შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოლი და დედა კანონის გარეშე ( 9 )


12-10-2015, 23:35
ავტორი ლილიანა
ნანახია 4 534

თითქოს შევისისხლხორცე ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება,რაც ასე მოულოდნელად დამეკისრა პატარების წინაშე.მე,რომელიც უდედოდ გავიზარდე,რომელმაც არ ვიცოდი თუ რა იყო დედობრივი სითბო,ალერსი და მზრუნველობა,ეს ყველაფერი უნდა მესწავლა,ამეთვისებინა და გამომევლინა.ეს ძალიან ძნელი იყო ჩემთვის მაგრამ შეუძლებელი არა.მე უკვე მიყვარდა პატარები და უზომოდ მსურდა მათგანაც ასეთი სიყვარული მეგრძნო და ვგრძნობდი კიდეც.თავიდან მიძნელდებოდა თუმცა ორი დღის მერე უკვე თამამად და გაბედულად ვასრულებდი ჩემს ყოველდღიურ დილის მოვალეობას,ვდგებოდი ავდრე,ვამზადებდი ბავშვებისათვის და უჩასთვის ბლინებს და ჩაის ან რძეს,ვაღვიძებდი და ვაცმევდი დაჩის და სოფოს,თმებს ლამაზად ვუვარცნიდი და ვუწნავდი და მინდა ვაღიარო,რომ ეს ენით აუწერელ სიამოვნებას მანიჭებდა,ეს იყო ის რისთვისაც ღირდა და მინფოდა სიცოცხლე.უჩა მეორე დღეს გავიდა სამუშაოდ,ასე,რომ მხოლოდ დილით ვხედავდი და საღამოს თუ ძალიან გვიან არ იყო მაშინ,თუმცა არ ვიცი რატომ,სანამ მის ფეხის ხმას არ გავიგონებდი და არ დავრწმუნდებოდი,რომ უკვე შინ იყო რაც არ უნდა დიდი ხნის დაწოლილი ვყოფილიყავი მაინც ველოდი და არ მეძინებოდა,მერრ კი დამშვიდებული წყნარად მივეცემოდი ძილს.
..........
ნერვიულობა,დაძაბულობა,სიხარული,მოულოდნელობა და მღელვარება ყველა ეს გრძნობა ერთბაშად განიცადა კაცმა,როცა მისმა შვილებმა მაიას დედა დაუძახეს.წამიერად დაიბნა,მაგრამ ,როცა ქალის ამღვრეულ,სიყვარულით მომზირალ თვალებს გადააწყდა,რომელიც უთქმელად ეალერსებოდა მის პატარებს მიხვდა,რომ იმაზე მეტ სიკეთეს ვერასოდეს ჩაიდენდა ვიდრე იმას,რომ ეს ქალი ყოფილიყო მისი შვილების დედა და ამის უფლება ორივესთვის მიეცა.როცა მისკენ მომზირალ მაიად თვალებს წააწყდა კითხვით თუ რა ექნა,ფიქრიც კი არ დასჭირვებია,ეამიერად გააცნობიერა,რომ ყვდლაზე სწორ გადაწყვეტილებას იღებდა.
მთელმა კვირამ უცებ გაირბინა,ხშირად არ ჰქონდა ამის ბედნიერება მაგრამ დილაობით მაინც ხედავდა თუ როგორი იდილია და სიყვარული ბუდობდა მის სახლში.უზომოდ მადლიერი იყო მისი მეუღლის იმ ყოველი გაღიმებისათვის ,რომელიც სოფოს და დაჩის სახეს არ სცილდებოდა.როცა ხედავდა თუ როგორ ფუსფუსებდნენ დედა_შვილივით სამივენი სურვილი უჩნდებოდა,მისულიყო და ყველანი გულში ჩაეკრა და დაეკოცნა,თუმცა საბოლოოდ მხოლოდ შვილების მოსიყვარულებით სჯერდებოდა.
.........
ჩვეულებისამებ დილით ავდექი და ჩემი ოჯახის წევრებს ! უცნაურად ჟღერს არა? საუზმე გავუმზადე.პატარებს ჩავაცვი და ყველამ სამზარეულოში მოვიყარეთ თავი.სოფო რათქმაუნდა ისე ილუკმებოდა ლოყები გამობერვოდა და ლუკმას ვეღარ ატრიალებდა პირში.რა საყვარელი იყო.
_ დედა რა გადაწყვიტე წამოხვალ ხვალ ჩვენს ზეიმზე?_ ვედრებით შემომანათა ლამაზი ცისფერი თვალები დაჩიმ.
_ არ ვიცი საყვარელო_ უხერხულად შევიშმუშნე და თითქოს უკვე ჩვეულ ტრადიციად მექცა უჩასგან ნებართვის აღება და მას გავხედე
_ რათქმაუნდა წამოვა მამიკო და მეც წამოვალ_თანხმობის ნიშნად გამიღიმა და ბედნიერ ბავშვებს სიყვარულით მოავლო თვალი.
მაკვირვებდა მისი სიმშვიდე და გაწონასწორებულობა ყოველთვის.ყველასთვის ემეტებოდა სიყვარული და ყურადღება.
_ მაია რაღაც წინადადება მაქვს შენთვის_ ახლა ჩემკენ შემობრუნდა და თან პირთან მიტანილი ჩემი მომზადებული კაკაოს ჭიქა ფრთხილად მიიტანა,სასიამოვნო იყო ამის დანახვა
_ რა წინადადება?_ ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო
_ მინდა,რომ რამე პროფესიას დაეუფლო და მერე თუ სურვილი გექნება მუშაობასაც დაიწყებ_ მონდომებით და ინტერესით საუბრობდა
_ ხო მაგრამ მე მხოლოდ სკოლა მაქვს დამთავრებული,ალბათ არსად მიმიღებენ_ დანანებით ჩავილაპარაკე და დაძაბულობის გადაფანტან თეფშის კიდეებზე წრეების ხაზვა დავიწყე
ბავშვები განაბული გვისმენდნენ,მხოლოდ ნელი ჩაგვერთო საუბარში,რომელიც იქვე ონკანთან იდგა და ჭირჭელს რეცხავდა
_ შვილო კარგი რამ გითხრა უჩამ,აუცილებლად ისწავლე
_ და რაზე ვისწავლო?_ ინტერესით სავსე თვალებით მივაცქერდი " ჩემს ქმარს "
_ მინდა,რომ კომპიუტერული და სამდივნო კურსები გაიარო
_ უი რას ამბობ,ვერ შევძლებ,კომპიუტერს არასოდეს შევხებივარ,არაფერი ვიცი_ შევიცხადე
_ არაუშავს,შენ იარე კურსებზე და სახლში მეც დაგეხმარები,ჩვენს პერსონალურზე ვიმეცადინოთ ხოლმე
_ არამგონია შევძლო_ კომპლექსებმა შემომიტია
_ შეძლებ,მე უკვე შევიტანე შენი საბუთები,სწავლა მომდევნო ორშაბათს იწყება,სამ თვიანია_ მითხრა და ფურცლებით სავსე ფაილი წინ დამიდო
-მერე ბავშვები?
_ არ იდარდო,სწავლა ყოველდღეა 10 საათიდან 1 საათამდე ასე,რომ ხელი არ შეგეშლება და თუნდაც ასე იყოს ბავშვებს მომვლელს ავუყვან
_ არა,არა,პატარებს მე მივხედავ,არ უნდა მომვლელი,მეც გავამრთმევ თავს
_ კარგი ანუ შემთანხმდით?_აშკარა იყო ეს სიტუაცია ახარებდა და სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა.
_ სხვა რს გზაა_ გამეღიმა დს მომღიმარ დაჩის და სოფოს თვალი ჩავუკარი.
ესეც ასე,ჩემი ცხოვრება მთლიანად ამოყირავდა.ის,რაზეც ყველაზე ფრთხილ და სათუთ ოცნებებში წარმოვსახავდი ჩემს მომავალს,ისიც კი არ იყო ასეთი ნათელი და ლაღი.თავი სიზმარში მეგონა და საშინლად არ მინდოდა გამოფხიზლება.
ჩემს შვილებს,ღმერთო რა ტკბილია ამ სიტყვების წარმოთქმა და მით უფრო გააზრება.უკვე ორი კვირაა აქ ვარ და ცხოვრებამ ფერები დაიბრუნა მე კი სიცოცხლის წყურვილი.ხო,ჩემს შვილებს ჩავაცვი და ბაღის გზას გავუყევით.ჩვეულებისამებრ ბევრი ვილაპარაკეთ,ხან რაზე,ხან ვისზე,ამათთან საუბარი და ყოფნა არასოდეს მომბეზრდებოდა.ორივრ რათქმაუნდა ერთ ჯგუფში იყვნენ მასწავლებელს ჩავაბარე,ისე საოცრება იყო ,როცა წინა კვირაში ამ ქალს ბავშვებმა უთხრეს,რომ მე მათი " დედიკო" ვიყავი,არასოდეს დამავიწყდება მისი გაოგნებული სახე.
ხო პატარები ბაღში დავტოვე და ფეხით ისევ უკან სახლის გზას გამოვყევი.უცებ ვიგრძენი შეხება მარჯვენა იდაყვზე ვიღაცამ მომქაჩა და თან მომაძახა
_ უკაცრავად,მაია ბრძანდებით?
შეშინებული ადგილზე შევხტი და განზე გავდექი,წამში შემოვტრიალდი ხმის პატრონისაკენ.დაახლოებით 55 _ 60 წლის მამაკაცი იყო შევერცხლილი თმით,საკმაოდ სიმპატიური,ინტელიგენტურად გამოიყურებოდა,შავრვალ_ კოსტუმსა და ჰალსტუხში.
_ თქვენ მაია ბრძანდებით?_ისევ გამიმეორა კითხვა და ინტერესით შემომაცქერდა
_ დიახ_ დაბნეულმა და შეშინებულმა ვუპასუხე
_ მე მერაბი ვარ უჩას მამა_ წარმიდგინა მისი პიროვნება,უცებ აღვიდგინე ყველაფერი ,რაც ამ კაცის შესახებ ჩემთვის ჰქონდა ნათქვამი უჩას
_ სასიამოვნოა_ მორიდებით გავუღიმე,ფაქტიურად ჩემი მამამთილი იყო
_ ორი დღის უკან გავიგე,რომ ჩემი შვილი დაქორწინებულა,ძალიან გავბრაზდი ,რომ არ გამაგებინა და ასეთ მნიშვნელოვან დღეს გამომტოვა.ცნობისმოყვარეობამ მძლია და აქ დაგელოდე,გიყურებთ და ახლა მივხვდი_ უცებ დააპაუზა და არასასიამოვნო მზერით ამათვალიერა
_ რას მიხვდით?_ ჩავეძიე
_ თუ რატომ არ დამპატიჟა
_ და რატომ?_ ვერ მივხვდი მის ქვეტექსტებს
_ ალბათ გაასაჯაროოს და საზოგადოებაში გამოაჩინოს ისეთი,უთვისტომო,გაუნათლებელი,ღარიბი და რაც ყველაზე უარესია კოჭლი ცოლი ესირცხვილება და ალბათ იცოდა რა რეაქციაც მექნებოდა ამ ყველაფერზე,თუმცა უჩასნაირ ჯიუტს ეკუთვნის შენნაირი და მეტი უარესიც,ახლა გიყურებ და კმაყოფილი ვარ_ ერთი ამოსუნთქვით მომაყარა ეს სიტყვები და გაოგნებული დამტოვა,თავად უცებ შებრუნდა და იქვე მდგომ ვერცხლისფერ მანქანაში ჩაჯდა.რაღაც დრო გაოცებული ურეაქციოდ ვიდექი,ნელნელა დავიწყე იმ სიტყვების გაცნობიერება ,რაც მან მითხრა და ჩემდაუნებურად სიმწრისაგან ცრემლები წამსკდა.თავს ვეღარ ვერეოდი,სახლისკენ მიმავალ გზას სულ ტირილ_ ტირილით დავუყევი.თავს არარაობად ვგრძნობდი და კიდევ ერთხელ მომიარა საშინელმა სურვილმა_ მომკვდარიყავი,მაგრამ მერე გამახსენდა_ უჩა,დაჩი,სოფო,ნელი და თენგო_ ისინი ჩემგან ამას არ იმსახურებდნენ.თუმცა თავს ვერ მოვერიე,ვტიროდი ხმით,შიგნეული მეწვოდა.ასე განადგურებულმა შევაბიჯე სახლში.ჩემს დანახვაზე ნელის ელდა ეცა.
_ რა დაგემართა საყვარელო,რა გატირებს?_ კიბეებზე მიმავალს დამედევნა
_ გთხოვ ნელი ახლა სრ შემიძლია,ჩემს ოთახში მინდა_ სლუკუნით ამოვთქვი და ოთახის კარი მივიხურე.
.........
_ უჩა ძმაო მეც უნდა მოვიყვანო ცოლი_ ფეხიფეხზე უდარდელად გადაეწყო მეტრეველის თანაშემწეს და ეშმაკური ღიმილით შესცქეროდა ფანჯარაში მომზირალ უფროსს.
_ ჰოო? მოხდა რამე ლაშა?_ ისევ იმ პოზაში იდგა
_ რა უნდა მომხდარიყო ამაზე მეტი,ორი კვირა არაა რაც დაოჯახდი და სულ იღიმი,თვალები გიბრწყინავს
_ნუ აბუქებ,მიბრწყინავს არა ის_ წარბშეკრული მოუტრიაკდა მაგრამ ლაშა ისე ათამაშებდა წარბებს ღიმილი მაინც ვერ შეიკავა
_ რა ტყუილია? ბედნიერებას ასხივებ,ხოდა გადავწყვიტე მეც უნდა მოვიყვანო ცოლი,მყავს ერთი ორი კანდიდატურა._ თავისმა სიტყვებმა ჩააფიქრა
_ ოხ.ლაშა,ლაშა,შენი გამოსწორება ხომ....._ სიტყვა ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა,დახედა უცხო ნომერი იყო
_ გისმენთ
_ უჩა მეტრეველი ხარ?
_ დიახ,ვის ველაპარაკები? _ წარბები შეჭმუხნა და გაკვირვებული სახით დაელოდა პასუხს.
_ მე ჯაბა ვარ
_ ვინ ჯაბა?
_ სჯობდა ეს წინა კვირაში გეკითხა
_ ვერ მიგიხვდი?
_ მე მაიას მამა ვარ
ყველაფერს და ყველას ელოდა ახლა გარდა ამ კაცისა.ისეთი ხრინწიანი და ირონიით სავსე ხმა ჰქონდა უკვე წარმოდგენილი ყავდა ვიზუალურად თუ რა აუტანელი კაცი იქნებოდა.
_ გასაგებია
_ რა არის გასაგები? ჩემს შვილზე ჩემს უკითხავად როგორ დაქორწინდი?
_ ვინ მოგცათ ჩემი ნომერი?
_ რა მნიშვნელობა აქვს,თუ მოვინდომე მისამართთ საც გავიგებ,შენ მე კითხვაზე მიპასუხე
_ ბატონო ჯაბა ხომ არ გავიწყდებათ,რომ თქვენი შვილი 23 წლისაა და სრულწლოვანი? იმისათვის,რომ გათხოვილიყო არ სჭირდებოდა შენი ნებართვა,ის ახლა ჩემი ცოლია და გაფრთხილებთ დღეიდან აღარ დამირეკოთ და მაიაც სრ მოძებნოთ_ უკვრ ხმის სიმაღლეს ვეღარ აკონტროლებდა,ნერვიულობისაგან კისრის ძარღვები დახეთქვაზე ჰქონდა
_ მე რას და როგორ გავაკეთებ ეგ არაა არც შენი და არც იმ გომბიოს საქმე,უთხარი რომ მოვძევნი და უკან სულ თმის თრევით დავაბრუნებ_ არანაკლები ღრიალი ისმოდა ტელეფონის მეორე მხრიდან
_ ჯერ ერთი ის ჩემი მეუღლეა და არა თქვენი საკუთრება და მეორე ის ვინც ჩემი ნომერი მოგცათ იმასაც გეტყოდათ,რომ გამომძიებელი ვარ და გაფრთხილებთ თუ კიდევ დამირეკავთ ან ჩემს ცოლს დაურეკავთ და შეაწუხებთ თქვენც და თქვენსავე ნაბიჭვარ
შვილებსაც თავი კაცად,რომ მოგაქვთ სამივეს ციხეში ჩაგაყუდებთ_ თქვა და ტელეფონი გათიშა.ისე იყო აღელვებული და გაღიზიანებული თავს ვეღარ თოკავდა.სახეზე სიბრაზისაგან ერთიანად ალეწილი და აწითლებული იყო.გამწარებულმა მუჭი ჯერ რაფას დაარტყა მერე კი კედელს
_ უხ ამის დ......._ ტელეფონმა ისევ დარეკა,გამწარებულმა არც კი დახრდა ნომერს იმის ფიქრით,რომ ისევ მისი " სიმამრი " ეგონა
_ რა გინდა?_ უხეშად ჩასძახა
_ ბატონო უჩა მე ვარ ნელი_ ქალი მისმა ხმამ და უტაქტობამ დააბნია
_ აა,ნელი.....მაპატიე უხეშად გიპასუხე,სხვის ზარს ველოდი,რატომ მირეკავ ხომ მშვიდობაა?
_ იცით ბატონო უჩა მაია ბაღიდან ატირებული დაბრუნდა,მის მერე ოთახშია ჩაკეტილი,არაფერი მითხრა,შემეშინდა და თქვენ დაგირეკეთ
_ სწორად მოქცეულხარ,ახლავე მოვდივარ_ სასწრაფოდ გათიშა და მაგიდაზე უწესრიგოდ მიყრილ მის ნივთებს ერთად მოუყარა თავი და მის ჩანთაში უხეიროდ ჩაყარა,თან გაოგნებულ ლაშას,რომელიც ჯერ ჯიდევ ვერ გარკვეულიყო რა მოხდა მიაძახა
_ წავედი,მე ხვალამდე არ მელოდო

P.s.
ესეც ასეეე
მგონი არაა ურიგო თავი არც ზომით არც შინაარსით.
ისევ სტუმრები და სტუმრები
მომდევნო თავს ხვალ თუ არა ზეგ უსიკვდილოდ დავდებ
ნი დაიზარებთ თქვენს თბილ და ზოგჯერ მკაცრ კომენტარებს,მე ისინი მახარებს და სტიმულს მაძლევს



№1  offline წევრი kora

maxarebs me sheni tbili istoriebi, uchaze mabodebs da shenze ki vgijdebi,saocari gogo xar shen <3 moutmenlad vucdi axal tavs
--------------------
kira.G

 


№2  offline მოდერი ლილიანა

kora
maxarebs me sheni tbili istoriebi, uchaze mabodebs da shenze ki vgijdebi,saocari gogo xar shen <3 moutmenlad vucdi axal tavs

მადლობა საყვარელოოო<3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3 სტუმარი Gvancaa

Abaa 12-is mereee davdeboo

 


№4  offline მოდერი ლილიანა

Gvancaa
Abaa 12-is mereee davdeboo

კი ვთქვი და დავდე,ამ თავის ატვორთვისას ნახებარი ტექსტი დამეკარგა და ახლა სრულად დავდე
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5 სტუმარი Gvancaa

Xò vnaxee

 


№6  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე რა კარგი თავი იყო... დაიძაბა სიტუაცია ძალიან... მგონია რომ ამ წყვილს წინ დიდი განსაცდელი ელის მაგრამ აბაბ უჩა რისი უჩაა ყველაფერს რომ არ გაუმკლავდეს...

 


№7  offline მოდერი ლილიანა

უცნობი ქ
ვაიმე რა კარგი თავი იყო... დაიძაბა სიტუაცია ძალიან... მგონია რომ ამ წყვილს წინ დიდი განსაცდელი ელის მაგრამ აბაბ უჩა რისი უჩაა ყველაფერს რომ არ გაუმკლავდეს...

რა გვყავს ეს უჩა არა ? <3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№8  offline წევრი მეამეა

რა კარგიაა იინ :* ერთი ჩართე კრიმინალური სიუჟეტიც, ჩვენ რომ ვიცით ისეთი და მტრედების მამებს მიუჩინე ადგილები :))

 


№9  offline მოდერი ლილიანა

მეამეა
რა კარგიაა იინ :* ერთი ჩართე კრიმინალური სიუჟეტიც, ჩვენ რომ ვიცით ისეთი და მტრედების მამებს მიუჩინე ადგილები :))

აუცილებლად საყვარელო აუცილებლად <3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№10  offline წევრი eni

აუუ რაკარგი ხარ რაა მაგრამ მაიასგან რაუნდათ ვერ გავიგე რატო არ ეშვებიან ეს გოგო ძალიან მიყვარს და ვერვიტან იმას რომ ესე ამწარებს ყველა რუნდა ქნას ვერაფერს იზამს გულა მიკვდება მოწყენილს რომ ვხედავ საშინელებაა როგორც ექცევიან ჯაბას რაუნდა ვერგავიგეე მისნაირ არაადამიანებს არვიცი რავუწოდოო კიდევ რომ დიდ გულზე არის შვილი რომ იდარდოს კიდევ უჩასთან რეკავს და ემუქრებაა ამ ადამიანებს უკლებლიბვ ყველას მინდა რომ მაიამ ჭკუა ასწავლოს და დაანახოს რამდენად კარგია ის რამდენად აარაფერი არ არიან მისწინაშე თითოეული მათგანი გელოდები და იმედია ეს გოგო გაიხარებს <3 <3 <3

 


№11  offline მოდერი ლილიანა

eni
აუუ რაკარგი ხარ რაა მაგრამ მაიასგან რაუნდათ ვერ გავიგე რატო არ ეშვებიან ეს გოგო ძალიან მიყვარს და ვერვიტან იმას რომ ესე ამწარებს ყველა რუნდა ქნას ვერაფერს იზამს გულა მიკვდება მოწყენილს რომ ვხედავ საშინელებაა როგორც ექცევიან ჯაბას რაუნდა ვერგავიგეე მისნაირ არაადამიანებს არვიცი რავუწოდოო კიდევ რომ დიდ გულზე არის შვილი რომ იდარდოს კიდევ უჩასთან რეკავს და ემუქრებაა ამ ადამიანებს უკლებლიბვ ყველას მინდა რომ მაიამ ჭკუა ასწავლოს და დაანახოს რამდენად კარგია ის რამდენად აარაფერი არ არიან მისწინაშე თითოეული მათგანი გელოდები და იმედია ეს გოგო გაიხარებს <3 <3 <3

ვაიმე როგორ მიხარია ასე რომ გულშემატკივრობ ჩემს გმირებს,დიდი მადლობა,<3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent