ბედნიერება წუთიერია ( ნაწილი 2)
ისეთი ბედნიერი ვიყავი , რომ სულ მეშინოდა მისი დაკარგვის. მის სიყვარულში უფრო დარწმუნებული ვიყავი ვიდღე ჩემს სიყვარულში. ვენდობოდი ყველანაირად. სიცოცხლეს მივანდობდი თუ საჭირო იქნებოდა. მეუბნებოდა რომ გაუხარდებოდა თუ ერთ დღეს გაიგებდა რომ ორსულად ვიყავი. ამაზე სულ მეცინებოდა. ზაფხულში პირველად ვიჩხუბეთ ისე რომ დავშორდით კიდეც. 1 კვირა არ გვქონია ურთიერთობა . ერთ დღესაც ნასვამი ვიყავი გადავწყვიტე დამერეკა. გვიანი იყო . ღამის 2 საათი იყო დაახლოებით. ეძინა და ძაან შეაშინა ჩემმა გვიანმა ზარმა. მაგრამ ზუსტად 5 წუთში ჩამოვიდა ეზოში და როდესაც დავინახე საერთოდ დამავიწყდა რომ გაბრაზებული ვიყავი. იმ დღესვე შევრიგდით. ამ დღის მერე ერთმანეთს ვეღარ ვუბრაზდებოდით , იმიტომ რომ მივხვდით რომ ძალიან რთულია ერთმანეთის გარეშე ყოფნა. გავიცანი მისი ოჯახი. და უკვე ცოტა ოფიციალური სახე მივეცით ამ ყველაფერს. გადიოდა დღეები და ვგრძნობდი რომ მის ცხოვრებში ზედმეტი ვიყავი. ერთმანეთს იშვითად ვნახულობდით იმის გამო რომ ძალიან დაკავებული იყო. და ამის გამო კამათი მოგვივიდა. არასდროს ვყოპილვარ დეპრესიაში აქამდე. მაგრად ის დღეები იყო საშინელება. ერთ დღეს მობილურზე უცხო ზარი შემოვიდა . აღმოჩნდა რომ ჩემი ძველი მეგობარი რეკავდა. მითხრა რომ მეგობრები იკრიბებოდნენ და გაუხარდეოდათ თუ მეც მივიდოდიი. არ მინდოდა წასვლა მაგრამ ვიფიქრე რომ ცოტას გავერთობოდი და დამავიწყდებოდა . დავლიეთ. გავერთეთ. და ერთი ბიჭის მზერას ვგრძნობდი მთელი ეს დრო და ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია მისთვის. მაგრამ შემთხვევით მარტო აღმოვჩნდით ოთახში. ცდილობდა მოახლოებას , მაგრამ ყველანაირად თავს ვარიდებდი. მაკოცა და ძალიან გავბრაზდი იცოდა ჩემი სიტუაცია და მაინც გააკეთა. ეგრევე სახლში წამოვედი და თავს საშინლად დამნაშავედ ვგრძნობდი. იმ დღის შემდეგ თავს ძალიან დამნაშავედ ვგრძნობდი. არავისთვის მითქვანს ჩემი სამარცხვინო საქციელის შესახებ. ახლო მეგობარსაც კი ვერ ვუთხარი. გადავწყვიტე დავშორებულიყავი. და როცა ვუთხრა ყველაფერი არც კი შემეწინააღმდეგა. ყველაფერზე დამეთანხმა და მითხრა რომ მასთან ბედნიერი ვერასდროს ვერ ვიქნებოდი. იმ დღის შემდეგ 2 თვე გავიდა . საშინელი 2 თვე. საათიც კიარ გადის რომ არ ვიფიქრო მასზე. მინდა მასთან ყოფნა და თუნდაც ერთი შეხება ყველაზე ბედნიერს გამხდის. ეხლა იმიტომ ვყვები ამ ისტორიას ესე თამამად ვიცი ვერავინ მიხვდება ჩემს ვინაობას. მიყვარს დღესაც. მიყვარს იმაზე მეტად ვიდრე მიყვარდა მაგრამ იგივეს მისგან ვერ ვგრძნობ. მასთან გატარებული ყოველი დღე საინტერესო და ბედნერი იყო. ამ ამბით მინდა გითხრათ გოგოებო რომ ბედნიერება შეიძლება დღეს იყოს და ხვალ არა. შეიძლება იმ მომენტში სიყვარულს და სითბოს გრძნობდეთ მაგრამ ეს ყვეალპერი მარტივად შეიძლება გაქრეს. უბრალოდ მე არაფერს არ ვნანობ რაც მასთან გავაკეთე. და ვარ ბედნიერი რომ ერთად ძალიან ბევრი რაღაც გადავიტანეთ. მაგრამ ეხლა უკვე მგონია რომ ვეღარასდროს შევხვდები ისეთ ადამიანს რომელიც ესე მეყვარება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.