შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექსპერიმენტი საკუთარ თავზე 2თავი


11-10-2015, 00:55
ავტორი ლორელაი
ნანახია 6 770

თვალი, რომ გავახილე და ჩემს ბინაში ვიყავი,კმაყოფილებისგან გავიზმორე,ახლა გამახსენდა რომ შიშველს მეძინა,არასდროს მიყვარდა პიჟამის ჩაცმა, დედა კი შიშვლად დაძინების უფლებას არ მაძლევდა,ახლა კი ჩემი ნებაა როგორ მეძინება.
წამოვფრინდი საწოლიდან და საბაზანოში შევარდი,წყალი გადავივლე და ღიღინით გამოვედი პირსახოცშემოხვეული ოთახში დავდიოდი, თან ტანსაცმელს ვარჩევდი,რა უნდა ჩამეცვა,მარკეტში ვაპირებ გასვლას,სახლისთვის საჭირო რამეები და პროდუქტი უნდა შევიძინო,მე ხომ კიდევ ერთი ექსპერიმენტის ჩატარებას ვაპირებ,მინდა კარგი კულინარი გავხდე,ვგიჟდები,როდესაც ქალს გემრიელი საჭმელების კეთება შეუძლიათ,მე კი კვერცხსაც ძლივს ვიწვავ.
უეცრად ფანჯრიდან მოპირდაპირე სახლის აივანზე ერთ ბიჭს მოვკარი თვალი,წელზევით შიშველი იდგა და სიგარეტს ეწეოდა,ქუჩა საკმაოდ ვიწროა,ამიტომ კარგად გავარჩიე მისი სახის ნაკვთები,ძალიან სიმპათიური იყო,ისეთი სიმპატიური,რომ სული შემიკრა მისმა სხეულმა.თვალს ვერ ვაშორებდი და სულ გადამავიწყდა,რომ ნახევრად შიშველი ვიდექი,უეცრად მანაც გამოიხედა და ერთმანეთს თვალი-თვალში გავუყარეთ და მან გამიღიმა,მეც გავუღიმე და გავწითლდი,შემრცხვა,კარგი რა ემი რა პატარა გოგოსავით იქცევი,დაივიწყე რომ არ იცი როგორ უნდა ბიჭთან ურთიერთობა,უბრალოდ მიენდე დროს.ვიდექი და ვუყურებდი,თითქოს სხვა არაფერი არსებობდა ირგვლივ,მაგრამ ტელეფონის ხმამ გამომარკვია.ელენე!
-ალო დედა
-ემილი როგორ ხარ?
-კარგად დე შენ?
-მეც კარგად,მაგრამ თვალი ვერ მოვხუჭე ,მთელი ღამე გავათენე,მარტო არ გეშინოდა?ხომ კარგად გეძინა?
-კარგი რა დე,ახლა ასე უნდა მირეკო და სული ამომხადო?
-ემილი,როგორ მელაპარაკები?
-კარგი დე,მაპატიე,ხომ იცი რა ჭკვიანი გოგო ვარ ნუ გეშინია,თავს გავართმევ,უკვე 22 წლის ვარ,ჩემს ასაკში ბევრ გოგოს უკვე შვილიც ჰყავს.
-კარგი ემი,თავს მიხედე და იცოდე პარასკევს ვახშამზე მოდი
-ოკ დე-კარგი რა ელენე ახლა,ასე უნდა მირეკო,ვერ ურიგდება ეს ქალი სადავეების ხელიდან გაშვებას,ჰგონია ისევ პატარა გოგო ვარ,ის გოგო,მთელი დღე აქეთ-იქით რომ აწანწალებდა მასწავლებლებთან.მე ხომ მის გამო ბავშვობა არ მქონია,პირველი შეყვარებულიც,18 წლის ასაკში მყავდა,მანამდე ხომ მკაცრად აკონტროლებდა ჩემს განრიგს,ისე დამტვირთა, რომ მეგობრებისთვისაც კი ვერ ვიცლიდი,არამც თუ ბიჭებისთვის,არადა ჩემს დაქალებს 18 წლის ასაკში უკვე 3 შეყვარებული ყავდათ გამოცვლილი.თუმცა მაინც მადლობელი ვარ დედაჩემის,ახლა 3 ენა და ამდენი რამ რომ ვიცი.
მოკლე შორტზე,თეთრი მაისური გადავიცვი და სახლიდან გამოვედი,თან მალულად იმ აივნისკენ გავაპარე თვალი,მაგრამ ის ბიჭი იქ აღარ დამხვდა.გული დამეწვა,არადა ვერ მივხვდი რატომ,პირველი შემთხვევააა,ამდენი წლის შემდეგ,რომ ბიჭმა ასე ამაფორიაქა.
სადაა ჩემი მანქანა?აა,ახლა გამახსენდა,წუხელ ადგილი ვერ ვნახე და მოშორებით გავაჩერე,ამ უბანს,მხოლოდ ის ნაკლი აქვს,რომ ვიწრო ქუჩები აქვს,ეს კი პრობლემაა,როგორ უნდა ვიმოძრაო ამ სივიწროვეში?
ველოსიპედი უნდა ვიყიდო,ხო ემი მართალია,უკეთესია,უფრო მოსახერხებელი,ჯანმრთელობისთვისაც უკეთესი,ვსო,გათავდა ველოსიპედს ვიყიდი!
მარკეტში იმდენი რაღაც ვიყიდე მარტო ვეღარ მოვერიე და იქვე მდგომ კონსულტანტს ვთხოვე დახმარება,როცა ბარგი ჩავალაგე და მადლობის მოსახდელად მივბრუნდი,აღმოჩნდა,რომ ჩემი დამხმარე არც თუ ისე ურიგო ბიჭი იყო,ქერა,მაგრამ სიმპატიური,ეს მაგრამ იმიტომ,რომ ქერა ბიჭები არ მომწონს...
-მადლობა
-არაფრის,მაგრამ სხვა დროს კონსულტანტს სთხოვეთ დახმარება-მიპასუხა და გამიღიმა
-უკაცრავად,ანუ თქვენ არ ხართ?
-არა,მე მენეჯერი ვარ,მათე გოგიშვილი-ხელი გამომიწოდა.
-ბოდიში,მეგონა-უხერხულად გავიღიმე და ხელი ჩამოვართვი-ემილი.
-სასიამოვნოა ემილი,მაგრამ ბოდიშს არ ვიღებ,ასეთმა ლამაზმა ქალმა ბოდიშები არ უნდა იხადოთ,თქვენ ყველაფერი გეპატიებათ,უბრალოდ მიინდა ამ უხერხულობიდან გიხსნათ,სადმე დაგპატიჟოთ ყავაზე ან ჩაიზე,რა იტყვით?
-დიდი სიამოვნებით-ყურებამდე გავწითლდი,რა გჭირს ემი,სულ გადაირიე,გეტყობა ელენეს ხელი მოგაკლდა.მერე მათემ ჩემი ნომერი ჩაიწერა,მე კი სახლში დავბრუნდი.კიბეებზე ძლივს ავიტანე პარკები,მერე დავახარისხე და,როცა აივანზე ყავის ფინჯანთან ერთად გავედი და გემრიელად მოვკალათდი,საიდანღაც სიგარეტის სუნი მეცა,სკამიდან არც ავმდგარვარ ისე გადავიწიე გვერდით და ზემოთ ავიხედე,ვიღაც ბიჭი სიგარეტს ეწეოდა,უეცრად ნამწვი ქვემოთ მოისროლა და ძლივს მოვასწარი თავის გამოწევა-ჯანდაბა,ასე როგორ შეიძლება,რამის დავიწვი,ეი თქვენ გესმიით,სად წახვედით უზრდელი!-გაცხარებული ვიყავი და რას ვამბობდი არ ვიცოდი.მოულოდნელად ზარის ხმა გაისმა კარზე,მეც გაბრაზებულმა გავაღე კარი და ის უზრდელი შემრჩა ხელთ.
-თქვენ ხართ?რა იყო ზრდილობა და მოქცევის წესები არავის უსწავლებია,ნუთუ არ იცით რომ ქუჩაში კი არა ნამწვი ურნაში უნდა ჩააგდოთ?-გაცხარებული ვლაპარაკობდი და ვერ შევნიშნე როგორ დაჟინებით მომჩერებოდა.
-მაპატიეთ,ბოდიშს გიხდით,არ მინდოდა თქვენი ასეთი ლამაზი სახის დაწვა,შემთხვევით მომივიდა,რომ დაგინახეთ მომნუსხეთ და ხელიდან გამივარდა.
-რააა?
-თუ ნებას მომცემ ჩემთან დაგპატიჟებთ ამ საღამოს,მეგობრები მოვლენ,ბიჭებიც და გოგოებიც,დავლევთ,ვისაუბრებთ
-მე,არ მგონია კარგი აზრი იყოს-ვთქვი ცივად,არა ემილი,რატომ არაა კარგი აზრი,მშვენიერი აზრია,მაგრამ მათე?-არაა საჭირო ჩემი დაპატიჟება,ისედაც გაპატიეთ.
-სამწუხაროა,კარგი მე წავალ,მაგრამ თუ მაინც გადაიფიქრებთ იცოდეთ გამიხარდება,მე კოკა ვარ.
-ემილი-და კარი მივხურე-რა არის ემი რა უხეში ხარ,დაივიწყე ძველი ხასიათი...ღმერთო რა ხდება,სად იყვნენ ამდენ ხანს ეს ბიჭები?თუ ჩემს მარტო გადასვლას ელოდნენ?იქნებ ჩემში შეიცვალა რამე,უეჭველი,მე ხომ ახალი ცხოვრების დაწყება მინდოდა ხოდა ასეც იქნება...


იმედია მოგეწონებათ,მე ახალი წევრი ვარ საიტზე და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი,ღირს რომ გავაგრძელო წერა?



№1 სტუმარი LoNdA DM

sainteresoa gaagrdzele

 


№2 სტუმარი maria

Sainteresoa amsami mamakacidan romeli romeli moigebs emilis guls.veli sulmoutqmelad

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent