გარდამავალი წუთი (1)
ვეჯაჭვებით ადამიანებს, ძალიან. გარშემო იმდენი ადამიანი გვახვევია, რომ ვერც დავთვლით, თუმცაღა გამორჩეულნი?! რა თქმა უნდა, არიან. მუდმივები და ჩაუნაცვლებლები. ყველაზე ბოროტ ადამიანსაც ყავს იქ, გულის სიღრმეში, რომელიმე კუნჭულში, მეორე, რომელიც უყვარს ძალიან. შეიძლება ვერ ხვდება რომ უყვარს ან არ უნდა, რომ მიხვდეს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?! მანამ, სანამ მე დარწმუნებით ვიძახი, რომ სიყვარული მხოლოდ მიჩვევა როდია, იქ, გულის სიღრმეში წარმოშობილი რაღაცაა, რომელიც გულიდან ყველა კუნჭულს გატკიებს, მანამ სანამ მუცლებში პეპლები არსებობენ და ის ბედნიერი შეძახილებია, რომელსაც გული მისი დანახვისას წარმოშობს, მანამ ვარსებობთ ჩვენ, ადამიანები გვქვია და რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთს ვავსებთ. შეიძლება ათიათასეული კილომეტრის მანძილზე ვართ, მაგრამ მაინც ვავსებთ. მთელი დღე საავადმყოფოში გაატარა, რიგში. დაცვარულ სახეს ხელსახოცით იწმენდდა და მუცელზე დრო გამოშვებით ისმევდა ხელს. დაღლას გრძნობდა, მაგრამ მასზე მეტად გაუცნობიერებელ გრძნობას შეეპყრო და გაბოროტებულ თვალებს აქეთ–იქით აცეცებდა. ხედავდა მამაკაცებს, რომელიც თავის ქალბატონებს ეფერებოდნენ, ამშვიდებდნენ, გვერდიდან დროდადრო მამაკაცის ბარიტონით წარმოთქმული სასიყვარულო სიტყვებიც ესმოდა და არ იცოდა დარდი რომელი კუნჭულისკენ გაესროლა. მის გვერდზე, მათსავით უნდა მდგარიყო მისი რჩეული, ასე ახლოს რომ მიუშვა, იწამა, გააღმერთა, მაგრამ გარშემო სივრცე იყო, უამრავი სხვა ადამიანებით, რომელთათვისაც ის გრძნობა, რასაც განიცდიდა, უცხო იყო. – მობრძანდნენ ანგელოზები? – ღიმილით გადაეხვია ექიმი მას. – როგორ ხარ, ლენა? – მიმართა დაღლილი ხმით და როგორც კი ფეხები მოკეცა, შვებისგან ამოიგმინა, – დავიღალე. – კი, დღეს განსაკუთრებით ბევრი ხალხი იყო. მგონი ეწყება საქართველოს ახალი ერა. – გაეღიმა.– შენ როგორ ხარ, ლილე? – არამიშავს, უბრალოდ ვერ ისვენებს ჩემი ბიჭი, გამაგიჟა. – გაეცინა. – რა იცი, რომ ბიჭია? პირველზე ხომ ვერ დავინახეთ? – გაუკვირდა ექიმს. – აი, ახლა ხომ დავინახავთ?! ხოდა ნახე, ბიჭია! – აღფრთოვანებული საუბრობდა და მოუთმენლობისგან ცქმუტავდა. – გადაწყვიტე რას არქმევ? – აშკარად არ აპირებდა საქმეზე გადასვლას. – ნიკოლოზი, თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა. – გაუღიმა და დაგუბებული თვალები აარიდა. – იცის? – შეხედა ექიმმა გამომცდელი თვალებით. – არც არასდროს დანტერესდება. – ისევ აარიდა თვალები. – გიღირს? – კიდევ ერთხელ გაუღიმა ლენა ექიმმა, რომელსაც სინანული აღბეჭდვოდა. – რა თქმა უნდა! – განცვიფრებულმა ხელები გაშალა, მერე მუცელზე დაიწყო და გაეღიმა, – ავირჩიე, მივენდე, შევიყვარე. – ნეტა ყველა შენნაირი იყოს.– დანანებით გადაიქნია თავი ექიმმა და ეკრანს გახედა. – რა ლამაზია! – აღმოხდა განცვიფრებულსა და გაოცებულს. – ნეტა მას დაემსგავსოს. – სევდნარევად ჩაილაპარაკა. – შენ დაგემსგავსოს, ანგელოზი იქნება! – ცოტაღა მიკლია, ლენა. – გაეცინა ლილეს, – იცი, დედაჩემმა რომ გამაჩინა, არარაობად ჩამთვალა, მიმაგდო და ცხოვრება ამომიტრიალა. სულ არ მიღირდა ისეთი დაბადება. მშურდა ყოველთვის ხალხის, რომელთაც არ გააჩნდათ არაფერი, მაგრამ ჰყავდათ დედა, მე კი.. მე ყველაფერთან ერთად, დედაც არ მყავდა.. – ცრემლი ცერა თითით მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა. – რამდენიმე კვირაც მოიცადე და გაიზიარებ იმ ბედნიერებას, რომელზეც დედაშენს უარი უთქვამს. – ფეხზე წამომდგარმა ექიმმა გულში ჩაიკრა გაუაზრებლად გოგონა. – თუ საუბარი დაგჭირდეს მეგობართან, დამირეკე. – სავიზიტო ბარათი გაუწოდა. მადლობა მოუხადა გოგონამ და გაშორდა. აღარავინ ჰყავდა გარშემო, ისედაც მარტო დარჩენილს მთელ დედამიწაზე. არა და, უნდა სცოდნოდა, უნდა გაეაზრა, სანამ მილიონერთან დაიჭერდა ურთიერთობას. არც არავინ იარსებებს მისთვის და არც არავინ გაუზიარებს მას საწოლის მეორე მხარეს, რადგან ის არაფერია, რადგან ის დედამიწის ნაწილიც კი არ არის. რა ტრაგიციზმი, რა დრამატურგია, როცა თვალწინ გვიდგას ლილე აბაშიძე. ღრიანცელი მოისმოდა, როგორც ყოველთვის დათუნაშვილებიდან. „ალბათ ისევ იმ გაჯგიმული ვაჟბატონის სადღესასწაულო, ჩვეული დღეაო“ – გაიფიქრა ლილემ და გასაღები საკეტში გადაატრიალა, წრიპინით გაიხსნა კარი. მოსაცმელს ადგილი საკიდზე მიუჩინა, იქვე ტუმბოზე ისრიალა ჩანთა და ჭერისკენ ასროლილი მზერით ხმამაღლა ამოიხვნეშა. თითქოს სულ არაფერი, მაგრამ მაინც როგორი რთული ცხორება ჰქონდა. სამსახურში მისვლას ვეღარ ახერხებდა, დღეებს სახლში ჯდომით, ტელევიზორის ყურებასა და ინტერნეტში უაზრო ქექიალით აგორებდა. სამზარეულოში ბარბაცით გავიდა, მუცელი ამძიმებდა, ამიტომ ხელი ქვევიდან მოსჭიდა, თითქოს დაიჭერდა. ჩაიდანი გაზქურაზე დადო, ფინჯანი კარადიდან გადმოიღო, შაქარი და ყავა ერთმანეთს აურია და ის–ის იყო გაზქურა გამორთო, რომ წრიალზე შეხტა, კარებთან ვიღაც იყო და გაბმულად რეკავდა ზარს. – მოვდივარ! მოვდივარ! – ქოთქოთით წავიდა კარის გასახსნელად. არ იყო მიჩვეული დაუპატიჟებელ სტუმრებს და შესაბამისად არ ახარებდნენ ისინი, თუმცაღა ვერც დაპატიჟებული სტუმრებით დაიკვეხნიდა, რადგან დიდი საახლობლო და სამეგობრო წრე არ ჰყავდა. ისევ ჭრიალით გაიხსნა კარი და კატომ გაოგნება ვერ დამალა, როცა ზღურბლს იქით ლევანი დაინახა, დათუნაშვილი, კარის მეზობელი. – ლევან? მოხდა რამე? – არაფერი.– შეზარხოშებული იყო მამაკაცი. – აბა რას მივაწერო შენი სტუმრობა? – ანერვიულდა ლილე. – არაფერი, უბრალოდ დედაჩემის დაბადების დღეა დღეს და მინდოდა, რომ შენც გამოსულიყავი ჩვენთან. – ენის ბორძიკით წარმოთქვა მამაკაცმა და კედელს მიეყრდნო. – გილოცავ დედის დაბადების დღეს, მაგრამ დღეს არაფრის თავი არ მაქვს, ვერ გამოვალ.– დაღლილი კარის სახელურს ჩამოეკიდა. – გთხოვ, სხვა ხომ არაფერი გვითხოვია ჩვენ ოჯახს. – ემუდარა ლევანი. – თქვენ ჩემთვის რა უნდა გეთხოვათ. – გაეცინა კატოს. – კარგი გამოვალ, ორი წუთით მადროვე გაზქურას შევამოწმებ. – კარგი, გელოდები. ცხვირ–წინ კარის მიხურვა ვერ გაუბედა ლილემ, ამიტომ ღიად დატოვა კარი და თვითონ სამზარეულოსკენ გაემართა. არა, რა არის ორსულობა, როგორ გავიწყებს ხანდახან ყველაფერს! რომ დაიგულა გამორთული გაზქურა საიმედოდ, იქვე მიგდებულ ტელეფონს დასტაცა ხელი, ჯიბეში ჩაიცურა და კარისკენ წავიდა. ლევანი თავის სასტარტო ადგილად მიმაგრებული ძილს აპირებდა. ხელზე ოდნავ უბიძგა ლილემ მამაკაცს და ისიც წამში წამოფხიზლდა. – ჰო, რა ხდება? – წამოიძახა დაფეთებულმა და თვალების აქეთ–იქით ცეცებას მოჰყვა. – არაფერი, სანამ გადავიფიქრე, წავიდეთ. მამაკაცს თავისი სახლისკენ უბიძგა და როცა მიხვდა, რომ ზედმეტზე მეტად იყო შეზარხოშებული ლევანი, მკლავში ჩაავლო და წონასწორობა შეუნარჩუნა, ნამდვილად არ სურდა დაენახვებინა მამაკაცისთვის, რომ იეღოვა არ აფრთიანებს (მამაკაცის მშობლები იეღოვლები იყვნენ). – გამარჯობათ! – მიესალმა სუფრასთან მსხდომთ და ლევანს სკამი შეუსწორა, თორემ აუცილებლად გადმოვარდებოდა. – ოხ, მოსაკლავია. – აქოთქოთდა ლიანა (ლევანის დედა, იუბილარი). – ასე მთვრალს მოუარე და წამოვიდა შენს დასაძახებლად, ჩვენც კი არ გამოგვიშვა! – ხელებს სასაცილოდ აფრიალებდა ჰაერში ქალი. – გილოცავთ, ლიანა დეიდა, მრავალს დაესწარით. – გადაეხვია. – მაპატიეთ, საჩუქარი ვერ საიდან მოგიტანეთ, მოგეხსენებათ როგორმა გამომაქცია თქვენმა შვილმა. – ღიმილით გადახედა ლევანს, რომელსაც მზერა მასზე შეეჩერებინა და იღიმოდა. – როგორ გეკადრება, რა საჭიროა საჩუქარი, დაჯექი და თეფშს მოგაწვდი. ლევანის გვერდზე გამოუყეს ადგილი ქალს და ისიც უკმაყოფილოდ დაეშვა სკამზე, თუმცა ბოლომდე ეცადა, რომ უკმაყოფილება არ დამსჩნეოდა სახეზე. – მინდა ამ ჭიქით ლილესნაირი ქალების სადღეგრძელო დავლიო. – წამოიჭრა ფეხზე ლევანი, ჭიქით ხელში და სახეზე ალმურმა აკრა ქალს. ხელით მის პიჯაკს დაეჯაჯგურა, რომ დაებრუნებინა ადგილზე, მაგრამ ფუჭი გამოდგა მისი მცდელობა, რადგან გაჯგიმულ მამაკაცს ნამდვილად ჰქონდა სურვილი მისნაირი ქალების სადღეგრძელო შეესვა. ალბათ კახპად მიაჩნდა და მისი ქცევის საჯაროდ გამოფენა სურდა. – ალბათ ლილე იმ ქალიების მსგავსია, ჩვენი ისტორია რომ ხოტბას ასხამს. ისიც მათსავით უდრეკია და ბავშვს, რომელიც მის მუცელში სასწაულად ჩაისახა, აძლევს უფლებას მოევლინოს დედამიწას. რამდენი ვიცი, რამდენი, რომელმაც საკუთარ შვილს მუცელშივე დაასრულებინა სიცოცხლე, ის კი მათ არ გავს, არ ცდილობს, რომ მოაჩვენოს თავი სხვებს ანგელოზად, თუმცაღა მართლაც ანგელოზია.– ფერებს იცვლიდა ქალი, სცხვენოდა, მაგრამ რატომ თავადაც არ იცოდა, ბავშვი ხომ აღარ წარმოადგენდა მის საიდუმლოს, მაგრამ იყო რაღაც, რაც მხოლოდ ორმა იცოდა ქვეყანაზე და არ დაუშვებდა არც ერთი სხვებისთვისაც გაენდო თავიანთი საიდუმლო. – გაუმარჯოს, – ფეხზე წამოჭრილი, გაჯგიმული მამაკაცები ჭიქის აწევით ადღეგრძელებდნენ ლილეს და მის გმირულ საქციელს აქებდნენ. – შვილო, რამდენი წლის ხარ? – გვერდზე, თავისუფალ ადგილზე წამოსკუპდა ლიანა და როდესაც ღრიანცელს მორჩნენ მამაკაცები, მაშინღა ჰკითხა. – ოცდაოთხის, – მიუგო დამორცხვებით ლილემ. – ბიჭია? – თვალების ციმციმით შეეკითხა კიდევ. – კი. – ამ ბიჭუნას სადღეგრძელო.. – კიდევ ახალი სადღეგრძელოს წამოჭრას შეეცადა ლევანი, თუმცა ქალმა ახლა უფრო ძლიერად მოქაჩა მისი პიჯაკი და სიძლიერით დაემხო ლევანი სკამს. – შეგიძლია ლიანა დეიდა ადღეგრძელო, მაგრამ მე და ჩემი შვილი დღევანდელ დღესასწაულთან არაფერ შუაში არ ვართ. – კბილებში გამოსცრა გაბრაზებულმა. როდესაც სიტუაცია განიმუხტა თამადის მჭერმეტყვლური და ამავდროულად სასაცილო სადღეგრძელოთი, კიდევ ერთი ინტერესით აღსავსე კითხვა წამოვიდა კატოსკენ, რომელსაც როგორც იქნა გაეხსნა მუშტად შეკრული ხელები. – ბავშვის მამამ იცის? კიდევ მოემუშტა ხელები ლილეს. – დიახ, იცის და არ მინდა რამე პირადულში გადავზარდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დავბრუნდები სახლში. – გაღიზიანებულმა მიახალა. – რა მოხდა შვილო, რა ვთქვი ისეთი. – აღელვებულმა ქალმა მოშიშვლებულ მკლავზე დაუსვა ხელი. ლილეს ტელეფონმა დაიწრიალა. – მაპატიეთ. – მოიბოდიშა და ფეხზე წამოიჭრა. – გისმენთ, ბატონო ალექსანდრე. – უპსუხა, როდესაც ხალხს გაშორდა. – ლილე, გცალია? – რამე ხდება? – ხვალ სასამართლოა, სახალხო დამცველმა ამ წამს დატოვა პოსტი და შენს იქით არავინ გვყავს. – აღელვებული ჩანდა ალექსანდრე. – დიახ, ბატონო, გამოვალ ახლავე. სუფრასთან დაბრუნდა და ლიანას მოუბოდიშა, საქმის გამო. – არაფერია შვილო, იურისტისგან არაფერია გასაკვირი, – ბოლო სიტყვები ისე მკაფიოდ და გამაღიზიანებლად წარმოთქვა, ლილემ თავი ძლივს გააკონტროლა. ლევანსაც დაემშვიდობა და საქმეზე წავიდა. ასე რომ, ხვალ გრძელი დღე ელოდა, ისევე როგორც ღამე. ალექსანდრეს საქმის მასალები გამოართვა და სახლში დაბრუნდა. ღამე მართლაც უაზროდ გაიწელა. იზეპირებდა ფურცლებს და მეტი არაფერი. ადვოკატობა ადვილი საქმე როდია და მერე მაშინ, როცა ორსულად ხარ. სულ არ გცხელა ვიღაცის დაცვისთვის, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს. *** არ ვიცი ახსოვს ვინმეს კიდევ თუ არა ნომერი შვიდი, მაგრამ მე ყველანი მახსოვხართ და მიყვარხართ.. დიდი პაუზის შემდეგ ვუბრუნდები 4ლავის "მწერლის" ასპარეზს და, იმედი მაქვს, ისევ დავიმსახურებ თქვენს სითბოს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.