით გავხედე.
-ბაია!-თვალი ამარიდა და ფეხზე წამოდგა.
-მაშინ წავალ!-დანებებას არც მე ვაპირებდი. ერეკლემ მტკიცედ ვერ დაიცვა თავისი პოზიციები, საქმე ხომ მე მეხებოდა და...
-დაჯექი!-ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა. სკამი დივანთან მოაჩოჩა და მეც ისევ ჩემი ადგილი დავიკავე.

.........................................................
ჩემო ტკბილებო და თბილებო
ეს დიდი და საყვარელი თავი თქვენ!
ველოდები შეფასებებს... ხომ გაინტერესებთ დადიანის სისასტიკის და არანორმალური მოპყრობის მიზეზი =D
სიყვარულით სოფიკო...



№1 სტუმარი darina

chemi dadian am tavshi rogori tbili iyooio

 


№2  offline მოდერი ლილიანა

მაინტერესებს და თან როგორ,
ბაია რა ცუღლუტია
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline მოდერი sopiko

darina
chemi dadian am tavshi rogori tbili iyooio

მეც ძალიან შემიყვარდა ამ თავში :-D მიხარია თუ მოგწონს
ლილიანა
მაინტერესებს და თან როგორ,
ბაია რა ცუღლუტია

შემდეგ თავში ყველაფერს გაიგებ ♥ მადლობა რომ კითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent