შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთავარია მოინდომო და მიზანს ყოველთვის მიაღწევ (3)


15-10-2015, 00:03
ავტორი sllakhh
ნანახია 3 251

მთელი გზა ლიკას იმას ვუმტკიცებდი ,რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა "ბატონ ანდრეასთან"
-კაი რა ლიკუნ რა ...პერანგების მეტი რა ექნება,დიდი ამბავი თან ძალით ხომ არ მინდოდა
-მეც მაგას ვამბობ ყველანაირ შარს შენ,რომ აწყდები
-უფ ეგ არაფერი,თუ რამედა გამოუშვი ჩემთან გავუერთიანებ თავ-ყბას..-სიცილისგან ცუდად ვიყავი როგორც კი მისი სახე მახსენდებოდა
-ნეტა გამაგებინა სუ ეგეთი ცანცარა როგორ ხარ რა..საერთოდ არაფერი გაინტერესებს სერიოზულად
-კაი ახლა ,მაგას როგორ მკადრებ არ გრცხვენია?-ეგრევე ვიწყინე მისი სიტყვები
-აი კიდე...მიდი მიდი გადი მალე,საშინლად მშია და იცოდე ისჯები და საჭმელს შენ გამიმზადებ-არა მე ხო ონავარი ვიღაც ვარ...არც დედაა ნაკლები
-ახლა მაგის გამო დასჯაც დამიწყე?
-თუ ეგრე არ მოგწონს,მაშინ დასჯის გარეშე გაამზადე რამე
-აბა რას ვიზამ,ჰოიცი როგორ მეხერხება კულინარობა,თან რა ხელები მაქვს იფ იფ...ვის ოჯახშიც მე შევალ-თან კიბეებზე ავდიოდით თან ვლაპარაკობდი და ვიყავი ჩემი თავის ქება-დიდებაში
-მეცოდება დე შენი ქმარი შენს ხელში. და ახლა მაინც არ გინდა რა შენი ექსპერიმენტები,რამე მაჭამე ისეთი,რომ არ მომწამლოს და ხვალ წასვლა შევძლო
-კაიი რაა დამცინი დედა?
-როგორ გეკადრება საყვარელო-არადა სიცილის ძვლივს იკავებდა და მისთვის ჩუმად ფხუკუნებდა.
რაგინდა რო ქნა ? ვერც ვერაფერს იზამ.
-კაი ჰო კაი ჯანდაბას.
ჯერ ტანზე გამოვიცვალე, აბაზანაშიც მოვიწესრიგე თავი რაც შემეძლო სწრაფად და სამზარეულოში შევედი. რაც ყველაზე ადვილად და მალე მზადდება ის ავარჩიე და მალევე მქონდა ყველაფერი მზად.
-ლიკააა,მოდიი და იმედია მართლა არ მოიწამლები-მაინც გავურიე ჩემებური და ახლა მე დავიწყე სიცილი
-არ იქნება დე შენი გამოსწორება-ლოყაზე მაკოცა და მაგიდასთან დაჯდა,მეც მას მივბაძე..არა ვერ გამიგია რას მერჩის მართლა გემრიელი იყო...
-ხვალ რას იცვამ გახსნაზე?
-ოთახში გავამზადე შავი კაბა და ქვემოთ ფეხსაცმელიც დევს მაგათზე შევაჩერე არჩევანი, ნახე მერე და შემიფასე აბა
-კაი ავალაგოთ და ახლავე
-მიდი მიდი მე ვიზამ ამას და ყავასაც გავამზადებ მანადე
ეს ის საკითხია ,როდესაც ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ.არც ერთს არ გვაქვს ცუდი გემოვნება მაგრამ მაინც... სადა შავი კაბა იყო მუხლს ქვემოთ, ამავე ფერის დახვეწილი შავი მაღლები..ნუ რა ელეგანტური მყავს რა...
-კარგი იყო მომეწონა-მისაღებში გავედი ,ჩემი ადგილი დავიკავე და კუთვნილ ჭიქასაც დავავლე ხელი.
-ჰო დე იქეთ კვირას სანამ დაგეწყება სწავლა, მაქვს ფული მოგცემ და იყიდე რაღაცეები
-დე სოფი ხომ იცი? ეგეც პირველ კურსზეა და მაშინ ,რომ შევედით ნელისთან თვითონ შემოგვთავაზა ნახევარი თვის ხელფასს ახლა მოგცემთო.ასე, რომ ავიღებ მეც და არმინდა
-გამეზარდა გოგო
-აბა აბა...-კიდევ ვილაპარაკეთ, რადგან ორივე დილით ადრე ასადგომები ვიყავით გადავყწვიტეთ ადრევე დავწოლილიყავით.

სამსახურში მისულს თითქმის როგორც ყოველთვის სოფი შემომეგება
-ნატალი-გადამკოცნა...კარგ დროს მოდი ,დღეს დილიდანვე ბევრი სტუმარია და ვატყობ ძალიან დავიღლებით
-კარგი არაუშავს ვიზამთ რამეს- გამოსაცვლელისკენ ავიღე გეზი,რაც შემეძლო მალევე გავემზადე და დარბაზში გავედი.
სოფი მართალი იყო,ნამდვილად ბევრი ხალხი იყო.
-ნატალი შენს მაგიდასთან არის ახალი წყვილი
-უი ვერ შევამჩნიე, მადლობა წავედიი
პატარა წიგნაკი და საწერი კალამი მოვიმარჯვე ხელში და მათკენ გავემართე
-გამარჯობათ,რას ინებებთ?-როგორც სხვა კლიენტებს მათაც ღიმილით ვკითხე,მაგრამ როგორც კი თავი ავწიე და მამაკაცსში "ბატონი ანდრეა"ამოვიცანი მაშინვე ღიმილი ნაძალადევი გამიხდა.
-ჰმმ-თვითკმაყოფილი სახით შემომხედა, მეკი მომინდა ის სახე უფრო გამელამაზებინა მისთვის,მის ყურებას ვარჩივნე მის პარტიორნისთვის მიმექცია ყურადღება.აქაც ,რომ არ გამიმართლა. ზედმეტად გადაპრანჭული ქერა ხვეული თმით ,რომელიც მისი აზრით გამომწვევად იხვევდა თითზე თმას "არა შემიძლია უფრო კარგად ვასწავლო ხელზე თმის დახვევა"-გავიფიქრე ჩემთვის მაგრამ ხმა მაღლა საერთოდ არაფერი არ მითქვას.
მომლოდინე თვალებით მივაჩერდი. დავიღალე ასე უაზრო დგომით,როგორც იქნა შეკვეთა მომცეს და მეც ეგრევე მის მოსატანად წავედი.
ამაყად მივდიოდი მათი მაგიდისკენ,რადგან საკმაოდ მალე მქონდა მზად მათი შეკვეთა, ასევე დავუდგი კუთვნილი კერძი და სასმელი თითოეულ მათგანს,წელში გავსწორდი და
- კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?-ისე ზრდილობიანად ვიკითხე ,მეც გამიკვირდა ჩემი თავის. ძვლივს შევიკავე თავი,რომ არ გამცინებოდა.
-ჯერ არა, დაგიძახებთ.-მხოლოდ თავის დაქნევით შემოვიფარგლე და სასწრაფოდ გავეცალე "წყვილს".
ეგრევე სოფი მოვძებნე...
-სოფიი, იქეთ კვირას საყიდლებზე ერთად ,რომ წავიდეთ რას იტყვი?
-აი ზუსტად ახლა უნდა შემომეთავაზებინა მეც ეგ
-ძალიან კარგი მაშინ მოგწერ დროს და წავიდეთ
-ჰოო,მანამდე ნელისთან შევიაროთ-ჩაიხითხითა
-რომ არ შევიაროთ ისე ვერც წავალთ- ავყევი მეც.
-ოჰ, ორივე "კრასოტკა"აქ ყოფილა..როგორ ხართ გოგოებო(თემო ,ბარმენი)მისი შემოსვლა და სოფის ლოყების აწითლება ერთი იყო...მგონი აქ რაღაც ხდება..კი კი აშკარად! ეგრევე მოვიმიზეზე კლიენტი მეძახისთქო, სოფიმ მიშველეს თვალებით გადმომხედა..ოჰ ვითომ არ უნდოდა, მხრები ავიჩეჩე აბა რაგიყოთქო და ეგრევე გავეცალე მათ.
მოშორებით დავჯექი. ამასაც ,რომ არ შეგარგებენ"ბატონი ანდრეა" მიხმობდა მასთან
-დიახ გისმენთ-რას ვიზამთ ,კლიენტია მაინც და ზრდილობიანად უნდა მოექცე...
-ერთი ფორთოხლის წვენი- მომიგო ეგრევე, გაბრაზებული შევტრიალდი...ერთი ფორთოხლის წვენის გამო შემაწუხა ამხელა ქალი? არა მართალია ლიკა არ იქნება ჩემი დაჭკვიანება.
ჩემი ხელით დავუსხი ჭიქაში წვენი, მთელი მოწიწებით დავდე ლანგარზე და გრაციოზულად ავიღე გეზი მათკენ, ის იყო ლანგარი დავწიე ,რომ წვენი მაგიდაზე დამედო "შემთხვევით" ხელი ,რომ ამიკრა და მთელი სითხე ამჯერად ჩემს მაისურზე აღმოჩნდა.
დეჟავიუ...ახლა მე ვიყავი გამწარებული და ახლა მე ვუყურებდი იგივე თვალებით ,როგორითაც გუშინ თვითონ.
-ეს რა სამაგიერო იყო?
-არა, არა როგორ გეკადრება.სუ შემთხვევით მომივიდა...-როგორი ირონიით იყო მისი სიტყვები გაჟღენთილი გავგიჟდი..მე შენ განახებ ,როგორ უნდა სამაგიეროს გადახდა..ნამდვილი იდიოტიიაა! არაფერი მიპასუხია სიტყვებით მუქარას სულ საქციელით დამტკიცება მირჩევნია ხოლმე. არც ახლა იქნებოდა გამონაკლისი.


---------
მადლობა იმათ ვინც კითხულობთ და მოგწონთ
და კიდევ უფრო დიდი მადლობა იმათ, ვისაც ამასთან ერთად აკომენტარებთ



№1 სტუმარი nino

აუფ... მიყვარს ესეთი ისტორიები ერთმანეთს რომ ემტერებიან და ბოლოს უყვარდებათ... კარგია

 


№2  offline წევრი sllakhh

nino
აუფ... მიყვარს ესეთი ისტორიები ერთმანეთს რომ ემტერებიან და ბოლოს უყვარდებათ... კარგია

მადლობა love

 


№3  offline წევრი lilu7

ვააააუ! ძაან მაგარია! <3 <3 მეც მიყვარს ესეთი ისტორიებიი! <3 მალე დადე რააა!

 


№4  offline წევრი sllakhh

lilu7
ვააააუ! ძაან მაგარია! <3 <3 მეც მიყვარს ესეთი ისტორიებიი! <3 მალე დადე რააა!

ძალიან დიდი მადლობაა love კი ,კი შევეცდები არ დავაგვიანო ♡♡

 


ოპაოპააა ^___^ ველოდები შემდეგს

 


№6 სტუმარი ლიზუკელა

მააააგააააარიიიიაააა

 


№7  offline წევრი sllakhh

ლიზუკელა
მააააგააააარიიიიაააა

მადლოობა love

მარტოსული კატა^^
ოპაოპააა ^___^ ველოდები შემდეგს

შევეცდები მალე დავდო ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent