მოჯადოებული... (თავი 1)
კმაყოფილმა შევავლე ჩემს ანარეკლს თვალი სარკეში და ფართოდ გავიღიმე.. -დღეს საუკეთესო დრო გაატარებ მარიამ,საუკეთესოს....ჩემს თავსს ვამხმნევებდი და თან კმაყოფილების ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან.ამ ფიქრებში ვიყავი,როდესაც კარზე კაკუნი გაისმა და ნუკამ შემოყო თავი. -არ წავიდეთ მარი?!... -წავიდეთ ნუკა,წავიდეთ მე მზად ვარ... -გასაოცარი ხარ,ალბად ყველა ბიჭს გამოაშტერებ....აკისკისდა ნუკა. -კარგი რა ნუკა,ნუ სულელობ რაღაცეებს...იცოდე თუ კიდევ გაიმეორებ მსგავს რამეს აღარ წამოვალ.. -ხმასაც არ ამოვიღებ....წამოდი წავიდეთ. არ ვიყავი მიჩვეული ასეთ რაღაცეებს,სტუმრად ვიყავი რამდენიმე თვით ბიძაჩემთან ქუთაისში,მე იმერეთის ერთი პატარა სოფლიდან ვარ,დედა ადრე დამეღუპა,მამამ გაგვზარდა მე და ჩემი და სულ პატარაობიდანვე,ბიძამ გადაწყვიტა ცოტა გავეხალისებინე და თავისთან წაგვიყვანა მე და ჩემი პატარა და... ნუკამ მანქანა ერთერთ ღამის კლუბთან მიაყენა. -მოვედით მარ...აქ ისეთ მაგარ დროს გავატარებთ უხ...ხელები ერთმანეთს შემოკრა და გაიცინა.პირველად ვიყავი ასეთ ადგილას,მე და ნუკა ბავშვობიდან ვმეგობრობთ,ის ჩემზე შედარებით უფრო შეძლებულია მე კი...ყველაფერს აღტაცებით ვათვალიერებდი,არ მესიამოვნა,სიგარეტის და ალკოჰოლის ერთმანეთში არეული სუნი და მაშინვე უკან გამობრუნება დავაპირე,მაგრამ ისევ ნუკამ შემაჩერა... -კარგი რა მარი,სად მიდიხარ,წამოდი,წამოდი..ხელი ჩამკიდა და ბავშვივით წამაპრონწიალა კლუბის შუაგულისკენ....ისეთი ხმამაღალი მუსიკა იყო კინაღამ ყურის ბარაბნები დამისკდა...რამდენიმე მეგობარი გავიცანი ნუკასი და კუთვნილი სკამიდან ფეხი არ მომიცვლია... სხვები ცეკვავდნენ,სვამდნენ და ერთობოდნენ,მე კი თავს ვიწყევლიდი აქ წამოსვლის გამო...საათის ისარი უკვე ღამის ორისკენ გადაიხარა. ნუკა და მისი მეგობრები ცეკვადნენ,მე ცოტახნით სუფთა ჰაერზე გასვლა გადავწყვიტე და აივანზე გავედი,იქვე მაგიდა და სკამები იდგა და იქ ჩამოვჯექი...უეცრად მხარზე შეხება ვიგრძენი და უკან გავიხედე... -გამარჯობა...შეიძლება ჩამოვჯდე? -ააა...კი,მაგრამ აქ ჩემი მეგობ....სიტყვა არ დამასრულებინა უცნობმა. -მე ის არ მითქვამს ლამაზო,რომ მთელი საღამოს განმავლობაში ვაპირებ ამ სკამის დაკავებას...ისეთი სიმპათიური იყო უეცრად დიდი ნერწყვი გადამცდა და ხველა ამიტყდა. -ფრთხილად,ფრთხილად...სასმლით სავსე ჭიქა გამომიწოდა და გააზრებულად თუ გაუაზრებლად გადავკარი....ახლა უკვე სპირტიანი სასმლისგან ყელ დამწვარი ვახველებდი...ის კი მხრებზე მსუბუქად მირტყავდა ხელს რათა ხველა შემეწყვიტა.. -ალალი,ალალი! არ დამიმადლებია,ეგრე ნუ მიყურებ!მითხრა და ისევ გაიღიმა. ღმერთო ჩემო ეს რა საშინელი დღე მაქვს,რა დავაშავე?! რატომ ფეხები არ მომტყდა აქ რომ წამოვყევი ნუკას...ახლა ეს უცნობიც ამეკიდა,მგონი...ჩემი თავი უამრავი სალანძღავი სიტყვით შევამკე...სიჩუმე ჩამოვარდა და მერე ისევ უცნობმა დაარღვია მდუმარება... -რა ქვია? -მარიამი...მარი... -აჰა...მე ნიკოლოზი,ნიკა...გეგეშიძე.. -სასიამოვნოა. -ჩემთვის უფრო ლამაზო...დედიკოს და მამიკოს არ უთქვამთ,რომ შენნაირი ლამაზები ასე გვიან სახლში უნდა იყვნენ და არა ღამის კლუბებში?!...ეშმაკურად აათამაშა თვალები. -იცით მე აქ ჩემმა მეგობარმა მომიყვანა....ისევ შემაწყვეტია სათქმელი... -არაფრის თქმა არ არის საჭირო,დაწყარდით....დღეს რომ აქ არ აღმოჩენილიყავით მე არ მხვდებოდა წილად თქვნი ხილვის ბედნიერება..ასე,რომ მაადლობა იმ მეგობარს და ამ ღამეს ჩვენ რომ შეგვახვედრა ერთმანეთს მარი... ლოყები შემეფაკლა და გავისუსე,ან რა უნდა მეთქვა?!...ის ისეთი მომხიბლელი იყოოო.... -სწავლობ მარი?ისევ ნიკამ დაარღვია მდუმარება. -არა დავამთავრე უკვე... -რა დაამთავრე? -ხელოვნებათმცოდნეობა...თქვენ,თქვენ რას საქმიანობთ?არ ვიცი რატომ ვკითხე,მაგრამ ვკითხე... -მე ინჟინერი ვარ...ეტყობოდა ჩაცმაზე რომ მდიდარი იყო,მაგრამ მისი ბეჭედი ამის უტყუარი მტკიცებულება იყო საოცარი ნაკეთობა იყო,მისი ბრწყინვალება ყველაფერს ჩრდილავდა... -საოცარი ბეჭედი გაქვთ..ჩემდა უნებურად წამომცდა. -მამამ მაჩუქა... ხო კიდევ თქვენობით საუბარი არ არის საჭირო, ხელზე ხელი დამადო და თვალი თვალში გამიყარა...... რაღაც არ მომწონდა ამ ყოველივეში,მაგრამ თან ისე მაბრუებდა ეს ყოველივე,რომ...კიდევ უამრავი რამ ვთქვით ერთმანეთზე,თითქოს იმ ერთმა ჭიქამ შემათამამა...კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა ნიკა,სულაც არ ჩანდა გატოტოჩებული მდიდარი ბიჭი...ტელეფონის ნომერიც ჩაინიშნა ჩემი და დამტოვა.... ნუკა მოვიდა თუ არა,თვალები დააკვესა და კატეგორიული ტონით მომთხოვა ამეხსნა ვინ იყო,ის „ზე არაბუნებრივი ბიჭი“....ყველაფერი მოვუყევი. -ბედი მაქვსო შენ უნდა თქვა,რა...მაგარი ბიჭი გამოიჭირე... -გამოვიჭირე არა ის ნუ იცი ეგრე ლაპარაკი ნუკა....გაბრაზება შემერია ხმაში. -რა ნუ ვიცი,იცი რამდენი წელია ამ კლუბში დავდივარ,მაგრამ ვერავინ გამოვიჭირე ეგეთი... -ოოოო,ნუკა....არ წავიდეთ,დავყრუვდი უკვე... -ის რომ გეკურკურებოდა არ მაშინ არ იყავი ყრუ?! რა ერქვაა შემახსენეე?!... -ნიკა,ნიკოლოზი... -ხო,ნიკა,ნიკოლოზი....კაი,წამოდი წავიდეთ.. სახლში შესული არ ვიყავი სმს-ი,რომ მივიღე..... - კარგია,რომ წახვედი.... გაურკვევლობის ღიმილი მომგვარა მისმა ასეთმა სმს-მა...ან კი მან რა იცოდა როდის წავედი მე?!... -შენ საიდან იცი რომ მე სახლში ვარ უკვე? ვიცოდი აბსურდულ პასუხს მივიღებდი,მაგრამ მაინც მოუთმენლად ველოდი... -მე ყველაფერი ვიცი ლამაზო...ახლა დაიძინე და ისეთ საშიშ ადგილებში აღარ წახვიდე,თორემ... -რა თორემ?....გაოცება აღმებეჭდა სახეზე. -არაფერი...დრო მოვა და გაიგებ....ტკბილი ძილი მარი... მთელი ღამე მასზე ფიქრებმა არ მომასვენეს......ასეთი რამ აქამდე არასდროს განმიცდია...ასეთი ყურადღებაც არასდროს მიგრძნია ვინმესგან....ჩემს მძინარ დას გავხედე და გემეღიმა,მაგრამ უმალ შემახმა ღიმილი სახეზე.... -მე ხომ დროებით ვარ ქალაქში სტუმრად,აქედან რომ წავალ ნიკა,როგორ ვნახოო?!...ჩემი ფიქრების მე თვითონ შემრცხვა... -ეს აღარ განმეორდება,მას მე ვერასდროს ვეღარ ვნახავ...ვერასდროს!მასზე ფიქრები უნდა ამოვიგდო თავიდან,მალე დავბრუნდები ჩემსს სოფელში და ჩემი ცხოვრება ისევ ძველ კალაპოტსს დაუბრუნდება....უფერულს და მოსაწყენსს.... ორი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ნიკა გავიცანი....მასზე ფიქრები არ მშორდებოდა თავიდა...ნუკამ და ჩემმა ბიძაშვილმა ნატამ აიკვიატეს ქალქი დავათვალიეროთ,წავიდეთო და წავედით...ბევრი ვიარეთ,მოედანზე ერთერთ კაფეში დავჯექით....ფანჯარასთან ახლოს.....ვიღაცის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი...უეცრად უკან მივიხდე და ნიკა...მაგრამ ამათთვის როგორ გამემხილა ეს ყოველივე?! კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე ნიკას...ხელით მანიშნა გარეთ გამოდიო...კარგახნის მერე მოვიმიზეზე საპირფარეშოში გავალთქო და გარეთ გავედი.... რაც უფრო ვუახლოვდებოდი,მით უფრო ვხვდებოდი,რომ ეს ზაფხული კარგსს არაფერს მომიტანდა...არაფერსს გარდა ტკივილისა... -როგორ ხარ?ჩემსკენ გადმოიწია,გამიღიმა და მსუბუქად შემახო ტუჩები ლოყაზე.... -კარგად,შენ როგორ ხარ? -მოვიწყინე...... -ნიკა,ყველაფერი ისე არ არის,როგორც შენ ფიქრობ...მე ერთი სოფლიდან ვარ და მალე უკან დავბრუნდები...ასე რომ ჩვენი მეგობრობა არ ღირს დამიჯერე არ ღირს...რატომ ვუთხარი ახლა ე სვერ ვხვდებოდი მაგრამ ვუთხარი. -მერე და ვინ გითხრა,რომ მე შენთან მეგობრობას ვაპირებ? ვინ? გაბრაზება დაეტყო ნიკას.... -მე..მე..ვერაფერი ვთქვი.... -მე და შენ მეგობრები არასდროს ვიქნებით არასდროს...ეს დაიმახსოვრე გთხოვ..... -რატომ? -იმიტომ!მოკლედ მომიჭრა... დრო გავა და ყველაფერს მიხვდები... -კარგი.. როგორც შენ გინდა...ვთქვი და სევდიანი თვალები მივაპყარი. -მეც დროებით ვარ აქ...მალე დედაქალაქში უნდა დავბრუნდე,მაგრამ ჩვენი ასეთი სახის შეხვედრები და საუბრები 4 თვე გაგრძელდა უკვე წამი აღარ წარმომედგინა ნიკას,გარეშე მისით ვსუნთქავდი,ჩემთვის ნათელი სხვივი გახდა,მაგრამ მერე ერთდღესაც აორთქლდა....ვურეკავდი არ მპასუხობდა... ვფიქრობდი,რომ უბრალოდ გაერთო ჩემით...გამომიყენა და მიმაგდო...როგორ მტკიოდა გული ვერავინ ვერ ხვდებოდა თავად ნუკაც კი რომელმაც ყველაფერი იცოდა ჩვენს ურთიერთობაზე...ნიკა მეუბნებოდა,რომ ვუყვარდი და ჩემსგარეშე ვერ იცოცხლებდა,მაგრამ უკვე 2 თვე იყო გასული რაც აღარ ჩანდა მისგან არაფერი ისმოდა და გული მისკდებოდა...ნეტავ რამე ხომ არ მოუვიდათქოო...მაგრამ მეორე მე მეუნბებოდა,რომ უბრალოდ გაერთო ჩემით და სხვა არაფერი.... მერე თითქოს მიმავიწყდა... ერთ დღესაც აწ უკვე ნაცნობ ქუჩას დავუყევი,როდესაც ნაცნობმა ხმამ შემაკრთო... -გამარჯობა,მარიამ... ზურგი უმალ ვაქციე და უკან წამოსვლა განვიზრახე როდესაც დამიჭირა და განძრევის საშუალება არ მომცა.... -სად მიდიხარ მარიამ? ხმა არ გავეცი... -მებუტები?! -ეგღა მაკლია რა....აგდებულად ვუთხარი... -აბა როგორ ავხსნა შენი საქციელი ჩემო მარი?!...როგორ მაღიზიანებდა... -გაგახსენდი ნიკოლოზ? ირონიულად ვუთხარი. -ვიცი,ნაწყენი ხარ მაგრამ..აგიხსნი ყველაფერს და გამიგებ,ვიცი!.... -არაფრის ახსნა არ არის საჭირო....მე და შენს შორის არაფერი ყოფილა ისეთი,რომ რამე ამიხსნა...თავს ნუ შეიწუხებ და გამიშვი... -არ გაგიშვებ...უნდა მომისმინო....ცუდა ვიყავი და ამიტომ გავქრი შენგან... -ისე ცუდად იყავი,რომ ერთი არ მომწერე ნიკა,მკვდარი იყავი თუ ცოცხალი?!...აქ უკვე ტონს ავუწიე. -ხო,ვიყავი,ვიყავი! მანაც არ დააყოვნა და იქუხა. -რა გჭირდა? ნუ მატყუებ რაღაცეებს რა გეხვეწები. -არაფერს არ გატყუებ..მამაჩემი დაიღუპა,დღეს 2 თვე გავიდა მისი სიკვდილიდან...იცი რა გრძნობაა ეს?იცი როგორ მიჭირდა?იცი როგორ მტკივა? ხმას ვერ ვიღებდი....შემრცხვა ჩემი სიტყვების და საქციელის.. -მაპატიე ნიკა,მაგრამ....მაინც უნდა წავიდე,უნდა წავიდე,მე და შენ.... -ახლა შენც გინდა რომ წახვიდე ჩემგან მარიამ?,ვერ გაგიშვებ ვერა ჩემო მარი...უშენობა გამანადგურებს! მიყვარხარ მარიამ,მთელი გულით მიყვარხარ და მინდა ჩემი ცოლი დაგერქვას....გამომყვები ცოლად? -რააა?მონასმენიდან შოკში ვიყავი... -მიყვარხარ მარი,მიყვარხარ და მინდა ჩემი ცოლი გახდე,თანახმა ხარ? გული სიხარულით წამში ას დარტყმას აკეთებდა...უეცრად მისი ცხელი ტუჩები შემეხო და თითქოს დამწვა...პირველი კოცნა მომპარა...უეცრად კოცნა შეწყვიტა და თვალებში ჩამხედა... -გამომყვები მარიამ ბერიძევ ცოლად? -გამოგყვები! ეს ვუთხარი და ხელები მაგრად შემოვხვიე მხრებზე... შენს მარიამსაც უყვარხარ,თანაც ძაალიან!ნათქვამიდან ნასიამოვნებმა გამიღიმა და ჰაერში დამატრიალა.. -ქორწილი ძაალიან მალე გვექნება,არ მინდა დიდი და ა.შ. ხომ გესმის მარიამ,მამაჩემი ახლახანს....სევდიანმა თავი ჩაქინდრა... -რა თქმა უნდა...უფრო ძლიერად მოვუჭირე მკლავები.... -ჩემებიც ვერ ჩამოოვლენ ჩემი ორი მეგობარი ჩამოვა,ხელს აქ მოვაწერთ და მერე წავიდეთ დედაქალაქში,იქ დავიწეროთ ჯვარი ცოტახნის შემდეგ კარგი? -კარგი...არ მომეწონა ის რომ მის ორი მეგობარის გარდა სხვა არავინ იქნებოდა ჩვენს ქორწილში,მაგრამ აღარაფერი მითქვამს...მეგონა რაღაცას მატყუებდა უფრო სწორად კი,მიმალავდა,მაგრამ რას ვერ ვხვდებოდი... მამასთან ჩავედით საღამოს,ნიკამ ჩემი ხელი თხოვა,ისე მშვიდად მიიღო ეს ამბავი,მამაჩემმა რომ გაოცებისგან პირი დავაღე...მერე დაგვლოცა და ქორწილის თარიღიც დავთქვით.... ერთი კვირის შემდეგ საქორწინო კაბა მეცვა და თავი სიზმარში მეგონა,ვერ ვიჯერებდი,რომ ჩემი ქორწილი იყო...თავი სიზმარში მეგონა... ძაალიან ვჩქარობდით,მაგრამ არ მანაღვლებდა რადგან ნიკა სიგჟემდე მიყვარდა... ხელისმოწერამ მშვიდად ჩაიარა,მერე ერთერთ პატარა რესტორანში გადავინაცვლეთ...პატარა იყო თუ დიდი,ქორწილმა მაინც თავისი ქნა და დავიქანცეთ...უკვე სასტუმროსკენ ავიღეთ მე და ნიკამ გეზი მანქანით როდესაც,ტელეფონზე დაურეკეს,ცოტა ხნის საუბრის შემდეგ კი მითხრა... -მაპატიე მარიამ....რაღაც ისეთი მოხდა,რომ აუცილებლად უნდა წავიდე,მაგრამ 2 დღეში ჩამოვალ და შენც წაგიყვან....გთხოვ არაფერი მკითხო რა და როგორ მოხდა,მაინც არ მეყოფა ძალა რომ აგიხსნა....თვალები ამიცრემლიანდა... -კარგი...მორჩილი ბავშვივით დავუქნიე თავი... -გახსოვდეს მარი,რომ მიყვარხარ და სულ მეყვარები!!! -მეც ნიკა,მეც სულ მეყვარები და მალე ჩამოდი....მამაჩემთან დამტოვა და წავიდა... ერთმა დღემ ტანჯვით გაიარა,არც დაურეკავს და არც მოუწერია,მეორე დღესაც იგივე....გვიან ღამით ჩემი ტელეფონი აწკრიალდა..ნიკა მეგონა,უცხო ნომერი იყო... -გისმენთ... -მარიამი ხართ?ქალის სათნო მაგრამ სევდიანმა ხმამ შემაკრთო... -დიახ,მაგრამ თქვენ ვინ ბრძანდებით ქალბატონო? -მე თამარ გეგეშიძე ვარ,ნიკას დედა...შენ არ მიცნობ შვილო.... -მაპატიეთ....ქალბატონო თამარ...ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა ნიკას დედას... -შვილო,ახლა რასაც გეტყვი ვიცი ძაალიან რთული იქნება,შენთვის გადასატანად მაგრამ უნა გაუძლო სხვა გზა არ გვაქვსს... -რა მოხდა ქალბატონო თამარ?ნიკას მოუვიდა რამე?ვურეკავ და არ მპასუხობს. -ნიკა....ნიკა დაიღუპა შვილო!!! ვიცი ახლა როგორც გტკივა,მაგრამ უნდა გაუძლო...შენ მისი ცოლი ხარ და აქ უნდა ჩამოხვიდე,ხვალვე ჩვენთან,მძღოლს გამოვუშვებ და ჩამოგიყვანს...გელოდებით... -კი,მაგრამ როგორ,როგორ მოხდა ეს?მეგონა თავზე დამენგრა ყველაფერი,ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა... -ავარიაში მოყვა შვილო...ეს გავიგე და ყურმილი დავკიდე...მინდოდა მეკივლა,მაგრამ ძალა არ მქონდა,ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემთვის,რადგან ჩემი ნიკა,ჩემი ნიკა აღარ მყავდა...გამახსენდა მისი სიტყვები... „გახსოვდეს მიყვარხარ და სულ მეყვარები,მარიამ!“....ახლა მხოლოდ სიტყვები დამრჩა,მისგან,მხოლოდ სიტყვები..... ---------------- მოგესალმებით,ეს არის ჩემი პირველი ისტორია საიტზე... ეს იქნება დიდი ტყულისა და ბინძური თამაშის შემდეგ გაჩენილი დიდი სიყვარულისა და ტკივილის ისტორია....რადიკალურად განსხვავებულ ისტორიას გთავაზობთ......ღირს გავაგრძელო? ველი თქვენს შეფასებებს ჩემო ტკბილებო..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.