შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''ამაყი გოგოს დღიური'' (თავი 1)


13-10-2015, 03:41
ავტორი mariami-1996
ნანახია 2 233

''დაწყება ყოველთვის რთულია, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დაიწყოს ადამიანმა'' მე დღიურის წერას ჩემი მოკლე ბიოგრაფიით დავიწყებ. ვცხოვრობ თბილისში, მყავს მეგობრული ოჯახი, ბევრი მეგობარი და რამდენიმე საუკეთესო დაქალი. სკოლა 1 წელზე მეტია რაც დავამთავრე და მენატრება თითოეული წუთი იქ გატარებული.. სიმართლე გითხრათ, სკოლაში პოპულარული გოგონა ვიყავი. აი ისეთი ბევრ ბიჭს რომ მოსწონს და მეც ამ ყველაფრით გათამამებული ვიყავი. არავის ვაქცევდი ყურადღებას და ბევრისთვის მიტკენია გული. ჩემს სკოლაში როგორც ჩანს დებილი ბიჭები სწავლობდნენ, რადგან გოგოებო დაიმახსოვრეთ: ''არ არსებობს შეუბმელი გოგო, არსებობენ უტვინო ბიჭები'' მე-10 კლასში ვიყავი როცა კლასელთან ერთად შევედი სამართალზე და ნეტა არც შევსულიყავი. მაშინ დაიწყო ყველაფერი, მაშინ ამერია ეს ჩემი დაწყობილი, დაგეგმილი და მშვიდი ცხოვრება. სამართლის ბავშვებს ძალიან დავუმეგობრდი, თუმცა იქაც არავინ იყო ისეთი რომ მოგწონებოდა. სწავლის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ კარი შემოაღო მაღალმა, ლურჯთვალება, სიმპათიურმა ბიჭმა, რომელსაც ულამაზესი ღიმილი ჰქონდა და ჩემს პირდაპირ დაჯდა.. არვიცი რა დამემართა, გავწითლდი, ავკანკალდი.. წლების წინ რომ გეთქვათ ასეთი რამე დამემართებოდა ალბათ არც დავიჯერებდი.. მე ჩემს თავს ვერ ვცნობდი. ეს იყო ჩემი ბავშვობის იდეალი, რადგან ადრე რომ გეკითხათ როგორი ბიჭები მოგწონსო ასეთი გარეგნობის ადამიანს დავასახელებდი.. ჩემს პირდაპირ დაჯდა.. მიყურებდა, შემდეგ კალამი მთხოვა, მეც მივეცი. შემდეგ სახელი.. მას ჩემი საყვარელი სახელი ნიკა ერქვა. როცა გაკვეთილი დამთავრდა მელოდებოდა როდის გამოვიდოდი ოთახიდან. შემდეგ დამეწია და მკითხა-სად ცხოვრობო და რომ ვუთხარი დაახლოებით ერთი გზა გვქონიაო და სახლამდე გამომაცილა.. შემდეგ სახლში მივედი და ფბ რომ ჩავრთე მისი მეგობრობის თხოვნა დამხვდა, მეც დავამატე. მოკლედ ასე დავახლოვდით, უფრო სწორედ დავმეგობრდით. ყოველ დღე მწერდა, მირეკავდა, მოსვენებას არ მაძლევდა, მაგრამ ამ ყველაფერს ერქვა სიტყვა მეგობრობა.ბავშვები ყველაფერს ხვდებოდნენ და ზამთრის ერთ ცივ დღეს როცა მან ჩემი ხელი დაიჭირა და მითბობდა მაშინ უკვე საბოლოოდ დარწმუნდნენ. რა თქმა უნდა მეც ვხვდებოდი, რომ მოვწონდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი. 1 წელი ვიყავით მეგობრები. ამდენი ხნის განმავლობაში პირველი არასდროს მიმიწერია. განა იმიტომ რომ ასეთი რაღაცეები მიტყდება, არამედ იმიტომ რომ სულ თვითონ მწერდა, მირეკავდა და მოსვენებას არ მაძლევდა.თან ამ ყველაფერს სახელს ''მეგობრობას'' არქმევდა, რაც უფრო მაღიზიანებდა, რადგან მე მას როგორც მეგობარს ისე არ ვუყურებდი. თავიდან როგორც ბიჭი ისე მომწონდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ ეს მოწონება მართლაც მეგობრულ გრძნობებში გადამეზარდა. გაზაფხულზე, წლის ბოლოს, როცა სამართალს ვამთავრებდით ძალიან სევდიანი იყო, მომენატრებიო მითხრა. უკვე აღარ ველოდებოდი მისგან სიყვარულის ახსნას. მოკლედ დავამთავრეთ სწავლადა მეორე დღეს მომდის მისი ძმაკაცისგან (რომელიც ჩემი ჯგუფელიც იყო) მესიჯი: -მარი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და თუ შეგიძლია ხვალ შევხვდეთო, ბევრი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი შეხვედრას. თან ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა.. მაინტერესებდა გამართლდებოდა თუ არა ჩემი ეჭვები:))



№1  offline წევრი სპენსერი

მომეწონა ძალიან გაზარდე რა :((

 


№2  offline წევრი mariami-1996

სპენსერი
მომეწონა ძალიან გაზარდე რა :((

დიდი მადლობა.. აუცილებლად :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent