შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადისფერი “ნაწილი მეორე“ თავი 3


12-10-2015, 23:39
ავტორი მორი-ელი
ნანახია 4 285

-სიყვარულს კიდევ რა უშავს,უსიყვარულობაა საშინელება
-შენ უყვარხარ ვინმეს?
-არ ვიცი,ჯერ არ უთქვამთ-ცხვირი ავიბზუე და მისაღებში შევედი,დივანზე წამოვწექი და პლედი გადავიფარე.
-მიყვარს ეს პერიოდი-მომიცუცქდა დაჩიც-მაგრამ მცივა-თქვა წუწუნით და პლედის წართმევა სცადა,მაგრამ ვერ მივართვი,ბოლოს გორგალივით გამახვია და ხელში აყვანილი გამიტანა ოთახში.-დივანზე მე მინდა-მითხრა და საწოლზე დამაწვინა,თვითონ კი შტვენა-შტვენით გავიდა ოთახიდან.მე დავრჩი ასე გახვეული ტოლმასავით და მის საქციელზე სიცილი ამიტყდა.მეც მიყვარს შემოდომა,მაგრამ მხოლოდ მაშინ სახლში,რომ ვზივარ თბილად,ცხელი ყავით ხელში.უი ყავა.
-დაჩი!-გავძახე ჩემს ძმას-ყავა მინდა.
-არ გვაქვს.-გამომძახა მან
-როგორ თუ არ გვაქვს, გაქრა?
-ჰო,უჩინ-მაჩინი გვყავს სახლში,ყავას იდუღებს ხოლმე.
-მადნ რომ გამოვალ ვერ გადარჩები.
-მოდი,ჩემო ლამაზო.-სიტყვა ლამაზს,რომ მეუბნებოდა ბავსვობაში ყველაფერს ვუთმობდი,მაგრამ ახლა ნურას უკაცრავად,წამოვდექი საწოლიდან ჩემი პლედიანა და გავლასლასდი ჩემს ძმასთან,რომელიც დივანზე იყო წამოგორებული და ფრუტუნებდა თან მულწიკს უყურებდა,რომ დამინახა ფილმზე გადართო სადაც ერთი ამბავი იყო.
-მერჩივნა ტომი ჯერი ყოფილიყო-სიცილით მივუგე და პულტი წავართვი,ისევ ტომი ჯერზე გადავურთე,არ მინდა ჩემი ძმა წაბილწოს ცუდმა ფილმებმა.-მე მაღაზიაში ჩავალ-მივუგე მე.
-კაი და ლუდი წამომიღე.
-კიდე?
-შოკოლადი.
-ვერ მოგართვი-ენა გამოვუყე.-მე ყავაზე მივდივარ.
-აბა რაღას მეკითხებოდი-ბალიში მესროლა,მაგრამ ავიცილე და კმაყოფილი გავედი შემოსასვლელში,მოსასხამი ავიღე,ფეხზე ბატინკები ამოვიცვი და გარეთ გავედი.
სიცივემ ფეხები მომკვეთა,კბილების კაწკაწით გავუყევი მაღაზიისკენ მიმავალ ტროტუარს,ხელები ჯვარედინად მქონდა შემოხვეული წელზე.როგორც იქნა მივაღწიე იქამდე და რიგი,რომ დავინახე გული გადამიფრიალდა თან ყველა მოხუცი,როგორ, ან რა ნამუსით ვთხოვო რიგის დათმობა.დიდხანს ველოდე,მილიონამდეც დავითვალე და ,როდესაც ჩემი რიგი მოვიდა და მეგონა მეშველა-მეთქი,მაშინ წამოვკარი ფეხი ჯანდაბას და სახით წავედი ნამცხვრების სექციისკენ,რომ მეგონა აქ დამთავრდა ჩემი სიცოცხლე და გამოვეთხოვე უკვე ყველას,ვიღაცამ ჩამავლო ხელი და ძველ ადგილს დამაბრუნა მივბრუნდი და მადლობის გადახდა დავაპირე,მაგრამ არავინ დამხვდა,ხელი ჩავიქნიე და ჩემი მადლობა ქარს გავატანე,მიუვა იმედია,მერე მშვიდად დავაფქვევინე ყავა და სახლში წავედი.ისევ გაწვიმდა,შემოდგომის ფოთლები ერთმანეთში აიბლანდა და წვიმას მოყოლილ ქართან ერთად ჰაერში გაიფანტნენ,მივდიოდი და მკვეთრად ვგრძნობდი შემოდგომის სუნს,სუფთა ჰაერს,ნესტს,ისე გამოიყურებოდა გარემო,თითქოს სიცხისგან დაისვენა და წვიმით გაგრილდა.
-მარიამ!-წინ ამეშოლტა უზარმაზარი მამაკაცი.
-დემეტრე-ვთქვი და გავიღიმე,თითქოს მისი ნახვა გამიხარდა,თუმცა როგორ არ გამიხარდა,მაგრამ არ მინდა,რომ შემეტყოს.
-როგორ ხარ?-ისე მიკითხავს გეგონება კარგი ურთიერთობა გვაქვს,ა თუ გუშინ შევრიგდით,კაი ჯანდაბას ვაპატიებ და ჩემს გეგმებსაც უკეთ განვახორციელებ.
-გადასარევად-გავიღიმე მე-ყავაზე ხომ არ დამეწვევით,ბატონო დემეტრე?-უფროსია მაინც და როგორც შეეფერება ისე უნდა ველაპარაკო,რამე გაუგებობა,რომ არ მოხდეს.
-კაფეში დავსხდეთ?-მკითხა მან
-არა,ახლა დავაფქვევინე,ჩემს გაკეთებულს დაიწუნებთ?-ალმაცერად ავხედე და ჩავიცინე,მასაც გაეღიმა და თმაში შეიცურა ხელი,მე ტანში გამცრა,გუშინდელი გამახსენდა და მუცელში პეპლები კიარა დინოზავრები დადიოდნენ.
-მთლად უკეთესი-სიმწრის ღიმილმა გადაურბინა ბაგეზე,აშკარადა ნასიამოვნები დარჩა,მაგრამ გემრიელ ყავას რა თქმა უნდა არ გავუკეთებ.-ტკბილი მიყვარს.
-როგორ გეტყობა-ავფხუკუნდი-ისეთ სიტკბოს აფრქვევ.
-ცივა,სახლში ხოარ ავიდეთ?-ჩემს სახლში მეპატიჟება.
-წავიდეთ,მაგრამ დაჩის ვერ გადაურჩები-მეც ეგ მინდა,ცოტა სილურჯე მოუხდება აი იქ მარცხნივ თვალის კუთხეში,ხო ცოტა ტუჩთანაც,კიდევ ყბაზე,უი ყელშიც.ნელ-ნელა მივდიოდით ჩემი სახლისკენ და უკვე სადარბაზოში ვიყავით,მე ლიფტი გამოვიძახე და სწრაფად შევედი,რადგან კარი მალე იკეტება ხოლმე,მან ვერ მოასწრო და ლიფტის კარებმა მოიყოლა,ცალი ფეხი შიგნით მოექცა ცალი გარეთ,მე სიცილი ამიტყდა,მაგრამ ის ისეთი ძლიერია.კარი ხელმეორედ გაიღო და ახლა უკვე მოასწრო შემოსვლა და ფეხის დაბიჯებაც.
-ბოდიში-მომიბრუნდა როგორც იქნა-რა ცუდი ლიფტი გქონიათ-ამის თქმა და შუქის ჩაქრობა ერთი იყო,მე შეშინებული ვაცეცებდი ხელებს აქეთ-იქით.
-სიბნელის მეშინია,რაღა ახლა გაიჭედა ლიფტი-ვწუწუნებდი მე,როდესაც მისი ძლიერი ხელი ვიგრძენი კისერზე და ჟრუანტელმა დამიარა,სიბნელის შიშმა სულ გადამიარა.-რას აკეთებ?-შევკრთი,მისი ცივი თითები ჩემს სხეულზე,რომ აცმაცუნდა.-გაგიჟდი?
-არა-ისეთი ხმით მომიგო,სულში შემიძვრა და ყველაფერს მოედო.-ნუ გეშინია,უბრალოდ უნებურად ამოძრავდა თითები.
-ეგ თითები შენი არაა?
-ვერ ვიმორჩილებ.-მის სუნთქვას ძალიან ახლოს ვგრძნობდი,ვერ ვხედავდი,მაგრამ ვიცოდი,რომ მისი ტუჩები ჩემთან ძალიან ახლოს იყო.-როცა ასე ახლოს ვარ,კონტროლს ვერ ვუწევ.-მისი ბაგეს გემოს ქვედა ტუჩზე ვრძნობდი უკვე,ნელ-ნელა მოიწევდა მისი ცხელი ბაგეები.. .
-გამოფხიზლდი-ვუთხარი არა ამქვეყნიური ხმით.-გამოფხიზლდი-კიდევ გავიმეორე.
-გამოფხიზლდი-მანაც იგივე გაიმეორა და ცივმა ოფლმა დამასხა,უფრო სწორად ცივი წყალი გადამასხეს და გიჟივით წამოვხტი საწოლიდან.
-რა გჭირს?-მკითხა დაჩიმ,მე კიდევ გაოცებული ვიყურებოდი.
-ლიფტში არ ვარ?
-რა ლიფტში გოგო,იმდენი დალიე ძლივს გაგაღვიძე.
-მოიცა აბა დამესიზმრა? მისი მოსვლაც?-ლამის ავტირდი.
-ვისი მოსვლა?-დაინტერესდა დაჩი.
-არაფერი,ყველაფერი ისეთი რეალური იყო-ვსლუკუნებდი მე-მისი სითბო-სიზმარში მომხდარი რეალობაში მომხდარს გავდა,მისი ბაგეების გემოს ნამდვილად ვგრძნობდი.



პ.ს ბოდიშით პატარა თავისთვის.შეაფასეთ ჩემი ბოდიალი.



№1  offline მოდერი chica sol

ბოდიალს ვერ დავარქმევდი... მე მომეწონა და ველოდები შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent