შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც მიყვარხარ (4 თავი)


18-10-2015, 18:24
ავტორი Кевин
ნანახია 1 943

სკოლის შენობაში შესვლისთანავე სოფო შემხვდა და გამეკრიჭა.
-იმან მოგაცილა არა? მითხრა ეშმაკური ღიმილით. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ჩვენი საკლასო ოთახისკენ ავიღეთ გეზი რომელიც მესამე სართულზე იყო. კიბეები ლაპარაკში ავიარეთ და როცა ჩვენი ოთახის კარი დავინახე რომელზეც რომაული ციფრებით თორმეტი ეწერა ფართოდ გამეღიმა. კლასში შევედით და მონატრებულ კლასელებს გულთბილად გადავეხვიე, ყველა ერთმანეთის მოკოთხვაში ვიყავით, ისეთი ხმაური იყო ვერც კი გავიგეთ დამრიგებელი როდის შემოვიდა. როცა ყველას სიწყნარისკენ მოგვიწოდა მხოლოდ მაშინ გავჩუმდით. სკოლის პირველ დღეს როგორც ყოველთვის გაკვეთილები არ ჩატარებულა. ყველა მასწავლებელმა სათითაოდ გამოგვკითხა თუ როგორ დავისვენეთ და გაკვეთილების ბოლოს დამრიგებელმა ცხრილი ჩაგვაწერია. მშვენიერი დღე იყო ნამდვილად, სკოლის შენობიდან გამოსულს გარეთ შავი ჯიპი დამხვდა. ახალგაზრდა ბიჭი სწრაფი ნაბიჯით მომიახლოვდა.
-ქეთი შენ ხარ? მკითხა სწრაფად, ეტყობოდა რომ სციოდა.
-კი, შენ ვინ ხარ? ვკითხე დაბნეულმა.
-ალექსიმ მთხოვა სახლამდე მიმეყვანე. მითხრა აკანკალებულმა, თუ სციოდა თბილად ვერ ჩაიცვა?
-არარის საჭირო თვითონაც წავალ. მეგობრულად გავუღიმე ბიჭს. მესიამოვნა ალექსისგან ასეთი ყურადღება მაგრამ მრცხვენოდა უცნობი ბიჭის და ამიტომ უარი ვთქვი სახლში გაცილებაზე.
-საჭიროა, ალექსმა შენი თავი მე ჩამაბარა მითხრა თუ გაცივდება შენ დაგაბრალებო.
ბიჭი რომელსაც გიორგი ერქვა არ მომეშვა სანამ მას არ გავყევი. სახლამდე მიმიყვანა და ჩემი თხოვნით ცოტა მოშორებით ჩამომსვა რომ ჩემებს არ დავენახე. სადარბაზოში სირბილით შევვარდი და ლიფტი გამოვიძახე, ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა ალექსი იყო.
-გისმენ. ვუპასუხე ღიმილით თითქოს დაინახავდა და ლიფტში შევედი. როცა საჭიროა ეს ლიფტი მაშინ არ იჭედება. ალექსს ლაპარაკი უნდოდა მაგრამ ვუთხარი ახლა ვერ დაგელაპარაკები სახლში მივედითქო, ტელეფონი გავთიშე და ჩანთაში ჩავაგდე. სახლში შესულს თავბრუ დამახვია სამზარეულოდან გამოსულმა სუნმა, უეჭველი დედაჩემი აკეთებს საჭმელს. ჩანთა მისაღებში დავდე, ფეხზე თბილი ჩუსტები ჩავიცვი და სამზარეულოში შევედი.
-რას აკეთებ? ვკითხე დაინტერესებდა და ღუმელში შევიჭყიტე.
-ფორთოხლის კექსს დესერტად, წადი გამოიცვალე და ხელები გააჩერე. თვალები დამიბრიალა დედაჩემმა როცა სალათიდან კიტრი მოვიპარე და შევჭამე. ვერ იტანს როცა ასე ვიქცევი მაგრამ მე ასე უფრო მეგემრიელება.
-ლაშა სად არის? ვკითხე სანამ სამზარეულოდან გავიდოდი და ყველის ერთი ნაჭერი ჩუმად ავაცალე.
-თავის ძმაკაცებთან ალბათ, როდის იყო რამეს მიბარებდა.
ჩემს ოთახში გავედი და სწრაფად გამოვიცვალე, ჩემი საყვარელი სპორტულები ჩავიცვი და სუფრის გაწყობას შევუდექი. მამაჩემმა დარეკა მოვდივარო ამიტომ სუფრაზე სამი თეფში დავდე, სალათა და ყველი დავაწყვე, დედაჩემმა საცივი გამოიტანა და კექსის გამოსაღებად წავიდა. მოულოდნელად სახლის კარი ვიღაცამ შემოგლიჯა, ლაშა სახეწაშლილი შემოვარდა, ხელი მაჯაში ჩამავლო და თავისი ოთახისკენ წამათრია. საშინლად შემეშინდა, ასეთი არასდროს მინახავს იქნებ ალექსზე გაიგო? ღმერთო ალბათ მაწამებს და ისე მომკლავს. თავის ოთახში შემიყვანა, კარი ჩაკეტა და მხოლოდ ამის შემდეგ გამიშვა ხელი.
-რა.. რა მოხდა? ვკითხე აკანკალებულმა და მაჯა დავიზილე. თმებში ხელი ნერვიულად შეიცურა და საწოლის კიდეზე დაჯდა.
-დავიღუპე. თქვა გაცოფებულმა. წამით შვება ვიგრძენი რომ მე არაფერ შუაში ვიყავი მაგრამ შემდეგ პანიკის ახალმა ტალღამ შემომიტია. ლაშას წინ ჩავიმუხლე და ხელზე ხელი მოვკიდე.
-რა მოხდა? კითხვა გავუმეორე.
-ქეთი... მალე მამა გავხდები. მითხრა და თავისი ცისფერი თვალები შემომანათა.
-რა? პირზე ხელი ავიფარე რომ ჩემი ხმა დედას არ გაეგო.
-ერთი გოგოა, სამი თვეა ერთად ვართ დღეს კი გამომიცხადა ორსულად ვარო. სწრაფად მომაყარა, წამოდგა და ოთახში წინ და უკან სიარული დაიწყო. ლაშა არასდროს მიყვებოდა თავისი პირადი ცხოვრების შესახებ, დღეს ეს პირველად მოხდა და მივხვდი მას რჩევა სჭირდებოდა. სახეზე ეწერა რომ მამობისთვის მზად არ იყო მაგრამ იმ გოგოს ასე ხომ ვერ მიატოვებდა?
-შენ რა უთხარი იმ გოგოს? ვკითხე ლაშას. სიარული შეწყვიტა და თავი დამნაშავე ბავშვივით დახარა.
-რა უთხარი სულელო. გაღიზიანებულმა ოდნავ ხმას ავუწიე.
-აბორტი გაიკეთეთქო. ისე ხმადაბლა თქვა ძლივს გავიგონე.
-სულ გაგიჟდი? წარმოიდგინე მე რო იგივე დამმართნოდა და ჩემთვის ეთქვათ ბავშვი მოიშორეო სწორი იქნებოდა? დავუყვირე გაბრაზებულმა.
-შენ ეს არასდროს დაგემართება. უხეშად მომახალა
-მისმინე, ის გოგო ქალიშვილი იყო როცა გაიცანი? მეუხერხულებოდა ლაშასთან ასეთ თემებზე ლაპარაკი მაგრამ ახლა ეს აუცილებელი იყო.
-კი.
-მაშინ ცოლად უნდა მოიყვანო.
-არა, მე და ცოლი? კარგი რა ქეთი, არვარ მზად მამობისთვის არც ოჯახისთვის.
-მაგაზე თავიდან უნდა გეფიქრა, ახლა სხვა გზას ვერ ვხედავ. ვთქვი გადაჭრით. დედაჩემმა დამიძახა გამოდიო მაგრამ ადგილიდან არ დავძრულვარ, რამდენიმე წუთი ორივე გაშეშებულები ვიდექით და ხმას არცერთი ვიღებდით ბოლოს დუმილი ისევ მე დავარღვიე.
-კარგად დაფიქრდი ლაშა, სანანებლად არ გაიხადო საქმე. ვთქვი ხმადაბლა და მისი ოთახიდან გამოვედი.
-რომ გეძახი რატომ არ გამოხვედი? წყენით მითხრა დედამ.
-ლაშა მოვიდა და დამტენი მივუტანე. მოვიტყუე და სუფრასთან დავჯექი. ჭამის მადა სულ დამეკარგა მაგრამ ცოტა მაინც ვჭამე რომ დედაჩემს არაფერი შეეტყო, მამაც შემოგვიერთდა როცა ყველამ ვჭამეთ დედაჩემს სუფრის ალაგებაში დავეხმარე, სამეცადინო მოვიმიზეზე და ოთახში გავედი. გვიანობამდე ვიწექი ჩემს ოთახში, ლაშაც ჩემთან იყო, ორივე ვფიქრობდით რომ სწორი გადაწყვეტილება მიეღო.
-როგორ უნდა გავზარდოთ ბავშვი? ის სკოლის მოსწავლეა მე კი უსაქმური. ამოიოხრა ლაშამ
-მიდი დაურეკე და შეხვედრა დაუნიშნე, მე დაველაპარაკები და მის აზრს მოვისმენ გოგო ვარ და უფრო გავუგებთ ერთმანეთს. ვთქვი და საწოლზე წამოვჯექი. ლაშა ბევრი ლაპარაკის შემდეგ დავაჯერე რომ კარგი აზრი იყო თუ შევხვდებოდი. იმ გოგოს დაურეკა და კაფეში შეხვედრა დაუნიშნა, სთხოვა კუპეში დამელოდე და მოვალო. ტელეფონი როგორც კი გათიშა ორივე ავდექით ჩავიცვით და მისაღებში გავედით.
-ქეთი მე მიმყავს მალე მოვალთ. მამაჩემს მიაძახა ლაშამ და სახლიდან გავედით. დანიშნულების ადგილამდე მისი მანქანით მივედით, მე გადავედი და ვთხოვე დამლოდებოდა. კაფეში შევედი, და მიმტანს ვკითხე ერთი გოგო უნდა მოსულიყო რომელ კუპეშიათქო, მანაც მიმასწავლა და მეც იქეთ წავედი. ხის კარი შევაღე და ადგილზე გავქვავდი, ვიფიქრე კუპე შემეშალათქო, თვალები რამდენჯერმე დავხუჭე და გავახილე.
-შენ? ვთქვი გაოცებულმა. ჩემი ერთერთი საუკეთესო მეგობარი მარი თავდახრილი იდგა. მაგიდასთან მდგარ სკამზე მოწყვეტით დავეშვი.
-არმჯერა, იცოდი რომ ჩემი ძმა იყო? ვკითხე გაბრაზებულმა. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ისიც დაჯდა.
-იმან თუ იცის რომ შენ ჩემი მეგობარი ხარ?
-არა, არმითქვამს. ძლივს ამოიკნავლა
-რატომ? რატომ მოიქეცი ასე? მითხარი მარი რა იმედით დაწექი მასთან? გიყვარს?
მივაყარე კითხვები გაცოფებულმა.
-მიყვარს, დიდი ხანია მიყვარს და როცა მასთან დავწექი მჯეროდა რომ შენ დამეხმარებოდი. მითხრა აცრემლებულმა
-მე როგორ უნდა დაგეხმარო? შენი აზრით ყველაფერი ასე მარტივია? იქნებ ლაშას არ უყვარხარ? მე ხომ შენი საუკეთესო მეგობარი ვარ ეს როგორ დამიმალე? რაც გინდათ ის გააკეთეთ მადლობა რომ ასეთი გულწრფელი იყავი ჩემთან. დავიყვირე გაბრაზებულმა და სწრაფად გამოვედი შენობიდან. ლაშას გვერდით დავჯექი და ვანიშნე წადითქო.
-შეგიძლიათ ამაღამვე მოიყვანო ცოლი. ვთქვი ირონიულად და თვალები დავხუჭე. მეგობარიც ასეთი უნდა

------------
მოკლედ ბოდიში დაგვიანებისთვის, ვერ მოვახერხე დადება. ეს პატარა თავი თქვენ და ველოდები შეფასებას იმედია საშინელი არ გამოსულა. მადლობა რომ კითხულობთ <3



№1  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ჩემი ნიჭიერი! ძალიან მაგარი იყო! მალე გააგრძელე რაა!

 


№2 სტუმარი buratino

Vaiiimeee es raarriiis?!

Gaiiia gaiii mamedzooona

 


№3 სტუმარი nino

შენს ადგილას სინდისი შემაწუხებდა....
ამდენხანს არ დებდი და ამაზე დიდი რატო არ დაწერე?
პს.არ გეწყინოს საყვარელო ცუდი გაგებით არ ვწერ. :) :) : )
კარგი ისტორიაა და მალე დადე ისე აღარ დაიკარგო ოქეი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent