ვაკანსია სიყვარულით (2)
ყოველი დღე იწელებოდა, ორი დღე ძლივს გადავაგორე და მივხვდი რომ შანსი აღარ მქონდა.საღამოს მოწყენილი ვიჯექი, ჩემთვის, მუსიკას ვუსმენდი და დაქალს ვწერდი. უცებ ტელეფონმა დარეკა, ნომერი უცხო იყო. ახლა დაახლოებით ვხვდებოდი, რაც უნდა მომხდარიყო. ცივი ხმით და მკაცრი ტონით, ვუპასუხე ტელეფონს. მისმა ხმამ ისევ იძალადა ჩემზე და დამამუნჯა. -ერეკლე ვარ, ხვალ გელოდები. მითხრა უემოციოდ. - კარგი ერეკლე ასე იყოს. ეს რამოდენიმე სიტყვა უკვე ექოსავით ჩამესმოდა ყურში.მან ქედი მოიდრიკა ჩემს წინაშე, გათამამებულმა ბიჭმა, ჩავიცინე ჩემთვის.ჩემს პაწაწინა ძამიკოს ლუკას დავწვდი და სიხარულისგან უამრავი კოცნა ვუსაჩეუქრე.. ექვსი ხდებოდა სარამოს როცა, ნინამ(დაქალმა)დამირეკა, გასეირნებას მთავაზობდა, და მეც დავთანხმდი. ახლა ვდგავარ მის კორპუსთან და ვუცდი როდის ჩამოვა ქალბატონი. 20წუთიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა გამოჩნდა მისი ნარნარა სხეული და მთელი გრძნობით ჩამეკრა. -რა გჭირს ნინოო ? ვუთხარი სიცილით და მზერა მივაბყრე. - გიო ჩამოდის -ვოვ, გილოცავვ, გეღირსა!! -შენ რაგჭირს ? -მე სამსახურში ამიყვანეს, იდიოტი მაგრამ სიმპატიური უფროსი მყავს :დ - ვაა, მიაწექიიი !! -რას უნდა მივაწვე ? ღადაოობ ? შენ გგონია მასეთები, სერიოზულად შეხედავენ ჩემს ნაირს ? რასამბობბ - კაი გაგეღადავე, შენნაირი გოგოების ღირსები არ არიან ესეთი ტიპები. მე და ნინო კიდევ დიდხანს ვსეირნობდით, სკვერში როცა უკნიდან ვიღაც ტიპმა, მომაძახა: - გოგონიი მივიხედე და ვხედავ ბიჭს, რომელიც დებილურად მიღიმის.. - პირადობა თქვენ დაგივარდათ? 1საათის წინ, ჩემს კორპუსთან ვიპოვე,ძალიან გავხართ, ამ ფოტოში გამოსახულ გოგონას, ისიც თქვენნაირი საყვარელია. დაამატა ბოლოს, სახეზე ირონია ამითამაშდა -მადლობა. ვუთხარი და სწერვულად გავუღიმე. -მაშ მარია ? მე გუკა ვარ. არდაამთავრა ლაყბობა -სასიამოვნოა, გუკა. ნინიმ ხელი გაუწოდა და გაეცნო. ხშირად ვამჩნევდი გუკას მზერას მომართულს ჩემსკენ თუმცა რეაქცია სულაც არმქონია, მალე თავის ტკივილიც მოვიმიზეზე და სახლში ავედი. * * * დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, სკოლა დამთავრდა და ახმეტელზე, შენობის წინ აღმოვჩნდი. მივხვდი რომ თავდავიწყება თავიდან იწყებოდა და ძალიან ვნერვიულობდი . დაცვამ უკვე მიცნო და უპრობლემოდ შემიშვა, მალე 23ე კაბინეტს მივუახლოვდი და კვლავ ჩუმად დავაკაკუნე. - შემოდით. მითხრა უკვე ნაცნობმა ხმამ. შესულს უცნაური სურათი წარმომიდგა: უფროსი ერეკლე,ფეხები მაგიდაზე და სიგარის კვამლი, რომელზეც ხველება ამივარდა. - მოხვედი ?მოდი - გამარჯობა ვთქვი ცოტა გაოცებულმა და სკამზე ჩამოვჯექი, ცოტა ხნით დუმდა, არც ის არღვევდა დუმილს და რათქმაუნდა, არც მე. მომაშტერდა და უბრალოდ აღარ ვიცოდი მზერა საით მიმემართა. - მოკლედ დღეიდან შენ ჩემს კაბინეტში იმუშავებ, ჩემს მოადგილედ.(ჩემს წინ მდგარ სამუშაო მაგიდაზე მიმითითა და კვლავ დადუმდა) -ააქ ? ვიკითხე დიდად გაოცებულმა. - დიახ! რამე არ გაკმაყოფილეებს ? - არაა, რა სამბობბ ( უბრალოდ შენი ლამაზი სიფათის ატანა არმინდაა ? გავიფიქრე ჩემთვის ) - ხვალიდან დაიწყე. კარგიი ? - აუცილებლად. :) უცებ კონტრაქტი გადმომიდო, და მიმითითა ხელი სად უნდა მომეწერა. მაკვირდებოდა, კარგად და მკვეთრად ვგრძნობდი, როგორ მათვალიერებდა.ბოლოს მკაცრი ტონით წარმოსთქვა: - მარია შანიძე !! ბედი გქონია, ჩემო მოადგილევ, გილოცავ,შენ 40იდან ამოგირჩიე, იმიტომ რომ 40ივე ერთმანეთს გავდა.:დ(გაიცინა და კვლავ მომაშტერდა) -სასიამოვნოა ჩემთვის. თვალი თვალში გავუსწორე და თამამად განვუცხადე. კვლავ შემომხედა,ახლა მომეჩვენა რომ ჩემს სახეს, სათითაოდ ყველა ნაკვთს, ათვალიერებდა. წამოვდექი,გავუღიმე და კარი გავიხურე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.