შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადისფერი “ნაწილი მეორე“ თავი 5


19-10-2015, 01:51
ავტორი მორი-ელი
ნანახია 3 913

* * *
-რამე მოხდა?-დემეტრეს კაბინეტიდა რომ გამოვდიოდი მკითხა ნატალიმ,მისმა ასისტენტმა,-წასვლას ისევ აპირებს?-საერთოდ ვერ მივხვდი რაზე მეკითხებოდა,ვინ მიდის ან სად მიდის.
-ვერ მიგიხვდი-ვუთხარი მე,მან კი ყავა შემომავაზა და ამასთან ერთად მეტყოდა საქმის ვითარებას.დავანხმდი,რადგან მივიჩნიე,რომ ეს მე უნდა მცოდნოდა.

-ბელგიაში მიდის.-მითხრა მან,როდესაც კაფეში დავსხედით.
-ეგ რას ნიშნავს?-ვკითხე ცოტა დაბნეულმა.
-ცოლი ჰყავს იქ,-მისმა ნათქვამმა იმდენად დამცა თავზარი,ხელიდან გამივარდა ფინჯანი და იატაკზე ნამსხვრევებად იქცა.გული ამიჩქარდა და თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი.წეღანდელის გახსენებაზე სირცხვილისგან სულ გულ-მუცელი ამეწვა.
-ცოლზე არაფერი უხსენებია,-ამოვილუღლუღე სასოწარკვეთილმა და წამოდგომა დავაპირე,თუმცა ნატალის ეჭვებში ჩაგდება არ მინდოდა,ეს გამოიწვევდა იმას,რომ ყველა გაიგებდა ჩემი გრძნობების შესახებ.
-ამ თემაზე ლაპარაკს ყოველთვის გაურბის,ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის ცოლი რომ ჰყავს,შეიძლება ეს ძალიან ცუდია,მაგრამ მისი ცხოვრებაა.
-შენ როგორ გაიგე?
-ყური მოვკარი როგორ საუბრობდა ტელეფონზე,ამშვიდებდა და ეუბნებოდა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ის მალე ჩააკითხავდა ბელგიაში.
-რამე სჭირს?-ვკითხე ხმის კანკალით
-როგორც მერე შევიტყვე,მძიმე ავადმყოფია,სიკვდილს ებრძვის,თუმცა დემეტრე მისი გადარჩენის იმედს არ კარგავს.
-საბრალო-ვთქვი მოჩვენებითი სიმშვიდით,მაშინ,როდესაც ჩემს სხეულში ყველა ორგანოს ცეცხლი ეკიდა.
-ხო საბრალოა,ამისთანა მზრუნველ და ერთგულ ქმარს რომ ტოვებს.-ერთგულზე ისტერიულად მომინდა მეცინა,მაგრამ სახეზე ავიფარე ხელები.-არ იმსახურებს დემეტრე ამხელა ტანჯვას,უსამართლოა ცხოვრება,-ისეთმა დამწუხრებულმა თქვა მომინდა დამეხრჩო.დემეტრესნაირი პიროვნებები შებრალებას არ იმსახურებენ.ჩემთვის უნდა ეთქვა,უნდა ეთქვა,რომ ამისთანა სირცხვილი არ მეჭამა,მაგრამ დემეტრე,ხომ დემეტრეა,ამაყი და საშინელი პიროვნება.უგულო,მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს,ის კი ძალიან მიკვირს ასეთ ეგოისტს საკუთარ ცოლზე მზრუნველობა,რომ შეუძლია,მასეთებმა ხომ მზრუნველობა რა არის არ იციან.
-როდის მიდის?-ვკითხე,როდესაც გაჩუმდა და ფინჯანს მიაშტერდა.
-არ ვიცი,მალე ალბათ.
-ჩვენ დავიხურებით?
-არა მარიამ,-გაეცინა-ჩვეულებრივად გავაგრძელებთ მუშაობას,უბრალოდ უფროსი დემეტრე აღარ იქნება,თუმცა მის არ ყოფნას ფიზიკურად ვერ ვიგრძნობთ.
-რატომ?
-გაბრიელი შეცვლის.
-მისი ძმა?
-დიახ სწორედ ეგ,დემეტრეს დიდად არ უნდა გაბრიელის ჩართვა ამ საქმეში,მაგრამ ბიზნესის არსებობისთვის ეს ნაბიჯი უნდა გადადგას.
-ასეთი ცუდია გაბრიელი?
-ჯობია არ მკითხო,სისხლს უშრობს ყველას.
-მინდა გავიცნო,მგონია რომ დემეტრეზე უკეთესია და ძმის სახელის გაფუჭებას ცდილობს დემეტრე.
-არა ეგ არასოდეს იფიქრო,დემეტრე საოცარი პიროვნებაა,მის ძმას არაფრით ჰგავს გარდა გარეგნობისა.
-სულ გაბრიელის ძაგებაშია,ასეთი ცუდია?
-გირჩევ არც გამოსცადო-თქვა და წამოდგა-წავიდეთ თორემ საქმეს ვერ მოვრჩებით დიდხანს.-მეც წამოვდექი.
-დროებით-ვუთხარი და ლასლასით გავუყევი დერეფანს,გავიარე რამდენიმე ოთახი,მათ შორის დემეტრესი,შესვლა დავაპირე თუმცა გადავიფიქრე და სამუშაოს დავუბრუნდი.

* * *
-დღემ როგორ ჩაიარა?-მკითხა ანეტამ-ხოარ გაგაგიჟეს?
-ნურაფერს მეკითხები,-ვუთხარი შეწუხებული ხმით,მისავათებული მივწექი ლოგინზე და თვალები მივლულე.-დაჩი სადაა?-ვკითხე მას და ოდნავ გავახილე მარცხენა თვალი.
-არ ვიცი,-მომიგო ცოტა გაბრაზებულმა.
-სულ ერთად დადიხართ და რატომ არ იცი?-ვკითხე ეჭვნარევი ხმით.
-რატომ არ მიყვები სამსახურის ამბებს?
-თემას რატომ ცვლი?
-შენ შეცვალე,მგონი გკითხე რა მოხდა,შენ კი იძინებ.
-ძალიან დავიღალე დღეს,არაფრის თავი არ მაქვს.შემეშვი.
-დემეტრეს ეჩხუბე?-მისი სახელის გაგონებაზე თვალები ამემღვრა,ტკივილი მკერდზე მომაწვა და ლამის ვიკივლე.
-გადი,-ვთხოვე მას
-რატომ არ გინდა მითხრა,-ჩამაცივდა.-აშკარაა ძალიან სერიოზულ რაღაცას მიმალავ და რატომ არ ვიცი.
-ის ქალი მოკვდება და მერე? მე ვეყვარები?
-რა?ვინ ქალი,რა სიკვდილი,რებს ბოდიალობ-საწოლიდან წამომაგდო და აბაზანაში შემიყვანა,ონკანი მოუშვა და ცივი წყალი შემასხა სახეში-იქნებ გონს მოხვიდე-ცივმა წვეთებმა მთელ სხეულში დამიარა და გაფართოებული თვალებით შევხედე ანეტას.ძილი გამიკრთა.მაგრამ ლაპარაკის თავი მაინც არ მქონდა.ის კი დაჟინებული მზერით და ორი მუჭა წყლით მემუქრებოდა.
-დემეტრეს ცოლი.
-ცოლი?-ახლა მან აივსო ხელის გულები წყლით და სახეში შეისხა-მომესმა?
-დემეტრეს ცოლი-გავიმეორე მე-ცო-ლი-ლამის ავტირდი.აღმომხდა სასოწარკვეთილს.
-ცოლი ჰყავს?
-არა მე მოვიგონე
-სერიოზულად
-ხო-ვთქვი და ისე ავტირდი,თითქოს საშველი არ იყო,ანეტა შემომეხია და ჩემს დამშვიდებას შეეცადა,მაგრამ მე დიდხანს ვერ დავმშვიდდები,ჩემი გული ვერ დამშვიდდება,რადგან დღეს მივხვდი,რომ დემეტრე ყველაფრის და მიუხედავად შემიყვარდა.
დღეს მივხვდი,რომ მთელი ცხოვრება დამენგრა და ერთმა დღემ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.ჩემი არსებობა ტრაგიზმად აქცია და დამავიწყა საერთოდ ყველაფერი.
-შენ ხომ არ გიყვარს,-მომიგო მან-ასე რატომ განიცდი.
-მიყვარს-ნიკაპის კანკალით და სლუკუნით ვუთხარი და თავი მხარზე დავადე.არ მინდოდა იმის ცოდნა,რომ ყველაფერი აქ დასრულდა.



№1 სტუმარი Cmac

ცოტა მალ-მალე დადდეე რაა

 


№2 სტუმარი Magda

Auu shokoladisferiis 2 tavis meotxe nawili minda kartulad ar wers cchemi tele da ver mivageniკომენტარი

 


№3  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

Magda
Auu shokoladisferiis 2 tavis meotxe nawili minda kartulad ar wers cchemi tele da ver mivageniკომენტარი

http://4love.ge/istoria/107013-shokoladisferi-nawili-meore-tavi-4.html
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent