შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექსპერიმენტი საკუთარ თავზე 6


15-10-2015, 18:56
ავტორი ლორელაი
ნანახია 6 027

კარები,რომ გაიჯახუნა ჩემს თავზე მომეშალა ნერვები,ვერ მივხვდი დაიჯერა თუ არა ჩემი ნათქვამი.ნომერიც არ მააქვს,რომ დავურეკო,სახლში მივაკითხავთქო ვიფიქრე,მაგრამ ვიცოდი არ იქნებოდა,ცოტა ხანს ვიწრიალე,მერე გამახსენდა თემო,მაგდას შეყვარებული,ის ხომ ლაშას ძმაკაცია.ტელეფონს ვეცი და თემოს დავურეკე.-ალო თემო-ჩავძახე აღელვებულმა.
-ვაა,ემილი როგორ ხარ?-მიპასუხა მხიარულად.
-კარგად,მადლობა,ისა თემოო ლაშას ნომერი მინდა-ხმა გამიწყდა უცებ,ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ,ბიჭის ნომერი არასდროს მიჩალიჩია.
-არ მესმის არაფერი ემი,აქ ისეთი ხმაურია,მოდი და აქ ვილაპარაკოთ,ნორიოში ვართ მე და ბიჭები,მაგდას დავურეკავ და ამოდით თქვენც.
ჯანდაბა,ჯანდაბა,ვიცი რომ მშვენივრად გაიგო ყველაფრი,დარწმუნებული ვარ ლეჟავაც იქაა.პულტს ხელი დავავლე და ტელევიზორს მივაჩერდი,ნახევარ საათში მაგდა მოვარდა,ადე ჩაიცვი ბიჭები გველოდებიან ნორიოშიო,კატოს გავუაროთ და ავიდეთო.ძალიან არ მინდოდა წასვლა,მაგრამ მერე გავიფიქრე ლეჟავაც იქ,შეიძლება იყოსთქო და მაგდას გავყევი.მთელი გზა ხმა არ ამომიღია,მაგდას და კატოს კი ენა არ გაუჩერებიათ.მაგდას მანქანით მივდიოდით,ორივე მხიარულობდა,კატოს უხაროდა,გიგის ვნახავო,თემოს ძმას,მოსწონს გოგოს!
-აუუ რა გჭირს კუს,ამოიღე ხმა-სარკიდან შემომხედა მაგდამ.
-ლაშამ მაკოცა-ამოვინლუყუნე და ფანჯარაში გავიხედე.უცებ მკვეთრად დაამუხრუჭა,მაგდამ და კინაღამ თავით გავერჭე გარეთ.
-რაა -ერთხმად დაიკივლეს ორივემ.
-ხო,რა იყოთ-ისევ თვალი ავარიდე და დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი,ისიც თემოს,რომ ველაპარაკე.
-აჰააა,გასაგებია,რატომ მოინდომა ასე გვიან თემომ შეკრება და რატომ მთხოვდა შენს წამოყვანას.
-აი რა კაია,სასტავი იკვრება,შენ და თემო,მე და გიგი და ახლა უკვე ლეჟავა და ჩახავაც-ამოიკისკისა გულიანად კატომ და გზა გავაგრძელეთ.11 საათი იყო,ჭიშკართან,რომ შევჩერდით.ფეხათრევით გადმოვედი და წინ გაქცეულ გოგოებს მივყევი.სახლიდან თემო,გიგი და თემოს მეორე ძმაკაცი ლექსო გამოვიდნენ.ინტერესითვათვალიერებდი გარემოს,ლაშას ვეძებდი.სუფრა ბუხრის წინ გაეშალათ,დაბალ მაგიდაზე და გარშემო შემოლაგებულ პუფებზე ჩამოვსხედით.
-ბიჭო ერთი პუფიც მოიტანე-გასძახა თეფშების მოსატანად გასულ გიგის ლექსომ.
-კიდევ ვინმეს ველით?
-კი,ჩაილაპარაკა გიგიმ და პუფი ჩემს გვერდით ჩაკვეხა.მივხვდი ლეჟავას ელოდნენ.უხერხულად შევიშმუშნე და თემოზე მიხუტებულ მაგდას გავხედე.თვალი ჩამიკრა და სასმელი გადაჰკრა.
-ყოჩაღ მაგდა, შენი დაქალებიც თუ ასე სვავენ დაგვერხა,მაშინ ძმებო.-ამ სიტყვებმა გამყინა,ლეჟავა კი ჩემს გვერდით მოკალათდა და ღიმილით მომაჩერდა.გავწითლდი,მისმა შემოსვლამ საყოველთაო მხიარულება გამოიწვია,სასმისები შეავსეს,მეც დავლიე.ცოტა გავთამამდი და ლექსოს ხუმრობაზე ვიცინოდი,თუმცა ლაშასკენ არც გამიხედავს.
-ქმარი რატომ არ წამოიყვანეთ ქალბატონო ემილი?-მიჩურჩულა ყურში და ვიგრძენი,როგორ შემეკრა სუნთქვა მის სუნამოს და სასმლის არეულ სუნზე.
-მუშაობს და ვერ მოიცალა-არ დავაკელი მეც.
-ცუდია,მე რომ ასეთი ლამაზი ცოლი მყავდეს,მარტოს არასდროს გავუშვებდი ღამით,თანაც უცნობებთან ერთად.-ისევ ჩამჩურჩულა და ირონიულად გაიღიმა.-ან იქნებ არ უყვარხარ და სულერთია სად წახვალ?ხოო ხო ალბათ მასეა,ამიტომაც იქცევი შენც ასე.
-რაა,როგორ ვიქცევი?ან რატომ ფიქრობ რომ არ ვუყვარვარ?-წამოვხტი ფეხზე და გარეთ გამოვვარდი.მესმოდა ბიჭებმა რაღაც,უთხრეს.გოგოები გამოსვლას აპირებდნენ,მაგრამ თემომ არ გამოუშვა.ვინც გააქცია,ისევ იმან დააბრუნოსო.
გაბრაზებული ჩამოვჯექი ეზოში მდგარ სარწეველა სკამზე,სულ ცოფებს ვყრიდი.უნდა წავიდე,მაგრამ როგორ?მამას დავურეკავ,ის ხო ბათუმშია?ლაშას, არა ასე გვიან ანას ვერ დატოვებს მარტოს,მათეს დავურეკავ.
-ალო მათე როგორ ხარ?
-კარგად ემი,შენ?
-მეც კარგად,ბოდიში ასე გვიან რომ გირეკავ მაგრამ შეგიძლია ნორიოში მომაკითხო?
-დიდი სიამოვმებით ემი,მაგრამ დღეს მეგობრებთან ერთად ფასანაურში ვარ საქეიფოდ,დილას ჩამოვალ და ამოგაკითხავ.დილამდე მოითმიმე რაა-აშკარად უნდოდა მოსულიყო.
-კაი არაუშავს,მეახლა მინდოდა.
-მოიცადე,ამათ ყოველთვის ვხედავ შენ კი ძლივს მოახერხე დარეკვა,ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ პატარავ,დამელოდე მოვდივარ.
-არა იყოს,სირცხვილია.თან მთვრალი ხარ.-გამაღიზიანა მისმა სიტყვებმა,ვინანე რომ დავურეკე.
-არ ვარ მთვრალი,მოვდივარ!
-არა არა იყოს მამაჩემს დავურეკავ.
-დარწმუნებული ხარ?
-კი?მადლობა მათე.-ჯანდაბა,ჯანდაბა რა გავაკეთო ეხლა?
-ქმარს რატომ არ ურეკავ ლამაზო?-მომესმა უკნიდან.
-ქმარი არ მყავს,საიდან მოიტანე საერთოდ?-მივბრუნდი და პირდაპირ მივახალე,უკვე დავიღალე და აღარ მინდოდა ასე გაგრძელება.
-ვიცი,უდარდელად ჩაიცინა.
-რა,ვინ გითხრა?
-თემომ.შენგან რომ გამოვვარდი აქ ამოვედი,ზუსტად შენზე ვუყვებოდი,შენ რომ დაურეკე. ყველაფერთან ერთად მატყუარაც ყოფილხარ ლამაზო- თქვა და გვერდით მომიჯდა.
-რატომ მე არ მითქვამს ქმარი მყავსთქო.მე მიგახვედრე,მაგრამ რა ჩემი ბრალია,შენ თუ სულელი ხარ და ვერ მიხვდი.
-ფრთხილად ჩახავა იცოდე,შენი ლაწირაკი თაყვანისმცემლები არ გეგონო-ხელი მტაცა მკლავში და თვალებში ჩამაშტერდა,ო როგორი მკაცრი სახე,ჰქონდა,თვალები უელავდა,მეგონა სადაცაა თვალებით გამხვრეტს მეთქი.
-გამიშვი ხელი-ვუპასუხე რაც შეიძლება მშვიდად და გვერძე გავიხედე.
-არასდროს აღარ გაბედო ჩემთან მასე ლაპარაკი,გასაგებია-მითხრა და ხელი შემიშვა,მაშინვე ფეხზე წამოვხტი.
- მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არასდროს აღარ დამიძახებ მატყუარას.
-პირობებს მიყენებ-ქვევიდან ამომხედა,ისეთი თვალებით,მეგონა ჩემი შეჭმა უმდათქო.ძალიან საყვარელი იყო.
-გაბრაზებული ვიყავი შენზე,ცუდად ვიფიქრე,მეგონა მეთამაშებოდი.ლაშასთან ერთად,რომ გნახე მინდოდა იქვე მომეკალი.ვიფიქრე თავს დავანებებთქო.მაგრამ შენ ხომ კაცს არ მოასვენებ,დამაყრუე-გაიცინა და თეთრი კბილები,ისე საყვარლად გამოაჩინა,მეც გამეღიმა და ისევ გვერდით მივუჯექი.
-ვიფიქრე,მეთამაშებოდი,თან მეფლირტავებოდი,მაგრამ ლაშა,რომ გამახსენდა,მეგონა მასთანაც თამაშობდი მაგიტომ გადმოვედი შენთან.თუმცა ისეთი ხარ ვერაფერი დაგიშავე,არადა მინდოდა.-ჩაილაპარაკა ბოლოს და გამომხედა.
-რა გინდოდა?
-შენი მოკვლა და გაეცინა.-არ ვიცოდი ლაშას და რომ ჰყავდა.
-მე კიდევ მაგის მიხვედრებას ვცდილობდი,თუმცა ვაღიარებ გაბრაზებდი.-იმ სიტყვებზე ძლივს შევიკავე თავი,რომ არ გამცინებოდა.
-რა სიტყვებზე?
-კაცობაზე მაღებინებ ხელსო,ლაშა ჩემი ახლობელია და რას მაკეთებინებ ხვდებიო?
-ხოო,თუმცა არ გამწირა ბედმა კაცობაზე ხელის აღება აღარ მომიწევს.-გამიღიმა ეშმაკურად.
-ტყუილად გიხარია-დავსერიოზულდი მე.-ლაშას ცოლი არ ვარ,მაგრამ და ვარ-ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.
-მერე-მითხრა დაძაბული ხმით.
-მერე შენ ხომ ქართველი ბიჭი ხარ,მეგობრის დას ხომ არ დაუწყებ შებმას?-მივაყარე სწრაფად და ოთახში შევვარდი.
-ემილი,ემილიანაა დაბრუნდი-მეძახდა გამწარებული.მე კი უკვე კარგ ხასიათზე მყოფი დანარჩენებს შევუერთდი.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

აუცილებლად ჩემო კარგო...მიხარია რომ მოგწონთ

 


№2 სტუმარი black

Dzalian momwons sheni istoriaaa da aseve shenc da male dade axali tavi raa
:*

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მადლობაა,მიხარია ძალიაან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent