შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთავარია მოინდომო და მიზანს ყოველთვის მიაღწევ (7)


19-10-2015, 00:03
ავტორი sllakhh
ნანახია 3 499

გაცოფებული ანდრეა ადგილს ვერ პოულობდა, ვერ ჩერდებოდა ,
არანაკლებ დღეში იყო გიორგი. ერეკლეც და ნიკაც გულ გახეთქილი შევარდნენ ძმებთან
-ვინ გააკეთა გაარკვიე ? -არაადამიანური ხმით იკითხრა ანდრეამ
-ჩემი ბიჭები ეძებენ
-ფუ ამის დედასშე**** ეგ რომ იმ ა*ვარის გაკეთებული იყოს არ ვაცოცხლებ
- მაგას ,რომ გაეკეთებინა რაში აწყობდა?
-ჯერ იმაში ,რომ ჩვენ მოგვაყენა ზარალი ,მერე კიდე თუ დაუგვიანეს გადახდა მის საქონელში შეუძლია უჩივლოს და ორმაგად დააზაროლოს ისინიც, ფულის მონა არის მე მაგათი დედას რომ შე*****
-რას აპირებ მერე?
-არ მინდა ლიკას რამე პრობლემა შეექმნას ვიცი ნატალისთვის რამდნსაც ნიშნავს
-და ასე უბრალოდ შეარჩენ(ნიკა)
-შენ ეგრე გგონია?
-რომ არ მგონია მაგიტომ ვამბობ...თუ რამე ხომ იცი თქვენს გვერდით ვართ.
უხმოდ აიღო ერეკლემ ალკოჰოლი, ჭიქები და ყველასთვის ჩამოასხა. უკვე თითქმის ნახევარი ბოთლი ქონდათ დაცლილი ანდრეამ მოულოდნელად ,რომ დაიწყო ლაპარაკი
-ვიცი შეიძლება ვინანო რასაც აწი ვაპირებ , მაგრამ უნდა გავაკეთო...
-რას აპირებ?-ინტერესით სავსე მზერა მიაბყრო გიორგიმ ძმას
-გაიგებთ მალე.
ნატალისთან
-კარგით რა დამშვიდდით , ვიზამთ რამეს, აუცილებლად მოვნახავთ გამოსავალს
-რა გამოსავალი უნდა იყოს ვერ ვხვდები..მთელი ფული რაც გვქონდა ყველაფერი ამ საქმეს შევაწირეთ ახლა კი, ახლა არც კი ვიცი რა იქნება მომავალში...-ლაპარაკი სვეტამ გააგრძელა
-წარმოდგენაც არმინდა რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუ იმ ნივთების ფულს არ გადავიხდით მის დროზე რომლებიც შევიძინეთ
-და რა შეიძლება მოხდეს ეგეთი ვერ ამიხსნით ?
-ვადის გადაცილების შემთხვევაში თითო დღეს ემატება გადასახდელის თანხა , ხოლო მთლიანი თვის გასვლის შემდეგ შეუძლიათ ბრალი დაგვდნონ ,გვიჩივლონ და ხელიც არ აუკანკალდებათ ისე გაგვისტუმრონ ციხეში
-მაგრამ ეგ ხომ ანდრეას ფირმააა? დაველეპარაკებით...არამგონია ვერ გაგვიგონ,დარწმუნებული ვარ დაგვეხმარებიან
-არა ნატალი , არა...ეს ნივთები სულ სხვა ფირმისგან ვიყიდეთ და დამიჯერე ისინი ნამდვილად არ არიან ისეთი კეთილები როგორიც გელოვანები.
გაოგნებული ისმენდა და არჯეროდა იმ სიტყვებიც რაც ამ წამს ესმოდა,არ აპირებდა უქმოდ ჯდომას აუცილებლად ნახავდა რამე გამოსავალს.
ფიქრებში ჩაძირული ადგა და სიტუაციის კიდე უფრო გააზრების მიზეზით გავიდა მარტო თავის ოთახში. იცოდა დახმარების იმედი არავისგან არ უნდა ქონოდა, ეს უბრალდო წარმოუდგენელი იყო, მთელი მისი ცხოვრება არავინ ეხმარებოდათ და ეჭვიც არ ეპარებოდა იმაში ,რომ ახლაც ასე მოხდებოდა.
მის ხელფასზეც იფიქრა, რაში უნდა ყოფნოდა ის თანხა...საერთოდ არაფერში ეყოფოდა ზღვაში წვეთი იქნებოდა. სულ იმას ამბობდა ადრე ლიკა ერთადერთი ის მახარებს ,რომ ბანკებთან არ მაქვს საქმეო, ახლა კი სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერსად ხედავდა , ჯობდა ასე მოქცეულიყო და ის თანხა გამოეტანა, მისი ხელფასით კი ნელ-ნელა დაეფარა.
ვინაიდან ხვალ კვირა იყო და არც ერთი ბანკი იქნებოდა ღია ვერაფერის გაკეთებას შეძლებდა.
მისი აზრი ლიკასაც გაუზიარა, ბევრი დავის მიუხეავად მივიდნენ იმ დასკვნამდე ,რომ ამის იქით გზა არ ქონდათ, სვეტამ მხოლოდ შენს კისერზე ვერ გადავაო და მეც მაგ ხერხს მივმართავო.
როგორც ადრე აკეთებდა ემოციებისგან დასაცლელად ახლაც იგივე ხერხს მიმართა.
სპორტიულები ჩაიცვა, ყურსასმენები აიღო და ისეთ ადგილას წავიდა სადაც საერთოდ არავინ არ იყო, მთელი მისი გრძნობები რაც იმ დროს აწუხებდა სირბილს და დაღლას გაატანა, თან ბოლო ხმაზე უსმენდა მის საყვარელ მუსიკებს.
გვიან დაბრუნდა სახლში, ეგრევე ცხელი შხაპის ქვეშ დადგა და ხვალინდელ დღეზე დაიწყო ფიქრი.
დილით უნივერსიტეტში აღარ წასულა. ორმა ბანკმა უთხრა უარი, შემდეგ ბანკში კი უკვე უიმედოდ შევიდა მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო.
-თუ შეძლებთ ხვალ მობრძანდით და გეტყვით პასუხს ამჯერად არ არის უფროსი აქ და ისე ვერ დაგიმტკიცებთ-გულწრფელი ღიმილით დაუღიმა ოპერატორმა და ისე დაემშვიდობა.
იქედან ისე გამოვიდა თითქოს უკვე მოაგვარა საქმე ,რატომღაც იმედი ჩაუსახა მის სიტყვებმა.
საათს რომ დავხედე გამახსენდა ჩემი სამსახური ადგილი რითაც ვაპირებდი ამ პრობლემასთან შეჭიტებას ,ესეც რომ დამეკარგა მერე მართლა წასული იყო ჩვენი საქმე ,ისედაც არ ვიცოდი როგორ მეყოფოდა ის თანხა.
-რა გჭირს ნატალი სახეზე რა ფერი გადევს ? რახდება?
-არაფერი სოფი ისეთი დავიღალე დღეს ძალიან-არმინდოდა ჯერ სოფისთვის მეთქვა ამ პრობლემის შესახებ.
-სოფიი, ბატონი ანდრეა აქ არის ?
-კი რაიყო?
-არაფერი უბრალოდ ხვალ ვერ მოვალ და მინდა გავაფრთხილო ,თან იმედია განმათავისუფლებს-შევძელი და მისი ხათრით გავუღიმე ასე უფრო დამაჯერებელი იქნებოდა ის ,რომ უბრალოდ დაღლილი ვიყავი.

ანდრეასთან.
-გავარკვიეთ ,ეგ არის როგორც ვარაუდობდი და ზუსტად ფულს ითხოვს(ერეკლე)
-რამდენს ითხოვს მითხარი და გადავურიცხავ
-მოიცა და ასე უბრალოდ შეარჩენ?
-მე რასაც ვაპირებ ეკე ახლა ეგ თუ გამომივიდა მეტსაც კი მივცემ მაგ საქმის გაკეთებისთვის- არ წყვეტდა ანდრეა გაუკვერვლად საუბარს
-რას საქმისთვის გამაგებინებ აწი ამ დედანა***ბს?
-დღეს საღამოს ბარში იყავით და გეტყვით.-სულერთიას ტონით უთხრა გასაღებს ხელი მოკიდა და იმ კაფისკენ წავიდა სადაც ნატალი მუშაობდა.
როგორც წესი ჯერ არ იქნებოდა, სწორიც აღმოჩნდა ამიტომ მის კაბინეთში ელოდებოდა.
გაუკვირდა მისით რომ ავიდა ნატალი მასთან და სახეზეც დაეტყო
-იცით ბატონო ანდრეა, ხვალ არ მცალია და მინდა რომ ერთი დღის გამანთავისუფლოთ
-დაჯექი ნატალი მე სხვა საქმე მაქვს.
-კარგით-დაბნეული დაჯდა არ იცოდა რა უნდა ეთქვა, საერთოდ ანდრეას ქცევებიც აკვირებდა ამ ბოლო დროს, ელოდა რომ,როგორც ადრე ისევ ,ისე გააწამებდა მაგრამ არა. პირიქით დიდ ყურადღებას და სითბოს ამჩენვდა ხოლმე.იმ ნაპერწკლებსაც ამჩენევდა თვალებში მაგრამ , არ აქცევდა ყურადღებას თავს ეუბნებოდა ,რომ უბრალოდ მოეჩვენა.
-მოკლედ გეტყვი მე ჩემს სათქმელს დანარჩენს კი როგორს გინდა ისე მოიქეცი მაგრამ დარწმუნებული ვარ დამთანხმდები რადგან სხვა გზა უბრალოდ არ გაქვს- თავდაჯერებულად ჩაიღიმა პიჯაკი გაისწორა და აქამდე ფეხზე დამდგარი ,რომ იყო მის სავარძელში ჩაეშვა.
-ვიცი რაც მოხდა, ისიც ვიცი გადაუხდელობის შემთხვევაში რა მოხდება, მართალია ჩემს კომპანიისგან არანაირი პრობლემა არ იქნება ,მაგრამ აი მეორე კომპანიის რა მოგახსენო,ალბათ ამაშიც გარკვეული ხარ უკვე და ისიც კარგად იცი რა მოხდება ამ შემთხვევაში, როგორც ვარაუდობდი ისე მოიქეცი რამოდენიმე ბანკში მიხვედი ,შესანიშნავი ისტორია გაქვს თუმცა ყველამ უარი გითხრა ,ახლა კი ელოდები მესამეს რომელიც გგონია რომ დასტურს მოგცემს ,მაგრამ ეს არმოხდება ამის გარანტიას მე გაძლევ
-კი მაგრამ რაში გაწყობთ ეგ?- ყველანაირი იმედის დაკარგული ხმით ამოილაპარაკა და ძვლივს იკავებდა თვალებზე მოწოლილ ცრემლს
-არა ,არა ნუ გგონია რომ ამ სიტუაციიდან ვერ გამოძვრები, გამოხვალ თან ძალიან კარგად
-როგორ?...ნელ-ნელა უფრო მთრთოლვარე ხდებოდა მისი ხმა
-მე დავფარავ ამ ვალს,ჩვეულებრივად აღდგება სალონი ყველაფერი თავიდან მოეწყობა და ამის ხარჯსაც მე გადავიხდი, სამაგიეროდ კი ერთი თვის შემდეგ ეტყვი ლიკას,რომ შეგიყვარდი და ცოლად მომყვები, მეც ამოვალ და ვითხოვ შენს ხელს, ხო ამ დროის მერე იმიტომ რომ არ მინდა იფიქროს ამ საქმის გამო მომყვები ცოლად.

----------
კომენტარები თქვენთვის მომინდია <3



№1 სტუმარი nino

მიყვარს ეს ისტორია.
ერთ რა ვერ გავიფე ანდრეა რამდენი წლის არის?

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე საოცარი ისტორიაა დღეს წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მაგრად მომეწონა... მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს...

 


ოჰოო ეხაისწყება თუიწყებააა

 


№4  offline წევრი lilu7

ძაან მაგარია! <3 love მალე მალე შემდეგი1 <3

 


№5  offline წევრი sllakhh

nino
მიყვარს ეს ისტორია.
ერთ რა ვერ გავიფე ანდრეა რამდენი წლის არის?

24ის არის 5 თავში ეწერა

უცნობი ქ
ვაიმე საოცარი ისტორიაა დღეს წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მაგრად მომეწონა... მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს...

ძალიან დიდი მადლობაა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent