შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე (1)


8-10-2015, 21:49
ავტორი Anye-Any
ნანახია 7 331

ყოველთვის ისე ვცხოვრობდი და ვმოქმედებდი,რომ შედეგებზე არასოდე მიფიაქრია,21 წლის ჩვეულებრივი გოგო ვარ ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ,არაფერი განსაკუთრებული, ქერა წელამდე ტალღოვანი თმა მაქვს და წაბლისფერი თვალები,ხშირად მეუბნებიან კომპლიმენტებს. მყავს ოჯახი,რომელიც დედაჩემის ნინოთი,მამაჩემის ზურათი და ჩემი უმცროსი დით, ნატათი შემოიფარგლება. სამეგობრე წრე,რომელიც ბავშვობიდან მომსდევს,მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.მყავს შეყვარებული,რომელთან ერთადაც თითქმის 4 წელია ვარ და დაქორწინებას რატომღაც ჯერ არ ვჩქარობთ. ნიკა 23 წლისაა და ჯერ ამ უღელში თავის შებმას არ აპირებს. ჩემმა ძვირფასმა დაიკომ გამომძახა
–რა ხდება ნატა?–მობეზრებულმა გავძახე
–გასკდა შენი ტელეფონი,მოდი და უპასუხე რა! ამეხადა თავი!
–უჟმური!– შუბლი შევკარი და გავედი,რომ მენახა ვინ მირეკავდა
რა თქმაუნდა ჩემი ნიკა იყო,მისი სახელის დანახვისას ფართედ გამეღიმა და ვუპასუხე
–გისმენ ნიკა–გავინაზე
–ნია,როგორ ხარ?
–რავიცი არამიშავს,შენ?აუ ნიკაა,როდის აპირებ ჩამოსვლას?–ხო მართლა დამავიწყდა მეთქვა, ჩემი ნიკოლოზი ბათუმელი იყო და იქ ცხოვრობდა,თვეში რამდენჯერმე ჩამოდიოდა,ეს ფაქტი მაღიზიანებდა და სიცოცხლეს მიმწარებდა,მინდოდა სულ გვერდით მყოლოდა
–რავქნა ნია,ხომიცი სიტუაცია? მე არ მინდა ჩამოსვლა?–აბუზღუნდა
–ხო კარგი,ხმას აღარ ვიღებ!
–კარგი ნუ მებუტები,ხოიცი როგორ მიყვარხარ და მენატრები
–ხო გეტყობა–ირონია ჩავაქსოვე
–ნიამეთქი!–ბრაზმორეულმა მიპასუხა
–ხო კარგი ჩუმად ვარ! მიახლოებით მაინც შეგიძლია მითხრა როდის ჩამოხვალ?
–ალბათ თვის ბოლოს
–ხო შენ სულ ასე მატყუებ ნიკა,დავიღალე!–ყელში მქონდა აუკვე ამოსული
–ნია ისევ თავიდან იწყებ? რამდენჯერ გითხრა ეს დედამოტ*ნული რო არ შემიძლია?!
–ხო კარგი,კარგი!–ტელეფონი გაბრაზებულმა გავთიშე
საშინლად მეშლებოდა ნერვები,რომ ვერ ვხედავდი,სული მეხუთებოდა ისე მენატრებოდა–ხოლმე.
მე და ნიკას დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიხდა ერთად ყოფნისთვის,წარმოშობით მეც ბათუმელი ვარ და ჩემს ნათესავებს არ მოსწონდათ,სულ მიმიჩინებენ დღემდე,რომ დავშორდე,მაგრამ არ ვაპირებ მათ ჭკუაზე სიარულს,ნიკას მხოლოდ იმიტომ მიწუნებენ რომ ბევრი ფული არ აქვს,მაგრამ მე ეს სულ არ მადარდებს,მთავარი სიყვარულია და არა ფული,მაგრამ ბებიაჩემს რას გააგებინებ,სულ იმას მეუბნება რომ მოგშივდება სიყვარულს შეჭამო? მაგიჟებდა ეს ქალი!
საღამოს 7 საათი სრულდებოდა, დეკემბრის შუა რიცხვები იყო,ფინალური გამოცდები კარს მქონდა მქონდა მომდგარი,მესამე კურსზე ვიყავი. კონსპექტები ავიღე და სწავლას შევუდექი,მართლა ძალიან ბევრი მქონდა სამეცადინო,ბოლოს უკვე ტვინი გადამეწვა და ქსეროქსები ძირს დავახეთქე.ვანაში შევედი და წყალი გადავივლე,გამოსულს ველოდი,რომ ნიკას 1 შეტყობინება დამხვდებოდა,მაგრამ ამაოდ.ტელეფონს დავხედე და უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი.
დილით ადრე ავდექი,მოვემზადე და უნივერსიტეტში წავედი,გზაში ჩემი ჯგუფელი სალომე შემხვდა
–რა ქენი ისწავლე?
–უფ,აღარ შემიძლია რა! ამოვიდა უკვე ყელში!–ხელები ჰაერში ავიქნიე
–მეც მასე ვარ,მალე გადავიწვები ალბათ!
–გოგო, ლიტერატურის საკითხები შენ გაქვს ხომ?
–გინდა?
–აუ კი
ჩანთიდან კონსპექტები ამოიღო და გამომიწოდა,
–დავაქსეროქსებ და დაიბრუნებ
–უფ, ცეცხლში გადავუძახებდი სიამოვნებით–ყელში ამოსულმა მიპასუხა და სიცილით შევედით აუდიტორიაში.
თითქმის ყველანი ვიყავით,მხოლოდ ერთი უცნობი ბიჭი იჯდა და სულელივით იკრიჭებოდა, მგონი პირველ დღეს მყავს ნანახი,გავიფიქრე და სალომეს გვერდით დავჯექი.ლექტორმა ისევ დაგვმოძღვრა იმის შესახებ თუ როგორი ზარმაცები ვართ და დიპლომებს რომ ვერ ვეღირსებით,თუმცა დიდად არ მადარდებდა ამ ქალის ლაპარაკი ისედაც ვიცოდი,რომ ავიღებდი დიპლომს. როგორც იქნა ზარიც დაირეკა.
–აუ გოგოებო, ლიტერატურის ლექტორმა იმენა შემიკიკინა რა! სანამ არ ჩამაბარებო გამოცდაზე არ დაგიშვებო და ვინმეს გაქვთ საკითხები?–გვკითხა იმ ბიჭმა
–აი ნიას აქვს აკო,დააქსეროქსებს და მოგცემს მერე–უპასუხა სალომემ
–ნია რომელია?–სიცილით იკითხა
–მე ვარ–მეც სიცილითვე ვუპასუხე
–აუ მომე უცებ დავაქსეროქსებ და ამოგიტან კარგი?
–კარგი,ოღონდ აუცილებლად ამომიტანე ისევ,თორემ ხომ იცი ხვალ
–ჰო,ვიცი ვიცი დაგერხევა–ისევ გამიცინა და ფურცლები გამომართვა–შენც დაგიქსეროქსებ ბარემ და ამოგიტან
–კარგი,მოდი ფულს მოგცემ
–კაი ღადაობ?–ჩაეცინა–რა ფული,წავე მე და ამოგიტან მალე
არიყო ცუდი ტიპი, ჯენლტმენურად მოიქცა,ნეტავ რამდენი მექნება მისი ვალი 2 თუ 3 ლარი?სულელივით გამეცინა და სალომეს გადავხედე
–ეს ბიჭი ვინიყო?
–ჩვენი ჯგუფელია ალეკო დანელია,არიცნობ?
–არა გოგო ერთხელ მყავს მარტო ნანახი
–კაი ტიპია ძან,ყველაფერზე ღადაობს,პრინციპში სად ნახავდი სულ მეხუთედაა მგონი ამოსული ლექციაზე–გაეცინა
დაპირებისამებრ მალევე ამომიტანა ქსეროქსები და მადლობაც გადამიხადა. მერე არც დარჩენილა ლექციებზე.
მთელი დღე ნიკას ზარს ან შეტყობინებას ველოდებოდი,მაგრამ არც მწწერდა და არც მირეკავდა,გაცეცხლებული ვიყავი, ვეჭვიანობდი,მეგონა აღარ ვუყვარდი,გულიმეწურებოდა რომ წარმოვიდენდი სხვასთან. სახლში ნერვებმოშლილი დავბრუნდი.ნიკას დავურეკე,მაგრამ გამორთული ჰქონდა,ამაზე უფრომეტად მომეშალა ნერვები. 2 წელი კუდში მდია რომ შემყვარებოდა,რა აღარ გადავიტანეთ ერთად,მის სიყვარულში ეჭვი არასოდეს შემპარვია,მაგრამ ახლა არ ვიცოდი ასე რატომ იქცეოდა. თავს ვიმშვიდებდი იმით,რომ არ ეცალა და მალე ყველაფერი დალაგდებოდა. კიდევ დავურეკე და მიპასუხა კიდეც
–ნიკა სად ხარ??
–საჭესთან ვზივარ ნია,მერე დაგირეკავ
–რა გჭირს ნიკა?! რანაირად მექცევი?რას ქვია არ გცალია?
–ნია მერე დაგირეკავმეთქი
გამითიშა,ოთახში შევვარდი და ხმამაღლა დავიწყე ტირილი,გული გამალებით მიცემდა საშინლად მტკიოდა ასე ცივად რომ მექცეოდა,მიზეზს ვერ ვხვდებოდი და გული მეწურებოდა. ტელეფონმა დარეკა,გახარებული მივვარდი იმ იმედით რომ ნიკა იქნებოდა მაგრამ შევცდი,ჩემი ძმაკაცი დათო იყო
–ხო დათო–ცრემლები შევიმშრალე და სლუკუნით ვუპასუხე
–სად ხარ ნია?
–სახლში ვარ
–რა გჭირს?
–არაფერი,რა იყო?შენ სადხარ?
–უბანში ვარ,გაიჩითებით სასტავი?
–აუ არვიცი დათო,ცივა ძან,დაურეკე აბა ლიკას და თემოს
–დავრეკე უკვე და გამოდიან ეგენი,გამო რა მომენატრე ნუხარ სახლის ჭია
–ხო,კარგი 15 წუთში სკვერში ვიქნები
ჯობდა გავსულიყავი და გული გადამეყოლებინა,თორემ სახლში რომ დავრჩენილიყავი ნამდვილად შევიშლებოდი. შუზები ამოვიცვი და ქურთკში გავყავი ხელები
–დე,სად მიდიხარ?–სამზარეულოდან გამომხედა ნინომ
–გარეთ ბავშვებთან
–გვიანობამდე არ დარჩე რა,ხომ იცი მერე მამაშენი გიჟდება
–კაი დე–კარებიმოვხურე და გარეთ გამოვედი
კიბეები ქოშინით ჩავირბინე და სკვერისკენ მიმავალ გზას დავადექი
ბავშვები ვნახე და მათთან მივედი
–წიგნის ჭია,როდის მოიცლი ჩვენთვის?–სიცლით მითხრა თემომ და მომეხვია
–რას მეღადავებით დამპლებო–გამეღიმა
–დაო,როდის რჩები გამოცდებს?–მკითხა ლიკამ
–აუ ნერვები აღარ მაქვს რა
–შენი ბიჭი როდის ჩამოდის?–გადმომხედა დათომ
–არ მკითხო–თვალები გადავატრიალე
–რა მოხდა?–ყველამ ერთხმად მკითხა
–არვიცი,სულ შეიცვალა ვეღარ ვცნობ
–ეეე,კაი რა იქნებ რამე პრობლემა აქვს,რატო იცით უცებ ტრაგედიები ამ გოგონებმა–სიცილით თქვეს ბიჭებმა
კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ,მერე ძალიან აცივდა და დავიშალეთ,ისევ არაფერი ისმოდა ნიკასგან,ისევ მე დავურეკე
–ახლა მაინც შეგიძლია მიპასუხო?
–ხო ნია
–რა ხდება გამაგებინებ?
–არაფერი,რა უნდა ხდებოდეს?
–აბა რანაირად მექცევი ნიკა?
–ჩვეულებრივად გექცევი ნია,არმეცალა და ვსიო რა იყო მერე
–კარგი
გავუთიშე და დილამდე ვტიროდი.მომდევნო დღეებიც ასე გრძელდებოდა,ლიკა და თაკო მამაშვიდებდნენ,ალბათ მართლა რამე შარშიაო თორემ ხომიცი როგორ უყვარხარო,საშინელი დეპრესია დამეწყო,ამ ყველაფერს კი ფინალური გამოცდებიც დაემატა,ნერვები აღარ მქონდა.ყველაფერი მაღიზიანებდა.
უნივერსიტეტშიც სულ დაგრუზული დავდიოდი,ხმას არ ვიღებდი,სალომე და თეკო გაოცებულები მიყურებდნენ.
–აუ ნია! როდემდე უნდა იყო ასე?–კოკაკოლის ბოთლი გამომიწოდა სალომემ და ჩემს გვერდით დაჯდა
–ცუდად ვარ,მგონი აღარ ვუყვარვარ
–ნუ დებილობ რა! რას ქვია აღარ უყვარხარ!
–ვაბშე დაიკიდე ფეხებზე ეგ ბიჭი–მითხრა თეკომ
–საქმეც ეგაა რომ ვერ ვიკიდებ,ამდეხნიანი ურთიერთობის მერე ასე ადვილია?თანაც რამდენი რამ მაკავშირებს მასთან–ისევ ავქვითინდი.
–რავახართ?–ღიმილით აგვესვეტა წინ აკო
–ვა ალექსანდრე! რა ქარმა გადმოგაგდო უნივერსიტეტში–სალომემ და თეკომ გადაკოცნეს დანელია
–სხვა რა გზა მაქვს გამოცდებია–მხრები აიჩეჩა–ამას რა ჭირს?–გადმომხედა
–ისეთი არაფერი–ხელი აიქნია სალომემ
ვეცადე თავი ხელშიამეყვანა და მის წინ არ მებღავლა.
–როგორ ხარ ნია?
–კარგად აკო შენ?–სულ ძალით გავუღიმე
–რავი არამიშავს,რა სახით მოძრაობ რა იყო?–ახლა ამის ნერვები მქონდა?
დავაიგონე,უპასუხოდ დავტოვე და აუდიტორიაში შევედი.
მომდევნო დღეები ისევ დეპრესია,ცოტაც და ალბათ ჭკუიდან გადავიდოდი.
–ნია, არაფერი გიჭამია,რა გჭირს?–სავსე თეფშზე მიმითითა დედამ
–არ მშია
–რა ხდება?
–უბრალოდ არ მშია დედა,არ შეიძლება?
–ნუ უხეშობ ნია!
–შემეშვი!
გამწარებული შევვარდი ოთახში და ლოგინზე დავემხე,ისევ ტირილში გავათენე. მისი ერთი ზარი ან მესიჯი ისე მომედებოდა გულზე მალამოდ ვერავინ წარმოიდგენდა,მაგრამ მისგან ისევ არაფერი ისმოდა.
დღეები გადიოდა,ხანდახან თუ მომწერდა ხოლმე და ისიც ცივად,1000მიზეზს იგონებდა რომ თავი ემართლებინა.სულ პრობლემები ჰქონდა.
კონსპექტები ავიღე და კითხვა დავიწყე სხვა რა გზა მქონდა ხვალ გამოცდა იყო,სალომემ მოწერა ბავშვებს არ აქვთ საკითხები და აუტვირთეო,მეც შევედი ჩვენს ჯგუფში და საგამოცდო საკითხები ავუტვირთე,ისე გაუხარდათ მადლობებით შემამკეს, აკომ დაკაომენატარა ნეტა ყველა შენნაირი კეთილი იყოს,ჯიგარი ხარო! მეც ვიფიქრე უნდა დავამატო მეგობრებში,რომ ჯგუფში ჩავაგდოთქო და სრულაიდ შემთხვევით და ამ მიზეზით დავამატე მეგობრებში.არ დააყოვნა მისმა ესემესმაც
–აუ ძაან ჯიგარი გოგო ხარ
–ხო რავიცი–უემოციოდ მივწერე
–და აქამდე რატო არ გიცნობდი?
–მე რავიცი
–კარგად უნდა გაგიცნო
–ხო რავიცი
–სხვა სიტყვებს ვერ იმეტებ თუ რა ხდება?
–არაფერი,უბრალოდ გადაღლილი ვარ
–გასაგებია,კაი გავე მე და შეგეხმიანები მერე
ქსელიდან გამოვედი და დავწექი,ჩემი ფიქრები ისევ ნიკას ირგვლივ ტრიალებდნენ.გულმა ვეღარ მომითმინა და ტელეფონი ავიღე
" ხვეწნას არ ვაპირებ ნიკა,შენ კარგად იცი როგორ მიყვარხარ და ყველაზ ემეტად შენგან მწყინს ასეთი ქცევა,თუ რამე ხდება და გიჭირს მითხარი რომ მეც ვიცოდე "
ხმა გავთიშე და თვალები დავხუჭე,ვიცოდი არ მომწერდა არც დავლოდებივარ.
დილა ისევ უემოციოდ დაიწყო,საშინლად ყინავდა დეკემბრის მიწურულს,ტიტველი ხეები და საშინელი სიცივე კიდევ უფრო ღრუბლავდა ჩემს ხასიათს. გამოცდა 11 იწყებოდა,აუდიტორიის წინ შეკრებილიყვნენ ჩემი ჯგუფელები,მათ შორის აკოც იყო და როგორც ყოველთვის "ღადაობდა" და იკრიჭებოდა.
–მზად ხარ?–აკანკალებულმა მკითხა სალომემ
–სხვა რა გზა მაქ
–აუ შენ კიდე იმაზე დარდობ?–მკითხა თეკომ
–მოკეტე რა თეონა! –შეუბღვირა სალომემ
ალეკო მოგვესალმა და ისევ თავის ძმაკაცებს მიუბრუნდა
–ნეტავ ამის ადგილას ვიყო,სულ ლიწინლიწინით აბარებს
–მაგას რა უჭირს ჩვენ ვიკითხოთ თორემ–თავი გააქნია სალომემ
ამასობაში გამოცდაც დაიწყო,ძლივს მოვუყარე თავი რაც ვიცოდი იმას და დავწერე.20 წუთში გამოვედი,არავის ლოდინის თავი არ მქონდა,დათომ დამირეკა
–სადხარ?
–გამოცდიდან გამოვედი
–შენს უნივერსიტეტთან ვარ,ჩამოხვალ?
–ჰო
მანქანით იყო
–რა სახე გაქვს?–გადამკოცნა
–ვკვდები
–გინდა ეგ შენი ნიკა ჰაერში ვაბზრიალო?
–ოო,კაი რა
–ნუხარ მასე,გაიღიმე
–სახლში წამიყვანე
–სახლში არა იქ კიდე, ვენდისში გველოდებიან ბავშვები
–კაი რა,არ მინდა
–ჩუმად იყავი და ხმას ნუღარ იღებ–ისე გადმომხედა გამაჩუმა
ცოტა გული გადავაყოლე მათთან ერთად.სახლში დაბრუნებულს ისევ დამეწყო ჩვეული დეპრესია.
ჩემი და ვეღარ მიტანდა,მგონი საერთოდ ვეღარავინ ვეღარ მიტანდა. ლეტპოტი ავიღე და სოციალურ ქსელში შევედი,რამდენიმე შეტყობინება და პოსტიც დამხვდა,მარამ არცერთს ვუპასუხე.
-ჯოკერს ითამაშებ?-ალეკომ მომწერა
-რავი კი-ვიფიქრე ცოტას მაინც გავერთობითქო
ამიხსნა როგორ უნდა შევსულიყავი და თამაში დავიწყეთ,რა თქმა უნდა წავაგე.ცოტა გული გადავაყოლე
-ეგარაფერი,გასწავლი თამაშს-ისევ ალეკო იყო
-ხო ყველა შენსავით პროფესიონალი ვერ არი
-სულ ვაჟნი რატო გიჭირავს?
-გეჩვენება
-მესწერვები
-ეგეც გეჩვენება
-კაი გავედი
აღარ მივწერე,ესღა მაკლდა. დილით მეორე გამოცდა მქონდა,ამიტომ ადრე დავიძინე. ისევ ჩვეული სიტუაცია და ალეკოს მუდამ მომღიმარი სახე
-აბა დღეს როგორ ხარ?
-მშვენივრად
-მოკლედ რა-გაეცინა
მეც ძალით გავუღიმე და გამოცდაზე შევედი. თვალს არ მაშორებდა სულმიყურებდა,მეცმეღიმებოდა ხანდახან მის გამოხედვაზე,ძალიან მხიარული ტიპი ჩანდა,ყველას იცნობდა უნივერსიტეტში,საკმაოდ სიმპატიურიც იყო,ქერა და მწვაეთვალება.მე ხო ყოველთვის ასეთი ბიჭები მომწონდა,თუმცა ჩემი ნიკა სულ სხვანაირი იყო.
-ჰა რა ქენი დაწერე?-უკან გამომყვა
-კი,შენ?-ღიმილით ვკითხე
-აუ რავი ტო,იმედია არ ჩამიტოვებენ
-ეგერაფერი
-თუ რამედა იქითა სემესტრში დამეხმარები ხო?
-აბა რას ვიზამ-ისევ გავუღიმე
ძმაკაცებმა დაუძახეს,დამემმშვიდობა და წავიდა.
ამბოლო დროს დავეჩვიე სოციალურ ქსელს, ნიკაზეც იმდენად აღარ ვფიქრობდი,მივეჩვიე იმ აზრს რომ ვკარგავდი თუმცა ძალიან მტკიოდა გული,მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო.
-აქ ხარ?-ისევ აკო
-კი-რაღაცნაირად გულში გამკრა,მგონი გამიხარდა რომ მომწერა
-რასაკეთებ?
-არაფერს
-არც მე
მოკლედ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ,ღამის 3 საატამდე ვწერდით ერთმანეთს,თითქმის ყველა თემას შევეხეთ,მხოლოდ სიყარულზე არ გვისაუბრია. იმდენად გავერთე მასთან საუბარში ვერ ვიგრძენი დროის გასვლა,ბოლოს დედაჩემმა მომიკაკუნა დაწექიო გვიანიაო,დავემშვოდობე და ჩავწექი,სულ გაყინული ვიყავი,ვკანკალებდი საბანში გახვეული.
ყოველდღე ვნახულობდი ალეკოს გამოცდების ბოლომდე. ყოველდღე მწერდა,მისი მესიჯის დანახვა და ჩემი გულის აჩქარება ერთი იყო. ახალი წლის წინა დღე იყო ჩემი ბავშვები მესტუმრნენ.
-რას იზამ ახლა,დააგდებ მაგ ლეპტოპს თუ მე დაგაგდებინო?-წარბშეკრულმა გამომხედა თემომ
-იქნებდა დამაცადო 2 წუთი!-შევუღინე და აკოს დავემშვიდობე
-ვის წერ ასე გამწარებული?-მკითხა ლიკამ
-ვის წერდეს იქნება-წარბი მაღლა აწია თაკომ და გამიღიმა
-აუ ვიის?-ჩაერია დათო
-ნუ ხართ თქვენ ჭორიკნები-თავი გავაქნიე და გავუცინე
-თავის ჯგუფელ აკოს
-და ნიკა?-თვალებდაწვრილებულმა გადმომხედა დათომ
-რაღადროს ნიკაა კარგი რა!-ხელი აიქნია თაკომ
-რა ხდება ნიკასთან?-მკითხა დათომ
-არაფერი-თავი დავხარე




_____________
გამარჯობათ ბავშვებო,ეს ისტორია ნამდვილამბავზეა,რომელიც დღესაც გრძელდება,ძალიან მიჭირს წერა,მაგრამ მინდა ამ ისტორიით მინდა ყველა "ჩემნაირ ტანჯულს" დავეხმარო,იმედია წაიითხავთ.



მომწონს :3 <3 <3 გაგრძელება მინდა აი როგორი შთაბეჭდილება დამჩა იცი რომ ძააან ფანტაზიის ნაყოფი არარი და რაღაც რეალურს გავს რაც შეილება ყველა ჩვენგანს გადახდეს თავს <3

 


№2  offline წევრი cancara

Kaia kai male dadd

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent