შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება წუთიერია ( ნაწილი 1)


10-10-2015, 20:05
ავტორი vintage.beat
ნანახია 1 879

ყველა გოგოს ოცნება ნამდვილი სიყვარულის პოვნაა . ოცნებობენ ბიჭზერომელიც გააბედიერებს და მუდამ გვერდით ეყოლება.მეც ველოდებოდი როდის გავიცნობდი იმ ერთადერთს. ეხლა კი მინდა რო მოგიყვეთ ჩემი ისტორია.
19 წელი დამჭირდა ნამდვილი სიყვარულის საპოვნელად. ჩვენ ერთმანეთი 4 წლის წინ გავიცანით მეგობრობით დაიწყო ყველაფერი შემდეგ კი ურთიერთობა შევწყვიტეთ. წელს კი კიდევ ერთხელ გავიცანით ერთმანეთი . მგონი როცა დავინახე იმ მომენტშივე მივხვი რომ ძალიან მომწონდა. ჩვენ ძალიან მალე ერთად აღმოვჩნდით. გვექონდა საოცარი ურთიერთობა. ყოველი წუთი რომელიც მასთან გავატარე ღიმილის მომგვრელია . ეს არ იყო მოსაბეზრებელი ურთიერთობა ,არც ხანმოკლე და არც ერთფეროვანი. მალევე მივხვდი რომ ძალიან მიყვარდა .
შეიძლება უინტერესოა თქვენთვის ამ ისტორიის მოსმენა , მაგრამ მგონი მაგალითი იქნება ჩემი ტოლი გოგონებისთვის. უბრალოდ მინდა იცოდეთ რომ თუ ცხოვრებაში რაღაცას გააკეთებთ რაც იმ მომენტში გაბედნიერებს , აღარასდროს ინანო. გაიხსენეთ როგორი ბედნიერები იყავით მაშინ. იფიქრეთ იმაზე რომ შეიძლება აღარ განმეორდეს ის წუთები. ეხლა კი თავიდან მოგიყვებით ჩემს ისტორიას.
როდესაც პირველად ვხვდებოდი ძალიან ვნერვიულობდი. გავაცდინე უნივერსიტეტი და წავედი მის სანახავად. მეტროდან ამოვედი და იდგა და მიყურებდა . მიცინოდა და მეც მეცინებოდა . მივუახლოვდით ერთმანეთს და ჩამეხუტა. შემდეგ წავედით მასთან სახლში . ვუყურეთ ფილმს და ბევრი ვილაპარაკეთ . მიახლოვდებოდა ვგრძნობდი მის სიმხურვალეს და უფრო ვიძაბებოდი. შემდეგ ხელი ჩამკიდა და მითხრა რომ ძალიან ბედნიერი იყო იმ მომენტში მე გამეცინა და შევხედე . მაშინ იყო პირველი კოცნა . რამაც ცოტა შემაშინა და გადავწყვიტე წამოსვლა .
როცა სახლში მოვედი გადაწყვეტილი მქონდა რომ აღარასდროს შევხვდებოდი. ჩვენი ოჯახის წევრები ერთმანეთს იცნობენ და არ მინდოდა პრობლემები შექნმილიყო ამის გამო.
მეორე დღეს უნივერსიტეტში მივედი და უცებ მობილურზე ზარია . ვუპასუხე და მითხრა რომ მხედავდა და შევტრიალებულიყავი . სიმართლე გითხრათ არ გამიხარდა. მაგრამ მაინც გავაცდინე და ერთად წავედით უნივერსიტეტიდან.
ძალიან რომ არ გავწელო ისტორია მალევე შეგვიყვარდა ერთმანეთი.
იყო ბევრი ჩხუბი , მაგრამ მაინც ჩახუტებით მთავრდებოდა .
სამწუხაროდ ისე მოხდა რომ წასვლა მოუწია ქვეყნიდან . ჩვენ ერთმანეთი 3 თვე ვერ ვნახეთ . საშინელი 3 თვე .
მაგრამ ამ განშორების მერე შეხვედრა ყველაზე ტკბილად მახსენდება . ვტიროდი ვეხუტებოდი და ვეხვეწებოდი რომ აღარასდროს დავეტოვებინე მარტო. იმ დღეს შევიკრიბეთ ყველა. და ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა რომ ხელის თხოვნას აპირებდა რამაც ძალიან შემაშინა . ავნერვიულდი ძალიან. მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი. არ მინდოდა ჩუმად მომხდარიყო ეს ამბავი . არ მიდნოდა გაპარვა ან მსგავსი რაღაც.
რამოდენიმე დღის შემდეგ გადავწყვიტე რომ მის გარეშე არ შემეძლო ცხოვრება და თანახმა ვიყავი გაპარვაზეც.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent