ცხოვრება გრძელდება
რისთვის გავჩნდით ამ ქვეყნად? ზოგნი ამბობენ ადამიანი ტანჯვისთვისაა მოვლენილი , ზოგისთვისაც ამ ქვეყნად მოვლინების მთავარი მიზანი მატერიალური წარმატებაა, მიაღწიოს მწვერვალს და აისრულოს მატერიალური ოცნებები, მოკლედ ზოგი უტილიტარისტია ზოგიც ჰედონისტი მაგრამ ჭეშმარიტება ერთია, ადამიანის ცხოვრების საზრისი სიყვარულია, ადამიანი ამ ქვეყნად მოვიდა იმისთვის რომ იყოს ბედნიერი და უყვარდეს, ყველა ადამიანს ცხოვრების რაღაც ეტაპზე ეს გრძნობა უჩნდება, არა კიარ უჩნდება ეს გრძნობა ყველა ადამიანში დევს და ოდესმე ამოიფრქვევა, გაუცნობიერებლად ყველა ადამიანი ცდილობს სიყვარული გამოხატოს მეორე ადამიანის მიმართ შემდეგ ამას ვარქმევთ სხვადასხვა სახელს. შევეჩვიე, ერთი ნახვით შემიყვარდა, მასში დავინახე ის რაც სხვას არ აქვს და ა.შ. რეალურად ადამიანის ტვინი ირჩევს პარტნიორს, ტვინს კი გული გადასცემს კოდს, კოდს რომელიც ყოველ ადამიანში დევს, „სიყვარულის კოდი„ , მოსაზრება იმასთან დაკავშირებით რომ სიყვარული ერთხელ მოდის და ერთისთვის მხოლოდ ერთია შექმნილი არასწორად მიმაჩნია, სიყვარული ადამიანში დევს და ამის გამოვლინებას ადამიანი ყოველთვის ცდილობს, თუკი გვტოვებს ერთი გრძნობები დროსთან ერთად მიდის შემდეგ ჩნდება სხვა და ა.შ. ასე მოხდა მათეს შემთხვევაშიც 25 წლის მათე და 20 წლის ნათია ერთად 3 წლის განმავლობაში იყვნენ, წყვილი უსაზღვროდ შეყვარებული იყო ერთმანეთზე, უერთმანეთოთ ვერ ძლებდნენ და ერთმანეთს ძალიან ბევრ დროს უთმობდნენ, ერთად დახეტიალობდნენ ქუჩაში, დადიოდნენ კინოში, თეატრში, კითხულობდნენ ერთიდაიგივე წიგნებს, შემდეგ განიხილავდნენ და კამათობდნენ, იმ დღესაც წყვილი თეატრიდან ბრუნდებოდა, ქუჩაში წვიმდა და ხელჩაკიდებული ქვაფენილიან დაღმართს სირბილით მიუყვებოდნენ თან ხმამაღლა იცინოდნენ, ნათიას სადარბაზოსთან მიირბინეს დაღლილებმა ჯერ ცოტახანს შეისვენეს, მერე ბიჭმა სველი ლოყები ჯერ ნაზი კოცნით შემდგომ ხელებით გაუმშრალა -აუ რა მალე გავიდა დრო , მიდი ადი სახლში თორე შენები ინერვიულებენ-მათემ მაჯის საათს დახედა, ნატიამაც ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო -უი მართლაც რამდენჯერ დაურეკავს არაფერი გამიგია , გავიქცევი თორე მოკვდება ნერვიულობით-სიცილით თქვა გოგონამ, ერთმანეთს გადაეხვივნენ კიდევ ერთხელ მაგრად აკოცა ბიჭმა და გოგონაც საფეხურებს აუყვა, კართან შედგა ჩანთაში გასაღებს დაუწყო ძებნა ამ დროს ზურგსუკან კარი გაიღო და კარის მეზობელი და ამავდროულად ნათიას ბავშვობის მეგობარი ბექა გამოჩნდა -პრივეტ ნათუს როგორ ხარ? -ვა ბექა, როგორ მოჩვენებასავით დამადექი თავზე, სად დაიკარგე ესე უნდა?-და ერთმანეთს გადაეხვივნენ -მისმინე რაღაც მინდოდა რო მეთხოვა, შენ რომ წიგნები გამოიწერე მაგ საიტიდან მინდა მეც რაღაც წიგნების გამოწერა მაგრამ ვერ დავამუღამე როგორ გამოვიწერო და შეგიძლია დამეხმარო? -კი ბექა რა პრობლემაა როცა შენ გინდა -აი ახლავე თუ შეგიძლია შევიდეთ ჩემთან და გამომიწერე რა დავიტანჯე სახლში შევიდნენ ბექამ ოთახისკენ მიუთითა სადაც ნათია უნდა შესულიყო გოგონა სავარძელში მოკალათდა და ვებსაიტის მისამართი აკრიფა -ისა წვენს არ დალევ? -რავიცი კი სიამოვნებით- მიგო გოგონამ ბექამ ორი ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა კომპიტერის მაგიდაზე დადგა თან ნათიას გვერდით მიუჯდა, გოგონა კომპიუტერულ ოპერაციებს ასრულებდა ბექა კი ნათიას უყურებდა ჯერ გოგონას ნაზ ხელებს უცქერდა რომელიც კომპიუტერის კლავიატურაზე ნაზად ეხებოდა ღილაკებს, მწვანე ლამაზი თვალები რომლის ბრწყინვალებას მონიტორის შუქიც უნატებდა, მისი სუნამოს სურნელი ბექას აბრუებდა და თავგზას უბნევდა, გოგონამ მძიმედ დააწვა Enter ის ღილაკს და მთელი სხეულით ბექასკენ შემობრუნდა -აი დავასრულე მალე შენი წიგნებიც ჩამოვა ბექა უცნაურად უმზერდა ნათიას, გოგონა ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა თუმცა მალევე იგრძნო რომ ვნება მასშიც იღვიძებდა მამაკაცის მზერას ვერ უძლებდა, ვნების ბომბი რომლის წამზომიც ამ დროს აწიკწიკდა თითქოს ჩვეულებრივზე ადრე აფეთქდა და წყვილის ტუჩები ერთმანეთს ძალიან მაგრად შეეხო, ვნების მორევში გადაშვებულმა გოგონამ თავი დაკარგა მეორე დღეს მათე გოგონას ურეკავდა მაგრამ ამაოდ, ტელეფონს არავინ პასუხობდა ბიჭის თავში უამრავი ფიქრი ტრიალებდა , ცოტახანში გოგონამ დარეკა -მათე რაღაც საქმეები გამომიჩნდა საშინლად დაკავებული ვარ 1 წუთითაც ვერ ვიცლი მაპატიე -რა საქმეები? -ახლა ვერ აგიხსნი როცა მოვიცლი შევხვდეთ და ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები, მანამდე გთხოვ არ დამირეკო -ხო მაგრამ... ნათია აქ ხარ? ნათიაა ტელეფონში გადაბმული ზუმერის ხმა ისმოდა , ვერ ხვდებოდა მათე რა ხდებოდა, მეორე დღეს ვერ მოითმინა და დარეკვა სცადა თუმცა უშედეგოდ ნათია ზარებს არ პასუხობდა 2 დღეც ასე მიიწურა გოგონა კონტაქტზე არ გამოსულა მესამე დღეს კი შეხვედრა მათ საყვარელ მყუდრო კაფეში დანიშნეს, კარი გაიღო ნათიამ ზღურბლს გადმოაბიჯა გოგონას მოწყენილი სახე ჰქონდა თითქოს არ უხაროდა შეყვარებულთან შეხვედრა, თითქოს მის სახეზე არ ეწერა მონატრება, სიყვარული, არ უციმციმებდა თვალები , თუმცა ბიჭი მაინც ოპტიმისტურად იყო განწყობილი და გოგონას ღიმილით შეეგება , ხელები მაგრად მოხვია მაგრამ გოგონამ მისი მოშორება სცადა -გთხოვ დავსხდეთ რა -რა მოხდა?-გაკვირვებით იკითხა მათემ, გოგონამ თვალებით ჭერს მიაცქერდა რამოდენიმე წამს უსიტყვოდ იყო - მათე უნდა დავშორდეთ -რაა? ხუმრობ? -არა არ ვხუმრობ-გოგონას თვალებიდან ცრემლები წასკდა-ვიცი რომ ძალიან გიყვარვარ, ვიცი რომ მთელი ამ დროის განმავლობაში კარგი შეყვარებული იყავი, ერთგული, ყურადღებიანი , ვიცი რომ შენნაირ ბიჭს ბევრი გოგო ნატრობს, შენ ძალიან კარგი ხარ მათე მაგრამ ... იცი? მე აღარ მიყვარხარ, უბრალოდ მე შენი ღირსი არ ვარ, შენ დარწმუნებული ვარ იპოვი ჩემზე უკეთესს ისეთს როგორსაც იმსახურებ, ყველაზე კარგ გოგოს იმსახურებ შენ -კი მაგრამ რას ამბობ? მე არავინ მჭირდება და ეს შენ კარგად იცი, მე შენ მჭირდები და მორჩი სისულელეებს -არა მათე შეუძლებელია ჩვენი ერთად ყოფნა, ეცადე რომ დამივიწყო, წარმატებებს გისურვებ გოგონამ მათესკენ გადაიხარა ნაზად გამოსამშვიდობებელი კოცნა აჩუქა უკვე ყოფილ შეყვარებულს და კარისკენ წასვლა დააპირა, ბიჭმა ხელზე ხელი მოჰკიდა მაგრამ გოგონამ უხეშად მოიცილა ჩქარი ნაბიჯებით კარისკენ დაიძრა და იქაურობა მიატოვა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.