ვარდების ტრადიცია შოკოლადისფერ ლიფტში - სრულად
მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მიკაკუნობდა ლიფტამდე სადარბაზოში , იმდენად ცხელოდა სული ეხრუკებოდა . კანში , როგორ ეტეოდა არც კი იცოდა . კორპუსს ახედა ქვემოდან და შეამჩნია , როგორ ჩაქვრა რამდენიმე სახლში , ერთდროულად შუქი . ღამე იყო და ყურადღება არ მიუქცევია , იფიქრა წვებიან და აქრობენო . თეთრო საროჩკა ეცვა , შავი მუხლამდე იუბკა ვიწრო და ტანზე მომდგარი . პიჯაკი გაეხადა და ხელზე გადაეკიდა სიცხისგან შეწუხებულს . ერთი სული ჰქონდა ამ ქუსლებსაც , როდის მოიშორებდა , რომ ბედნიერება შეეგრძნო საფუძვლიანად . ლიფტამდე , როგორც კი მივიდა გაავებულმა მიაჭირა კნოპკას ხელი . ჯერ მანქანის დამუხრუჭების ხმა გაიგო , შემდეგ კარის მიბრახუნების . ლიფტის დაძვრის ხმა , რომ გაიგო დამშვიდებულმა ამოიფრუტუნა და ხელით მიეყრდნო კედელს . ნაბიჯების ხმა მოესმა უკან , რამდენიმე წამში კი გვერდით ძალიან სიმპატიური მამაკაცი დაიგულა , რომელიც არანაკლებ შეწუხებული იყო სიცხისგან ... " ახლა მე ამასთან ერთად მგზავრობა მინდოდა ? როდისღა უნდა გავგრილდე და გავნეიტრალდე ? " ნუ ახლა არ გაგიკვირდეთ ისეთი სიმპატიური იყო , მითუმეტეს მთვარის მკრთალ განათებაზე ლამის ნერწყვები ყლაპა . ლიფტის კარი , რომ გაიღო , აშკრად ცუდად ანათებდა ნათურა შიგნით . მამაკაცმა ქალს გზა დაუთმო და უკან შეჰყვა ... - რომელზე ? - იკითხა ინტონაციურად ისეთი ბოხი ხმით , კი არ შეაშინა წამებში დაანახა " ტემპერამენტი " ქალს ... " ამხელა ქალი რამ გადაგრია ? " გაუწყრა თავის თავს და მშვიდად უპასუხა კითხვაზე . - მეთორმეტე - გაეღიმა ეშმაკურად და ლიფტის დაძვრას დაელოდა . მამაკაცმა ღილაკს თითი მიაჭირა და ლიფტიც დაიძრა . " შეხედე შენ რა თლილი თითები ქონია , მოვლილი " ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიყოლა და თვალები მინაბა ... არა ასეთი რაღაც არასდროს დამართნია მაგრამ მგონი სიცხე და უკვე გააქტიურებული ჰორმონები მაინც თავისას შვება . თავისი დაქალის სიტყვები გაახსენდა . " დაინახავ ვინმე სიმპოს და როგორც კი ჰორმონები აგითუხთუხდება მერე მიხვდები რა არის ვნებაო " ამაზე კი გულიანად იცინა მაგრამ ... ახლა ნამდვილად იგრძნო და მიხვდა რა არის ვნება და ჰორმონების ათუხთუხება. უცებ ლიფტი , რომ გაჩერდა და უფრო დაცხა ამაზე სულ გადაირია . შუქიც კი ჩაქრვრა და აი მაშინ მიხვდა რამხელა შარში გაჰყო თავი , ნამდვილად ცუდად აქვს საქმე , მითუმეტეს იმიტომ , რომ დახუთული სივრცის შიში აქვს ... - გაიჭედა - ისეთი მშვიდი და ბოხი ხმით ამოილაპარაკა მამაკაცმა , ვითომ აქამდე ვერც კი მიხვდებოდა ნინე . - მართლა ? მე მეგონა უბრალოდ დაიღალა და გაჩერდა - ირონიულად ჩაისისინა , აღარ იცოდა ის ენერგია და სიცხე სად გადაეგდო , რომ ცოტა მოდუნებულიყო . - ვიკბინებით ? - არანაკლებ ირონიული ხმა გაჟღერდა რაზეც ქალს დააჟრიალა . - ჯანდაბა , მცხელა - ზუსტად მაშინ შეიხსნა თეთრი საროჩკის ღილები , როდესაც მამაკაცმა ტელეფონი აანთო და აიფონის განათებით და მეშვეობით შეეცადა რაიმე წინსვლისთვის მიეღწია ... - ჯანდაბა რას აკეთებ - ამოიგმინა მამაკაცმა და მანაც გაავებულმა გაიხადა პიჯაკი , როდესაც "სიცხემ" უფრო შეაწუხა . - მაპატიე მაგრამ ძალიან მცხელა , დახუთულ სივრცეს ვერ ვიტან ქენი რამე - ამოიგმინა და ოფლით დაცვარულ მკერდზე თითები ნაზად აასრიალა , თეთრი საროჩკის ღილები კი ბოლომდე ჩაიხსნა ... - ახლა თუ არ შეტრიალდები და მაგ საროჩკის ღილებს არ შეიკრავ მართლა ვიზამ რაღაცას - ამოიგმინა მკაცრი ტონით და ქალის სახის აწითლებაც გამოიწვია . - მანიაკთან ერთად გავიჭედე ლიფტში , ვერაფერს იტყვი - ამოისისინა და გაავებულმა მოიშორა საროჩკა სხეულიდან .. - რას აკეთებ ტოო - დაბნეულმა გაშალა ხელები ჰაერში , რის გამოც ერთი ხელი რაღაც მრგვალს გაარტყა და ეს მრგვალი აშკრად ნინეს მკერდი იყო . - შენ რას აკეთებ - უმალვე აყვირდა ნინეც , იმდენს კი ვერ ხვდებოდა , რომ თვითონ იწვევდა ისედაც დასიცხულ მამაკაცს . - მიწვევ - თავი გააქნია მამაკაცმა და მეორე მხარეს შეტრიალდა , ანთებული ტელეფონით , სადაც ... ჯანდაბა სარკე დაუხვდა და ამ სარკეში აშკარად უფრო კარგად მოჩანდა ორი სიმრგვალე და გამოყვანილი წელი ... Nuca Javelidze 25.09.2015 14:30 Nuca Javelidze - ბოდიში , მაგრამ მართლა არ შემიძლია სხვანაირად - ამოიჩურჩულა და შეეცადა გახდილი საროჩკა სახეზე დაენიავებინა - და საერთოდ აქ ასე ლაყბობას , რაიმე , რომ იღონო არა ? ბოლოს და ბოლოს კაცი ხარ ! - ბოლოს ტრადიციულად , რომ არ დაემთავრებინა და მის სქესობრივ სიძლიერეზე , რომ არ გაემახვილებინა ყურადღება უბრალოდ მოკვდებოდა ... - შენი შემხედვარე ერთი აზრის გარდა არაფერი მომდის თავში - ანთებული თვალებით შებრუნდა მისკენ და თვალი მკერდს გაუსწორა მის თვალებს კი არა - მხოლოდ ერთი აზრი - ჩახშული ხმით ამოიჩურჩულა და დამფრთხალ ქალს , მკალვზე ხელი ჩამოუსვა ... - ხელი - წამოკივლა და უკან გახტა , რამდენადაც ამის საშუალებას ფართი აძლევდა ... მამაკაცს მის რეაქციაზე ჩაეცინა და კარისკენ მიბრუნდა ... - მობილური არ იჭერს აბა შენი ნახე - სპიშკიანი პიჯაკის წინა ჯიბეში ისე ჩაიცურა , რომ საითაც მიტრიალდებოდა ყველანაირი წინა სივრცე ნათლად დაენახა . - არც ჩემი - ამოიჩურჩულა უკვე აგონიაში მყოფმა - შეიძლება აქედან გამასვენონ თუ ახლავე არ გააღებ კარს ... - იქნებ ცოტა ხანი გაჩუმდე და დამაცადო ფიქრი ? - ირონიულად წაკბინა და აგრესიულად მიუბრუნდა კარს ... რა არ სცადა მაგრამ მაინც ვერ გააღო . - სხვა გზა არ არის უნდა დაველოდოთ , როდის გამოიძახებენ ... - რა ? - იმხელა ხმაზე დაიკივლა კინაღამ გადაქანდა - მოიცადე ტეელეფონმა დაიჭირა - ხელი ზემოთ აღმართა და დაელოდა , როდის დაირეკებოდა მის დაქალთან , რომელიც სახლში ელოდებოდა ალბათ გაგიჟებული - მგონი ეს ეყოფა - უცებ ჩამოწია მობილური და ყურზე მიიდო - ვაიმე კიდევ კარგი აიღე , ლიფტში გავიჭედე რამე მოიქმოქმედე გთხოვ რა - აცრემლიანებული თვალებით შეეხვეწა რაც მამაკაცს არ გამორჩენია - ხო იცი , როგორ მეშინია , მიშველე რა ლენკა დროზე ოღონდ ... ლენკა გესმის ჩემი ? ლენკაა ... ხო მიდი - მობილური გათიშა და იქვე ჩანთაში ჩააგდო , თეთრ საროჩკას ხელი დაავლო და სახეზე აიფრიალა - ეს პიკია - ამოიჩურჩულა და თავი კედელს მიაყრდნო - საშინლად ვარ - ბუტბუტებდა სიმწრის ცრემლებს ძლივს იკავებდა . უკვე ხრიალით სუნთქავდა , მამაკაცს მის შემხედვარე ნერვები აღარ ყოფნიდა , გაავებული მივარდა ლიფტს და ასევე გაავებულმა გამოხსნა კარი ... - საროჩკა მოიცვი - მკაცრად უთხრა და ხელში აყვანილი გაიყვანა კარიდან ... რომ მიხვდა თვითონ ვერაფერს გააკეთებდა , სადარბაზოს კედელს ააყუდა და თვითონ ჩააცვა საროჩკა , ღილებიც შეუკრა და ისევ ხელში აიყვანა , მისი ჩანთა გაჭირვებით დაიკიდა ხელის მტევანზე და მეთორმეტე სართულამდე რის ვაი ვაგლახით ავიდა . გაღებული კარი , როგორც კი შენიშნა იქითკენ წავიდა და სახე წაშლილ გოგონას დამამშვიდებლად გაუღიმა . - წყალი მოუტანე რა - ტონი შეარბილა შედარებით მამაკაცმა , არ უნდოდა უცხოსთან ეუხეშა გაცნობის პირველი წუთიდანვე . - ახლავე , ახლავე - ქშენით გაიქცა სამზარეულოში როგორ გაიგო "ლენკა" წამით გოგონას სახეს დააკვირდა და მის შეწუხებულ მიმიკაზე ჩაეღიმა , ოფლისგან იღვებოდა საწყალი . მართლა , როგორ შეშინებია , ისე დაუცველად გამოუყურებოდა ... საოჩკის ღილები ნელა და აუჩქარებლად შეუხსნა და სავსე მკერდს თვალებ ანთებულმა დახედა . ნერწყვის დიდი გორგალი ძლივს გადააგორა ყელში და ვითომც არაფერიო ისეთი მზერა აიკრა სახეზე , - რა ... რას აკეთებ ? - გაოცებულმა დადგა მინის პატარა მაგიდაზე წყლით სავსე ჭიქა ლენკამ . - ვცდილობ გავაგრილო მაქსიმალურად , ასე ნუ მიყურებ ლიფტში ლამის იყო ყველაფერი შემოეხია ეს საროჩკას გაჭირვებით ჩავაცვი - წარბ აწეულმა გადახედა გაოცებულ გოგონას და წყლით სავსე ჭიქა აიღო ხელში , ოდნავ გადმოისხა ხელზე და შიშველ გულმკერდზე ხელით გადაუნაწილა , შემდეგ კი სახეზეც მიასხ მოასხა . - ჩემი პატარა მშიშარა გოგო - ჩურჩულებდა დაქალის ყურთან და ცრემლების სახიდან მოშორებას ცდილობდა - ახლა ლიფტში ფეხს ვეღარ შეადგამს რამდენიმე წელი - ცრემლიანი სახით გაეცინა და შუბლზე აკოცა ოდნავ მოფხიზლებულს . რომ გამოფხიზლდა და მიხვდა რა ფორმაში იყო მაამაკაცის წინ , როცა გააცნობიერა , რომ ის მხურვალე ხელები ამ მამაკაცის იყო , დაფეთებული აეყუდა სავარძლის კიდეს და აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო . - კარგით მე წავალ - ფეხზე წამოდგა და ძლივს გააკონტროლა თვალები , რომ მკერდისკენ არ გაქეოდა . ნინემ სწრაფად აიფარა ფუმფულა პატარა ბალიში გულმკერდზე და ფეხზე წამოდგა . - არც კი ვიცი რა გითხრა , ჯერ მადლობა თუ მერე ბოდიში , თუ საერთოდ ... ჯანდაბა - ხელში ხელი წაირტყა და გამწარებულმა ბალიშს მოუჭირა თითები . - არაფრის თქმა არ არის საჭირო - გაუღიმა გამამხნევებლად და კარისკენ გადადგა ნაბიჯები - სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა - გოგონებს სათითაოდ გადახედა და გაუღიმა ... - ასე როგორ შეიძლება - წარბები შეკრა ლენკამ - ცივ ყავაზე და ნაყინზე მაინც დაგვეწვიე ... - იცი ... აქ ძმაკაცთან ვარ მოსული , ისედაც ძალიან დავიგვიანე - დაიწყო თავის მართლება მამაცმა ... - შენი სახელი ? - წარბი ასწია მაღლა ლენკამ . - ოთო - გაიცინა და კარის სახელურს დაეკიდა . - გვარი ? - ეშმაკურად ჩაიცინა გოგონამ და აწითლებულ ნინეს გადახედა. - ონიანი - ეტყობოდა ბევრი აღარ აკლდა ახარხარებამდე . - პირდაპირ კითხე რაც გაინტერესებს - ვეღარ შეიკავა თავი ნინემ - სიმპატიური ძმაკაცი გყავსო ? - აწითლებულ და ლოყებ აფარკლულ ლენკაზე ანიშნა თავით და ჩაიღიმა მის სახეზე , რომელიც ეუბნებოდა "ჩაგკლავო" - რაღა ამის რისხვას უნდა შევეწირო ბარემ მოვკმდარიყავი იმ ლიფტში ... - კი სიმპატიური ძმაკაცი მყავს - მხრები აიჩეჩა და თავი გააქნია სიცილით ონიანმა . - ოხ ნინე - თითი დაუქნია დაქალს ლენკამ და ღიმილით გადაიტანა ყურადღება მამაკაცზე . - თუ რამე შეგიძლიათ გვესტუმროთ ცივ ყავაზე და ნაყინზე - ესღა თქვა და ნინეს მხარი გაჰკრა . - ხო შენი ძმაკაცის წამოუყვანე - ენას ვერ აჩერებდა პირში პოტენციური მკვდარი და ამავდროულად მოკისკისე ნინე . - არ ვიცი ვნახოთ თუ ძალიან გვიანი არ იქნება გესტუმრებით - გაეცინა ონიანსაც და კარი გაიხურა . - ის ამის ძმაკაციც თუ ამისნაირი სიმპატიური იქნება დაე გვესტუმრონ გვიან - გაეცინა ლენკას და სავარძელზე გადაწვა - რა გარყვნილ გოგოდ გამომიყვანე - დატუქსა დაქალი . - კარგი , რა მართალია გარყვნილი აზრები გაწუხებს მაგრამ ეს იმის ბრალია , რომ შენც ჰორმონები გითუხთუხებს - გადაიკისკისა და აფარებული ბალიში იქვე მოისროლა - არაუშავს თუ რამე პირველ ღამეს ხომ მიხვდება როგორი ქალიშვილი ფისო გამოიჭირა - გრრ - ს იმიტაცია გააკეთა ნინემ და გადაიკისკისა . - თავხედო - ბალიშისკენ წაიწია სიცილით ლენკამ მაგრამ სწრაფად დააწვა ზემოდან დაქალი და ლოყები დაუკოცნა - მოიცა მოიცა - თითქოს გონს მოვიდაო ისე დახედა ზემოდან ქვემოთ დაქალს - რაო რაო შენ"ც" - ო ? - "ც" გამოკვეთა და ნიშნისმოგებით დააკვირდა სახეზე აჭარხლლებულს . - წავალ შხაპს მივიღებ - უცებ წამოხტა მაგრამ მაჯაში ხელის წავლებით "დაედო" თავის ადგილზე . - აბა აბა ახლავე ყველაფერი დაფქქვი . - ისეთი სიცხე იყო , ის , რომ დავინახე გეფიცები კანში ძლივს ჩავეტიე , პიკი ის იყო ხმა , რომ ამოიღო , მერე სიცხსიგან და უჰაერობისგან აფექტის მდგომაროებაში მყოფმა შემოვიგლიჯე ეს საროჩკა და რანაირად დავრჩი ვერ მხედავ ? - მზერით სავსე მკერდზე და წვრილ წელზე ანიშნა. - იმან რა ქნა ? - მუხლები აიკეცა დივანზე ლენკამ . - ოო იმან ისეთი არაფერი , ერთი ის , რომ მეთქი ქენი რამე გააღეთქო და ახლავე თუ არ ჩაიცვამ მაგას მართლა ვიზამ რაღაცასო , მერე მეთქი რამე გააკეეთე რამე მოფიიქრე ან იღონე კაცი არ ხარ მეთქი ? და ასე მითხრა შენ , რომ გიყურებ მხოლოდ ერთი აზრი მომდის თავშიო და ისე ჩამომისვა კანზე თითი ააა - გაჟრჟიალების იმიტაცია გააკეთა და გაეცინა ლენკას სიცილზე . - ფილმში მგონია თავი - ჩაილაპარაკა ლენკამ და უფრო აკისკისდა - და შენც შემოგიტია ჰორმონებმა არა? - შემომიტია აღარ ერქვა მაგას - ჩაილაპარაკა მინაბულმა - ჯანდაბა ! აშკარად სასწრაფოდ მჭირდება შხაპი ! - შხაპი კი არა კაცი გჭირდება შენ ! - ისევე როგორც შენ ! - ნიშნისმოგებით გაუღიმა და ფეხზე წამოხტა - უნდა ვიბანაო ! ^^^ სიზმრების სამყაროში იყო გაშვებული , რომ გრძნობდა , როგორ ანჯღრევდნენ , გვერდი იცვალა და არაფრის დიდებით გაიღვიძა . ნასიამოვნებმა ამოიფრუტუნა , როცა "ჯიკაობა" და "კაჩაობა" შეწყდა. ნასიამოვნები სახე გაოცებამ შეუცვალა , როცა იგრძნო როგორ გადაასხეს ყინულიანი წყალი ტანზე . შავი გამჭირვალე პენუარით საწოლზე წამოხტა და თვალთახედვის დაწმენდას შეეცადა . ბურუსი , რომ გაქრა კარში ორი აყუდებული ერთმანეთზე გახეული მოხარხარე მამაკაცები დალანდა . ცოტა აქეთ კი ღიმილიანი სახით მდგარი ლენკა . - შენ ხო არ გაუბერე გოგო ? - გაუწყრა დაქალს და დამშვიდებულ ბიჭებს თვალებ დაწვრილებულმა გადახედა . სიმპატიური და უფრო სიმპატიური . სიმპატიური - ძმაკაცი . უფო სიმპატიური - ოთო ონიანი . - სხვანაირად ვერ გაგაღვიძე - ხელები აღმართა ჰაერში და გაიცინა . - ხომ იცი , რომ მთელი არსებით მეზიზღები ახლა ? - ხელები გადაიჯვარედინა და სველ პენუარზე დაიხედა - კარგი რა , მე მიკეთებ ამას ? - ამოიფრუტუნა და საწოლიდან ჩამოხტა - მარაზმი ხარ ! - გამოაცხადა ოფიციალურად და გაბრაზებული სახით აიღო პირსახოცი - არ დამენახო ! - უფრო ხმამაღლა გამოაცხადა და სააბაზანოში შევარდა . ^^^ უკვე გამოფხიზლებულმა საცვლებზე , მუქი შავი , თხელი გრილი და მოკლე სიფრიფანა ხალათი შემოიცვა და "შლოპანცებში" ფეხებ გაყრილი გავიდა სამზარეულოში . - დროზე ყავა - სავარძელში ჩაესვა და მუცელზე გაშლილი ხელები დაილაგა . - ინებე - ფხუკუნით მისცა ჭიქა დაბღვერილს . - არ გამაცნობთ ? - უცხო მამაკაცზე თავით ანიშნა ონიანს და ლენკას . - აკო - ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად ბიჭმა და გაუღიმა . - ნინე - მანაც გაუღიმა . - საკმაოდ გვიან შემოგეჭერით - ცოტა მორიდებულად ამოილაპარაკა . - ნამუსი ჩემს დაქალს არ აწუხებს და შენ რაღა გჭირს - მხარზე კაი მეგობარივით დაკრა და უხერხულად შეიშმუშნა მის ფხუკუნზე . - დღეს სტრანი დღეა - ამოილაპარაკა გაბრუებულმა . - რატომ ? - ჩაეკითხა ასევე ფხუკუნით ლენკა . მიხვდა რასაც უმიზნებდა მიისი დაქალი და გონებაში ათასჯერ გადააფშვა ხელში "მდებარე" მინის ჭიქა . - ჭიქა მიჭირავს ჯერჯერობით უმნიშვნელოდ - ამოისისინა და ანიშნა "დაშათაფდიო" - კარგი რა - ხელი აიქნია სიცილით და მკერდზე ანიშნა დაქალს . - ჰო მართლა გაიცანი ლენკა აკო ? - წამშვიდე დაადუმა დაქალი და მისი აწითლება და ბიჭების ფხუკუნიც დაიმსახურა . - კი - უცებ მოკუმა გაბრაზების ნიშნად პირი ლენკამ და ირონიულად მომღიმარ აკოს თვალებდაწვრილებულმა მოარიდა მზერა . - ასე უაზროდ უნდა ვიჯდეთ ? ვქნათ რამე მე აღარ მეძინება - გათამამდა ნინე . - რა ვქნათ ? - იკითხა ონიანმა . - ჯოკერი ვითამაშოთ - ხელი ხელს შემოჰკრა ლენკამ . - სურვილებზე - ტუჩის კუთხე ჩატეხა აკომ და აწითლებულ ლენკას თვალი ჩაუკრა . მათი შემხედვარე ვერც ონიანმა და ვერც ნინემ სიცილი ვერ შეიკავეს და სინქრონში ახარხარ-აკისკისდნენ . - კარგი ! - ჯინაზე ჩაილაპარაკა ლენკამ და კარტის მოსაძებნად გავიდა - ნინე კარტი ვერ ვიპოვე - გამოსძახა გვერდითა ოთახიდან . - მანდ დევს მეორე უჯრაში - დაარიგა და ჯიქურ ჩააშტერდა თვალებში ონიანს . - არ დეევს - გამოსძახა ისევ . - მანდ უნდა იდოს - შეწუხებულმა ჩაილაპარაკა - ნუ ამაყენებ გთხოვ - თვალებით ფისოს იმიტაცია გააკეთა . - ვერ ვიპოვე ! - ახლა მანდ მოვალ და თავში გირტყავ მაგ კარტს - ფეხზე წამოდგა და ლენკასკენ წავიდა , კარადიდან კარტი გამოიღო და გამოქცეულ დაქალს უკან გამოყვა . - ღირსი ხარ მართლა გირტყა - კბილეში გამოსცრა , უხასიათოდ მყოფმა. - შენ რაღაც აგრესიის მატარრებელი ხარ დღეს , რა მოხდა ისევ ირაკლამ მოგიშალა ნერვები ? - წარბები ეშმაკურად აათამაშა ლენკამ და თან ნინეს მიერ მაგიდაზე დადებული კარტი აჩეხა . - წავალ ფურცელს და პასტას მოვიტან - ფეხზე წამოდგა და იგივე უჯრიდან ფურცელი და პასტა აიღო , შემდეგ კი საწყის ადგილს დაუბრუნდა - კი მომიშალა ! - რაო ამჯერად რა მინდაო - აკისკისა ლენკა . - ფუნიკულიორზე დავჯაფშნე ადგილები ორ კაცზეო - კბილებში გამოსცრა გაბრაზებულმა - და თუ არ წამოხვალ ძალით "წაგიღებო" - ეგ ვერაა ხო ? - გაიცინა ლენკამ - რა იმედით დაჯაფშვნა ? - კარგი მერე ვისაუბროთ - მამაკაცებზე ანიშნა და უხერხულად შეიშმუშნა . - აჩეხე რა - ხელებში კარტი ჩაუგდო დაქალს და სავარძელზე გადაწვა ლენკა . სულ მალე გამწარებულები თამაშობდნენ ჯოკერს . - ნიჟე - წარბები ეშმაკურად აათამაშა და ონიანს თავისი აზრით შეატენა - გაფუჭდი - ნიშნის მოგებით ჩაიცინა ქალმა . - მიგიყოლე უკან , მის კარტზე ჯოკრით ნიჟე თვითონაც გააკეთა და გაოცებულს ასევე ნიშნის მოგებით გაუღიმა . ნაპერწკლები გადმოყარა თვალებიდან ! ვერ იტანს , როცა ჯოკერში ვინმე უგებს , ასეთი არც არავინ გამოჩენილა დღემდე , მაგრამ როგორც ჩანს პირველობაში ვიღაც ეცილება და საკადრის კონკურენციასაც უწევს ! - მოვიგე - კარტი აჩეხა და მაგიდაზე მიაგდო - სურვილი მაქვს ყველასთან არა ? - კმაყოფილ მზერას არ იშორებდა სახიდან სვანი . გაბრაზებული მიეყრდნო საზურგეს და მოფხუკუნე აკოსა და ლენკას დაბღვერილმა გადახედა . - არა შენ ხომ კარგი ხარ , მაგრამ მე ათჯერ უკეთესი ვარ - გადაიხარხარა ლამაზი სიცილით და უფრო გააბრაზა თავის თავზე ნინე . - ნარცისი - ბოლი კინაღამ გამოუშვა ცხვირიდან . - ნინე გიგანი ჯოკერში დამარცხდა , საოცრებაა ფეისბუქზე უნდა დავასტატუსო - გადაიკისკისა ლენკამ . - გაბედავ - დაუბღვირა გაბრაზებულმა გამხიარულებულ დაქალს . - სურვილი ? - კითხა ონიანს . - ორი არა ? - კმაყოფილმა ამოილაპარაკა ონიანმა . თავი არასასიამოვნოდ დაუკრა და ხელები მუცელზე დაიწყო . - პირველ რიგში , ჩემთან ერთად გადაიღებ ფოტოს და ინტერნეტში გაავრცელებ ძალიან სასიაყვარულო სათაურით . - იოცნებე - ირონიულად აქაჩა წარბები ზემოთ - შენ რა ამას სერიოზულად მთხოვ ? - გაოცება ვერ დამალა გიგანი . - ბავშვის და არასერიოზულის მეტყობა რამე ? - წარბები შეკრა სვანმა. - შენ თუ სვანი ხარ მეც სვანი ვარ ! - გახისთავიანდა უცებ მეორე სვანი ქალიც . - მე კაცი სვანი ვარ - კმაყოფილმა აიჩეჩა მხრები - და შენ თუ სურვილს არ შემისრულებ რა პრობლემაა ორმაგად ბავშვი იქნები - ნამუსზე აგდების ხერხს მიმართა უკვე . - ჯანდაბა ! - გაბრაზბეულმა დაავლო აიფონს ხელი და კამერა ჩართო , აკოს ანიშნა გადაჯექიო , ისიც ფხუკუნით გადაჯდა ნინეს ძველ ადგილას - როგორ ფოტო გნებავთ ბატონ სვანო კაცო ოთო ავალიანო ? - დაუმახსოვრებია - ირონიულად ამოისისინა მამაკაცმა და აიფონი ხელიდან ააცალა - ეს ლენკას მივცეთ - ხელში გადააწოდა გოგონას - შენ გადაიღებ მადედან , მთლიანად ჩაგვატევ კადრში . - მოიცა მე , რომ ხალათით ვარ ? - გაიკვირვა გიგანმა . - არანაირი პრობლემა არაა , ჩვენ ხომ წყვილი ვართ - ცინიკურად ჩაიცინა და განცვიფრებულ გოგონას ხელები მუცელზე დაადო - ფეხი ფეხზე გადაიდე - განკარგულება მისცა მაშინვე - თმა - სუაბარი დაიწყო შემდეგ თვითონ აუბურუდა "კაი სექსბომბასავით" და ხელი მუცელზე დააბრუნა - ვნებიანად საყვარელო , ვნებიანად გაიღიმე - სხუელზე აიწეპა და ჩუმად ჩასჩურჩულა ყურში . ფოტო გამოვიდა შოკი . ვინმეს , რომ მართლა ერთმანეთზე გადამკვდარი , ორი სექს მაშინა გეგონბოდათ აი ისეთი . ტელეფონი გამოართვა ლენკას და ფეისბუქზე თავისი ხელით ატვირთა , მეგობრობის თხოვნაც გაიგზავნა და დაამატა , დათაგა და ძალიან "რომაწიული" ტექსტიც გაიშანშალა. ამ ყველაფერს აკო და ლენკა სიცილით ხვდებოდნენ , ნინე კი გაუთავებლად ბუზღუნებდა და ამბობდა , რომ ეს უსამართლობა იყო და რომ ამისთვის სამივე მკაცრად დაისჯებოდა . " არ ვიცი ამას , რა ქვია მაგრამ აშკარად აღარ ვეკუთნი საკუთარ თავს ! ჩემში ცოცხლობ და ვიცი მუდამ ასე იქნება ! მიყვარხარ ოთო ონიანო ! " ისეთი ტექსტი გაიშანშალა ყველას დასაცინი ობიექტი , რომ გაეხადა .. მგონი დაგეგმილიც კი ჰქონდა ! აჰამ ... რეებს ბოდავს ... - ონიანო შემომაკვდები - გაოცებულმა დახედა ტექსტს და შემდეგ კომენტარებს " " არ ვიცოდი ერთად თუ იყავით გილოცავთ " " რა კარგი ბიჭია " " ბიჭი ჯობს " - წერდა ერთი გოგო . " გოგო ჯობს " - წერდა რომელიღაც ბიჭი . " ორივე ერთმანეთზე უკეთესები არიან " " ეს ოთო ონიანი არაა ? " " ოთო heart emoticon " ეს ფოტო ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა სულ რაღაც 15 წუთში და კომენატები იყო ისეთი გაგიჟდა . - კი მაგრამ ვინ ხარ ასეთი ყველა , რომ გიჟდება შენზე ? - კითხა გაოცებულმა . - ცნობილი წყალბურთელი - აკომ გასცა მის მაგივრად პასუხი ... - ცნობილი ბიზნეს მენი , და ცნობილი ქალების გულთა მპყრობელი . - არც შენ გაკლებენ კომენტარებს ერთ-ერთი წერს , ქალის ეტალონიაო - ლენკამ გადაიკისკისა და გაოცებულს ტელეფონი მისცა - ჩამოყევით , ისეთ ბევრ რამეს გაიგებთ საკუთარ თავებზე რაც აქამდე არც კი იცოდით - ისევ გაიცინა . - ღირსი ხარ ეს ტელეფონი თავზე გადაგაფშვნა - გაბრაზებულმა დაუტია და მობილური ტახტზე მიაგდო . - გოგო ! - კბილები გააღჭრიალა ონიანმა - წესიერად ! - თითი როგორც პატარა ბავშვს ისე დაუქნია . - წესიერადო კიდე მე რომ მეუბნება - წაბები შეკრა ნინემ და მოკისკისე ლენკას ბღვერით გადახედა - შენ რაღაც ნამეტანი კაი ხასიათზე ხარ და ხო არ გინდა მოგშხამო ? - ცალი წარბი ჰაერში აზიდა .. - არა დიდი მადლობა - ხელები ისევ სიცილით აღმართა ჰაერში და საზურგეზე გადაწვა , ცალი თვალი კი აკოსკენ გააპარა , რომელიც სიცილით ადევნებდა მის ყველა მოქმედებას თვალს . - დედაჩემი მირეკავს - ნერვიულად ჩაილაპარაკა და ღრმად ჩაისუნთქა ფეხზე წამოდგა და აივანზე გალასლასდა სიცხსიგან თუ ნერვიულობისგან შეწუხებული . - ხო დე - მობილურს თავის მშვიდებით უპასუხა და ვითომც არაფერიო ისე მიაყარა კითხვები - მშვიდობაა ? რატომ არ გძინავს ? - დედიკო რა ფოტოები ეს მთელი ინტერნეტი აჭრელებულია , ან შენ ოთო ონიანს საიდან იცნობ ? რა ხდება მამაშენი გაგიჟებულია ნინე . - უიმეე , რამ გადარია რაა შენ საიდან იცნობ ოთოს ? - ოთოს ვინმე არის ისეთი ვინც არ იცნობს ? , მითიმეტეს ქალი - ეშმაკუად ჩაიფუხუკუნა და "მითუმეტეს ქალი" ჩუმად წარმოთქვა სავარაუდოდ მამამის , რომ არ გაეგო. - დე ლიფტში გავიჭედეთ ერთად მერე მაგან ამიყვანა სახლამდე ლენკამ გადადგა მთელი კორპუსი და მერე ხო არ გაავაგდებდით ესე და თურმე იმის ძმაკაცია , ჩვენ ქვემოთ რო ცხოვობს აკო , ხო აკო და ეგენი ამოვიდნენ და ჯოკერი ვითამაშეთ მაზიანი წავაგე ორი სურვილი და ერთი ეს იყო , დაამშვიდე მამა არაფერი არ ხდება - მიაყარა ყველაფერი ერთდროულად . - ნუ ახლა არ არის ოთიკო ცუდი ბიჭი - დაიწყო თავისებურები მაგრამ როგორც კი ქმრის ხმა მოესმა " გააანებე ქალო ბავშვს თავი " - ო მაშინვე გაჩუმდა და ისევ ჩაიფხუკუნა . - ოხ დედა , დედა წავედი გკოცნი ხვალ დაგირეკავ შეიძლება გამოგიაროთ , სამსახურიდან თუ ადრე გამოვედი. - კარგი დედი ჭკვიანად და გკოცნი . - მეც დე მიდი . - რაო დედამ ? - ცინიკური ტონით გამოვიდა აივანზე "ოთიკო" - არ არის ოთიკო ცუდი ბიჭიო - ჩაიფხუკუნა და სიმართლე უთხრა . - საკმაოდ პირდაპირი ხარ , ბევრი არ იტყოდა , კი არადა უმრავლესობა არ იტყოდა .- კმაყოფილება აღბეჭვდოდა სახეზე და ხმაში . - ეს რატომ უნდა დამემალა - მხრები აიჩეჩა და ღამის თბილისს გადახედა. - კარგი ხედია - ანიშნა თვალით ხედზე . - ხო აქ პუფები გამოგვაქვს მე და ლენკას , როცა ჩემთან რჩება და მთელი ღამე ზაფხულში აქ ვართ ხოლმე . - სიგრილეში , კარგია - ტუჩები გააწკლაპუნა ონიანმა . - სვანი ხარ არა ? - კი - კმაყოფილი გაიჯგიმა ონიანი ადგილზე . - ეჰ ორი ოცნება მაქვს - დაიწყო საუბარი და გაიცინა ტუჩების წკლაპუნით - ერთი ბრაზილიაში მოგზაურობა და მეორე სვანეთის ნახვა , სვანეთის ნახვა უფრო მინდა - თვალები მინაბა დათოვლილი მთების წარმოდგენაზე . - ასე გიყვარს სვანეთი ? - ღადაობ ? - შეიცხადა მან - მეამაყება , რომ საქართელოშია - ასევე ამაყი გაიჯგიმა ნინეც - ბავშვობაში თურმე , რომ მეკითხებოდნენ ახლა რა გინდაო მამას ძმაკაცები , ვეუბნებოდი , სვანი ქმარითქო - გადაიკისკისა და მამაკაცის ჩაღიმებას უხერხული ხვნეშით შეხვდა . - დაგპატიჟებთ ჩემთან შენ და ლენკას თუ წამოხვალ აგისრულებ ოცნებას , ოღონდ ცოტა სხვანაირად - შემპარავი ღიმილი გამოიყენა მან . - რაო ? - ყურები ცქვიტა ნინემ - მართლა ? - ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან . - ახლა არ იტირო - გააფრთხილა და გაიცინა ონიანმა - კი მართლა , აქედან სხვანაირად წაგიყვანთ იქიდან სხვანაირად წამოგიყვანთ - თვალი ჩაუკრა . - როდის - გაიცინა და პატარა ბავშვივით აცერცეტდა . - როცა გინდა თუ გინდა ხვალვე - მხრები აიჩეჩა - მე თავისუფალი ვარ 1 კვირით , შეგვიძლია ერთი კვირით გავინავარდოთ სვანეთში . ნინე ცოტა ხნით დაფიქრდა , არ იყო სასურველი და მისაღები მისთვის ერთი კვირის გაცნობილს დასთანხმებოდა ასეთ შემოთავაზებაზე , მაგრამ ისე უნდოდა სვანეთის ნახვა და ოცნების ასრულება "თანაც ასეთ სიმპატიურთან ერთად" , რომ უარის თქმა ცოტა ძნელი იყო. - მოდი ლენკას ვკითხოთ - შეპარვით ახედა მამაკაცს . - გიტყდება - დაასკვნა და ეშმაკურად აათამაშა წარბები . - რა სისულელეა - აშკარად არ გამოუვიდა დამაჯერებლად . - გეშინია - დააკსვნა კიდევ ერთი რამ ონიანმა . - ა ... რა ... არა ! - ძლივს ამოილუღლუღა და ადგილზე შედგა. - კარგი რა , ახლა ზუსტად ვიცი რასაც ფიქრობ , ერთი დღის გაცნობილს ასეთ რამეზე , როგორ დავთანხმდე ტეხავსო - სიტყვა სიტყვით გადმოსცა გოგონას ფიქრები . - შევიდეთ , ლენკას დაველაპარაკოთ - შესვლა სცადა მაგრამ წინ ონიანი გადაუდგა . - მე შენ ონების ახდენას გთავაზობ , ყოველგვარი პირობების გარეშე , მხოლოდ ერთი თხოვნით , ნუ შეგეშნდება ჩემი კარგი ? - ზედმეტად რაღაცნაირი იყო მისი ტონი , მბრძანებლური და ამავდროულად თხოვნითი. - კარგი - თავი დაუკრა და მასთან ერთად შევიდა მისაღებში . - ლენკა , ონიანი გვეპატიჟება სვანეთში - ახარა ჩვეულებრივი სახით და თვალი ჩაუკრა დაქალს. - ღადაობ ? სვანეთში ? - შეიცხადა ლენკამ - შენ როგორ მოხდა ესეთი არაფრისმთქმელი მზერით რომ ხარ სვანეთზეა საუბარი - გაიკვირვა ლენკამ და თვალებ დაქაჩულ სამეულს უხერხული ღიმილით გაუსწორა თვალი . ონიანმა ნინეს მზერას ირონიული ღიმილი სტყორცნა და სავარძელზე მოთავსდა . - ხომ ... სვანეთი კარგია , მაგრამ ... - ვეღარ მოიფიქრა რა ეთქვა ეგონა როგორც ფილმებში ხდებოდა არ დააცდიდა რომელიმე გაგრძელებას მაგრამ ჯინაზე ჩუმად ისხდა სამივე , ლენკა , რომ მიუხვდა დაქალს ქცევის მიზეზებს მხარი აუბა . - მაგრამ დრო არ გვაქვს ხო ? - ზუსტად - საჩვენებლი თითი ჰაერში აღმართა და თვალები მოჭუტა . - ხო დრო არ გვაქვს . - როდის ოთიკო ? - ჰკითხა აკომ და მოცინარ ძმაკაცს თვალი ჩაუკრა . - ხვალ - მხრები აიჩეჩა მან. - ხო და გოგონებო ხვალ სვანეთში მივდივართ - ისე ჩაილაპარაკა აკომ თითქოს ამცნო ქათამმა კვერცხი დადოო. - აკო ! - დაუბღვირა ლენკამ - ჩვენ დრო არ გავქვს ! - დრო კი არა მე ვიცი რაც არ გაქვსთ - გაბრაზებულმა შეკრა წარბები ბიჭმა. მხოლოდ ონიანი მიუხვდა სათქმელს და გემრიელად გადაიხარხარა . ნინე და ლენკა დაბღვერილები ადევნებდნენ მამაკაცების ქცევას ყურადღებას და დრო და დრო ერთმანეთს გაკვივებულები გადახედავდნენ . - მარტო მე ვერ მივხვდი ? - ცალი წარბი ასწია ჰაერში ნინემ . - პაძელნიკი ვარ მუდამ შენი - გადაიკისკისა ლენკამ და დაქალს მიეხუტა. - გაატარეთ - ხელი აიქნია ონიანმა . - მიდით რა ნუ გაგვიტეხავთ ეხა და წამოდით - ალაპარაკდა ძლივს სააქაოსკენ მობრუნებული აკო . - კარგი მოდი გულახდილად ვისაუბროთ - წამოჯდა სერიოზული სახით მომღიმარი ნინე და შიშველი ფეხები "შლოპანეცბიანად" შეალა მინის მაგიდის ქვეშ - ჩვენ თქვენ დღეს გაგიცანით , უკვე სვანეთში წასვლაზეა საუბარი თანაც მხოლოდ ჩვენ ოთხნი , მგონი ცოტა უხერხულია , პირადად მე ვფიქრობ თქვენ თქვენს დებს ან სულაც შვილებს . ასეაქციელს არ მოუწონებდით , არც ერთო - თითი ორივესკენ გაიშვირა და თვალებ მოჭუტული დააკვირდა მათ რეაქციას - მე პირადად არა კომფორტულად ვიგრძნობ თავს ლენკასი არ ვიცი - თავი გააქნია და დაქალის დაბღვერილ სახეს გაკრეჭილი შეხვდა - როგორც ჩანს ლენკას ჩემს აზრზეა - მხრები აიჩეჩა ნინემ - ცოტა ხანი მოვიცადოთ , გავიცნოთ ერთმანეთი და მერე ვნახოთ , მერე ვილაპარაკოთ სვანეთზე და მსგავს შემოთავაზებებსა და გეგმებზე -მშვიდად დაამთავრა საუბარი და ღიმილით მიაჩერდა მამაკაცებს . აკო აშკრად ლენკაზე იკო მიშტერებული , ლენკა ნინეზე . ნინე ონიანზე ონიანი ნინეზე . აშკარად ეტყობოდა სვანს , რომ ძალიან მოხიბლული და კმაყოფილი იყო , მაგრამ ცდილობდა ეს სხვებისგან და მითუმეტეს ნინესგან დაემალა . დაემალაც არა უბრალოდ შეუმჩნეველი დარჩენოდა . - მართალი ხარ , ვერ შეგედავები , რომ მე ჩემს დას და შვილს ასეთ საქციელს ნამდვილად არ მოვუწუნებდი , მაგრამ სულაც არ მიფიქრია მხოლოდ ჩვენ ოთხის წასვლაზე , ჩემი დაც იქ იქნებოდა თავის მეგობრებთან და ქმართან ერთად - ონიანის სიტყვებზე ლოყები აეფარკლა ნინეს , არა მაინც საიდან მოიტანა , რომ სვანეთში მხოლოდ ეს ოთხი უნდა წასულიყო ? მაგრამ ეს გამართლებას არ აძლევს მის პოტენციუ საქციელს , ის მაინც თავს შეიკავებს ჯერ ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან . - ძალიან კარგი, თუმცა მე მაინც თავს შევიკავებ ასეთი რაღაცეებისგან , გამიგე უბრალოდ ... ერთი დღეა გაგიცანი იცი ? იქნებ მანიაკი ხარ - სიცილით დაამთავრა და ეჭვით აათვალიერ ჩაათვალიერა აკო და ლენკა , რომლებიც წამოდგნენ და აივანზე გავიდნენ , კარი მიკეტეს და პუფებში ჩაეშვნენ . ფარდაც როგორი სილამაზით გადაუწევია აკოს ... ჰმ ... - მანიაკი ? - ირონიული ღიმილით ჩაიღიმა ონიანმა და დაბნეულ ნინეს სხარტი მოძრაობით მიუჯდა გვერდით ძალიან ახლოს - ხო გეთანხმები , ჩვენ ერთმანეთი სულ რაღაც რამდენიმე საათია გავიცანით , თანაც ... ისეთ მდგომარეობაში - ენა გააწკლაპუნა და ამღვრეული თვალებით შეათვალიერა ქალის სავსე მკერდი , რომელიც ლამაზად იმზირებოდა ხალათიდან - რომ თუ მანიაკი ვიქნებოდი ნამდვილად შეამჩნევდი - ბოლო სიტყვებში ვნებიანი ბგრებეიც გაურია და სახე მიუახლოვა გოგონას . ნინე სახეზე სულ წამოწითლდა , იმის გახსენებისას თუ როგორი "ჩაცმულ დახურული" და "შეფუთნული" იდგა ლიფტში მამაკაცის წინ . მერე სისხლმა ტვინში მაშინ აასხა , როდესაც მამაკაცი ასე ახლოს დაიგულა თავის თავთან . ჰმ ... თავხედი ! - ყავის დალევას ვაპირებ ... გინდა ? - ჰკითხა დაბნეულმა და ადგომა სცადა , როცა მაჯაზე გახურებული ხელი იგრძნო და უკან ინერციით დაენარცხა. არასდროს ! არასდროს მსგავსი სიმხურვალე არ უგრძვნია . ჯანდაბა ! რაც ეს კაცი დაინახა მის შემდეგ ტემპერატურა საგრძნობლად იწევს მის სხეულში . სულ ლენკას ბრალია , აგითუხთუხდება აგითუხთუხდება ჰორმონებიო , სანამ მართლა არ აუთუხთუხდა მანამდე იცინა მასზე და მის აზრებზე . ლოყებ აწითლებულმა და თვალებში ვნება ჩამდგარმა დახედა ჯერ მის ხელს და შემდეგ თვითონ მას . - რა ? - ცინიკური სიცილით მოეფერა მეორე ხელით წელზე. - რა ? - დაბნეულმა ამოილუღლუღა და მის ხელებში შეფართხალდა . - რა ? - მის ნერვებზე თამაშს არ წყვეტდა ონიანი . - რა ? - ისევ ერთი სიტყვის გარშემო ტრიალდებდა ნინეც . "ნინე კალანდაძე გაები" - რა ? - უკვე ნერვებზე მოქმედებდა ონიანის ასე ახლოს ყოფნა და უმოქმედობა კალანდაძის მოთუხთუხე ჰორმონებზე . სახე მიუხალოვა აწითლებულ ქალს ონიანმა და თითი ბავშვივით დაკრა ცხვირზე შემდეგ კი მის გაოცებულ და გაბრაზებულ "როჟაზე" გადაიხარხარა. - ბავშვივით ნუ მექცევი - თავის დასხნა სცადა მისი მკლავებიდან და გაბრაზებულმა გაბუშტა ტუჩები . - დამიჯერე ქალივით , რომ მოგექცე ორი დღე საწოლიდან ვერ ადგები - ისე დაიბნა "მიმხვდარსაც" ვეღარ ჩაწვდა და ქალური ეშმაკობებით თამაში მოუნდა მამაკაცთან. - ოუ , რა დაუნდობელი ხარ ოთკა - გაიწელა და ირონიულად გადაიკისკისა. მამაკაცს მის ქცევას გულრფელად გაეცინა და უფრო მაგრად შემოაჭდო ხელები . - ბავშვი ხარ , პატარა ბავშვი - უფრო წააქეზა გოგონა. - ბავშვი ? - ცინიკური ღიმილით ჩაიცინა და საჩვენებელი თითი მამაკაცის წითელ , ერთი შეხედვით , რომ მიხვდები გემრიელ თუჩებს გადაუსვა , ონიანმა ვნებიანი ჭინკებიც გამოაჩინა თვალებში და ხელი თეძოებზე მძლავრად მოუჭირა - ესეიგი ბავშვი ვარ - არ წყვეტდა თამამი ქალის როლის თამაშს კალანდაძე - პატარა ბავშვი - ვითომ ძალიან შეწუხებულმა ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩს ვნებიანად დაასო კბილები - ძალიან პატარა ბავშვი - ზედ ტუჩებზე დასჩურჩულა და დაბნეულის დანახვაზე წამოხტომა სცადა , მაგრამ ონიანმა მოასწრო და წამომდგარი მძლავრად აიკრა სხეულზე , მისი ოთახისკენ წაიყვანა და იქ შესულმა კარი მიხურა , კედელზე ააკრა ხელებს შორის მოქცია , დაბნეული "თამამი" ქალი . - ხო არა ? ანუ როგორც ქალს ისე გინდა მოგექცე? - ირონიულად ჩააცქერდა თვალებში და მის ჩაზნექილ დიაფრაგმაზე სახე დაეჭიმა მოუთმენლობისგან - ჯანდაბა , რატო მაგიჟებ - ხელი დაკრა კედელს და გიჟივით დააცხრა ბაგეებზე. ერთი ხელი წელში შეუცურა და სხეულზე მძლავრად აიკრა . ყელზე , რომ გადავიდა სიამოვნების კვნესა ვერ შეიკავა კალანდაძემ და ხელები ვეღარ დაიმორჩილა ჰორმონებ ათუხთუხებულმა. თმაში წაავლო ხელი და თავისკენ მძლავრად მოქაჩა , ამჯერად თვითონ აკერა მთელი სხეულით და ხანგრძლივი კოცნის მოლოდინში ღრმად ჩაისუნქა ჰაერი , რომ დიდ ხნიანი კოცნა გარანტირებული ჰქონოდა. არ იცის პირველ კოცნას ნაღირსებს ამდენი გამბედაობა საიდან და ამდენი სითამამე "საიდან" მაგრამ ფაქტია ახლა თავის თავზე აიღო მამაკაცის გაგიჟების ინიციატივა . თვითონ დაიწყო მამაკაცის ყელში ტუჩებით თარეში და ონიანის გმინვას და გადაგდებულ თავს კმაყოფილი ღიმილით შეხვდა. - მოთმინების უნარს მიკარგავ და ისე ნუ მაქნევინებ ორის მაგივრად მთელი ცხოვრება , რომ ვერ ადგე საწოლიდან - ამოიგმინა გახურებული თითით მკერდთან ჩაუყვა . - გაჩერდი - ამოისუნთქა და კარიდან გასვლაზე ანიშნა . - გინდა რომ ? - მოშორდა და ღიმილით დააჩერდა გოგონას. კალანდაძემ მისი ტუჩები , რომ ვეღარ იგრძნო ოდნავ მოფხიზლდა და დაბღვერილმა შეხედა მამაკაცის აწითლებულ ბაგეებს . ისევ მოუნდა მარწყვების დაგემოვნება მაგრამ "ხომ არ მივარდებოდა" "ჯერ არ მივარდნილა" - ხო და კი არ მივარდა მიაწყდა . თავს , როგორ ვერ იმორჩილებს ... რაც ყველაზე მეტად ეზიზღებოდა ახლა თვითონ აკეთებდა იმას . ერთი დღის გაცნობილ მამაკაცთან რომანს ააბავდა. ვნებიანი კოცნა , რომ დაამთავრა დაღლილმა გადააგდო თავი და კედელს მიაყრდნო. ონიანმა დრო არ დაკარგა და ტუჩებს ადგილი მოუძებნა მის კისერში. კალანდაძემ თავი ვეღარ შეიკავა და მსუბუქად ამოიკვნესა. - გეყოს - საჩვენებელი თითი მარწყვებზე გადაატარა და სურვილმა შეახსენა თავი. ნელა და ძალიან ნაზად აკოცა მოწყვეტით , შემდეგ კი კოცნა გააღრმავა და კბილები ძალიან ნაზად შეუნაცვლა . კალანდაძე მის მკლავებში მოქცეოდა და სიამოვნებისგან კრუსუნებდა , აღარ იცოდა ის სიამოვნება რითი გამოეხატა , რომელსაც ვერანაირად იხშობდა სხეულში და თავის თავში. ონიანმა ჩაიცინა და კიდევ ერთხელ აკოცა მოწყვტით გოგონას , შემდეგ კი ოთახი დატოვა კმაყოფილი ღიმილით. გაოგნებული კალანდაძე ზუსტად 10 წუთი იგივე ფორმაში იდგა და თვალსაც კი ვერ ახამხამებდა წესიერად . 10 წუთიც იდგებოდა და უფრო მეტიც , რომ არა ოთახში შესული ლენკა. დაქალის დანახვაზე ბერძენიშვილმა სიცილი ვერ შეიკავა და კარგად გადაიკისკისა გულიანად. - ლენკა ბერძენიშვლი იცემება . არაადამიანურად დასუსტებული ხმა ამოუშვა კალანდაძემ. იქვე საწოლზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. ლენკა გაოგნებული მიუჯდა დაქალს და კიდევ გაიცინა. - რა მოხდა ასეთი ? - მომხდარიყო იგივე შენთან და აკოსთან , რაღა ჩემთან ხდებოდა ? - ხელები აღმართა ჰაერში და თავი საწოლზე გადააგდო - სად არიან ისინი? - მისაღებში . - გადი და გამოვალ ღამე მოგიყვები ყველაფერს. - ოო ახლა რაღა მოითმენს - აბუზღუნდა ბერძენიშვილი. - გთხოვ რა ახლა არც მაქვს საუბარი . ლენკა უხმოდ წამოდგა და ოთახიდან გავიდა. სარკეში ჩაიხედა და ვაი ამ ჩახედვას , გამოსახულებაში თავის თავს ვეღარც კი ცნობდა. თვალებში სხივებს ვნებიანი სხივებიც მიმატვოდნენ და ახლა სარსკის მეორე მხრიდან "კაი შეზარხოცეული " ჯერ კიდევ გოგონა " უმზერდა " ასეთი რამ თავის თვალებში არასდროს დაუნახავს , აწითლებულ ტუჩებზე თითები დაისვა და უნებურად გაეღიმა გახსენებულზე. უცნაურია არა ? რა სინანულზეა საუბარი , როცა ახლაც კი ოცნებობს დროის უკან დაბრუნებაზე და იგივე სიამოვნების განცდაზე ? უთავმოყვარეო ? ჰმ ... სულაც არ ვფიქრობ , რომ ნინე კალანდაძე უთავმოყვარეოა ! სულაც არა ! ის უბრალოდ ერთი არაჩვეულებრივი გოგონაა , რომელსაც ასაკზე გოგონა არც კი ეთქმის. 27 წლის ქალი ! მაგრამ "ჰორმონებით" და კიდევ რაღაცრაღაცეებით , მაინც გოგონაა. გამოუცდელი გოგონა , რომელიც მუდმივად ყველას იშორებდა თავიდან , რადგან იცოდა ის "ის" არ იყო არცერთი , დროებითი ურთიერთობები და ფლირტები მას არ იზიდავდა. დაფიცებული ჰქონდა თუ რაიმე სერიოზულს ვიგრძნობ უკან არ დავიხევო. ახლაც ცხოვრებაში პირველად იგრძნო იმხელა სიამოვნება , ენერგია და ადრენალინი , რომელიც ვერც კი დაიტია და ეს მის ხმა მაღალ კვნესაზეც აისახა. როგორ მინდა გასაგებად აგიხსნათ რას ვამბობ , მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია? ის ... ის იმხელა სიმაოვნება უნდა განიცადოთ , რომ მიხვდეთ რატომ არ არის ეს გოგო უთავმოყვარეო ! არასდროს არ იყო ისეთი ტიპის , აი გულს ენდე , გულს დაუჯერეო . იჯდა გულის და გონების აზრებს ერთმანეთს ადარებდა და თითქმის არც არასდროს არ ცდებოდა არაფერში. ახლაც რატომღაც თავის თავი საერთოდ არ თვლის დამნაშავედ და სრულიადაც არ იმტყუვნებს თავს . ესიამოვნა , 27 წლის ქალს პირველად ესიამოვნა მსგავსი რაღაც , ესიამოვნა და არ შეეწინაღმდეგა. მერე რა , რომ 1 დღის გაცნობილია ? ჯანდაბა ! თავის თავს სიტყვიერად ვერ იმართლებს , თუ ალტერეგო ვერ ამართლებს და ეშლება ? ხო შეიძლება ! აბა თვითონ როგორ შეიძლება მსგავსი რაღაც ვერ გაამართლოს ? ვნება , ვნება ხომ დაუმორჩილებელია? ის ხომ მხოლოდ სიმოვნებასთან და ბევრისთვის სიყვარულთანაც ხომ გადის ? ასოცირდება ? ვნება ხომ ჩამძირავია ?! მას ხომ არაფერი მოეკითხება ? ის ხომ თითქმის ყველაშია ? ^^^ საკუთარი თავის გამართლება გაუმართლებლობაში კიდევ 10 წუთი გალია , შემდეგ კი ძლივს მიხვდა , რომ დებილურად ჩაიკეტა და ოთახის კარი მოწეგებულმა გამოაღო. ხალათზე ხელები ჩამოისვა და თმა შეისწორა. - ნინე მობილური გირეკავს - მიაწოდა ლენკამ და მხარზე თავი დაადო დაქალს . - ლუკაა - მომაბეზრებლად გადაატრიალა თვალები და ანიშნა ახლა უსმინეო და დაქალის მარცხენა ყურსა და თავის მარჯვენა ყურს შორის მოიქცია მობილური - გისმენ ... - ღადაობ ხო ? - მოესმა შეშფოთებული ადამიანის სულის შემძვრელი ღრიალი და ტელეფონი ცინიკური ღიმილით მოიშორა ყურიდან და ოდნავ შორს გაწია , ბიჭებს წამში დაეტყოთ სახეზე , რომ გასაგონი გაიგეს. - უკაცრავად ? - ირონიულ და მშვიდ ტონს ინარჩუნებდა კალანდაძე - ნომერი შეგეშალა ? - შენ სულ გაგიჟდი გოგო ? - ისევ ღრიალი ... ისევ გაწერილი მობილური. - ბარემ სპიკერზე ჩართე გვესმის - აკომ თავი გააქნია და გაიცინა. კალანდაძემ გაიცინა და სპიკერზე ჩართული მობილური მინის მაგიდაზე მოათავსა. - ტონს დაუწიე ვაშალომიძე ! - ისევ მშვიდი ტონი და ლუკა უფრო იშლებოდა ნერვებზე. - რა ტონს დავუწიო გოგო ნუ გამაგიჟე რა სურათი დადე ეს რა არის ? ყველა მირეკავს შევირყი კაცი , ჩემს სახელზე რატო არ ფიქრობ ? ხო იცი , რომ ყველამ იცის როგორ მიყვარხარ ? - გაგონილზე გაწითლდა და მობილურისთვის ხელის წავლება სცადა , მაგრამ ონიანმა ხელი გაუკავა და თავისკენ გაასრიალა მობილური გოგონას კი ანიშნა გააგრძელე საუბარიო , დაბნეულმა კალანდაძემ სიტყვებს მძიმე სუნთქვაც ამოაყოლა. - ერთი წუთით , ერთი წუთით , ვინ ხარ ასე , რომ ბედავ საუბარს ? რა ჩემი ბრალია შენ თუ შეუგნებელი ხარ და ამდენი წელი ვერ შეიგნე , რომ უბრალოდ შენთვის ჩემს ცხოვრებაში ადგილი არ არის? მეტი რა ვქნა როგორღა გაგაგებინო ? ის , რომ გიყვარვარ , მე არ გამივრცელებია და ვინც გაავრცელა იმას მოუწყვე ისტერიკები , შენ და შენი გრძელი ენა , რომ არა ნახევარს თბილისს არ ეცოდინებოდა , რომ გიყვარვარ და კიდევ ერთი ტონს დაუწიე და იცოდე ვის როგორ უნდა ელაპარაკო ის , რომ ამდენი ხანი მშვიდად გიტან შენ და ვიტან შენს გამოხტომებს იმას არ ნიშნავს , რომ ენა უნდა წაიგდო ამხელა კაცმა ქალთან სუბარი არ იცი და ელემენატალური კულტურა არ გაგაჩნია - ამდენი წლის ნაგროვები ახლა მიაყარა და თითები გახურებულ სახეზე ჩამოისვა. -ნუ მეტლიკინები ! ვინ არისთქო ის ... ის სი*ი ? - აღრიალდა ისევ მეორე ყურმილიდან . ამ დროს ონიანის სახეს შეხედა და ნეტავ რატომ შეხედა? ბრაზისგან წამოწითლდა და თვალები ჩაუშავდა. აღარ იყო მისი თვალები შავი თუთის ფერი , ახლა უკვე სულ შავი იყო , ისეთი შავი , რომ აღარ ჩანდა გუგები , გუგები , რომლებიც ასე უხდებოდნენ მის თუთისფერ თვალებს , ტუჩების მოძრაობით ბოდიში მოუხადა და მობილურისკენ წაიღო ხელი . ონიანმა გაუღიმა და აივანზე გავიდა მობილურიანად. აკოც ადგა და გაყვა . დაძაბულები იჯდნენ ლენკა და ნინე . არ იცოდნენ რა მოექმედებინათ. აივნიდან სიცილ ხარხარით გამოვიდნენ აკო და ოთო. - ბოდიში რა - ცრემლებ ჩამდგარი თვალებით შევხედე სვანს. - კაი რა , ვირი სურვილი იყო ხომ არ დაგავიწყდა ? - დამამშვიდა და ხელებში მოიქცია ჩემი სახე - ახლა მე და აკო გავალთ საქმე გვაქვს და ხვალ გნახავთ კარგი ? - შუბლზე აკოცა და კარისკენ წავიდა. - რა საქმე ? ლუკასთან მიდიხართ ? - გაოცებული და შეშინებული მიყვა კარამდე ბიჭებს. - ძილინებისა , არ ინერვიულო რა - გაუღიმა ონიანმა და კარში გაუჩინარდა აკოსთან ერთად , რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ლენკას ემშვიდობებოდა. თავი დაუქნია და გაუღიმა , კარში კი სიტყვა დააწია. - ჭკვიანად . ლენკასთან ერთად ოთახში შევიდა , ხალათი გაიხადა და დაქალს მიეხუტა. ყოველთვის შველოდა ერთადერთი დაქალის ჩახუტება. მისთვის ლენკა ყველაფერი იყო . დედაც , დაც , დეიდაც , მამიდაც ! ყველაფერი მზრუნველი ბებიაც კი. ყოველთვის მხარში ედგა და ამშვიდებდა. არასდროს იყო მისგან შორს რთულ მომენტებში. ლხინშიც და ჭირშიც ხომ მითუმეტეს მასთან იყო. უნაკლო მეგობრობა ჰქონდათ , ისიცნი ერთმანეთისთვის დაქალებზე და დებზე მეტიც კი იყვნენ. ზუსტად მისნაირი სჭირდებოდა ყოველთვის გვერდში და ასეც იყო სულ თან ჰყვადა. თუ როდესმე ამბობდა მარტო მინდა დარჩნენა დამტოვეთო ეს ნიშნავდა " ლენკასთან მინდა დარჩენა ლენკასთან დამტოვეთო" . ეს ყველამ იცოდა აამიტომ იყო , რომ იცოდნენ ნერბიემიერ წამალზე მოქმედი იყო ლენკა ! ლენკა და მხოლოდ ლენკა ეკერა ყოველთვის პირზე. ნახევარი ღამე არ დაუძინიათ , ინფრომაციებს ცვლიდნენ ერთმანეთზე. ეს უყვებოდა ონიანზე ის კიდე აკოზე. დაქალის მხარზე ედო თავი და დაძინებას ცდილობდა. ცდილობდა ძალიან არ ეშფოთა და ლენკასთვის ძილი არ დაეფრთხო. - რა გჭირს ნინე რა არ გასვენებს ? - ჰკითხა მზრუნველად და თავზე აკოცა. არაადეკვატურად უმიზეზოდ აბღავლდა კალანდაძე და ტირილი დაწიყო. ლენკას ფსიქოლოგიური ჰქონდა დამთავრებული და წარმატებით მოღვაწეობდა თავის სფეროში , იმის გაკვევა გაუჭირდებოდა რა სჭირდა ადამიანს ვისაც ყველაზე კარგად იცნობდა ? არამც და არამც . - ნინე , დამშვიდდი არაფერი არ მოხდება აი ნახავ ლუკაც სახსალამათი იქნება და ოთო ხო საერთოდ , თან აკოც გაყვა მაგრამ მაინც მშვიდად ვარ. - ერთი დღე არაა რაც ვიცნობ და უკვე იმდენი რაღაც დამიგროვდა საფიქრალი იმ ხისთავიან სვანზე ჩემს თავზე მეშლება ნერვები ასეთი მიამიტი , რომ ვარ , უბრალოდ მაკოცა გესმის ? მე კი ... მე კი უკვე მზითვბი გადავდგ გადმვდგი "ჩვენს მომავალ სახლში" და უბორკაც ხუთჯერ ჩავატარე რადგან ჩვენი ახალგაზრობის ფოტოებს მტვერი დაედოთ. ჩაილაპარაკა და თავისივე ნათქვამზე დაქალთან ერთად აკისკისდა. - რამენი ხანია ასე არ მიცინია - გადაიხარხარა ლენკამ და თმაზე თამაში დაუწყო კალანდაძეს ისე როგორც ბავშვობაში იცოდა. - მესიჯი გვაქვს , ვნახოთ აბა - ჩაილაპარაკა სასაცილო ტონით ნინემ და მობილური აიღო ტუმბოდან. უცხო ნომერი იყო , გახსნა და შეტყობინება წაიკითხა ლენკასთან ეერთად. - ვიცი , რომ არ გძინავს , ყველაფერი რიგზეა , დაიძინე მსუბუქი მოტეხილობები აქვს ვაშალომიძეს , მეტი არაფერი - გაოცებული კითხულობდა მესიჯს და ლენკას კრავდა ხელს დრო და დრო . - მიჩქმიტე - ისევ კრა ხელი და მისკენ წაიღო - აა დამასიანიაკეთქო ხო არ მითქვამს გოგო - დაუბღვირა და სიცილით წამოჯდა - გონზე ხარ ? სულ არ მეცოდება ლუკა , მოუხდება იქნებ ისწავლოს , რომ უნდა გაქრეს ჩემი ცოხვრებიდან , უკვე აღარ შემიძლია , მართლა - ამოისუნთქა მიყუჩდა. ^^^ მიუხედავად ყველაფრისა და გუშინდელი მომხდარი მოვლენებისა მაინც ძალიან ტკბილად ეძინა ლენკას სხეულის ყველა ნაწილზე. საერთოდ ფხიზელი ძილი აქვს , მაგრამ ვაი თუ გათიშულს ძინავს სრული ამ სიტყვის მნიშჰვნელობით თუ ბომბი არ ჩამოუგდე ან წყალი არ დაასხი არ გაიღვიძებს. მშვიდი ძილი აქვს მაგრამ პერიოდებიც არიას , როდესაც საწოლის ერთ თავში იძინებს და მეორე ბოლოში იღვიძებს . ან სულაც იატაკზე , საწოლის კიდეზე , ერთხელ კარის წინაც კი გაეღვიძა , დღემდე ვერ მიხვდა რა მოხდა მაგრამ ფაქტია კართან ეძინა მთელი ღამე თანაც ძალიან კომფორტულად. მთავარია კომფორტულად იყოს თავის სახლში , არ აქვს მნიშვნელობა სად დაიძინებს იქნება ეს სამზარეულოს მაგიდა თუ შემოსასვლელის კართან მდებარე იატაკი. აი თუ სხვის სახლშია ან ათენებს , ან უნდა გაათენოს ან სკამზე უნდა დაიძინოს , მოკალი და სხვის , სრულიად უცხოს სახლში საწოლზე ვერ დაწევება. თუ დაწვება მიუხედავად ყველაფრისა და საწოლის სისუფთავისა მეორე დღეს დეზიმფექციას იტარებს. მთელი ღამე სიზმრები და მისი ფიქრებიც ონიანის გარშემო დატრიალებდა. ასე იცის , თუ მთელი დღე ერთი რაღაც ხდება და ასევე ამ რაღაცაზე ფიქრებში იძინებს , სიზმრებიც მის გარშემო დატრიალებს , არ იცის რაღაცაზე ჩაციკვლა მაგრამ ასე ხდება მის შემთხვევაში და თავიდან ხომ არ გაკეთდება ? მიუხედავად იმისა , რომ ონიანი მისთვის ჯერაც ძალიან უცხოა მაინც გრძნობს , რომ ამ კაცს მთელი ცხოვრებაა იცნობს. ვერ დააბრალებს ვერაფერს , არც ეცნობა მაგრამ გონია , რომ მთელი ცხოვრება მოუწევს მისი "გაძლება" საკმაოდ კარგი ინტუიცია აქვს , ამჯერადაც არ ცდება , იმედი აქვს , რომ დაახლოვდბეა და მამაკაცი მისთვის როგორც ლუკა ისე არ გაუცხოვდება. ლუკას ბავშვობიდან იცნობდა , ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ , ყველგან ერთად დადიოდნენ , საბოლოო ჯამში ისე მოხდა , რომ ვაშალომიძეს კალანდაძე სხვანაირად შეუყვარდა , ეს კი ნინეს ძალიან ცუდად მოხვდა გულზე. ის ლუკას ისე უყურებდა როგორც არარსებულ ძმას , ვერ აიტანა , რომ ბიჭმა სხვანაირად შეხედა , შესთავაზა , რომ ურთიერთობა გაეგრძელებინათ როგორც დიდი ხნის მეგობრებს და ეს ყველაფერი ასე ერთი ხელის მოსმით არ დაენგრიათ მაგრამ ამაზე მტკიცე უარი განაცხადა ბიჭმა. მერე ისე მოხდა , რომ ლუკამ შევიწროება დაუწყო , რა ხერხით არ სცადა კალანდაძემ მეგობრის დაბურნება ძმის სტატუსით მაგრამ ვერ მოახერხა, მერე უკვე დაშორება დაიწყეს , როგორც მეგობრებმა და კალანდაძემ მოინდომა თუ მეგობრები არ ვიქნებით მაშინ ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტოთო , ძალიან კი უმძიმდა ლუკასთან განშორება მაგრამ რა ექნა? იცოდა ასე ბიჭი , ვერასდროს , რომ დაივიწყებდა და მის საკეთილდღეოდვე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა , ვაშალომიძე კალანდაძეს არ ეშვებოდა , მთელ თბილისში ავრცელებდა ხმებს , რომ ნინე კალანდაძე მთელი არსებით უყვარდა და თუ ვინმე გაეკარებოდა "კოჭებს დაუხვრეტდა" . ვინ უჯერებდა ? კალანდაძეს მაინც მრავალკაციანი არმია ჰყავდა "პაკლონიკების" სიაში. ყოველთვის ცდილობდა მამაკაცებთან დისტანცია დაეჭირა , ლუკა არ ეშვებოდა და ყოველთვის ეძებდა მიზეზს , რომ ვიღაც ეცემა. როგორც ჩანს ახლაც მოინდომა ონიანთან იგივე მაგრამ მიგვებილი თვითონ დარჩა. არამგონია სვანმა ვინმეს რამე შეარჩინოს მითუმეტეს ის , რომ ქალის გამო "სი*ი" უწოდეს. რა თქმა უნდა ეს სვანის არ ყოფილა გამონაკლისი და კარგად მიგვება ვაშალომიძეც. ამჯერად ლუკამ წესით ჭკუა უნდა ისწავლოს , ნუ ყოველ შემთხვევაში იმედი აქვს , რომ მიხვდება ყველაფერს და შეგნებულად იმოქემედებს. არ არის ვაშალომიძე ცუდი ბიჭი , მაგრამ სიყვარულმა გაარეკინა. როგორ არ უნდა , რომ დაეხმაროს ? მაგრამ რა ქნას , არ უყვარს ძალით ხომ ვერ შეიყვარებს ? ხელსაც ხომ უწყობდა , რომ მოებრუნებინა ? მეტი რა ქნას ? თვითონაც დაინრიოს ცხოვრება ერთი აკვიატების გამო ? არა არა ნამდვილად არა , ვერ იზამს მაგას , მითუმეტეს იცის , რომ ვაშალომიძის სიყვარულს გასაქანი არანაირი განხრითა და ასპექტით არ აქვს ! ^^^ ნელა გაიზმორა ლოგინში და ტუმბოზე დადებულ კრიალოსანს დაწვდა. წიკი ჰქონდა ბაშვობაში , მისი კლასელის დედა ფსიქოლოგი იყო , უთხრა რაიმე სხვაზე გადაიტანე ყურადღება და ჩანაცვლება მოხდებაო , მაგალითად კრიალოსანი იყიდეო. ექსკურსიაზე , რომ იყვნენ ბავშვები მაშინ იყიდა ბევრი კრიალოსანი და სახლში წამოიღო. ახლა ხან ერთს ატრიალებს ხან მეორეს ხელში , ის წიკი კი გაუქრა მაგრამ ახლა ეს აიკიდა. ბავშვობის მერე დაახლოებით 16 წლის იყო ახლა 27 წლისა , 11 წელია კრიალოსანის გარეშე ვეღარ ძლებს , მაგრამ სულაც არ აწუხებს ეს . პირიქით ისე კომფორტულად გრძნობს თავს , როდესაც კრიალოსანს ათამაშებს ხელში , ისე ამშვიდებს , რომ სულაც არ უქმინის ეს ჩანაცვლებული წიკი ნერვებს. - უკვე მერამდენედ მაღვიძებს მაგ კრიალოსნის ხმა , არ შეიძლება ფსიქოლოგთან იარო და მოიშორო ეგ წიკი ? - დაბღვერილმა გადმოხედა ლენკამ. - კარგად იცი , რომ ამაზე მეტად ვერაფერი მაწყნარებს - გაბრაზებულმა დაუყვავა და უფრო ჩქარა აათამაშა ხელში. - მე ისიც კარგად ვიცი , რომ მაგას მხოლოდ მაშინ ათამაშებ , როცა ნერვიულობ ან რაღაც ხდება და რამე გამომრჩა ? - წარბი აწია ზემოთ ლენკამ. არა ეს გოგო , რომ ძალიან კარგად იცნობს თავის დაქალს და დადნაფიცს ამაში ორი აზრი არ არსებობს ! - არა არაფერი არ ხდება - მხრები იაჩეჩა და უხერხულად გაიღიმა , კრიალოსანს კი ძალიან მოუჭირა თითები. - ნინე ! - დაიგრგვინა ლენკამ და თვალებ მოჭუტული წამოჯდა საწოლზე თმის შეკვრით - კიდევ ვიკითხო ? - ცალი წარბი აწია ჰაერში და თმის კეთებისგან დაღლილი ხელები ჩამოუშვა ნასიამოვნები სახით. - ონიანზე ამეკვიატა ფიქრები - კრიალოსანი ორმაგი ძალებით აათამაშა ხელში და დაღლილმა ბალიში შეისწორა თავი კი უფრო კომფორტულად მოაკალათა და ცალი ფეხი თხელი გადასაფარებლიდან გამოსწია. - და ამის თქმას აჭიანურებდი ? - გაიცინა ლენკამ - ფრთხილად იყავი არ მოგდრიკოს სვანმა . - არა რა უნდა მომდრიკოს - ნერვიულად გაიცინა და კრიალოსანი პირთან მიიტანა , შემდეგ სახე გაატრიალა და თვალები გადაატრიალა ნერვიულად. - თუ უკვე არ მოგდრიკა - ეჭვნარევი ტონით ჩაილაპარაკა ლენკამ და უფრო გაეცინა. - ეჰეი აკუნკულ - კილოთი უთხრა და მის სახეზე გადაიკისკისა. - დავაი რა - ხელი აიქნია და აფორაჟებულმა სახე გაატრიალა , შემდეგ კი საჩენებელი თითი გამოშტერებული ღიმილით გადასვა ტუჩებზე ლენკამ. - ბერძენიშვილი ლენკა - გაოცებულმა ჩაილაპარაკა - არ არსებობს ! შენ რა იმან გაკოცა და მე არ ვიცოდი ? რატომ არ მითხარი გუშინ ? - საიდან მიხვდი - დამნაშავესავით ჩახარა თავი. - რავი მეც ეგრე ვეფერებოდი ტუჩებს - გაიცინა და უცებ წამოწითლდა ნათქვამზე. - აუ ნინე თავი ბ*ზი მგონია - ასლუკუნდა გოგონა . - შენ თავი ხო არ მიარტყი ძილის დროს საწოლის თავს ? - დაბღვერილმა გადახედა დაქალს და მასთან ერთად წამოჯდა საწოლზე - რატო , რომ აკოცე მაგიტომ ხარ ბო*ი ? - არა უბრალოდ ... რამდენიმე საათი იყო რაც ვიცნობდი და ასე უცებ ... ხომ იცი როგორი აზროვნებაც მაქვს და ჩემთვის ძალიან დიდი სიდკომფორტია ასეთი რამ . - მესმის ლენკა , მეც რითი არ ვეცადე თავი მენუგეშებინა მაგრამ , მოხდა და რას შევცვლით ? - კარგი დაივიწყე - ხელი აიქნია და წამოდგა - ყავას დალევ ? - ჰკითხა და სამზარეულოში გაცუნცულდა ხალათით . - კი რა - საცვლებით გაყვა უკან ლენკას და სამზარეულოს მაგიდაზე ჩამოჯდა - დღეს ორშაბათია , თანამშრომელს გუშინ და გუშინ წინ გავუცვალე საათები ასე , რომ დღეს და ხვალ თავისუფალი ვარ , რას ვაკეთებთ ? - ეშმაკურად აათამაშა წარბები. - გახსოვს , რომ ვვოცნებობდით ბავშვობაში , ორივეს თავისუფად დღეებში ერთად გაკვეთებინა საჭმელები ? მოდი გავაკეთოთ - ტაში შემოკრა. - გავაკეთეთოთ , ჩაიცვი და პროდუქტების საყიდლად გავიდეთ - მხრები აიჩეჩა და გაიღიმა. - ოქსიი , პროსტა ყავა ? - გაახსენდა დილის გეგმა ლენკას. - დაიკიდე , რომ ამოვალთ დავლიოთ . - კაი მოვემზადოთ მაშინ ... ^^^ - დავაი ჩააგდე გვჭირდება - ურიკაში გაროხის შეკვრა ჩაააგდო ლენკამ , ნინემ გაოცებულმა და გამოშტერებულმა გადახედა დაქალს. - ერთი წამით რა , რას ვაკეთებთ საერთოდ ჯერ ის არ მოგვიფიქრებია და გაროხი რათ გვინდა ? - ცალი წარბი ჰაერში აწია კალანდაძემ. - იცი რა გავაკეთოთ ? პიცა , ორი სახის ნამცხვარი და ლაზანია - ტუჩები გააწკლაპუნა ლენკამ. - აუ კიდე იცი რა გავაკეთოთ ? მწვადი შევწვათ - ტუჩები გააწკალაპუნა ნინემაც . - მწვადის შეწვას რაზე აპირებთ მეც მასწავლეთ რა - მოესმათ აკოს მხიარული ხმა , ლენკა გაბადრული გატრიალდა ბიჭისკენ , აი ნინე კი ორი წამი გამოშტერებული იდგა გაბრუნებული ერთ მხარეს , მთლიანად გაბრუებული იყო , ახლა იმ ფიქრებში იყო ჩაძირული , რომ თუ აკო აქ იყო შესაძლო იყო ონიანის იქ ყოფილიყო , ღრმად ჩაისუნთქა და ღიმილით შეტრიალდა მამაკაცისკენ და დაქალისკენ , იმედები გაუცრუვდა ონიანი , რომ ვერ დაინახა და ოდნავ მოღუშულმა გადახედა მეგობრებს. - სახლში ბუხარი ხომ მაქვს - მხრები აიჩეჩა ნინემ. - ხო შამფურებს ჩემს ძმას გამოვატანინებ და ეგ შეწვავს - ჩაილაპარაკა ლენკამ. - ამოდით შენ და ოთო - ჩაილაპრაკა ღიმილით . - საქმეები გვაქვს დღეს და თუ მოვახერხებთ ამოვალთ - ჩაილაპარაკა აკომ და ღიმილით გააკანტურა თავი. - ოთო სად არის ? - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა ლენკამ და დაქალის მადლიერებით აღსასვე მზერას ეშმაკური ღიმილით უპასუხა. - აქ ვარ - უცებ აღმოჩნდა ნინეს უკან ონიანი , მისი ხმის გაგონება და გულის აჩქარება ერთი იყო. ჯანდაბა ეს რა ჭირს ! სახეზე წამოწითლდა და ღაწვები შემწვარი გოჭის ან სულაც მიჩურინის ვაშლის ფერი გაუხდა. ასეთი რაღაც არასდროს დამართნია , იმდენაც იგრძნო ტემპერატურის მომატება სხეულში , რომ მიხვდა ლოყები რატომაც აეწვა. გული აუჩქარდა და თითქოს მუცელი ამოუტრიალდა. უცებ ჩამოცხა და ისედაც მოკლე რჩისფერი შემოტკეცილი , ზურგ ამოღებული კაბა სულ მოიგლიჯა , დეკოლტეზე თითი აასრიალ-ჩაასრიალა და თვალები თავ ჩაღნულმა კრემისფერ სანდლებს გაუსწორა. აწული თმის კოსას დაწვდა მეორე ხელით და შეამოწმა ყელზე თმის , რომელიმე ღერო , ხომ არ არისო , იმდენად დაცხა უკვე ყველაფერს ამოწმებდა. აფორიაქებული ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა , როგორ ჩაეხშო სიწითლე ლოყებზე. ვაითუ მიმხვდარიყო , ან აკო ან ოთო ამ ყველაფრის მიზეზს? კანკალი აუვარდა შიშისგან. ურიკას ხელი უშვა და არც კი შეტრიალებულა გაოცებულებს ისე მოშორდა. კი იცის ძალიან ცუდად და ბავშვურად , რომ მოიქცა მაგრამ ამ საქციელს ახსნის მაინც რაიმეთი , აი ონიანის ხმის გაგონებისას ამდენი დამართნილი რაღაც როგორღა უნდა აეხსნა ? ვერაფერს უხერხებდა საკუთარ თავს და ტვინში არეულ კითხებს. გული ისეთი სიჩქარით უძგერდა კარგად გახდომა შეუძლებელი იყო. იმდენად აღიზიანებდა უკვე მკერდის ამოსვლა ჩასვლა ასე შესამჩნევად , რო უნდოდა ხელი ჩაეყო და ის პატარა მფეთქავი ორგანო , რომელიც საარსებო წყაროა ადამიანისთვის მთლიანად ამოეგლიჯა ! ტუალეტის კარი , რომ გაიღო ეგონა ოთო გამოყვებოდა. რა სისულელეებს ფიქრობს! უკან არც კი გაუხედავს ისე გაუსწორა თვალი სარკიდან შემოსულ ლენკას. - რას გამოიქეცი ნორმალური ხარ ? - გაოცებული ალაპარაკდა ბერძენიშვილი - ვაიმე ნინე რა გჭირს ? რა ფერი გადევს სახეზე ? რამე ხდება ? ცუდად ხარ ? ამოიღე გოგო ხმა. - ეს უკვე ზედმეტია ლენკა , ასეთი რაღააცეები სულ რაღაც ორი დღის გაცნობილთან არ უნდა მემართებოდეს გესმის ? ეს ... ზედმეტია ვერ ვუძლებ - ხმა აუკანკალდა და ოფლით დაცვარული ხელპირი , მთელი სახე და ყელი ცივი წყლით დაინამა. - ნინე მაშინებ , კი მაგრამ რა გჭირს ? რატომ შეიმჩნიე მაინც ? - ლენკა თავს ვერ ვიკავებ გესმის ? იყიდე პროდუქტები და მაქნააში დაგელოდები რა გთხოვ - შეეხვეწა დაქალს. - კარგი რა პრობლემაა უბრალოდ ხომ ხვდები აქ დამალვა და არნახვა არ იქნება ნორმლაური საქციელი , მითუმეტეს საღამოსაც მოგიწევს ნახვა. - საღამოს ვნახავ დამშვიდდი , ან გამოვალ 2 წუთში რა მიდი შენ. ^^^ ტუალეტის კართან ზუსტად 10 წუთი დაჰყო. გულმუცელი ამოტრიალებული ჰქონდა შიშისგან. ეშინოდა მასთან შეხვედრის , ჯერ მის ხმაზე რა რეაქცია ჰქონდა და ახლა , რომ დაინახავდა , ხომ წარმოგიდგენიათ ? ისე აწუხებდა ეს გრძნობა ბოლოს უღებდა. ბოლოს მიხვდა ცუდად , რომ აცერცეტდა ამხელა ქალი 27 წლისაა და მამაკაცს დამალობანას ეთამაშება , ვერაა ეს კარგად , არ ხარ შენ ნორმალურია , რომ ეუბნება ლაშა კი არ ატყუებს ? ლაშა ლენკას ძმაა . ^^^ გავიდა და ონიანი წასულიც დახვდა. აკო იდგა დახლთან და ლენკას ეჭუკჭუკებოდა. უეცრად მხარზე შეხება იგრძნო და უკან დენდარტყმული მიბრუნდა. თავბრუ დაეხვა ხელის პატრონში ონიანი , რომ ამოიცნო. - მე ... ისა , მე გაროხი ... უნდა ვიყიდო და ... - ალუღლუღდა და მაიონეზს ხელი დაავლო ისე , რომ არც კი შეუხედავს რას იღებდა. - და ეგ გაროხია ? - ცინიკური ღიმილით ანიშნა მაიონეზზე. - ხო ... ჯანდაბა ... ის მწვანეა პატარა ბურთულები ხო , აჰამ - თავს აქნევდა დებნეული პატარა დებილი ბავშვივით , რომელსაც სულ ახლახანს აქვს ადგმული ენა და არ იცის როგორ დააწყოს სიტყვები , რომ ჩამოაყალიბოს აზრი და წინადადება . - არ ვიცოდი მაიონეზს მეორეს სახელი გაროხი თუ ერქვა მითუმეტეს მწვანე თუ იყო და სასწაული ბურთულები , რომ ყოფილან - ირონიულად ჩაიქირქილა ონიანმა. მხოლოდ მაშინ მოისაზრა გაოცებულმა რა ეჭირა ხელში და ახლა უარესად დაიწყო თვალების ცეცება აქეთ იქით . - უი მაიონეზი ამიღია - გაიკრიჭა და უკან ადგილზე დაბრუნება სცადა , მაგრამ ხელიდან გაუვარდა . ასაღებად დაიწია , ონიანის ხელს , რომ შეეჩეხა , წამით ერთმანეთის თვალებს შეხვდნენ და ის ის იყო ცელქობისკენ მიიწევდნენ თავზე ლენკა და აკო , რომ დაადგენენ სიცილით. - ერთხელ გუდვილში - კამერა გამორთო ლენკამ და აკოს მხარი გაჰკრა. - იიი ვიღადავეთ ? - კბილებში გამოსცრა ნინემ და აწითლებულმა აღებული მაიონეზი ადგილზე დააბრუნა. - ოკეიოკეი - კილოთი ჩაილაპარაკა და გაიცინა ბერძენიშვილმა. - კარგი ჩვენ წავალთ და საღამოს გელოდებით , ოთო შეგიძლია შენი და და მისი შეყვარებული წამოიყვანო , ჩვენ ვიქნებით და კიდე ლენკას ძმა თავის შეყვარებულთან ერთად. - კარგი ვნახოთ - ჩაილაპარაკა ბოხი ბარიტონით - გაგიყვანოთ ? - იკითხა და დააკვირდა გოგონებს. - არა მანქანით ვარ - ამოიოხრა და ლენკას გახედა - რამე ხომ არ დაგვრჩა საყიდელი ? - არა მის ყველაფერი ნაყიდია და მანქანაშია ჩალაგებული. - გასაღები მე , რომ მოქნდა ? - გაიკვირვა ნინემ . - ღია დაგრჩენია - გაიკრიჭა ლენკა და მანქანისკენ ბიჭებთან ერთად წავიდა დაქალთან ერთად. ნინეს მანქანის გვერდით შავი ახალი BMW M6 ეყენა , გული მიეწურა ისე უნდოდა ეს მანქანა სული მისდიოდა. არა თვითონაც უნიკალური მანქანა ყავდა მაგრამ BMW M6 - სთნ ვერც კი მივიდოდა. თვითონ BMW-ს ტროიკა ყავდა. - რატომ უნდა ყავდეს ვიღაცას ეს მანქანა და თან ესეთი შავი , დაბურული შუშებით და რატომ არ უნდა მყავდეს მე - ხმამაღლა ამოიოხრა ნინემ და გაეცინა. - შენც არ გყავს ცუდი მაქანა - დაუბღვირა ლენკამ - ხალხი ოცნებობს ტროიკაზე. - მეც ძალიან მიყვარს ჩემი მანქანა მაგრამ დაბალი პასატკა აქვს და ზოგჯერ მაწამებს ჩემი ბიჭი - თითით მიეფერა მანქანას და გაეცინა - ჩემი სიამაყე ! - წავედით დროებით - მოესმა ონიანის ხმა და ორივეს ხელის დანქევით დაემშვიდობნენ. რომ დაინახა , როგორ ჩაჯდნენ ნინეს ფავორით მანქანაში , აი ზუსტად იმაში მის გვერდით მდგომ bmw m6 - ტში , ხო ზუსტად იმ შავში მინებ დაბურულში ხველა აუტყდა ნინეს და ლენკასაც . - ბოროტები - მიაძახა სიცილით ბიჭებს , მათაც საქარე მინა ჩამოსწიეს და გადაიხარხარეს. მანქანა ტრასაზე , რომ გაიყვანა გაზს მიაწვა და ადგილს მოწყდა. ყველაზე მეტად უყვარს სიჩქარე ! გიჟდება საჭესთან ჯდომაზე მისთვის ეს ერთი დიდი ბედნიერება და ნეტარებაა ! დაინანა როგორ ჩაუქროლა გვერდით და შემდეგ წინ ონიანის მანქანას და ლენკას გადახედა. - ახლა ამან რა ქნა გამომიწვია ? - ცალი წარბი აწია ჰაერში - ღვედი შეიკარი - გააფრთხილა და სიჩქარის გადამრთველს დასწვდა . - კარგი რა ნინე ნუ მაშინებ - გაიცინა ლენკამ - ჰო კარგი მიდი გაუსწარი - ღვედი გადაიკრა დაქალის მსგავსად მანაც და ადრენალინის მისაღებად შეამზადა ორგანიზმი. ვერ გაუსწრო , მაგრამ გაუტანაბრდა მის მანქანას , გვერდით მიდიოდა და მანქანიდან ეჭყანებოდა ონიანს. ის ირონიული ღიმილით იტანდა ქალის გამოხტომებს და დრო და დრო აკოს სიცილით ეუბნებოდა რაღაცეებს. - მოდუნდა დავაი მოემზადე - ლენკა გააფრთხილა და გაზს ფეხი მთელი ძალით მიაჭირა. ტრასაზე განგრმირავი ხმა გაისმა , გზა ბოლმა დაფარა , მანქანა კი ასფალტზე აღარ ჩანდა. - აი ეს მიყვარს მე - ამოიგმინა და გაოცებულმა შეხედა მის წინ არხეინად მოსიარულე მანქანას - ეს მე იქ არ დავტოვე ? - გაოგნებულმა ჩაილაპარაკა და მანქანას , რომ დაეწია გაშტერებულმა შეიხედა - დაგკლავ იცოდე ! - უყვირა და გაიცინა. - ჯერ დამეწიე - ენა გამოუყო ონიანმა და სულ გაქრა თვალთახედვიდან. - იდიოტი - ჩაილაპარაკა ბედნიერი ღიმილით და კორპუსთან შეუხვია. ^^^ - შემოდით - კარგი ლენკამ გაუღო ოთოს და აკოს. ნინე ოთახში იყო და ბოლო შტრიხებს ისწორებდა ტანზე. ფრიალა ღია წითელი მოკლე კაბა ეცვა , ფრიალა და წელში გამოყვანილი , ქვემოთ კი როგორც ავღნიშნე მოკლე და ფრიალა. ზურგზე ამოღებული იყო , რასაც ლამაზად კვეთდა კალანდაძის კოსად შეკრული თმა. ფეხზე შავი თხელი სანდლები მოირგო და მსუბუქი მაკიაჟით გავიდა ბიჭებთან და დაქალთან. ჩვეულებრივად შეხვდა ორივე , ზეედმეტი ათვალიერჩათვალიერების გარეშე. - ოთო შენი და და მისი შეყვარებული არ მოვლენ ? - ვაშლი მოკბიჩა ლენკამ და თან ოთოს გადახედა. - არა ქეთა შეყვარებულს მიყვება სადღაც და ვერ ახერხებს მადლობა გადაგიხადათ . კარის ხმაზე ყველამ თვალები ჭყიტა. ლაშა იქნებოდა თავის შეყვარებულთან ერთად. - ჩემი ძმა იქნება - ჩაილაპარაკა ლენკამ. - მე გავუღებ ჩემს ლაშიკოს - გახარებული წამოხტა ფეხზე ნინე და კარში გოგონასთან ერთად მდგომ ლაშას ლოყები გაუწელა - უნამუსო ასე უნდა დაკარგვა ? - ქეთა ? - გაოცდა ოთო. - ლაშა ? - აკომ პირი დააღო. - ოთო ? აკო ? - გაიკვირეს წყვილმა და სახლში შემოვიდნენ ნინემ სიცილით მიხურა კარი. - მამა ? - ლენკამ და ნინემ ერთხმად გადაიკისკისეს და სინქრონში თქვეს "მამა" - შენ ლაშას აქ მოყვებოდი ? - წყვილს ოთო მიუახლოვდა. - ხო და თქვენ რა გინდათ აქ? - გაოცდა ქეთა. - ის რაც თქვენ - წარბები შეკრა აკომ - ნინესთან და ლეკასთან ვართ. ^^^ ქეთა უფრო ახლოს გაიცნეს და ძალიან მოეწონათ , იმდენად თბილი და პოზიტიური გოგოა ყველაფერს შეგაყვარებს. სუფრა გააწყვეს გოგონებმა და სიცილით მიუჯდნენ მაგიდას. - ეს ყველაფერი თქვენ გააკეთეთ ? - გადახედა აკომ გოგოებს. - აჰამ - თავი დაუქნია ლენკამ დაბნეულმა ნინემ , რომ დაინახა ქეთას ეშმაკური მზერა და ლაშას ფხუკუნი თვითონაც გაეცინა და უნებურად გადაუვარდა თავი მოცინარს გვერდით მჯდომი ოთოსკენ. - ბოდიში - ამოიჩურჩულა და გველნაკბენივით გასწროდა. - არაუშავს - ონიანმა გაუღიმა და თმა ყურზე გადაუწია. სწრაფად გადაიტანა ყურადღება სხვა რამეზე და უხერხულად ჩაიღიმა ონიანის მისამართით. ^^^ სამზარეულოში ისხდნენ და ჭუკჭუკებდნენ გოგონები , ქეთას აქამდე ლენკა საერთოდ არ იცნობდა გამომდინარე იქედან , რომ მათი ურთიერთობა ახალი დაწყებული იყო ჯერ ლაშას დისთვის და მეორე დისთვის ნინესთვისა და ლენკასთვის თავისი რჩეული არ გაუცვნია. ქეთა თავისი და ლაშას გაცნობის სიუჟეტსა და საერთოდ მათი სიყვარულის ისტორიას ყვებოდა , გოგონები მის წარსულშიც ამოგზაურა. - ძალიან კი უხდებით შენ და ლაშიკო - აღბრთოვანებული იყო ლენკა. ნინე ჯერ კარგად ვერ იხსენებოდა იმიტომ , რომ ოთოს დის წინ ჯდომა მისთვის არც თუ ისე ადვილი იყო. რაღაცნიარად ეგონა , რომ თუ ჯერ არ გარკვეულ გრძნობებში დაიწვავდა თავს ქეთა ყველაფერს ეტყოდა ოთოს. - შენ რა იყო ენა ყვავებმა წაგართვეს ? - სიცილით ჰკითხა ქეთამ ნინეს. ნინე გაწითლდა და თავი ჩახარა , ენა ჩაუვარდა პირში და წყალი სულმოუთქმელად დალია . ქეთამ ეშმაკურად აათამაშა წარბები. - ოთოს მომავალ ცოლს გამსგავსებ , ისიც შენნაირი ნაზი , მშვიდი და ლამაზია - ჩაილაპარაკა და წამწამები ააფახუნა. გულში რაღაც მძიმედ ჩაწყდა , "ოთოს ცოლი" ისე მოხვდა სხეულის ყველა ნაწილს , ისე მტკივნეულად , რომ თავბრუ დაეხვა და ცრემლები ჩაუდგა თალებში. 27 წლის განმავლობაში არავის და მითუმეტეს თვითონ არ ენახა არასდროს საკუთარი თავი ასეთი. არასდროს უგრძნია მსგავსი რაღაც გულში. ეს ის შემთხვევა იყო , რომ ცხოვრებაში პირველად მიხვდა თუ რა ქარაფშუტულად მოიქცა. მოეწონა და შესაძლოა უფრო მეტიც გაგიჟდა ორი დღის გაცნობილ მამაკაცზე , რომელსაც თურმე საცოლე ჰყოლია. სრტუნით ამოილუღლუღა რაღაც ბგერები და ადგომა დააპირა , როცა ქეთამ მაჯახი ხელი ფხუკუნით წაავლო და დააჯინა. - ანუ ჩემი ძმა მოგწონს ? - წამწამები ააფახუნა და კალანდაძის სახეზე ისევ გაიცინა - გეფიცები არაფერს ვეტყვი - მუცელზე ხელები დაიდო უმცროსმა ონიანმა - ამას გეფიცები - თითი მუცელზე დაატრიალა და გაოგნებულ გოგონებს ღიმილი სტყორცნა. - რაიო ? - თვალები დაქაჩა ბერძენიშვილმა - ახლა რაც ქენი ეგ ? მანდ ... - აბლუყუნდა ლენკა და ცრემლები გადმოყარა - ღადაობ ? - ისე ნუ იზამ ოთომ , რომ გაიგოს და ყელი გამომჭრას - თვალები დაუბრიალა რძალმა მულს და გაიცინა - რაღაც ეჭვები მაქვს და ვნახოთ - მხრები აიჩეჩა მან ... - ისე მოხდა , რომ ქალიშვილობის დაკარგვა და დაფეხმძიმება ერთი იყო , ყოჩაღ თქვენს გენებს რა - გადაიკისკისა ონიანების ასულმა. 5 წუთი შოკირებულები უსვამდნენ ორივე დაქალი მესამეს მუცელს ხელებს და ცრემლიანი თვალებით კისკისებდენენ. - ანუ ოთო მოგწონს ? - დაუბრუნდა თემას ქეთა და ჩაიღიმა. ნინემ ცრემლები გადმოყარა და გულამოფსკვნილი ატირდა. - ახლა ნუ მაფიქრებინებ , რომ შენც ჩემსავით ერთი დანახვით შეგიყვარდა - თვალები დაქაჩა ქეთამ და მისთვის სასუვრელ მომავალ რძალს თავზე ხელი გადაუვსა. - იდიოტია - ამოისრუტუნა სასაცილოდ ნინემ და გოგონებთან ერთად გაიცინა - ნერვებს მიშლის , რომ ვხედავ მინდა გავგლიჯო და მერე კოცნისგან დავახრჩო - სრუტუნებდა ხმა დაბლა. - ვინაა ის უბედური ? - ირონიული წამოძახილი და სამზარეულოს კარისკენ გახედვა ერთი იყო. კარში აყუდებული ონიანი ცინიკურ ღიმილს არ იშორებდა სახიდან. კალანდაძის გულმა ორმაგი სალტო გააკეთა და დაბნეული ათამაშდა ადგილზე. უცებ წამოხდა და კაბა შეისწორა. - ჩემი საქმრო - დაუბღვირა და ყავის მადუღარას ხელი მიაჭირა - სხვისი საუბრისთვის ყურის დაგდება უზრდელობა , რომაა არ იცი შენ ? - ცალი წარბი აწია ჰაერში და ამჯერად თვითონ გადავიდა იერიშზე. ძალიან კი ეტკინა ვინაა ის "უბედური" მაგრამ ხომ არ შეიმჩნევდა? - წამო აკოსთან და ლაშასთან გავიდეთ - ამოიჩურჩულა ქეთამ და ეშმაკური ღიმილი შეახვედრა ნინეს თვალების ბრიალს. უმცროსმა ონიანმა ლენკას ხელი დაავლო და სიცილით გაიყვანა სამზარეულოდან , კარი კი კარგად მიიკეტა და ბიჭებთან გავიდა ორივე. - რამე გინდოდა? - მადუღარასკენ შეტრიალდა და შეეცადა ბედნიერი ღიმილი სახიდან ჩამოეშორებინა , რომ მისკენ ჩვეულებრივი უემოციო სახით მიბრუნებულიყო. გაიგო ნაბიჯების ხმა , შემდეგ კი იგრძნო ძლიერი , დაკუნთული და დაძარძვული ხელები მუცელზე. სიამოვნებისგან გააცახცახა და ვითომ გაოგნებულმა სცადა ხელების მოშორება. - ნუ ფართხალებ - უთხრა ბოხი ხმით და ხომ არ შეეწინადღმედეგებოდა? - ოთო ... - ამოილუღლუღა და კისერი გადააგდო - გამიშვი ! - ძლივს შეკოწიწებული სიმკაცრით თქვა და მუცელი შეკუმშა. - ჩემი სურვილია გაჩუმდე , ყოველთვის როცა მე გეტყვი და მაცადო ჩემი საქმე - ამოიოხრა ბოხი ხმით და კისერში გახურებული ტუჩები მიაკრო ქალს. - კი მაგრამ ... - დაიწყო ლაპარაკი მაგრამ არ დასცალდა. სწრაფად შეიბრუნა ონიანმა თავისკენ და თვალებში ჩახედა , დაბნეულმა კალანდაძემ ხმა ვეღარ ამოიღო და თვალები დახარა. ონიანის მზერამ მის ბაგეებზე გადაინაცვლა და გაგიჟებულმა ამოიგმინა. ნელ ნელა დაიწყო მიახლოვება მისი ბაგეებისკენ , ნიშნის მოგებით იღიმოდა და დაბნეულ გოგონას მზერას არ აშორებდა. ხელით სამზარეულოს კარადის გვერდით მდებარე , დენის ჩამრთველს დასწვდა და ისე ჩააქრო შუქი მილიმეტრითაც არ მოშორებია გოგონას. კალანდაძე ისევ გაურკვევლობაში ჩავარდნილი , დაბნეული იდგა და გონს მოსვლას ვერ ახერხებდა. არ უნდოდა მამაკაცის შეჩერება , ვერ ამბობდა მასთან ყოფნით გამოწვეულ სიამოვნებაზე და ბედნირებაზე უარს და რა ექნა. ვერ უხერხებდა ვერაფერს მისი სიახლოვის დროს ათუხთუხებულ ჰორმოენებს ვერაფერს და თავსაც ვერ ახტებოდა. სადამდედაც ყოფნიდა ნებისყოფა ითმენდა , მაგრამ მისი ნებისყოფა მაშინ გაცამტვრტდა , როდესაც გახურებული ბაგეები იგრძნო ტუჩებზე. ისეთი სინაზით ეხებოდა ონიანი კალანდაძეს , საწყალი კინაღამ იკეცებოდა. ბევრად ერჩივნა ველურულ კოცნას ეს ნაზი კოცნა! იცოდა ონიანმა , როგორ უნდა გაეგიჟებინა კალანდაძე! იცოდა და იყენებდა ამ ცოდნასაც . იმდენად სიამოვნებდა ნაზი და ნელი კოცნა სიამოვნებისგან აღარ იცოდა ხელებისთვის რა მოეხერხებინა. რაღაცაზე უნდოდა მოეჭირა და ენერგია მასზე დაეხარჯა. ბოლოს მის ხელებსაც უპოვა ადგილი და მამაკაცის მკერდზე აასრიალა. თვითონაც აყვა ვნებიან კოცნაში და უფრო გააღრმავა კოცნა. ონიანმა ტუჩებს კბილები შეუნაცვლა კბილებს კი ენაც მიაყოლა და იმდენად გაუსაძლისი გახდა ეს ყველაფერი კალნდაძემ თავი ვეღარ შეიკავა და ხმა დაბალ ხმაზე ამოიკვნესა. კისერში , რომ იგრძნო გახურებული ტუჩები , შემდეგ კი ამოღებულ ზურგზე გახურებული თითები ამოიგმინა და ამჯერად თვითონ წაეტანა მამაკაცის გემრიელ ტუჩებს შემდეგ კი ყელს. ონიანმა ქალი სამზარეულოს მაგიდაზე შემოსვა და ფეხებს შუა მოექცა. შემდეგ კი ალერსი უფრო გააღრმავა , გახურებული ხელები ბარძაყებისკენ წაიღო და ნეტარეს აასრიალა , შემდეგ კი აწეულ კაბაში შეუცურა და თითქმის მთელი ძალით მოუჭიქა მასზე. რომ არა ყავის მადუღარის გამაწრუებელი ხმა ალბათ უფრო აქტიურ მომენტზეც გადავიდოდნენ. სწრაფად ჩამოხტა მაგიდიდან შეშილილი და ამღერული თვალებით კალანდაძე და ჩამრთველს ხელი მიაჭირა , შუქი აანთო და ყავის მადუღარა გამორთო. - მაგიჟებ - ძლიერი ხელები უკანალზე მოუჭირა ჯერ ისევ აგონიაში მყოფ ნინეს და ისევ წაეტანა მის ბაგეებს. - გვრიტებო აღარ გამოდიხართ ? - მოესმათ შემოსასველელიდან ხმა და უცებ ჩამოშორდნენ ერთმაენთს . ონიანმა საჩვენებელი თითი ჩამოუსვა კალანდაძის ბაგეებს და მოწყვეთით აკოცა , შემდეგ კი კმაყოფილი ღიმილით დატოვა სამზარეულო. ^^^ - კარგ დროს მოხვედი ნინე - სამზარეულოდან გამოსულ დად ნაფიცს ხელი დაუქნია ლაშამ და მასთან იხმო , ისიც უხერხული ღიმილით წავიდა მათკენ , ცხელი ყავები ნამცხვრებთან ერთად მინის მაგიდაზე დააწყო და ფოდნოსი სამზარეულოში გაიტანა. დაბნეული დადიოდა აქეთ იქით ერთი მომენტი იფიქრა ფეხი არ ამერიოს და ძირს არ მოვადინო ზღართანიო , ამიტომ სწრაფად წავიდა ლაშასკენ და გვერდით მიუჯდა. - რა ? რა ხდება? - ნაწყვეტ ამოილუღლუღა და ჯიუტად აარიდა მზერა ონიანის გამომწვევ მზერას. - ოთოსთან გვინდა ყველას ერთად წასვლა ერთი კვირით და ხომ გცალია ? - კითხა აკომ და კალანდაძეს სატირლად დაბრეცილ სახეზე გაკვირვებული დაკვირდა. - მე ... არ ვიცი ... - ამოილუღლუღა და სრუტუნით გაატრიალა მეორე მხარეს თავი სადაც მის და უბედურ ბედად ონიანი დახვდა და ცრემლი თვალები პირდაპირ მას შეანათა . - ხდება რამე ? ნინე კარგად ხარ ? - შეშინებულმა ჩაავლო მხრებში ხელი ლაშამ. - ყველაფერი რიგზეა - შეძებისდაგვარად გაუღიმა მეგობრებს და ყავა მოსვა. - წამოხვალ ? - იკითხა ლაშამ. - თუ ლენკა წამოვა ... - მხრები აიჩეჩა . - თუ შენ წახვალ ... - სიცილით ჩაეკვეხა ლენკა დაქალს. - მაშინ თუ უფროსი გამათავისუფლებს წამოვალ - თავი დაუქნია მეგობრებსდა გაუღიმა. - შენ ეგ არ შეგეშლება თალები დაუჟუჟუნე და ერთ კვირიანი კი არა ერთ თვიანი შვებულება შენია - თვალი ჩაუკრა ლენკამ დაქალს და გაახსენდა , რომ გიგა მასზე გიჟდება. - ეგღა მაკლია - დაიბღვირა და ყავა მოსვა - მაგას კიდე თვალების ჟუჟუნი უნდა? ისედაც კაცს აღარ გავს - გაიცინა და საზურგეზე გადაწვა. თვალი გააპარა ონიანისკენ და მის ცინიკურ ღიმილს გადააყდა. საერთოდ არ მოშლია ნერვები , კარგად ეხერხება ადამიანების ამოცნობა. ახლაც კარგად მიხვდა , რომ მისი ცინიკური ღიმილის უკან ადღლეზილი ნერვები იმალება. ამღერებულ მობილურს ხელი დაავლო და ყურზე მიიდო. - გისმენთ - თვალებ გადატრიალებულმა დაილაპარაკა ვაშალომიძის მისამართით. - ნინე ... შენთან საუბარი მინდა - მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა ლუკამ. - ლუკა რა ხმა გაქვს ? - შეიცხადა ვითომ არ იცოდა და ირონიულმა ღიმილმა გაუპო ბაგეები შემდეგ კი ონიანის უკვე ვეღარ დამალულ სიბრაზისგან აწითლებულ სახეზე უფრო ფართოდ გაიკრიჭა. - არ გიცნობდე მაინც - გაიცინა ყურმილის მეორე მხრიდან ვაშალომიძემ. - რა იყო რა გინდოდა ? - მისმინე , ვიცი შენ ჩემი მნახველი არ ხარ ამიტომ ... ბოდიში მინდა რა , რომ მოგიხადო არა იმიტომ , რომ ონიანმა მომთხოვა , უბრალოდ მართლა გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე . არ უნდა დამენგრია ჩვენი მეგობრობა , ამდენ წლიანი ურთიერთობა და დაძმური სიყვარული ამ აკვიატების გამო , ვიცი ჩვენი ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდება მაგრამ მინდა იცოდე , რომ სულ მეყვარები როგორც ქალი არა მაგრამ როგორც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპი გესმის ? ძალიან მიყვარხარ ნინე , როგორც მეგობარი გესმის ? მადლობა ონიანს ამისთის და იმისთვის , რომ რამდენიმე შემოკვრით უნარი დამიბრუნდა ნორმალური აზროვნების ნინე , როდესმე , როცა ამის დრო იქენბა ხომ მოხვალ ჩემს ქორწილში ნინე ? ხომ არ დამტოვებ ნინე მარტო ? ხომ მოხვალ ? ხომ სულ ჩემთან იქნები როცა ბედნიერი ვიქნები ? ხომ იქნები ჩემი შვილის ნათლია და შვილების კარგი მეგობარი ? ხომ იქნება ყველაფერი კარგად ? - აწყლიანებული თვალები დაახამხამა ნინემ და ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან , ამდენი ხანი ოცნებობდა ვაშალომიძისგან ამ სიტყვების გაგებაზე და ახლა რა ხდება ? თვით ლუკა ვაშალომიძე რეებს ეუბნება ნინე კალანდაძეს ? რა თქმა უნდა ამაზე იტყვის ? - ლუკა - ამოილუღლუღა ცრემლიანი თვალებით - მეც ძალიან , რომ მიყვარხარ ხომ იცი ? - ცრემლები გადმოაყარა რა და გულამოფსვნილი ატირდა ლაშას მხარზე - კი , მოვალ შენს ქორწილში , ვიქნები შენი შვილის ნათლია , ვიქნები შენი შვილების მეგობარი , ვიქნები შენს გვერდით ყველა შენს ბედნიერ მომენტში , უბედურშიც ლუკა - უფრო ატირდა კალანდაძე - სულ შენთან ვიქნები , სულ სულ როგორც ადრე გახოსვს ? ბავშობაში ლუკა როცა საუკეთესო მეგობრები ვიყავით , მე შენ და ლენკა - დაქალს გადახედა და გაუღიმა - ახლაც გნახავ ლუკა აი მისამართს მომწერ და მე გნახავ ონიანსაც ვეტვი , რომ მისი მადლობელი ხარ - ამოისრუტუნა და ონიანის გაოგნებულ სახეზე გაეღიმა. - მისამართს მოგწერ და მოდით , ყველა მოდით ვინც მანდ ხართ. მობილური გაბადრულმა დააბრუნა მინის მაგიდაზე ლენკას შეხედა. - გესმოდა ? გესმოდა რეები მითხრა? იგივე ლუკაა ლენკა გესმის ? ჩვენი ლუკა აი ის ლუკა ბავშვობის დროინდელი ლუკა - ამოიღუღა და დაქალთან გადაჯდა , კალთაში თავი ჩაუდო და ბედნიერი აქვითინდა. - ამ ბოლო დროს ძალიან სენტიმენტალური გახდი შენ - წარბები შეკრა ლაშამ - და ლუკა თუ გაწუხებდა რატომ არ მითხარი მე ? - კარგი რა ლაშიკო - ამოიოხრა და წამოჯდა. სვანეთში ჩასვლა და ყველას აფორიაქება იყო. ვის არ გააგიჟებს სვანეთის მთები ? ვის არ აუფორიაქლებს გულს ? სახლში ემოციებისგან დატვირთულები შელაგდნენ. ღამემდე დადიოდნენ და ყველაფერს ათვალიერებდნენ , ყველა დაღილი იყო მაგრამ ნინემ შეჯორა სათითაოდ ყველა , თუ წახვალთ მარტო ვიბოდიალებ და მგლები შემჭამენო. სვანეთის გამო გამკეთებელი , რომ იყო ყველამ იცოდა ამიტომ ამჯობინეს გაჩუმება და კუდში დევნა. ღამით ონიანის სახლის ეზოში იჯდა და ჰამაკში მოთავსებული ცდილობდა სვანეთის მთები დაეხატა. ბავშვობიდან მოყოლებული ჰქონდა ხატვის ნიჭი , თანაც თვითნასწავლი იყო. საოცრებაა მაგრამ შეეძლო მთელი სვანეთი 5 წუთში დაეხატა თანაც ძალიან ხარისხიანად და სწრაფად. მაგრამ ამჯერად სვანეთის დახატვის ხასიათზე არ იყო. რატომღაც გონებაში მაინც და მაინც მთვარისგან განათებული ონიანის სახე უტივტივდებოდა. გადაწყვიტა ონიანი დაეხატა , მთვარისგან განათებული სახით ონიანი , უკან სვანეთის მთებით . გარემო მოათვალიერა და როცა დარწმუნდა მარტო იყო ეზოში და არავინ იყო მის გარდა , ჰამაკში უფრო კარგად მოთავსდა და სახატავი კომფორტულად მოითავსა ფეხებზე. სულ რაღაც 1 საათი ცდილობდა დაეხატა მისი სახე , ძალიან ლამაზი გამოდიოდა , ყველაფერი მზად ჰქონდა ჩრდილები და უკვე ბოლო შტრიხები რჩებოდა. საბოლოო ჯამში თავის ნამუშევარი ჰაერში ასწია , რომ შუა ღამეს მთვარით მაინც გაენათებინა და დაენახა. თვალი , რომ შეავლო სახატავი ძირს გაუვარდა , ისეთი რეალური იყო ნახატი თავიდან ეგონა ფურცელი გახეულია და ცხადში ჩანს ყველაფერი უკნიდანო. - ეს შეუძებელია - ამოიოხრა და ფურცელს ისევ დახედა. ფანქრით , ზეთებით და ფუნჯებით დახატული ნახატი... - ის ... ნუ თუ არ არსებობს ! - ამოიოხრა და გაოგნებული დააჩერდა ხელში მოქცეულ ფურცელს . - რა არის შეუძლებელი ? - მოესმა ხმა და სახატავი დამალა. წინ მისი სახე გამოჩნდა და ორმაგად შოკირებული იმით , რომ ონიანის სახეს ისევ და ისევ მთვარე ანათებდა მის უკან , სახლის უკნიდან მომზირალი მთები იმზირებოდნენ , ეს კი ნამდვილად არ იყო სიზმარი , ეს ცხადი იყო , არ იყო დახატული ონიანი , არც საღებავებით შესრულებული მთვარი არც , მწვანეთ გადაბიბინებული სვანეთის მთები. ეს იყო რეალობა , რომელიც საოცრად გავდა ნახატს. - ისა ... არაფერი - აბლუყუნდა და სახატავი გულზე აიკრა. - ხო ? - მისი ტუჩებისკენ დაიხარა და მუხლებში მოკეცილი "გაუთანაბრდა" გოგონას - არ გინდა ეგ არაფერი მეც მანახო ? - ჩახშული ხმით დასჩურჩულა ზედ ტუჩებზე და მოდუნებულ გოგონას სწრაფად და ისევ ნაზად წაეტანა გამობურცულ ბაგეებზე. როგორც კი იგრძნო მოდუნებული ხელები , სახატავი ხელიდან ააცალა და უცებ მოშორდა. დანახულზე რეაქცია არ ჰქონია . უფრო სწორად ვერ ჰქონდა , გაოგნებული იდგა და სახატავს დაჰყურებდა. თავიდან ეგონა სარკეში ვიყურებიო , მაგრამ რომ მიხვდა ეს ცხადი იყო და რეალურად უყურებდა კალანდაძის შესრულებულ ნახატს , რომელზეც აღბეჭდილი ონიანი იყო გაოცებულმა შეხედა მოსლუკუნე კალანდაძეს. ნინემ სახატავი ხელიდან გამოგლიჯა ონიანს და ტირილით გაიქცა ოთახისკენ. სახლი დიდი იყო ოთახებიც ბევრი , ყველას ცალცალკე ეძინათ , გამონაკლისი არც კალანდაძე ყოფილა. ოთახში შევარდა და კარის დაკეტვა ვერც კი მოასწრო ისე შეგლიჯა ონიანმა და დაკეტილ კარზე ააკრო ქალი. - შენ , საოცრება ხარ - გაწითლებულ ბაგეებზე თითი გადაუვსა და ისევ ნაზად წაეტანა ტუჩებზე. ამჯერად ნინემ თავი ვეღარ მოთოკა და გაავებულმა გააველურა კოცნა. ონიანმა ნასიამოვნებმა ჩაიცინა და საწოლზე ერთი ხელის კვრით გადააწვინა გოგონა. საბანი დააფარა და გვერდით დაუწვა. - დავიძინოთ - ჩურჩულით მოათავსა მის რბილ მკერდზე თავი და ჩაიცინა , როცა კალანდაძის გულის ფეთქვის ხმა მისწვდა მის ყურთასმენას. - დავიძინოთ - გამოაჯავრა ონიანი და თმაში მოქაჩვით გაითანაბრა მისი სხეული და თავი თავისკენ , მკერდზე ხელი გაბრაზებულმა დასცხო და ტუჩები გაბუსხა. ონიანმა ჩაიცინა და დაძარღვული ხელი ქალის მკერდს დაკრა ოდნავ , შემდეგ ხელში მოიქცია და კალანდაძის მინაბულ თვალებზე ტუჩის კუთხე ჩატეხა. - რას აკეთებ ? - ამოიჩურჩულა და ხელის მოშორება სცადა. - სამაგიეროს გიხდი , რომ დამცხე ხელი მე რა ვალში უნდა დაგრჩე ? - წარბი ასწია ჰაერში და ღიმილით წაეტანა ქალის ტუჩებს. - მომშორდი - ხელი კრა მკერდზე და სახეზე შეეტყო , როგორ თხოვეს თვალებმა ისევ მაკოცეო. - სურვილი ! - გაახსენა თავისი სურვილი ქალს და ზემოდან ისე მოექცა საწოლზე პოზა არ უცვლია , ქალი თავის ქვეშ მოიმწყვდია და მინაბულ/გატრუნულს ვნებიანად წაეტანა ბაგეებზე. - ხელს გვიშლის ! - სპორტულ შარვალზე ანიშნა და უმალ შემოაძარცვა სხეულიდან , შიშველ ფეხზე ხელი აასრიალა და ოდნავ მოუჭირა ბარძაყზე , რაზეც კალანდაძემ სიამოვნებისგან გამოწვეული ხმები ვერ შეიკავა - დავიძინოთ ! - თქვა ურყევი ხმით და გოგონას თავი მკერდზე მოიქცია. გაბრუებულ კალანდაძეს მალევე ჩაეძინა , ონიანი კი მისი ძილის დარაჯდად და სუნთქვის მთვლელად დარჩა. თვალი არ მოუხუჭავს მთელი ღამე , თავში მხოლოდ კალანდაძის ლამაზი სახე და მისი ნახატი უტრიალებდა და გრძნობდა როგორ ღრმად და განსხვავებულად იჭრებოდა ქალი მის გულში . მისი შეხებისას გულში გაკენწვლებიც ფესვების გადგმად დააბრალა. გრძნობები ფესვებს იდგამდა , ონიანი კი სულაც არ ჩანდა უკმაყოფილო , პირიქით ფესვებს ხელს უწყობდა და წყალსაც უსხამდა , რომ სულ მალე მასში ჩაცხოვრებულიყვნენ. ^^^ დარჩენილი 5 დღეც ასეთივე იყო , მთელი დღე სვანეთის დათალიერება და შემდეგ გონის დამკარგავი ალერსი , არაფერი ზედმეტი მოფერება და მორფეოსთან ჩახუტებულებს სტუმრობა. დარჩენილი 1 დღე საოცრება იყო , ონიანმა კალანდაძეს ხელი დაავლო და კოშკებზე ატარა , აჩვენა ბავშვობის ყველაზე კარგი ადგილი , შტაბი სად იმალებოდა და სად მოდიოდა , როდესაც ცუდად იყო. შემდეგ სახლში დაბრუნებულებმა ბოლო დღე სვანეთში უნდა ავღნიშნოთო და სასმელებს დაეწაფნენ. საწოლამდეც ერთად მივიდნენ , გახდაშიც დაეხმარნენ ერთმანეთს და გონს დამკარგავი ალერსიც აჩუქეს ერთურთს. შემდეგ? ჰმ ... შემდეგ უკვე რა მხოდა ჩვენი საქმე აღარაა , ალბათ მიხვდით ხომ ? მეც მივხვდი ანუ მარტო მე არ მაქვს გარყვნილი აზროვენება არა? მიხარია ! დილით გამოღვიძებულს საერთოდ არ ტკიოდა თავი , თავის მაგივრად იქ სადღაც შიგნით მუცელი სტიოდა საშინლად , განა იმიტომ , რომ უხეშად ეპყრობოდა ონიანი ? არა იმიტომ , რომ სასმელს დამატებული გუშინდელი ღამე არ აცლევდა საშუალებას მშვიდად ყოფილიყო. არა არაფერს ნანობდა მაგრამ ადვილი არ იყო ყველაფრის ასე გადახარშვა . მალე იგრძნო მტკივან მუცელზე და ნაზ კანზე გახურებული ხელები და თითქოს ეს ჭირდებოდა მუცელსაც. ყველაფერი ჩაუცხრა და ახლა სიამოვნების ტალღებმა დაუარეს სხეულში. დაბნეულმა მიბნიდა თვალები საყვარელი მამაკაცის გულმკერდზე და მის კისერში ჩარგო თავი. ^^^ საერთოდ არ უგრძვნია დისკომფორტი და ურთიეერთობის ცვალებადობა იმ ღამის შემდეგ სვანთან. პირიქით მთელი დღე თავზე დატრიალებდა მამაკაცი და ორმაგი ძალებით ცდილობდა ყველაფერი უფრო გაელამაზებინა ქალისთვის. კალანდაძე ამით ბედნიერი ორმაგი შემართებით ეფერებოდა საყვარელ მამაკაცს და ცდილობდა არაფერი ზემდეტი არ წამოცდენოდა გუშინდელ ღამესთან დაკავშირებით . ყველა მანქანაში , რომ ჩაბარგდა ეზოსთან იდგა და სახლის კარის ჩაკეტვით დაკავებულ ონიანს უცდიდა. - წავედით - ესღა თქვა და გაბადრული სახით გაემართა მანქანისკენ. ხელით დაიჭირა ონიანმა და თავისეკნ შეატრიალა . - არა - თავი გააქნია და დაბნეულს ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. ჩვენ მაგით არ მივდივართ - თავი ისევ გააქნია და გაონებულ ქალს წელზე ხელები შემოხვია , კალნადაძემ რომ დაინახა ეზოდან ყველა მანქანა გასული მათ შორის ონიანისაც , რომელიც იმათმა წაიყვანეს თვალების ფახუნით ააშტერდა საყვარელ კაცს. - აბა ურმით მივიდვართ ? -ტუჩები გაბუსხა და გაიცინა. - ნწ - თავი გააქნია ონიანმა და ბარგს ხელი დაავლო - ნახავ ! ტაქსი , რომ გაჩერდა და ონიანმა უთხრა გადადიო , ფაოცებული გადავიდა და ცარიელ ადგილას დიდ შენობას გაოგნებული მიაშტერდა. გონზე არ იყო რა ხდებოდა , გვერდით ბარგით ხელდამშვებებული ოთო , რომ ამოუდგა მას ახედა და მის გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება. შენობაში შესულს თვალი , პატარა თვითმფრინავზე გაუშტერდა და ცრემლიანი თვალებით ახედა მამაკაცს. - მე დაგპირდი და დაპირებაც შევასრულე , წავედით ? ერთად მინდა ვიყოთ მაშინ , როცა შენს პირველ ოცნებას ავახდენთ - საფეთქელზე აკოცა საყვარელ ქალს და მისი გაკნაჭული ხელები , რომ იგრძნო კისერზე ბედნიერს ჩაეღიმა. - ჩემი პირველი ოცნება ისედაც შენთან ერთად ახდა , შენ ჩემთან ხარ , მე სვანეთში ვარ ახლა კი თვითმფრინავით ვნახავ მთელ სვანეთს , არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო შენ ... - ატირდა და სრუტუნით აუყვა მამაკაცთან ერთად კიბეებს. იქ ჩამჯდარი , გულმკერდზე მიეხუტა საყვარელ მამაკაცს და ცრემლიანი თვალებით გაუღიმა. - რაც არ უნდა მოხდეს , გესმის ? რაც არ უნდა მოხდეს არ გინანებ ! არ ვინანებ , რომ შეგხვდი , გაგიცანი და ... - უცებ დაიბნა და ენა აება ... - და , რომ ვიცელქეთ ? - გაეცინა ონიანს და მისი სათქმელი ბავშვურ ენაზე დაასრულა. - აჰამ - თავი სიცილით დაუქნია ონიანს და მის გულმკერდზე გადმოყარა ბედნიერების ცრემლები - მაბედნიერებ ! - ესღა თქვა და თვალები მინაბა წამით მასზე გადაწოლილმა. ^^^ მთელი თვე შოკირებული დააბიჯებდა და ონიანს ყოველ წამს უმეორებდა , რომ ძალიან აბედნიერებდა მასთან ყოფნა. მთელი თვის განმავლობაში მცხუნვარე ღამეების შემდეგ მაინც ვერ იკმაყოფილებდა სურვილებს და თითქმის ონიანთან ერთად ჩაცხოვრდა. რაღაც ცვლილებები ლუკასთანაც იყო , მგონი გულის კოკორი ჰაყვდა და ჯერჯერობით არავის ეუბნებოდა. აკო და ლენკაც მაიმუნობდნენ და ,შეყვარებულის სტატუსსააც ბედნიერები ირგებდნენ. აი პიკი ის იყო ონიანმა , რომ გაიგო ლაშაზე და ქეთაზე , ქეთა ეუბნებოდა ორსულად ვარ ნუ მომკლავო. ლაშა კი სიცილით დარბოდა აქეთ იქით და ონიანის დაშენილ ნიბთებს თავს არიდებდა. მერე იყო ახსნები რატომ დაუმალა ნინემ ოთოს ეს ყველაფერი თუ იცოდა. ნინე კი თავს იმით იმართლებდა , რომ ეს მისი საქმე არ იყო თანაც ქეთამ გარკვევით თქვა , რომ ეჭვები ჰქონდა და დარმწუნებით არაფერი იცოდა. ბოლოს პატარას დაბადება ყველამ აღნიშნეს და დაიშალნენ. ონიანს სად გაუშვებდა კალანდაძე? ან ონიანი სად წავიდოდა კალანდაძისგან ? არც არსად ! ონიანის მშობლებთან გაცნობის დღიდან შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა , გასაკვრიის იქნებოდა ისეთი ადამიანების მშობლები როგორებიც ქეთა და ოთო არიან ცუდები ყოფილიყვნენ . დედამისი და მამამისი იყვნენ გასულები შვილის სანახავად , მონატრებულ მშობლებს ეხვეოდა და ლოყებს უკოცნიდა. არასდროს აკეთებდა მშობლებისგან მალულად რამეს. არც ახლა იყო გამონაკლისი , ყველაფერი იცოდნენ ლენამ და ნიკამ. კარზე ზარის ხმა , რომ გაიგო მშობლებს გადახედა და თან წამოდგა. - ოთო იქნება - თვალი ჩაუკრა და შემოსულ მამაკაცს ჩაეხუტა. ონიანი დინჯი ნაბიჯებით შევიდა სახლში და ნინეს მშობლებს გაუღიმა. კალანდაძეს ტრადიციულად გადასცა წითელი ვარდების თაიგული და შოკოლადები. ეს უკვე ტრადიცია იყო , ყოველ დღიურად "ვარდების ტრადიცია , შოკოლადისფერ ლიფტში" ასე ეძახდნენ ონიანი და კალანდაძე მათი სიყვარულის ისტორიას. კალანდაძის მშობლებთან ბევრი ისაუბრა ონიანმა და ისე გაიყვანეს დრო ვერც კი შენიშნეს მზის ჩასვლა. - ნინე ტაქსი გამოიძახე წავალთ ჩვენ ... -მა მანქანა ? - ჩაილაპარაკა და მობილურს ხელი დაავლო. - რაღაც ნაწილი გაუფუჭდა და პროფილაქტიკაში მყავს წესით უკვე სახლთან უნდა იდგას. - არა რა ტაქსი მე გაგიყვანთ , ისედაც უნდა გავსულიყავი - ფეხზე წამოდგა ონიანი. - იყოს შვილო არ შეწუხდე. - რა შეწუხებაა - თქვა და პიჯაკს ხელი დაავლო - დაგირეკავ და საღამოს გავიდეთ სადმე კარგი ? - გადახედა კალანდაძეს. - კარგი ლოყაზე აკოცა საყვარელ მამაკაცს და კარამდე მიაცილა , ბედნიერი ღიმილით. როგორც კი ნინეს მშბლები სახლში დატოვა კალანდაძესთან გადარეკა. - მიიყვანე უკვე ? - გაოცებულმა დახედა საათს ნინემ. - აჰამ - დაეთანხმა და ვნებამორეული ბგერებით გააგრძელა სუაბარი - დღეს ვერ მოგისიყვარულე! - მანქანა დახვდა მამას ადგილზე ? -შეეცადა მისგან გადმოდებული ვნება დაემალა. - კი მანქანა დახვდა და შენთან მოვდივარ ,რომ არ დამხვდე გავგიჟდები. ^^^ სამსახურიდან მოდიოდა გადაღლილი , ფეხსაცმლის კაკუნით , ძალიან ცხელოდა ისე ცხელოდა კანში , როგორ ეტეოდა უკვრდა. ლიფტის კნოპკას თითი მიაჭირა და გაბრაზებულმა ჩუმად პუტპუტი დაიწყო. ბუტბუტებდა და პუტპუტებდა ონიანზე გაბრაზებული , როგორ არ დაურეკა დღეს? როგორ არ ნახა ? მაინცდამაინც დღეს ?! ძალიან გაბრაზებული იყო ! არა ზარებსაც , რომ არ პასუხობდა? მანქანის ბორბლების მუხრუჭის ხმა გაიგონა და ცრემლიანი თვალებით გაიხსენა ერთი წლის წინ მომხდარი მოვლენა. საყვარელი სურნელი იგრძნო ზურგსუკან და ჩაეღიმა. - გაღებულ ლიფტში ჯერ თვითონ შევიდა და შეპარული ღიმილით წამოსწია თავი . - რომელზე? - გაიგო ნაცნობი და ასე საყვარელი ხმა მისთის , მთელი სხეული დაეხორკლა სვანის ხმის მოსმენისას და მაშინ უფრო გაბედნიერდა როდესაც მის ხელში დიდი ვარდების თაიგული დაინახა. - მეთორმეტეზე - უთხრა ხმის კანკალით და ცრემლები ვერ შეიკავა . - გილოცავ ჩვენი გაცნობის ერთი წლის თავს - ვარდების დიდი თაიგული გადასცა და ვნებიანად წაეტანა მის წითელ ტუჩებს თავისი გახურებული ბაგეებით. - გამომყვები ცოლად ? -დაიხარა და პიჯაკის ჯიბიდან შავი ბარხატის ყუთი ამოიღო , რომლის გახსნისას თავი ლამაზმა , თხელმა და ბრწყინვალე ბეჭედმა ამოყო ... გაოგნებული იყო და არ იცოდა რა ექნა , არა როგორ არ იცოდა რა ექნა უბრალოდ არ იცოდა როგორ ექნა . წამომდგარ მამაკაცს ყელზე მოეხვია და გაფუჭებული რადიოსავით დაიწყო მხოლოდ ერთი სიტყვის გამეორება "კი". მამაკაცმა ბედნიერი ღიმილით გაუკეთა თითზე ბეჭედი და უფრო დიდი მოდნომებით წაეტანა ბაგეებზე. - იცი ? კარგი პასუხისთვის ამით დაგაჯილდოვებ - შოკოლადი მისცა და მომღმარს ცხვირზე ჯერ თითი დაკრა , შემდეგ იმ კურნოსა ცხვირის წვერზე აკოცა - მერე სხვა საჩუქარიც იქნება - წარბები აათამაშა და ბედნიერი ქალი გულზე აიკრა. ^^^ - რა დავარქვათ ? - იკითხა კალანდაძემ და მარწყვი პირში გაიქანა. - შენ რა გინდა , რომ დავარვათ ? - გაბერილ მუცელზე თითი დაკრა და შემდეგ ტუჩები მიაწება . - მე მხოლოდ ის ვიცი , რომ ვიგრძენი როგორ გაინძრა ბავშვი და ააა - "ამომწურავი" პასუხი გასცა მამაკაცს და განწირული აყვირდა. - ეს აა რა სახელია - წარბები შეკრა სვანურად. - შე მართლა სვანო მშობიარობა დამეწყო , ვაიმე დედა - ხელებს იქნევდა და მარწყვებს გამწარებული აქეთ იქით იქნევდა. - მშიდად ! ჩშ , ახლა მე შენ ხელში აგიყვან და წავალთ სავადმყოფოში კარგი? - დროზე , ოთო მტკივა - ცრემლები გადმოყარა და ქმრის მკერდს მიესევენა ტკივილნარევი ცრემლებით. ^^^ - ტყუპები არიან ტოო , გოგო და ბიჭი - გაოცებული ყვირილით გამოვარდა სამშობიაროდან ონიანი და მეგობრებს ჩაეხუტა. - ე ბიჭო რა სახე გაქვს გეგონება შენ იმშბიარე - გაიცინა აკომ და ლაშას ხელებში მოხტუნავე პატარას მიეფერა , შემდეგ კი ლენკასა და ქეთას გაბერილ მუცლებს ღიმილით დახედა. ნამდვილი სიყვარული ? განიცადო ის რასაც მშბიარობის დროს განიცდის შენი საყვარელი ქალი და ცოლი! ნამდვილი სიყავრული , განიცადო იმის ნახევარი მაინც გულით რაც შენს მეორე ნახევარს უხარია და წყინს. - აი დაეწყება მშობიარობა ლენკას და ნახავ , რომ მარტო ის კი არა შენი ტვინის იმშობიარებს და იმედია ხვეულებს დაყრის - გაიცინა და ძმაკაცს მთელი ძალით ჩაეხუტა. ^^^ - დაიძინეს ? - ჰკითხა საყვარელ ქალს და მთელი ძალით ეიკრა სხეულზე. - ნატალიამ კი დაიძინა , მაგრამ ივა ძალიან ჭირვეულობს ძლივს დავაძინე , შენთან უფრო მშვიდად და კარგად იქცევა . - მამიკოს გავს - გაიჯგიმა სვანი. - იი მართლა სვანი ხარ და ივაც შენ დაეგმსგავსება. - მერე ეგ ცუდია ? - წარბები ეშმაკურად აათამაშა მამაკაცმა. - მაგაზე კარგი არაფერი არსბობს ! - მიეხუტა და ყელში აკოცა - ძალიან მიყვარხარ ! - მეც ჩემო პრინცესა ! მეც ძალიან მიყვარხარ! ___________ დასასრული ___________ რაც ბოლო ისტორია დავდე იმის მერე ვწერ და ვწერ ამ ისტორიას , ეღირსა დამთავრება ! ძალიან გამახარებთ აზრებს თუ გამიზიარებთ ! მიყვარხართ ძალიან და მენატრებით სულ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.