შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე (15) დასასრული


17-10-2015, 15:25
ავტორი Anye-Any
ნანახია 5 100

ადამიანის ცხოვრებაში ბევრი ცუდი შეიძლება მოხდეს,მაგრამ ვფიქრობ არასოდეს უნდა დაჯაბნოს ტკივილმა,როგორც არუნდა დაგამცირონ და გადაგთელონ,მაინც უნდა იპოვო საკუთარ თავში იმის ძალა,რომ ფეხზე წამოდგე და სიცოცხლე განაგრძო,აპატიო მათ ვინც გატკინეს,პატიება ყოველთვის გვეხმარება უკეთ ცხოვრებაში,შეიძლება შეცდომა დაუშვა,უშეცდომო არავინ ვართ,მაგრამ უნდა შეგვეძლოს ყოველთვის შეცდომის აღიარება და პატიების თხოვნა,თუ ბრძოლა გახდა საჭირო იმისთვის, რაც გულით გვინდა უნდა ვიბრძოლოთ კიდეც,მაგრამ იბრძოლო იმითსვის რაც უკვე აღარ მოხდება და რასაც უკვე წარსული ჰქვია სისულელეა,თუმცა იმას მაინც ვერ დააბრალებ საკუთარ თავს,რომ მებრძოლა სხვანაირად გამოვიდოდა ყველაფერიო,სულიერად გამოვიფიტე,ყველანაირი გრძნობა გამიქრა რაც კი არსებობდა,სრულიად უემოციო გავხდი,ტკივილს დავემონე,ვცდილობდი მეპოვნა საკუთარ თავში ძალა,რომ მეარსება,მაგრამ იმდენად დიდი იარა მქონდა გულში,რომ ამ ძალის პოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა.თვალებს როცა ვხუჭავდი ყოველთვის მისი ღიმილი წარმომიდგებოდა ხოლმე,მეღიმობოდა მის მიერ ნათქვამ თბილ სიტყვებს და დაპირებებს რომ ვიხსენებდი.წინ კიდევ 1 წელი მქონდა,შესაძლებელი იყოამ 1 წელიწადში ბევრი რამ შეცვლილიყო კიდეც,მაგრამ უკვე არაფერს ველოდი. რამდენიმე დღეში ჩემი დაბადებისდღე იყო,არაფრის თავი და ხალისი არ მქონდა,აკოსგან მოლოცვასაც არ ველოდებოდი.ვიცოდი თავის ნათქვამ არას არასოდეს გადააბიჯებდა,ხშირად ვფიქრობდი იმაზეც რომ შესაძლოა პრინციპი არაფერშუაში იყო და აღარც ვუყვარდი,ან იქნებ მართლა სხვა იყო მის ცხოვრებაში და ჩემი დატოვებული სიცარიელეც მან შეუვსოთქო,ამის წარმოდგენისას თვალებს მაგრად დავხუჭავდი,ვცდილობდი ცრემლები აღარ გადმოვარდნილიყო და გავიღიმებოდი ხოლმე,მერე ღრმად ამოვოვისნთქებდი და საკუთარ თავს შევხედავდი სარკეში. როცა ადამიანი ისე ძალიან გიყვარს,როგორც მემიყვარდა ალეკო მისი ბედნიერებაც კი საკმარისი იქნებოდა იმისთვის,რომ მე ისევ გულიანად გამეღიმა და დავმშვიდებულიყავი,როცა მეცოდინებოდა,რომ ნამდვილად ბედნიერი იქნებოდა მართლა დავმშვიდდებოდი,მაგრამ როცა ვხედავდი,რომ ყოველდღე სვამდა,მთვრალი იყო და არაფერს ცდილობდა დალევის გარდა ორმაგად მიწამლავდა გულს. ყოველდღე ერთიდაიგივე უკვე იმდენად ამომივიდა ყელში,რომ ამ რუტინის შეცვლის მცდელობა ბევრჯერ დავისახე მაგრამ არაფერი გამომდიოდა.ყველაზე რთული სხვასთან კი არა საკუთარ თავთანაა ბრძოლა.თავს რომ არწმუნებ იმაში,რომ ყველაფერი კარგად იქნება,ამით არ მთავრდება შენი ცხოვრება და რაღაც ახალი აუცილებლად იქნება,რაც ამ დიდ ტკივილს გაგინელებს,მაგრამ ამ ეპატზე ამ ახლის ძიებასაც არ ვგეგმავდი. ხშირად სახლში მარტო დარჩენილს შუქის ანთებაც კი დამვიწყნია,სიბნელესა და სინათლეს უკვე დიდი ხანია მნიშვნელობას აღარ ვანიჭებდი,ორივე გამისულერთდა.ამას უკვე დეპრესიაც აღარ ერქვა,თითქოს მივეჩვიე ჩემს მდგომარეობას იმიტომ რომ ამას ვიმსახურებდი,ყოველთვის იმას იღებს ადამიანი რასაც იმსახურებს,არც მეტს და არც ნაკლებს,ჩვენს შეიძლება ვიწუწუნოთ იმაზე,რომ ეს მე არ დამიმსახურებია,მაგრამ დამიჯერეთ დაუმსახურებლად არც ბდენიერდებით და არც ვუბედურდებით. შემეძლო საათობით მარტო ჯდომა და ერთ წერტილს მიშტერებული მასზე ფიქრი.არ მბეზრდებოდა,თუმცა ვიცოდი ასე თუ გაგრძელდებოდა დიდი ხანი, უეჭველად თეთრ ხალათს მომახურავდნენ და ასათიანზე განმაწესებდნენ.უკვე სერიოზულად ფიქრობდა ნინო ჩემს ფსიქიკურ მდგომარეობაზე,რამდენჯერმე ზურასაც კი ილაპარაკა ამაზე.სხვებთან არაფერს ვიმჩნევდი,არ მინდოდა ვინმესთვის თავი მომებეზრებინა ჩემი უბედურებით და ვცდილობდი მათთან ღიმილით დამეფარა ჩემი ტკივილი,ვცდილობდი,მაგრამ რამდენად გამომდიოდა ეს აღარ ვიცი. დათო და ლიკა ხშირად ჩემს გვერდზე უხმოდ ისხდნენ და თვალებში მიყურებდნენ,დათოს ჩემი ხელი ეჭირა ხელში და მეფერებოდა,იცოდა სიტყვებით უკვე ვეღარფერს გახდებოდა. ერთ წერტილს მიშტერებულს ცრემლები რომ გადმომცვივდებოდა თვალებიდან მწმენნდა ხოლმე და ისევ უხმოდ მომიჯდებოდა გვერდზე.ხელს მაგრად მომიჭერდა ხოლმე ხელზე და ისევ ჩუმად იყო. მიუხედავად ამხელა ტკივილისა,თავი არასოდეს არავისთვის მომებეზრებია, ყოველთვის ვსწავლობდი სემინარებს და ისევ ისეთ სტუდენტად ვრჩებოდი როგორიც აკოს გამოჩენამდე ვიყავი. არვიცი ამას როგორ ვახერხებდი,მაგრამ ფაქტია რომ ამის ძალას ვპოულობდი საკუთარ თავში,ან იქნებ ეს ის მომენტი იყო ის 2 საათი,რომელსაც აკოზე ფიქრს ვპარავდი საკუთარ თავს.
-ჩემი პატარა უკვე 22 ხდება მალე!-მომეხვია გიგა
-ვბერდები!-გამეღიმა
-რას ბერდები გოგო,ჩვენს შორის ყველაზე პატარა შენ ხარ- მითხრა ელენემ
-აბა რა გინდა ახლა თქვი,არ მოგერიდოს,ეგრევე გვაჯახე-სიცილით თქვა ლადომ
-მე ვიცი რაც უნდა ამას,მარა ცოტა რთული იქნება-ვითომ იხუმრა თეკომ
ყველა დასერიოზულდა,აკოც იქ იდგა ისიც მიხვდა ალბათ მაგრამ არ შეუმჩნევია
-აუ,მაგრად მშია,წამოდით რა,რამე ვჭამოთ-სიტუაციის განმუხტვა სცადა გიგამ
-შენ სულ ჭამაზე როგორ უნდა ფიქრობდე
-აუ ხო! მეც მაგრად მშია-გიგას ხელკავი გამოვდე და გავიღიმე
-გეტყობოდეს მაინც რამე-გამომაჯავრა ლადომ
კაფეში დავსხედით და გემრიელად ვჭამეთ. ყველანი ისე ვიქცეოდით ვითომც აქ არაფერიო,უვე ყველა შეეგუა მგონი ამ სიტუაციას.ყველა ყველას ველაპარაკებოდით, მხოლოდ ჩემსა და ალეკოს შორის იყო მუდმივი დუმილი. ხანდახან თუ გამომხედავდა ხოლმე,ისიც უემოციოდ,იცინოდა ხუმრობდა,არაფერი ეტყობოდა,რომ განიცდიდა ან რამე მსგავსი გრძნობა ჰქონდა. ცოტახანს კიდევ ვილაპარაეთ,აიჩემეს შენი დაბადებისდღე უნდა ავღნიშნოთ და სადმე წავიდეთო,მაგრამ ჩემს ბავშვებს უკვე მოფიქრებული ჰქონდათ ყველაფერი,ორად ხომ ვერ გავიხლიჩებოდი
-ნუ შეწუხდებით ჩემებმა უკვე მოიფიქრეს,ამიტომაც ყველას იქ გეპატიჟებით
-ანუ დაგვასწრეს??-იწყინა გიგამ
-რა სისულელეა,რა მნიშვნელობა აქვს სად ვიქნებით,მთავარია ერთად ვიყოთ,გამიხარდება თუ მოხვალთ
-მოვალთ აუცილებლად-კოცნა გამომიგზავნა სალომემ
დათომ და თემომ აიჩემეს ბიძაჩემის ლაუნჯში წავიდეთო,ყველაფერი მოუგვარებიათ,მე არ მინდოდა არ მქონდა მაგისი განწყობა,მაგრამ იმდენად მოინდომეს უარს ვერ ვეტყოდი.
საღამოს სახლში კომპიუტერის წინ ვიჯექი. 12 ის ნახევარი იყო,სალომეს ვემესიჯებოდი
-ჩემი გოგო 30 წუთში 22-ის ხდება! მიბერდები დაო!
-აბა დაო-გამეცინა
-ნეტავ მოგილოცავს?
-არამგონია
-აუ,მაგან თუ ეგ იკადრა იმენა აი მერე ვსიო რა მართლა!
-არიცი რომ იკადრებს?-ისევ გამეცინა
-რა გულქვაა ღმერთო ჩემო!
ჩვენს მიმოწერაში ნახევარი საათიც მიილია,პირველი რა თქმა უნდა სალომემ მომილოცა, შემდეგი დათო იყო,მას მოყვნენ ნინო და გიგა შემდეგ კი ჩემი გოგოები.უამრავმა ადამიანმა მომილოცა,თითქმის ყველამ ვისაც კი ვიცნობდი. ჩემი გვრერდი აჭრდელდა მოსალოცი პოსტებით და ვიდეოებით.მხოლოდ ის არ მილოცავდა მიუხედავად იმისა,რომ ქსელში იყო,იცოდა მაგრამ ფეხებზე ეკ*და. ცოტახანში ფეერვერკების ხმა გავიონე და აივანზე გავვარდი,ჩემი ბავშვები იდნენ გარეთ ისეთი ლამაზი იყო ცა,ყველა ჩემს სახელს ყვიროდა და მილოცავდნენ.გული სიხარულით ამევსო,ამდენი ხნის შემდეგ გულწრფელმა და ბედნიერმა ღიმილმა გადამირბინა სახეზე. დაბლა ჩავვარდი და ყველას მოვეხვიე.
-გილოცავ ჩემო პატარა! მინდა სულ ბედნიერი და გახარებული იყო-ყვიროდა დათო
ყველა ემოცია ერთიანად მომაწვა,არ მიტირია,ან რომც მეტირა ეს უკვე ბედნიერების ცრემლები იქნებოდა. მალე ტორტით ხელში გამოჩნდა ლიკა,ამაზე სულ გადავირიე,სურვილი არ ჩამიფიქრებია ისე ჩავაქრე სანთლები,ჩემთან ამოვედით და ისე დავთვერით სულსიცილ-კისკისში გავათენეთ.
ბავშვებს მადლობა გადავუხადე და გავაცილე,ისეთი დაღლილი ვიყავი არაფრის თავი არ მქონდა.ტანსაცმლიანად ჩამეძინა.რამდენიმე საათში გამომაღვიძა ნინომ
-ნია,ადე დათო მოვიდა
-ვაიმე დამაძინეთ რა! მისკდება თავი
-ადე ქალო! ხო არ დაგავიწყდა ისევ შენი დაბადებისდღეა-სიცლით გადამაძრო საბანი
-ვაიმე დათო! პახმელიაზე არ ხარ?-გაბურძგნულმა წამოვყავი თავი და გამეცინა გამოწკეპილი დათო რომ დავინახე-ხოხ! რა სიმპა"წ"იური ხარ დავით!
-ადე,მიდი შედი ვანაში იბანავე და დავგაზეთ
წყალი გადავივლე,თმა გავიმშრალე. შავი ტანზე მომდგარი მოკლე კაბა ჩავიცვი,ფეხზე შესაფერისი ქუსლიანი ფეხსაცმელები ამოვიცვი. ამჯერად თავს მივეცი უფლება ცოტა მკვეთრი მაკიაჟი გამეკეთებინა,მუქი წითელი პომადა წავისვი,მოკლედ სარკეში რომ ჩავიხედე ჩემი თავით კმაყოფილი დავრჩი,თმები მაღლა ავიწიე და კოსად გავიკეთე.როცა მისაღებში გავედი დათომ პირი დააღო
-ვახ ჩემი!-გაეცინა
-დაგაბნიე?-გადავიხარხარე
-იმენა შოკი ხარ
ხელკავი გამოვდე და ლაუნჯში წავედით,ბავშვები უკვე იქ იყვნენ და გველოდებოდნენ.ყველა მოვიდა,მხოლოდ გიგა და ლადო არ ჩანდნენ.
-სალო,სად არიან გიგა და ლადო?
-არვიცი გოგო,ვურეკავ და გამორთული აქვთ
-სად დაეთრევიან ეგენი კიდე 9-ჯერ დავურეკე უკვე-წუწუნით თქვა ელენემ
ცოტა არიყოს მეწყინა მათი არყოფნა,მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია,ალბათ აკოს გამო შეიკავეს თავი რაც არუნდა იყოს მაინც მისი ძმაკაცები არიან. 1 საათში გიგამ დამირეკა
-ხო გიგა,სად ხარ?
-ჩემო ლამაზო,ჩემო პაწუწა კიდევ ერთხელ გილოცავ დაბიდუბის,ხომ იცი როგორ მიყვარხარ,მაგარი მთვრალი ვარ შენთავსგეფიცები
-მადლობა გიგა,სად ხარ?
-ახლა მოვედი სახლში,მე ლადომ და აკომ დავლიეთ,მაპატიე რა მაგარიმთვრალი ვარ და ვერ მოვედი
-არაუშავს გიგა,მიდი ახლა დაწექი არსად წაბოდიალდე
-ხო იცი როგორ მიყვარხარ,გულში და სულში
გოგონებს ვუთხარი სადაც იყვნენ გიგა და ლადო. საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა,ყველა კარგად გაერთო. გამთენიისას დავიშალეთ.გადაღლილი მოვედი სახლში,ფეხსაცმელები შემოსასვლელშივე მივყარე. არ მომილოცა,არც გავახსენდი.ამას ვიმეორებდი სულ გულში.დასვენების დღე იყო ამიტომაც უნივერსიტეტში არ მივდიდოი,ყველამ ის მკითხა ალეკომ მოგილოცაო? არამეთქის რომ ვეუბნებოდი ყველას ძალიან უკვირდა,თუმცა ამაში უკვე გასაკვირი აღარაფერი იყო.
კვირა დღეს არსად გავსუვარ,ლიკა ამოვიდა და აივანზე ვისხედით თბილი ამინდი იყო
-უკვე ხომ საბოლოოდ დარწმუნდი,რომ მაგ ბიჭზე ნერვიულობა არ ღირს?
-არც ვნერვიულობ,უბრალოდ ხომ ხვდები რა მომენტიცაა
-ვხვდები და ისიც კარგად ვიცი,რომ ისევ ტკივა.
-მივეჩვიე,როცა მეტირება მაშინ ვიღიმი ხოლმე და ვცდილობ ცრემლებს გასაქანი არ მივცე
-ჩემი ძლიერი გოგო! აბა რა ! იმან იდარდოს აქეთ! შენს თავს შეხედე და დააფასე ის რაც გაქვს,გამოჩნდება ვინმე სხვა და აი ნახავ რა მალე დაგავიწყდება ეს ყველაფერი,ცოტაც გინდა,სულ ცოტაც და ტკივილიც თავისით გაქრება.
ლიკა მართალი იყო,თუმცა ტკივილი კი არ ქრება ეჩვევი,დრო გადის და იძულებული ხარ შეეჩვიო. ამ ყველაფრის შემდეგ მართლაც,რომ უაზროდ მეოცნებე და ოპტიმისტიუნდა იყო,რომ გჯეროდეს ისევ მოვა.მე ამის უკვე დიდი ხანია აღარ მჯერა.
არვიცი რა იქნება ხვალ,ზეგ,ან მაზეგ,მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ვიცი,რომ ის არასოდეს მოვა, უკვე მეტისმეტია რაიმე იმედის ქონდაც კი. ვერასოდეს აიძულებ ადამიანს მეორედ შეგიყვაროს,ვერ ეტვი ისევ შემიყვარეო,უკვე იმდენად გამიცივდა ყველნაირი გრძნობა და ემოცია,ისიც კი არ ვიცი რომ მოვიდეს რას ვუპასუხებ. შეიძლება ერთ დღეს ინანოს კიდეც,ისევე როგორც მე ვინანე,მაგრამ ამასუკვე აღარ ექნება მნიშვნელობა.. უკვე როცა იღლები საკუთარ თავთან ბრძოლით იქ უკვე ყველაფერს კარგავს აზრი. ჩვეულებრივად განვაგრძობ ცხოვრებას,ვცდილობ იმაზე ვიფიქრო,რომჯერ ყველაფერი წინ არის და ყველა უბედურებას ბედნიერება მოსდევს თან.
ამ ისტორიით მინდოდა ყველა იმ გოგოსთვის მეთქვა ვისაც მსგავსი სიტუაცია აქვს,რომ დააფასეთ სანამ გყავთ და არასოდეს არავის და არაფრის არ შეგეშინდეთ,სიყვარული იმაზე ძლიერია რასაც შიში ჰქვია,თუ მართლა ნამდვილად გიყვართ არ დაკარგოთ და გაუფრთხილდით,ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა,იმისთვის რომ ვინმე დავკარგოთ. მიეცით შანსი,რომ მერე არ ინანოთ,იმას მაინც ვერ იტყვით ნეტავ ასე რომ მექნა ახლა რა იქნებოდაო,საკუთარ შეცდმობეზე ვსწავლობთ,ტკივილი გვაძლიერებს,რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებს.ჰო და კიდევ დრო არ კურნას ის იძულებულს გვხვდის შევეგუოთ...



____________________________
ყველას დიდი მადლობა ვინც კითხულობდით და გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი ტკკივილი,არავის ვუსურვებ მსგავსი ტკივილის გამოვლას,იმედი მაქვს,ბევრი ამ ისტორიის მაგალითზე ისწავლის იმის დაფასებას რაც გაგვაჩნია.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ამ ისტორიას ვკითხულობდი მაგრამ არასდროს დამიკომენტარებია... ბოლო თავი რომ წავიკითხე ასე მეგონა სულში ვიღაცამ შავი ბეჭედი დამისვა... არ მეგონა ასე თუ დამთავრდებოდა ეს ისტორია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ადამიანის სიამაყე დამღუპველია... მინდა ჩემი საყვარელი ფრაზა გითხრა და თავი ამით გაიმხნევო "ყველაფერი რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს" ცხოვრებას შეხედე მტკიცედ და უკან არასდროს დაიხიო და სიყვარულის გამო თუ ჩვენს სიამაყეს და სიჯიუტეს არ დავთმობთ ესეიგი არც გვყვარებია... ამ ისტორიამ ჩემს გულში დიდი ადგილი დაიკავა და არამგონია გული ასე კიდევ დამიმძიმდეს. ყოველთვის ძნელია საყვარელი ადამიანის დაკარგვა წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებ...

 


№2  offline წევრი kora

არადა ბოლო აბზაცის წაკითხვამდე იმედი მქონდა რომ ის დაბრუნდა. საწყენია, მაგრამ მაგ ბიჭს არ ეტყობა რომ უყვარდი, შეყვარებული ადამიანი დროის მერე გადააბიჯებდა საკუთარ პრინციპებს, მან კი ეს არ გააკეთა. მაგრამ ერთი დეტალი მაფიქრებს, ძალიან უცნაური მგონია ის რომ თქვენი საერთო ძმაკაცები დაბადებისდღეზე არ მოვიდნენ, მართალია მისი ძმაკაცები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში მიზეზი ჰქონდათ რატომაც უნდა მოსულიყვნენ შენს წვეულებაზე, ისინი კი ძმაკაცთან ერთად დათვრნენ, თანაც შენს დაბადები დღეზე, მაინც ვფიქრობ რომ მათ ძმაკაცთან დარჩენა მარტო იმიტომ ისურვეს რომ მისი ტკივილი გაეზიარებინათ, მგონია რომ ალეკოს თავს რაღაც ხდება, და განზრახ ცდილობს აგარიდოს ტკივილს და მისგან შორს გამყოფოს... არ გიფიქრია იქნება და რაღაც ისეთი ჭირს, რაც გატკენს და ცდილობს აგარიდოს...
P.S. თხოვნა მაქვს, თუკი ამ ისტორიის ბედნიერი ფინალი მოხდება, არ გამოგვაპარო ეს სასიხარულო სიახლე. მთელი გულით ვუსურვებ ნიას ბედნიერებას!
--------------------
kira.G

 


№3 სტუმარი Lana

კარგი მოთხრობა იყო. თუ რეალური ამბავია მინდა გითხრა, ცხოვრება გრძელდება და ალბათ ამ ისტორიამ გასწავლა რაღაც-რაღაცეები რასაც ალბათ მომავალში გაითვალისწინებ. ბედნიერებას გისურვებ.

 


№4  offline მოდერი Anye-Any

დღესდღეობით მშვიდად ვარ,მიუხედავად ამხელა ტკივილისა,ვცდილობ ვიცხოვრო და არ ვაძლევ თავს საშუალებას ისევ გავტყდე,არ ვიცი ალეკოს რა ტკივილი აქვს,ვფიქრობ რომ მის ხცოვრებაში სხვა გამოჩნდა და ცდილობს იმით შეავსოს ჩემი ადგილი,რამე რომ იყოს აუცილებლად გავიგებდი,სხვა მიზეზი არ არსებობს,თუკი რამე სიახლე იქნება აუცილებლად დავწერ,მაგრამ ამ ეტაპზე სრული სიმშვიდეა.

 


№5  offline წევრი cancara

კაი კაი დზალიან კაი ისტორი იყო და რამინტერესებს ეს ისტორია ნამდვილი ამბავია? ან თუ ნამდვილი დიდიხნისწინ მოხდა ეს?

 


№6  offline მოდერი Anye-Any

cancara
კაი კაი დზალიან კაი ისტორი იყო და რამინტერესებს ეს ისტორია ნამდვილი ამბავია? ან თუ ნამდვილი დიდიხნისწინ მოხდა ეს?


კი ნამდვილია, 1 წლის წინ დაიწო და დღეს დავასრულე წერა,სიტუაცია დღესაც გრძეელდება, თუმცა ახალი არაფერია.

 


№7 სტუმარი guest

აუუ ძალიან მაგარიააა <3 სიმართლე გითხრა მეც შენს დღეში ვიყავი ნუ უარესშიც მას არ ვუყვარდი და მე წლები მიყვარდაა და იცი ამას რა პლიუსი აქვს? ხვდები რომ იმდენად ძლიერი ხარ შეგიძლია გაიღიმო მაშინ როცა გტკივა ხვდები რომ ყველაფერს შეძლებ და შენი თავი გეამაყებაა <3 ერთი პერიოდი მაინც გაქვს იმედი რაღაცის მაგრამ ყველაზე მწარე ისაა რომ ჩამოფრინდები ღრუბლებიდან და დაინახავ სხვას ეხუტება სხვა უყვარს სხვაზე აბოდეებს აი ამ დროს შენ ამბობ '' რა საყვარლები ხართ'' და იღიმი <3 იღიმი მაგრამ გულში სამყარო გენგრევაა წვიმს ქარიაა ცივაა და თან შენ თავს ტაშს უკრავ როგორ შეძელი ამდენი <3 და გჯერა რომ იმის შემდეგ რაც გამოიარე ყველაფერს გადალახავ <3 ყველაფერი გაივლისს ყველა განსაცდელი წავა და ერთ დღეს შენც ბედნიერი იქნები <3 მაინც გამოიდარებს !!!

 


№8 სტუმარი მე-2001

იმედია დაბრუნდება იმიტომ რომ 3 დღეში არ შეიძლება ადამიანი გადაგუყვარდეს მეგონა მოგონილი იყო ეს ისტორია ნაგრამ რომ გავიგე სინამდვილე იყო მეც მეტკინა შენ მაგივრად მართალი მაგხელა ტკივილს მე ვერ განვიცდიდი მაგარამ მაინც მეტკინა შენს მაგივრად იმედი მაქვს გამოჩნდება და შერიგდებით♡♡♡

 


№9  offline წევრი ebe

gtxov tu rame moxda da sheicvala .gaagrdzele istoria ♡ arvici ra gitxra erts getyvi ese adlad ver gadagiyvarebda

 


№10  offline მოდერი Anye-Any

ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის,მადლობა იმისთვის,რომ ამდენხანს კითხულობდით,გვერდში მედექით და ჩემთან ერთად გტკიოდათ და მამხნევებდით. თითოეული თავის წერის დროს იმდენად მტკიოდა,მაგრამ მაინც წერა დამეხმარა რომ ყველაფერი დამელაგებინა გონებაში,თავიდან ბოლომდე როცა გადავიკითხე ჩემი დაწერილი ისტორია თან სიამაყით ავივსე თან კიდევ საკუთარი თავი შემეცოდა,თუმცა არ ვნებდები,ვფიქრობ კარგი გაკვეთილი მივიღე და უფრო გავძლიერდი. დიდი მადლობა ყველას <3 მეორე ნაწილს აუცილებლად შემოგთავაზებთ თუ რამე სიახლე იქნა. სიყვარულით ნია!

 


№11 სტუმარი tat

Ubralod ar ipiqro ecade sxvarameze gadaitano yuradgeba ese naklebad getkineba da cotaxanshi sheechvevi. Vici rasac geubnebi. Mag bichs kide erti kargi echvianoba unda. Igrdznos ro gkargavs. Ogond amis gamo sxvas arasdros unda shexedo. Upro daitanjebi

Anu mis jinaze tuki ar ginda gulit

 


№12 სტუმარი Teona

Anye-Any
დღესდღეობით მშვიდად ვარ,მიუხედავად ამხელა ტკივილისა,ვცდილობ ვიცხოვრო და არ ვაძლევ თავს საშუალებას ისევ გავტყდე,არ ვიცი ალეკოს რა ტკივილი აქვს,ვფიქრობ რომ მის ხცოვრებაში სხვა გამოჩნდა და ცდილობს იმით შეავსოს ჩემი ადგილი,რამე რომ იყოს აუცილებლად გავიგებდი,სხვა მიზეზი არ არსებობს,თუკი რამე სიახლე იქნება აუცილებლად დავწერ,მაგრამ ამ ეტაპზე სრული სიმშვიდეა.


შენი ცხოვრება , მართლაც ერთი დიდი კატასტროფაა , რთულია როდესაც საყვარელ ადამიანს უყურებ და გულში ძალიან დიდ ტკივილს გრძნობ , ჩვენ ვისაც ნამდვილად გვყვარებია ვიცით რას ნიშნავს როდესაც ტკივილამდე გიყვარს მაგრამ ამ ტკივილით ცხოვრებას ვსწავლობთ როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს !

 


№13 სტუმარი MN

Dzalian momewona es istoria dzalian kargad mesmis sheeni da minda rcheva mogce adamians tu namdvilad uyvars is ar datmobs aravitar shemtxvevashi,tu adamians uyvars mashin uyvars is bolomde da ase gadayvareba ar arsebobs an uyvardi da axlac uyvarxar da an arc yvarebixar,ubralod sheens tavs gaumeore rom ar sheviyvareb imas visac me ar vuyvarvar,yvelaferi gardamavalia bednierebac gardamavalia da ubedurebac,yovel dagmarts agmarti mohyveba.getyoba ro dzlieri xar gmerti ar gagwuravs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent