ცოლი და დედა კანონის გარეშე ( 13 )
მგონი ამაზე სასიამოვნო და ამაღელვებელი არაფერი განმიცდია ჩემს სიცოცხლეში როგორიც ეს გრძნობაა_ გესმოდეს,როგორ ფეთქავს შენი სიყვარულით გაჯერებული სხვისი გული შენს გულთან ერთად ბედნიერების რითმში.გრძნობდე,როგორი გახშირებული გაქვს სუნთქვა იმიტომ,რომ შენი სული და სხეული გაერთიანებულია შენს მონათესავე სულსა და სხეულთან და გრძნობ როგორ ერწყმის ერთმანეთს ჩვენ_ჩვენი სითბო და სურნელი.კიდევ ერთხელ კმაყოფილმა მივლულე თვალები და ჩემად დასაკუთრებულ სხეუულს,რომელიც არც კი ვიცი როდის შემიყვარდა ასე თავდავიწყებით უფრო მჭიდროდ შემოვხვიე ხელები და და კნუტივით ავეკარი. _ დამშვიდდი?_ ყურთან საამურად გაისმა მისი ხავერდოვანი ბარიტონი და ცხელ ტალღასავით დამიარა ისედაც ემოციებიდაგან კოცონივით ანთებულს. _ აჰამ_ პირის გაუღებლად ამოვთქვი და სიამოვნებისაგან შევირხიე,აი ისე კნუტი რომ ააფუმფულებს იმ ადგილს სადაც ძინავს და კიდევ უფრო კონფორტულად ,რომ მოკალათდება. _ მიყვარხარ_ მითხრა,საჩვენებელი თითით თავი მაღლა ამაწევინა და კიდევ ერთხელ დავტკბი მისი ვნებამორეული თბილი ბაგეებით. _ უჩა ....... მე არ შემიძლია ერთბაშად შევცვალო ყველაფერი_ მორიდებით ვუთხარი და ცხვირი მის ყელში ჩავრგე _ ვიცი,ჩემო კარგო ვიცი და ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გადაწყვეტ _ ხომ არ მიწყენ? ხომ არ მიბრაზდები?_ ვგრძნობდი მეტად რთული იყო პასუხის გაცემა მისთვის. _რათქმაუნდა არა ჩემო კარგო_ გამიღიმა და გულში კიდევ უფრო მჭიდროდ ჩამიკრა.ცოტა ხნით ასე ვიყავით გარინდული ერთმანეთზე მიკრული.კედლის საათს გავხედე ღამის 2 აჩვენებდა. _ უი როგორი გვიანი ყოფილა_ თავი ფრთხილად წამოვწიე მისი მკერდიდან_ ხვალ სასწავლებელი მაქვს,მერე კი კაფეში დავჯდებით გოგოები,ალბათ შემაგვიანდება_ თითქოს ნებართვას ვიღებდი მისგან. _ ძალიან კარგი,მეგობრებსაც გაიჩენ,აღარ იქნები სახლში გამოკეტილი მიხარია.ჰო ფულიც დაგჭირდება,ახლავე მოგცემ_ თქვა და ჯიბისკენ წაიღო ხელი _ არ მინდა ფული,წინა კვირაში რომ მომეცი 200 ლარი ჯერ კიდევ მაქვს იქედან 180 ლარი _ მოიცა ფულს არაფერში ხარჯავ? მხოლოდ ოცი ლარი როგორ იმყოფინე?_ გაოცებულმა შემომხედა თან ეღიმებოდა. _ მხოლოდ სამგზავრო_ დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით ავიჩეჩე მხრები.ჩემმა ამ გამომეტყველებამ ძალიან გაამხიარულა უჩა. _ ჩემი გოგო,ჩემი სულელი გოგო_ ისევ ჩემს ბაგეებს დაწვდა და კიდევ ერთხელ შეწყვიტა სიამოვნებისაგან აჟიტირებულმა ჩემმა გულმა ფეთქვა და მთელი სხეული უცნაურმა სურვილმა მოიცვა,წამიერად მივხვდი ეს ვნება იყო,სურვილი მეტისა და სწრაფად მოვცილდი _ ძილი ნებისა_ სწრაფად მივაყარე ორი სიტყვა და კიბეებისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავედი.უჩა კი იდგა და იღიმოდა,ჩვეულებისამებრ ჯერ წვერზე ჩამოისვა ხელი მერე კი თმაზე და ღიმილით გააქნია თავი. .......... დილით ჩვეულებისამებ სასიამოვნო რუტინით დაიწყო დილა.მერე ბაღი,მერე კი სასწავლებელი.ცოტა დაძაბული ვიყავი გოგონებთან მაგრამ არ იყვნენ ძალიან მეტიჩრები,არც ის მიგვრძვნია მათგან,რომ რამით განვსხვავდები( ჩემს ფეხს ვგულისხმობ)ჩემს გარდა 5 გოგო იყო_ თეონა,მარი,ნუცა,ლიკა და ნინო,ყველანი დაახლოებით ერთი ასაკისანი ვიყავით.გოგოებმა მყუდრო კაფე შეარჩიეს,ნამცხვარი და ყავა შევუკვეთეთ.ხუთივე ადგილობრივი იყო მხოლოდ მე ვიყავი ჩამოსული,ამიტომ მათ უფრო მეტი სალაპარაკო ჰქონდათ ვიდრე მე.ამიტომ ჩუმად ვიჯექი. _ შენ როგორი მორცხვი ხარ მაიკო_ ყავა მოსვა და მთელი სხეულით ჩემკენ შემობრუნდა თეონა,რომელიც გვერდით მიჯდა. _ გისმენთ,საინტერესოდ საუბრობთ_ მომწონდა ეს გოგო _ შენს შესახებ არაფერს ყვები,გვითხარი რამე,ხო ხედავ მე ისიც კი მოვყევი თუ რომელ ბაღში დავდიოდი_ გულიანად გაგვეცინა ყველას. _ რა გითხრათ,მყავს მეუღლე და ორი შვილი _ გოგონები? ბიჭები?_ ნინოც ჩაება საუბარში _ გოგონა და ბიჭი ტყუპები არიან,აი ისინიც _ ვთქვი და. ტელეფონის ეკრანს თითი გადავუსვი,რომ ფონად დაყენებული ჩემი ბარტყების ფოტო მენახვებინა მათთვის. _ რა ლამაზები არიან.....რა კარგები არიან....ღმერთმა გაგიზარდოს_ ხუთივე ჩემს ტელეფონზე დასცქეროდა ჩემს ანგელოზებს,მე კი კმაყოფილი ვიღიმოდი _ რა ჰქვიათ ? _ დაჩი და სოფო _ ვაიმე რა ჩასაყლაპები არიან,შენს ქმარს? _ უჩა _ მისი ფოტოც გვანახე _ არ მაქვს_ ვთქვი და გავაცნობიერე თუ რამხელა დანაშაული იყო საკუთარ თავთან,რომ ჩემთვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანის ფოტო არ მქონდა ტელეფონში,ძალიან ვინანე_ ახალი ნაყიდი მაქვს და ამიტომ..._ ვეცადე მათ წინაშე თავი გამემართლებინა. გოგოებმა რაღაცის თქმა დააპირეს მაგრამ ლიკას ტელეფონის ზარმა მიიქცია ჩვენი ყურადღება _ გისმენ საყვარელო_ ყურებამდე გაიბადრა,ცალი ხელი ყურმილს დააფარა და ჩუმად გადმოგვილაპარაკა_ ჩემი შეყვარებულია სიტუაციაში გარკვეულებმა თავი დავუქნიეთ _ აქვე ყოფილხარ,შემოგვიარე_ უთხრა და გათიშა,მერე ჩვენ მოგვიბრუნდა__აქვე ახლოს ყოფილა,სტუმრად მივდივართ და გამომივლის თან გაგაცნობთ _ ვა რა მაგარია _ აცქმუტდა თეონა_ სიამოვნებით გავიცნობთ არა გოგოებო_ თვალი მოგვატარა,ამ დროს ჩემმა ტელეფონმაც დარეკა,ეკრანს დავხედე_ " ჩემი ქმარი"_ _ გისმენ უჩა_ სინამდვილეში მინდოდა მეთქვა _ გისმენ საყვარელო,ან ტკბილო,ან გენაცვალე მაგრამ შემრცხვა,ვერ გავბედე _ როგორ ხარ ჩემო ტკბილო?_ აი მან კი გაბედა_საქმეს ადრიანად მოვრჩი და ვიფიქრე გავუვლი სახლში ერთად წავალთთქო _ სიამოვნებით,,გელოდები_ და გავთიშე _ შენი ქმარიც მოვა?_ ინტერესის თვალებით შემომანათა ნუცამ,თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე _ აუუუ,დღეს პირველად ვნანობ მგონი შეყვარებული რომ არ მყავს.რა ცანცარა იყო. ჩემს ზურგს უკან. კარი გაიღო და თეო გაღიმებული წამოხტა _ აი ჩემი ლევანიც_ მამაკაციც მოგვიახლოვდა და ერთობლივად მოგვესალმა ყველას _ გამარჯობათ გოგოებო_ ხმა საშინლად მეცნო,მაღლა ავიხედე,ეს ხომ ჩემი თანასოფლელი,ლევან გურგენიძე იყო,თან გამიხარდა და თანაც მეწყინა. _ ვაიმე მაია_ დამინახა თუ არა შეიცხადა_ აქ არ გელოდი_ ფეხზე წამოვდექი და ერთმანეთი გადავკოცნეთ_ როგორ ხარ? _ მადლობა კარგად,შენ როგორ ხარ?_ როგორ არ მინდოდა ჩემს კურსელებს ჩემს წარსულზე რამე გაეგოთ,ვინანე აქ ყოფნა,შინაგანად საშინლად ავფორიაქდი და დავიძაბე. _ კარგად,კარგად,ამ სიტუაციაში ნამდვილად არ გელოდი_ გაკვირვებულმა გადახედა ლიკას _ კურსელები ვართ სამდივნოზე სწავლობს ჩემთან ერთად_ სიტუაციაში უცებ გაარკვია შეყვარებულმა_ და თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს? _ ერთი სოფლიდან ვართ_ აუხსნა ლევანმა _ ააააა ძალიან კარგი,მოდი ცოტა ხნით ჩამოჯექი,მაიკოს მეუღლემ უნდა მოაკითხოს საშინლად გვაინტერესებს მისი გაცნობაც და მერე დავიშალოთ _ ჰოო? მეც სიამოვნებით გავიცნობდი_ არ მესიამოვნა მისი ხმის ტონი,დავიძაბე,ხელები ჩემდა უნებურად ამიკანკალდა ხელები,უცებ მარის ხმამ გამომაფხიზლა _ აუ გოგოებო ხედავთ იმ ბიჭს მანქანიდან ,რომ გადმოვიდა? _ ჰოო,რა სიმპოა,ვინაა?_ ჩაეძია ნუცა _ ეგ ერთერთი ცნობილი გამომძიებელია მთელ თბილისში_ ამ სიტყვებზე მეც გადავიხარე ფანჯრისაკენ და უჩა დავინახე,გამეღიმა _ ეს ჩემი ქმარია გოგოებო_ შინაგანად უზომოდ კმაყოფილმა და ბედნიერმა წარმოვთქვი _ რაა? შენი ქმარია? როგორ არ თქვი ქალო ასეთი აპოლონი თუ იყო შენი ქმარი_ მიჩქმიტა თეომ დს კსრისაკენ გაიხედა სადაც უჩა წუთი წუთზე შემოვიდოდა,მე კი ლევანს გავხედე არ ვიცი რატომ,უჩვეულოდ ამაყი და გახარებული ვიყავი,მინდოდა მასაც დაენახა თუ ვინ მყავდა გვერდით.ტუჩები გაკვირვების ნიშნად დაებრიცა და მანაც მომლოდინე თვალები კარს მიაპყრო. ისეთი მძიმე და მტკიცე ნაბიჯით შემოვიდა უჩა,რომ სიამაყით ავივსე,ეს ჩემი ქმარი იყო.ყველას სათითაოდ ხელი ჩამოართვა ,გაეცნო,თან ცალი ხელი ჩემს მხარზე ჰქონდა მოხვეული და მისკენ მიზიდავდა.მე კი ლევანს არ ვაცილებდი თვალს,რომელსაც მოულოდნელობისაგან ხმის ამოღების თავის კი არ ჰქონდა. მალე დავტოვეთ იქაურობა. .......... _ დაინახე რა ქმარი ყოლია?_ გაოცებას ვერ მალავდა თეონა _ ძალიან კარგი გოგოა მაია დს იმსახურებს კიდეც_ ნუცას სიტყვას ყველა დაეთანხმა _ უკაცრავად გოგონებო ერთი წუთით დაგტოვებთ_ სკამიდან წამოდგა და ტუალეტებისაკენ აიღო გეზი ლევანმა და თან ჯიბიდან მობილური ამოაცურა _ როგორ ხარ ჯემალ? _ ოოო,შენ რავა ხარ ლეო? ჩამოხვედი სოფელში? _ ჯერ არა,თბილისში ვარ ჯერ და ახლა რომ გეტყვი ვინ ვნახე დაიშოკები_ ისეთი აღფრთოვანევით უყვებოდა რომ თვალები ლამის ბუდიდან გადმოუხტდა _ ვინ ნახე ასეთი ბიჭო?_ ინტერესში ჩავარდა _ შენი და და სიძე _ რაა?_ ლამის ტელეფონში გამოძვრა_ სად,როგორ? _ ჩემი შეყვარებულის კურსელია,სწავლა დაუწყია,მშვენიერი ქმარიც ყავს,როგორხ გავიგე მდიდარიც _ კაი,კაი,მადლობა რომ დამირეკე_ ახალი ამბით გაოცებულმა მალევე გაუთიშა ტელეფონი,ხოლო ცხელცხელი ამბივ გამომცხობელი კმაყოფილი იერით დაბრუნდა თავის ტურფასთან. ......... _ მოდი კინოში წავიდეთ_ გვერდით მჯდომ მეუღლეს გადაულაპარაკა და თან მის მარცენას დაწვდა,ტუჩებთან მიიტანა და ხელისგულზე აკოცა.ქალმა კი იგივე ხელი ნაზად ჩამოუსვა ლოყაზე და გაუღიმა _ კარგი წავიდეთ_ თვალი იქვე უჯრაში ჩადებული ტელეფონისაკენ გაექცა,რომელიც ციმციმებდა_ უჩა გირეკავენ _ ოო,უხმოზე დამრჩა_ უკმაყოფილოდ დაწვდა და ნომერს დახედა,აშკარა არ ესიამოვნა _ სალამი ნანა როგორ ხარ? ......... _ როდის ჩამოდიხარ? ......... _ კარგი მეუღლესთან ერთად დაგხვდები ......... _ ჰო ერთი თვის უკან დავქორწინდი ........ _ კარგი დროებით_ უღიმღამოდ მიაგდო ტელეფონი და ღრმად ამოისუნთქა. ინტერესი კლავდა მაიას თუ ვინ იყო ამ ზარის ავტორი მაგრამ არ უნდოდა ზედმეტად ცნობისმოყვარეობა გამოევლინა. _ ჩემი ძველი მეგობარი და კურსელი იყო ნანა კილასონია.მშობლებთან ერთან რუსეთში ცხოვრობს,ერთი კვირით საქმეზე ჩამოდის და მთხოვა რომ ბინად ჩვენთან დარჩება.წინააღმდეგი ხომ არ იქნები?_ კითხა და პასუხის მოლოდინში გაირინდა _ რათქმაუნდა არა_ ეს მხოლოდ ყელის ზემოთ,გულში კი საშინელი ეჭვიანობის ჭია აფუთფუთდდა. ...... P.s. მიყვარხართ მე უჩა და მაია ველით თქვენს კომენტარებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.