შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექსპერიმენტი საკუთარ თავზე


10-10-2015, 00:34
ავტორი ლორელაი
ნანახია 6 583

კარი რომ დავხურე და დედაჩემის ფეხის ხმაც შეწყდა კიბეებზე,მაშინვე ადგილს მოვწყდი და მისაღებში დივანზე გავიშხლართე,ესეც ასე!გამომივიდა,მარტო სახლში,საკუთარ სახლში...ახლა იწყება ჩემი თავგადასავლები,როგორც იქნა მარტო გადავედი საცხოვრებლად,ჩემი ოჯახისგან შორს...
ო,ღმერთო რა სახალისო სცენა გათამაშდა,იმ უიშვიათეს პარასკევ საღამოს გამართულ ვახშამზე,როდესაც მთელი ოჯახი ერთად შევიკრიბეთ და როცა მე ჩემი სურვილი ხმამაღლა გამოვაცხადე.
-ემილიანა ხვდები მაინც რა გინდა?-ეს დედაჩემი იყო,ქალბატონი ელენე,დახვეწილი,მოვლილი,ლამაზი ქალი,შავი თმით,ყავისფერი თვალებით და არისტოკრატიული ნაკვთებით(წინაპრებისგან ერგო მემკვიდრეობით),პროფესიით ექიმი,თანაც წარმატებული,სულით კი ნამდვილი ლედი.
-კი დედა სრულიად ვაცნობიერებ ჩემს სურვილს და მერწმუნე არ ვაპირებ უარის თქმას მასზე-ხელები არტისტულად გავშალე და თვალი ჩავუკარი ჩემს ძმას,რომელიც თავის ცოლთან ერთად ჩემს წინ იჯდა.
-მე ვფიქრობ კარგი აზრია-ეს ლაშაა,ჩემი ძმა,სიმპათიური,მაღალი,მომავალი იურისტი-რა არის ცუდი იმაში რომ ემილის მარტო სურს ცხოვრება,დედა მგონია უნდა დაეთანხმო,მამა შენ რას ფიქრობ?-ყოჩაღ ძამიკო,უკვე განიშნა ცოლმა, რომ უნდა დამთანხმებოდი ხო?თუმცა რა არის გასაკვირი,ვის უნდა სახლში გასათხოვარი მული,რომელსაც არც თუ ისე კარგი ხასიათი აქვს და რომელიც 24 საათი სახლში ზის.ანასაც უნდა ალბათ ჩემი თავიდან მოშორება,უფრო თავისუფლად იგრძნობს თავს,ბოლოს და ბოლოს თითქმის მარტოები დარჩებიან ის და ლაშა,ელენე და გურამი ხომ სახლში არასდროს არიან.
-ძალიან კარგი ჩემო გოგო,მგონი დადგა დრო რომ გაიზარდო,მიხარია,ასეთი დამოუკიდებელი და გამბედავი რომ ხარ,მე არ ვარ წინააღმდეგი ელენე-მამა დედას მიუბრუნდა,ჩემი მაგარი მამიკო-არ ღირს უარის თქმა,ის უკვე დიდი გოგოა,იმისთვის რომ გადაწყვიტოს სად წავა,და სად იცხოვროს-კაი ტიპია მამაჩემი,ხო კაი ტიპი ზუსტად ასე,ძალიან თანამედროვე,სიმპატიური,ყოფილი კალათბურთელი,ამჟამად ბიზნესმენი ბატონი გურამი,ბავშვობიდან ვოცნებობდი რომ ჩემი მომავალი ქმარი,ჩემი ოცნების მამაკაცი მამაჩემს გავდეს.
-ძალიან კარგი,უკვე გადაგიწყვეტავთ და მე საერთოდ რატომ მეკითხებოდით?-ტუჩები ნაზად მოიწმინდა,წყენა არ შეუმჩნევია,ფრთხილად ადგა და გავიდა ოთახიდან.
-მაგარია ემილი,აუ რა გაასწორებს მარტო ცხოვრება არაა?-გახარებულმა შემომცინა ანამ,ასეთ სიტყვებს და საერთოდ ჟარგონებს ოჯახის წევრები დედაჩემის თანდასწრებით არ ვიყენებთ,ელენე ძალიან ტრადიციული ქალია,ოჯახში იმდენი წესი და ტრადიცია აქვს დამკვიდრებული,თავი კათოლიკურ სკოლაში მგონია,ამიტომაც მინდა ამ სახლიდან წასვლა,ჩემს გემოზე ცხოვრება,იმის ჭამა რაც მინდა,იმის გაკეთება,რაც მომინდებ და ისე ჩაცმა როგორც მომწონს.ბოლოსდაბოლოს 22 წლის ვარ,აგერ უკვე 2 თვეა,მაგისტრატურა დავამთავრე და ახლა უკვე ნამდვილი ჟურნალისტი შემიძლია გავხდე.
-მა,პლეხანოვის ბინაში მინდა გადასვლა.
-მანდ რა გინდა,ასეთ ძველ ბინაში რა უნდა აკეთო,შენ რამე კომფორტული ნახე,ლამაზი და დიდი,მე გადავიხდი ფულს.
-არრა მე ეს მინდა,ძალიან მომწონს,მყუდროა,ლამაზ სახლშია,თან არც დიდი ფართი არ მინდა,ჩემთვის მთავარია,ლამაზი ხედი აქვს,ლამაზი აივანი,იქ მირჩევნია,თანაც ფული რატომ უნდა გადაყარო ქირაში,როცა ბინა დაკეტილია.უბრალოდ სახარჯო და სარემონტო ფულით დამასპონსორე,გპირდები მალე დავიწყებ მუშაობას და ჩამოგეხსნები,არ მოგიწევს ჩემი შენახვა-მამას გაეცინა და გადაწყდა მე მარტო გადავდივარ საცხოვრებლად.
ასე დაიწყო ყველაფერი,ჩემი ხელით გავარემონტე,შევღებე კედლები,დავალაგე ავეჯი,ჩემს გემოზე მოვაწყვე ფანჯარასთან რბილი სამეულის კუთხე,აივანზე რკინის,ლამაზ ჩუქურთმებიანი მაგიდა, სკამები და ყვავილების ქოთნები დავდგი,აქ მე და გოგოები ყავას და ჩაის დავლევთ.მისაღები ჩემი კაბინეტიც იქნება,ყველა კუთხეში წიგნებია,არსად არ წავიღებ,მომწონს უხდება საერთო ფონს,ამ ძველებურ ავეჯსაც,ჩემი გემოვნებით რომ შევარჩიე,არ მინდა ულტრათანამედროვე სტილი,მე უფრო ვინტაჟური მომწონს.
შემიძლია ჩემს გემოზე მეცვას,მთელი დღე პიჟამაში გავატარო,ფინჯანი ყავით ხელში აივანზე დავჯდე,წიგნი ვიკითხო ან ბოლო ხმაზე აწეულ Royksopp & Tanita Tikaram – Here She Comes Again რემიქსულ ვარიანტს ვუსმინო და რაც მთავარია ვწერო რამდენიც მინდა.თავი ჰოლივუდური ფილმის გმირი მგონია,არა იმ ფილმს მაგონებს შუაღამემდე ქვია,ფრანგული ფილმია,მთავარი გმირი ქალი ასეთ ძველ სახლში,მანსარდაში ცხოვრობს,უამრავი წიგნითა და მუსიკალური ფირფიტით მისაღებში,იმ ბინასაც დიდი ფანჯრები აქვს,მხოლოდ მამაკაცი მაკლია,8 წელი რომ არ უნახავს,და ერთი დღით რომ ხვდება ჟული დელპი და ეთან ჰიუქი თამაშობენ..
არა ახლა ჩემი ბინა,შარლიზის ბინას უფრო გავს ფილმიდან "ტკბილი ნოემბერი",ან იქნებ..თუმცა რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია მომწონს,თავს ლაღად ვგრძნობ და ახალ ცხოვრებას ვიწყებ,მომილოცეთ დაიწყო ექსპერიმენტი საკუთარ თავზე!



№1 სტუმარი me daaa

Momwooons saintereso wasakitxia

 


№2  offline წევრი Annlabel

vaime here she comes againze vgijdebi da es istoriac dzan momewoneba vatyob

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent