მეოცნებე 2
სახლში როგორ მივედი მშვიდობით არ მახსოვს, ისევ ფიქრებში ვიყავი ჩაძირული. სულ იმ ამაყ ბიჭზე ვფიქრობდი, საშინლად მომიშალა ნერვები, მაგრამ სახლში რომ მივედი ყველაფერი დამავიწყდა მალევე, ჩემი გოგოები დამხვდნენ ოთახში. ხო ისე არ გაგიკვირდეთ,ჩემი სახლის გასაღები ორივეს აქვს, ძირითადად ყოველთვის ჩემთან ვიკრიბებით ხოლმე, იმიტო რო ან მარტო ვარ და ან ნიტასთან ერთად და სულ სიმშვიდეა, ნუ ყოველი შემთხვევისთვის სიმშვიდე მანამდე მაინც არის სანამ მოვლენ -გოგოებოო რა კაია აქ რო ხართ, თქვენ თუ გამამხიარულებთ რა -მარ რახდება რა მოწყენილი მოხვედი- ნუცა -მანქანა მივამტვრიე ოდნავ -რაა? გოგო რა მოხდა? -ნინი -რავიცი ფიქრებში ვიყავი გართული და უცებ წინა მანქანას დავეჯახე ოდნავ, დიდად მანქანის გამო არც ვნერვიულობ, ცოტათია დეფორმირებული და არაფერი უჭირს -ვაიმე კიდევ კარგად გადარჩენილხარ, მოდი ჭამე სენდვიჩები წამოვიღეთ -ნინი -მოიცა აბა მანქანას თუ ბევრი არაფერი ჭირს რაღა განერვიულებს, დამშვიდდი ფისო -ნუცა - არ ვნერვიულობ უბრალოდ ნერვები მაქვს მოშლილი - ყველაფერი დაწვრილებით მოვყევი და ამათმა კიდე უარესად გამხადეს, იქით მისაყვედურეს როგორ შეარჩინე ეგეთი საქციელიო. არადა რა ვქნა, როცა გაბრაზებული ვარ ან ვნერვიულობ, სათქმელს თავს ვერ ვუყრი და ვერაფერს ვერ ვიფიქრებ. საღამოს ნიტა მოვიდა ატირებული, ნიკამ კოცნა დააპირაო და რო არ ვაკოცე დამიკიდა და წავიდაო, საწყალი ბავშვი გულამოსკნილი ტიროდა. ეს ლაწირაკი ბავშვები რაზე ფიქრობენ უკვე.. მოკლედ რა დღე გვქონდა დებს რაა. მეორე დღეს შუადღემდე არ მქონდა ლექციები და მანამდე დრო სამსახურის ძიებაში გავატარე, ერთი ძალიან მომეწონა, ხელფასიც კარგი იყო და მშვენიერი სამუშაოც იყო დამწყებისთვის, მომიწევდა პროდუქციის პიარის გაკეთება. ნომერი ამოვიწერე და გადავრეკე, სასიამოვნო ხმის გოგონამ მიპასუხა და გასაუბრება დღეს საღამოს დამინიშნა, ასე მალე არ ველოდი, მზადაც არ ვიყავი, მაგრამ უარს ვერ ვეტყოდი და გადავწვიტე მთელი დღე მომზადებაში დამეხარჯა. სარკესთანაც კარგა ხანი ვილაპარაკე, ტექსტებიც შევადგინე, გამოვეწყვე შავ კაბაში და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში, სადა მაკიაჟი გავიკეთე და თვითდარწმუნებულმა გავაბიჯე სახლიდან. მაგრამ შენობაში რომ შევდიოდი უკვე ცოტა ნერვულობა დამეწყო. -გასაუბრებაზე ვარ - ვუთხარი იქვე მჯდარ ქერა გოგონას. -დერეფანს გაუყევით და მარჯვნივ მესამე კარი. -თბილად გამიღიმა და საბუთებში ქექვა განაგრძო ვიფიქრე სანამ შევალ ტექსტს თვალს გადავავლებთქო და ჩანთაში ძებნა დავუწყე, ამ დროს ვიღაც კაცს შევასკდი, ვერც შევამჩნიე რომ მოდიოდა, ასე უცებ აქ საიდან გაჩნდა. იატაკზე გავიშხლართეთ ორივე, მე ზემოდან ვეწექი და თან ისე უხერხულად დავეცი ჩემი მოკლე კაბით, რომ გონებაში ნუცას ვტუქსავდი, ამის ჩაცმა რო მირჩია. ბიჭი გაყინული სახით მიყურებდა და უმოძრაოდ იყო გაჭიმული, ერთი წამით ისიც ვიფიქრე რამე ხო არ დაემართათქო, საიდანღაც მეცნობოდა.. ჰო რა თქმა უნდა, ეს ხო ის იყო გუშინ ვისაც დავეჯახე მანქანით. მაშინვე ადგომა ვცადე, მაგრამ ვერაფრით ვერ შევძელი, ქუსლიანები მეცვა და თან ისეთ პოზაში ვიყავი ყველაფერს ვერ გავამზეურებდი, წამოდგომა რომ დამეწყო, ჰო და ვიყავით ესე საყვარლად წამოკოტრიალებულები რამდენიმე წამი, სანამ ჰარმონია დაირღვევოდა -არ აპირებ ადგომას? თუ კარგად მოეწყვე? -ისევ იგივე სახე, უემოციო თვალები და საშინელი სიტყვები, ეს რა თქმა უნდა ბატონი სატანას ხელწერა იყო. -ვერ ვდგები - თვალებში მიყურებდა რამდენიმე წამი, მერე ჩემ ქუსლიანებს მოკრა თვალი და მგონი მიხვდა ყველაფერს. უცებ ხელი წელზე მომხვია და ერთად წამოვდექით. რამდენიმე წამი მიხუტებული ვყავდი, ოჰ რა თბილი სხეული ქონდა, როგორ მინდოდა ეს დრო კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო. როგორ შეიძლებოდა გარეგნულად ასეთი ცივი ადამინი ასე ხურდეს. წამით რაღაც ისეთი დავინახე მის თვალებში, რაც არასდროს შემიმჩნევია, თითქოს რაღაც შეცვლილიყო. მერე უცებ თითქოს გამოერკვა და უხეშად მომიშორა. სახეზე ისევ უემოციო მასკა აიკრა. ალბათ მომეჩვენა, შეუძლებელია ეს ადამიანი სხვანაირი იყოს, უემოციო, მდიდარი მამიკოს ბიჭია. ყველა ადამიანს მაშინვე სწორად შევიცნობ, როგორც კი პირველად ვხვდები, ახლაც ასეა. -შენ მანქანის კი არა შენი თავის მართვაც არ შეგიძლია როგორც ჩანს -მე რა შუაში ვარ, შენთვითონ დამეჯახე -როგორც გუშინ არა? -გუშინ ჩემი ბრალი იყო, ვიცი, მაგრამ ეხლა ნამდვილად არა -სულერთია, სხვა დროს აღარ გადამეღობო გზაზე. უკეთესი იქნება თუ საერთოდ არ მომიახლოვდები, მარტო პრობლემებს მიქმნი შენი სიახლოვით -შენთან სიახლოვის სურვილი არც მე მაქვს -ძალიან კარგი თუ შევთანხმდით, ახლა კი გამატარე, შენნაირებთან დასახარჯი დრო ნამდვილად არ მაქვს -რაა? რას ნიშნავს შენნაირებთან? რატო ფიქრობ რომ ჩემზე მეტი ხარ რამით, რატო ფიქრობ რომ ყველაფერში მართალიხარ - როგორც გითხარი მეჩქარება, დეტალებისთვის და საჩივრებისთვის იცი ჩემი მდივნის ნომერი და იმას დაუკავშირდი - უხეშად გამწია გვერძე და სწრაფი ნაბიჯით გამშორდა -გასაუბრებაზე საშუალო ასაკის ქალი დამხვდა. რა ვილაპარაკე აღარც მახსოვს, ავტომატურად ვმოქმედებდი, ვცდილობდი გაბრაზება დამემალა. როგორც ჩანს გაზეპირებული ტექსტები კარგად წარმოვთქვი და მოვეწონე. მითხრა ხვალ საცდელი დღე გექნება და თუ საქმეს თავს კარგად გაართმევ და მომეწონები, დაგტოვებო. სახლში ისევ ცუდი ხასიათით დავბრუნდი, ცოტა ხანში ლუკას ზარმა გამომაფხიზლა -მართა ბოდიში რა გუშინდელის გამო, ტყუილად გაცდევინე, როგორ ხარ? -კარგად ლუკა, შენ როგორ ხარ? ხო მართლა, რა მოხდა, რატო არ მოხვედი? -ხო გახსოვს ავარიაზე რო გითხარი ადრე, იმ საქმეებზე მომიწია გასვლა და ვერ გამოდიოდა რო წამოვსულიყავი რა -კაი არაა პრობლემა. უი ისე მეც შენი ბედი გავიზიარე -რაში? -ჰაჰ რაში და მანქანის მიმტვრევაში -უი მართა რა მოგივიდა? ძაან დაამტვრიე? -სერიოზული არაფერია, პატარა დეფორმირება და ნაკაწრები აქვს მანქანას ოდნავ -შენ როგორ ხარ? -მე არაფერი არ მჭირს საერთოდ -კარგიაა, ბოდიში მარ ახლა უნდა გავიდე რა, ხვალ გნახავ უნიში -კაი თუ მოვახერხე მოვალ -უი მართლა, დღეს რატო არ იყავი? -გასაუბრებაზე ვიყავი, მინდა რო სწავლად რამე სამსახურიც შევუთავსო -აა კარგია. როცა გნახავ მომიყევი მერე სად და როგორ -კაი კარგად ლუკასთან ლაპარაკის მერე სულ გადამავიწყდა სატანა. ნიჭი აქვს ამ ბიჭს რა, ლაპარაკიც კი ისეთი თბილი აქვს ვმშვიდდები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.