შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელი წერტილი (5თავი)


13-10-2015, 10:03
ავტორი murachashvili
ნანახია 4 694

მეხუთე თავი
თბილისში შემოდგომის თბილი დღე იყო. მძღოლი აეროპორტშივე დამახვედრეს და მაშინვე კორპორაციაში გავემართეთ. შთამბეჭდავი სანახაობა მელოდა. მამაჩემის ხელი ყველგან იგრძნობოდა. ფაბრიკები, საოფისე ფართები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში იყო გაშლილი. გავითვალისწინე მამის დარიგება, სიმართლე გითხრათ, დიდად ვერ მივხვდი რატომ, მაგრამ მირჩია თავი შემეკავებინა ქართულად ლაპარაკისგან. როცა მიზეზი ვკითხე, გაეღიმა, ზოგჯერ ასე უფრო მეტს გაიგებ. მისი რჩევა მომეწონა და მძღოლს ინგლისურ ენაზე ვთხოვე, მცირე ექსკურსიის მოწყობა, იგი საკმაოდ სიტყვა ძვირი თანამგზავრი აღმოჩნდა. ტელეფონით ვიღაცას ანგარიში ჩააბარა:
- სტუმარს შევხვდი და ოფისებს ვათვალიერებთო.... კარგით... ვეცდები, დროულად მოვიდეთ! - მშრალად უპასუხა მან - გადამრევს ეს ხალხი, როგორ ვუთხრა, შენს ქონებას ნუ დაათვალიერებთო?! - თავისთვის ჩაიბურტყუნა მან. მამის დარიგება გამახსენდა და გამეღიმა, აი, მისი ჭკვიანი რჩევა! საინტერესოა, მაინც რა არ უნდა დამენახა?!
- უკაცრავად! - ინგლისურად მომმართა მან - დირექტორთა საბჭოს წევრებმა კომპანიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები მოიწვიეს, რათა თქვენ გაგეცნოთ, თუ თქვენთვის მისაღები იქნება, იქნებ ჯერ სათავო ოფისში მივსულიყავით, ხოლო შემდეგ თუ სურვილი გექნებოდათ სხვა ფირმებსაც გაჩვენებთ. იმედია ჩემზე კვალიფიცირებულ გიდსაც შეარჩევენ, რომელიც უკეთესად აგიხსნით სად რა არის განთავსებული.
მძღოლს ყურადღებით დავაკვირდი, ახალგაზრდა, ალბათ ჩემი ასაკის ბიჭი იქნებოდა.
- თქვენი სახელი შეიძლება გავიგო? - ვკითხე მე.
- ოთარი.
- ძალიან კარგი, ოთარ, იმედია კარგად ვითანამშრომლებთ. - ღიმილით ვუთხარი მე. ოთარმა თვალები მომარიდა და „იმედიაო“ - ჩაიბურტყუნა.
კორპორაციის სათავო ოფისი ვერაზე მდებარეობდა, დიდი, მინებით შემინული შენობა გახლდათ, გარედან სადა, მაგრამ შიგნით, კომფორტულად მოწყობილი, საოფისე ფართებით დატვირთული შენობა აღმოჩნდა. ფართო შესასვლელითა და დიდი რიკულებიანი მარმარილოს კიბეებით. გარეგნულად შენობა ისეთ ეფექტს ვერ ახდენდა, როგორც შიგნით. სისადავე და გემოვნება ერთმანეთს ერწყმოდა. შენობაში შესვლისთანავე ოთარი ჩამომრჩა, ჩვენი მიმართულებით სამი კონსერვატორულ ფორმაში გამოწყობილი შუახნის მამაკაცი გამოემართა.
- მისტერ კლოდ, როგორ ბრძანდებით? - კარგი ნაცნობივით მომესალმნენ - ძალიან გაგვიხარდა თქვენი ჩამობრძანება.
- მეც მოხარული ვარ თქვენი ხილვის. - მამაკაცები წინ გამიძღვნენ. მეკითხებოდნენ, როგორ ვიმგზავრე, შენიშვნები ხომ არ მქონდა მომსახურებასთან დაკავშირებით.
- საკონფერენციო განყოფილებაში ჩვენი კორპორაციის ხელმძღვანელი პირები გველოდებიან. - მითხრეს მათ.
- მაშინ ნუ ვალოდინებთ მათ, ალბათ უკეთესი იქნება სწრაფად შევუერთდეთ.
ჩვენ მეოთხე სართულზე ავედით და ლიფტიდან გამოსვლისას იქვე მყოფი დიდი დარბაზისკენ გავემართეთ. მოულოდნელად ჩემთვის ძალიან ნაცნობი ხმა მომესმა.
- შეუძლებელია! - ცხარობდა ის- არ შეიძლება ამის გაკეთება, პატარა ბავშვი ხომ არაა, ყველაფერს მიხვდება, მე ამ სისულელეზე არ დაგეთანხმებით.
- კარგი, რა... უცხოელია, რასაც ჩვენ ვაჩვენებთ, ისიც იმას დაიჯერებს.
- რა ხმაურია? - ინგლისურ ენაზე ვიკითხე მე. ჩემმა მასპინძლებმა ერთმანეთს გადახედეს. - ჩვენი ფინანსური განყოფილების უფროსი ეტყობა თანამშრომლებს ტუქსავს. - ღიმილით აღნიშნა მან.
- ამ ტუტუცობას მე ხელს არ მოვაწერ. ასეთი ფინანსური ანგარიში შენთვის შეინახე სამახსოვროდ. იქნებ რამეში გამოგადგეს. მე კი აფიორაში მონაწილეობას არ მივიღებ. - გავიგონე მისი სიტყვები, რასაც შედეგად კარების ძლიერი ჯახუნი და ბრაგა - ბრუგი მოჰყვა.
- კარგად დაფიქრდი რას აკეთებ. შენს თავზე ბევრს ნუ აიღებ. საბოლოოდ სანანაბელი არ გაგიხდეს! - ემუქრებოდა ვიღაც მამაკაცის ხმა.
- არა მგონია ვინანო. ასეთ სიყალბეს არასოდეს გავაკეთებ.
- დღეს ეს ვაჩვენოთ. შენც ხომ იცი ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა მოშინაურდება ნელ-ნელა სიმართლესაც გავუმხელთ. - არწმუნებდა მამაკაცი.
- ხოდა, ნელ-ნელა შენვე ჩაფარცხე ეგ საქმე, მე ამაში ხელს არ შეგიწყობ.
კვლავ კარების ჯახუნის ხმა მომესმა და ოთახიდან ჩქარი ნაბიჯით მომავალი ქალის ფეხის ნაბიჯებიც გაისმა.
- ერთი წუთით მოითმინეთ! - შევაჩერე მასპინძლები, რომლებიც ცდილობდნენ საკონფერენციოს ოთახში შევსულიყავით, მათ წინააღმდეგობა ვეღარ გამიწიეს. რადგან სწორედ ამ დროს ლიფტისკენ მომავალი მაიაც გამოჩნდა. სახეზე ეტყობოდა, რომ გაბრაზებული იყო. შავი შარვალ -კოსტუმი ეცვა და ხელში საბუთების დასტა ეჭირა. ჩემს დანახვაზე დაიბნა, სახეზე გაოცება სიხარულმა შეცვალა, ჩემს მასპინძლებს შეხედა და ემოციები შეიკავა, მაგრამ მისგან განხვავებით სიხარული მე არ დამიმალავს. თუმცა მამის დარიგება დროულად გამახსენდა და ინგლისურ ენაზე მივესალმე.
- ქალბატონო მაია! არ ველოდი აქ თქვენს ნახვას! მინდა გითხრათ რომ სასიამოვნო სიურპრიზია! - მასთან მივედი მე.
- ჩემთვისაც მისტერ კლოდ, ვიცოდით, რომ უცხოელ სტუმარს ველოდით, ოღონდ თქვენ თუ იყავით არ მეგონა - ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა მან, თვალები უბრწყინავდა, მრისხანება სიხარულმა შეცვალა, მე უკვე ბედნიერი ვიყავი.
- დიახ, მე გახლავართ, ოღონდ იმედია სტუმარი არ ვიქნები. თქვენ არ მობრძანდებით შეხვედრაზე? - საკონფერენციო ოთახისკენ ვანიშნე მე, მაიამ მასპინძლებს შეხედა.
- რა თქმა უნდა, ქალბატონი მაია სწორედ საკონფერენციო ოთახში მობრძანდებოდა. - ყალბი თავაზიანობით აღნიშნა ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელიც კარებში შემოსვლისას დამხვდა.
ჩემი მზერა თხელმა მაღალმა მამაკაცმა მიიპყრო, რომელიც სწორედ იმ ოთახიდან გამოვიდა საიდანაც მაიკო.
- ეს იქნება მაიკოსთან რომ კამათობდა - გავიფიქრე მე. მაია ყურადღებით მაკვირდებოდა, მივხვდი, რომ შეამჩნია ჩემი მზერა.
მართალია მასპინძლებს დიდად არ ესიამოვნათ, მაგრამ მაიაც საკონფერენციო დარბაზში შემოვიდა.
- იცოდი ჩვენი დამფუძნებელი ახალგაზრდა და ასეთი სიმპატიური თუ იყო? - კითხა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქალმა, რომელსაც მაია გვერდით მიუჯდა.
- არა, არ ვიცოდი - ღიმილით უპასუხა მან.
- თან უცოლოც ყოფილა. - ეშმაკურად იღიმოდა ქალი.
- მართლა?! - გაიოცა მაიკომ - კიდევ რა იცით?
- რა და.... ლორდი ყოფილა... თურმე ძალიან მდიდარიც.
- მაგარია - კვლავ იღიმის მაიკო და მე მიყურებს - ლორდობა მართლა არ ვიცოდი.
სანამ ჩემთვის გამოყოფილ ადგილზე მოვთავსდები მესიჯის გაგზავნას ვასწრებ.
- ძალიან მომენატრე, იმედია საღამოს გნახავ.
მაია მესიჯს ღიმილით კითხულობს, სახეზე ეშმაკური ღიმილი გაკრავს.
- იმედი მაქვს! - მწერს იგი და ტელეფონს თიშავს.
ვუმზერ მაიკოს და თავი უბედნიერესი კაცი მგონია, ეხლაღა ვხვდები, როგორ მომენატრა, ერთი სული მაქვს დროულად დასრულდეს შეხვედრა. დიდად არ ვუსმენ რას მეუბნებიან, მაგრამ მაიას სახის გამომეტყველებით მიხლოებით ვხვდები სად მატყუებენ და სად არა, როგორც კი ჩემთვის უცნობი გამხდარი მამაკაცი დგება, მაიას სახეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი უჩნდება და თვალები ცინიკურად უციმციმებს. ეს გამოხედვა რამოდენიმეჯერ წინა გამომსვლელებზეც შევნიშნე. უნებურად ვძაბავ სმენას და ვინტერესდები გამომსვლელის მოხსენებით, რომელიც ძალიან მხატვრული ფორმებით მიყვება, რომ სულ რამოდენიმე თვეში სამშენებლო მასალების, კერძოდ კი ხის მასალის წარმოება უნდა დაიწყონ, თურმე ყველაფერი მზად გვქონია და დღე-დღეზე ქარხანაც გაიხსნებოდა კიდეც.
- თქვენის აზრით, ეს დღე-დღეზე რა პერიოდს მოიცავს? - ვინტერესდები მე. მაიას თავი დახრილი აქვს და ოდნავ იღიმება.
- მაქსიმუმ ორ თვეს.
- დარწმუნებული ხართ? - ვეკითხები მე.
- დიახ. - მპასუხობს იგი.
- უცნაურია, მამაჩემმა თითქმის სრული ანგარიში წარმომიდგინა, აქ დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით. მას მისმა აქაურმა პარტნიორმა საქმის ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. - სიტყვა პარტნიორს განგებ გავუსვი ხაზი, როგორც მე მითხრეს, ამ პიროვნებას სრულად შემიძლია ვენდო. მის ანგარიშში კი ხის მასალების წარმოებაზე არაფერია ნათქვამი, ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში.
- არ ვიცი, ბატონო კლოდ, თქვენ ვინ წარმოგიდგინათ ანგარიში, ჩვენ საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩავდევით ამ ქარხანაში, რომელიც ქსნის ხეობაში გვინდა ავაშენოთ!
მეღიმება - უდავოდ კარგი საქმე წამოგიწყიათ. მე მხოლოდ მომხრე ვიქნები. იმედია ყველაფერი სწორედ ისე განვითარდება თქვენ რომ გსურთ! - ვიღიმები მე და მაიას ვუმზერ, იგი არ იღიმება, მე მაკვირდება.
ეტყობა შეხვედრის კულმინაციურ ნაწილად არარსებული ფაბრიკის პროექტის წარმოდგენა ითვლებოდა, სლაიდებზე ერთმანეთს ენაცვლებოდა მიწის ნაკვეთების ფოტოები, სადაც იგეგმებოდა მშენებლობა, ხალხის რაოდენობა, თუ რამდენ კაცს უნდა ემუშავა, შენობის ესკიზები, მე ა რ შევაწყვეტინე, დავაცადე ბოლომდე ეჩვენებინათ მათი პროექტი. მაიას სახეს მივჩერებოდი. იგი მე მიმზერდა და მაკვირდებოდა.
- ბოდიშს ვიხდი ბატონებო! - მომწყინდა უცებ მე და ცერემონიების გარეშე შევაწყვეტინე მოხსენება მაღალ კაცს - მე დიდი იმედი მქონდა, რომ ამ შეხვედრას ბატონი ნიკა არაბული დაესწრებოდა. - მაიას სახეზე გაოცება გამოესახა - ბატონი ნიკა, მამაჩემის მეგობარი და საქართველოში მისი პარტნიორია, იმედი მქონდა პატივს დამდებდა და დღეს აქ შემხვდებოდა.
- ბატონი ნიკა არ გახლავთ, არ ვიცოდით მის ნახვას თუ მოინდომებდით. - მიპასუხა ერთ-ერთმა იმ სამთაგანმა კარებში რომ შემხვდა - თუმცა მისი ქალიშვილი ხომ უკვე ნახეთ?!
- ქალიშვილი? - უნებურად მაიკოს გავხედე, რომელიც მიღიმოდა და თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დამიქნია. - ეს ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზია, მე და ქალბატონმა მაიამ სრულიად სხვა სიტუაციაში გავიცანით ერთმანეთი და არც კი მიფიქრია, თუ ნიკა არაბულის ქალიშვილი იქნებოდა. მინდა გითხრათ ქალბატონო მაია, რომ ეს ორმაგად სასიამოვნოა - მიხარია მე- იმედია მამათქვენის ნაცვლად, თქვენ გეტყვით ორიოდ სიტყვას.
მაია გამხდარ მამაკაცს უმზერს, შემდეგ ჩემს მასპინძლებს.
- ბატონო კლოდ, მინდა მოგესალმოთ მთელი კორპორაციის სახელით - დაზეპირებული სიტყვასავით მესალმება იგი - მინდა ავღნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო თქვენი აქ ხილვა. მით უმეტეს ორმაგად სასიამოვნოა, როცა გავიგე ჩვენი მამების მეგობრობის შესახებაც, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ მათი მეგობრობა, კორპორაციაში ყველასთვის ცნობილი გახლავთ. სამწუხაროდ შვილებს არ გვქონდა პატივი ერთმანეთი გაგვეცნო, იმედია არც მე ვიქნები ცუდი „მეგობარი“ - ამ სიტყვებს განსაკუთრებული ხაზგასმით ამბობს იგი - და მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობა გველოდება.
- იმედია! - ვეთანხმები მეც - თუ ნებას დამთავთ მე დაგტოვებთ! - მინდა დავემშვიდობო დამხვდურებს.
- ბატონო კლოდ, დღეს საღამოს რესტორან „ბერმუხა“-ში ბანკეტი გვაქვს დაგეგმილი თქვენს საპატივცემულოდ და იმედია დაგვაფასებთ.
- დღეს საღამოს? - დიდად არ მსიამოვნებს, რადგან მაიასთან მინდოდა შეხვედრა, მაგრამ ვეთანხმები - კი ბატონო, მოვალ.
- მძღოლი საღამოს სასტუმროში მოგაკითხავთ.
- კარგით! - ვეთანხმები მე, თვალებით მაიას ვეძებ, მაგრამ იგი შეუმჩნევლად გასულა და ვეღარ დავინახე.
მძღოლი დათქმულივით სასტუმროსთან მელოდება, ამდენი ყურადღება ცოტა არ იყოს მაღიზიანებს, ეტყობა დიდად არც მას ვეპიტნავები, რატომღაც ერთმანეთს ვუბღვერთ. ტელეფონზე ვიღაცასთან რეკავს.
- დიახ, მოვდივართ.... ალბათ თხუთმეტ წუთში... - მოკლედ პასუხობს იგი. შემდეგ ტელეფონი კვლავ რეკავს, ამჯერად ტონი ურბილდება - ზუსტად არ ვიცი როდის მოვალ, ხომ იცი ამათი ამბავი, როდის ინებებენ დაშლას, თან ეს უცხოელიც კარგი უჟმური ვინმე ჩანს, ვერ გაიგებ რა წყინს და რა უხარია, კარგი, ვეცდები დროზე მოვიდე, ნუ დამელოდები, თუ დამაგვიანდა.
- მე ვარ უჟმური?! - ვფიქრობ და მეღიმება - საინტერესოა რას იზავდა, რომ იცოდეს ქართულად ლაპარაკი რომ მესმის.
- ბატონო ოთარ - ვცდილობ დაკონტაქტებას - დაოჯახებული ბრძანდებით?
ოთარი ავტომობილის სარკეში მაკვირდება.
- არა ! - მოკლედ მპასუხობს იგი.
- არც საყვარელი ქალი გყავთ? - არ ვეშვები მე.
- საყვარელი ქალი მყავს - მპასუხობს იგი და ოდნავ წითლდება, მეღიმება.
- მეც მყავს. - იგი სარკეში მაკვირდება, ეტყობა ვერ იგებს ჩემი გულახდილობის მიზეზს. მე მაიკოზე ვფიქრობ. იმედი მაქვს მოსული იქნება. მე და ოთარი კვლავ ვჩუმდებით. ის თავის ფიქრებშია ჩაძირული და აღარც მე ვაწუხებ ზედმეტად. რესტორნის კარებში კვლავ იგივე მასპინძლები გვხვდებიან და დიდ დარბაზში მიგვაცილებენ. ოთარი აღარ მომყვება, მოწვეულ სტუმრებს ვაკვირდები. სუფრასთან ალბათ, ასე ოცდაათ კაცამდეა მოწვეული. კონსერვატორულად გამოწყობილები, საღამოს კაბებში გამოპრანჭული რამოდენიმე მანდილოსანიც უმშვენებენ გვერდს. მაიკოს ვეძებ. ის კი არ ჩანს. მესიჯს ვაგზავნი.
- მე რესტორანში მოვედი, შენ არ შემოგვიერთდები?
- მე მოწვეული არ ვარ! - მომდის მაიკოს წერილი. განწყობა მიფუჭდება.
- რატომ? - ვუგზავნი კითხვას.
- ასეთ შეხვედრებზე მხოლოდ დირექტორები მიდიან.
- ბატონო კლოდ, მოხდა რამე? - მეკითხება ერთ-ერთი.
- არა, ქალბატონი მაია რატომ არ ესწრება ამ შეხვედრას? - ვკითხე მას.
- ქალბატონი მაია? ალბათ აგვიანდება - სწრაფად მეუბნება იგი, იქვე მდგომ დაცვის თანამშრომელს ანიშნებს და ეუბნება - სწრაფად მაიკოსთან დარეკეთ და უთხარით მოვიდეს!.
დაცვის თანამშრომელი ტელეფონზე რეკავს, ეტყობა მაიკოსგან პასუხი ვერ მიიღო და ჩუმად რაღაცას ეუბნება დავალების მიმცემს.
- ეხლა მაგის გამოხტომების თავი არ მაქვს, უთხარი როგორც უნდა ისე მოვიდეს!
მალე მაიკომ დამირეკა: - შეგიძლია საუბარი? - მკითხა მან.
- კი. - მშრალად ვეთანხმები და განზე გავდივარ, ზედმეტი მსმენელები რომ არ ყოფილიყვნენ.
- შენ გინდა რომ მოვიდე თუ მხოლოდ მაგათი სურვილია? გეხვეწები ნუ მაწვალებ, მაგათი თავი არ მაქვს, მირჩევნია პირის-პირ გნახო.
- მეც პირის-პირ მერჩია! - ინგლისურად ვპასუხობ - მაგრამ, რადგან ასე მოხდა, აქ უნდა იყო. თუ არადა მეც წამოვალ, ამ უაზრო ბანკეტს მხოლოდ იმ იმედით დავეთანხმე, რომ შენც აქ იქნებოდი. რაღაც არ მომწონს და მინდა ჩემთან იყო.
- კარგი, მოვწესრიგდები და მოვალ - დამეთანხმა იგი, მაიას ლოდინში დრო ნელა გადიოდა, სიგარეტის მოსაწევად აივანზე გავედი, სწორედ ამ დროს შემოვიდა ავტომობილით მაიკო. ლიმონისფერი გრძელი საღამოს კაბა ეცვა, თმები როგორც ყოველთვის გაშლილი, სახე სერიოზული, დაცვის თანამშრომელი უკან მოყვება.
- მაიკო! - ეძახის ოთარი და ვხედავ სახე როგორ უბრწყინავს მის დანახვაზე.
- „ამ ბიჭს ღიმილიც შეძლებია“ - ვფიქრობ მე.
მაიას მისი დანახვა უხარია, ერთმანეთს მეგობრულად ესაუბრებიან, შინაურულად. მაია იცინის, მისი კისკისის ხმა ჩემამდე მოდის, როგორც იქნა ძლივს გაღიმებული დავინახე. ვხედავ ოთართან ერთად რაღაცას ხუმრობს. ამ შემთხვევაში ოთარის მშურს. ეტყობა მძღოლზე ვეჭვიანობ. მეღიმება, ესე იგი ეჭვიანიც ვყოფილვარ. მაია აივნისკენ იყურება, მე მხედავს და მიღიმის, ისე მე რომ მიყვარს, მის თვალებში მხოლოდ მე ვარ და ამით უკვე ბედნიერი ვარ. მაია მოხდენილად მოუყვება კიბეებს. მე დარბაზში შევედი. სტუმრების ნაწილი ოვაციებით ხვდება. განსაკუთრებით მანდილოსნები.
- როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებით!.
მაია შორიდან მესალმება, ჩემთნ დაჯდომას თავს არიდებს, იქვე ქალბატონებთან ჯდება. იღიმება, ისინი იციანიან.
- მაიკო გაიგე? ჩვენი უფროსი უცოლო ყოფილა. - ეშმაკურად იღიმება ერთ-ერთი მანდილოსანი, ისე უნდა ავღნიშნო რომ საკმაოდ ლამაზი ქალი იყო.
- ეგ ძალიან კარგი ამბავია, თქვენს ადგილზე ვიაქტიურებდი. იქნებ მისის სკოტიც გავმხდარიყავი. - აქეზებს მაია.
- არა. თბილისში ერთი და იგივე ხალხი თხოვდება. ჩვენ ვინ მოგვცა მაგის ბედი! - იცინის მეორე ქალიშვილი.
- თან ამბობენ ჩვენი პატრონი შეყვარებული ყოფილა. - სინანულით აღნიშნავს მესამე.
- თქვენი აგენტურა კარგად მუშაობს! - მხიარულად იცინის მაიკო და მე მიყურებს. სმენას ვამახვილებ. არ მინდა მათი საუბრიდან რამე გამომრჩეს, სხვა თუ არაფერი ჩემს პირად ურთიერთობებს განიხილავენ.
- კი, ასე თქვეს, ვიღაც ქალი მოეონაო, აქაც უნდა მოვიდესო, როცა მოვიდა და აქ ვერ დაინახა, სულ გადაირიაო.
- მართლა? აქ რა უნდოდა? - უკვირს მაიკოს - ჩვენ ვიცნობთ? ნეტა როგორია?
- რას გაიგებ. სულხანი და კოტე ერთმანეთს ახტებოდნენ ოღონდაც ის ქალი მოეყვანათ.
-მერე, არ მოვიდა? - ინტერესით ეკითხება მაია.
- არა! წარმომიდგენია საწ....ბმა როგორ ინერვიულეს.
სწორედ ამ დროს მაღალი მამაკაცი, რომელსაც გოგოებმა სულხანი უწოდეს მაიასთან მივიდა.
- შეიძლება ორი წუთით ვისაუბროთ?
მაიას სახე დაუსერიოზულდა.
- კი, ბატონო!
- აქ არა, გარეთ გავიდეთ! - ისინი აივანზე გავიდნენ, მაია სერიოზული სახით უსმენდა, სულხანი რაღაცას უმტკიცებდა - არ მინდოდა ასე მომხდარიყო, შენც ხომ იცი. - ეუბნებოდა იგი.
- კარგი, სულხან, რაც არის არის, უკვე მომხდარს ვეღარაფერს უშველი, მე შენს ადგილზე გამოსავალს მოვძებნიდი, თან რაც შეიძლება სწრაფად.
- გამოსავალი რა იქნება?
- სულხან, ნუ იფიქრებ, რომ არ ვიცი რა მოხდა, ისიც ვიცი, რომ მაგ აფიორაში შენ გარეული არ ხარ, ამიტომ თავს ნუ იდანაშაულებ. თქვენი საქმის თქვენ იცით. ოღონდ მე ნუ მთხოვთ დავმალო, მე თუ კითხვებს დამისვამენ, სიმართლეს ვიტყვი.
- როგორც ჩანს, შენ და ბატონი კლოდი საკმაოდ ახლოს ხართ...
- მაგით რისი თქმა გსურს? - მაიას თვალებში სუსხი უდგება - გგონია ბატონი კლოდი რომ არა დაგეთანხმებოდით? ამ გარიგების წინააღმდეგი მამაჩემიც იყო, თქვენ იცოდით, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მოაწერეთ ხელი ხელშეკრულებებს, მეც გაფრთხილებდით, რომ შეუსაბამოდ დიდ ფასს ვიხდიდით და ეგ ობიექტები მაგ ფასში არ შეიძლებოდა გაყიდულიყო. რომ დაიჟინე ეს მიწები მინდაო, ვეღარ გადაგაფიქრებინე, ეხლა კი ცდილობ ისე გამოიყვანო, თითქოს ვეღაფერს ხვდებოდი.
- მაია, გთხოვ, დამეხმარე! - ევედრებოდა ის. მე წამოვდექი და მათი მიმართულებით გავემართე. - მისტერ კლოდ, რამე ხომ არ გნებავთ? - მეკითხება სულხანი.
- არა, ბატონო სულხან, ჰაერზე მომინდა გამოსვლა, იმედია ხელს არ გიშლით.
- როგორ გეკადრებათ, მაიკო გთხოვ, დაფიქრდი იმ საკითხზე რაზეც ვისაუბრეთ! - ქართულად უთხრა მან - ბოდიშს გიხდით! - გვითხრა და დარბაზში შევიდა.
მაიას ვაკვირდებოდი, მოწყენილი სახით უმზერდა სულხანს.
- მაშ ასე მისტერ კლოდ! - კეკლუცი ხმით მითხრა მან - როგორც ვატყობ, საზოგადოებაში ინგლისურ ენაზე მომიწევს საუბარი, ეს რას მივაწერო?
მეღიმება- რა ვიცი, ჩემმა კეთილისმყოფელმა მირჩია ასე მოვქცეულიყავი და როგორც ვხედავ ჭკვიანური რჩევა მომცეს, საკმაოდ საინტერესო დიალოგებს ვისმენ.
- მართლა? დავიჯერო არ გრცხვენიათ გოგოების ჭორაობას როცა უსმენთ?
- მაგ დიალოგზე ძალიან ვიხალისე, მშვენიერ განწყობაზე დავდექი, სასიამოვნო ყოფილა ქალების ჭორიკნობის მოსმენა. - ვიცინივარ მე.
- გეტყობათ კარგად გახალისდით! - იღიმის მაია - კონკურენტებიც გამომიჩნდნენ?. - თვალით გოგონებზე მანიშნა, რომლებიც ყურადღებით გვაკვირდებოდნენ.
- ეჭვიანობ? - მისი ეჭვიანობა ძალიან მესიამოვნა.
- არა - უარყო მან - უბრალოდ სიმართლეს ავღნიშნავ.
- მაშინ ეგ სიმართლე მეც უნდა ვთქვა, მძღოლის შერჩევისას აშკარად მეტი ყურადღება მმართებს! - ჩემს სიტყვებზე მაიამ მხიარულად გადაიკისკისა, სიცილისგან თვალზე ცრემლიც კი მოადგა.
- ეგ კი მართლა არ უნდა გეთქვა! ოთარზე ეჭვიანობ? - იცინოდა ის.
- რა გაცინებს? - მეწყინა მე.
- ოთარი მამაჩემის ნათლულია, ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობთ და აქ სამუშაოდაც მე მოვიყვანე. - კვლავ იცინოდა მაია. საკუთარი აზრების შემრცხვა.
- მე ხომ არ ვიცოდი! - დამნაშავე ბავშვივით ჩავიბურტყუნე.
- კარგი, მაგაზე ნუ ფიქრობ! შევიდეთ თორემ მთელი სუფრა ჩვენ გვიყურებს, ისიც მეყოფა ხვალ შენი საყვარლის „იარლიყით“ რომ ვივლი.
- კარგი, როგორც მივხვდი მე და შენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო. - თავით სულხანზე ვანიშნე - დილანდელი თქვენი კამათიც არ დამავიწყდა.
- კარგი - ღიმილით დამეთანხმა მაია - დრო ბევრი გვაქვს და მოვასწრებთ.
საღამომ საკმაოდ მხიარულად ჩაიარა, თუ მე მეჩვენებოდა ასე ზუსტად ვერ გეტყვით. რადგან მაიკო იქ მყავდა ბედნიერი ვიყავი, ის ცდილობდა ემოციები დიდად არ შეემჩნია, მაგრამ მე მაინც ვამჩნევდი მისი თვალების ციმციმს და როგორც მივხვდი შეუჩნეველი არც სხვებს დარჩენიათ, რადგან ციკიკური კომენტარები სწრაფად გავიგონე.
- ხომ ვამბობდი, თბილისში ერთი და იგივე ხალხი თხოვდებაო? მაიამ ორ წუთში „დაკერა“ ჩვენი უფროსი. - გადაულაპარაკა ერთ-ერთმა ქალბატონმა მეორეს, რასაც შედეგად სიცილი მოყვა. მაიამ მე შემომხედა და ოდნავ გაიღიმა, თუმცა ქალიშვილს არაფერი უთხრა, საბრალო ოთარის სიტყვები გამართლდა. რესტორანში მყოფები საკმაოდ გვიან დავიშალეთ. ისიც მოთმინებით გველოდა.
- სახლში ჩვენ წაგიყვანთ, თუ რა თქმა უნდა ოთარი არ იქნება წინააღმდეგი! - ვთავაზობ მე მაიას, ოთარი დაბნეული მიმზერს.
- როგორ გეკადრებათ, ბატონო კლოდ! როგორც თქვენ ინებებთ.
- თქვენ არ გითქვამთ, მაიას ახლობელი თუ იყავით. - მეგობრულად ვეუბნები მე.
- არ ვიცოდი, თუ უნდა მეთქვა! - უხერხულად იშმუშნება იგი.
- კარგით, ბატონო კლოდ. ოთარს მოეშვით, ისედაც დღეს ისეთი რამ მითხრა კარგა ხანს მოუწევს ამის გამო ბოდიშის მოხდა.
- მაიკო, გთხოვ. მე ხომ არ ვიცოდი შენზე თუ იყო საუბარი. - ქართულად ემუდარება ოთარი.
- ბოდიში? რა მოხდა ასეთი? - ვკუთხულობ მე.
მაია მის მუდარას ყურადღებას არ აქცევს და მხიარულად ყვება: - შემოსული არ ვიყავი, ოთარი რომ დავინახე. აქ რას აკეთებ მეთქი? - ვეკითხები. ის კი მპასუხობს:
- ბატონი კლოდი მოვიყვანე და ველოდებიო, თან საიდუმლოდ მეუბნება ვიღაც „ნაშა“ მოსწონებია და ჩვენი უფროსები სულ ერთმანეთს ახტებოდნენ ოღონდ ის ქალი აქ მოეყვანათო! საწყალი გაბრიელი, ის დაცვის თანამშრომელი მე რომ მომყვებოდა, თვალით ანიშნებს, გაჩუმდიო! ეს კი აგრძელებს, მაიასთან დასამალი რა გვაქვსო! ეს უცხოელი არ მეყოფოდა და ეხლა მისი ნაშის მძღოლიც უნდა გავხდეო.
- შე დეგენერატო, შენ რომ ნაშას ეძახი, ის ქალი მე ვარ მეთქი, უნდა გენახა როგორი გაოცებული სახე ქონდა. - კვლავ იცინის მაია - როგორ მოეხადა ბოდიში აღარ იცოდა - ოთარი ყურებიდან გაწითლდა და თავი დახარა, მისმა სიტყვებმა მეც ძალიან გამახალისა და გულიანად ვიცინე. შემეცოდა ოთარი, რომელმაც აღარ იცოდა სად დამალულიყო.
- ბავშვობიდან ასეთი მავნე იყავი! - ჩუმად უთხრა მაიას - ხომ შეგეძლო არ გეთქვა, ამ უცხოელმა ხომ არ იცოდა?
- ეჰ, ოთო, ოთო! - სიცილი შეწყვიტა მაიამ - შენ მაგაზე ნუ დარდობ, მე და კლოდი მივეჩვიეთ, გაცნობის დღიდან სულ „საყვარლებს“ გვეძახიან. მე ის უფრო მაღელვებს ამას მამაჩემი რომ გაიგებს რა რეაქცია ექნება.
- თქვენს შორის რამე არის? - ქართულად ეკითხება ოთარი, იგი დარწმუნებულია, რომ მე ქართული არ მესმის.
- ვერ მოგატყუებ, არის! ოღონდ სახელი რა ქვია ზუსტად არ ვიცი! - ღიმილით ეუბნება მაიკო - ერთი კი ფაქტია, ჩვენ საყვარლები არ ვართ!
- ჩვენ შეყვარებულები ვართ! - საუბარში ჩავერიე მე სუფთა ქართულით. ოთარი მოულოდნელობისგან შეხტა. ეს თავდაჭერილი ბიჭი უცებ დაიბნა.
- ქართულად საუბრობთ? - გაოცებას ვერ მალავს. თან ეტყობა მის ნათქვამ თითოეულ სიტყვას იხსენებს.
- კი, ვსაუბრობ. ოღონდ არ მინდა, რომ ეს გაიგონ. - ოთარს დაბნეულობისგან ავტომობილის მართვა უჭირს და ჩერდება.
- ვერაფერს მივხვდი, რა ხდება? - მაიკოს ეკითხება ის.
- ასე ვამჯობინე! - ვპასუხობ მე - მაიამ მითხრა რომ მისი ბავშვობის მეგობარი ხარ, ეს კი ჩემთვის საკმარისია, რათა გენდო. შენ საიდუმლო შემინახე, დანარჩენს მე მივხედავ.
- მაია ჩემთვის იგივე დაა - მპასუხობს ის - ნიკა ძია ჩემთვის ნათლიაცაა და მამაჩემის სიკვდილის შემდეგ მამაც. ამიტომ თქვენი თხოვნა, არც არის საჭირო, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ჩემი სახით ერთი ერთგული მეგობარი შეიძინეთ, თუ ჩემი მეგობრობა თქვენთვის რამედ ღირს.
მეღიმება: - ჩვენ მხოლოდ მეგობრები კი არა, იმედია მაქვს ოჯახის წევრებიც გავხდებით, თუ რა თქმა უნდა მაია დამეთანხმება, იმედია არც მე ვიქნები ცუდი მგობარი - თბილად ვეუბნები და ხელს ვუწვდი მეგობრობის ნიშნად.
- მამაშენმა იცის ეს ამბავი? - ეკითხება ოთარი მაიას.
- ჯერჯერობით არა, მე ისიც არ ვიცოდი, კლოდს ჩვენს ჯგუფთან რამე თუ აკავშირებდა, თუმცა ალბათ ჯობია დროულად ჩავაყენო საქმის ყურში, სანამ ჩვენს „კეთილ“ მეგობრებს გაფორმება მოუსწრიათ.
- მე უნდა მოვინახულო, ბატონი ნიკა! - საუბარში ვერთვები - კარგი იქნება, თუ ამ ამბავს ჩემგან გაიგებს - ოთარი დუმს, ფიქრობს.
- მესმის თქვენი, მაგრამ მგონია, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ და თქვენი ოჯახი ძალიან უყვარხართ, თქვენი ერთად ყოფნის წინააღმდეგი იქნება.
- მე კი პირიქით ვფიქრობ. - არ ეთანხმება მაია - ამაზე კარგი რა უნდა იყოს, თუ შვილი შენი მეგობრის შვილს უკავშირებს ცხოვრებას.
- ღმერთმა ქნას, მე ეჭვი მეპარება ყველაფერი ასე მარტივად იყოს.
საუბარში აღარ ვერევი, ოთარს ვუმზერ და ვხვდები, რომ მართალია, მაგრამ მირჩევნია ამ თემაზე მაიას თანდასწრებით არ ვისაუბრო.
მაია სახლში მივიყვანეთ და გზა სასტუმროს მიმართულებით გავაგრძელეთ.
- გისმენ ოთარ, როგორც შენი სიტყვებით მივხვდი, ნიკასგან ყველაფერი იცი.
- მე შემთხვევით არ ვახსენე, რომ ნიკასთვის შვილივით ვარ. მაიამ შეიძლება არ იცის ყველაფერი, ნიკას არ უნდოდა ოჯახი მუდმივ დაძაბულობაში ყოფილიყო, მაგრამ ჩემი კომპანიაში მისვლა შემთხვევით არ მოხდა. როცა ნიკამ მიამბო ყველაფერი, მე შევთავაზე მაიასთან ახლოს ვიქნები და დავიცავ მეთქი. რატომღაც მგონია, რომ თქვენთან ყოფნით, მაიას საფრთხე ემუქრება. ნიკაც იზიარებდა ჩემს აზრს. როგორც კი გაიგო, რომ მაია შემთხვევით თქვენს სასტუმროში აღმოჩნდა, გივიკო გამოგზავნა და უთხრა, რომ როგორმე მაიას წამოყვანა მოეხერხებინა, მაგრამ საპირისპირო მოხდა და გივიკოს მცდელობა მცდელობად დარჩა.
მე გივიკოს სიტყვები გამახსენდა: - „ადრე თუ გვიან მიხვდებით, რომ მე მაიასთვის კარგი მინდოდა“ - აი, თურმე რას გულისხმობდა.
- შეიძლება მაიამ არაფერი არ იცის, მაგრამ თქვენ ხომ უნდა გაგეთვალისწინებინათ, რამხელა საფრთხის წინ აყენებთ?
- ყველაფერი შემთხვევით მოხდა, არ მეგონა თუ შემიყვარდებოდა, იმდენად მომეწონა, რომ აღარ შემიძლია მის გარეშე ყოფნა. თუ ნიკამ ყველაფერი გითხრა, იმასაც გეტყოდა, რომ წლების განმავლობაში სურვილიც კი არ მქონდა სადმე გამოვჩენილიყავი. ბევრჯერ მთხოვეს მაიკმაც და ნიკამაც, რომ თბილისში კორპორაციას მაინც ჩავდგომოდი თავში, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი. მაიას გაცნობის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, შემიყვარდა! ისე შემიყვარდა, როგორც არასდროს და არავინ, არ მინდა მის გარეშე ყოფნა. ცხოვრების აზრი დამიბრუნდა, აღარ მინდა მუდმივად მალვა, მირჩევნია ერთი თვე ვიცოცხლო და მაიასთან, ვიდრე ღრმა სიბერემდე მის გარეშე.
- მესმის და ვხედავ კიდევაც თქვენს დამოკიდებულებას, მაგრამ ნიკას უთვალვალებდნენ, რათა თქვენზე გამოსულიყვნენ, ჩემზე უკეთესად იცით, რომ თქვენგან წამოსულს რამდენიმეჯერ თავსაც დაესხნენ, ოჯახში სიმართლე არ უთქვამს, ხან ავარიას ახსენებდა და ხან ღამის ყაჩაღებს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, ის ხალხი წლობით უთვალთვალებდა, შემდეგ კორპორაციაში მაია გამოჩნდა, მავანმა ჩათვალა, რომ მამამისს ჩაენაცვლებოდა ასეც მოხდა, რამდენადაც მე ვიცი, ნიკა და მამათქვენი გეგმავდნენ ნიკას ნაცვლად, თუ ძალიან აუცილებელი იქნებოდა, თქვენთან კონტაქტზე მაია გამოსულიყო, ეს იმ ხალხმაც გაიგო და მაიას თვალთვალი დაუწყეს, მაშინ ნმაიკო გივის გაშორებული არ იყო, ის ხალხი კონტაქტზე სწორედ გივისთან გავიდნენ და სიმამრსა და ცოლზე ინფორმაცია სთხოვეს, საბედნიეროდ მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეებს შორის უკვე დაძაბული ურთიერთობა იყო, გივი ნიკასთან მივიდა და უთხრა, რომ ვიღაც არაბები მაიას შესახებ კითხვებს სვამენ და უცნაურ ამბებს კითხულობენო. ნიკა მაშინვე მიხვდა, რომ მაიას უთვალთვალებდნენ, ამიტომაც ცდილობდა შვილი მაქსიმალურად მოერიდებინა ამ სიტუაციისთვის. სწორედ ამ დროს გაიგო, რომ ბათუმში დასასვენებლად წამოსულმა მაიამ, ამდენი სასტუმროებიდან მაინც და მაინც თქვენთან დაბრონა ოთახი, რამდენადაც ვიცი ეს ამბავი მამათქვენმა გააგებინა.
- დიახ, მე როცა კლიენტის სახელი და გვარი ვნახე მისი ვინაობით დავინტერესდი და მამაჩემს ვკითხე, ისინი ხომ არ ცდილობდნენ კონტაქტზე გამოსვლას, მან კი ნიკას დაურეკა.
- ნიკა ძალიან შეშინდა, ჩვენ ვიცოდით, რომ მაიას კვლავ უთვალთვალებდნენ, უშუალოდ ნიკა ვერ გამოჩნდებოდა და ვიფიქრეთ, ტუ გივი ოჯახურ სცენებს მოუწყობდა, იძულებული ქინებოდა სასტუმრო თქვენთან დაკონტაქტებამდე დაეტოვებინა. სამწუხაროდ პირიქით მოხდა, თუ ერთმანეთს იქამდე ვერც კი ამჩნევდით, გივის გამოჩენამ საპირისპირო რეაქცია გამოიწვია, რაც უფრო ვცდილობდით ერთმანეთისგან შორს ყოფილიყავით, თითქოს განგებ უფრო ახლოს მიიწევდით. მაიკო როცა დაბრუნდა, იმედი გვქონდა, რომ ყველაფერი დასრულდებოდა, მაგრამ როგორც ვხედავ პირიქით, თქვენ თქვენს ისიტორიას ეხლა იწყებთ. ეს გზა არა მგონია ია-ვარდით იყოს მოფენილი. ერთია ამ ისტორიაში ჩვენგან ითხოვოთ თანადგმა, ნიკა, ისევე როგორც ამდენი წლები, ისევ დაგეხმარებათ, არც მე გავდგები განზე, მაგრამ მაია არ უნდა იყოს ჩარეული. - მკაცრი ტონით მითხრა მან.
- მე მაიასთვის მხოლოდ კარგი მინდა! მისი უსაფრთხოება ჩემს ინტერესებშიც შედის, მაგრამ მის მიტოვებას ნუ მომთხოვთ. მესმის, რომ ამის ახსნა ძალიან ძნელია, არ ვიცი სახელი რა დავარქვა. მასთან დაშორება, ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია. მე მხოლოდ ჩემს გრძნობებზე არ ვფიქრობ, ვიცი, რომ მაიასაც იგივე დამოკიდებულება აქვს. ვერ მივატოვებ! არ მინდა, ამას ვერ ვიზავ.
- კარგად დაფიქრდით, სანამ საბოლოოდ გადაწყვიტავთ რამეს, ნიკა ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ არა მგონია, შვილზე წინ დაგაყენოთ, მისთვის მაია ყველაფერზე პირველია და მის სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის.
საუბარი ტელეფონის ზარმა შეგვაწყვეტინა.
- არ დამიჯერებ რასაც გეტყვი! - გავიგონე შეშფოტებული მაიას ხმა- ჩემი ბინის საკეტი გაუტეხიათ და მთელი სახლი თავდაყირაა..
- ოთარ, მაიასთან უნდა მივბრუნდეთ! - ვუთხარი მე.
- მოხდა რამე? - შეშფოთდა იგი.
- ჩვენი ისტორია, როგორც შენ უწოდე ეტყობა უკვე დაიწყო! - სერიოზული ხმით მივუგე მე - მაიას ბინას „სტუმრები“ სტუმრობდნენ.
ჩვენს მისვლამდე მაიას საპარტულო პოლიციაში დაერეკა. ბატონი ნიკაც იქ დაგვხვდა, დაღვრემილი სახით უმზერდა თავდაყურა დაყენებულ სახლს.
- ქალბატონო მაია, რამე დაიკარგა, წაიღეს? - ეკითხებოდა პოლიციელი.
- არ ვიცი, ამ არეულობაში ვერაფერს ვხედავ, თითქოს ძვირფასი ნივთები ადგილზეა. - ეუბნებოდა იგი.
ნიკამ ჩვენ დაგვინახა თუ არა წამოდგა და გვანიშნა მეორე ოთახში გავყოლოდით. ბატონი ნიკა არაბული მაღალი, ასე სამოც წლამდე მამაკაცი იყო. მისი ასაკისთვის ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. მსუბუქი ნაბიჯით მიგვიძღვოდა წინ. ერთმანეთს მამა-შვილურად ჩავეხუტეთ.
- მიხარია, რომ გხედავ! - მითხრა მან- ოღონდ, რომ გითხრა შენი ამ სახლში ნახვა მომწონსო, მოგატყუებ! იმედი მქონდა, რომელიმეს მაინც ჰეყოფოდათ კეთილგონიერება ეს სისულელე არ წამოგეწყოთ. დღეს უკვე მქონდა ბედნიერება, როცა ბატონმა სულხანმა მომახსენა თქვენი „მხურვალე“ შეხვედრის ამბავი. - ცინიკური ტონით აღნიშნა მან- რომ არ გცოდნოდათ, რომ მაია ჩემი ქალიშვილი იყო, ალბათ თქვენს საქციელს რამე გამართლებას მოვუძებნიდი, არ მეგონა ჩემი და მაიკის მეგობრობას, შვილები ასე ფეხებზე თუ დაიკიდებდით.
- ვერ ვხვდები რას მეუბნებით?!- გამიკვირდა მე - ფეხქვეშ გავთელეთ? არ მეგონა ჩემი და მაიას დაქორწინებით თქვენი მეგობრობა თუ სრულდებოდა?
- დაქორწინებით? - გაოცდა იგი - იმედია ამას სერიოზულად არ ამბობ? - მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ არ ვხუმრობდი ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო. - ხვდებით ამ ყველაფერს რა მოყვება? თქვენი საყვარლობის ამბავი ძალიან სეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის...
- ბატონო ნიკოლოზ, ჩვენ საყვარლები არ ვართ დსა არც ვყოფილვართ, თუმცა მე ძალიან მიკვირს ამას ასე ხაზს რატომ უსვამენ, მე მაიას შემიყვარდა, ვიცოდი ვინ იყო და რას წარმოადგენდა. არ ვიცი სიტყვა საყვარელს თქვენთვის რა დატვირთვა აქვს, მე მიყვარს იგი და მინდა ოჯახი შევქმნათ. ეს არ არის თხუთმეტი წლის ბავშვის გადაწყვეტილება, ეს ოთარსაც ვუთხარი აქ მოსვლამდე. ყველაფერს ვიაზრებ წინ რაც გველის, მაგრამ მე მაიაზე უარს არ ვიტყვი, ჩვენი გაცნობა ჩვენ არ დაგვიგეგმავს, არც ხელი შემიწყვია ამისთვის, იგი ბედისწერამ მოიყვანა ჩემთან და დაე, ბედისწერამვე გვიჩვენოს ვიქნებით თუ არა საბოლოოდ ერთად. მე დინების საწინააღმდეგოდ დიდხანს ვიყავი, უკვე აღარ მინდა.
ოთახში მაია შემოვიდა.
- პოლიცია წავიდა. - გვითხრა მან.
- მართალია რასაც კლოდი ამბობს? - კითხა ნიკამ.
- რას ამბობს? - დაიბნა მაია.
- თურმე ერთმანეთი ისე გაგიჟებით შეგყვარებიათ, ან ერთად უნდა იყოთ და ერთად დაიხოცოთ! - ირონიულად უთხრა ნიკამ. მაია გაწითლდა.
- არ ვიცი ეხლა რამდენად არის ამის დრო, ჯობია ცოტა მივალაგო აქაურობა.
- რა დროს ლაგებაა?! - გაბრაზდა ნიკა. - ჩემი კითხვცა ვერ გაიგე? ტქვენი ურთიერთობა რამდენად სერიოზულია მეთქი? - ამდენი წლებია ნიკას ვიცნობდი, მაგრამ ასეთი გაბრაზებული არასოდეს მენახა.
- როგორ ფიქრობ, სერიოზული რომ არ ყოფილიყო, ეხლა აქ იქნებოდა? - სიფიცხე ემატება მაიასაც - ვერ ვხვდები რა არ მოგწონს? ყველაფერს ადამიანური ფორმა რომ გვინდა მივცეთ, ის? ნორმალურ ადამიანს გაუხარდებოდა მისი მეგობრის შვილი თუ სიძედ შეუვიდოდა ოჯახში, შენ კი ვერ ვხვდები რა გჭირს? - ნიკა დუმდა და მე მომჩერებოდა - ზოგჯერ ვფიქრობ, რომ რაც უფრო დავიტანჯები ის გესიამოვნება. - მოწყენილი ხმით უთხრა მან.
- აზრი დააყოლე რას მეუბნები, როგორ შეიძლება შენი ტკივილი მსიამოვნებდეს? - ისევ ცხარობს ნიკა- მაგრამ რაღაც ხომ შეიძლება უბრალოდ დამიჯერო. კითხვების გარეშე, გეუბნები თქვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება მეთქი.
მაია ხან მე მიყურებს და ხან ოთარს, მაგრამ რადგან მიხვდა, რომ საუბარში არც ერთი არ ვერეოდით, ისევ თვითონ კითხა ნიკას.
- შენ დაუჯერებდი? ვინმეს რომ ეთქვა დედაზე თქვენი ერთად ყოფნა არ შეიძლებაო, მიზეზს არ იკითხავდი?
- ვერაფერს გეტყვი, ეგ ჩემი საიდუმლო არ არის, გეხვეწები, გემუდარები დამიჯერე!
- ვერ დაგიჯერებ, ასეთი ახსნა არ მყოფნის! - გაჯიუტდა მაია - შენ მაინც უნდა მიცნობდე და ხვდებოდე, რომ ასეთი უსუსური არგუმენტით ვერ შემაჩერებ.
- მოგკლავენ, არ გაცოცხლებენ! - ცხარობდა ნიკა.
- საკმარისია! - ტონი შეეცვალა მაიას - რადგან ეს ორნი ჩუმად არიან და ხმას არ იღებენ, ისე იგი სიმართლე ამათაც იციან, ეს არ არის ძნელი მისახვედრი, თუ ჩვენ უნდა დავშორდეთ, სიმართლის ცოდნის უფლება მაქვს.
- წინასწარ დასკვნები ნუ გამოგაქვს! - საუბარში ჩავერიე მე - უბრალოდ მამაშენი ჩვენზე ღელავს და ამიტომ გვთხოვს კარგად დაფიქრებას.
- რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მამაშენიც იგივეს იტყვის! - ნაღვლიანად იღიმება მაია - თუ მისთვის აზრი არ გიკითხავს? - ირონიას ურევს ხმაში - ეტყობა ჩვენმა ოჯახის წევრებმა უკეთ იციან ჩვენთვის რა ჯობს. ოღონდ მამა, თხუთმეტი წლის წინაც ასე დარწმუნებული იყავი, რომ ჩემთვის გივისთან ყოფნა უკეთესი იყო? - ნიკა გაფითრდა, პირველი სიძის ხსენება მისთვის ლახვრის დაცემას გავდა - მითხარი, მაშინაც ხომ ჩემი ბედნიერებისთვის იბრძოდი, თუ საკუთარ ღირსებას იცავდი? - მაია არ ჩუმდებოდა. თვალები ცრემლებით ქონდა სავსე - ერთხელ მაინც გიფიქრია ჩემზე? რა მინდოდა მე? ცხოვრებაში პირველად გეუბნები, რომ ვიღაც შემიყვარდა და მასთან ერთად მინდა ცხოვრება, შენ კი ისე მეუბნები უარს, რომ მიზეზიც არ გინდა მითხრა.
ნიკა დუმდა, ხმას არ იღებდა, ჯიუტად ჩაშტერებოდა იატაკს: - მე ამ სიტყვების ღირსი არ ვარ, შენგან მითუმეტეს. შეიძლება ვერ გაგრძნობინე, მაგრამ მე მაინც არ ვარ ამ სიტყვების ღირსი. - ნიკამ ისეთი თვალებით შემომხედა, თითქოს მემუდარებოდა რაღაც მეთქვა.
- ერთი წუთით მომისმინე. - საუბარში ჩავერიე მე - ამ ამბავში მხოლოდ ჩვენ ორნი არ ვართ გარეული, თუმცა ყველაზე მეტად ჩვენ გვეხება. უფრო სწორედ მე არ მინდოდა შენ გამერიე, მაგრამ სწორედ ასე მოხდა, მამაშენს შენი დაცვა სურს, ისევე როგორც ჩემი...
- გასაგებია! - შემაწყვეტინა მან - პატარა ბავშვი არ ვარ, რომ ვერ ვხვდებოდე, ის რომ ჩუმად ვარ, არ ნიშნავს, რომ ყრუ ვარ და ბრმა!
- მაგით რისი თქმა გსურს? - ეკითხება ნიკა.
- მაშინ პატარა ვიყავი, ალბათ ათი წლის, მახსოვს თბილისში ზანგები ბევრი არ დადიოდნენ, მით უმეტეს არაბებს იშვიათად ნახავდი. - სიტყვა არაბის ხსენებაზე მე და ნიკამ ერთმანეთს გადავხედეთ - მე და ოთარი ეზოში ვთამაშობდით, როცა ვიღაც არაბი ჩვენთან მოვიდა და შენს შესახებ დაგვიწყო კითხვების დასმა. თავიდან მისი ძალიან შეგვეშინდა და გავიქეცით, თუმცა რამდეენიმე დღეში ისევ გამოჩნდა. ოთარს ეკიღხვებოდა რამდენი წლის ხარო.
- ეგ ამბავი მეც მახსოვს! - ჩაერია საუბარში ოთარიც .
- უცნობი ძირითადად კითხულობდა, ხომ არ მყავდა ძმა, ცოტა უფროსი ასაკის. მე გამეცინა და ვუთხარი, რომ მამას ძალინ უნდა კიდევ მეორე შვილის ყოლა, მაგრამ არ ყავს მეთქი, შემდეგ მკითხა: მამა მივლინებებში თუ დადის, მაგალითად ინგლისშიო? არა მეთქი - ვუპასუხე - მამიკომ ინგლისური საერთოდ არ იცის და ინგლისში როგორ წავა მეთქი. ბევრჯერ დავინტერესდი რა უნდოდა იმ არაბს, მაგრამ კითხვა ვერავისთან გავბედე. მესინოდა უცხო კაცს რატომ ელაპარაკებოდიო, დამსჯიდით. როცა ორპორაციაში დავიწყე მუშაობა, რამოდენიმეჯერ სატაო ოფისიდან გამოსვლისას შევამჩნიე, რომ რამდენიმე ავტომობილი უცხოური ნომრებით მუდმივად დამყვებოდა, დავინტერესდი რა ნომრები იყო და არაბული ავტომობილები აღმოჩნდა. მაშინვე ის უცნობი არაბი დამიდგა თვალწინ. საბოლოოდ ერთ-ერთი ამ ავტომობილებიდან ჩემს სახლთან რამოდენიმე დღის წინ შევამჩნიე. რატომრაც სრულიად შემთხვევით არაბი კარის მეზობლები მყავს. ოღონდ კარგად ნავარჯიშევი ასე ხუთი, ორმეტრიანი არაბი. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს არეულობაც მათი გამოწვეულია. ოღონდ ამას თქვენ გეუბნებით. ეს ალბათ თქვენ უფრო დაგაინტერესდებათ, ვიდრე პოლიციას.
- რამე ხომ არ გითხრეს, ხომ არ შეგაშინეს? - შეშფოთდა ნიკა. მაიას ეღიმება.
- არა, მე ვერ შემაშინეს. მამა ოღონდ თუ შენი სახით ვიმსჯელებ, შენ კი მართლა შეშინდი.
- გმირობანას თამაშის დრო არ არის! - საუბარში ჩაერია ოტარი - სიფრთხილე გმართებს!
- გმირობანას არც ვთამაშობთ! - მოკლედ უჭრის მაია - მე მინდა ვიცოდე რა ხდება, მესმის ჩემზე ზრუნავთ სამივენი, ოღონდ მომეცით უფლება ჩემით გადავწვიტო როგორ მოვიქცე.
- კარგით, რაც არის არის. - ჩავერიე საუბარში მე. - ჩვენ რისიც გვესინოდა, მაინც მოხდა. მაია მაინ გარიეს ამ ყველაფერში. ამიტომ მგონია აზრი არც აქვს ჩვენი ურთიერთობის მალვას. მით უმეტეს რო ადრე თუ გვიან მაინც ყველა გაიგებდა არაბებიც და ინგლისელებიც, თუმცა ეტყობა არაბებმა მაინც აჯობეს ინგლისელებს! ჩვენი ურთიერთობის შესახებ, სანამ მე და მაია ერთმანეთს გავიცნობდით, მანამდეც კი გაიგეს. - ხუმრობა ვცადე, ოღონდ რატომღაც არავის გაეცინა - კარგი მაიკო, ამჯერად ჩემი ჯერია. მამაშენმა სიმართლე ისედაც იცის და შენ ადრე თუ გვიან მაინ გაიგებ, თუ მართლა გამომყები ცოლად.
მაია იქვე მდგომ სავარძელში მოკალათდა. ოთარმა გადაწყვიტა ეზოში ჩასულიყო და ყოველი შემთხვევისთვის დაბლა ყოფილიყო.
- ეს იმდენად პირადულია ჯობია დაბლა ჩავიდე.
ნიკამ ჩვენ შემოგვხედა: - მე რისიც მეშინოდა უკვე მომხდარა, თან კარგა ხანია, ასე რომ თქვენ როგორც გინდათ ისე მოიქეცით, ამ სიტუაციაში ალბათ კიდევ თქვენი ერთად ყოფნა ჯობია, ის მაინც მეცოდინება, რომ ერთად ხართ. მამაშენს მე გავაგებინებ ყველაფერს და ვეცდებით რამე გამოსავალი მოვნახოთ. ამას როგორ ვიფიქრებდი, რომ თქვენ ერთმანეთს მაინც გაიცნობდით. ალბათ, ასე ჯობია, რაც ხდება ამ ცხოვრებაში, ყველაფერში ღვთის ხელი ურევია, იმედია მფარველობას არც ამჯერად მოგვაკლებს, მე სულხანს დავურეკავ, დაცვის ბიჭები გამოგზავნოს, თქვენი კარუს მეზობლების ნდობა არ შეიძლება, ისე ჩემთან რომ წამოხვიდე? - მაიას კითხა მან.
- ჩემი მოკვლა რომ სდომოდათ, სახლს კი არ საარბევდნენ, მე მომკლავდნენ. - გაუღიმა მაიამ - ნუ გეშინია, მამა რამეს მოვახერხებთ, ოთარსაც უთხარი, წავიდეს, ცოდოა! მთელი ღამეა ჩვენ დაგვდევს, არამგონია ამაღამ ვინმე გვესტუმროს, ცოტას მივალაგებ, ეტყობა კლოდსაც გძელი ამბავი აქვს მოსაყოლი. - ღიმილით შემომხედა მე. ეს უკვე ჩემი მაიკო იყო, ხმაში ხალისი შერეოდა.
- აქ დარჩები? - მე შემომხედა ნიკამ.
- მამა, ჩვენ ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით და დღეებს იახტაზე ვატარებდით. რამე რომ გვდომოდა იქაც მოვახერხებდით. - სიცილით ეუბნება მაია, ნიკა უხერხულად შეიშმუშნა.
- ჯანდაბას, ეგეც მართალია! - გაეცინა ბოლოს მას.
- ოღონდ გთხოვთ, დილით დაცვის გარეშე სახლიდან ფეხი არ გამოადგათ! - ნიკა ჩემთან მოვიდა - რაც არის არის, იმედია არ გეწყინა ჩემი სიფიცხე, ხომ იცი რომ პირადად შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და არც მექნება, შვილივით მიყვარდი ყოველთვის და დღეიდან შვილად ჩაგთვლი, ჩემს მეორე შვილად, იმედი მაქვს ბედნიერები იქნებით. - ნიკა ორივეს მოგვეხვია - არ გეწყინოს, შვილო, შენც დედა ხარ და მიხვდები, რომ შვილისთვის მხოლოდ საუკეთესო მსურს, შენ კი, როცა მამა გახდები, მაშინ გაიგებ ჩემი და მამაშენის გრძნობებს, რაც არის არის.. ორივენი ყოჩაღები ხართ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით. თუ არადა ის მაინც მეცოდინება, რომ ყველაფერი ვცადე. მე ტყვიაზე ბევრჯერ წავსულვარ მეგობრის შვილის გამო და ჩემი შვილებისთვის არც სიცოცხლეს დავიშურებ.
- მამა ნუ გეშინია. - ცრემლები ვეღარ შეიკავა მაიამ - აი ნახავ, როგორი ბედნიერები ვიქნებით. შენც ცოცხალი იქნები და ჩვენს შვილებს კიდევ დიდხანს გაუწევ ბაბუობას, რომ დაბერდები თეთრი თმებითა და ჯოხით უნდა გნახო.
მამა-შვილი ერთმანეთს ეფერებოდნენ და კოცნიდნენ. ეს დევივით კაცი გულში იკრავდა ქალიშვილს, ვერასოდეს ვიფიქრებდი ნიკა, თუ ასეთი თბილისი მამა იქნებოდა.
- კარგით, წავედი. დედაშენი ალბათ ჭკუაზე არ იქნება ნერვიულობით! - მოდი ნუ ვეტყვით ბინა რომ გაგიძარცვეს, ვიტყვი მაიამ იხუმრა, სინამდვილეში საქმრო გამაცნო, თურმე უკვე ერთად ცხოვრონებ და ვერ გაიმხოლა მეთქი. ცოტა კი ეწყინება, პირველად მე რატომ არ გამიმხილაო, იჯიჯღინებს: არაფრად გვაგდებსო, მაგრამ სინამდვილეში შენი ბედნიერება გაუხარდება და თვითონაც ბედნიერი იქნება.
- ნუ გეშინია, ეხლა ვხვდები, რამდენ ტკივილს გვარიდებდი მე და დედას, მაგრამ შენ რაც თქვი ეგ ამბავიც ხომ სიმართლეა ჩვენთან ყველაფერი ცოტა სწრაფად ხდება ხოლმე, მაგრამ ამ დარბევასაც ალბათ ეს დადებითი ქონდა. - მაიამ ხელკავი გამომდო და მხარზე მომეხუტა, როგორც ყოველთვის მის ჩახუტებაზე კვლავ დამბურძგლა - ნუ გეშინია ჩვენ მართლა ბედნიერები ვიქნებით! - კიდევ ერთხელ მიაძახა კიბეებზე ჩამავალ ნიკას და როცა დარწმუნდა, რომ სადარბაზოდან მშვიდობით გავიდა კარები დაკეტა.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგია.. საინტერესო ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent