X+Y ! (სრულად)
„ადამიანის ლექსიკონი ძლიერ ღარიბია,ძილსა და სიცხადეს,სიკვდილსა და სიცოცხლეს,ბნელსა და ნათელს შორის კიდევ არის რაღაც მესამე.ადამიანმა ისეთივე ყურადღება უნდა მიაქციოს სულს,როგორც თავის გარეგნობას.“ზოგჯერ ადამიანთა ფიქრები დიდ უზნეობათა ნაგებობას აგებს ან ყველანაირ წესს იცავს.ფიქრებს წესები როდიდან დაუწესდა მაგრამ,არსებობს თემები რაზეც ტვინის დაღლა არ ღირს,ადამიანს შეუძლია იფიქროს საკუთარ გრძნობებზე,მაგრამ რატომღაც ამ ფიქრებს ბევრი გაურბის.21-ე საუკუნეში სიყვარულის არსებობა ბანალური და გაცვეთილი გახდა,ვერ იგრძნობა სიტკბო,სიყვარული თანადგომა,თანაგრძნობა,თავდადება,ეს ყოველივე წარსულსაა ამოფარებული და გარშემო მხოლოდ უზნეობაა,სიცივე,ყველაფერი გახრწნილია საუკუნეების გვამივით.გარშემო ხალხს აღარ აქვთ მომღიმარი სახეები,არ მიდი-მოდიან ბედნიერნი სიყვარულით სავსე გულებით,ყველას სახეზე ეტყობა რას გრძნობს შინაგანად,ბევრი საკუთარი ქმედებებით ახდენს ამის წარმოჩენას.ეს სანახაობა თიატრში ცუდად დადგმულ სცენარს ჰგავს,არეულ მსახიობებს და კანტი-კუნტად მჯდარ მაყურებლებს.ცივა-ცივა შუა აგვისტოა და ყინავს,სხეულს კიარა ორგანოებს ცივათ გულს ცივა.სიტყვები ბევრჯელ გამხდარა გაუფასურებული და ბევრჯელ დუმილსაც უჯობნია.სილამაზე დღემოკლეა როგორც დილის ნამი.ბედნიერება კი მათი ხვედრია ვინს მისი ღირსია და იცის,რა არის იმისთვის საჭირო,რომ ბედნიერი იყოს,იგი შრომობს ბედნიერებისთვის.“ადამიანები ივლიან და არ იმოძრავებენ,ილაპარაკებენ მასთან ვინც არაა,მოუსმენენ იმას ვინც არ მეტყველებს“.სიცრუეს ადამიანი ისევე ვერ დაფარავს,როგორც წვიმა ბალახს. მეგობრული სიყვარული,ქალ-ვაჟურ სიყვარულზე არანაკლებ ძლიერია და მეგობრობა ნიჭს ეფუძვნება,ყველას როდი აქვს ეს ნიჭი. -კეკე! -ნინე,ჩამოხვედი ჩემო კარგო?!,როგორც იქნა -ჰო’ჩამოვედი,ჩამოვაღწიე -როგორ მომენატრე. -აბა მე მკითხე,ერთი სული მქონდა როდის დაეშვებოდა თვითმფრინავი საქართველოში გავთავდი ქალი. -გენაცვალე,შენ,ჩემო მშვენიერო-ჩაეხუტა კეკე -ასე,მგონია საუკუნე გავიდა,როგორ შეცვლილხარ,ვფიქრობდი,ნეტაა ესაა?-კისკისით მიუგო ნინემ -შენ რა გითხარი-ჩაიქირქილა კეკემ-მთელი ამბები მოვაწყეთ,შენს დასახვედრად,ყველა შენ გელოდება,ჯობია სწრაფად წავიდეთ,თორემ ჭკუიდან არის ყველა გადასული,უკვე.-ბარგის წამოღებაში მიეშველა კეკე -წარმომიდგენია რა დღეში იქნებიან-აღტაცებული ხმით მიუგო ნინემ -დამიჯერე,ვერ წარმოიდგენ ისეთი ამბები გელოდება წინ-თვალი ჩაუკრა კეკემ და ტაქსი გააჩერა,მძღოლი გადმოვიდა,ჩემოდნები საბარგულში ჩააწყო. -მოგზაურობა ხომ,კარგია მაგრამ,შენს ქვეყანას არაფერი არ ჯობია,ისე ვარ თითქოს ჩემს სახლში შევედი და შემიძლია წამოვწვე,ფეხები სადაც მინდა იქ შევალაგო,საოცარი გრძნობა დამეუფლა,ფეხი,რომ დავდგი აეროპორტში. -შემოგევლე,შენ. -- მართლაც მოლოდინზე მეტი რამ დახვდა ნინეს სახლში,მოხუცი მშობობლები,მეგობრები ნათესავები,ყველა სიყვარულით და მონატრებით ანთებული თვალებით,რომ უცქერდნენ და ნინეს გულს უფრო ძლიერად,რომ ახარებდნენ და ათბობდნენ.ეს საკმარისია ადამიანის ბედნიერებისთვის,მეორე ადამიანის სიყვარული და მზრუნველობა,ამას არ სჭირდება ფული და სიმდიდრე,ბედნიერებას ფულით ვერ ვიყიდით,იგი სიყვარულში და ღიმილშია. -ჩემი გადარეული ქალი!-ჩაიკრა გულში ცირამ -დედა!-ტკბილი და სიტყვას მონატრებული ხმით თქვა ნინემ -ჩემი ცხოვრების აზრი,ძლივს არ ჩამოაღწიე? -აქამდე ვერ ვახერხებდი,როგორც კი მოვიცალე,გამოვიქეცი.-ყველას დაურაუა და მოესიყვარულა,მხოლოდ კუთხესთან მგომ უცნობს არ მიახლოებია,კეკეს დაუძახა და გვერდით ოთახში შევიდნენ -ყველა მეცნო ერთის გარდა -დემეზე ამბობ? -რაც ქვია,მე რა ვიცი,ვისი ვინაა? -მარის ძმაა -მოიცა,ეს ის პატარა დემეა?,თმებს,რომ მაწიწკნიდა მთელი ბავშვობა? -კი ეგაა,ახლა კი ნუ გავარდები და პასუხს აგებინებ -როგორ შეცვლილა,საერთოდ ვერ ვიცანი -ახლა არის 25 შენ,რომ წახვედი იყო 15 და საიდან იცნობდი,შენც მაგარი ხარ -ისევ ისეთი მახინჯია-ჩაიბურტყუნა ნინემ,კეკემ კი გაკვირვებული სახით შეხედა,ეგონა მოესმა. -კარგად არ დააკვირდი?,მახინჯი ნამდვილად არაა-მკვახედ მიუგო და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა,ნინეც გვერდით მიუჯდა და ხელი გადახვია -მოგწონს?-ჰკითხა,მიკიბვ-მოკიბვის გარეშე -არ მომწონს უბრალოდ,მართლა არაა ცუდი ბიჭი-ნინეს გაეცინა -რა მოხდა,არ შეიძლება,ბიჭი,რომ არ მომეწონოს?-დაემანჭა სახე და საწოლზე გადაწვა,ფრუტუნებდა ცხენივით და ხელს მუცელზე იტყაპუნებდა -იქ შეყვარებული გყავდა? -არა,არავინ არ მომწონდა,მე ხო იცი საშინელი წუნია ვარ,ჩემი მოსაწონი არსად არაფერია -ჰო ვიცი და შენ რა გაგათხოვებს,მერე-სიცილით მიუგო და მოუღუტუნა,ნინეს სიცილისგან ცრემლები წამოუვიდა და თვითონაც დაუწყო კეკეს ღუტუნი. -კარგი გეყოფა-წამოხტა საწოლიდან ნინე და რაღაცას დაეჯახა,უცებ ვერ გაიაზრა რა მოხდა,მაგრამ იმან მიახვედრა,როდესაც ძლიერად მოუჭირეს ხელი და კედელთან მიაყუდეს.როდესაც ნინემ სიცილი შეწყვიტა და თვალების გახელა შეძლო,მის წინ დემე იდგა ცინიკური გამოხედვით და უყურებდა,ღმერთმა უწყის რა უტრიალებდა ამ დროს თავში,ნინემ კეკეს შეხედა,გაკვირვებული სახით,ყველანაირად ცდილობდა დემეს მზერას არიდებოდა,ისე უყურებდა,ნინეს ტანში სცრიდა,მის მწვანე თვალებში მთელ სამყაროს ხედავდა,კეკემ შეცბუნებულმა შეხედა და მერე საწოლიდან წამოდგა,მხრებში გაიშალა,თითები დაატკაცუნა და დემეს საყელოში წვდა,რომ გამოეფხიზლებინა,თორემ მისი საშველი არ იყო. -აქეთ’ჩემო კარგო-ხელი აუქნია სახესთან-სად წახვედი?,ხარ ამ ქვეყანაზე?-ნინეს კეკეს ნათქვამზე ღიმილი მოადგა ბაგეზე და სახეზე ხელები აიფარა,თითქოს შერცხვა დემესი,არ მოისურვა მისი ღიმილი დაენახა,ბავშვურად აიფარა ხელები და ოთახის ფანჯარასთან მივიდა,ხელები ისევ ჩამოუშვა და ფანჯარა გააღო,ოთახში სუფთა ჰაერი შემოვიდა,მზის მცხუნვარე სხივები საწოლზე დაეფინა,.ღრმად შეისრუტა სუფთა ჰაერი და ხელის გულებით რაფას დაეყრდნო,ცდილობდა კეკეს და დემეს საუბარი არ მოესმინა,ყურადღება გარეთ ჰქონდა გადატანილი,უცქერდა ხეებს,ქუჩაში მოსერინე ხალხს,მოპირდაპირე კორპუსებს და ისმენდა გვერდითა მეზობლის ღიღინს,რომელიც აივანზე იდგა და მღეროდა,მან ნინე,რომ დაინახა,გაუღიმა და ღიღინი გააგრძელა.ნინეს გაეცინა,ცალი ხელის გული ნიკაპზე მიიდო და იდაყვით დაეყრდნო რაფას,გრძნობდა მონატრებას,თბილისის მონატრებას,თვალები თითქოს ახლა ცოცხლობდნენ,როცა ნინე თბილისის ქუჩას უცქერდა. როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა - (რაფაელ ერისთავი),.სხვანაირი სიტკბოებაა,შენი ქვეყანა,შენი მიწა,ყველაფერი სხვანაირია შენს სამშობლოში როცა ხარ,ცხოვრებაც,სიცოცხლეც,სიყვარულიც,.ადამიანისთვის მნიშვნელოვანია,როგორც სამშობლო ასევე სიყვარული,ვერც სამშობლოს დაცემას აიტანს და ვერც სიყვარულის დაკარბვას,ეს ორი თითქოს ერთამნეთს ერთვის.ის დაფიქრდა – ეს რაღაც ახალია.ფიქრებმა ისე შორს წაიყვანა,აღარც ქუჩის ხმაური ესმოდა და აღარც კეკეს დემესთან ბაასი.ადამიანი რაა,თუ არა საჭიროება სხვა ადამიანის.„ჩვენ ყველას გვინდა დავეხმაროთ ერთმანეთს. ადამიანური ყოფიერება და მოვალეობაც ესაა. ჩვენ ცხოვრება უნდა იყოს დამყარებული ერთმანეთის ბედნიერებაზე და არა ერთმანეთის უბედურებაზე.“მხარზე ხელის შეხება იგრძნო და შებრუნდა,დემეტრე გაღიმებული სახით უყურებდა,ფეხები გადაჯვარედინებული ჰქონდა. -ესეიგი არ გახსოვარ-მიუგო ბოხი და უხეში ხმით და ხელი მის მხარს მოაცილა,რადგან ნინე ამას თვალებით ეუბნებოდა. -მახსოვხარ-მკაფიოდ წარმოთქვა ნინემ და გაიღიმა-შენისთანები,სამწუხაროდ ძნელად დასავიწყებელი ხდებიან,-მწუხარება გამოთქვა მან და ხელები გადააჯვარედინა -მონდომებაა მთავარი,თორემ დავიწყება ყველაფრის შეიძლება-ცინიკურად მიუგო მან და დაიხარა,გახსნილი თასმის შესაკრავად -სიმართლე გითხრა,თავიდან ვერ გაგიხსენე -ესეიგი მონდომება გქონია-ცინიზმს ვერ იშორებდა დემე სახიდან და ატყობდა,ნინეს აღიზიანებდა.გაბრაზება ნინეს უფრო მომხიბვლელს ხდის და დემემ ეს ძალიან კარგად იცოდა. -ვინ დაგპატიჟა?-ჰკითხა ნინემ და ზურგი შეაქცია-არასასურელი სტუმრების სიაში,მოხვდი. -მთხოვეს და ვეღარ ვუთხარი უარი -ვინ გთხოვა?-წარბები აზიდა ნინემ და კეკეს გახედა,რომელიც უკვე გასვლას აპირებდა ოთახიდან,ფეხის წვერებზე იდგა და მიიპარებოდა. -კეკე მოდი ერთი წუთით-დაუძახა ნინემ,მაგრამ კეკეს ყურიც არ შეუბერტყავს,ისე გავიდა ოთახიდან და კარი მოიხურა. -მომისმინე!-ხელი დაუჭირა დემემ-შენი დახმარება მჭირდება-თბილი ხმით მიუგო მან,რომ ნინეს გაბრაზება დაევიწყებინა და ცივილიზებულად დალაპარაკეოდა -გისმენ!-თქვა მან -კეკე მიყვარს-ნინეს თვალები გაუფართოვდა,ენა ლამის გადასცდა სასულეში -კეკე გიყვარს?-კითხა მან,დემემ თავი დაუქნია.-მერე მე რაში უნდა დაგეხმარო?-მხრები აიჩეჩა მან -რაში და,ახლოს იყავი ჩემთან და მასზე ყველაფერი მითხარი-თავი დახარა დაბლა დემემ -კარგი მაგრამ,რომ მიხვიდე და უთხრა?-დაებრიცა სახე ნინეს-ჩემი ჩარევის გარეშე -არა შენ აუცილებლად უნდა დამეხმარო,მას არ ვუყვარვარ -და მე რა გიყო?,შენ მაგივრად შევაყვარო შენი თავი? -დამეხმარები თუ არა-მოისაწყლა თავი -კარგი,რადგან ჩემი ბავშვობის მეგობარი ხარ დაგეხმარები. დემე სიხარულით ცას ეწია,იმიტომ არა,რომ კეკესთან დაახლოებას შეძლებდა. -გმადლობ-მიუგო მან და გადახვიე,ნინემ კი მალევე ჩამოიცილა და ფანჯარა დახურა.-რა უყვარს? -ყურადღება,ყოველ დილით საწოლთან ყვავილები დაახვედრე -მის ოთახში როგორ მოვხვდე? -მე რისთვის ვარ-გაეცინა ნინეს,-იყიდე და მე ისე შევუტან,რომ ვერ მიხვდეს. -მარტო თაიგული? -არა,თუ გინდა რამე სხვაც,ეგ უკვე შენ იცი.-ჩაიქირქილა ნინემ -კარგი,ჩემი პატარა დაიკო ხარ შენ-ლოყაზე უჩმიტა დემემ,ნინე კი დაიმანჭა და ლოყა მოისრისა.ფიქრადაც არ გაუვლია,რომ ეს მისთვის კეთდებოდა. -კიდევ რა.უცხო ნომრიდან დაურეკე და ხმა შეცვლილმა აუხსენი სიყვარული,სიყვარულს იდუმალება უხდება. -კარგი,როგორც იტყვი,მთლიანად სენზე ვარ მონდობილი-გადაიხარხარა დემემ -ძალიანაც ნუ მომენდობი-თვალი ჩაუკრა ნინემ. “სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩასვამ, რადგან მას სამყარო ვერ იტევს. იგი ძალაა ღმერთისა(-გაახსენდა ნინეს უცხოელი მეგობრის სიტყვები და ჩაეღიმა.მერე დემეს შეხედა და გონებაში ათასმა ფიქრმა გაუელვა,რომ დაიწყო ვეღარ გაჩუმდა,კეკეზე მთელი ისტორია მოუყვა,შემოკლებული ვერსიით,დემე კი იდგა და უსმენდა მის ტიტინს. “სიყვარული დაუმორჩილებელი ძალაა. როდესაც მის კონტროლს ვცდილობთ, გვანადგურებს. როდესაც ვცდილობთ დავატყვევოთ, გვიმონებს.როდესაც ვცდილობთ გავიაზროთ, გვტოვებს გზააბნეულს და იმედგაცრუებულს.”დილით შვიდი საათიც კი არ იქნებოდა,ნინე კეკეს ოთახიდან,რომ გამოვიდა და კარი ფრთხილად მიხურა,ფეხის წვერებით შევიდა ჰოლში და დივანზე ჩამომჯდარ დემეს გვერდით მიუცუცქდა -დავდე!-მიუგო მან და ხელი პირზე აიფარა,გემრიელად დაამთქნარა და ხელის გულებით მუხლებს დაეყრდნო -ზუსტად იქ სადაც გთხოვე?-შეხედა დემემ -კი,ტუმბოზე დავდე და ჩუმად გამოვიპარე-კმაყოფილი სახით შეხედა ნინემ -გმადლობ,ამ სიკეთეს არ დაგივიწყებ,ვალში არ დაგრჩები-გაიღიმა მან და დივნიდან წამოდგა,ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და მოწევა დააპირა,როცა ნინე წამოდგა და სიგარეტის კოლოფი ძირს გადააგდებინა -სახლში არ ეწევიან,სიგარეტზე ალერგია მაქვს და ცემინება მეწყება,ძალიან გთხოვ,როცა ჩემს სიახლოვეს იქნები არ მოწიო-დემემ ჯერ კიდევ გაოგნებული სახით აიღო კოლოფი და ისევ ჯიბეში დააბრუნა -კარგი,არ მოვწევ-ჩაიბურტყუნა მან -რა დამჯერი ხარ-ჩაიკისკისა ნინემ-და მშვიდი -ეს გარეგნულად,ვარ მშვიდი,შეგიძლია მიფრთხილდე-ცინიკურად გაუღიმა მან და აივნისკენ წავიდა-გავალ მოვწევ!-მიუგო და წავიდა,ნინე კი დივანზე წამოწვა და ფეხები მოკეცა,გრძნობდა შიმშილისგან კუჭი უღრუტუნებდა და თავიც ასტკივდა,რამდენჯერმე კიდევ დაამთქნარა.“შენი დროც მოვა“-ჩაიბუტბუტა მან და თვალები დახუჭა. -სიყვარული ერთადერთია ბუნებაში,რომლის წინაშე წარმოსახვის ძალაც კი უძლურია-ისიც კი ვერ წვდება მის სიღრმეს და საზღვრებს.სიყვარულია ადამიანის სიძლიერე,ძალაუფლება.უსიყვარულობა დანაშაულია სიყვარული კი სასჯელი,როგორც ქალის ასევე კაცის,ამ თემამ შესაძლოა ბევრი ჩვენგანი დაღალოს,სულ სიყვარული სულ სიყვარული,ცხოვრებაში მეტი არაფერია? მაგრამ ერთი დაფიქრებაც კი კმარა,რომ მივხვდეთ,ცხოვრება თავად არაფერია სიყვარულის გარეშე,განა ცხოვრებაშია რამე სიყვარულის გარდა,.სიყვარულზე მეტი არის კი,რადგან ბევრმა ჯერ კიდევ სიტყვის არასწორი მნიშვნელობა ვიცით.-სიყვარული - ცეცხლია: თუ არ კვებავ - ქრება. ნამდვილი სიყვარული ერთხელ მოდის ჩვენს არსებაში,იგი განუმეორებელი დაა სამამურია,მთელ სამყაროში ყველაზე გემრიელია.-როცა გიყვარს აღმოაჩენ საკუთარ თავში ისეთ სიმდიდრეს, იმდენ სინაზეს, ალერსს, არც კი გჯერა რომ ასეთი სიყვარული შეგიძია.გასაოცარია ყოველივე ეს.გრძნობა,რომ არსებობა არაა ფუჭი.ყველა რაღაცისთვის ცხოვრობს,მსვენიერია როცა სიძულვილისთვის კიარა სიყვარულისთვის ვცოცხლობთ.ეს უფალსაც უხარია და ჩვენც დიდ სიხარულს გავნიჭებს და უფრო მეტად ვართ ბედნიერები სიცოცხლით.-სიყვარული უნდა არსებობდეს-ცხოვრების განმავლობაში ერთი დიდი სიყვარული ამართლებს სევდის იმ უღიმღამო შემოტევებს,რომელიც გვიპყრობს.სევდა მთელ ჩვენს სხეულზე მოედება აკაციასავით და წამ და უწუმ გვიჩხვლეტს,გვატკენს,ცხარე ცრემლით გვატირებს,სევდა სიმძიმეა გულის და დასასრულია სიცოცხლის.სიყვარულია ორ ადამიანში გამეფებული ერთი ფიქრი და მათი გულების რიტმული ფეთქვა. “სიყვარული – ესაა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ”. -- -კარგად დაიმახსოვრე ჩემო მშვენიერო,დიდია გრძნობა მაგრამ გული პატარა რადგან ამ გრძნობებს ვერ იტევს,არ შესწევს ძალა,რომ დაიტიოს და ყველა გრძნობა სხეულშია გაფანტული,ბევრი ვიბრძოლე და ვიომე ჩემს თავთან და ვერანაირი გზით ვერ შევძელი მოსვლა და ამ ყველაფრის თქმა,ახლა ჩემს წინ დგახარ და შენს თვალებში,სიცივის მეტს ვერაფერს ვამჩნევ,მიყურებ სარკის თვალებით,უდრეკად მდგომი და სუნთქვასაც კი წყვეტ,იმდენად ხარ შოკირებული,ამ სიტყვების გამგონე,თუმცა არც ხმის ამოღება გინდა,რადგან შენ არ გრძნობ იმას რასაც მე,არ ითვლი დღეებს,საათებს,წუთებს ,წამებს,ჩემი ნახვის ჟამრს არ ელოდები და საერთოდაც არაფერს არ ელდოები,გადახვეწილი ხარ სადღაც სხვაგან და ფიქრებშიც კი არ ივლებ ჩემს არსებობას.-ლაპარაკში გართულმა დემემ,ვერც კი იგრძნო,როგორ მიუახლოვდა ნინე უკნიდან -დავდნი-სარკაზმულად მიუგო მან და წამწამები დააფახუნა-სარკის წინ ვარჯიშობ,ამხელა ტექსტით და მერე მასთან ძალა აღარ გეყოფა -ძალიან გთხოვ ეგ სარკაზმი მოიცილე თორემ დაიღუპები-ირიბად გაიღიმა დემემ და თანაგრძნობის ნიშნად ხელი მხარზე დაადო -შენი რჩევა-დარიგება შვილებს შეუნახე-თვალი ჩაუკრა ნინემ-საყვარელო -გველი ხარ!-კბილების ხრიჭინით მიუგო დემემ -გველი ვინცაა ეტყობა-ჩაიბურტყუნა ნინემ და ხელები გაშალა-მოდი მოგილოცო,შენ სიყვარულის მწვერვალს მიაღწიე,ოღონდ ფრთხილად დაცემა საშინლად მწარეა -ყველა შენისთანა პითონი არაა,კეკე ბევრად უკეთესია და ვიცი,გულს არ მატკენს -რავიცი,რავიცი რა გითხრა,მე არავინ მყვარებია და არც ვყვარებივარ და გამოცდილებაც არ მაქვს -შენ ვინ შეგიყვარებს-გადაიხარხარა დემემ-უარყოფით ემოციებს აფრქვევ,შენგან კარგი არაფერი მოდის,კეკე მილიონი თავით მირჩევნია შენს თავს -გერჩივნოს კდიეც რა,მე რა.გგონია რამეს მაკლებ ამ ლაპარაკით? -არა კიარ გაკლებ,გმატებ,ისეთ რამეს,რომ როცა გამცილდები,შენთვის მსვიდად დაჯდები და ყელში რაღაც მოგაწვება,სახეზე ცრემლებს იგრძნობ,მერე ალბათ მიხვდები რა ცივი და უგულო ადამიანი ხარ. -ცივი და უგულო ადამიანი არც ტირის,და მე თუ მასეთი ვარ,არც ვიტირებ ან რა მაქვს სატირელი?!შენისთანას ნათქვამი საერთოდ არ მაღელვებს,რაც გინდა ის იფიქრე ჩემზე.-ზურგი აქცია და ოთახიდან გავიდა.დემეს კი მწარედ ჩაეღიმა და სარკის წინ ტრიალი გააგრძელა. -- ცრემლებმა მართლაც გაიკვლიეს გზა ნინეს სხეულში,ლოყებს უწვავდა იმდენად ცხარედ ტიროდა,გულ შეკუმშული,სევდამორეული და ტრაგიკულ ფიქრებს მიცემული. ყოველ წამს უმეორდებოდა გონებაში დემეს სიტყვები,მისი მწვანე სიცოცხლით ანთებული თვალები,რომელშიც მაინც ჩანდა სევდის კვალი.ხედავდა მის ლამაზ ნაკვტბს,ესმოდა მისი ბოხი მაგრამ მაინც სასიამოვნო ხმა,იხსენებდა წარსულს,ერთ დროს მისი სიყვარულით,რომ ეწვოდა გული და ახლაც იმავეს განიცდიდა,ოღონდ უფრო მძლავრად,მეტისმეტადაც კი. ადამიანი არარაობა ხდება,უსუსური,უუნარო,როცა საყვარელი ადამიანისგან ასეთ სიტყვებს ისმენს,დაუნდობელ და ცივ სიტყვებს,ნინემ იცოდა,რომ დემე უგულო არაკაცი იყო მაგრამ,არც ამისთანა უგულოს და არაკაცს მოელოდა,ყველაფერს გაიღებდა,დემეს სარკის წინ წარმოთქმული სიტყვები,მისი,რომ ყოფილიყო,ის,რომ მდგარიყო მის წინ და მოესმინა,ის ალერსით და სიყვარულით სავსე სიტყვები.კარგად,რომ მოიოხა გული,ცრემლები შეიმშრალა და ჰოლში დაბრუნდა,კეკე და დემე ერთად ისხდნენ,კეკეს ვარდების თაიგული ეკავა,ნინეს სესვლა ვერც კი შეამჩნიეს,კეკე გართული იყო დემესთან საუბარში,დემემ იგრძნო რაღაც მხოლოდ და მაღლა აიხედა,თვალებ ჩაწითლებული ნინე,რომ დაინახა სულ მთლად გაფითრდა,ფეხზე წამოდგა და მასთან მივიდა -რა მოხდა?-ჰკითხა მან და გულში ჩაიკრა,არც კი უგრძვნია წინააღმდეგობა,თუმცა ვერც იგრძნობდა რადგან ნინეს ძალა არ შესწევდა წინააღმდეგობა გაეწია და არც სურვილი გააჩნდა ამის.-რატომ ტირი,რა მოხდა?-ჰკითხა ხელმეორედ დემემ-ჩემი ბრალია?,დილით ნათქვამმა აგატირა? -არა!-ლუღლუღით თქვა ნინემ-ისევ უნდა წავიდა საქართველოდან,მე კი არ მინდა თქვენი მიტოვება -მერე დარჩი,ნუ წახვალ -ჩემზე არაა დამოკიდებული,თორემ დავრჩებოდი-კეკე წამოდგა და მათ მიუახლოვდა -ჩემო საყვარელო,ჯერ ერთი კვირაც არაა რაც ჩამოხვედი და ასე უცებ რატომ დაგიბარეს? -არ ვიცი,კეკე,არა,მითხრეს სასწრაფოდ ჩამოდიო,ნურაფერს მკითხავთ უარესია ეს ჩემთვის-ორივეს ჩამოსცილდა და ოთახში შევიდა,დემეს იქ გაჩერება აუტანელი გახდა და წავიდა. -- -კეთილი მგზავრობა!-მიაძახა კეკემ ნინეს სანამ ტაქსში ჩაჯდებოდა,ტაქსი როგორც კი გასცდა,ნინეს კორპუსს,აეროპორტის გზაზე უნდა გადასულიყო მძღოლი როდესაც,ნინემ მიმართულება შეაცვლევინა.მიმართულების შეცვლამ მძღოლი დააბნია და მგზავრს გაკვირვებული სახით გადახედა,ნინემ კი გაუღიმა და მშვიდად მიუგო,ყოველგვარი დაძაბულობისა გარეშე -წასვლა გადავიფიქრე,აქ ვრჩები თბილისში-მძღოლს გაეცინა ნინემ კი ბარათი მიაწოდა სადაც მისი ახალი სახლის მისამართი იყო,მძღოლმა,რომ დახედა ნინეს მიუბრუნდა. -რატომ წამოხვედით სახლიდან თუ საიდუმლო არაა? -უბრალოდ იქ გაჩერება აღარ შემეძლო-ამოიოხრა ნინემ -რატომ? -შეიძლება გაგიკვირდეს ამას,რომ გეტყვი მაგრამ,მეგობრის ბედნიერება არ მიხარია-მძღოლმა გაოცებული და აღტკინებული სახით შეხედა,მის ყურებს ჯერ ასეთი რამ არ მოესმინათ -კი,მაგრამ რატომ?უზრდელობაში არ ჩამომართვა ამდენ კითხვებს,რომ ვსვამ -არა,ვიღაც მაინც მჭირდებოდა,რომ ჩემი გასაჭირი მომეყოლა,არავინ გვერდით არ მყავს,გმადლობ,რომ გსურს ჩემი უაზრო ისტორიების მოსმენა -შენს ასაკში მეც დიდ გასაჭირში ვიყავი,აღარ ვიცოდი ვისთვის გამენდო ჩემი გულის ტკივილი,შეგიძლია გული გადამიშალო მე ანმდვილად არავის მოვუყვები შენზე,შესაძლოა ვეღარც ვიხილოთ ერთმანეთი-ეშმაკურად ჩაიღიმა მძღოლმა -თქვენი სახელი? -ცოტნე დადიანი-ნინეს გვერდულად გაეღიმა-თქვენ? -მე ნინე გოგლიძე ვარ -სასიამოვნოა -ჩემთვისაც-ნინე მიხვდა,რომ უხერხულ საუბარში გადადიოდნენ და ისევ თავის გასაჭირს მიუბრუნდა -ჩემზე ბევრად დიდი ხარ და გამოცდილებაც მეტი გექნება-ცოტნემაც თავი დაუქნია-ჩემი ბავშვობის მეგობარი მიყვარს,მას კი ჩემი საუკეთესო მეგობარი-ცოტნეს ეშმაკურად ჩაეღიმა -რაღაცას გეტყვი,მიყვარდა ქალი სიგიჟემდე ის კი ვერ ხვდებოდა,მე კი გული ძალიან მტკიოდა,ერთ დღესაც ავდექი და ვთხოვე,რომ დამხმარებოდა,მოვატყუე,რომ მისი დაქალი მიყვარს მეთქი და შენ უნდა დამეხმარო,მანაც დაიჯერა და სიხარულით დამთანხმდა -მერე რა მოხდა? -რა და ახლა ის ჩემს გვერდითაა და ვიზეც ვუთხარი მიყვარს და დამეხმარე მეთქი,ჩვენი მეჯვარე იყო-თვალი ჩაუკრა და საჭიკენ მიბრუნდა-გავგარძელო გზა? -დიახ-მიუგო ნინემ და ჩაფიქრდა,გაახსენდა დემესთვის მიცემული პირობა,რომ დაეხმარებოდა კეკესთან დაახლოებაში,მაგრამ ჰოლში,რომ ერთად ისხდნენ და კეკეს თაიგული ეკავა,დემე კი სითბოთი ამოვსებული თვალებით უყურებდა ნინე მიხვდა,რომ კეკემ უკვე გაიგო დემეს,რომ უყვარს და იგი ბედნიერია,ამიტომ გამოცლა ამჯობინა.სიყვარული ადამიანის სიამოვნების, ნეტარებისა და ბედნიერების წყაროა. გიყვარდეს ეს ნიშნავს სამყაროს ხედავდე გულით, გრძნობდე მთელი შენი ემოციით და ყოველი დღე იყო გაჯერებული ამ უხილავი ღმერთით. -გარს შემოვლებულ ემოციებს ძლივს უმკლავდებოდა,ტაქსი ნელ-ნელა მიუყვებოდა აღმართს დაკოხტად მოპირკეთებული შენობის წინ გაჩერდა,ნინემ ქაღალდის ხუთ ლარიანი მიაწოდა მძღოლს თუმცა ცოტნემ არ გამოართვა -ფულს არ ავიღებ შეგიძლია გადახვიდე-მიუგო მან და თვალი ჩაუკრა,ნინემ მხრები აიჩეჩა და ფული ჩანთაში დააბრუნა,მანქანის კარი გააღო და გადავიდა,საბარგულთან დადგა და გაღებას ეცადა მაგრამ,ვერ გააღო,სიცილით მიუახლოვდა ცოტნე და გაუღო,რათა ნინეს ჩემოდანი გადმოეღო. -- სახლში ისე შევიდა თითქოს სამსჯავროზე შედიოდა,ჩემოდანი იქვე მიაგდო და თვალი მოავლო სახლს,სახლს სადაც ათი წელია ფეხი არ შეუდგამს,ყველაფერი მტვრით იყო სავსე,ჩანთიდან ტილო ამოიღო და მტვერი გადაწმინდა,სახლი გამოცოცხლდა,ბოლოს დაღლილი დივანზე დაწვა და დაიძინა,სიზმარშიც კი არ ასვენებდა დემე,ყოველ წამს ახლედა თვალებს და ცდილობდა გაეაზრებინა,რომ დემე მასთან არ იყო და როგორც ზისმარში ცხადშიც არ ეკავა მისი ხელები და გათოშილს არ უთბობდა.ცხარე ცრემლები წამოუვიდა და გაბრუებული მიეყრდნო დივანზე,ხელები ერთმანეთში გადააჯვარედინა და ერთ წერტილს მიაშტერდა,თთქოს ცდილობდა კონცენტრაციას მაგრამ,არაფერი გამოზდიოდა.გული,გონება,ტვინი მას არ ემორჩილებოდნენ.თითქოს დემე დაეუფლა ამ ყველაფერს და მისი ბრძანებით ხორციელდებოდა ყველაფერი.ხელები საფეთქლებზე მიიჭირა და მისმა შინაგანმა ხმამა იკივლა,გული აუჩქარდა,თვალები ჩაუწითლდა,უჰაერობა იგრძნო,შეგრძნება ჰქონდა თითქოს მთელი ძალით დაენარცხა მიწას და ადგომის უნარი დაუქვეითდა,სხეულში სიცოცხლეს ვეღარ გრძნობდა,მხოლოდ საშინელი თავის ტკივილი და საფეთქლების რიტმული ფეთქვა,ახვედრებდა,რომ ჯერ კდიევ ცოცხალი იყო,მის ძარღვებში სისლიც კი აღარ მოძრაობდა.იგრძნო,რომ ამდენს ვეღარ გაუძლებდა და დანებდა. ძალაინ რთულია გაექცე მას ვინც მთელი არსებით გიყვარს,უარი უთხრა სენს გრძნობებს და დაუთმო იგი სხვას,იმის გამო,რომ გირჩევნია შენ იტანჯო ვიდრე ორმა ადამიანმა ერთის გამო,რომ მან ვერ დათმო ცალმხრივი სიყვარული და ორმხრივს წინ აღუდგა.სიყვარული ზალასაც გვანიჭებს და კდიევაც გვასუსტებს,გვიკარგავს იმ უნარს,რომ ვიყოთ ძლიერები,სიყვარულისთვის ბრძოლაა საჭირო,ბრძოლისთვის ძალაა საჭირო.ეს ყველაფერი ერთმანეთში ებმევა და ჩვენ ადამიანები აღარ ვართ იმასთან ახლოს რასაც ძალა და ბრძოლა სჭირდება,გვეშინია დამარცხების რადგან გასწორება და წელში გამართვა რთულია.სიყვარულს არ შეუძლია იფიქროს უყვარს თუ არა,თუ უყვარს უყვარს თუ არადა არა,სიტყვა არ ვიცი,სიყვარულის მტერია,არ ვიცი მიყვარს თუ არა,ეს ნიშნავს,რომ არც გვიყვარს,რადგან თუ გვიყვარს პასუხიც დამაჯერებლია და არ არის მასში „არ“ სიტყვა.სიყვარულისთვის აუტანელია სიცრუე,ნიღაბი,ტყუილი,ცრუ სიყვარული. სიყვარულია ის არის, რასაც შენ გრძნობ და არა ის, რასაც შენს მიმართ გრძნობს ვიღაც,რათქმაუნდა ყველაზე მაგარი და სასიამოვნოა როცა იცი,რომ უყვარხარ მაგრამ,იმაზე კარგი და საოცარი არაფერია როცა შენ თავად გიყვარს ვიღაც,გსურს მასთან ყოფნა,ფიქრობ მასზე,გენატრება და გინდა სულ ხედავდე,ეხუტებოდე,მისთვის მთას გადადგამ,მიწას შეძრავ,მთვარეზეც კი გაფრინდები,ადამიანი ჭკუიდან მაშინ იშლება,როცა სიყვარული ეწვევა,რადგან ამ დგომარეობას ადამიანი უმძიმეს მდგომარეობამდე მიჰყავს. ყოველ ადამიანს შუძლია, უყვარდეს. არ არსებობს ერთიც კი, ვინც სიყვარული "არ იცის".როცა აცნობიერებ,რომ როცა გრძნობ,რომ როცა სიტყვები უბრალოდ აღარ წარმოადგენს საჭიროებას როცა ყველაფერი უფასურდება როცა სიტყვა მიყვარხარ არ ცვლის არაფერს.შენ გტკივა ეს ყოველივე?შეგიძლია შეცვლა?,მაგრამ არ ცვლი.რატომ შენი „მე“ გაკავებს?,თავს უმწეოდ და უსასოოდ გრძნობ?,ეს ყველაფერი შენი ბრალია,არ დააბრალო არავის,მითუმეტეს უფალს,შენი ტკივილი შენივე ქმედებიდან მოდის და დამნაშავე შენი საკუთარი თავის გარდა არავინაა.სიამაყე დაღუპავს ადამიანს,ამით ვერაფერს მიაღწევსა გარდა იმისა,რომ ძალიან დატანჯავს საკუთარ თავს.თუკი გაქვს შანსი გადადგი,და თუ არ გაქვს დაელოდე ის აუცილებლად ნახავს გზას შენთან მომავალს.წყალი გადაივლო,ტანი შეიმშრალა,ხალათი შემოიცვა და აბაზანიდან გამოვიდა,წყალმა დაძაბულობა მოუხსნა,მისი შინაგანი სამყარო მშვიდად იყო,სამზარეულოში შელასლასდა და წყალი დადგა ქურაზე,ჩაის ჭიქაში ორი კოვზი შაქარი ჩაყარა და ფერი ჩააგდო,როდესაც წყალმა ფუხფუხი დაიწყო ქურიდან გადმოდგა და ჭიქაში დაასხა,ფრთხილად მოურია კოვზით და თან სული შეუბერა,ჭიქით ხელში სამზარეულოდან ჰოლში გადაინაცვლა,სავარძელში მოკალათდა,წიგნი დაიჭირა და კითხვას შეუდგა.სიყვარული ახსნა განმარტებებს ვერ ითმენს. მას ესაჭიროება საქმეები.საოცარია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როდესაც უყვარს.კითხვაში ღამის სამმა საათმაც მოაწია და ნინემ მთქნარებით გადადო წიგნი გვერძე,ფეხები მოკეცა და თვალები დახუჭა.მხოლოდ ძილმა შეძლო ნინესთვის მწარე ფიქრების წართმევა.თუმცა მოსვენება არ ღირსებია დემეს,.ტკივილი-რომელიც ანადგურებს ყველაფერს,ლოდი გულზე,რომელიც სუნთქვას ძნელს ხდის,ცხარე ცრემლები რომლებიც ასველებს სახეს,ბალიშს,ფიქრები კი ამ ყველაფრის გამკეთებელი.საყვარელი ადამიანის გარეშე ყოფნა ეს იგივეა,ყოფნა ჰაერის ან საკვების გარეშე,წყლის გარეშე,უბედურებაა,სისასტიკე.დანამულ ბალიშზე,დაემხო და ხელები ბალიშს ძლიერად ჩაავლო,კარგად ესმოდა გულის ხმა,მისი ტირილი,ტკივილისგან,გულსაც აღარ შეეძლო უკვე,აქედან გამომდინარე აღარც დემეს,იგი ყველანაირად განადგურებული იყო,რომ გრძნობდა იხრჩობოდა,შეშინებული წამოვარდა და ტელეფონს დაავლო ხელი,ოთახში შუქი არ ენთო და ტელეფონის შუქით სცადა გზის გაკვლევა,ასანთებამდე,როდესაც აანთო თვალები მოსჭრა და ხელი აიფარა,წვა იგრძნო ქუთუთოების,პირველად თავის სიცოცხლეში იყო ამ მდგომარეობაში და იმედია,რომ უკანასკნელადაც,როცა კაცი ტირის არ ნიშნავს,რომ ის არაკაცია,პირიქით ნუ თუ რათქმაუნდა კარგი საქმის გამო ზდის ცრემლი იგი კაცია და სულაც არ უნდა მიიჩნეოდეს ეს სირცხვილად,განა კაცს არ აქვს გული?,განა მას არ აქვს საცრემლე ჯირკვლები?,მაშ უფალი მას არ დაატანდა,შენ კაცი ხარ და არ გინდა რათ გინდა,ქალმა იტიროს მხოლოდო.ეს რათქმაუნდა მცდარია,საკუთარი თავი იმის გამო არ უნდა დასაჯოს ადამიანმა,რომ ცრემლი წამოუვა,დემეც სწორედ ამას განიცდიდა,რომ ტიროდა,ცალკე ის ცალკე ნინე. -- ტელეფონი ხელის კანკალით აიღო და ნინეს ნომერი აკრიფა,შინაგანად გრძნობდა,რომ ის ისევ თბილისში იყო,იქ სადღაც ახლოს,.გადიოდა,მაგრამ არავინ იღებდა,იმედები უკვე გადაეწურა დემეს,როცა გაისმა ხმა,ხმა რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა -გისმენთ,ვინ ბრძანდებით? -ნინე ბრძანდებით? -დიახ,მე გახლავართ,თავად ვინ ხართ? -ვერ მცნობთ? -ვერა,არც ხმა მეცნობა და არც ნომერი -ნომერი შეიძლება არ გეცნოთ მაგრამ,ხმა...,დასანანია,რომ არ გეცნობათ,ამ ხმით ისეთ რამეს შეიტყობთ,შეიძლება არც და ვერც დაიჯეროთ,კარგიც კი არის,რომ ვერ მცნობთ,მე ეს უფრო მეტ გამბედაობას მძენს და მომეშვა გულზეც,ახლა თამამად გეტყვით ჩემს სათქმელს და მშვიდად დავიძინებ -კი მაგრამ,სახელი მითხარით,ან რა უნდა მითხრათ,ამისთანა ამ შუაღამისას? -შენი ძალიან ახლო ნაცნობი ვარ,მაპატიე თუკი ძილი დაგიფრთხე მაგრამ,ვერ მოვითმინე,მინდოდა გამეგო წახვედი თუ დარჩი,სიმართლე გითხრა,ვიცოდი,რომ არსად წასვლას არ აპირებდი,მაპატიე თუკი შეგაშინე მაგრამ,აღარ შემიძლია ნინე,ეს ტკივილი გულს მიჭამს,მიწამებს სიცოცხლეს,მანადგურებს,ფიზიკურად და სულიერად. -სახელს,თუ მეტყვი იქნებ უკეთ დაგეხმარო -სახელის თქმით არ მგონია რაიმე შეიცვალოს,შენ ალბათ სხვა გიყვარს და სხვისკენ მიიწევ,მე კი მთელი ცხოვრებაა მიყვარხარ,სულ ბავშვი,რომ იყავი მაშინაც მაგრამ,მაშინ ბავშვურად. -სულ ავირიე,უცნობი თაყვანისმცემელი ხარ? -არა’ძალიან ნაცნობი მიჯნური,თაყვანისმცემელი ცუდად ჟღეს,ჩემი გრძნობები ამაზე მეტია,სიტყვა მიყვარხარ_ზე მეტიც კი,არ ვიცი როგორ გადმოქცე,მინდა ვიყვირო,პლანეტებამდე,რომ მიაღწიოს ხმამ,მინდა რაღაც სიგიჟე ჩავიდინო,ისე მაგრად მიყვარხარ,რომ ყველაფრის გადატრიალება შემიძლია შენს გამო,უბრალოდ შენ მოინდომე. -- რომ გაიღვიძა ტელეფონი ხელში ეკავა,გაკვირვებულმა ჩაიდო ჯიბეში და სავარძიდან ძლივს წამოდგა,ფრუტუნით გავიდა სამზარეულოში,ონკანი მოუშვა და წყალი ნელ-ნელა დალია,რამდენიმე წვეთი სახეზე მიიპკურა,რომ გამოფხიზლებულიყო და გონს მოსულიყო,საკუთარ თავს ჰკითხა მართლა ლაპარაკობდა თუ არა ტელეფონით ღამე,მას საერთოდ არაფერი აღარ ახსოვდა,ვის ელაპარაკა ან რა ელაპარაკა,კისერი გაივარჯიშა,მხრებში გაიშალა და ისევ ჰოლში დაბრუნდა,საათს,რომ შეხედა დილის 9:00 საათს უჩვენებდა,გემრიელად დაამთქნარა და აბაზანაში წყლის გადასავლებად შელასლასდა. -- სიყვარული ქარივითაა, შენ არ შეგიძლია მისი დანახვა, მაგრამ შენ შეგიძლია შეიგრძნო ის–"."ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვებით".არისტოტელე ამბობდა,რომ-სიყვარული მარტო ურთიერთ შერწყმას კი არ გულისხმობს, არამედ ფილოსოფიასაც. ბრძენი სიყვარულსაც მიეცემა და სახელმწიფო საქმეებსაც გააკეთებს, დაქორწინდება კიდეც და მეფეებთანაც იცხოვრებს.თვისუფლების მოპოვება სიყვარულით შეგვიძლია,სხვა დანარჩენი კი აუფერულებს თავისუფლების ჟინს.სიყვარულს სიხარულიც გააჩნია და მწუხარებაც ცენ კი უნდა ვეცადოთ მწუხარება ნაკლები იყოს სიყვარულში,რადგან მან შეჩვევა იცის.დილა გახუხული პურით და მეზობლის ბავშვის გამაყრუებელი ბღავილით,შემდეგ ტელეფონზე ათი შეტყობინებით და საბოლოოდ გამოლენჩებული თავით.გრილი აბაზანით და ნოყიერი საუზმით,მერე სადილით,მერე კი ვახშმით და ზარი კარზე. -არ მელოდი?-ჰკითხა და კედელს მიეყრდნო -არა-გააქნია თავი ნინემ -რაღაცის სათქმელად მოვედი-მშვიდად მიუგო მან-შემომიშვებ? -უკვე შემოხვედი და რას მეკითხები -შეტყობინება დაგიტოვე,რომ შემოგივლიდი,არ გინახავს? -ვნახე-ამოიოხრა მან-მაგრამ ამ დროს არ გელოდი -რა უდროესია,ვახშმის დროა,ვიფიქრე რამეს წავუღებ და გამიმასპინძლდება თქო-პარკი გაუწოდა. -არ იყო საჭირო,მეც მაქვს პროდუქტი და რამეს მოვიფიქრებდი-ირიბად გაიღიმა ნინემ -ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,ამაზე მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს -მაგალითად? -მაგალითად:სიყვარული -ყველაზე ბანალური და არაფრის მთქმელი სიტყვა შეგირჩევა-ჩაეღიმა და,როდესაც ზღურბლს გადმოსცდა დემე,ნინემ კარი მიხურა -პირიქით,ყველაფრის მთქმელი -ამის სათქმელად მოხვედი აქ? -მარტო ამის სათქმელად,არა მომენატრე-ნინე შეცბა,გააფთრებული სახით დაუწყო ცქერა,ხელები სახეზე აიფარა და ხელის გულების ლოყაზე შეხებისას იგრძნო,როოგრ უხურდა სახის კანი,ლავასავით უვარვარებდა ლოყები. -მონატრება,მარტო სიტყვის თქმით არ უნდა შემოიფარგლებოდეს,ასე ადამიანს შეუძლია რაც ენის წვერზე მოადგება ყველაფერი ტქვას,მთავარია სინამდვილეში თუ გრძნობს ამას -ზუსტადაც,სინამდვილეში,რომ ვგრძნობ ამ სიტყვას,იმიტომ გეუბნები,მართლა მომენატრე,შენი აუტანელი ხასიათი მომენატრა,უჟმურო -აჰ’ალბათ აქედან გამომდინარე,აუტანელი და უჟმური ადამიანებიც ენატრებათ ხოლმე -ნერვებს მიშლის შენი ცინიკური საუბარი,არ შეიძლება,რომ ვინმეს ენატრებოდე? -არა,უფლება არ მიმიცია,ვინმეს ვენატრებოდე -და,რომ უყვარდე?-ეჭვისთვალით შეხედა,დაბნეულ ნინეს.მან ვეღარ მოიფიქრა რა ეპასუხა დემესთვის,ერთხანს დუმდა,მერე კი სამზარეულოში შევიდა და ორი კაცისთვის სუფრის გაწყობას შეუდგა. -კეკე,როგორ გყავს?,ქორწილს არ გეგმავთ? -რეებს როშავ?-გაბრაზდა დემე-მგონი კეკე არ მიხსენებია მე-გაფითრდა იგი -სამაგიეროდ მე ვახსენე და გთხოვ კითხვაზე კითხვით არ შემოიფარგლო,მიპასუხე.-დემეს გაეცინა და თითები მაგიდაზე დააკაკუნა,რამდენჯერმე შეხედა ნინეს და მერე ფანჯარას მიაშტერდა. -ამით რის მიღწევას ცდილობ?-მკაცრი ხმით ჰკითხა მან -არაფრის,რის მიღწევას უნდა ვცდილობდე,მინდა ბედნიერები იყოთ,მეტი არაფერი -ხანდახან უნდა დაუსვა შეცდომა,რომ მიხვდე როგორ გამოასწორო,სენ კი ამას არასოდეს აკეთებ,არც შეცდომის ფასი იცი და არც გამოსწორების,სულ ერთ ხაზზ რატომ მიჰყვები,დავალებული გაქვს? -დიახ-ამაყად მიუგო მან,სკამი გამოწია და ჩამოჯდა,დემეს თვალებში ჩახედა და ისე მიუწია თეფში ახლოს-მორჩი ფილოსოფოსობას და ჭამე-მანაც მიიწია ახლოს თეფში და ორიცალი კარტოფილი დაიტო თეფშზე,დემე მის ქმედებებს აკვირდებოდა და გულში სიმწრის ღიმილი უვლიდა. -დაუნდობელი ხარ-მიუგო მან და მანაც გადმოიღო მოხარშული კარტოფილი,ზედ ლორი დააფინა და გემრიელად შეექცა. -სიტყვა:მიყვარხარ ნამდვილად,როდის თქვი? -რამდენიმე დღის უკან,ღამით-ნინეს ლამის ლუკმა გადასცდა-ერთ ქალს დავურეკე,ვითომ საქართველოდან წასვლას აპირებდა,თურმე ახლობლებს გაექცა მაგრამ,რატომ?,ალბათ მან იცის -შენ იყავი?-მიკიბვ მოკიბვის გარეშე ჰკითხა და ჩანგალი კარტოფილში ჩაარჭო -კი მე ვიყავი,შენი ნაცნობი თაყვანისმცემელი-ნინეს სახე შეეფაკლა,თვალები აუცრემლიანდა,სუფრიდან წამოდგა და დემეს ზურგი აქცია -აქამდე,რატომ არაფერი მითხარი?-აღელვებული ხმით ჰკითხა მან -შენი აზრით? -აზრები არ გამაჩნია -კეკე არც მე მიყვარს და არც მას ვუყვარვარ -ჩემგან რა გინდა? -სიყვარული -ალბათ ხუმრობ ხო? -არ ვხუმრობ ნინე-დემე წამოდგა და ხელი წელზე შემოხვია,ნინე შეკრთა და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა -შემეშვი-ანერვიულდა ნინე -მინდა მოგარჯულო,როდემდე უნდა იყო ასეთი ცივი -მომწონს როგორიც ვარ -ნინე,შემომხედე-თავისკენ შეაბრუნა დემემ-თვალებში მიყურე-ნიკაპზე მოკიდა ხელი და სახე ააწევინა-მითხარი,რომ არაფერს გრძნობ და შეგეშვები-ნინემ თვალები მაგრად დახუჭა და ხელები მომუჭა-რთულია?-ჰკითხა დემემე და მარცხენა ხელი წელზე შემოხვია,მთელი ძალით მიიკრა და მაგრად ჩაეხუტა-დუმილი ნიშნავს,რომ არაფერს გრძნობ,ეს ჩახუტება კი ჩემი ბოლო სურვილი იყო-შუბლზე ეამბორა და ჩამოსცილდა-ვახშმისთვის გმადლობ,მშვიდობით.დატოვა გაოგნებული და განცვიფრებული,თვითონ კი უკან მოუხედავად დატოვა სახლი და მისი ბინადარი. -- შეიძლება ძალა არ გვქქონდეს მაგრამ გვქქონდეს შესაძლებლობა,დავამტკიცოთ,რომ ძალა არაა საჭირო,მთავარია გული,გონება და სული.საჭიროა სიყვარული და ერთგულება,კეთილი განზრახვა და თავმდაბლობა,რომელიც არ საჭიროებს ძალას.სიყვარული ცხოველებსაც კი შეუძლიათ მაგრამ,ადამიანებში უკვე მეეჭვება სუფევდეს იგი.არავინ იბადება მცოდნე,კეთილი,თუ ბოროტი,ყველა თავად იქმნის ამას.კეთილი იყოს თუ ბოროტი,თუმცა ხსირად ცხოვრება წყვეტს,უგულოს და გულიანის ბედს.სიცოცხლე ხანმოკლეა,იმისთვის,რომ დავჯდეთ და ველოდოთ,რამე საოცრების მოხდენას და ბედნიერების მიღებას.ჩვენს ფეხებთან არაფერი მოდის,ყველაფერს ბრძოლა სჭირდება,წვალებით მოპოვებული ყველაფერი ტკბილია.უსაქმოდ ჯდომა და იმაზე წუწუნი,რომ უბედური ხარ,შენი უბედურება ძალიან ცოტას თუ აწუხებს და ძალიან ბევრს არ აღელვებს,ამიტომ ყველანაირად უნდა ეცადო,თავად შეუქმნა თავს საკუთარი ბედნიერების ელექ.ყველას გვაქვს განსაზღვრული დრო,რა მოხდება ხვალ ან ერთვის თუ ერთი წლის შემდეგ,არვ ვიცით მაგრამ,უნდა ვეცადოთ ყოველი დღე იყოს სხვანაირი,თბილი,სიცოცხლით სავსე.თუმც გულში ტკივილი გვქქონდეს სხვას იგი არ უნდა ვაჩვენოთ,არც ბორტოულად გამოვხატოთ.საკუთარ თავს უნდა ვებრძოლოთ,რომ შინაგანადაც ბედნიერები ვიყოთ და არ გვიწევდეს გარეგნულად იმის ჩვენება,რომ უსაზღვროდ ბედნიერები ვართ.ახლა დამკვიდრდა,რომ ბედნიერებისთვის სიყვარული არაა საჭირო,თუკი არ გიყვარს რანაირად უნდა იყო ბედნიერი?.თითქმის უაზროდ ჩაივლის ცხოვრების წლები.უბრალოდ ვიარსებებთ.გაგვითენდება,დაგვიღამდება.დრო გაფრინდება და იცით რას ვიგრძნობთ?.იმას,რომ რაღაც დიდი ნაწილი დავკარგეთ,დროის მნიშვნელოვანი ნაწილი მარტოობაში გავლიეთ,ალბათ ბევრს ავიწყდება,რომ დროებით ვართ დედამიწაზე,რომ ჩვენც უნდა დავტოვოთ რაღაც.ფუჭ ცხოვრებას საერთოდ,არარსებობა ჯობია. ### დილით,რომ გაეღვიძა,იგრძნო,რომ რაღაც აკლდა მაგრამ,რა?ნუთუ დემე?,თვალები მოიფშვნიტა და საწოლიდან წამოდგა,აბაზანაში გალასლასდა და წყალი გადაივლო,წყლის წვეთბის შემყურე,უფრო დაითრგუნა,ცხელი ცრემლები თბილ წყალს შეერია.აბაზანიდან პირსახოც შემოხვეული გამოვიდა და სამზარეულოში შევიდა.წყალი დადგა ქურაზე.და ფერი ჭიქაში ჩადო,ორი კოვზი შაქარი ჩაყარა და სანამ წყალი ადუღდებოდა,ოთახში შებრუნდა,ჩაიცვა და თმები გაიშრო,რამდენიმე წუთით სარკესთან შეჩერდა და საკუთარ სახეს დაჟინებით მიაცქერდა.იგრძნო,ისევ,რომ მიილტვოდა მისკენ სევდა და სწრაფად ჩამოსცილდა სარკეს.მისაღებში ტელევიზორი ჩართო.ისევ სამზარეულოში შებრუნდა,წყალი ფუხფუხებდა,ფრთხილად ჩამოასხა და ისევ ქურაზე დადგა,შემდეგ მისაღებში ტელევიზორის საყურებლად მოკალათდა,როცა კარზე ზარის ხმა გაისმა.ნინეს თვალები გაუფართოვდა,რაღაცნაირად გააჟრჟოლა და კარის გასაღებად წამოდგა.კარს,რომ მიუახლოვდა მიეყრდნო და თვალები ძლიერად დახუჭა.-ნეტავ ისაა?-ხმადაბლა ჩაილაპარაკა მან.ზარი ხელმეორედ დარეკეს.ნინე გამოფხიზლდა და ოდნავ შეაღო კარი.როცა იგრძნო ნაცნობი სურნელი და მოესმა ნაცნობი ხმა,გული შეეკუმშა. -მაპატიე,ისევ,რომ მოვედი-თავდახრილმა დემემ,აღელვებული ხმით მიუგო და უფრო მიუახლოვდა კარს,რომელიც ოდნავ იყო ღია და მის უკან ქალს გული ამოგლეჯას ჰქონდა. -ნუ მთხპვ პატიებას,გემუდარები-სასოწარკვეთილი ხმით უთხრა ნინემ და კარი ფართოდ გამოაღო. -შეიძლება?! -კი! სახლში ხელების ქნევით შევიდა და თვალი მოავლო. -გმადლობ! -მადლობას რისთვის მიხდი?-გაოგნდა ნინე -რომ შემომიშვი-მიუგო დემემ და ირიბად გაიღიმა -თავს რატომ იდანაშაულებ?-ხელი მხარზე დაადო ნინემ -დამნაშავე ვარ,რომ შემიყვარდი -მაგას ნუ მეუბნები-ცრემლები წამოუვიდა ნინეს -რა გინდა,რომ ვქნა?ჩემმა გათამაშებულმა დამღუპა.იქნებ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.არა?-დაღონებული სახით შეხედა ნინეს. -ალბათ!-უპასუხა მანაც. -ჩათვალე,რომ არაფერი ყოფილა. -დემე მე მიყვარხარ-კანკალით მიუგო და მიეხუტა.დემე შეკრთა,ბედნიერების ბურთი მაოწვა და ლამის გაახრჩო.გული ორმაგად აუჩქარდა.ხელები წელზე შემოხვია და ძლიერად ჩაიხუტა. -ანუ მაპატიე?-ჰკითხა ისევ -ჩუმად ეგდე-ლოყაზე უჩმიტა ნინემ-ეგ აღარ გაიმეორო -რა გინდა,რომ ვქნა? -მაგრად ჩამეხუტე-დემემ,გული არ დასწყვიტა და ძალიან მაგრად ჩაეხუტა,ნინეს სუნთქვა შეეკრა და გაღიმებული სახით ძლივს უთხრა -გავიგუდე-დემეს გაეცინა და ხელები ჩამოუშვა-ასე არა-გაბრაზდა ნინე -აბა როგორ?-ღიმილით მიუგო დემემ-ასე?-ხელში აიყვანა და რამდენჯერმე დაატრიალა-ნინე ძალიან მიყვარხარ -მეც! -აქამდე,რომ გეთქვა არა?-მწარედ უჩმიტა ლოყაზე -არა.სწრაფ მოქმედებებს ცუდი შედეგები მოზდევთ,ამიტომ ლოდინი ვამჯობინე -საზიზღარი ხარ -მაგრამ,საზიზღარიც გიყვარვარ-ლოყაზე აკოცა და ხელები კისერზე შემოხვია -როგორმე აგიტან-დაეჭყანა დემე და ძლიერად აკოცა. -კეკემ იცის აქ,რომ ვარ?-ჰკითხა ცოტახნის შემდეგ -კი იცის და მე ვუთხარი,რომ არ შეეწუხებინე.მინდოდა მარტო დარჩენილიყავი და გეფიქრა ჩვენზე -შემზე და ჩემზე? -დიახ.ჩემი სულელი-კიდევ აკოცა და თმაზე მოეფერა დეკემბრის საღამო. *** ცხოვრება მართლაც მოულოდნელობებითაა აღსავსე, თან იმდენი რა დათვლის.იცვლება მოქმედებები,ყოველი დღე განსხვავებული და მეტად საინტერესოა.ნინე გაფითრებული სახით უყურებდა დემეს და გონებაში ცდილობდა აზრების დაწყობას.ზამთრის ცივი და სუსხიანი საღამო იდგა,კეკე შეშას აწყობდა ღუმელში,შემდეგ წამოდგა და ნინეს მიუბრუნდა,იგი ისევ ფერმკრთალი იყო და ცახცახებდა,კეკეს სახე მოეღუშა და გვერდით მიუჯდა. -ხომ გითხარი,მე გავალ მეთქი-ხრიწინით უთხრა და ხელები მძლავრად შემოხვია.ნინეს გაეღიმა და თვალებში სითბო ჩაუდგა,კეკეს ახედა,ლოყაზე ეამბორა. -კარგი რა,რა მოხდა მერე.ერთი საათი მეტი კიარა -შენი გაციებისთვის და ზურგზე ვირუსის აკიდებისთვის,ერთი საათიც კი საკმარისი აღმოჩნდა-და განზე გაიწია,ნინეს მცხიკება აუტყდა -ოხ ეს გაციება-დაიკრუსუნა ნინემ -მე მესმის შენი-მიუბრუნდა კართან მდგარი დემე,კბილებ დაკრეჭილი,ნინე დაემანჭა და ხელსახოცი აიფარა,ცხვირში ღიტინი,რომ იგრძნო.სახლი საკმაოდ დათბა,ნინეს აღარ ამცივნებდა,უკვე სიცხისგან იწვოდა. -ნახე მე რა დღეში ვარ და ამას საღრეჭად სცალია -კარგი რა ნინე ახლა,მაინც ნუ მოგინდება,ჭინჭყლობა,გამოდი ბავშვის ასაკიდან-უსაყვედურა კეკემ.ნინემ ტუჩები გამობზიკა და უკმაყოფილო სახით შეხედა ორივეს.დემეს ხელში,ცხელი ჩაით სავსე ფინჯანი ეკავა და კოვზით ნაზად ურევდა -არ მინდა -აუცილებელია ნინე.უნდა დალიო-შეეხვეწა კეკე -ნუ ბუზღუნებ და დალიე დროზე-მკაცრად უთხრა დემემ და ფინჯანი გაუწოდა,ნინემ უკმაყოფილო სახით გამოართვა და სული შეუბერა -მე წავალ,საქმე მაქვს-თბილად ჩაიცვა და კარი შემოაღო,სწრაფად გავიდა და სწრაფადვე მოხურა,რომ სიცივე სახლში არ შესულიყო.ნინეს მოეწყინა,გაბრაზდა,თვალები ჩაუწითლდა,ჩაეცრემლა -როცა ცუდად ვარ მაშინაც არაა,ჩემს გვერდით-აბუზღუნდა ისევ.კეკემ ჩაიფრუტუნა და საწოლიდან წამოდგა-რა,რა იყო?არ მოგწონს ასე,რომ ვლაპარაკობ?არ იქცევა ცუდად?-ბურტყუნებდა პატარა ბავშვივით და ჩაის ყლუპ-ყლუპად სვამდა,კეკე ხმას არ სცემდა,ღუმელს მიუბრუნდა და ცეცხლის ალს მიაშტერდა-არ მისმენ?-ჰკითხა გამწყრალი ხმით ნინემ-იცოდე ჩაის აღარ დავლევ -ნინე,რატომ არ გესმის? -რა არ მესმის?მე ყველაფერი კარგად მესმის,ეს თქვენ არ გესმით არაფერი. -შენთან ლაპარაკს აღარ აქვს ფასი.დალიე და დაიძინე,სიცხე გაქვს და ბრუტუნის მეტს არაფერს აკეთებ. -კეკე მინდოდა,რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო,რა არი ამაში გაუგებარი -არაფერი ნინე მაგრამ,ნუ ლაპარაკობ ისე,თითქოს მას უნდოდა წასვლა,ან არ აღელვებ. -ეგ არც მითქვამს -არ გითქვამს მაგრამ,ასე გამოვიდა.დაურეკე და უთხარი,ცუდად გავხდი მოდიო.წეღან იცინოდი და ამწარებდი,წავიდა და უცებ აკრუსუნდი.აიღე ტელეფონი და დაურეკე.მალე-ნინემ ძლივ-ძლიობით აიღო მობილური და დემეს დაურეკა -დემე....,ძალიან ცუდად ვარ მოდი გთხოვ,საავადმყოფოში წამიყვანე.-ცოტაც და ცრემლები გადმოსცვივდებოდა თვალებიდან და ტელეფონი სწრაფად გათიშა.ხუთი წუთიც არ იყო გასული,ტანსაცმელზე თოვლდაფენილი დემე,რომ შემოიჭრა სახლში,ხელში წამლების პარკი და ტკბილეული ეკავა,კბილები ისევ დაეკრიჭა,სწრაფად დააწყო წამლები და ტკბილეული მაგიდაზე და სველი შემოსაცმელი გაიხადა,კაშნე მოიხსნა და ქუი მოიხადა,იქვე ღუმელთან მიაწყო,რომ მალე გამშრალიყო. -ყველა საჭირო წამალი,ვიყიდე,რომ საწოლიდან მალე წამოდგე-ისევ ბაგე გახსნილმა უთხრა. -გმადლობ-გაუღიმა ნინემ -რამ დაგატკბო?,კეკე ამას თაფლი ხოარ აჭამე-გადაიხარხარა დემემ და კეკეს თვალი ჩაუკრა -არა ენა გამოვუყე და შაქარი დამაყარა-დაეჭყანა ნინე. *** დილით,თვალების ფშვნეტით და ზლაზვნით წამოხოხდა საწოლიდან და ფრატუნით შევიდა აბაზანაში,ჯერ კიდევ ძილბურანში იყო,ცხვირი,რომ აექავა და მცხიკება ატეხა -ჩემი,მცხიკუნია მაღვიძარა ხარ-უთხრა მის გვერდით მდგრამა დემემ და უკნიდან მიეხუტა.ლოყაზე ჯერ უჩმიტა მერე აკოცა.-მიყვარხარ,ბატო -მეც მიყვარხარ,აყლაყუდავ-ნინემაც უჩმიტა და მერე აკოცა -დედა რა კრგები ხართ,შური მებერება თქვენ,რომ გიყურებთ-წამოენთო კეკე -შენც გღვიძავს?-წარბები ჭერს მიარტყა ნინემ -არა,გეჩვენები,ეს მე კეკეს აჩრდილი ვარ,ყოველ დილით ვდგები და წინასწარ ვემზადები,კეკე,რომ გაიღვიძებს მოწესრიგებული, დავხვდე-სიცილით ჩაიკეცა კეკე,ნინე კი ცხიკინით შევარდა აბაზანაში -ვაიმე,ჩემი საწყალი,როდის გაუვლის ვირუსი-მოწყენილი ხმით თქვა დემემ -სანამ ჩვენ არ გადმოგვდებს-სიცილით დააყოლა კეკემ -შენ რაღაც,კარგ იუმორს აფრქვევ,მარჯვენა ფეხზე ადექი? -არა სპეციალურად პირველი მარცხენა გადმოვდგი.მიდი გადი შეშა შემოიტანე ღუმელს დავანთებ,ცივა სახლში,კიდე კაი ამ სოფელში აბაზანა შიგნით გვაქვს,გვაქვს რაა? გაქვს -კაი,კაი-გავარდა გარეთ დემე და სწრაფად შემოზიდა შეშები-ისე შენც კარგი ხმელი ჩანხარ,მე და ნინეს გვეყოფი ერთი თვე -შე,მაჭყატო დასაწვავად მიმეტებ? -მაჭყატი რა არი?-დაებრიცა სახე დემეს -რაცაა -დასაწვავად არა,ვიხუმრე -შენც კარგად ხუმრობ ხო იცი,ლამის დავიჯერე,რომ ჩემს ღუმელში შეკეთებას აპირებდი -ვერ შეეტევი თორემ-აგრძელებდა დემე -უხ,შე -რა მე? -შე პიტალო,შენ-სიცილით შევარდა ოთახში ზამთარმა,რომ გადაიარა ნინეც მომჯობინდა და თავს სხვების გამწარებით ირთობდა,რაც ცუდად ყოფნის დროს არ დასცალდა,ყველაფერი ერთბაშად აინაზღაურა.სხვის გამწარებაზეა გაზრდილი და აბა ისე როგორ.დემესთან ურთიერთობა გაურთულდა და კეკე ვერაფერს უხერხებდა,თითქოს ნინე დემეს მიმართ გულგრილი გახდა,არ ტკენია გული,როდესაც დემეს უარი განუცხადა ცოლობაზე,ამან დემე ლამის ჭკუიდან გადაიყვანა,მაგრამ თავი ხელში აიყვანა და ცივი გონებით შეხედა ამ საკითხს.ფაქტი იყო ნინეს დემე აღარ სურდა,მაგრამ რატომ?იგი ხომ უიმისოდ ნაბიჯსაც არ დგამდა,მასში ყველაფერი მოსწონდა,როგორ გაქრა ის სიყვარული ასე უეცრად.კეკეც კი გაოგნებული დატოვა მისმა საქციელმა,თუმცა ნინეს გადაწყვეტილებას დათანხმდა.აი ასეთია ცხოვრება,როდის რა მოხდება არავინ იცის,ჯერ კიდევ გუშინ მოსული სიყვარული შეიძლება დღეს აღარ იყოს.ალბათ ესეც ბედის ნაწილია,თუმცა არსებობს კია ბედი?სიყვარულში გამართლებაც საჭიროა,თორემ ყველა ადამიანი გულამოგლეჯილი ივლიდა და მერე მართლა დაემზგავსებოდა დედამიწა ჯოჯოხეთს,საიდანაც თავის დახღწევა თითქმის შეუძლებელია.გაზაფხული განსაკუთრებულია,მზის სითბოს ადამიანები უფრო მეტად გრძნობენ,თითქოს მზე ხელმეორედ დაიბადა,გარემოს ფერი ეცვლება,გაზაფხულის სურნელი,ხის ტოტებზე ალაგალაგ გაშლილი კვირტები.ნინეს ძალიან უყვარს გაზაფხული,რადგან ჰგონია,რომ ახალი სიცოცხლე გაზაფხულით იწყება.პირველ დღეს გარეთ გასეირნება გადაწყვიტა,იფიქრა სკვერში დავჯდები და წიგნს წავიკითხავო,დოსტოევსკის „იდიოტი“,ჩაიდო ჩანთაში და სახლიდან გავიდა,სწრაფი ნაბიჯებით ჩაიარა კიბეები და სადარბაზოდან,რომ გავიდა,ღრმად შეისუნთქა გაზაფხულის სურნელი და ტროტუარს დაუყვა,უდარდელად მიაბიჯებდა და მთელ ტანში გრძნობდა ნაზ ნიავს,ეგონა,რომ ყველაზე ბედნიერი სწორედ ახლა იყო,როდესაც თავისუფლად შეეძლო გასვლა ქუჩაში და სადაც მოესურვებოდა იქ წასვლა,მაგრამ აქამდე ეს აკრძალული ჰქონდა?არა დემე მას არაფერს უკრძალავდა,არც მისცემდა ნინე,რომ რამე შეეზღუდა მისთვის,უბრალოდ ახლა უფრო მეტ თავისუფლებას ხედავდა,სხვანაირ თავისუფლებას,რაც სამწუხაროდ მოსწონდა. უეცრად ფიქრი შეწყვიტა და დაჟინებით მიაცქერდა მისკენ მომავალ წყვილს,სულ მთლად გაფითრდა,თითქოს თვალებზე ლიბრი გადაეკრა,ყველაფერი ბურუსმა მოიცვა,როდესაც წყვილმა ჩაუარა მათკენ შებრუნდა და მამაკაცს დაუძახა. -დემე!-მამაკაცი მისკენ შებრუნდა და გაოცებული სახით შეხედა -უი ნინე-ცინიკურად თქვა მან და გვერდით მდგომ ქალს თვალი ჩაუკრა მერე კი ყურში რაღაც უჩურჩულა და ნინეს მიუახლოვდა.-როგორ ხარ? -კარგად,ვხედავ დროს უქმად არ კარგავ -არა რათქმაუნდა,გაიცანი ეს სოფოა ჩემი საცოლე-ამის თქმაზე ქალს გაოცება აღებეჭდა,მაგრამ დემემ კიდევ უჩურჩულა რაღაც და მერე ღიმილით ჩამოართვა ხელი ნინეს. -სასიამოვნოა ნინე-მიუგო ანერვიულებულმა ნინემ -ჩემთვისაც-მიუგო სოფომ და დემეს მიეხუტა.-ჩემი საქმრო შენზე ბევრს მიყვებოდა -ერთ თვეში როგორ მოასწარით?-სიცილით ჰკითხა ნინემ -ერთი ნახვით შეყვარები გჯერა?-ჰკითხა დემემ -არა რა სისულელა-სახე დაემანჭა ნინეს -ხოდა ასე მოხდა,ერთი ნახვით შემიყვარდა -წარმატებები-მიუგო მშრალად ნინემ და გამობრუნდა,საკუთარ თავს არ უტყდებოდა,მაგრამ გრძნობდა როგორ ჩასწყდა ყველაფერი შიგნით,გული ადგილს ვეღარ პოულობდა,უნებურად წამოსცვივდა ცრემლები და ნაბიჯს უმატა,მერე კი სირბილით წავიდა სკვერამდე,რდოესაც სკვერში შევიდა,ხის ქვეშ სკამზე ჩამოჯდა და წიგნი ამოიღო ჩანთიდან.ცდილობდა გული წიგნის კითხვაზე გადაეყოლებინა,მაგრამ არ გამოუვიდა,ფურცლები ცრემლით დაასველა,ყოველი წაკითხული წინადადება გაუაზრებელი და არაფრის მომცემი იყო.წიგნი დახურა და ფიქრებს გასაქანი მისცა. -ხომ არ დაგეხმაროთ?-მოესმა ხმა უკნიდან -არა მადლობთ-მიუგო ნინემ და ფეხზე წამოდგა -მგონი ტირით -ეს თქვენ არ გეხებათ -იქნებ მეხება -რა უფლებით,გითხარით თავი დამანებეთ-მეთქი-გაგულისდა ნინე -ვცდილობ დაგეხმაროთ-დამწუხრებული ხმით მიუგო მამაკაცმა -არავის დახმარება არ მჭირდება,ყველამ საკუთარ თავს მიხედოს -ნუ მიბრაზდები,შორიდან შეგამჩნიე ტიროდი და მოვედი,რომ დაგამშვიდო-ნინეს სიცილი აუტყდა და უცნობ მამაკაცს გაღიზიანებულმა შეხედა -ვიღლები ერთი და იმავეს ახსნით,თავი დამანებე,ქართული ხომ გესმის? -კი მესმის,მაგრამ ისეთი ლამაზი ხარ,ვერ გცილდები-თამამად მიუგო მამაკაცმა და მიუახლოვდა,ნინე შეკრთა და უკან დაიხია -არ გაბედო!-დაუღრიალა ბოლო ხმაზე და ხელები მომუშტა -ოჰო’რა მამაცი ყოფილხარ,შენ დანაც გექნება ჯიბეში-მიუგო და ქვედა ტუჩზე იკბინა-რა კაი ხარ-კიდევ სცადა მიახლოვება -მე ქმარი მყავს-მიუგო შეშინებულმა და აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება -მერე შენმა ქმარმა არ იცის,რომ შენისთანა ლამაზი ცოლი გარეთ მარტო არუნდა გაუშვას? -მოუცლელია,შარი თუ არ გინდა ჯობია თითი არ დამაკარო. -კარგი ხო,მანიაკი კიარ ვარ,ჩემი ნუ გეშინია-ამის გაგონებაზე ნინას სიცილი აუტყდა -ერთი წამის წინ სხვა რამეს ამტკიცებდი -ხო ვიცი ხოლმე -აა,ქალი,რომ გაიცნო ამ ხერხს მიმართავ?კარგი სტრატეგიაა,მინიმუმ ციხე და მაქსიმუმ ზემოთ -სად ზემოთ -იმ ქვეყანაში-სიცილს არ წყვეტდა -როგორ შეგეშინდა წეღან და ახლა რა გულიანად იცინი -ხო,უცებ გადამიარა შიშმა,შენ ისე კარგად ხუმრობ -ჯერ სადხარ ხუმრობა მერე ნახე,რომ მოგკიდებ ხელს და უფროსსთან წაგაბრძანებ -ვინ უფროსსთან? -ისიც ხოარ გითხრა სად? -არ იქნებოდა ურიგო,მაგრამ უფროსის სახელი მაინც მითხარი.თუ ხუმრობაა ხუმრობა იყოს. -შენ არ იცი რა მოგელის-ხელი წაავლო და მხარზე გადაიკიდა ტომარასავით,ნინე კიოდა წიოდა,მაგრამ არავინ ყურადღებას არ აქცევდა.ყვირილმა,რომ დაღალა ცრემლები წამოსცვივდა. -რა გინდა ჩემგან?-ჰკითხა ნამტირალევი ხმით მამაკაცს -საბა,საბა დამიძახე პატარავ. -არ მაინტერესებს რა გქვია,გამაგებინე რა გინდა ჩემგან. -პარტონს უნდა ჩაგაბარო. -მე მყავს უკვე პარტონი. -ძალიან კარგად ვიცი,რომ ქმარი არ გყავს ასე,რომ თავს ნუ იღლი ტყუილების ლაპარაკით,დაწყარდი უკვე ვეღარაფერს უშველი. *** ოთახში არც საწოლი იდგა და არც რაიმე სხვა ნივთი,კედლებზე აქა-იქ შპალერი იყო შერჩენილი,ზოგგან წარწერებიც კი იყო,ნინე კუთხეში იჯდა და ტიროდა,მის წინ ლანგრით საჭმელი ეწყო,მაგრამ პირს არაფერს აკარებდა,რომ ეგონა ყველაფერი დასრულდა და ეღირსა ნორმალური ცხოვრება,ბედმა სადღაც მოუსვლელში მოისროლა. -რატომ არ ჭამ?ვიცი ძალიან გშია,საღამოა უკვე -საბა გაეთრიე აქედან -ნახე რა ოთახია,ყველანაირად ვიზრუნეთ,რომ კომფორტულად მოწყობილიყავი -მეზიზღებით ყველა! -შენს თავს დააბრალე,ნინე ჩემო საყვარელო,ჩემს ძმას გული ძალიან ატკინე,ამიტომ ახლა პასუხი უნდა აგო. -ვისზე საუბრობ,არ მესმის -ბოსზე,მის ვინაობას დიდი ხანი ვერ გაიგებ,არც სურს,რომ შენ ეს იცოდე,ჯობია ჭამო თორემ შიმშილი კარგს არაფერს გიზამს. -ყველაფერზე მოგთხოვთ პასუხს,დაუსჯელი არცერთი დარჩებით -იცი რა?დაუსჯელი შენ არ დარჩები,მეტიჩარა და სხვის გრძნობებზე მოთამაშევ,გულის ამრევია შენი საქციელი,არა ვიღაცამ ხომ უნდა მოგთხოვოს პასუხი,შენ არ გქონდა ამის უფლება,არა,გესმის? -შენ ვერ მიკარნახებ რისი უფლება უნდა მქონდეს და რისი არა. -დღეიდან ჩვენ განვაგებთ შენს ცხოვრებას,დაიმახსოვრე,დაივიწყე სიმშვიდე და იფიქრე სხევბზე,შენმა ეგოისტურმა და შენს თავზე შეყვარებულმა დაღუპა ყველა,განსაკუთრებით კი შენ დაზარალდი. -გამიშვი -აუჰ,ეს რა მოგინდომებია,თუ გაგიშვებ,იმ შემთხვევაში ქუჩაში, სახლში, მეგობართან ყველგან სადაც გადადგამ ნაბიჯს შენს გვერდით იქნება ის. -ვინ ის? -ბოსი -ერთი ცალი თვალით დამანახა ვინაა ეგ თქვენი ბოსი. *** მთელი ღამე კოშმარებში გაატარა,ასე ექვსი საათი იქნებოდა ოთახში ნიღბიანი მამაკაცი,რომ შევიდა,ნინეს ხელი მოკიდა და ოთახიდან გაიყვანა. -რატომ გაგყავარ?-გაკვირვებულმა ჰკითხა და გაიფიქრა მეშველა,მსხნელი მომევლინაო. -უკეთეს ოთახში გადამყავხარ-მიუგო ნიღბიანმა ბოხი ხმით,აშკარად ცდილობდა საკუთარი ხმის შეცვლას. -არ იყო საჭირო,იქაც კარგად ვიყავი -ნუ მეტლიკინები გოგო!-გაბრაზდა მამაკაცი -თვალებში რატომ არ მიყურებ?-ჰკითხა ნინემ და სცადა სახეზე შეეხედა,მაგრამ მამაკაცი თავს არიდებდა.-მაგ ნიღაბში მარტო თვალები და პირი გიჩანს და ეგ მაინც დავინახო-სიმწრის ღიმილმა გადაჰკრა ბაგეზე -არაა საჭირო,როცა დრო მოვა ყველაფერს გაიგებ-ისევ ხმის შეცვლა სცადა ნიღბიანმა,მის ბოხ ხმაზე ნინეს ტანში სცრიდა,მაგრამ ცდილობდა შიში დაეფარა,არ სურდა მსი წინაშე უმწეო და დამფრთხალი გამოჩენილიყო. -მე ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და დიდხანს ვერ გავძლებ -შენთვისვე აჯობებს თუ გაჩუმდები-მოთმინების ფიალა ევსებოდა ნიღბიანს -რომ არ გავჩუმდე?-არ წყვეტდა ნინე,ნიღბიანმა ვეღარ გაუძლო და კედელთან ააყუდა.-მე შენს თვალებს ვხედავ-დაეკრიჭა ნინე-და მგონი სადღაც მინახავს,რა უნდა მოხდეს,რომ ეგ მზერა დამავიწყდეს.-ნიღბიანმა სახე ახლოს მიუტანა და ცოტაღა აკლდა მისი ტუჩები ნინეს შეხებოდა.-არ მაკოცო -და,რომ გაკოცო-ჭინკები აუცეკვდა თვალებში და ოდნავ შეეხო მის ათრთოლებულ ქვედა ტუჩს. -გამიშვი-სცადა მამაკაცის მოცილება,მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდა,ცოტახანი კიდევ აწვალა ნიღბიანმა,მაგრამ შეეცოდა და ჩამოსცილდა. -სწრაფად გამომყევი უკან,ამდენი დრო არ მაქვს -იმისთვის ხომ გქონდა? -ნინე! -რა? -არ გამაბრაზო თორემ დაისჯები -დასჯილი არ ვარ?,მეტი რაღა უნდა გააკეთო-გაოცებული სახით შეხედა მან-ერთი თხოვნა მაქვს -რა? -ეგ შავი რაღაც მოიცილე სახიდან -თქვენი თხოვნა ვერ შესრულდება ქალბატონო-თვალი ჩაუკრა და ოთახის კარი შეაღო,წინა ოთახისგან განსხვავებით ეს ნამდვილად ჰგავდა ოთახს,ნინე გაოცებული შეჰყვა მამაკაცს და ინტერესით მოათვალიერა ყველა კუთხე კუნჭული. -გუშინ იქ რატომ შემაგდეთ? -აბა ეგრევე კომფორტს ხომ არ მოგიწყობდით,პატარავ -პატარას ნუ მეძახი,რეგვენო,მშიშარა. -მე არ ვარ მშიშარა-დაუბღვირა მან -მაშ ეგ ნიღაბი მოიცილე და დამენახე აბა რა ბიჭი ხარ-მიუგო ნინემ -აუჰ,მოინდომა გოგომ მთვარეზე! -წადი,წადი მშიშარავ -ნინე,შენს უკან ძალიან კომფორტული საწოლი დგას,სახლში კი არავინაა,ასე,რომ-ქვედა ტუჩზე იკბინა და თვალი ჩაუკრა. -ასე,რომ გადი უნდა დავიძინო,ძალიან დაღლილი ვარ,მთელი ღამე კოშმარებში გავატარე,დამდე პატივი და დამასვენე. -აუჰ,პატივი დაგდო?-ახარხარდა ნიღბიანი-იცი რამდენი ხნით იქნები აქ?-ჰკითხა მან-საბას არ უთქვამს? -არა-ინტერესით აღსავსე თვალები მიაპყრო და მის პასუხს დაელოდა -არ ვიცი-ისევ ახარხარდა -ფუ,გადი მოშორდი -კარგი,მივდივარ და დაისვენე შენ,შხაპი მიიღე,საღამოს ამოგაკითხავ -დაიცა საჭმელი? -შენ ჭამაც გინდა?-ცინიკურად შეხედა ქალს -რავიცი აბა -საბა შემოგიტანს,წავედი -მოუსვლელში? -არა აქვე გვერდით ოთახში-თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა. *** -აჰა ჭამე-ლანგარი დაუდო საწოლზე და ოთახიდან გასვლა დაპირა როდესაც ნინემ გაბრაზებული ხმით უთხრა -ცოტა ზრდილობიან ფორმაში -გემრიელად მიირთვი,გისურვებ ლუკმა არ გადაგცდენოდეს-დაეკრიჭა და ოთახიდან გავიდა,ნინეს ნერვები მოეშალა და ლანგარი საწოლიდან მოისროლა,ხმაურზე ოთახში ნიღბიანი მამაკაცი შემოვარდა და ნინეს მივარდა. -შენ რა მეთამაშები?-დაუღრიალა მან ბოლო ხმაზე-შიმშილობ? -დიახ,იქნებ თავი დავაღწიო ჯოჯოხეთს -ჯერ სად ხარ,ჯოჯოხეთი მერე უნდა ნახო-გაეკრიჭა მამაკაცი-როცა გაიგებ ვინ ვარ-მიუგო და დაიხარა იატაკიდან ლანგრის და ნამსხვრევების ასაკრეფად -ასეთი ვინ ხარ?-ჰკითხა ნინემ,ინტერესი ჰკლავდა,უნდოდა მივარდნოდა და შავი რაღაც ჩამოეგლიჯა სახიდან. -ჯერ ვერაფერს გეტყვი-მიუგო ცოტახნის შემდეგ და ოთახიდან გასვლა დააპირა როდესაც ნინემ შეაკავა -მითხარი,ის მაინც ვიცოდე ვინ გამიმეტა ასე-თვალები აემღვრა -ნუთუ სულ არ გებრალები-საყელოში ჩაებღაუჭა მამაკაცს -ნინე გეყოფა-გაღიზიანდა ნიღბიანი და სცადა თავიდან მოეცილებინა,მაგრამ ნინე მთელი ძალით ებღაუჭებოდა -ამით ვერაფერს მიაღწევ,გესმის?!-დაუღრიალა მან და ქალი მოიცილა-საერთოდ არ მებრალები,შენ არ შემიბრალე და მერე რატომ მთხოვ?-მასაც აემღვრა თვალები -დემე!-აღმოხდა სასოწარკვეთილს და თავი შეუძლოდ იგრძნო,ფეხებში ძალა წაერთვა. -ახლა მიხვდი?-ჰკითხა სასოწარკვეთილმა-წესით აქამდეც უნდა მიმხვდარიყავი -შენ ასეთი არ იყავი-ცრემლები წამოსცვივდა ნინეს,დემე კი სიძულვილით აღსავსე თვალებით უყურებდა და ზიზღის მეტს არაფერს გრძნობდა. -ჰა ჰა ჰა,როგორ გამაცინე,აბა რას მოელოდი ჩემგან,როდესაც ჩემს ცოლობაზე უარი თქვი -მაშინ დაბნეული ვიყავი და არ ვიცოდი რა იყო სწორი -და შენი გადაწყვეტილება უფრო სწორი იყო ვიდრე ჩემი ცოლობა? -გულს მტკენ-მიუგო ნინემ და მუხლებზე დაემხო -აბა მე მკითხე,ჩემს გულშიც ჩაიხედე,რატომ მოიქეცი ეგოისტურად-სახიდან მოიძრო ნიღაბი და კუთხეში მოისროლა,ახლა კარგად ხედავდა ნინე მის დატანჯულ სახეს,ცრემლიან თვალებს და უფრო უმძლავრდებოდა გულის ტკივილი,დემეს მწვანე თვალებში მხოლოდ სიძულვილი და შურისძიება იყო და ამან ნინე ძალიან ააღელვა,კუთხესთან მოიკუნტა და თავი მუხლებში ჩარგო,დემე მიუახლოვდა და მის გვერდით დაჯდა იატაკზე.-არ ვიმსახურებდი ამას-თქვა ბოლოს დემემ-შენთვის საბაბი არ მომიცია,რომ ასეთ შედეგამდე მივსულიყავით,მითუმეტეს როცა წლებია გვიყვარს ერთმანეთი. -სწორედ ამან შემაშინა დემე!-ხმის კანკალით მიუგო მან-სიყვარული ძალიან სწრაფად ცვდება და შემეშინდა,რომ ადრე თუ გვიან დაგკარგავდი -ნინე ნუ ცრუობ,მეტყოდი მაგას,აუხსნელად არ მიმატოვებდი,მაგრამ შენ სხვა მიზეზი გაქვს,ალბათ სხვა შეგიყვარდა,მაგრამ ბედნიერებას მე არ გაღირსებ,შენც ისე უნდა დაიტანჯო როგორც მე ვიტანჯები,შენ არაფრის ღირსი არ ხარ.ერთი ის იცოდე,რომ ჩემი სიყვარული არასოდეს გაცვდება რადგან ღრმა და წრფელია შენისგან განსხვავებით,მე ნამდვილად მიყვარხარ,მაგრამ უკვე აღარ ვიცი უნდა მიყვარდე თუ არა. -ამას ნუ ამბობ გთხოვ! -აბა რა გინდა,რომ ვთქვა?-სახე დაებრიცა დემეს-გითხრა,რომ ძალიან მიყვარხარ და ჭკუას ვკარგავ შენზე?,არა ამას ვერ ეღირსები,სიკვდილამდე ჩემთან იქნები,მაგრამ ერთ თბილ სიტყვასაც ვერ ეღირსები ჩემგან. -გთხოვ!-ამოილუღლუღა ნინემ სასოწარკვეთილმა და თვალები ძლიერად დახუჭა -ნურაფერს მთხოვ,ნინე!-მიუგო მკაცრი ხმით-ყველაფერი დასრულდა ჩვენს შორის,რასაც სიყვარული ჰქვია,თუკი შენთვის ტანჯვა იქნება ჩემს გვერდით ყოფნა ეს მე უფრო მეტ ბედნიერებას მომანიჭებს.-მიუგო მან და ფეხზე წამოდგა. -ასეთი უგულო როგორ ხარ? -მე არ ვარ უგულო,შენ მომექეცი უგულოდ,მთელი სიცოცხლე ერთ ქალს შევწირე და ხელი მკრა,შენ ჩემ ადგილზე რას იზამდი? პასუხს არ მომთხოვდი? -მე.. -გისმენ ნინე -გადი -გავალ უბრალოდ იცოდე,რომ საშველი აღარაფერს აქვს,ყველაფერი დასრულდა შენთვის რაც ბედნიერებასთან ასოცირდება,სულ ვინ გელოდება გარეთ შიგნით მე ვარ. * * * ყველას ცხოვრებაშია სირთულეები რომლის გადალახვაც ხშირად ძალიან რთულია,მაგრამ საბოლოოდ გადაულახავი არაფერი რჩება,მაგრამ ხშირია გულის ტკენა და დამცირება,რაც სიყვარულშია ყველაზე მეტად.რთულია საყვარელი ადამიანის დაკარგვა და კდიევ უფრო რთული მისი დაბრუნება.არავის ახარებს გადაწყვეტილება სიყვარულის წინააღმდეგ.სიყვარული ხომ ფაქიზი გრზნობაა,რომელიც დაცვას და მოფრთხილებას საჭიროებს,ან ძალიან მტკიცეა ან ძალიან სუსტი,შეიძლება მალე დაიმსხვრას და შეიძლება საუკუნეებს გაუძლოს და იმ ქვეყნადაც იარსებოს,თუკი ადამიანები მოინდომებენ,რომ ერთმანეთი ძლიერად უყვარდეთ ამას წინ ვერაფერი აღუდგება,რადგან სიყვარული თვით ღმერთია და ღმერთზე ძლიერი დედამიწაზე არაა არავინ სულიერი.ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ ჩვენს გრძნობებს,რომ არ გაქრეს.სიყვარულის არსს იქამდე ვერ ჩავწვდებით სანამ ნამდვილს არ გამოვცდით,იქნებ მერე მაინც მოვეგოთ გონს და დავინახოთ ყველაფერი რეალურად. ნინეს გრძნობები კი ქვესკნელიდან აღწევდა,სადღაც დაკარგული სიყვარული თითქოს ნაპირზე ტივტივებდა,წყლის სიღრმეში ჩასული მაღლა ამოტივტივდა,ბოლოს მაინც ვერ გაუძლო და ვულკანივით ამოხეთქა,რატომ იკავებდა თავს ამდენ ხანს?რაში დასჭირდა?ამაზე პასუხი თვითონაც არ ჰქონდა,მაგრამ გულის ასეთ ტკივილს ვეღარ უძლებდა,ნეტავ სულ არ გამოჩენილიყო დემე,მაშინ ხომ აღარ გამოჩნდებოდა ჩაკლული სიყვარული.საწოლზე იწვა და ემბრიონივით იყო მოკუნტული,ცრემლებს ვერაფრით იკავებდა,როცა დემეს თვალები წარმოუდგებოდა ცრემლებიც უფრო მეტად სცვიოდა,ლამის წამოხტა და ოთახიდან გავარდა,მაგრამ კარი ხომ ჩაკეტილია,რომც მივარდნოდა გარეთ ვერ გააღწევდა.რამდენიმე საათი გავიდა,მაგრამ არავინ ჩანდა,არც საბას მოუკითხავს და დემეზე,ხომ ლაპარაკიც ზედმეტია,ნინე კი შიმშილით ძალიან შესუსტდა და აღარაფრის ძალა აღარ ჰქონდა,დაღლილს და თვალებ ატკიებულს ჩაეძინა.აცივდა და მძინარე ცახცახმა აიტანა,რომ ჩაეძინა ერთი საათი იყო გასული კარი გაიღო და დემე შემოვიდა ოთახში,რომ დაინახა ნინეს ეძინა და არაფერი ეფარა,არადა კანკალებდა,პლედი დააფარა,შუბლზე ეამბორა და ოთახიდნა გავიდა.როდესაც კიბეებზე ჩადიოდა საბა გადაეღობა -როგორაა?-ჰკითხა საბამ და საფეთქლებზე მოიჭირა ხელები -ნინეს ძინავს,შენ რა მოგივიდა?-ჰკითხა აღელვებულმა დემემ -არაფერი,თავი ამტკივდა,მაგას დღესაც არაფერი უჭამია ცუდად არ გახდეს ბიჭო! -მე რა ვუყო,ძალით ვაჭამო?-დაუბღვირა დემემ -დააძალე,რომ შეჭამოს ხელებში გინდა ჩაგაკვდეს? -არაფერი მოუვა-დარწმუნებით განაცხადა დემემ და მისაღებში შევიდა. -სიევ გიყვარს ხო-დააწია სიტყვები საბამ -ტელევიზორი ჩართე? -კი,მაგრამ საინტერესო არაფერი იყო და გამოვრთე,არ გინდა მითხრა? -რა? -გიყვარს ხო-გაუმეორა ისევ საბამ-თუმცა რა დაგავიწყებდა,ის ისეთი ლამაზია -მარტო სილამაზე რას შეძლებს თუკი შინაგანად არ ვარგა-თქვა და სამზარეულოში შევიდა წყლის დასალევად -რომ დაინახე,არ მოგინდა,მის გვერდით ყოფნა? -თავბრუ დამახვიე კითხვებით საბა,თუ კაცი ხარ შემეშვი რა-შეღონდა დემე -არა აშკარად არ გინდა პასუხის გაცემა რადგან შენც კარგად იცი,რომ სურვილი გკლავდა -არ გაჩუდმები?-შეუბღვირა დემემ და წყალი დალია -კარგი-დადუმდა საბა-მაგ -საბა! -კარგი ხო-ტუჩებზე აიფარა ხელი-უი ხო მართლა კეკემ დაგირეკა,ნინე დააბრუნოსო -მერე შენ რა უთხარი? -რა და ჯერ ცოლად მოიყვანოს და მერე მეთქი-დაეკრიჭა საბა-მერე შენ მოგიყვან ცოლად და ასე.-ახარხარდა -რა?-აჰყვა დემეც-კეკე და შენ?-სიცილით კუჭი ასტკივდა და ცრემლები წამოსცვივდა -ხო რაიყო?-გაიოცა საბამ -მაგას ჰყავს ვიღაც -აუჰ შემაშინე ,მერე რა დავაშორებ,თუ საჭირო გახდა მაგასაც მოვიტაცებ -რაღა დროს მოტაცებაა თუ ძმა ხარ -ნინეზე რაღას იტყვი? -არ მომიტაცია,ის ჩემია-ახლა საბას აუტყდა სიცილი და მუხლებში ჩაიკეცა -ხანდახან რა კარგად ხუმრობ ხოლმე,ცხონებული ბებიაჩემი მახსენდება.-სკამზე ჩამოჯდა და ღრმად ჩაისუნთქა,რომ სული მოეთქვა,თორემ ყველაფერი ტკიოდა სიცილისგან. -მისამართი ხოარ უთხარი? -კი,აბა რას ვიზამდი,წუთი წუთზე აქ იქნება -რა?-დაიღრიალა ბოლო ხმაზე დემემ-სულ გაგიჟდი? -მერე რა მოხდა,თავისი მეგობრის ნახვა ავუკრძალო? -გამასწარი ახლა თორემ,შენგან აღარაფერი დარჩება -კარგი მივდივარ-სკამიდან წამოხტა და სამზარეულოდან გავარდა.დემე კი გაგიჟებული გაჰყვა უკან და სახლიდან გავარდა,მანქანას ეცა და ჩაჯდომა დააპირა,როდესაც ვიღაცამ ხელი დაადო მხარზე -დემე!-მიუგო მკაცრი ხმით -კეკე აქ რა გინდა?-ჰკითხა დემემ და სახლში შეიყვანა -რა გინდა ნინესგან?-ჰკითხა მან როდესაც დივანზე დასხდნენ,საბაც მათ გვერდით იჯდა და კეკეს უყურებდა. -ეს შენ არ გეხება -რას ქვია არ მეხება-გაგულისდა კეკე-გაგიჟდი? -კი გავგიჟდი,შენი მეგობრის ქცევებმა გამაგიჟა -დაწყნარდი და ყველაფერს ცივილიზებულდ შეხედე,დიდები ვართ უკვე და არ გვეკადრება ასეთი ბავშვური გამოხტომები -მართალია,კეკე-ჩაერია საბა-ვეთანხმები,ჯობდა ნორმალურად დალაპარაკებოდი და გაგერკვია რატომ მიგატოვა -ორივე ამიმხედრდით?-წამოვარდა დემე დივნიდან და ბოლთის ცემას მოჰყვა -დაჯექი დამშვიდდი,აქ იმიტომ მოვედი,რომ ყველაფერი გავარკვიოთ,ნინეს დაუძახე მისი ნახვა მინდა -ზძინავს-მიუგო საბამ -აუცილებლად უნდა ვნახო,დაველოდები -როგორც გინდა-მიუგო დემემ გაბრაზებული ხმით და კიბეებზე ავიდა. კეკეს ლოდინმა დიდხანს მოუწია,მაგრამ ამად ღირდა რადგან მისი ნახვა ნინეს დაეხმარა ტკივილი გაეყუჩებინა და ოდნავ ეგრძნო შვება.სულის სიმშვიდე და მეგობრის სითბო. -ძალიან გაგაწვალა ხომ-მიუგო კეკემ სიბრალულით აღსავსე თვალებით და ხელი ხელზე დაადო თანაგრძნობის ნიშნად. -მაგას ვინ ჩივის,კეკე!-თქვა და ამოიოხრა-დიდი შეცდომა დავუშვი-თავი დახარა და იატაკს მიაშტერდა. -რატომ?-ჰკითხა კეკემ და ეჭვით შეხედა-ისევ გიყვარს?-მიაცქერდა გამომცდელის მზერით -კი-ძლივს თქვა ნინემ და თვალები აუცრემლიანდა-არ ვიცი შეცდომა რითი გამოვასწორო. -ჩადი და უთხარი-მიუგო კეკემ და ფეხზე წამოდგა-ახლავე!-თქვა მკაფიოდ და კარი გააღო-აქვე დაესმევა ჯოჯოხეთს წერტილი,მინდა ყველას გვეღირსოს ბედნიერი ცხოვრება,ბოლოს და ბოლოს ხომ ვიმსახურებთ-ეჭვისთვალით შეხედა და საწოლიდან წამოდგომაში დაეხმარა.კიბესთან,რომ იდგნენ უკვე,ნინე შეყოვნდა და უკან მიბრუნდა. -დავბრუნდეთ,რაც არის არის!-თქვა მან,მაგრამ კეკემ არ დაანება -ნუ ხარ სულელი-ხელი მოკიდა და კიბეებზე ჩაიყვანა.როდესაც დემემ დაინახა ნინე თვალები სიბრაზით აენთო და ხელები მომუშტა. -რატომ ჩამოიყვანე?-ჰკითხა კეკეს გაბრაზებული ხმით-გგონია გაგატან? -დემე!-მკაცრად მიუგო კეკემ-ნინეს რაღაცის თქმა სურს,ძალიან გთხოვ მოუსმინე-დემეს დაბნეულობა აღებეჭდა სახეზე და ეჭვისთვალით შეხედა ნინეს.დივნიდან საბა წამოდგა და კეკე გვერდით ოთახში შეიყვანა.ნინე და დემე მარტო დატოვეს,რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო ყველაფერი,ან ძალიან კარგად ან ძალიან ცუდად. -გისმენ!-დივანზე ჩამოჯდა დემე და ფეხი ფეხზე გადაიდო,ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა თითქოს არ აინტერესებდა ნინეს აზრი და კეკეს ხათრით დასთანხმდა. -ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრა და გულისყურით მომისმინე!-ოდნავ მკაცრად მიუგო ნინემ. -ჩემს გვერდით დაჯექი-ნინე არ შეკამათებია და დემეს გვერდით ჩამოჯდა,ძალიან ღელავდა და არ იცოდა საიდან უნდა დაეწყო-იტყვი თუ არა-გაცხარდა დემე და დივნიდან წამოვარდა. -თუარ დამშვიდდები ვერაფრის თქმას ვერ მოვახერხებ-აკანკალებული ხმით მიუგო ნინემ,დემე გაჩერდა და ნინეს დაუწყო ყურება. -კარგი-თქვა მან-გელი. -ვიცი,რომ ძალიან გატკინე გული და,რომ უგულო ყველაფრის ღირსი ვარ,მაგრამ შენი სიყვარულის ღირსი მაინც გამხადე?-ცრემლები წამოუვიდა -ჩემი სიყვარულის ღირსი?-ჩაეცინა დემეს-როდის აქეთ ითხოვ ჩემგან სიყვარულს,მოიცა მეღირსა და დამიფასდა ღვაწლი? -რა ღვაწლზე მელაპარაკები? -შენ შეგიყვარე,ასეთი ღვაწლის ჩამდენი არავინ იქნებოდა თუ არა- მე,ყველაზე სულელი ადამიანი,ყველაზე მეტად იმაში შევცდი შენ,რომ შეგიყვარე. -გაჩუმდი-აღმოხდა სასოწარკვეთილს-მხოლოდ ახლა მივხვდი,რომ მთელი არსებით მიყვარხარ და შეცდომა დავუშვი,რომ მიგატოვე,ჩემი ბრალია და შენ არ გაბრალებ,მაგრამ ასეთი უგულოც ნუ იქნები და გულს ნუღარ მატკენ,ხომ ხედავ სადამდე დავეცი,ჩემი ფეხით მოვედი იმის სათქმელად,რომ მიყვარხარ! -და შენ მაგას დაცემას ეძახი?,გიყვარვარ და ამის თქმის სანაცვლოდ მიწაზე ენარცხები?ეს არაა შეწირვა საკუთარი კეთილდღეობის,სიყვარულისთვის. -შენთვის გამიჭირდა თქმა,დიდი ხნია მიყვარხარ,მაგრამ ერთხელ,რომ ვიგრძენი ამ გრძნობის საშიშროება,იმიტომ ავერიდე. -იცი რა არის ნამდვილი სიყვარული?,როცა არ უშინდები მის არცერთ განსაცდელს. -ესეც ერთგვარი განსაცდელია-ამოილუღლუღა მან -ასე ძალიან,რომ არ მიყვარდე ალბათ,... -ალბათ?-დემე მივარდა და ბაგეზე დააცხრა. -ალბათ მოგკლავდი,მაგრამ ,რომ მიყვარხარ რა გავაკეთო? -მაკოცე-ეშმაკურად შეხედა ნინემ და ძლიერად ჩაეხუტა.-მაპატიე ხომ,ხომ მაპატიე?-ლუღლუღებდა იგი მის მკერდზე თავ დაკვესებული. -მეტი აღარ შემიძლია.-თქვა დემემ და ძლიერად მოხვია ხელები -მაპატიე! -გაჩუმდი! -ხომ მაპატიებ?-ახედა ქვემოდან,საწყალის თვალებით. -კი,სხვა გამოსავალი არაა,იმდენად ცუდი ხარ -ცუდი ვარ? -კი,ადამიანებს არ აძლევ უფლებას გადაგიყვარონ. -მაგის უფლებას აღარასდროს მოგცემ-ხელები შეხვია სადამდეც გაწვდა და თვალები კმაყოფილს დაეხუჭა.-რა ტკბილი და საამო ყოფილა სიყვარული-ჩაილაპარაკა თავისთვის და გულზე აკოცა,დემეს ეკლებმა დააყარა და ლამის შემოეჭყლიტა,სიფრიფანა ქალი.ცოტახნის შემდეგ კეკე და საბა დაბრუნდნენ მისაღებში და,რომ დაინახეს მშვიდობა იყო და სახსალამათი იყო ორივე,კმაყოფილმა გადახედეს ერთმანეთს. * * * -დავიღალე-წუწუნებდა ნინე -რამ დაგღალა გოგო ჯერ სად ხარ-სიცილით უთხრა კეკემ-აარჩიე კაბა? -აუ არ ვიცი,ყველა ლამაზია -აიღე ახლა რომელიმე თორემ მოგკლავ -კარგი ეს იყოს მაშ-როგორც იქნა აღირსა კეკეს ნინემ კაბის არჩევა და ორივე ძალიან დაღლილი და ემოციებით სავსე დაბრუნდა სახლში. * * * -ჩემზე ლამაზი დედოფალი არავის ეკოლება გვერდით-მიუგო თვალის ჩაკვრით დემემ საბას. -შენზე სიმპატიური მეფე კიდევ არავის-ეშმაკურად შეხედა კეკემ-კარგით მორჩა,ტიკ ტიკი,ეკლესიაში არ დავაგვიანოთ. -არის უფროსო!-მიუგო დემემ და ოთახში შევარდა,საბაც გაჰყვა,რომ გამზადებულიყვნენ.კეკე კი სწრაფად გავარდა სახლიდან,რომ ნინესთან მისულიყო,თორემ რომ დაეგვიანა ნინე დაახრჩობდა. -რას ვეღირსე-უთხრა ნინეს როდესაც კაბა გადააცვა და უკრავდა.-რა ლამაზი ხარ-თქვა და ძლიერად ჩაეხუტა,გული აუჩუყდა. * * * -თქვენ უკვე კანონიერი ცოლ-ქმარი ხართ,შეგიძლიათ აკოცოთ პატარძალს პ.ს წაიშალა რამდენი თავი და ამიტომ ვდებ სრულად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.