შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების თეორია 1


14-10-2015, 14:50
ავტორი sopiko
ნანახია 3 392

ასფალტზე მიაბიჯებდა ახალგაზრდა, შავოსანი ქალი და თან მიყვებოდა გამვლელების ცნობისმოყვარე და მშიერი მზერა. ცნობისმოყვარე რატომ? მისი ჩაშავებული თვალის უპეები და უცნაური ჩაცმულობა, ყველას ყურადღებას იქცევდა, ცრემლებიც კი საშინლად უხდებოდა. მიუხედავად მისი ასაკისა, წელში შესამჩნევად მოხრილიყო. არავის უფიქრია რომ ის კუზიანი იყო. უბრალოდ ზურგზე თავისი ცოდვები და სადარდებელი მოეკიდა და გასწორება არ შეეძლო.
მშიერი რატომ? ქალის სხეულის გამოკვეთილი ფორმები და კუდად შეკრული შავი, მბზინვარე თმა არავის აძლევდა საშუალებას, გულგრილად ჩაეარათ მის გვერდით. თუმცა მალე ინტერესი სხვა რამის მიმართ გაუჩნდათ ადამიანებს და ისიც მარტო დარჩა საკუთარ ფიქრებთან.
გონება მოსვენებას არ აძლევდა და სულს უწამლავდა. მიწაზე ამოღრმავებულ ადგილას ჩაგუბებულ წყალს ისე ჩაჰყურებდა, თითქოს სულის სარკე ყოფილიყო. მიდიოდა და ფეხები უკან რჩებოდა. გაურბოდა იმ პასუხს, რომელსაც მისი მიწაზე საბოლოოდ დაცემა შეეძლო. შიში კიდურებს უშეშებდა და ძვლივსძვლივობით მიიწევდა წინ. კიდევ ერთხელ დაუბრუნდა საზუგადოების რთულ და ეკლიან გზას და კიდევ ერთხელ გადაუხვია სახლში მისასვლელ ბილიკს. სირცხვილი ცოცხლად ასამარებდა. ისევ შეცდომა დაუშვა და თავისი პრინციპები ადვილად გაყიდა. ისევ დაივიწყა მწარე გამოცდილება, რომელიც 18 წლის ასაკში დაეგროვებინა. მის სხეულში ახლა ორი გული ძგერდა. ჯერ არდაბადებულ არსებასთან უხილავი ძაფები გაბმულიყო და მისი გაწყვეტა არავის არ შეეძლო.
ლამპიონთან მდგარი მამაკაცის დანახვაზე ადგილზე გაშეშდა. იმ უკანასკნელს კი საერთოდ არ შეუმჩნევია მისკენ მომზირალი წყვილი თვალი. ქალს უკან დახევა არც უფიქრია. გადაწყვეტილება ღრმად ჰქონდა მიღებული და მისი შეცვლა გულში არც გაუვლია.
-ქრისტინე...-ჩაიჩურჩულა მამაკაცმა, როცა მოახლოებული სილუეტი შენიშნა.
-გამარჯობა გეგა!-გაბედა და ხმა ამოიღო, ხელები უხერხულად გაშალა და ადგილი, რომ ვერ მოუძებნა, ისევ ქურთუკის უბეებისკენ წაიღო ისინი. უმწეობის და უიმედობის შეგრძნება ყველაფრის უნარს უბორკავდა. დაბნეულიყო, აღარ იცოდა რა უნდა ეთქვა ამის შემდეგ.
-ჩემთან შეხვედრა გინდოდა...-მხრები აიჩეჩა გეგამ და უდარდელი მზერა შეავლო ქალს. უნდოდა აღელვება დაემალა და ასეთი ქცევით ცდილობდა გრძნობების მოთოკვას. შინაგანი ხმა კარნახობდა, რომ ეს საუბარი ყველა კუთხით შეცვლიდა მის ცხოვრებას და გამბედაობა ღალატობდა. სუნთქვა ეკვროდა და ჟანგბადის არსებობაში უკვე ეჭვი ეპარებოდა. კინაღამ ქრისტინეს შეეკითხა, ისიც თუ მის დღეში იყო, მაგრამ ქალის სიტყვებმა შეაჩერა.
-ორსულად ვარ!-ამოღერღა როგორც იქნა და ტკივილნარევად ამოიკვნესა. მამაკაცს ეს არ გამორჩენია, თუმცა ახლა სხვა რამეზე ფიქრი არ შეეძლო. არ იცოდა გახარებოდა თუ წყენოდა, ეტირა თუ ეცინა. ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელი მოისვა. მისთვის გაურკვეველმა, უცნობმა შეგრძნებამ იჩინა თავი. ქრისტინემ ფეხი მოინაცვლა. წესით ყველაფერი სხვანაირად უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში ფილმებში ასე არ ხდებოდა. ჯერ რომანტიკული ვახშამი, გამომწვევი კაბა, შინ დაბრუნებული მეუღლე და მერე სასიამოვნო ნამიოკები. როგორც ყოველთვის ქმარი ვერაფერს ხვდება და ცოლიც ბედნიერი ახარებს ხოლმე ამ ამბავს. გეგა ნამდვილად არ ჰგავდა გახარებულს.
-მითხარი რამე გეგა, თუნდაც გამლანძღე, გამთათხე, მიყვირე. განთავისუფლდი... ხმა ამოიღე, ოღონდაც ჩუმად ნუ ხარ!-ქალი მთელი სხეულით აკანკალდა და ტირილი წასკდა. როგორ ცდილობდა სიძლიერის წარმოჩენას, მაგრამ რაც არ გააჩნდა, საიდან მოეტანა. ქრისტინეს ცრემლებმა ყველაფერი შეცვალეს, გეგა ავალიანი ხომ მის ტკივილს ყოველთვის იზიარებდა... მართალია ეს ადრე იყო, მაგრამ ვერც ახლა შეძლო ცივი იერის შენარჩუნება.
-დავქორწინდებით!-მტკიცედ განაცხადა მამაკაცმა და მხრებზე ხელები დაადო ქრისტინეს.-შენ ნუ იღელვებ... ყველაფერი კარგად იქნება...
ქრისტინეს შვება არ უგრძვნია. თავადაც ძალიან გაუკვირდა, მაგრამ მერე ყველაფერს მიხვდა. გეგა მოვალეობის გამო იქცეოდა ასე. უფლება რომ ჰქონოდა სირბილით გაიქცეოდა აქედან და წვიმაში მიატოვებდა ქალს, მაგრამ ის ასეთი არ იყო. ერთი წუთით ქალმა ისიც იფიქრა, უარით რომ გაესტუმრებინა, როგორ მოიქცეოდა, მაგრამ მაინც უკან აედევნა გეგას. მის ავტომობილში, უკანა სავარძელზე დაჯდა, მიუხედავად იმისა რომ ''საქმრომ'' წინა კარი გამოუღო. არ შეეძლო მის გვერდით ყოფნა ელიავას და ცდილობდა რაც შეიძლებოდა შორს ყოფილიყო. თავი ხელებში ჩარგო და თვალები დახუჭა. ბორბლებმა კბილები გააღრჭიალეს და მანქანაც დაიძრა.

გეგამ პირდაპირ თავის სახლში მიიყვანა ქრისტინე. კიბეებზე რომ ადიოდნენ არც მშობლების რეაქციაზე უდარდია. იცოდა რაც მოხდებოდა... იცოდა, მაგრამ მის გვერდით მდგარი სუსტი არსება უნდა დაეცვა. კრუხივით უნდა გადაფარებოდა მას და ლელას რისხვა თავიდან აერიდებინა.
კართან ქრისტინე შეჩერდა. გარშემო მიიხედ-მოიხედა და ტუჩები აუთრთოლდა.
-ვერ შემოვალ... აქ ვერ შემოვალ...-ჩაიბუტბუტა და უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.-მეშინია... ვერ შემოვალ...
გეგან კინაღამ უთხრა, სანამ დაორსულდებოდი ამაზე მაშინ გეფიქრაოო, მაგრამ თავი შეიკავა. იცოდა ამ დანაშაულში ლომის წილი მიუძღვოდა და ცდილობდა გულგრილის ნიღაბს ამოფარებოდა.
-არაფერი არ არის საშიში. ჩემ ოჯახის წევრებს ყველაფერს მე ავუხსნი...-ნერვიულად ჩაილაპარაკა და თვალები მოიფშვნიტა.
-კარგი.-მექანიკურად დათანხმდა ქალი და უგრძნობი მზერა მოავლო სადარბაზოს.
გეგამ საკეტში გასაღები გადაატრიალა და კარიც გაიღო. პირველი ქრისტინე არასდიდებით არ შევიდა. მამაკაცი წელში გაიმართა და მოსალოდნელი თავდასხმისთვის მოემზადა. ქალს ხელი ჩაჰკიდა და მისი კრთომა ყურადღების ღირსად არ ჩაუთვლია.
მისაღებში აფოფრილი ლელა და სერვანდთან მდგარი ლადო მაშინვე თვალში მოხვდა. ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ისევ გადახედა კართახ აწურულ პარტნიორს.
-სად იყავი ვაჟბატონო? როდემდე? როდემდე უნდა ავიტანო ეს ყველაფერი? სად დაეთრევი შუაღამემდე?-არც მისალმება! არც არაფერი! პირდაპირ შეტევაზე გადავიდა დედობილი. ჰმ, დედობილი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს.
-ლელა, დამშვიდდი! ვერ ხედავ? სტუმარი ახლავს...-მაშინვე გააჩუმა ცოლი ლადომ და გეგას უხერხული ღიმილით მიუახლოვდა.-არ გაგვაცნობ შენს მეგობარს?
გეგას არ უნდოდა უხეში ნათქვამი გამოსვლოდა ამიტომ წინადადება დაალაგა და პასუხი უმალ გასცა.
-ის არც სტუმარია და არც მეგობარი! ქრისტინე ელიავა ჩემი ცოლია. დღეიდან აქ იცხოვრებს, თუ რა თქმა უნდა თქვენ არ გაქვთ პრობლემა. ამ შემთხვევაში სხვაგან გადავალთ საცხოვრებლად.-თამამად მიუგო კაცს, რომელსაც დიდ პატივს სცემდა და იმედით მიაჩერდა.
ლადომ მოულოდნელობისგან მეტყველების უნარი დაკარგა, სამაგიეროდ ლელას არ უფიქრია დადუმება.
-წინაამღდეგი? როდესმე გიკითხიათ ჩემთვის რაზე ვარ თანახმა და რაზე არა? რომელიმე საკითხი ჩემთან შეგითანხმებიათ? არასდროს! ახლა კი... ახლა აქ ვიღაც მოათრიე და გვეუბნები რომ...
-ქრისტინე უბრალოდ ვიღაცა არ არის, ის ჩემი შვილის დედაა!-მსწრაფლ შეაწყვეტინა სიტყვები ქალს და ქრისტინეს უფრო მეტად მოუჭირა თითებზე ხელი.
-აჰა... ახლა კი გასაგებია ყველაფერი. ერთი უნებისყოფო გოგო მოგყავს ცოლად, იმიტომ რომ ვიღაცის ნაშიერს ელოდება.-ნიშნისმოგებით წამოიძახა ლელამ.
-ლელა!
-დედა!
ერთდროულად წამოიძახეს ლადომ და გეგამ. ქრისტინე კი... ქრისტინე ასეთი შეურაწმყოფისგან შეძრული იყო. ის ვიღაცის ნაშიერს კი არა, გეგას შვილს ელოდა. როგორ შეეძლო ამ უცნობ ქალბატონს პირველი შთაბეჭდილების მიხედვით გამოეტანა დასკვნა. განა თავად რომ რამეში ეჭვი შეპარვოდა, ასე უღირსად მოიქცეოდა? მაგრამ სხვისი განკიცხვა ადვილი იყო. ახლა წივილ-კივილი რომ დაეწყო და თავის მართლება, ვერაფერს გახდებოდა, ანდაც როგორ შეკამათებოდა მასზე უფროს ადამიანს.
''ერთი მხრივ მართალია... უნებისყოფოდ მოვიქეცი და უნდა ვზღო!''-გაიფიქრა და სული შეუგუბდა. ტკივილს სხეულიდან გამოღწევა სურდა, მაგრამ ყელში იჩხირებოდა. ქრისტინეს მოთმინების ფიალა ევსებოდა. ცოტაც და უსიტყვოდ დატოვებდა საყვარელი ადამიანის თავშესაფარს. ვერ შეძლო... გეგას გამო ის ტალახიც აიტანა, რომელსაც უმოწყალოდ ესროდა ''სადედამთილო''. თავი მაღლა ასწია და თაფლისფერი თვალები ჭაღს გაუშტერა.
-თავი გამანებეთ! მორჩა! დავიღალე! როგორც გინდათ, ისე მოიქეცით! მეტი აღარ შემიძლია...-ქოთქოთით გავიდა ლელა შემოსასვლელში და ოთახში შეიკეტა. კარის მიჯახუნების ხმაზე ქრისტინე შეკრთა და დამფრთხალი მზერა მიაპყრო ლადოს.
-ეს თქვენი პირადი საქმეა შვილო, მე ნუ ჩამრევთ! ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს! ღმერთისგან დალოცვილები იყავით! ქალი, რომელიც ჩემს შვილიშვილს ატარებს მუცლით, ჩემი შვილიცაა.-თავზე ხელი გადაუსვა ქრისტინეს კაცმა, მერე კი გეგას გამხნევების ნიშნად, ბეჭზე დაარტყა ხელი.
-უკვე გვიანია... დანარჩენი ხვალისთვის გადავდოთ. ღამე მშვიდობისა!-დაემშვიდობა ახალგაზრდებს და ისიც ცოლს მიყვა. უცებ რაღაც გაახსენდა და ქრისტინეს მოუტრიალდა-ლელას ყურადღებას ნუ მიაქცევ, გაიცნობ და ყველაფერს მიხვდები.-დამამშვიდებელი ღიმილი სტყორცნა და საძინებელში შევიდა.
-წამოდი, ჩვენ ოთახს განახებ.-ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა ავალიანმა და ადგილიდან დაიძრა.

.........................................................
დავბრუნდი! ისევ თქვენს გვერდით ვარ!
ეს ისტორია წინასგან სრულიად განსხვავებული იქნება და იმედია დაგაინტერესებთ.
ველოდები თქვენს შეფასებებს ჩემო ტკბილებო <3
სიყვარულით სოფიკო...



№1 სტუმარი darina

me aq var ukve shemdeg tavze vfiqrob. miyvars sheni istoriebi.

 


№2  offline მოდერი sopiko

darina
me aq var ukve shemdeg tavze vfiqrob. miyvars sheni istoriebi.

ჩემი დარინა ♥ მეც ძალიან მიყვარხარ

 


№3  offline მოდერი ლილიანა

აბსოლუტურად რადიკალურია და რაღა დაგიმალო ეს ჩემი საყვარელი მხარეა,მძიმრ ტრაგიკული დასაწყისი
უზომოდ მომეწონა,ემოციების ბუმი იყო
გელოდები
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline მოდერი sopiko

ლილიანა
აბსოლუტურად რადიკალურია და რაღა დაგიმალო ეს ჩემი საყვარელი მხარეა,მძიმრ ტრაგიკული დასაწყისი
უზომოდ მომეწონა,ემოციების ბუმი იყო
გელოდები

ჩემი ლილიანა ♥ ეს ისტორია "ზედმეტად" ემოციური იქნება ჩემო კარგო

 


№5  offline წევრი tukako

ძალიანნ მომეწონა ყოჩაღ <3 ველოდები შემდეგ თავს აუცილებლად <3 წარმატებები შენ <3

 


№6  offline მოდერი sopiko

tukako
ძალიანნ მომეწონა ყოჩაღ <3 ველოდები შემდეგ თავს აუცილებლად <3 წარმატებები შენ <3

დიდი მადლობა ♥

 


№7  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

მომეწონა.რა თქმა უნდა შემდეგ თავს ველი. არ დააგვიანო
საინტერესოა.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent