შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც მიყვარხარ (3 თავი)


11-10-2015, 16:20
ავტორი Кевин
ნანახია 2 096

-მოდი ვითამაშოდ. შემომთავაზა ალექსმა რაზეც გავბრაზდი, აშკარად ჩემი ასაკის გამო დამცინოდა.
-ჯერ მე დაგისვავ ათ კითხვას შემდეგ შენ მკითხე რაც გაინტერესებს კარგი? მკითხა როცა ხმა არ გავიღე. ცოტა მოვეშვი და ყავა მოვსვი.
-კარგი. ვთქვი და ახლა ნამცხვარი დავაგემოვნე, საოცრად გემრიელი იყო.
-მარტივით დავიწყოთ, საყვარელი ფერი? მკითხა მან
-მუქი ლურჯი.
-რაზე ოცნებობ?
-პარაშუტით გადმოხტომაზე. ცოტა უცნაური ოცნებაა მაგრამ მაინც.
-შეყვარებული გყოლია?
-არა.
ჩემს პასუხზე კმაყოფილს გაეღიმა.
-ცხოველები გიყვარს?
-მხოლოდ ცხენი. ცოტა ხნით ჩაფიქრდა ალბათ ახალ კითხვაზე ფიქრობდა.
-საყვარელი საჭმელი?
-პიცა.
-საყვარელი ფილმი და წიგნი რომელია?
-ბევრია, ფილმი გამორჩეული არ მაქვს წიგნი კი ქართველ მწერლებს ვანიჭებ უპირატესობას, მაგალითად ნოდარ დუმბაძე.
-კარგია, რაზე აპირებ ჩაბარებას?
-იურიდიული ან ჟურნალისტი. თუ იურიდიულს გადავწყვეტ სისხლის სამართალს ავირჩევ.
-რთულია მაგრამ კარგი არჩევანია... მხოლოდ ერთი ძმა გყავს?
-ჰო, ძალიან ფიცხია როცა ბრაზობს და ძალიან საყვარელი როცა რაღაც უნდა. ლაშას გახსენებაზე გამეღიმა.
-ვარჯიშობ? მკითხა ალექსიმ
-არა, დილით ძილი ძალიან მიყვარს.
-შენი მავნე ჩვევა? მკითხა მან, ნამდვილად არ მინდოდა იმის თქმა რომ ძილში ვბოდავ.
-ბრჩხილების კვნეტა. ესეც ჩემი ერთერთი მავნე ჩვევაა.
-ბიჭისთვის გიკოცნია? მკითხა მან.
-ეს მეთერთმეტე კითხვაა ახლა ჩემი ჯერია. ვუთხარი თითის ქნევით და თავი ოდნავ დავხარე რომ ჩემი აწითლებული ლოყები არ დაენახა.
-კარგი კარგი. მითხრა სიცილით და დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია. უამრავი კითხვები დავაყარე, ყველაფერი გამოვკითხე რაც მაინტერესებდა ის კი ყურადღებით მისმენდა და დინჯად მპასუხობდა ყველა კითხვაზე. გავიგე რომ მუშაობს, უყვარს სიმღერების მოსმენა, ჰყავს ძაღლი და ცხოვრობს მარტო თბილისში. ასევე ჰყავს მანქანა, საყვარელი ფერი შავი. ეწევა და მოსწონს წვერს რომ ატარებს. ვარჯიშობს როცა ცალია, არ უყვარს ფილმების ყურება, ყავდა შეყვარებული რომელსაც დაშორდა და ამ თემაზე ლაპარაკი ამიკრძალა. კიდევ ბევრი რამ მოვისმინე მისგან, ხან მე ვუსვავდი კითხვებს ხან ის. დრო ისე გავიდა ვერ გავიგე საათს რომ დავხედე უკვე ხუთი ხდებოდა სახლში აუცილებლად უნდა მივსულიყავი.
-ჩემი წასვლის დროა. ვთქვი და წამოვდექი, მივხვდი რომ არ ესიამოვნა მაგრამ არაფერი უთქვამს ფული გადაიხადა და გასასვლელში ერთად გავედით.
-სახლამდე მიგიყვან. მითხრა და მანქანის კარი გამიღო რომ ჩავმჯდარიყავი მაგრამ ადგილიდან არ ვიძროდი.
-არა მარტო წავალ, შენთან ერთად რომ დამინახონ გამიბრაზდებიან.
-ნუ ღელავ შენს ბინამდე არმივიდეთ და არაფერიც არ მოხდება. მითხრა უდარდელად, ამოვიოხრე და მანქანაში ჩავჯექი. თვითონაც დაიკავა თავისი ადგილი და როგორც კი ღვედი შევიკარი მანქანა დაძრა. გზაში ხმას არცერთი ვიღებდით, უბრალოს წყნარ მუსიკას ვუსმენდით. მანქანა ჩემი ბინისგან მოშორებით გააჩერა და გადმომხედა. ღვედი შევიხსენი და მანქანიდან გადავხტი.
-დროებით. მითხრა თბილი ღიმილით და თვალი ჩამიკრა, მეც გავუღიმე კარი მივხურე და ბინისკენ ჩქარი ნაბიჯით წავედი. სადარბაზოში შესვლისთანავე ლიფტი გამოვიძახე იმედია დღესაც არ გავიჭედები. სახლში შესულს მხოლოდ მამაჩემი დამხვდა რომელიც სამზარეულოში იყო და რაღაცის გაკეთებას ცდილობდა.
-სად იყავი? მკითხა როგორც კი შევედი.
-სოფოსთან. ურცხვად ვიცრუე და მაცივარი გამოვაღე, ერთი სტაფილო ავიღე და დავხურე. სტაფილო ძალიან მიყვარს, გავასუფთავე და გემრიელად ჩავკბიჩე.
-საჭმელი ჭამე მაგის ჭამას საშინლად გამხდარი ხარ. პატარა ბავშვივით დამტუქსა, ყოველთვის ამას მეუბნება როცა ბოსტნეულს ვჭამ.
-მამა სულაც არ ვარ გამხდარი, მითხარი რას აკეთებ იქნებ დაგეხმარო. ვთქვი გაღიზიანებულმა როცა თეფში ხელიდან გაუვარდა და გატყდა. ამ სახლში სამზარეულოს კარზე წარწერა უნდა გავაკეთო "მამრობითი სქესის შესვლა აკრძალულია"
-ძალიან კარგი, მშია შეგიძლია ომლეტი გამიკეთო? მკითხა მამამ.
-ომლეტი დაგღუპავს შენ. ვთქვი პირგამოტენილმა და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ყოველდღე ომლეტს ჭამს, არ ბეზრდება? როგორც იქნა სამზარეულო დატოვა და მეც თავისუფლად მოქმედების საშუალება მომეცა. მაცივრიდან საჭირო ინგრედიენტები გამოვიღე და მაგიდაზე დავაწყვე. ყველაფერი გადავთვალე რამე ხომ არ მავიწყდება მეთქი, კვერცხი, ყველი, ბროკოლი, პომიდორი, მარილი, წიწაკა და სოკო. ათ წუთში უკვე ომლეტი მზად იყო, ქურა გამოვრთე, ომლეტი თეფშზე გადავიტანე და მამაჩემს დავუძახე მზადაა შეგიძლია მიირთვათქო. მე ჩემს ოთახში გავედი და სოფოს დავურეკე. ყველაფერი მოვუყევი რაც დღეს მოხდა, ხანდახან კომენტარს აკეთებდა და ლაპარაკს მაწყვეტიებდა შემდეგ ისევ ვაგრძელებდი მოყოლას. ტელეფონი ნახევარ საათიანი ლაპარაკის შემდეგ გავთიშე და საწოლზე დავაგდე მე კი ჩემი ოთახის დალაგება დავიწყე მაინც არაფერს ვაკეთებდი. დასარეცხები სარეცხ მანქანაში შევყარე, რადგან საქმე აღარაფერი მქონდა ფილმის ყურება გადავწყვიტე და ცოტა ხანში ტანსაცმლიანად ჩამეძინა.

******
უკვე თხუთმეტი სექტემბერია, დღეს სკოლაში მივდივარ. დილით ადრე ავდექი, სწრაფად ვიბანავე ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი ჩაის დასალევად. შესანიშნავ განწყობაზე ვიყავი წვიმიანი ამინდის მიუხედავად. ჩაი დავლიე ჩანთა ავიღე და ბინიდან გავედი. ლაშამ შემომთავაზა სკოლამდე გაგიყვანო მაგრამ უარი ვუთხარი მიზეზი კი ალექსი იყო რომელიც მეორე კორპუსთან მელოდა. ლიფტს აღარ დავლოდებივარ კიბეები ხტუნვა ხტუნვით ჩავიარე და წვიმაში გავაბიჯე. სირბილით მივედი ალექსის მანქანამდე და სწრაფად ჩავჯექი. როგორც ყოველთვის თბილად გამიღიმა და მანქანა დაძრა, გამათბობელი ჩართო რადგან მციოდა. ოთხი დღე გავიდა ჩვენი პირველი შეხვედრიდან, მას შემდეგ ყოველ დღე ვხვდებოდი ან ვწერდი ან ველაპარაკებოდი ტელეფონით. ძალიან ყურადღებიანი და თავისუფალია, არაფერზე ბრაზობს ყოველთვის თბილად მიღიმის და მეც შევეჩვიე ამ ყოველდღიურობას ამ მოკლე დროში. ვგრძნობ რომ სხვებს არ ჰგავს გოგოსთან მხოლოდ სე**ი რომ უნდათ, ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა და ამას ვაფასებ ამ ადამიანში.
-გილოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მითხრა როგორც კი მანქანა დაძრა
-მადლობა. გავუღიმე და მას მივაშტერდი. დღეს ღია ფერის შარვალი და საროჩკა ეცვა, თავზე ქუდი ეხურა რომელიც ძალიან უხდებოდა. სკოლასთან რამდენიმე წუთში მიმიყვანა, მანქანა ეზოსთან გააჩერა და გადმომხედა, ჩემსკენ გადმოიწია რაზეც დავიძაბე მაგრამ მაშინვე მოვეშვი როცა მისი ტუჩები ჩემს ლოყას შეეხო, მან მე ლოყაზე მაკოცა.
-წარმატებები. მითხრა როცა გასწორდა და თვალი ჩამიკრა.
-მადლობა. მანქანიდან გადავედი და სკოლის შენობაში სირბილით შევედი. როგორ მომნატრებია სკოლა, წელს ჩემი ბოლო სასწავლო წელია თან მიხარია და თან გული მწყდება რომ სკოლას ვტოვებ სადაც ბავშვობა მაქვს გატარებული. ბევრს სძულს სკოლა მე კი პირიქით. რამდენიმე წელი გავა და სკოლაში გატარებული წლები ყველაზე ტკბილად მოგვაგონდება. შატალო, ექვსკურსია, მასწავლებლების შენიშვნები, დირექტორის კაბინეტიც კი როცა შატალოზე წასვლის გამო გიბარებენ და საყვედურებით აგავსებენ იქედან გამოსულს კი დირექტორის არც ერთი სიტყვა რომ არ გახსოვს და მეორე შატალოს გეგმავ. ყველაფერი ეს იმ თორმეტწლიანი საუკეთესო მოგონება იქნება ზოგი ტანჯვას რომ ეძახის.


ვიცი რომ პატარაა მაგრამ მეტა დღეს ვერ დავწერდი, ყველანაირად ვეცდები შემდეგი უფრო დიდი იყოს. მადლობა ვინც წაიკითხა და შემიფასა, თქვენი კომენტარები ძალიან მახარებს. შეცდომებისთვის ბოდიში ტელეფონით ვწერ და მაგიტომ. ♥



№1 სტუმარი nino

კარგია მალე დადე ახალი თავი და ცოტა გაზარდე :)

 


№2 სტუმარი სვა.თა.ჩა

არ მალოდინო მალე დადე :) :) :)

 


№3 სტუმარი gvanca

kargia..... tavebi cota pataraa Magram TU gaviTvaliswinebt shens dgis ganrigs rogorc shen ambob..
gepatieba :D:D

 


№4  offline წევრი Кевин

gvanca
kargia..... tavebi cota pataraa Magram TU gaviTvaliswinebt shens dgis ganrigs rogorc shen ambob..
gepatieba :D:D

მადლობა გენაცვალე ♥

 


№5 სტუმარი ლიკუ

გააგრძელე კარგია

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ოოოუ ჩემო ღვთაება, ჩემო ერთადერთო, ჩემო მშვენიერო, უდავოდ ძალიან დიდი ნიჭი გაქვს წერის, მაინც მე გჯობივარ ეგ ვიცი მაგრამ არ გაგიტყდეს მაგის :დ გააგრძელე მალე ხომ იცი როგორ მიყვარს ვგიჟდები და მაფანატებს შენს ისტორიებზე და პირადად შენზეც <3 ჩემო ლამაზო და ჩემო ერთადერთო.
პ.ს ალექსი რომ ტბაში ვარდება ის უნდა ჩაგერთო
მეორე პ.ს ვაფირისტობ ხალხო ტყუილად გგონიათ რომ ეს არსემა მიყვარს :* :*

 


№7 სტუმარი maria

rato agar deb? gaagrDzele gTxov

 


№8  offline წევრი Кевин

maria
rato agar deb? gaagrDzele gTxov

დავდებ ხვალ. ძაან ბევრი სამეცადინო მაქვს და ვერ მოვახერხე დაწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent