მთავარია მოინდომო და მიზანს ყოველთვის მიაღწევ (1)
უდარდელად მივუყვები გზას სახლისკენ,რავქნა მართალია უამრავი პრობლემა გვაქვს თუმცა მაინც ვცდილობ მაქსიმალურად შევინარჩუნო ოპტიმიზმი.იმისთვის ,რომ შემიძლია ამ უბრალო ერთი ღიმილით დედაც გავაბედნიერო. შეიძლება საუკეთესო შვილი არ ვარ მაგრამ ვცდილობ ,რომ ვიყო.ერთმანეთის გარდა არავინ გყავს. მამა ადრიანად გარდაიცვალა და დედა ყველაფერს აკეთებს ჩემს გამო. ბრმა უნდა იყო ეს რომ ვერ დაინახო. თვითონ?ვფიქრობ თვითონ საუკეთესოა.მუდამ გვერდში მიდგას ისე როგორც დედა-შვლის, მაგრამ ამავე დროს ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია.ყოველითვის ვითვალისწინებ მის რჩევა დარიგებას,რაც ნამდვილად მადგება და ამისთვის კიდევ უფრო მადლობელი ვარ. ფიქრებით გამოცდებსაც გადავწვდი.იმედი მაქვს სრულ დაფინანსებაში მოვხვდები,წინააღმდეგ შემთხვევაში არამგონია შევძლო სწავლის გაგრძელება გადასახდელის გამო.ისედაც ძალიან გვიჭირს, მაგრამ ვცდილობ არასდროს გავამახვილო ამაზე დიდი ყურადღება რადგან ვიცი ისედაც განიცდის დედა ასეთ დღეში ,რომ ვართ. -უი დე მოხვედი? მიდი გამოიცვალე და გამოდი საალაპარაკო მაქვს. სანამ გავაგრძელებ მანამდე გაგეცნობით. ნატალი კაცაძე 18წლის სიმაღლეს და ტანის მოყვანილობას არვუჩივი,თუმცა არც არასდროს მიამაყია და მიტრაბახია ამით,უბრალოდ მიყვარს ვარჯიში.მართალია სპორტ დარბაზში ვერ დავდიოდი მაგრამ არც ეგ იყო პრობლემა.მუქი გრძელი თმები , სავსე ტუჩები და ცისფერი თვალები მაქვს. დედა - ლიკა თოდუა 38წლის მაგრამ აი რომ იტყვიან "მაგავარ ვიდზე დგას" ზუსტად ეგრეა. ამასობაში სამზარეულოში გავედი,სკამი გამოვწიე და ფეხ მოკეცილი დავუჯექი დედას წინ,რომელმაც ახლახანს გამორთო ყავა და უკვე ჭიქებში ანაწილებდა -რაქენი დე დღეს? -რავი ლიკუნ,ბოლო იყო დღეს მაიაც ფიქრობს ,რომ ჩავაბარებდი და რავი აბა-მაია ჩემი მასწავლებელი იყო,რომელთანაც ვემზადებოდი,იცოდა მან ჩვენს შესახებ და რადგან კარგი მოსწავლე ვიყავი მისი სურვილით შემომთავაზა უფასოდ მომზადება.თავიდან მართალია უარზე ვიყავი მაგრამ მერე დავფიქრდი და მივხვდი,რომ აზრი არ ქონდა.სხვანაირად ვერ ჩავაბარებდი,მითუმეტეს უფასოზე გამიჭირდებოდა -ჰო დე მაგაში ეჭვი არც მე მეპარება. რაუნდა მეთქვა..როგორც მე ისიც ზუსტაც ისე ჩამოჯდა ჩემს წინ. კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით შევხედე -სვეტა გახსოვს დე? -მოიცა დავფიქრდე... ა,ჰო გამახსენდა მერე?....სვეტა დედას ძველი ნაცნობი იყო,ბუნდოვნად მაგრამ მახსოვდა არ იყო ცუდი ქალი. -ეგეც გეგმავს თბილისში გადასვლას(რაიონში ვცხოვრობთ) დე არმინდა ისე ,რომ აქ დარჩე.მინდა რომ ისწავლო ამიტომ გადავწყვიტე ეს სახლი გავყიდოთ, პატარა ბინა ვიყიდოთ დანარჩრნო ფულით კი სვეტასთან ერთად სალონი გავხსნა,სხვაგვარად გაგვიჭირდება,თან ხომ გახსოვს მასაც რა კარგად ეხერხება სტილისტობა. ჩამაფიქრა მისმა სიტყვებმა, ძნელია ასე ერთბაშად გამოემშვიდობო იმ არე მარეს სადაც ამდენი ხანი გაატარე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მეგობრები არ მყავდა,ალბათ ამიტომაც არ გამიჭირდებოდა აქაურობის დატოვება მითუმეტეს დედაც ჩემთან ერთად იქნებოდა. -კარგი, მაგრამ ხომ იცი-თითის აწევით შევახსენე...სადმე კაფეში მაინც დავიწყებ მუშაობას. ამაზე მანამდეც შევთანხმდით,მინდოდა ჩემი ჯიბის ფული მაინც მქონოდა და ამით მაინც შემემსუბუქებინა. -კარგი,კარგი...ნელ-ნელა დაიწყე ჩაბარგება,საცაა პასუხებიც იქნებადა და დარწმუნებული ვარ დადებითიც იქნება -ხოო.. ფეხზე ავდექი , ლოყაზე ვაკოცე და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. ბევრი არც არაფერი მქონდა. მაგრამ, მაინც საგულდაგულობ ვაწყობდი თითოეულ ნივთს. ორ კვირაში უკვე პასუხების იყო. სრული დაფინანსებით მოვხვდი სამედიცინო უნივერსიტეტში. ღირდა ის წელი რაც "ვეწამე"დედას გახარებული თვალების ფასად. მეორე დღესვე მივედი მაიას მასწავლებეთანაც ,ვიცოდი მასაც ძალიან გაუხარდებოდა, არც შევმცდარვარ გულში თბილად ჩამიკრა ,ცოტა კიდევ მელაპარაკა და ბედნიერი წამოვედი ისევ უკან. მეზობლის დახმარებით მალევე ვიშოვეთ სახლის კლიენტი. კიდევ კარგი მოეწონათ და არ დაუწყიათ წუნიაობა. ყველაფეზე შეთანხმდნენ და რამოდენიმე დღეში უკვე ყველაფერი მოგვარებული იქნებოდა. საღამოს სამზარეულოში ვიჯექით თან ცხელ შოკოლადს ვსავმდით: -ბინის მოძებნა მერე ,რომ არ დაგვეწყო უკვე ეგეც მოვაგვარე. სვეტამ ჩემთან ახლოს ვნახავო ერთი კარგი ბინა იყიდებაო ზუსტად სათქვენოო. ახლოს,რომ ვიქნებით უფრო აჯობებსო, თან შენს უნივერსიტეტთანაც ახლოს არის და დავთანხმი შენ რას იტყვი დე? -უნივერსიტეტთან ახლოს ,რომ არის ეგ კარგია. ის აზრიც მომეწონა სვეტასთან ახლოს ,რომ ვიცხოვრებთ,სამსახურიდან გვიან რომ მოგიწიოთ წამოსვლა ერთი გზა გექნებათ. რაც შეეხება ბინას მთავარია ოდნავი კომფორტი მაინც იყოს რაც საჭიროა. -ჰო ჩავალთ და ვნახავთ. კართან ვდგავარ და ვუცდი როდის გააღებს ლიკა მას. მაინტერესებს როგორი არის ჩვენი ახალი საცხოვრებელი და მოუთმენლად ველი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. პატარა, მაგრამ ძალიან კომფორტული და მყუდრო ბინა იყო. გაღიმებულმა დავიარე თითოეული ოთახი.ბოლოს დაღლილი ლიკას გვერდით მდივანზე დავჯექო და თავი მხარზე ჩამოვადე. ნელ-ნელა დავიწყე ნივთების ამოლაგება. ორ დღეში კი აბსოლიტურად ყველაფერი ჩვენს გემოზე გვქონდა. -დე, წავედი მე დავიძინებ ხვალ გავალთ უკვე ფართის მოსაძებნად და შევუდგებით სამუშაოს. -კაი დე, მე კაფეებს ვნახავ ბარემ სანამ სწავლა დაიწყება მანამდე მინდა მივეჩვიო. -კაი დე-დაიხარა შუბლზე მაკოცა და საძინებლისკენ წავიდა. მეც მას მივბაძე,გაღიმებულს ჩამეძინა რატომღაც ვგრძნობდი,რომ აუცილებლად გამიმართლებდა ხვალ. -------------- ვინც წაიკითხავთ დაწერეთ თქვენი მოსაზრება კარგიც და ცუდიც. არ შეგეზაროთ დაკომენტარება თუ კომენტარები იქნება და მოგეწონათ მაშინ დღესვე 12ის შემდეგ დავდებ მეორე თავს.♥♥♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.