მომავალ წელს ღრუბლებში ვიფრენ... (დასასრული)
მივეპარე ჩუმად ზურგიდან, მოზღვავებული ემოციები დავაკავე, სამი ნაბიჯის დაშორებით გავჩერდი და მისთვის სრულიად მოულოდნელად დავიწყე საუბარი, რადგან მინდოდა ამ გაუგებრობისთვის ბოლოს და ბოლოს მომეღო ბოლო და ჩემი გრძნობები, რომლებიც მტანჯავდა, საჯარო გამეხადა. -- ჩემთვის სულ ერთია მომავალ წელს საზღვარგარეთ რომ მიდიხარ; ჩემთვის სულერთია გიჟი ხარ თუ არა; ღმერთო... მე უბრალოდ შენს გვერდით მინდა ყოფნა; ვერ ვხვდები რას აკეთებ (და ტირილნარევი ხმა ამიკანკალდა); ყველაფერი ისეთი უმნიშვნელო გახდა, სულ ყველაფერი... ცხოვრებამ აზრი დაკარგა, მაგრამ როცა შენს გვერდით ვარ, ასე აღარ მგონია. მართლა არ ვიცი, რატომ?!... (და ჩემდაუნებურად ტირილი ამივარდა) დანიელს ხმა არ ამოუღია, ისე შემობრუნდა და გამგელებული მეცა, სულ აწყლიანებული ჰქონდა მომდგარი ცრემლისგან ლამაზი მწვანე თვალები, დამიკოცნა ტუჩები, ლოყები, თმები. ღმერთო რა ბედნიერი ვიყავი მართლაც მის გვერდით. როგორც მწყურვალი ისე ვკოცნიდი მეც და ვერ ვკმაყოფილდებოდი, სულ უფრო და უფრო მინდოდა დამეკოცნა მისთვის ყველაფერი, როგორი თბილი და ტკბილია... ერთიანად გამიცხელდა მთელი ორგანიზმი და მოდუნება ვიწყე მის მკლავებში. მისმა ტუჩებმა ყელზე გადაინაცვლა და სასიამოვნო ჟრუანტელმა ფეხიდან, სხეულის გავლით- ტვინამდე აირბინა. მინდოდა ეს ბედნიერი წუთები არასოდეს დასრულებულიყო და არ ვუშვებდი ხელს, სულ უფრო და უფრო ვიკრავდი გულში და მის თბილ ხელებს ვგრძნობდი მთელს სხეულზე, მკერდზე, თეძოებზე... ძალიან ფრთხილი და მზრუნველი იყო, მთელი სიყვარული ჩააქსოვა ამ ალერსში- ვგრძნობდი. ვგრძნობდი მის მოზღვავებულ ემოციებს და ყურებთან კი მისი ცხელი და გაბმული სუნთქვა მესმოდა. დავიკარგე ტკივილ-სიამოვნების უსასრულობაში და ტვინში აფეთქდა ყველა ემოცია ერთიანად. ჩემი დანიელი... აღარ მახსოვს რამდენხანს ვიწექით მოგიზგიზე კოცონთან ბრეზენტში გახვეულები, თუმცა მისი მკერდიდან თავის აღება ალბათ მთელი ცხოვრება არ მომინდებოდა. პერიოდულად მკოცნიდა ლოყაზე, შუბლზე, ტუჩებში და თან თბილი ხელებით შიშველ მხრებს მითბობდა. გარიჟრაჟზე მივხვდით წასვლის დრო იყო და ჩავიცვით, თუმცა არ მინდოდა ამ რეალობისგან გამოფხიზლება. ჩავჯექი მის პიკაპში და სანამ ჩემს მიტოვებულ ავტომობილთან მივიდოდით, საუბარი ისევ მე წამოვიწყე. -- ნამდვილ ბოულინგზე უნდა წავიდეთ, თავისი კეგლით, ბილიკით და ამბებით... * * წავიდეთ. -- მაგალითად ხვალ. * * შეიძლება. -- ხვალ სასწავლებელში მიდიხარ? * * არ ვიცი, სიმართლე გითხრა, წინასწარ არასოდეს არაფერი არ ვიცი. -- რატომ? * * ჩემნაირი ავტომობილის პატრონი სულ მოძრაობაში უნდა იყოს. ასეთი ურთიერთობები ჩემი სტილი არ არის. -- რას ამბობ დანიელ ვერ მიგიხვდი?! * * რას და შენ ხომ თომა გყავს? ძალიან კარგი ბიჭია და ერთმანეთს უხდებით. უბრალოდ დავივიწყოთ რაც წეღან მოხდა. გაოგნებული ვუსმენდი და ბედნიერი ღიმილი სახეზე შემეყინა. -- მაგარი ნაბიჭ...ი ხარ. (გამწარებულმა ვუთხარი და სიბრაზისგან ცხვირის ნესტოებიდან ცხელ ორთქლს ვაფრქვევდი) * * ცოტა ხნის წინ მასე არ ფიქრობდი. (ირონიულად მიპასუხა) გავცოფდი, გადავედი სასწრაფოდ მანქანიდან და კარი მაგრად მივუბრახუნე, ჩავჯექი ჩემს ავტომობილში და სახლში გიჟივით მოვედი, მაშინვე ჩემს ოთახს მივაშურე, ძირს გადმოვყარე კომოდიდან ნივთები და მისი კარბურატორის ნაწილები, რომელიც ახალი ავტომობილისთვის შესაკეთებლად გამომიგზავნა, შემდეგ გავედი სააბაზანოში, კარი ჩავიკეტე და ბოლო ხმაზე ავღრიალდი. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, ის ყველაფერი ტბაზე კი ლამაზი სიზმარივით იყო, რომელიც უცებ დასრულდა. წყალი გადავივლე, "ხალათი" შემოვიცვი და გვამივით მივესვენე საწოლზე. შუა დღისას დედის ძახილმა გამაღვიძა, ჩავიცვი და მისაღებ ოთახში გამოვედი, სადაც მამასთან ერთად პატარა მაგიდასთან ყავას და კრენდილებს შეექცეოდა. მამას როგორც ყოველთვის ლეპტოპში ჰქონდა თავი ჩარგული და დრო და დრო ამოგვხედავდა ხოლმე. * * ნატალი ხვდები მაინც რამდენი პოზიციით გადაიწიე უკან ბოლო თამაში რომ გააცდინე? -- გადასარევია. (ვუპასუხე მამას უდარდელად) * * ფედერაციაში ნაცნობები მყავს და დაველაპარაკები. არ წყვეტდა მამა საუბარს, თუმცა მერე დედამ შეუსწორა. ----- არა ძვირფასო, მაგას სჯობს ექიმს დავაწერინოთ ცნობა, რომ ტრავმა ჰქონდა. -- ტრავმა არ მქონია. ----- 10 000 $-ზეა საუბარი. (აგრძელებდა დედა) -- ჩემი ბრალი არაა ფულზე ჩაციკლულები რომ ხართ და მაძალებთ ჩოგბურთზე სიარულს. და იქნებ არ მინდა?! იქნებ მე არ მინდა დღეში 6 საათი მაგ ჩოგბურთის თამაში! იქნებ ათწლიანი უაზრო თამაშის მერე გული მერევა, რატომ არასდროს არ მისმენთ??! ----- ნაატ, ძვირფასო, შენს ოცნებაზე უარი არ უნდა თქვა. -- ვერაფერი ვერ გაგაგებინეთ მოკლედ! ----- ივლისი დადგა, უკვე გვიანია უარის თქმა. -- მართალი ხარ დედა, ხოდა უკვე ძალიან გვიანია. (ტირილით ავუწიე ტონს და ეზოს კარისკენ წავედი) "ჯერ არ დაგვიმთავრებია; დაბრუნდი ეხლავე; კარგი, როგორც გნებავს, მაგრამ იქნებ მაღაზიიდან რძე და ბეკონი გამოაყოლო"- დედ-მამას ხმა კი ერთმანეთს კვეთავდა. დავქოქე ძრავი და ვიბოდიალე ქალაქში, ტირილით ვიჯერე გული საჭესთან, მერე დავმშვიდდი და სადღაც მარკეტთან გავაჩერე, შევიარე რძე და ბეკონზე. ვიყიდე ყველაფერი და სალაროს რიგში ჩავდექი. ჩემს წინ ნაცნობი სახე შევნიშნე და გამახსენდა ვინც იყო, ბატონი ნოდარი, ადრე ღამე დანიელთან ერთად რომ ვიყავი და ჰიპერაქტიური ლუკა ახლდა. გავიღიმე და მივესალმე. -- გამარჯობათ, ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, დანიელს ვახლდი იმ ღამეს ლუკასთან ერთად რომ გნახეთ, ნატალი ვარ. * * აა, კი, კი ნატალი, გამახსენდი, როგორ ხარ? -- კარგად, გმადლობთ. * * დანიელი როგორ არის? -- სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ხშირად ვერ ვხედავთ ერთმანეთს. ლუკა რას შვრება, ისევ ცელქობს? * * ლუკა გარდაიცვალა. (ძლივს, ერთი ამოსუნთქვით მითხრა უცებ და თავზარი დამეცა) -- რააა...! ეგ რა მითხარით. * * ძალიან ვწუხვარ. -- არა ეს მე ვწუხვარ თქვენი შვილის გამო. * * ის ჩემი შვილი არ იყო. -- დანიელის მეზობლები არ ხართ? * * არა, დანიელმა ლუკა ქიმიოთერაპიაზე გაიცნო. -- თქვენ მისი ექიმი ბრძანდებით? * * არა ფსიქოლოგი- ვიყავი. (მითხრა დანანებით) თითქოს მდუღარე გადამასხეს იმ წამს, ირგვლივ დრო გაჩერდა და მაღაზიაში არსებული ხმაური, ყურებში ექოდ ჩამესმოდა. -- მითხარით, რომ დანიელი კარგად იქნება. * * მე მეგონა იცოდით. ძალიან ვწუხვარ. მოლარეს მადლობა გადაუხადა, დამემშვიდობა და გავიდა. ჩემი რიგი დადგა სალაროსთან, თუმცა ყველაფერი იქვე მივყარე და გაშმაგებული ისე ვეცი კარს, დამავიწყდა შიგნით რომ იღებოდა და არა გარეთ. მაშინვე დანიელთან გავიქეცი სახლში. ვიცი შინ იყო, რადგან ნაცნობი მუსიკის ხმა გამოდიოდა სახლიდან. ჯერ კაკუნი ავტეხე, მერე ბრახუნი და ვემუდარებოდი გამოსულიყო, მაგრამ მუსიკის ბოლო ხმაზე აწევით დამაიგნორა. აზრი არ ჰქონდა მისი სახლის კარის ზღურბლს აქეთ დგომას და წამოვედი. ძლივს გავერკვიე თავსა და გრძნობებში, რომ დანიელის გარეშე არ შემიძლია სიცოცხლე და... რატომ, რატომ, რატოომ...!!!! არა დანიელ, მე შენ არ მიგატოვებ. მივიღე გადაწყვეტილება თომასთან ოფიციალურად გამეწყვიტა ურთიერთობა, თავს ვეღარ მოვიტყუებ, ამიტომ მის ნაჩუქარ ნივთებს თავი მოვუყარე ერთ კოლოფში და სახლში მივაკითხე. აუზთან იყო ორ მეგობარ ბიჭთან ერთად, კოქტეილს სვამდნენ და რაღაც კუბურებს უსმენდნენ. მოახლემ მათთან მიმაცილა. შეზლონგზე შემოვდე კოლოფი. თომა გახარებული შემეგება აუზიდან ახალი ამოსული. * * ნატალი, რა სიურპრიზია, მადლობა ღმერთს გაგახსენდი. -- თომა, კარგად გავერთედ, მართლა ძალიან მომწონხარ, უზომოდ კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ მე შენი ღირსი არ ვარ. * * თუ ასეა, შენი საქციელი აბა რას მივაწერო? -- რთული პერიოდი მაქვს, სულ ეს არის. მოდი უბრალოდ დავივიწყოთ ყველაფერი. * * არა, ვერ დავივიწყებთ, მე შენ მიყვარხარ. -- შენთან ურთიერთობის გაწყვეტა არ მინდოდა, უბრალოდ ასე გამოვიდა. რთული ასახსნელია და გამიგე უსიტყვოდ. * * ვერ ვხვდები რა გჭირს! -- უფრო გასაგებად შემიძლია თომა აგიხსნა. * * ისედაც ყველაფერი ნათელია ნატალი, იმ იდიოტს მიეცი უფლება შენი ტვინი აერია. -- ასე გგონია არა?! * * კი არ მგონია, ესაა სიმართლე. -- სიმართლე ეგ რა არის სინამდვილეში, ვერც კი მიხვდები ვერასდროს. * * რომ მოგეყოლა, მეცოდინებოდა, რაზე ფიქრობდი მას რომ ხვდებოდი. (მითხრა გამწარებულმა და მკლავზე მაკრად მომიჭირა ხელი) -- გამიშვი ხელი, მეტკინა. * * არ გაგიშვებ ნატალი, არ მოგცემ უფლებას წახვიდე. -- მე მასთან ვიწექი. (ამაყი ტონით ვუთხარი და მაშინღა გამიშვა) * * იმ იდიოტთაან?!!!! -- იცი რას გეტყვი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში, ამ ცხოვრებაში კი არა ეხლა როგორშიც ხარ, რეალურში, რადაგან რეალურ ცხოვრებაში ადამიანებს ძალიან ცუდი რაღაცეები ემართებათ უნდათ თუ არ უნდათ, იმედია არასოდეს გამოცდი და გაიგებ მაინც რა არის ცუდი. ბედნიერად. მივაძახე და თომა და მისი ორი ძმაკაცი ბოლო პოზიციაში გაშეშებულები დავტოვე. ვიცი ცალკე უნდა მელაპარაკა, ამით შესაძლოა თავმოყვარეობა შევულახე მეგობრების თვალწინ, მაგრამ ჩემთვის უკვე ყველა და ყველაფერი სულერთია დანიელის გარდა. ამასობაში გავიდა ეს ერთი კვირა, რაც დანიელის კარადის გატეხვის გამო სასწავლებელში სიარული ამეკრძალა და დღეს პირველი დღე მქონდა. მივაბიჯებდი სასწავლებლის ეზოში და ეგოცენტრიკების ამაზრზენ მზერებს ვგრძნობდი, ჭორაობით ალბათ კიდევ ვერ დაცხრნენ, ამას თომასთან გაწყვეტლი ურთიერთობის ცნობაც შეემატებოდა და ალბათ დიდხანს ვიქნები "პროგრამაში". ბაბისაც ავარიდე თვალი, ისიც ნაწყენია მას შემდეგ, რაც სახლიდან გავაგდე. აი ესაა რეალური ცხოვრება. რეალურ ცხოვრებაში ნაკლებს ესმის შენი, მაშინ გყავს ბევრი მეგობარი, როდესაც სასწავლებლის ყველაზე მოთხოვნადი "ტიპის" შეყვარებული ხარ; კარგი ზმანი გაცვია; სტიპენდიატი ხარ; გავლენიანი მშობლები გყავს; გული მერევა უკვე ამ ყალბი სახეების დანახვაზე. შევედი აუდიტორიაში და დღეს ორი ლაბორატორიული გვაქვს. ნახევრად ჩამოვრჩი პროგრამას, ამიტომ არ ვიცი დღეს რა უნდა გაგვეკეთებინა, გადავშალე რვეული და უაზროდ მივაბყრე მზერა, თვალები მას კი უყურებდა, მაგრამ გონება სულ სხვაგან იყო. * * ოთხი ჩხირი, სამი კოლბა და ბონზონის ქურა. თქვა უცებ საიდანღაციდან გაჩენილმა დანიელმა და ღიმილით მოიმარჯვა დღევანდელი ლაბორატორიულისთვის საჭირო ყველა ხელსაწყო. მიმზერდა და მიღიმოდა, მაგრამ სიბრაზე და ბოღმა ყელში მქონდა ეს დღეები, რომ მაიგნორებდა. ვეღარ მოვითმინე და მივახალე ხმამაღლა მთელი აუდიტორიის წინაშე. -- ნამდვილი იდიოტი ხარ, ასე მხოლოდ მშიშარა ნაბიჭ...ბი იქცევიან. ბოდიში მოვიხადე, დავავლე ჩემს ზურგჩანთას ხელი და გავედი შენობიდან, ჯერ ფეხით ვიბოდიალე ქუჩებში და როცა დავმშვიდდი, სახლში მივედი, გამოვიცვალე, მივალაგე ჩემი ოთახი, რომელიც თითქმის ორ კვირაზე მეტია ოთახს აღარ გავდა, ის დაყრილი ნაწილებიც ავკრიფე და კარბურატორის შეკეთებას შევუდექი. ეხლა მივხვდი რატომ გამომიგზავნა, მას ხომ ივლისის ბოლოს "ავტო შოუზე" თავისი შედევრით უნდოდა წარსდგენა და იქამდე ვერ... და ტირილი ამივარდა, ღმერთო გაფიქრებაც მზარავს, რომ ძალიან მალე აღარ იქნება. კარზე კაკუნმა აღარ მომცა ფიქრებში ხეტიალის საშუალება, ცრემლი მოვიწმინდე და შემოდითთქო დავიძახე. ვაჩე იყო, მახარა ბიჭია პიკაპით მოსული და ბოულინგიო რაღაცას ბოდავსო. გამიხარდა, მაშინვე მივატოვე ხელსაქმე, დავიბანე ხელები და გავედი დანიელთან. გარეთ მელოდა პიკაპს მიყრდნობილი და სიყვარულით სავსე მზერით მიმზერდა. უხმოდ ჩავჯექი მანქანაში და მანაც უმალ დაძრა. ხუთწუთიანი სიჩუმე ისევ მე დავარღვიე. -- რატომ არ მითხარი? * * კარგი რაა, ადრე თუ გვიან ყველა ასე დაასრულებთ, უბრალოდ მე ყველას გაგასწრებთ და დიპლომის გარეშე დავრჩები, იქ დიპლომი მაინც არაფერში მჭირდება. (გამიცინა და თან შემომხედა) -- ისევ ხუმრობ. * * ნოდარი ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი სტადიაა დეპრესიის, რომელიც გაივლის. ის მაინც ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობა შენი თანაგრძნობის გამო არ მოხდა. -- ეს უსამართლობაა შენი მხრიდან დანიელ. უცებ დაამუხრუჭა მანქანა, ისე რომ საბურავების ხმამ ქუჩა დააყრუა და მომიბრუნდა. * * "ავტო შოუზე" რომ ვერ მოვხვდები, ეგ სამართლიანია?!! და მიმზერდა აწყლიანებული თვალებით. გული მიკვდებოდა, მაგრამ თავაწეული ამაყად ვიჯექი, არ ვიმჩნევდი სიბრალულს, რომ თავი უფრო ცუდათ არ ეგრძნო. -- ბოულონგის სათამაშოდ აღარ წავიდეთ. (შევცვალე თემა) * * რატომ? -- იმიტომ, მიდი აქ მარცხნივ გაუხვიე. ვუთხარი და სავაჭრო ქსელთან გავჩერდით. ამჯერად ჩემი გადაწყვეტილებით საშუალო ზომის სამგზავრო "ჩემოდანი" ვიყიდეთ, ფურცელი და ფერადი კალმები ვითხოვე, რაღაც დავწერე, ჯიბეში ჩავიდე და აეროპორტისკენ ავაღებინე გეზი. გაოგნებული მემორჩილებოდა დანიელი. შევედით აეროპორტის შიდა შენობაში, ექსკალატორის გასწვრივ დავაყენე, მივაჩეჩე ხელში ჩემოდანი და ფურცელი, რომელზეც ბილეთი დავხატე მხოლოდ ერთი კაცისთვის- მხიარულ ფერებში. * * სად მივფრინავთ? (მკითხა გაკვირვებულმა) -- მე არსად, შენ- ღრუბლებში უნდა იფრინო. * * რას ვაკეთებთ, მართლა გეკითხები. -- ეს გამოსამშვიდობებელი სცენაა. * * არ გვინდა, კარგი? -- მიდი მირცხულავა, გამოგივა მჯერა. მინდა ისე დავემშვიდობოთ, გული არაფერზე დამწყდეს. * * კარგი. (მითხრა, ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო) * * გამოფხიზლდი ბოლოს და ბოლოს ნატალი, ვერ ხედავ რა ხდება?! შენ მშვენიერი ცხოვრება გქონდა, მე კი ნაგავი. ბავშვობიდან ამის გამო ვერ გიტანდი, ამიტომ მინდოდა ასეთივე უბედური და საცოდავი ყოფილიყავი, როგორც მე. ხოდა ასეც მოხდა. ჰაა, ასეთი გამოსამშვიდობებელი ტექსტი წავაა? (მკითხა) -- არაა, არა დამაჯერებელი და იდიოტურია. * * კარგი. დაფიქრდი ნატალი, მე შენ ცხოვრება აგირიე, ყველაფერი წაგართვი, სპორტი, სტიპენდია, თომა, შენი უმანკოება. -- არა, მოდი კიდევ ერთხელ სცადე. * * ეს ცხოვრება რა ნაგავია, მაგრამ მერე შენ გაგიცანი და ყველაფერი შეიცვალა, ყველა ფერი... შენ შეუდარებელი ხარ, შეუდარებელი ნატალი. შენს გამო მომინდა დრო მომეგო. ასე, რომ შენ ყველაზე კარგი რამ ხარ, რაც ბოლო დროს ჩემს იდიოტურ ცხოვრებაში მომხდარა. ნახვამდის პარტნიორო. ეს უკვე სულ სხვა იყო, გულიდან ამოსული სიტყვები, თვალები და ენა ერთნაირად რომ მეტყველებდნენ ისეთი. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა. მითხრა და ექსკალატორისკენ გაეშურა უკან მოუხედავად. გავქვავდი, წამების განმავლობაში გაირინდა ყველაფერი, გავიქეცი მისკენ, ჩავავლე ხელი, ჩემსკენ შემოვატრიალე და გავაგრძელე საუბარი. -- მე შენთან ვიქნები სანამ ცოცხალი ხარ, ფეხებზე რამდენი დრო დაგრჩა, დაბრუნდი იდიოტო. ჩავეხუტე და კოცნა დავუწყე, მანაც მომხვია თავისი თბილი მკლავები და სულ არ გვადარდებდა აეროპორტის შუა გულში რომ ვიდექით. ერთად ვიყავით მანამ, სანამ ის არ წავიდა ამ ქვეყნიდან, მანამდე კი ყველაფერი ერთად გვიხაროდა, მისი დარჩენილი სიცოცხლე, ახალი თავგადასავლები, ავტომობილის შექმნა, ლაბორატორიული. ყველაფერი, აბსოლიტურად "ყველა ფერი"... სულ სხვანაირი იყო სამყარო მისი თვალით. რას ვიზამთ, ცხოვრება ზოგჯერ მკაცრია და არანაირ კანონებს არ ემორჩილება, როდესაც ვიბადებით, უკვე წინასწარაა გათვლილი ჩვენი ყოველი გზა, ბოლოს ყველა მიწის შვილები ვართ, თუმცა აქაც ასაკი შეუზღუდავია, ზოგი მანამ, ზოგი კი შემდეგ მიდის... დანიელიც წავიდა. დედის გვერდით დავკრძალეთ. მისი დარჩენილი ოცნება მე და მამამისმა განვახორციელეთ, ის ვერ მოესწრო, მაგრამ მაინც დავასრულეთ ახალი ავტომობილის შექმნა. მე ჩოგბურთი მივატოვე, დიპლომი ავიღე. სასწავლებელში მისი კარადიდან ამჯერად კანონიერად, მისი ნივთები იმ საშუალო "ჩემოდანში" ჩამოვტვირთე - მისი საყვარელი შოკოლადის ჩხირი, ტიკ-ტაკი, აკვალანგის სათვალე, ლაბორატორიულის წიგნი და ყველა ნივთის აღების მომენტში სულ ის წარმომიდგებოდა, წარსულის, ამ ნივთებთან ასოცირებული მომენტები კი კადრებად ბრუნავდა ჩემს მეხსიერებაში. დავკეტე "ჩემოდანი", ცრემლები მოვიწმინდე და წამოვდექი, ბაბი ამედევნა, შერიგების ნიშნად მომეხვია და ჩემთან ერთად გამოვიდა შენობიდან. ივლისიც მიიწურა. "ავტო შოუს" დილა გათენდა. ახალი პიკაპი უკვე მზად იყო, გადავწყვიტე მე განმეხორციელებინა დანიელის ოცნება, დილიდანვე ავდექი, მოვემზადე, მამამისს დავემშვიდობე და დავადექი ცენტრალურ გზას, თან სულ მისი სიტყვები ჩამესმოდა ყურში- ძლიერი პიკაპი, უსასრულო გზა და არაჩვეულებრივი შესაძლებლობები, ხოდა მეც უნდა მომესინჯა ეს შესაძლებლობები. ---------- პ.ს. ესეც ამ ისტორიის დასასრული. ველი თქვენს შთაბეჭდილებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.