შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსუბუქი დამწვრობა


12-10-2015, 01:34
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 951

ღრუბლებს მიშტერებული ხმა მაღლა ვყვირი, ლალი, ყავა შემომიტანე–მეთქი.– უფროსი მე ვარ, ჰოდა ყავა ლალიმ უნდა შემომიტანოს. მდივნად არ ვარგა, ყავას კი კარგს აკეთებს, ზუსტად ისეთს, მე როგორიც მიყვარს და თან სწრაფია. რა, სწრაფიც არ უნდა იყოს ? რვაას ლარს მდივანს ყავის გაკეთებაში ვუხდი, როდესაც შემიძლია ყოველ დილას ჩემი სამსახურის წინ მდგარ ჯიხურში მშვენიერი, მე რომ მიყვარს ისეთი ცხელი შოკოლადი ერთ ლარად დავლიო. მგონი ჩემი ფულის მტერი მე ვარ და არა ჩემი ცოლი.
ლალი კაბინეტის კარს ფრთხილად აღებს და ჩემი მაგიდისკენ მოაქვს ცხელი ყავა, დარწმუნებული ვარ ისეთი ტკბილი, როგორიც მიყვარს. მადლობას ვუხდი და მისი ხანგრძლივი ღიმილი მამცნობს, რომ პირფერია... მარტივი ფსიქოლოგოია.
ნიკაპს ვისრესს და უსაქმურობა ბევრ საქმეს ბადებს... საერთოდ უსაქმურობის არ მწამს, საქმე ყოველთვის არის. აი, ახლა რომ ვფიქრობ, ხომ არის ეს საქმე ? და თან როგორი საქმე ? ყველაზე რთული. განა გუშინ ღამით ძილს რომ მივეცი მე ამით არ დავსაქმდი ? როგორ არა, ესეც საქმეა, და თუ არა, მიპასუხეთ, რისთვის ისვენებთ ? იმისათვის რომ საქმემ დაგღალათ და ემზადებით ახალი საქმისთვის, რა, არა ? ისე, დასვენება კაი რამაა. თუ ნამდვილი დასვენება გსურთ, იქნებ ჯერ დაღლა გეცადათ ?
ახლა, როდესაც მე ვსაქმიანობ, ცხელ ყავას მივირთმევ და ფანჯრის მიღმა, ცისფერ ცას ვაშტერდები. ამასთან ვაანალიზებ იმას, რომ როგორც ასეთი „ცა“ არ არსებობს. ცის არსებობა იქით იყოს, თქვენ წარმოიდგინეთ სრულებით შესაძლებელია, რომ დედამიწა არ არსებობდეს. ჰო, აი ასე, მარტივად, შესაძლოა კაცობრიობას მოტყუებას აქვს ადგილი, თქვენ რა, „თრუმენის შოუ“ არ გაქვთ ნანახი ? თქვენ, ან მე, რა ვიცით რა ხდება სამყაროს იმ ადგილებში, რაც თვალით შეუმჩნეველია ? ეგ კი არა, ხშირად ვცდებით მაშინაც, როდესაც თვალები გვაქვს. თქვენ რა იცით, თუ რა ხდება ცის მიღმა ? ან რა გაგეგებათ დედამიწის ? ის მაინც მითხარით, საიდან იცით, რომ სამყარო განუწყვეტლივ
ფართოვდება ? სოკრატეს არ ჩამოვრჩები ჭკუა გონებით, რადგან ვიცი, რომ არაფერი ვიცი, ამასთან ისიც კარგად მესმის, რომ არც თქვენ იცით რაიმე მნიშნველოვანი. მინდა გაიგოთ, რომ მთელ კაცობრიობას არაფერი გაგვაჩნია ვარაუდების მეტი.
ყავის ნახევრად სავსე ჭიქას მაგიდაზე ვდგამ და სიგარეტს ვუკიდებ. ყველაზე მეტად სიგარეტის მოწევა მიყვარს. მომწონს როგორ ჩერდება წამიერად დაგროვილი კვამლი ჩემი სახის წინ. სიგარეტის მავნებლობის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვეწევით... აი, ეს დიდი ფაქტი იმისა, რომ სიგარეტი ცუდი არ არის.
მარცხენა ხელით შემთხვევით ყავის ჭიქას ვაგდებ. ჯერ ხელი მეწვება, მერე კი ინდოელი ბიზნესმენის ნაჩუქარი ხალიჩა მილაქავდება. მთელი ყურადღება დამწვრობაზე მაქვს, მაგრამ მალე ხალიჩაზეც გადავირთვები. ვყვირი:
– ჯანდაბას ჩემს თავს ! – ნელ–ნელა უფრო იზრდება ლაქა ხალიჩაზე და სიწითლე ჩემს ხელზე. ლალი ისე შემოდის ჩემს კაბინეტში, არც აკაკუნებს... არაუშავს, ამ დროს ეპატიება. გაკვირვებული, გაფართოებული თვალებით მეკითხება:
– რა ხდება ?
– არაფერი არ ხდება. – ამავდროულად ყინულის მოტანას ვთხოვ. მიხვდა, რომ ყავა გადამესხა, მაგრამ რატომღაც დალაქავებულ ხალიჩას უფრო მეტ ყურადღებას უთმობს. გაშეშებული დგას ნახევრად ღია კარში და ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს. ვუმეორებ, მალე ყინული მომიტანე–მეთქი. – და გიჟივით გარბის კაბინეტიდან. ჩემს გაწითლებულ ხელს რაც უფრო დიდ ხანს ვუყურებ, მით უფრო მეწვის. დამწვრობაზე აინშტაინის „ფარდობითობის თეორია“ მახსენდება. ახლა, როდესაც დამწვრობის საშინელებას შევიგრძნობ, დრო ნელდება. წამი წუთად ვაქციე. წამებია გასული რაც ლალი ყინულის მოსატანად გავიდა, მე კი წუთები მგონია. კიდევ ვყვირი:
– ლალი, დროულად ! – უფროსს ხელი დაეწვა, ალბათ ამაზე მთელი ოფისი ჩუმად იცინის. წარმომიდგენია მათი სიცილი როდესაც ვყვირი და ლალის ყინულის მოტანას ვთხოვ. როდესაც დამინახავენ, გაახსენდებათ ჩემი ყვირილი და მე ვიხილავ ეშმაკურ, დამალულ ღიმილს, მაგრამ არ მადარდებს, უფროსი მე ვარ. ჩემი კაბინეტის კარი ნახევრად ღიაა... მაინტერესებს რა ხდება მის მიღმა. მაინტერესებს, თუ ვინ დამცინის... ისე, რატომ მგონია, რომ ვინმე დამცინის არ ვიცი.
გაშეშებული, ლალის მოლოდინში მრავალი ფიქრი მეწვია. ფარდობითობის თეორიიდან გადავედი ტელეპორტაციის თეორიაზე, ტელეპორტაციიდან დროის მანქანაზე, დროის მანქანიდან ჭიის ხვრელზე... სამ წამამდე ღია კოსმოსზეც დავფიქრდი. ახლა კი, ლალი კარს მთლიანად აღებს და შემოდის. ოფისში არავინ იცინის, რაც მსიამოვნებს. ლალი ყინულებით სავსე ჯამს მაგიდაზე მიდებს, მე კი მაინც უკმაყოფილო ვრჩები გაურკვეველი მიზეზის გამო. ვეკითხები:
– ჯანდაბა, აქამდე სად ხარ ? – მის პასუხს არც კი ვუსმენ ისე ვყოფ ხელს ყინულებით გატენილ ჯამში. აი ეს არის შვება... მიწიერი ტკივილი და არა მიწიერი განკურნება. თვალებს ვხუჭავ და სიამოვნებას შევიგრძნობ.
საშინლად გაღიზიანებული დამწვრობის გამო, უცხოელ ბიზნესმენებს ველოდები, თუ რა საქმე აქვთ, წარმოდგენა არ მაქვს. ცოტას ვნერვიულობ კიდეც, აბა როგორია, უცხოელმა მილიარდერებამ დაგირეკონ და შეხვედრის ადგილი შენივე კაბინეტში დაგითქვან. უცნაურია, მაგრამ ახლა ჩემი საშინელი ხასიათი უფრო მადარდებს, რომელსაც ვერაფრით ვერ ვიშორებ. დამწვრობაზე რბილი სახვევიც კი მაღიზიანებს ამ სიჩუმესთან ერთად. ნეტავი საიდან მოიტანა ლალიმ ეს სახვევი ? თუმცა არ მადარდებს, რა დროს ეს არის ? სადაცა უცხოელი ბიზნესმენები მესტუმრებიან. კიდევ კარგი მარცხენა ხელი დავიწვი, თორემ ხელსაც კი ვერ ჩამოვართმევდი. რაღაც მხრივ ეს ძალიან სასაცილო იქნებოდა. ახლა მათ რომ არ ველოდებოდე, სახლში წავიდოდი, დივანზე წამოვწებოდი, ტელევიზორში რაიმე საინტერესო დოკუმენტურ ფილმს ჩავრთავდი და მარწყვის წვენს მივირთმევდი. სასიამოვნო ფიქრებშიც კი თან მსდევს ეს გამაღიზიანებელი მსუბუქი დამწვრობა.
ლალი ფორმალურად, ხმა დაბლა მიკაკუნებს კარზე, რითაც ვიგებ, რომ უცხოელი ბიზნესმენები მესტუმრნენ. რახან ვიცი, რომ ჩემი კარის გაღებას მხოლოდ ლალი არ ელოდება, უფრო ზრდილობიანი ვხდები და ხმა დაბლა ვამბობ:
– მობრძანდი ! – კარი ნელა იღება. ლალიც ზრდილობიანია. ზედმეტად ოფიციალურ გარემოს ქმნის. მეუბნება:
– სტუმრები გყავთ ბატონო ლევან !
– შემოვიდნენ ! – სათვალეს ვიკეთებ. კაბინეტში ოთხი მაღალი, კარგად გამოწყობილი კაცი შემოდის მკაცრი იერით. ნერვიულობას საერთოდ არ ვიმჩნევ... ან ვინ იცის, იქნებ მე მგონია ასე ? მსუბუქი ნერვიულობა, მავიწყებს მსუბუქ დამწვრობას. სტუმრებს ხელით ვანიშნებ სადაც უნდა დაჯდნენ. ორი დივანზე ჯდება, დანარჩენი ორი კი ჩემს წინ, არა კომფორტულ სკამზე. გატეხილი ინგლისურით ყავას ვთავაზობ. მათგან სამს უშაქრო სურს, ერთს კი ისეთი ტკბილი, მე რომ მიყვარს. რა თქმა უნდა ლალის მშვიდი ხმით ვუხმობ კაბინეტისკენ და ყავის გაკეთებას ვთხოვ. როგორც წესი საქმეზე ჯერ არ გადავსულვართ. თავს ვიტყუებ ვითომდა ინგლისურად კარგად ვსაუბრობ. საქართველოზე ვეკითხები, რითაც დიდად მოხიბლულნი არ ჩანან. ლალის ყავა შემოაქვს. თავიდან გავბრაზდი კარზე რომ არ დააკაკუნა, მერე კი გავიაზრე, ორივე ხელი დაკავებული აქვს. მადლობას ვუხდი, ის კი თავს ხრის, რაც ოფიციალური გარემოებების კომპლექსს ნიშნავს. ოთახში შექმნილი მკაცრი, დაძაბული გარემო არა კომფორტულობას განმაცდევინებს.
– ახლა კი, საქმეს შევუდგეთ ჩემო მეგობარო ! – საშინელი ქართულით მეუბნება ის ბიზნესმენი, რომელმაც ყავა შაქრით მოითხოვა.
კვლავ მახსენებს თავს მსუბუქი დამწვრობა, რადგან მკაცრი აურა განეიტრალებულია. ფეხზე ვდგები და სტუმრებს ვემშვიდობები, რომლებსაც ამჯერად სახეზე ღიმილი შეშრობიათ... გულწრფელი ღიმილი. მე ყალბი ღიმილით ვისახიჩრებ თავს. გაკვირვებული უფრო ვარ, ვიდრე გამწარებული დამწვრობისაგან. ბიზნესმენები გავიდნენ ჩემი კაბინეტიდან, მე კი კედლის ერთ მონაკვეთს ვარ მიშტერებული. კარზე კაკუნი, დამწვრობაზე გამაღიზიანებელია. ვყვირი:
– შემოდი ! – კარს ლალი აღებს და მორცხვად მეკითხება:
– შეიძლება ? – ამჯერად წყნარად, ჩაფიქრებული ვეუბნები:
– შემოდი ! – ლალი წინ მიჯდება და ინტერესდება იმით, თუ რა მითხრეს ბიზნესმენებმა. ვეუბნები:
– არაფერი ისეთი. ხვალ გეტყვი. – ფეხზე ვდგები, კოსტიუმს მხარზე ვიკიდებ და კაბინეტიდან გავდივარ. ოფისში, ყველა ჩემს ხელს აკვირდება. ერთი მეკითხება კიდეც, ძალიან ხომ არ გეტკინათო ? არაფერს ვპასუხობ.
მანქანაში ვჯდები და ჩემი ცოლის არჩეულ უგემოვნო მუსიკებს ვრთავ. მუსიკას არ ვუსმენ. ჩემს ხელზე, ცოლზე და დიდ ფულზე ვფიქრობ... არა, ხალხზეც ვფიქრობ ქუჩებს რომ აუშნოებენ. არ მომწონს მათი თავ აწეული სიარული, თავიანთი გრძელი ფეხები რომ ეამაყებათ, ან მიმზიდველი კაბა, თუნდ შარვალი. არც ტაქსის მძღოლები მომწონს გაურკვეველი მიზეზის გამო. არც ეს მეძავები მხიბლავს ცხოვრებამ ასე რომ გაწირა და ვიწრო ქუჩებში, ნაგვებივით დაყარა. არა კაცები, რომლებიც მეძავებთან დადიან, არა თუ არ მომწონს, არამედ მეზიზღებიან. მეზიზღება მათი მსუბუქი ღელვა, მეძავთან სექსის შემდეგ სახლში რომ შეაბიჯებენ და თავიანთ ამაყ შვილებს თავზე ხელს გადაუსმევენ. მათი ცოლები მძულს, ასეთებს რომ გაჰყვნენ და მთლიანი ცხოვრება დაუკავშირეს. მონებად იქცნენ... თვითონვე გამოიბეს ჯაჭვი ფეხზე და დადგნენ სამზარეულოში. აი, ასეთი ქმრების ცოლები არიან ჭეშმარიტად წმინდა ბოზები, რომლებსაც ფიქრად მხოლოდ ნასკის გარეცხვა და მეზობელი ლადო შერჩენიათ. ჰო, მეზობელ ლადოს ცოლი ჰყავს. ყოველივე ამის შემდეგ, ქმრები მეფობას იჩემებენ... ჯანდაბაშიც წასულხართ თქვენი არარსებული გვირგვინებით, ოღონდ თქვენი ცოლებიც თან გაიყოლეთ. სასაცილოა... მე ვის რას ვეუბნები ? არა კაცებს ცოლები მონებად მაინც ჰყავთ, მე კი მამაკაცი... ნამდვილი მამაკაცი, თვითონ ვარ ცოლის მონა. ისე, მილიონერი მონა ცოტა არ იყოს პარადოქსულად ჟღერს.
ვითომ ვუყვარვარ ცოლს ? რა თქმა უნდა არა. ისე, ორმოცი წლის კაცს, ოცდახუთი წლის გოგო რამ მომაყვანინა ცოლად ? კი, პედოფილი ვარ როგორც ჩემი პირდაპირი მეგობრები იტყოდნენ, ღიპები რომ დაუსივდათ ამდენი ჭამისაგან. ცოლის მოყვანისას მათნაირად სექსზე არ ვფიქრობდი... არა, სექსზეც ვფიქრობდი, მაგრამ ეს არაფერ შუაშია. ნუთუ ჩემი ცოლის პირფერობა ღირს იმ მერსედესად, რომელიც ერთი წლის წინ ვუყიდე ? ნუთუ ყოველ დღე ათასამდე ლარის დახარჯვა ღირს იმ ქალზე, რომელსაც არ ვუყვარვარ და არ მიყვარს ? ბედი არ მაქვს, ჩამოყალიბებიდან ნამდვილ სყვარულს ვნატრობდი, მე კი ვიღაც ფულზე შეყვარებული გოგო მოვათრიე სამ სართულიან სახლში, რომელიც ისეთი ქმრის ღირსია, სამზარეულოში რომ მიაბავს. თუმცა, მე რა შუაში ვარ ? ფულია ამის პასუხი, ფული. მილიონერი კაცისათვის ძნელია ნამდვილი სიყვარულის პოვნა.
მანქანას ფარეხში ვაჩერებ და დიდი იმედით შევდივარ სახლში, რომ ჩემს ცოლს, ჩემს ლოგინზე ვინმე კუნთიან ტიპთან შევასწრებ. მისაღებ ოთახში, მომღიმარე ცოლი მეხვევა. ხელი უფრო მტკივდება. ჩურჩულით მეუბნება, რომ მოვენატრე. აშკარად კარგ ხასიათზეა, თუმცა რატომ, ეს ყოველ დღიურად პატარა გამოცანაა ჩემთვის. მეკითხება:
– ცუდ ხასიათზე ხარ ? – ხედავს რომ ცუდ ხასიათზე ვარ, მაგრამ ამ კითხვას მაინც მისვამს. ვპასუხობ:
– საშინელ ხასიათზე.
– რატომ ? – მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მოკლე პასუხები გავცე.
– გავკოტრდით. – კარგი ხასიათიდან ისიც ცუდ ხასიათზე ინაცვლებს. შუბლს კრავს. ნამდვილ მონსტრს ემსგავსება, რასაც იუმორის თვალით ვუყურებ. მეკითხება:
– რას ნიშნავს გავკოტრდით ? – მსუბუქი დამწვრობა და მისი ტვინში შემღწევი ხმა ერთნაირად მიტევს. ხმა მაღლა ვეუბნები:
– აი ასე, გავკოტრდით. დღეს ოთხმა უცხოელმა მილიარდელმა მამცნო, რომ გავკოტრდით... მეტიც, ვალი დაგვედო, ძალიან დიდი ვალი. სახლი უნდა გავყიდოთ... ყველაფერი უნდა გავყიდოთ, მათ შორის მანქანებიც... შენი მერსედესიც, ძვირფასო, თანაც დაუყოვნებლივ. – მისი მიმიკებით თუ ვიმსჯელებ, აშკარაა, რომ ვეზიზღები. საერთოდ არ მომწონს როდესაც ვიღაცას ვეზიზღები. კედელს ეყრდნობა, თავის შავ, მბზინავ თმას იკრავს და მთელ ხმაზე, მთელი ზიზღით მიწყებს ყვირილს:
– შენი დედაც,,, შენ რა, ბიზნესის მართვა არ იცი ? მერსედესი ჩემია ! შეგიძლია გაყიდო ყველაფერი, მაგრამ ჩემი მანქანა არა. გაფრთხილებ, ჩემ მანქანაზე არც კი იფიქრო ! ახლა კი წავედი... – საუბარს ვაწყვეტინებ მშვიდი ხმით:
– შენ რა, მშორდები ?
– რა თქმა უნდა იდიოტო. – ნივთებს არც კი ალაგებს ისე მიდის. ურცხვად ჯდება ჩემს ნაყიდ მერსედესში და მთელი სიჩქარით გადის ეზოდან. არაუშავს, იყოს ასე, მერსედესის ამარად, მგონია, რომ მიღირს ერთი მერსედესი მის მოსაშორებლად.
ლალის ვურეკავ და ვეუბნები:
– ლალი, შეგიძლიათ შვებულება აიღოთ, უკებლივ ყველამ.
– კარგი ბატონო ლევან...
– ისე, იცოდე, ჩვენი ფირმით უცოელები დაინტერესდნენ. შემდეგი თვიდან ჩვენი კომპანია საქართველოს გაცდება, ასე რომ, ნამდვილმა წარმატებამაც მოიცალა ჩვენთვის.
მსუბუქი დამწვრობის ბრაზი, განეიტრალებულია.



№1 სტუმარი ანუუკი

ვაუ ძაან მაგარი იყო

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

სხვა დროს არ მიჭირს კომენტარის დატოვება, რომ დავიწყებ ვერც ვჩერდები ხოლმე, მაგრამ აი შენთან რაღაც ენა "მებლუკება":)). კარგია, კარგი. რაღაც სხვა ხარისხი აქვს, "არა ამსაიტური".

 


№3  offline მოდერი nicol

ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო,რომ ადრე არც კი ვიცოდი საიტზე შენნაირი ავტორი თუ არსებობდა. პირველად შენი საკონკურსო ჩანახატი წავიკითხე და პირველი რაც გავაკეთე, შევედი შენს პროფილში და მოვძებნე შენი სიახლეები. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. აბსოლუტურად განსხვავებული ავტორი ხარ. მიუხედავად იმისა რომ ეს სიახლე დილასვე ვნახე, არ დავიწყე კითხვა სანამ სამსახურიდან არ განვთავისუფლდი. იმიტომ რომ შენი ნაწერის კითხვისას სამყაროს უნდა გამოეთიშო და თითოეული სიტყვა გაიაზრო... ვისიამოვნე და მადლობა ამისთვის.
იმ მომენტზე, რიცა "არაფრის კეთებას" განიხილავდი გამეღიმა. ბავშვობაში მეც მაწუხებდა ეს საკითხი. რატომ ერქვა არაფრის კეთება ძილს, ჯდომას, ფიქრს...
მიკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო მადლობა სასიამოვნო რამდენიმე წუთისთვის.

პატივისცემით ნიკოლი ^^
--------------------
თინა ნიკოლ

 


№4  offline წევრი ფორთოხალი

გაგიკვირდება და, რაღაცით ბეგბედერს გამსგავსებ. არ გეწყინება, იმედია. მე პირადად ძაააალიან მიყვარს ბეგბედერი. დახვეწა გჭირდება და მაგას ეშველება. მთავარია, ის გაქვს, რაც არსაიდან არ მოდის თუ შიგნით არ გექნა, ინდივიდუალიზმი გაქვს.

 


№5 სტუმარი my website

Many thanks a whole lot for sharing!
my website http://www.coool-shop.com/

 


№6 სტუმარი გიული

რეალობაა,ძალიან მომეწონა:))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent