შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი მოგონებები (ნაწილი მეორე,თავი XIII)


15-10-2015, 17:08
ავტორი Linna
ნანახია 2 623

კარზე ზარის ხმა და დაახლოებით ორ წუთიანი ლოდინი. შმდეგ კი ლანამ გააღო კარები. შინდისფერ ხალათში გამოწყობილი, არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა თუმცა, მარიამისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეგრევე გადაეხვია.
- რა მოხდა კარგად ხარ? - შეშინებულმა ლანამ უკან გაწია და თვალებში ჩააშტერდა.
მარიამმა თავი უარის ნიშნად გააქნია - თქვენ როგორ მოეწყვეთ? - გაუღიმა
- მ.. რავი ერთი ორი რაღაც დეტალი დასამატებელი გვაქვს თორე ისე არაუშავს რა. - გაეცინა ლანას.
- ჩემი ძმა სადაა?
- სამსახურში გაიქცა. - მარიამს სამსახურის ხსენებაზე თავში უამრავი ამ ამოუტივტივდა. პირველი: მისი უფროსი, და ივენთების კომპანია.
- შენ როგორ მოიარე?
- რავი აბა ლანა.. სადაც ვიყავი იმაზე ლაპარაკი არ მინდა და ისე ხვალ ივენთების კომპანიაში უნდა მივიდე. ეხლაც ისე შემოგიარე, დაგხედეთ ბავშვებს - ამაზე ორივეს გაეცინა
- უკვე უნდა წახვიდე?
- ხო.. კომპანიის დიად ტირან უფროსს სურს რომ მისი ავეჯის გადასაფარებლები და დეკორაცია შემოდგომის ფერებში გამოვაწყო. - ლანა ამაზე დაიჯღანა, მარიამმაც თვალები აატრიალა და გოგონას კიდევ ერთხელ გადაეხვია.
- მენატრებოდი ლან..
- მეც მარიამ. ძალიან ძალიან.
- კარგი წავედი.
- მიდი და საღამოს დამირეკე.
მარიამი გამოვიდა თუარა ცივი სიო ყელზე ეცა, მაშინვე ჩანთიდან შარფი ამოიღო და მოიხვია. მანქანაში ჩაჯდა და კომპანიის გზას გაუყვა. გზაში უამრავი აზრი უტივტივებდა, ფიქრობდა დავანებებ ამ ზურას თავს და ივენთებით გავიტან თავსო მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძლო. მანქანა უფროსის შავ მანქანას გვერძე მიუყენა და სიამაყით გადმოვიდა. აპირებდა თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს ის მისთვის მართლა უფროსი იყო. მეათე სართულზე ლიფტით ავიდა, შესასვლელში თანამშრობლებს საუთარი ტყავის თხელი კურტკა მიაბარა, შარფი არ მოუხსნია, გარკვეული მიზეზების გამო. საკუთარ კუთხეში დატოვებული განრიგი და საბუთები ხელში აიღო და ლითონის პრიალა კარებში საკუთარ ანარეკლს დააკვირდა. თვალები მაგრად დახუჭა, ღრმად ამოისუნთქა, საბოლოოდ თავს შემოუძახა „ეი, მარიამ! ის მხოლოდ უფროსია!“
„კაციჭამია და ტირანი..“ - გამოუხტა მისი მეორე მე, თუმცა გოგონა ამაზე დაიბღვირა და სახელურისკენ წაიღო ხელი, გაღება შიგნიდან დაასწრეს,გაცოფებულმა გოგონამ მარიამს მხარი ძლიერ გაკრა, ფურცლები კი ძირს მიმოიფანტა, მარიამმა ვერ გაიგო ასეთი გაცეცხლებული კლიენტი რატომ გამოვიდა, თუმცა როდესაც ლიფტთან დადგა და იმ ქალბატონის პროფილი დაინახა, სხეულში სისხლი გაეყინა. გრძელი, შავი, სწორი თმა.. და რაცმთავარია საკმად გამობერილი მუცელი. მარიამს თვალები მის მუცელზე გაუშტერდა. წამით მისთვის სამყარომ არსებობა შეწყვიტა. უსულომ და სულიერმა მისთვის მნიშვნელობა დაკარგა. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს როდესაც ლიფტის კარები დაიკეტა და თათიაც იქიდან გაქრა. მარიამმა ფურცლები სასწრაფოდ მოაგროვა და ზურას კაბინეტში შევიდა. მისთვის არც შეუხედავს ისე დაუწყო მაგიდაზე. შეტრიალდა და უკან გამოსვლა დააპირა თუმცა მბრძანებლური ხმაც გაისმა
- თანამშრომელს გაგაყოლებ, კომპანიის ანგარიშსაც გეტყვი, რაც საჭირო იქნება იყიდე და მოიტანე. - მარიამმა მხოლოდ თავი დაუქნია, არიცოდა რატომ, მაგრამ იმასაც ვერ ბედავდა რომ თვალებში შეეხედა, ან არ უნდოდა. ფეხაკრეფით გამოვიდა იქიდან. საინფორმაციო დახლთან მივიდა, გვერძე მდგარ წყლის ავზთან და წყალი ერთჯერად ჭიქაში ჩამოისხა. ერთი ამოსუნთქვით დალია, შემდეგ კი გოგონებიდან ერთერთს სთხოვა რომ საყიდლებზე გაყოლოდა. მანქანას მარიამი მართავდა.
- ფირმას მნიშვნელობა აქვს? - ხმდაბლა იკითხა მარიამმა
- რათქმაუნდა, ხარისხსაც. - გოგონას სახე დაემანჭა და კვლავ გზას გახედა.
- არ იფიქრო რომ ვჭორაობ, მაგრამ შეიძლება ვილაპარაკოთ?
- კი რათქმაუნდა - გაუღიმა მარიამმა.
- ბატონი ზურას საცოლეზე რას ფიქრობ? მგონი ცუდი გოგო არუნდა იყოს, თუმცა სულ ნერვიულად დადის. ალბათ ორსულობის ბრალია. - ამ სიტყვების გაგონებისას მარიამს მოუნდა თანამშრომელი წიხლით გაეგდო მანქანიდან, შემდეგ კი ზედ გადაევლო. თუმცა ამ წარმოსახვითობას მალევე მოსწყდა და რეალობაში დაბრუნდა.
- კარგი წყვილია.- მხოლოდ ეს თქვა და მანქანა ბარდიულთან სწორად მიაყენა - მოვედით.
- ეს კაცი იმდენად სიმპათიურია, ნამდვილად აქვს მაგ გოგოს ნერვიულობის მიზეზი. - გაიცინა გოგონამ, მარიამს გაეღიმა და თვალები აატრიალა.
დიდ ავეჯის სახლში შევიდნენ. პირველ რიგში სქელი ფარდების სექციაში მარიამმა ოქროსფერი და ნაცრისფერი ფარდები აარჩია. გადასაფარებლებიც ზუსტად იგივე ფირმის და ხარისხის. დიდი დრო ამაში არ დაჭირვებია.სალაროსთან კომპანიის პლასტიკური ბარათი გაატარა. მისმა დამხმარემ ნაყიდი საქონელი საბარგულში მოათავსა და უკან გაუყვნენ გზას.
- შენი სახელი შემახსენე - დაიწყო თანაშემწემ
- მარიამი..
- ჰო, კაი სახელია.. დედაჩემს ერქვა. - მარიამმა შეწუხებულმა გახედა
- ვწუხვარ..
- არაფერია..
- ნუ მოიწყენ, ცხოვრება ხომ გრძელდება, 3 დღეში დაბადებისდღე მაქვს და ვფიქრობ ახალი მეგობრების დაპატიჟება არ მაწყენდა. ხომ მოხვალ?
- როდის გაქვს?
- 21ოქტომბერი..
- უფროსს დავეთხოვები და მოვალ
- არა! ეგ არ ქნა
- რატომ? - გაკვირვებულმა გადმოხედა გაკვირვებულმა მარიამს
- არ გაახსენო.. უფროსწორად, არ უთხრა რომ დაბადებისდღემაქვს. და ჩემთან მოდიხარ.
- კარგი, შენი გადასაწყვეტია..
გოგონები კომპანიას მიუახლოვდნენ, დაცვამ ნაყიდი საქონელი საბარგულიდან ამოიღო და კომპანიაში შეიტანა, მარიამიც უკან შეყვა. პირდაპირ ზურას კაბინეტისკენ აიღო გეზი, თან იმ ჩამონათვალის სიას ადევნებდა თვალს რაც იყიდა და რაც საყიდელი დარჩა.
- მოვიტანე რაც გინდოდა, სულ 2500$ დაიხარჯა მხოლოდ ფარდებში და გადასაფარებლებში. დეკორაციის მასალა ჯერ ვერ ვიშოვე.
- რა სწრაფი ხარ მარიამ.. - გაეღიმა ზურას და მიუახლოვდა. გოგონამ ამაზე თვალები აატრიალა
- პლასტიკურიდან გადავიხადე, კიდე თუ რამე გინდა პირდაპირ მითხარი
- ყავა მომიდუღე. - მარიამმა ამოიხვნეშა, ფურცელი მაგიდაზე დადო და კუთხეში მდგარ ელექტრო მადუღარასთან მივიდა.
- ხოხო, არ ჩაგეძინოს - ჩაილაპარაკა თავისთვის
- როგორ შეაჩვიე შენს უფროსს ენა, სად გაქვს ზრდილობა. თქვენობით უნდა მომმართავდე, ხომ იცი შემიძლია რამე თუ არ მომეწონება დაგითხოვო. - მარიამს ყელში ამოსდიოდა ზურას ცინიზმი შეტრიალდა და დახლს მიეყრდო.
- სანამ მაგას იზამ მეთვითონ დავწერ განაცხადს და წავალ, და კიდე ერთი ნუ იმუქრები ბატონო ზურიკო რაა.. - ხელი აუქნია და მადუღარიდან ადუღებული წყალი ჭიქაში გადაასხა.
- ეგრე მეორედ არ დამიძახო! - გაისმა ტირანივით მკაცრი ხმა, მარიამმა ჭიქა ხელში აიღო და მიტრიალდა. ორიოდე ნაბიჯი ჰქონდა მხოლოდ გადადგმული როდესაც კარი გაიღო და გრძელთმიანი გოგონა შემოვიდა, გაბრწყინებული სახით პირდაპირ ზურასკენ დაიძრა და კისერზე მოხვია ხელები. მარიამი აკანკალდა, რამის ზედ გადაიქცია მდუღარე სითხე.
- შენ არ მომყვებოდი ვიცი გვიანია მაგრამ მე წავედი და სქესი გავიგე. ბიჭია.. - გახარებულმა გადაიკისკისა გოგონამ. ზურამ დაბნეულობისგან ცალი ხელი მაგიდას დააყრდნო, ცალი კი თმებში შეიცურა, ხან მოცინარ თათიას გახედავდა, ხან მარიამს რომელიც გაქვავებული იდგა.
- რა დაგემართა?! - გაიკვირვა თათიამ და ბიჭის მზერას თვალი გააყოლა. თათიას შემდგომი სიტყვები და ზურამ მაშინვე თავი ჩახარა.
- შენ?.. მოიცა.. მარიამ?!




ნელნელა მოვლენები საგრძნობლად განვითარდება გპირდებით. დაინახავთ თითოეული პერსონაჟის შინაგან მხარეს.. თქვენი მხარდაჭერა..
მეგობრებო გელით!



№1  offline წევრი kora

ukve dzalian magizianebs eg tatia, imedia bavshvi zurasi araa tore sabolood gadaviyvareb am bichs
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი tam28

Jer agvianeb dadebas da mere kide pataraa. Cudia es :-(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent