ქარის მოტანილი წერილები - სრულად
- აუ ბეე წყალი წამომიღე რა - გავძახე ოთახიდან გასულ ბებიაჩემს და საწოლში უფრო კომფორტულად მოვთავსდი , თხელი პლედი გადავიფარე და ლეპტოპი კარგად დავიდე მუხლებზე. - დაბრმავდები და ნახე მერე - დამიბღვირა ბებიაჩემმა და წყლის ჭიქა მომაწოდა , საპასუხოდ გავუღიმე და ეშმაკურად ავაათამაშე წარბები. - რა დამაბრმავებს ბებო ? ძალიან ხშირას ვარ მე სახლში და სულ კომპიუტერთან ვზივარ არა ? - ირონიულად გავუმახვილე ყურადღება , ჩემს სამსახურზე. - სამაგიეროდ როცა ზიხარ , დიდ ხანს ზიხარ , ან ეს სიბნელე რა არის , რომ ჩამოგიფარებია ეს ფარდები ? დაბრმავდები შვილო შენ - თავი გააქნია ბებომ. - ბებო ღამეა , და გინდა გადაგიწევია გინდა არა ეგ ფარდები - წარბები შევკარი მე. - ბებო მიდი აცუნცულდი და ლობიო გამირჩიე რა - შემომაპარა და იქვე მიდებული ჩემი მაისური დაკეცილი შეინახა კარადაში. - კაი ბე ეხლავე - ლეპტოპი დავდე და 5 წუთში გარჩეული ლობიო , იქვე სპეციალურად დადებულ თასში ჩავყარე. - მადლობა ბებო , წადი ეხა ხელები დაიბანე და იქ შენმა ძმამ დონატები მოგიტანა და შეჭამე. - ვაა გიგას უყურე რა , რა დაესიზმრა ? - შევიცხადე და მერე მივხვდი რაც უნდოდა ჩემს ძმას - კიდევ ძმაკაცებთან ერთად მიდის და ძაღლს ვერ ტოვებს ? - თვალები გადავატრიალე. - ვუთხარი არ ხარ შენ მაგის მომვლელი და დეასაც არ ცალიათქო , კი ვზივარ სახლში და ვარ გატანჯული , ხან თავზე მახტება , კისერზე. ოთახში გამოცუნცულებული ბუბუ ხელში ავიყვანე და ჩავკოცნე. - ნუ ყლაპავ გოგო , ათასი ბაქტეია აქვს მაგის ბეწვს - დაიწყო ბებიაჩემმა. - ბებო , რომ გიყურებ და გისმენ თავი 2 წლის ლაწირაკი მგონია - გავიცინე და ტანზე დახედვით შევამოწმე ჩემი წლოვანება - ბოლოს და ბოლოს 22 წლის ვარ ბე - გავწელე და ისევ გავიცინე - ბუბუ ჩასკუპდი - ჩავსვი და ოთახში შევედი. ისევ ისე დავწექი და ლეპტოპი მოვიმარჯვე. ორი წამი გავედი და ამაფეთქეს! დავყევი და სულ ბოლოს მესიჯები ვნახე , შეტყობინებაში შესული ინბოქსებში გადავედი , დავინახე ერთი გაუხსენლი დამატებული , რომ იყო და იქ შევედი. მესიჯი გავხსენი და გაოცებული მივაშტერდი ეკრანს. 22 წლის ვარ , რა არ უთქვამთ ბიჭებს მაგრამ ... ასეთი რაღაც არავის ! არასდროს ! - "კამფეტ" - ეწერა რუსული შრიფტით , ყველანაირი სმაილის გარეშე . გადავყირავდი და იქამდე ვიცინე სანამ მუცელი არ ამტკივდა. საერთოდ არ მიფიქრია , რომ ეს ბიჭი სოფლელია , რომელ აზრსაც მისი ფოტოები და ეგრეთ წოდებული "ლაიქები" ამტკიცებდა. ზოგი , სოლიდურ ფორმაში ქონდა , გადაღებული , ზოგიც სპორტულში , უნდა ვაღიარო ორივეს აკვდება ! ისინი კი არა ეს აკვდება ! არასდროს მიპასუხია ინბოქსში მოსული შეტყობინებებისთვის თუმცა , გადავწყვიტე ამ ტკბილისთვის მეპასუხა. რამ წამომიარა არ ვიცი , მაგრამ მუცელი დამიმძიმდა , გული ამიჩქარდა და საოცრად ავჟიტირდი. გაკრეჭილმა მივწერე ჩემს დაქალს და სკაიპში ვიხმე. თიკო გაოცებული მიყურებდა და იცინოდა , გამწარებული ვეკითხებოდი რა მექნა. მან რა თქმა უნდა არ მიწეროო , მითხრა ან ცოტა ხანი არ მიწეროო , მაგრამ თარიღით 1 კვირის წინ ჰქონდა მოწერილი . ბოლოს გადავწყვიტე რაც არის , არის მივწერ მეთქი. ჩატი გავხსენი და მესიჯს სანამ გავაგზავნიდი ხელები ამიკანკალდა. " ფეისბუქი დაგრჩა ჩართული? " არ ვიცი რატომ გადავწყვიტე ასეთი რაღაცის მიწერა , ამას ხომ შინაურულად წერენ ხოლმე ? მეც არ დამიწყია მაშინვე სწერვობა , ვიფიქრე მერეც ეყოფა იაზვური პასუხებითქო. მოწყენილმა ჩავკეცე ჩატი და შემდეგ საერთოდ გამოვრთე , თიკოსთან ვსაუბრობდი და ყოველ 2 წუთში ერთხელ ვახსენებდი " ივა ხეცურიანს " რატომ არ მწერს ? იქნებ შემოსული არ არის ? რომ ნახავს ნეტა მომწერს? მესენჯერში ხომ ამოუგდებს ? აბა ეგ როდისღა გახსნის ინბოქს ? თიკო ბოლოს დამემუქრა გაგითიშავო და მეც პირი გაბრაზებულმა მოვკუმე. - კარგი რა თიკო - შევეხვეწე გასული 7 წუთის შემდეგ . - აუ ეს ეხა რას აკეთებს და იმან რო ჩატი გაუგრძელოს მერე რას გააკეთებს - ხელები აღმართა ჰაერში - სამსახური არ გაქვს ? - გამეკრიჭა სულელივით. - კარგად - დავუბვიღე და გავუთიშე. ორ წამში მირეკავს და დაბღვერილ სახეს სწრაფად ცვლის და მეკრიჭება. - ხო კარგი იტიკტიკე რამდენიც გინდა ხმის ამომღები აღარ ვარ - ისევ გამეკრიჭა და დებილივით ჭყანვა დაიწყო - რას მითიშავ ქალო ალაოდ ხო არ ხარ შენ - მუჭი მოიმარჯვა და გაიცინა. - მომწერა - დავიწყე კივილი ლეპტოპი , მოვისროლე და ფეხებით გადვაუარე კლავიატურაზე. - დაჯექი შენ ხო არ გააფრინე - გაეცინა და მეც მივხვდი , რომ მესიჯი მალე უნდა მენახა. " შენ წარმოიდგინე და არა" - აუ ამაზე რაღა მივწერო , დასინვაც არ მინდა , აუუუ - დავიწყე წუწუნი - ამის გამო ველოდე 11 წუთი ? - ვაფშე არაფერი - თავი გააქნია და ჩემს დამანჭულ სახეზე გაიცინა . - აუუუ - ისევ წუწუნი დავიწყე და გახარებული ავკივლდი როცა ისევ მომწერა - მომწერა ქალო მომწერა გესმის ? აეეე , ავოიეე . - შენს პატრონს - თავი გადააქნია და ახარხარდა - რაო ? " წარმოიდგინე ? " - ავადმყოფია - გავიცინე. - სოფლელის შთაბეჭდილებასაც , რომ არ ტოვებს მაგაზე მეცინება - გაიცინა თიკომ. - " უნდა წარმომედგინა ? " - ეს მივწერე . - გავედი ნია მეძახის , ქართულს ჩავიბარებ და დაგირეკავ , რამე არ მიქარო გესმის ? - გაკოცე თიკ. - მეც დეეკ . ----- " აბა ტყუილად გითხარი ? " ვერაა ეს ბიჭი თავის მატორზე ! " აა სერიოზულად მითხარი ? " "არა სერიოზულის მიგავს რამე?" " არა საიდან მოიტანე" მის კითხვაზე გამეცინა და ჩემს პასუხზე თავი გადავდე საწოლის დიდ ბალიშზე და ორმაგად ხმა მაღალ ხმაზე ამოვუშვი სიცილი. " მეღადავები ? " " ეგრე მეტყობა ? " ჩვენი ლაპარაკი "ფლირტს" მახსენებდა. ყოველთვის მინდოდა ბიჭთან ასეთი "არაორდინალური" . დიალოგი მქონოდა და მგონი სურვილი თანდათან მისრულდებოდა. " არა მე შეგამჩნიე " ეს მომწერა და უფრო გამეიცინა. " დაკვირვებულო " " რამე ახალი თქვი " " seen " ეს მივწერე და უფრო ხმა მაღლა ავკისკისდი. სიცილი სახეზე შემახმა , მართლა რომ "დამსინა" . ნერვებს მოშლილმა დავხედე საათს და ბუზღუნით წამოვდექი ფეხზე , რომ სამსახურში წასასვლელად მოვმზადებულიყავი. გუდვილში ვარ კონსულტანტი. ლეპტოპი დავკეცე და გარდერობის პატარა ოთახში შევედი. ქერა თმა ოდნავ უსწორმასწოროდ შევიკარი კოსად და მსუბუქი მაკიაჟი გადვაისვი. იქვე მივედი და თეთრი კოჭებს ოდნავ აცილეული ტანზე მომდგარი შარვლი ჩავიცვი , ზემოდან შავი მოკლე მომდგარი ნაიკის ტოპიც და ეგაა. ოდნავ "მობიჭავო" კედებიც შევუხამე და შემოსასვლელში გავედი , რომ რატომღაც იქ დაკიდებული ჩემი ტყავის მოსაცმლეი ამეღო , მოსაცმელი მოვიცვი , ჩანთა ავიღე და საჭირო ნივთები ჩავდე. ბებოს დავემშვიდობე , ტელეფონს ხელი დავავლე და ბუზღუნით გავედი გარეთ. სანამ სამსახურში მივიდოდი ( ახლოს ვცხოვრობ გუდვილთან , ქავთარაძეზე ) ხუთასჯერ გადავამოწმე , ხომ არ მომწერათქო. იქ მისულმა ბუზღუნით ჩავიდე მობილური ჩანთაში და გოგონებს მივესლამე. სალაროში მჯდომი გოგონა , სულ მიბღვერდა , ვერ ვხვდები რა უნდა ჩემგან. თვალებით მჭამს , რასაც სხვებზე ვერ ვიტყვი , ყველა თბილად მექცევა იმ გოგოს გარდა. ალბათ იმიტომ , რომ სხვებისგან განსხვავებით ჩემთან იგრძნო თავისი "იაზვურები" , რომ არ გაუვა. სალაროს გოგონასაც გავუღიმე და გამიკვირდა მისგანაც , რომ მივიღე საპასუხო , სხვათაშორის რწფელი ღიმილი. " დღეს სტრანი დღეა " გავიფიქრე და სიცილით წავედი ჩემი კარადისკენ . ჩემი გულსაკისი გამოვიღე , პატარა ბულავკასავითაა , მკერდთან მივიკარი და ჩემს სახელს და გვარს სარკეში ამაყი გავეჯგიმე. " დეა შეალია " უკვე კარგად იყო შეღამებული მე , კი მაინც ფხიზლად ვიდექი შედარებით მოფარებულში , ბოლო სექციაში სადაც სასმელები იყო . იქვე ნაყინის მაცივარი იყო ,ზედ ვიყავი შემომჯდარი და ფეხებს დებილი ბავშვივით ვათამაშებდი , თან თიკოს ვესაუბრებოდი. - ხო და , ასე დამისინა . - უკვე მეათედ მეუბნები და გეფიცები ხამი მეგონებოდი , რომ არ ვიცოდე შენი პაკლონიკების სია , მათი ვიზუალი და მაგარ ტიპობის ამბები . - ოო ისინი არ მომწონს , და ეს მომეწონა - დავუბღვირე თითქოს დამინახავდა. - რაო რაო ? - ყურები ცქვიტა ჩემმა დაქალმა. - მე ვთქვი რამე ? - შევიცხადე და გავიცინე. - მეძინება დეკ - ჩაიფრუტუნა. - წადი დაიძინე ჩემო სიცოცხლე . - მიდი , გკოცნი და გეფერები ყელში - ჩაიცინა და გამითიშა. გაბადრულმა ავათამაშე ფეხები და წარმოსახვაში ოთხჯერ ჩავკოცნე ჩემი დაქალი. სანამ მე თამაშით ვიყავი დაკავებული ჩემს მობილურში , მანამდე ვიღაც შემოსულა და გამწარებული ეძებდა რაღაცას სასმელების რიგში. - შემიძია დაგეხმაროთ ? - მივბრუნდი და პროფილში დავაკვირდი გაოგნებული ხეცურიანს. უკან გველნაკბენივით გამოვტრიალდი და თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს. ო სექსი სექსი ! ისეთი სიმპატიურია ეს ბიჭი ახლა ჩავიკეცები და კრუნჩხვებში ჩავვარდები. - კი , ვისკს ვეძებ და ვერ ვიპოვე ! - ვისკების სექსია აქ არის - მისკენ მივბრუნდი სახე დასერიოზულებული და უემოციო სახით გავიშვირე თითი მოპირდაპირე რიგისკენ. მამაკაცმა ჯერ რიგს გადახედა , შემდეგ ჩემს თითს და მზერა სახეზე შეაჩერა , შემდეგ ცინიკური ღიმილით და კმაყოფილი სახით ამათვალიერჩამათალიერა და ჩაიღიმა. - შეგიძლია ჩამომიღო ? აი სულ პირველი . - ჯეკი ? - ჩავიცინე და სკამი მივადგი , მერე დავფიქრდი და მაინცდამაინც ის რატომ აირჩია ? "ო შე ცუღლუტო " ჩემს თავზე გამეცინა და სკამზე ავედი . ფეხის წვერებზე ავიწიე და ვისკი ჩამოვიღე. ის ის იყო ჩამოსვლად ვაპირებდი , სპორტულებში გამოწყობილმა ხეცურიანმა ხელები , რომ გაშალა და "კინაღამ" ჩამოვარდნილი , რომ დამიჭირა. ვისკი ხელებში გავისწორე და დაბნეული "ავაჩერდი" სახეზე. " რა ლამაზი ტუჩები აქვს " გავიფიქრე და ქვედა ტუჩს ნეტარეტ გადავატარე ენის წვერი. ხო რაც 22 წლის მანძილზე "ვიუკარებე" ყველაფერს ახლა ვიმკი და ვინზღაურებ , რაც ძალიან მომწონს. - აი , ვისკი - მივაწოდე ხელებში და დაბნეულმა გადავაქნიე თავი. მისი მკლავებიდან დაძრომა ვცადე , მაგრამ ხელები უფრო შემომაჭდო შიშველ ზურგზე და მთელი სხეულით ამიკრა სხეულზე. იმდენად მაღალი იყო , ინსიქტურად წამოვიწიე ფეხის წვერებზე და ოდნავ გავუთანაბრე მის სახეს ჩემი სახე. - მადლობა - ისე ჩაილაპარაკა წამით არ მოუშორებია ვნებიანი მზერა ჩემი ტუჩებისთის. - სინ - ჩავილაპარაკე და მის გაკრეჭილ სახეზე ღიმილი მომეფინა. - ივა - წარბები ასწია და ოდნავ მომიშორა , შემდეგ კი კმაყოფილი ღიმილით გამომია ხელი. - დეა - მეც შევაგებე მის ხელს ჩემი და რაც შემეძლო მალე მოვაშორე. თითქოს დამწვა , ხელზე დავიხედე და უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი. - ჩემი ტემპერამენტის ბრალია - თვალი ჩამიკრა და თმაზე ქუდი გაისწორა. გამეცინა და სიცილით ავხედე , მის თვალებს ჩავხედე და ისევ თავი გავაქნიე. - კიდევ რამე გინდა ? - ვკითხე და მობილური უკანა ჯიბეში ჩავიდე. - კი - თავი დამიქნია , მეც კითხვისნიშნებიანი მზერით მივაჩერდი და სიცილით გავაქნიე თავი , მისი პასუხის მოლოდინში - მარწყვი , რომელ სექციაშია ? - მიიხედ მოიხედა და ტუჩებზე დამაჩერდა. ხმის ამოღება ვცადე მაგრამ უცე მომეჭრა და ძლიერად ამიკრა სხეულზე. - ვიპოვე - ჩაილაპარაკა ჩახშული ხმით და ვნებიანად წამეტანა ბაგეებზე. გაოგნებული ვიდექი , ისეთი შოკირებული , რომ ვერც წინააღმდეგობას ვუწევდი და ვერც კოცნაში ვყვებოდი. რომ გამოვფხიზლდი , წამწამები დავაფახუნე და გაოგნებულმა მოვათვალიერე ცარიელი სექცია. ისე გამქარალიყო თითქოს არც კი ყოფილიყო . - ეს ... რა იყო ? - ვიკითხე და ტუჩებზე ხელი გადავისვი . - და მაინც მარწყვი , რომელ სექციაშია ? - რიგის უკნიდან გამოსწია თავი და ირონიულად ჩაიღიმა ჩემს სახეზე. - მეხუთეში - ჩავილაპარაკე და ისევ ენის წვერი გავისვი ქვედა ტუჩზე - მეხუთე სექციაში , მარწყვების ყრა არის - ჩავილაპარაკე და ბედნიერი ღიმილით მივბრუნდი უკან. ხეცურიანმა ტუჩის კუთხე ჩატეხა და შენობას გაეცალა. მთელი ღამე , ისე ენერგიულად დაბორიალობდა აქეთ იქით თავისი თავის თვითონვე უკვირდა. სხვა დღეებში , რომ გეკითხათ , რა სისულელეა , აქ ასე გათენებას ვერასდროს შეეჩვეოდა. ეს დროებითი სამუშაო , თორემ მერე გადავა სხვაგან , თორემ ეს ღამის გათევა კარგის გარდა ყველაფერს უზამს მის ჯანმრთელობა . _____ დილით , შვიდზე მივედი სახლში , ძალიან დაღლილი ვიყავი და ცოტა წავუძინე. ბებიაჩემი არ გამიღვიძებია ისე შევიძურწე ოთახში , ნიბთები ავიღე , შხაპი მივიღე და საწოლში შევწექი თხელი პერანგით , ბებიაჩემი რომ ნაჭერს ეძახის. 3 საათი იყო , მზემ რომ დააჭირა და სახე გამიხურდა. შემდეგ ვიგრძენი როგორ მაკოცა თიკომ და ძილში გავიბადრე. ფეხზე წამოვხტი და ჩემს დაქალს ზემოდან მოვექეცი , ვუღუტუნებდი და მასთან ერთად ვკისკისებდი. ბებიაჩემი ღიმილიანი თავის ქნევით გავიდა ოთახიდან და დაგვიბარა , რომ აუცილებლად გავსულიყავით მე და თიკო საჭმელად სამზარეულოში. თიკო ჩემი დეიდაშვილია , დედაჩემი და მამაჩემი საზღვარგარეთ არიან , ბებიაჩემი მამაჩემის დედაა , ხოლო მეორე ბებია , რომელიც თიკოსთან ცხოვრობს , ის დედაჩემის დედაა. ძმა , რომ მყავს ეგ უკვე იცით არა ? ხო და ძალიან კარგი . - ნეტავ იცოდე რა მოხდა გუშინ ღამე - ტუჩის კვნეტით ჩავილაპარაკე და თიკოს თვალებ მოჭუტულ მზერაზე გამეცინა. - წამოდი , ბებო მაინც მიდის და მომიყევი. - ხო , თან ვჭამოთ ... ^^^ ბებო , რომ წავიდა სკაიპში დაგვირეკეს ჩვენებმა , ველაპარაკეთ და მერე გავთიშეთ . ლეპტოპი იქვე მივდე დახურული და საჭმლის ჭამა დავიწყეთ. - იტყვი თუ ენა ამოგაძიძგნო ? - მოკლედ გუშინ , რომ გაგითიშე ვიღაც ბიჭი შემოვიდა და რაღაცას ეძებდა , მე ვკითხე რამით ხომ არ დაგეხმაროთქო და კიო ვისკის ვეძებ და ვერ ვპოულობო , შევბრუნდი და ვინ დამხვდა ? - ვინ გოგო ზაზა ? - თვალები გაუფართოვდა. - არა რა ზაზა , მანდღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის - თვალებ გადატრიალებულმა გავიხსენე თაყვანისმცემელი. - აბა გიო ? - არა ქალო რა გიო . - აუ შენი პაკლონიკების სიას რა ჩამოთვლის ვინ შეგხვდა. - ხეცურიანი - გავიცინე და მის სახეზე ორმაგი ხმით გადავიკისკისე. წვენმა , მის სასულემდე ვერ ჩააღწია და ხველა აუტყდა. - ღადაობ ? - ძლივს მოითქვა სული და თვალებ ჩასისხლიანებულმა მკითხა. - არა ... და ... - არ არსებობს ! - აჰამ ... - გაკოცა ქალო ? - თანაც როგორ ... მმმ - ტუჩები გავილოკე და გავიცინე. - სულ გამიბო*და დაქალი - დრამატულად ჩაილაპარაკა და მანაც გაიცინა - გეღრსა და იგემე პირველი ამბორი ? - დავაი რა - ხელი ავიქნიე და მეც გამეცინა . - მერე რა მოხდა ? - მერე ? არაფერი , ფლირტისებრი დიალოგი , ერთი ორი სიტყვა და განშორება - ხელები განზე ფართოდ გავშალე და დრამატულად დავმანჭე სახე . მესენჯერის ხმამ გამოარკვია ორივე , კისკისით წამოდგა ფეხზე და შეტყობინება ნახა. გაოცებული ჩაჯდა სავარძელში და ფეხები აიკეცა. ორჯერ გადაიკითხა მესიჯი იქნებ მეშლებაო. " იცი ? მარწყვი მომინდა " ხმა მაღლა წაიკითხა და თიკოს გაუგებრად დამანჭულ სახეზე , თვითონაც უკმაყოფილოდ დამანჭა სახე. - რა მივწერო ? - თვალები მოჭუტა და მობილური ხელში აათამაშა. - ხო იცი ეგეთებში ძლიერი ვერ ვარ , ანდა დარწმუნებული ხარ , რომ უნდა მიწერო ? იქნებ არ ღირს ? - თიკო მესმის , რომ ღელავ მაგრამ აქ სანერვიულო არაფერი არ არის. - კი მაგრამ ... - კარგი ჯანდაბას მე თვითონ მოვიფიქრებ რა უნდა მივწერო - ჩაიბურტყუნა და საჩვენებელი თითი ტუჩზე მიიდო. - სელფი გადაიღე და გაუგზავნე - ტაში შემოკრა თიკომ - მარწყვი - წამოიყვირა და მაცივარს მივარდა , მარწყვი გამოიღო , შაქარი მოაყარა და მე მომიტანა. სწრაფად შევირბინე ოთახში , ისედაც გამობურცულ ტუჩებზე წითელი ტუჩსაცხი გადავისვი და აიფონი უფრო კარგად დავიჭირე . - შარია ეს აიფონ 6 , ერთხელაც გამივარდება ხელიდან და გამიტყდება - ჩაილაპარაკა და გაიღიმა , რათა კარგი სელფი გადაეღო. წითელი ტუჩსაცხი ლამაზად აჩენდა თეთრ ქათქათა , ჩამწკრივებულ კბილებს . მარწყვი კბილებში მოიქცია და მსუბუქაც დაიჭყანა. შემდეგ ეს ორი ფოტო შეატყუპა და პირდაპირ მის ჩატში ჩააგდო. გაბადრული უყურებდა ფოტოს , ძალიან ლამაზად იყო . თითქოს ასეთი ფოტო არასდროს გადაუღია. - შოკი ფოტოა - გაოცებულმა ჩაილაპარაკა თიკომ და ლოყაზე მაკოცა , შემდეგ კი მარწყვი ამაცალა და გაკრეჭილმა გადაუშვა სასულეში. " სიამოვნებით შეგჭამდი , ბოლომდე " ნერწყვი სასულეში გამეჩხირა და ორი წამი ვერ ამოვისუნთქე. სახეზე წამოვწითლდი და დაბნეულმა ვერ გავიაზრე რა ხდებოდა ჩემს გარშემო. ახლა საშინლად მინდოდა ცივი წყლის შესხმა , არა სახეზე არამედ კისერზე. იმდენად ჩამომცხა , ვიგრძენი როგორ ავწითლდი სახეზე. ღაწვებზე , ალბათ იმდენად გაწითლებული ვიყავი , საცა იყო ავფეთქდებოდი. საიდან მივხვდი ? ვიგრძენი ! როგორ მომემატა ტემპერატურა და როგორ გამიხურდა ღაწვები. - ავადმყოფი - ჩაიფხუკუნა თიკომ და გამეკრიჭა რა სახე გაქვს გოგო . - რა სახე ? - გავიოცე და გახურებულ სახეზე თითები ჩამოვისვი . - რა სახე და შუბლზე გაწერია " ხეცურიანისგან ბავშვი მინდა " - გადაიხარხარა თიკომ და სავარძელიდან წამოხტა , შემდეგ ცოტა დამშვიდებულს გვერდით მომიჯდა და მობილურში ჩამხედა - ჰა ახლა რას აპირებ ? რა უნდა მიწერო ? - მოიცა - თითი ავუწიე და საფეთქელზე მივიდე მთლიანად მტევანი . დაფიქრება მჭირდება , აქ ნაყარ ნუყარი სიტყვები არ გამომადგება ! მეტისმეტად თამამი მეჩვენებოდა ჩემი თავი. " ხო არა ? " მივწერე და ჩემი თავი ვაძაგე ასეთი თამაშის წამოწყებისთვის. " დღეს მუშაობ ? " მეკითხება სვანი და თავისი კითხვა პასუხით , როგორც ყოველთვის ახერხებს ჩემს დაბნევას. " არა " მივწერე და ტელეფონი მუხლებში ჩავიგდე. თიკოს გადავხედე და მზერითვე მიმიხვდა რასაც ვეუბნებოდი. - უკან დახევა ჯერ კიდევ შეგიძლია - თვალი ჩამიკრა ჩემმა დაქალმა. - თიკო , საქმეც ისაა , რომ იმდენად მინდა ამ ბიჭის სიახლოვეს ყოფნა , არც კი მინდა , რომ უკან დახევა შემეძლოს ! - რეებს პრუტუნებ - თავში ხელი წამომარტყა ჩემმა დაქალმა. "არა"-ც დამისინა და საერთოდ აღარ მოუწერია არაფერი. ეს ბიჭი აშკარად მეთამაშება! ყოველ დილას და ღამეს იმით ვათენებდი და ვაღამებდი , რომ მაშინ მაინც ვნახავდი. სამსახურში ყოველწამს თვალებს ვაცეცებდი , ერთი კვირა უკიდეგანოთ გაიწელა. ნერვები აღარ მყოფნიდა , იმდენად მქონდა აშლილი. ასე მოვიდა , ამაწიოკა და წავიდა. როგორ მინდა მასთან კონტაქტი , რამდენჯერ გადავამოწმე მისი პროფილი , შეტყობინებბეი დაზეპირებული მაქვს ! რამდენჯერ ავკრიბე ტექსტი და რამდენჯერ წავშალე , თითების კანკალით აკრეფილი "მოსაკითხი" წერილი. ერთი კვირა იყო გასული ამ ყველაფრიდან , მე კი ისევ მობილური მეჭირა ხელში და რა თქმა უნდა სიახლეებს ვათვალიერებდი. ბებიაჩემს უკვირდა სულ მობილურში და ლეპტოპში როგორ ხარ ჩამძვრალიო. რა თქმა უნდა ისიც აგრძელებდა ლექციებს , იმასთან დაკავშირებით , რომ დავბრმავდებოდი , თუმცა მონოლოგი ჩემთვის ორმაგად მოსაწყენი ხდებოდა და ბებიაჩემს თავს ვუკრავდი ვითომ ვუსმენდი. საწოლში ვიწექით მე გიგა და თიკო. თიკო ჩემთან რჩებოდა , როცა ეს ხდებოდა თუ გიგა სახლში იყო , მაშინვე გვიგორდებოდა საწოლში , მე შუაში ვიწექი , ერთ მხარზე თიკო მეწვა , მეორე მხარზე გიგა. თავები ისე ქონდათ ჩამოდებული , ყველაფერს ხედავდნენ სოციალურ ქსელში. უცებ მესიჯი მომივიდა , იმედ გადაწურულმა გავიფიქრე , მაინც არ იქნება ხეცურიანი , ეს ერთი კვირა ისე გადაიკარგა ყველაფერი უფრო და უფრო არარეალური ხდებოდა. მესენჯერი ჩავკეცე და ჩემი ფეისბუქის მეგობრის ტექსტის კითხვა განვაგრძე , რომელიც თავის დაქალს დაბადების დღეს ულოცავდა. კითხვა , როგორც კი ჩავამთავრე , თვალებ დაჭყეტილ ძმას და დაქალ/დეიდაშვილს გადავხედე. გამეცინა და მესენჯერი გავხსენი. " საქმეები როგორ მიდის ?" მწერდა ხეცურიანი . ო როგორ გამიჭირდა თავის შეკავება , რომ არა ჩემზე მწოლიარე ორი სხეული ავხტებოდი და თან ისე ავხტებოდი ეჭვი მაქვს თავი კედლისთვის ამეცდინა. - ვაიმე თიკო მომწერა - წამოვაყრანტალე და გიგას დაჭყეტილ თვალებს მზერა , რომ ვკიდე მივხვდი "ბევრი ვიტლიკინე" - დამანახე - როგორც კი მობილური გავწიე ხელიდან გამომგლიჯა ჩემმა ძმამ და შუქი აანთო - ივა ხეცურიანთან შენ რა საერთო გაქვს ? - მკითხა გაოცებულმა. - შენ იცნობ ? - ვკითხე და თვალები მოვჭუტე , თან თიკოს გადავხედე მიშველეთქო. - თემას ნუ ცვლი , მიპასუხე კითხვაზე - ასეთი მკაცრი , ჩემი ძმა მხოლოდ მაშინ ხდებოდა როცა საქმე ბიჭს ეხებოდა. - განსაკუთრებული არაფერი , გუდვილში გავიცანი - მხრები ავიჩეჩე და ძალით გავიღიმე - მერე მომწერა და ასე ... - განსაკუთრებული არაფრის გამო წამოხტი საწოლში კინაღამ ? - წარბი აწია ჰაერში და მობილურში ჩაიხედა. - გიგა მომეცი - წამოვიკივლე როცა გამახსენდა ჩემი და ხეცურიანის დიალოგები - ან საიდან იცნობ შენ ივას ? - შენ გოგო ტვინში ხო არ გიჭირს ? - თვალები მოჭუტა მან. - რა კითხვაა ახლა ეგ , არაადეკვატურო მიჭირს აბა არ მიჭირს ? - წარბი ავწიე მეც და გამეცინა . - ჩერეზ ძმაკაცია , კარგად ვიცნობ ამ ბოლო დროს ხშირად ვხედავ , ვძმაკაცობთ რა , თითქმის 7 წელია . - რაო ? - წამოიკივლა თიკომ. - ანდროც იცნობს - თავი დაუკრა და ანიშნა გამოგიჭირეო. თიკომ ნესტოებიდან კინაღამ ბოლი გამოუშვა ისე ახურდა სახეზე. - რა შუაშია ახლა ეგ - ხელები გადაიჯვარედინა და უხერხულად შეიშმუშნა. - მობილურს არ დამიბრუნებ ? - ვკითხე და ბალიშზე გადავწექი. გიგამ შუქი ჩააქრო და იგივე პოზიციაში დაწვა. თიკოც. ჩემი კუთვნილი ტელეფონი ხელში ავიღე და ხეცურიანის შეტყობინება გავხსენი. " ნორმალურად , შენსკენ ? " ვკითხე და გიგას გადავხედე. ჩვეულებრივი სახით იწვა და თვალებს ხან ხუჭავდა ხან ახელდა. ამაზეც დამსინა. მეგონა აღარ მომწერდა , ბუზღუნით ვიცვალე გვერდი და მობილური დავბლოკე. იქვე მივდე და გიგას კისერში ჩავმალე ცხვირი. - ჩემი საყვარელი ძამიკო - ცხვირი გავუხახუნე და განიერ მხარბეჭზე ხელები მოვხვიე - როგორ მომენატრა ჩვენი ბავშვობა , ისეთი უდარდელი იყო. - როდის გაიზარდეთ ? - მე და თიკოს დიდი მხრები მოგვხვია და თბილი ხმით გვკითხა - გგონიათ ვერ ვამჩნევ ვერაფერს ? მაინცდამაინც აზიატი ძმასავით უნდა მოვიქცე , რომ მენდოთ და რამე მითხრათ ? - ჩემი ჭორიკანა ბიჭი - თიკომ ხელზე აკოცა და გვერდში მიჩქმიტა. - რომელი დაიწყებს ? - დეა , თიკო - ერთხმად წამოიძახეს ერთმანეთის სახელები და გაიცინეს. - ანდრო მიყვარს - თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს თიკომ და დაიკრუსუნა. - რამე ახალი , რომ თქვა არა ? - ირონიულად მაგრამ მაინც თბილი ხმით ჩაიქირქილა ჩემმა ძმამ. - ისიც ხვდება ? - იმასაც უყვარხარ , იქნებ დააყენოთ საშველი როდესმე. - ახლა დეკოს დროა. - დეა ხმას არ იღებს - ვთქვი და უფრო ჩავმალე სახე ჩემი ძმის კისერში. - რა ქენი ? - თეძოებში ხელი ჩამავლო ჩემმა ძმამ და თავისზე დამიწვინა. მხარზე დავადე ხელი და თავი , შემდეგ გავიტრუნე და გონებაში დავაწყვე სიტყვები , მინდოდა ყველაფერი მეთქვა . - შელია რა გააკეთეთქო - ხმა გაიმკაცრა და თმაზე მაკოცა ჩემმა ძმამ. - დამპირდი , რომ არ გამიბრაზდები და არც ხეცურიანის საცემად წახვალ. - რა გააკეთა იმ ჩემის*ამ ეგეთი , რომ ვცემო ? - ისა ... - ისა ... - გაიმეორე ირონიულად ჩემმა ძმამ - ისა ? - გაიცინა გიგამ. - აუ ვერ გეუბნები - თავი უფრო ჩამალა და საბანი გადაიფარა. - კარგი რა თქვი მიდი - თიკომ ხელი მსუბუქად გაკრა დაქალს. - რა და ... აუ მაკოცა რა - თქმა და გიგას ახარხარება ერთი იყო. გაოგნებულებმა წამოყვეს თავი გოგონებმა. - გაიწი , გამიშვი დავიხრჩვი - ესღა თქვა და გვერდით მისროლა - და შენ გგონია ეგ არ ვიცოდი ? -წარბი ასწია ჰაერში - 7 წელი კი არა ტრუსიკიდან ჩემი ძმაკაცია ეგ სვანი - გაიცინა და დის სახეზე გადაიხარხარა. - შენ ხარ დამპალი , ხეპრე , თავხედი და .... - ავსლუკუნდი თიკოს კისერში. კვირა - და ? - ჩაიღიმა ჩემმა ძმამ . - და აღარ გელაპარაკები - გაბუტულმა ამოვისრუტუნე და თიკოს მკერდზე მოვათავზე თავი - მკერდი გაგეზარდა ? - ავჩურჩულე და მის კისკისზე მეც გამეღიმა. - მეც შევამჩნიე - გადმომილაპარაკა და ეშმაკურად აათამაშა წარბები. - ჩემი ყველაზე საყვარელი დაიკო - ჰაერში "ამიტანა" გიგამ და თავის სხეულზე დამაწვინა. - ახლა წესით მე უნდა ვიყო შენზე გაბრაზებული ! - ხვალ მთაწმინდაზე არ ავიდეთ ? - თვალები მოვჭუტე და თიკოს და მის შორის ჩავხტი. - ავიდეთ , ახლა დაიძინეთ - თავი დაგვიქნია და შუბლზე გვაკოცა ორივეს. ^^^ - შენი აზრით გიგა , ივასაც წამოიყვანს ? - ქვედა ტუჩი წინ გამოვწიე და საჩვენებელი თითი ნიკაპზე გადავისვი. - არ ვიცი , მართლა არ ვიცი , გიგა იმაჭანკლებს ? მაგრამ თუ ასე ახლოს ძმაკაცობენ - მხრები აიჩეჩა მან - გოგო ისე ამდენი ხნის ძმაკაცი თუა რატომ არ იცნობდი ? არც ნანახი გყვას ? . - არა - მხრები ავიჩეჩე და კიდევ ერთხელ გავიხსენე გიგას საძმაკაცო - თორნიკე ანდრო და ნიკო ვიცი მე მარტო , რომლებთანაც ძალიან მაგრად ვარ , სხვები არ ვიცოდი თუ ყავდა , ადრე ამბობდა სადღაც მივდივარო , ვეკითხებოდი თორნიკესთან თუ ნიკოსთანთქო და არა ეგენიც მოდიან მაგრამ მააგათთან არ ავდივართო . - ხო და კაკრას ივასთან ადიოდნენ ხოლმე ალბათ. - თიკო სულ ? - ცალი წარბი ჰაერში ავწიე და მობილურზე შემოსულ ზარს ღმილით ვუპასუხე . - ვუსმენ მსოფლიოში საუკეთესო ძამიკოს , რომელიც დღეს მე და თიკოს მთაწმინდაზე თუ არ აგვიყვანს ყელს გამოვჭრი - დავისისინე და კმაყოფილი სახით დავიდე მუცელზე თავისუფალი ხელი , შემდეგ კი ჩემს ჩაცმულობას გადავხედე. არაფერი მნიშნელოვანი , უბრალოდ ძალიან ღია ჯინსი , კოჭს ოდნავ აცილებული , ბუტილკა და ტანზე მომდგარი , მაღალ წელიანი და ძალიან ძალიან ღია , ზემოთ ჭრელი , მაგრამ არა გამაღიაზიანებლად ჭრელი ტოპი , რომელიც ასევე ტანზე მომდგარი იყო , ფეხზე შავი "ბიჭისებრი" კედები და მზად ვიყავი ! - მზად ხართ ? - მკითხა გიგამ და ვიგრძენი როგორ აცქმუტდა. - კი და რა გჭირს ხმაზე ? - შევატყვე მაშინვე და იერიშზე გადავედი. - არაფერი , რა უნდა მჭირდეს? მე არაფერი არ მჭირს , რატო უნდა მჭირდეს რამე ? რა მჭირს რო ? - ალუღლუღდა დაბნეული , ყურმილის მეორე მხრიდან. გამიკვირდა და თან ძალიან გამიკვრიდა რადგან გიგას არ ჩვევია მსგავსი რაღაცეები . - კარგი რას გაჩუმდი , ვიღაც უნდა გაგაცნო და შეგამზადე - თავს დავდებ გაიკრიჭა - სადარბაზოსთან გელოდებით ! - ოკსი - ვუთხარი და სიცილით გავედი თიკოსთან ერთად სახლიდან. გარეთ , რომ გავედით არ გამიკვრიდა ივას იქ დანახვა ამიტომ პატარა ბავშვივით არ დავბნეულვარ და ღიმილით როგორც ყველა ისიც გადავკოცნე. გამიკრვიდა მხოლოდ ის , რომ იყვნენ მხოლოდ ერთი მანქანით , მართალია bmw x6 შედარებით დიდია , უბრალოდ მაინც გამიკვრდა. გასაკვირი ისიც იყო გიგა თავისი მანქანით , რომ არ წამოვიდა. - რა ხდება ხალხო ? - გაკვრივება ბოლოს მაინც ვერ დავმალე. - რა ხდება და ვცდილობთ , ბავშვობა მაქსიამულურად გავიხსენოთ , მაიტომ მივიდვართ ერთი მანქანით ამდენი და ვეტენებით ყველა , ერთმანეთს უნდა დავაჯდეთ. თორნიკეს და ნიკოს გადავხედე სიცილი ამიტყდა და მათ კალთაში ჩავხტი. თავი თორნიკეს ფეხებს დავადე ფეხები კი ნიკოსა და თიკოს ფეხებზე გადავდე. - მოიცაათ - დავიკივლე ბოლო ხმაზე , ყველამ გაოცებულმა შემომხედა , ივამ ცალწარბ აწეულმა გადმომხედა საჭედან - კი მაგრამ ჩემი ანდრიუშა სად არის ? - ნაშებში გულაობს ეგ არ ცალია - გაიცინა თორნიკემ და ჩემგან მუჯლუგუნიც მიიღო - კარგი ხო რა იყო თიკო , გავუვლით ეხლა და წამოვიყვანთ - გაიცინა თორნიკემ და თიკოს დაბღვერილ სახეს გაკრეჭილი შეხვდა. ^^^ ანდროს მართლაც გავუარეთ , თიკოს გვერდით დავასკუპეთ და მთაწმინდისკენ წავედით . იქ ასულები უზროდ ვიდექით და ვმსჯელობდით რა გაგვკეთებინა. - ე არა ბიჭო , ჩვენ თუ დავჯდებით დეა არ დაჯდება - ჩაიბურდღუნა ჩემმა ძმამ - სუსტი გული გაქვს და ეგრე ნუ მიყურებ - თვალები დამიქაჩა გიგამ. დაბნეულმა ჩავხარე თავი ! არ მინდა ისე მოვკვდე გორკებზე , რომ არ დავჯდე . - აუ ვცდი რაა - ამოვილუღლუღე და ივას შევხედე , რომელიც შეპარული ღიმილით აკვირდებოდა ჩემს ბავშვურს საქციელებს. - არა დეა არა ! - მოგსტუტუნებიათ რაა - ამოვიბლუყუნე და სიცილით გავვარდი იქიდან , ჩემი ძმა გამომეკიდა და კისერზე გადამიგდო , იიგივე ადგილას დამაყენა და ... სიცილმა გაყიდა ! - წესიერად ილაპარაკე ! - გამაფრთხილა და თავზე ხელი გადამისვა. - ხო იცი ბავშვობიდან ამოჩემებული მავქს- გადავიკისკისე და ივას შევხედე. - გიგა დასვი ჩემს გვერდით მე მივხედავ - მხრები აიჩეჩა ხეცურიანმა. თვალებ გაცისკროვნებულმა გადავხედე ჩემს ძმას , რომელიც თვალებით მეკითხებოდა აზრს. - მინდა აბა არ მინდა ? - შევიცხადე და მხარზე კაი ძმაკაცივით დავკარი ხელი ივას , მის ცალყბა ღიმილზე და თავის ოდნავ უკან გაწევაზე , შემდეგ კი ჩემზე დაკვირვების წარმოებას უხერხული ღიმილით შევხვდი . - უნდა , ბავშვს და რა ქნას ? - ირონიულად ჩაიქირქილა და ბილეთები ამიფრიალა ცხვირ წინ. გახარებული შევახტი ნიკოს ზურგზე და კისკისი დავიწყე . - არ მჯერა გორკებზე ვჯდები - ხელებს ვიქნევდი ჰაერში და ასე მიყავდი ნიკოს კარუსელისკენ. ^^^ წამის მეასეში , თავის ჰაერში დაგულებიდან , ვიგრძენი როგორ ამიფრიალდა გული. არ ვიცი ეს რისი ბრალი იყო , ჩემს ხელზე მოთავსებული ხეცურიანის ხელის თუ უბრალოდ შიშის ? ადრენალინის ? მე მაინც მოგნია , რომ ისევ ხეცურიანის. ვერც კი გავიგე , როგორ ჩამოვედი მიწაზე და როგორ დავდექი ყველას წინ. ჰაერში ყოფნისას მთელი დრო , თბილისის ხედს კი არა ხეცურიანის სახეს შევყურებდი და მისი თვალების ცქერით ვირთობდი თავს. ისიც მიყურებდა და ჰაერშიც კი ვგრძნობდი , როგორი მთელი ძალით მიჭერდა გახურებულ თითებს ხელის მტევანზე. მთელს სხეულში სითბო ჩამეღვარა და ლავად დავიღვარე. აი მიწაზე ვდგავარ , მაგრამ ვერ ვახერხებ გონს მოსვლას. - დეაკო გვისმენ ? - თვალწინ ხელი ამიფრიალა ანდრომ . - გისმენთ აბა რას ვშვები - დავუბღვირე და თავადაც გამიკვირდა ჩემი დამაფიქრებელი ტყულის , მაშინ შევაფასე ჩემი მსახიობური ნიჭი ნული ქულით. - ხო და რა გადაწყვიტე მერე ამდენი ხანი , რომ გეკითხები და თავს მიქნევ მოვიფიქრებო , სად გირჩევნია მანქანებზე თუ ისევ გორკებზე ? - მოვიფიქრე და მანქანებზე. ვთქვი ჩვეულბრივი ხმით ისე , რომ არც დავნეულვარ , მაგრამ ეს მანამდე სანამ ყველას ხარხარი სინქრონში არ მიწვდა ჩემს ყურთასმენას. - რა გაცინებთ ? - დავუბღვირე ყველას. - რო კითხო გვისმენს - ირონიულად ჩაიქირქილა გიგამ და ხეცურიანს თვალი ჩაუკრა. - დავაი რა - ყველას მიმართულებით ვთქვი და ასრუტუნებული წავედი ბამბის ნაყინისკენ. მისმა დანახვამ სახე გამიბადრა და სირბილით გავიქეცი მისკენ. სანდრომიანმა ქალმა ლარიანი მომთხოვა , ორ ლარიანი მივეცი და ხურდა დაიტოვეთქო ვანიშიშნე. ქალმა დამლოცა და თეთრი ბამბის ნაყინი მომაწოდა. ლარიანი ამოვიღე და გავუწოდე . - ვარდისფერიც რა . პატარა , ღორი ბავშვივით დავიჭირე ერთ ხელში თეთრი მეორე ხელში კი ვარდისფერი ბამბის ნაყინი და ჭამა ჭამით წავედი ბავშვებისკენ. - შენ არასდროს გაიზრდები - გიგამ თავი გადააქნია და შუბლზე მაკოცა. უცნაურად გაშპნენ სადღაც ბავშები ,ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი , როდესაც ორი ნაყინით ხელდამშენებული ივას წინ პირისპირ დავრჩი. - არ გინდა? - მეტი , რომ ვერაფერი გავიგე , გულჩვილი ხმით ავუფრიალე ორივე ნაყინი ცხვირ წინ და დაბნეულმა ავაფახუნე წამწამები. ქვედა ტუჩზე ენა გადავისვი , როცა დავინახე მისი ვნებიანი მზერა , როგორ შეეჩეხა ჩემს თვალებს , პიკი ის იყო მისი უფრო ვნებიანი ტუჩები ჩემს ნაყინებს , რომ შეეხნენ. - ნწ- თავი გააქნია და ნაყინები ხელებით განზე გამაწევინა - აქედან მირჩევნია , უფრო გემრიელი იქნება , და თან ტკბილი - თავი გააქნია და ვერც კი გავაცნობიერე , როგორ წამეტანა ტკბილი ტუჩებით ბაგეებზე. ნაყინიანი ხელები კისერზე მოვხვიე და თითის წვერებზე აწეული ავყვევი ამბორში. - გემრიელი ხარ - ტუჩები გააწკლაპუნა მან. - შენც , მაგრამ ჩემამდე ვერ მოხვალ - თავი გავაქნიე და გადავიკისკისე. - ხო არა ? - სახე ძალიან ახლოს მომიწია, ცდუნებას ვერ გავუძელი და მოწყვეტით ვაკოცე ტკბილ ბაგეებზე - მაგაში ვერ შეგედავები - თავი გააქნია და ახლა მან მაკოცა მოწყვეტით. - არ შემედავო - დაბნეულმა ამოვიბლუყუნე და გავიკრიჭე. - წამოდი წყალი დავლიოთ და მერე მანქანებზე დავჯდეთ . ცარიელი ჯოხები ნაგვის ურნაში მოვისროლე და წყალი დავლიე , შემდეგ ტკბილი ხელები გადავიბანე , შევიმშრალე და მანქანებისკენ წავედი ივასთან ერთად. ბილეთები აიღო და კმაყოფილი ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ. ერთ მანქანაზე მე მოვთავსდი და მეორეზე მოთავსებულ ხეცურიანს , გადავხედე. შეტყუპებული საჩვენებლი და შუა თითები ჯერ ჩემს თვალებთან მივიტანე , მერე მისი თვალებისკენ გავიშვირე და შემდეგ ყელში გამოვისვი . მას გაეცინა და თავი დამიკრა ცალ წარბ აწეულმა. დაწყებისთვის , საჭირო ხმა და ჩემი "ველად" გაჭრა ერთი იყო. ის ის იყო ივასთვის უნდა გამევლო წინ , გვერდში , რომ დამეჯახა , ჩემს უკმაყოფილო სახეზე გაეცინა და ენა გამომიყო. წამში გამებადრა სახე და შემდეგ დავფიქრდი , ამხელა ხალხი ვდგავართ და აქ ვმაიმუნობთ. შემდეგ თვალში მობილურ მომარჯვებული და ვიდეოს გადაღებით დაკავებული თიკო მომხვდა და უფრო გამეცინა , როცა დავინახე როგორ მიუახლოვდა ანდრო და როგორ მოხვია მუცელზე ხელები. დაბნეულმა თიკომ ვეღარ მოზომა და , რომ არა ანდროს სხარტი მოძრაობა მისი მობილური პირდაპირ ჩემს წინ მოადენდა ზღართანს. ^^^ არ ვიცი ბავშვები სად გაქრნენ მაგრამ ფაქტია , მხოლოდ მე ვიჯექი ივას მანქანაში და მას მივყავდი სახლში. ღამის თორმეტი იყო სახლში , რომ მიმიყვანა , მანქანაში ხმა არ ამოგვიღია. სადარბაზოსთან გააჩერა და თვითონაც გადავიდა. მანქანა მიაყენა და ჩემთან ერთად წავიდა ბესეტკისკენ. ყველა იქ იყო , აღარ დამიწყია იმათთვის კითხვების დაყრა. ასე მოიქცნენ ალბათ ასეც იყო საჭირო , მორჩა და გათავდა , არ იქნებოდა ჩემი მხრიდან ამაზე ყურადღების დიდად გამახვილება სწორი საქციელი. ყველა , რომ ავიდა ხეცურიანმა მანიშნა დარჩიო. გიგას გადავხედე , მან კი სიცილით დატოვა ადგილი და სახლში ავიდა. ბესეტკა ისეთ ადგილზე იყო , კორპუსის წინაც , რომ იდგა მაგრამ ისე იყო შემოღობილი , კორპუსის ვერც ერთი ბინიდან ვერ დაინახავდით , შიგნით რა ხდებოდა , მითუმეტეს ღამე , როდესაც ლამპიონებიც კი ქვრებოდა. - რა იყო ? - როცა უკვე გიგა სახლში დავიგულე ვკითხე და მის გვერდით უფრო კომფორტულად მოვთავსდი. - რაზე ? - ვითომ ვერ მიმიხვდა ივა . - სინ - ვუთხარი და მის ღიმილზე გამეცინა . - ადი გვიანია უკვე - ეს , რომ მითხრა თვალები დავქაჩე. უხმოდ წამოვდექი ფეხზე და ხელები ზუგრგს უკან დავმალე. მან კი ერთი ამათვალიერ ჩამათვალიერა და სახეში შემომხედა. არ ვარ ზოგადად ისეთი ტიპის გოგო , რომელიც ბევრ კითხვას სვავს და სანამ პასუხს არ იღებს არ ჩუმდება. არც ახლა დამიწყია იმის გარჩევა , თუ რატომ დამტოვა აქ და რატომ მითხარა ორ წუთში ადი გვიანიაო . - კარგი - მხრები ავიჩეჩე და გაბრუნებული ვიგრძენი როგორ შემომატრიალა ხელის მსუბუქი მოძრაობით თავისკენ. ფეხებ გადაჯვარედინებული იდგა , ბესეტკის მაგიდასთან მიყრდნობილი , სხეულზე ამიწეპა , და გაშმაგებული დამაცხრა ბაგეებზე. ვერ მივხვდი , როდის მიმაცილა სადარბაზომდე და როდის მოწყდა ადგილს ^^^ არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი ერთი და იგივე პოზაში , ერთ ადგილას მაგრამ ვიგრძენი , როგორ დამიბრუჟდა სხეული და ფეხები. ხელებ აკანკალებულმა ავირბინე კიბეები და არც ერთი წამით არ გადამიტანია ყურადღება ხეცურიანიდან სხვა თემაზე. თიკო სახლში იყო წასული , გიგა თავის ოთახში იწვა , ჩემს ოთახში შევედი , ბებოს ლექცია მოვისმინე იმასთან დაკავშირებით , რომ მობილური ბალიშთან არ უნდა დავიდო რადგან გამოსხივება აქვს და ათას რაღაცას აჩენს. შემდეგ თიკოს დავურეკე და ველაპარაკე , გაოცებული კისკისებდა , შემდეგ თავის თავზე და ანდროზე მიყვბეოდა , დიდი წნისვლა არ იყო მაგრამ , ჩახუტებაც ხო უკვე "თემაა" არა? . ფოტოები გადაუღია ჩემთვის და ხეცურიანისთვის. გამომიგზავნა და გაბადრული ვაკვირდებოდი ფოტოებს. ერთი იყო , ივა მკოცნიდა მე კი ხელები გაშეშებული მქონდა მისი თავის გარშემო , ერთ ხელში ვარდისფერი , ხოლო მეორეში თეთრი ბამბის ნაყინები მეჭირა , მეორე ფოტო იყო ისევ მკოცნიდა მაგრამ იმ განსხვავებით , რომ ბამბის ნაყინებით დაკავებული ხელები მის კისერზე მქონდა მოთავსებული , მას ხელები ჩემს წელზე მე კი ოდნავ ვიყავი წამოწეული ფეხის წვერებზე. - აუ ძაან საყვარელი ფოტოები არაა? - ჩავიჩურჩულე თიკოს მიმართულებით. - შენ ესენი ნახე - სხვებიც გამომიგზავნა. სასაცილო ფოტოები იყო , ერთში მანქანებით კატაობის დროს ხეცურიანი მეჭყანებოდა , ერთში ჰაეროვან კოცნას ვუგზავნიდი , ის კი ირონიული სახით მიღიმოდა , ერთშ საერთოდ ერთმანეთს ვეკრიჭებოდით , როცა ჩვენი მანქანები ერთმანეთს ეჯახებოდნენ. - ჰეჰ კარგი დღე იყო - ჩავიჩურჩულე და მობილურიდან თიკოს ჩატში გადავგზავნე ფოტო , თიკოს გაოცებულს აღმოხდა რაღაც ბგერები . ფოტოეზე ის და ანდრო იყვნენ , ღიმილიანი სახით იდგა თიკო , მის უკან კი ანდრო , რომელსაც მის მუცელზე ხელები კომფორტულად ჰქონდა შემოწყობილი და ყელში კოცნიდა გოგონას. გატრუნულებმა გავთშით და დავიძინეთ. მთელი ღამე ხეცურიანი და მთაწმინდის პარკი მესიზმრებოდა. მთელი ღამე არ მასვენებდა რაღაც , ალბათ მის მესიჯს ველოდებოდი. შიგადაშიგ თუ მეღვიძებოდა პირველი მობილურს ვეცემოდი და ვამოწმებდი , ხომ არ მოუწერიათქო. შუა ღამეს მობილურზე ზარმა გამაღვიძა , უცხო ნომერი იყო . პირველი რა თქმა უნდა ივაზე ვიიფიქრე , ისიც არ გამომრჩენია ,რომ ჩემი ნომრის გარკვევა არანაირად არ გაუჭირდებოდა. - გისმენთ - ნამძინარევი ხმით ვუპასუხე და როცა ნაცნობი ხმა გავიგე , გულ ამოვარდნილი წამოვჯექი საწოლე . - გეძინა ? - მეკითხებოდა დაბნეული. - არა , მეღვიძა - ირონიული ხმით ვუპასუხე და წამოჯენილმა ფანჯრის რაფაზე გადავინაცვლე , შემოვჯექი და ჭერში ავიხედე გაბადრულმა. - სულ ასე ლამაზად იღიმი , თუ როცა მე მეხება საქმე ? - მისმა კითხვამ საოცრად დამაბნია , ოთახში მივიხედ მოვიხედე და რომ დავრწმუნდი იქ არ იყო გაოცებული ჩავაჩერდი მობილურს , იქნებ და კამერა ჩამერთოთქო . მაგრამ შენც არ მომიკვდე. - როგორ გაატყი ? - ქვემოთ ჩამოიხედე - ეს , რომ მითხრა ისეთი ძალით მივატრიალე კისერი ფანჯრისკენ ტკივილისგან დავიკვნესე , მანქანაზე მიყრდნობილს ხელი დავუქნიე და გავიცინე. - გიჟი ხარ , მანდ რა გინდა ? ამ დროს ? ან მე რატომ მირეკავ ? - ჩამჭრელი კითხვა დავუსვი. - აბა ? გამოხვალ თუ მე ამოვიდე ? - მეშინია მე , ამოდი ჩემი ბინის კართან - არ ვიცი რატომ გავხდი ასეთი თამამი. - კარგი - ჩაილაპარაკა და გამითიშა. თხელ საღამურზე , რომელიც მხოლოდ მოკლე შორტს და თხელ ბრეტელიან მაისურს მოიცავდა , ასევე შავი თხელი გრძელი ხალათი მოვიცვი. არ ვიცი რისთვის მინდოდა , ნახევრად გამჭირვალე , ფეხზე დიდი პრარეზით ისე , რომ ერთი ფეხი მთლიანად მიჩანდა , თანაც გვერდულად და დეკოლტე, ქამარი შემოვიჭდე , რამაც ჩემი თხელი და გამოყვანილი წელი უფრო ლამაზად გამოკვეთა. გაშლილი თმაზე , ფრჩხილები დავისვი , იქვე მიგდებულ მობილურს ხელი დავავლე და თხელ "შლოპანცებში" გავუყარე ფეხები. - ამოხვედი ? - კართან ვარ. გავუთიშე და თამამად გავაღე კარი. ჩემს სართულზე არასდროს თითქმის არ იყო შუქი. მე მეშინოდა , გვიან , თანაც სიბნელეში იქ სიარული , რადგან ვიცოდი . "ცუდი ბიჭები" იპარავდნენ დამაგრებულ ნათურებს. კარის დაკეტვა არ დამცალდა , მშიდად და უხმაუროდ , რომ მიკეტა ხეცურიანმა და ზედ ამაყუდა. არ ვიცი რამ გამოიწვია ჩემი ძლიერი დაჟრჟიალება იმან , რომ ისე მეხებოდა , თუ იმან , რომ არც თუ ისე ცივ რკინის კარს ავეყუდე ზურგით. მობილურის განათებით , ფეხიდან თმის ბოლო ღერამდე შემათალიერა. ხელი შიშველ , ცალ ფეხზე ამისვა და ჩემს მიბნედილ სახეს თვალი , რომ ჰკიდა მობილური ჯიბეში ჩაიცურა. - როგორ მაგიჟებ - ზედ ტუჩებზე დამჩურჩულა. სააქაოს აღარ ვეკუთნოდი. იცით როგორი რეაგირება მქონდა? ენით აღუწერელი ! ემოციური ვიყავი და ზედმეტად თამამი , მიმდობი , მაგრამ ძლიერი . ძლიერი ? მხოლოდ სხვებთან. სუსრი ? მხოლოდ მასთან ! მაშინაც ახლაც და სულ ! - მითხარი ... მითხარი რა გინდა - ჩემს სახეზე , ზედ მეჩურჩულებოდა , ისეთი ჩახშული , ჩუმი და ვნებიანი ხმით , ლამის იყო ფეხქვეშ გავგებოდი. ჭკუას ვკარგავდი , აღარს კი მომეკითხებოდა. სულ მთლად აფრენილი ვიყავი. სააქაოს აღარ ვეკუთნოდი. საიქიოსკენ მივდიოდი. ვერ ვბრუნდებოდი. ენით აღუწერლად მინდოდა მასთან , მინდოდა მთელი არსებით და ჩემს სურვილებს ვერც ჩემი თავმოყვარეობა უდგებოდა წინ და ვერც პრინციპები. ჯანდაბას ყველაფერი , როცა ასეთი გასაგიჟებლად სიმპატიური ბიჭი მიდგას წინ და მეკითხება რა მინდა! რა უნდა მინდოდეს ? შემწვარი კვერცხი მინდა , ოღონდ არა ათქვეფილი , არც თოხლო , მინდა დარიშხანიანი! , რომ როგორმე საკუთარ თავს გავუმკლავდე. მკლავს მასთან ყოფნის სურვილი და მგონია , რომ ამას ვერ გავუძლებ. მგონია , რომ თუ ახლავე არ შემეხება და ჩემში არ შემოვა მოვკვდები ! - შენ მინდიხარ - ამოვიჩურჩულე ის რასაც ვფიქრობდი და მინდოდა , შემდეგ კი ძლივს ავამოძრავე თითები და ოდნავ მოვქაჩე ჩემსკენ. არ მიჩქარია , მისი ბაგეებისკენ წინსვლაში . მისი ყელი , იმდენად მადიანად გამოიყურებოდა , პირველი ის იყო ჩემი ტუჩების სამიზნე. გაუბედავად წავიღე ბაგეები მისი ყელისკენ და სველი კოცნა დავუტოვე . ვიგრძენი , როგორ დაიჭიმა მისი ხელი ჩემს ფეხზე. მეორე ხელი ჩემს გვერდით ააყუდა კარზე და დახშულად ამოიგმინდა. - შენ ? , შენ რა გინდა ?! ვკითხე და ტუჩები ამჯერად ნიკაპისკენ ავაცურე. - მე ? შენ ! შენ ? მე ! სასაცილოდ გამომაჯავრა და ღიმილი ვერ შევიკავე. მისი ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე და ეს ყველაფერი სადარბაზოში ხდებოდა ! - შენ მე ! მე შენ ! გავიმეორე და უფრო გამოვიწვიე "ვნებისკენ გარიყული" - მაგიჟებ ! - ესღა მითხრა და მუცელზე შემომისვა. ერთი ხელი კარგად შემიცურა წელში , მეორეთი კი ფეხზე უფრო კარგად მომეფერა , შემდეგ კი მომიჭირა. ბაგეებისკენ მოიწევდა , როცა ლიფტის გაღების ხმა გავიგეთ. არ ვიცი რატომ მაგრამ , ჩემს სარრთულზე "ჩემი აზრით" არ არსებული ნათურა და თანაც იდეაში "სენსორზე" დაყენებული ჩვენ დროს არ ანთებულა , მაგრამ ლივტის გაღების დროს , აშკარად განათდა სართული. უცებ ჩამოვხტი მისი მუცლიდან და ცინიკურად მომღიმარს აქოშინებულმა გავუსწორე მზერა. ჩემი კარის მეზობლები გამოვიდნენ. შუა ღამეს ! მაინც და მაინც აქ , ამ დროს და ახლა ! ცოლ-ქმარი , ყველაზე ჭორიკანა ხალხი მთელს კორპუსში ! ეს მინდოდა ?! - გამარჯობა - მივესალმეთ ერთხმათ მე და ხეცურიანი. ქალის მზერიდან მივხვდი , რომ თმა , ნორმლაური ადამიანის თმას აშკარად არ მიგავდა. არ შევიმჩნიე და ამაყი სახით გავუსწორე ხეცურიანს თვალი. - მოკლედ , არაუშავს გიგას ახლა ძინავს , ხვალ შეთანხმდით და წადით ბარში. გაოცებულმა შემომხედა და რომ მიხვდა რას ვაკეთებდი უფრო ირონიულად ჩაიღიმა. მეზობლები სახლში შევიდნენ , ჩვენ კი ისეთ ადგილზე დავდექით , რომ მათი ჭუჭრუტანიდან არაფერი გამოჩენილიყო. ახლოს მოვიდა და ხმა დაბლა ჩამჩურჩულა ყურში. - ესეიგი ბარი არა? - ხრიწიანი ხმით მიჩურჩულა და ყელში მაკოცა. გამაჯრიჟიალა . - ნუ მაგიჟებ ხეცურიანო ! - დავუბღვირე შეძლების და გვარად. და ტუჩებით მის ბაგეებს წავეპოტინე. გაოცებულს , ისეთი სინაზით წამეტანა ბაგეებზე , უბრალოდ ვერაფერის გააზრება , გადახარშვა და გაანალიზება ვეღარ მოვასწარი. სიცივე , რომ ვიგრძენი მაშინ მივხვდი , რომ უკვე დიდი ხნის წასული იყო ხეცურიანი. საწოლში დაწოლილმა , ყველაფერი გავიხსენე რაც კი მოხდა , სულელივით ამიტყდა სიცილი , როცა მეზობლების გამოჩენის სცენა ამომიტივტივდა. "ოჰ საწყალო დეა , ხვალ დაკითხვა გელის" გავიფიქრე და თავი გავაქნიე. ნაცნობ ნომერს დავხედე , რომლიდანაც სულ ცოტა ხნის წინ ზარი შემოვიდა. "კაცი ყოველთვის გეტყვის ლამაზ სიტყვებს , შეიძენს მაღალი ხარისხის ბენზინს , დააგებს შალის ან თუნდაც აბრეშუმის ძაფს ,იყიდის ასანთს და დაგინთებს გულს. და თუ შენ ერთ მავთულისგან გაკეთებულ ბეჭედს , ლამაზ და გრანდიოზულ ცეცხლის გულზე გაცვლი , "ტუპიცა" ხარ !" არ ვიცი რატომ მომწერა ეს , მაგრამ აშკარაა , ასე ქარისთვის არ გამოუტანებია ეს სიტყვები. თუმცა ძალიან მეცნობოდა მსგავსი ფრაზა. უეცრად ქარზე , "ქარის მოტანილი წერილები" გამახსენდა და გავიბადრე. ეს ფრაზა იმ წერილში მე დავწერე , შემდეგ ქუჩაში დავდე და წამოვედი. წერილი , როგორც ჩანს ხეცურიანს უპოვნია და ალბათ დავუნახივარ კიდეც. "ქარის მოტანილი წერილები" - ესღა მივწერე და მორფეოს ვესტუმრე. " ქარის მოტანილი წერილები " სიზმარშიც და ცხადშიც ვაიგივებდი ყველაფერს და ვხვდებოდი , ოცნება მისრულდებოდა და მე , ერთ-ერთი საუკეთესო ბიჭი მხვდებოდა წილად. "ღმერთს , ისევე როგორც ყველა შენც უყვარხაღ" - ვაგემე ჩემს თავს და გაბადრული გადავბრუნდი მეორე მხარეს. მაინც ვერ მოვისმენე! მე კი არა ჩემმა ჰორმონებმა ვერ მოისვენა. მესიჯი მომივიდა... " გძინავს ? " - არა , შენ ? - მივწერე და პასუხს დაველოდე მოუსვენრად. - რატომ ? - პროფესიონალრად აიცილა კითხვაზე პასუხი თავიდან. "ვერ ხედავ , რომ არ ძინავს ? " - ჩემი თავი ვაძაგე. - არ ვიცი არ მეძინება ... - მივწერე და პასუხს დაველოდე. ძალიან კარგად ვიცი , რატომაც არ მეძინება. ჰორმონები , ლავასავით აიმღვრენ და საშუალებას არ მაძლევენ დავიძინო. თითქოს მუცელში , მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს. თითოეულ დენის გავლაზე , ტკივილიანად ამომდის "მკვნესავი" ხმები და ჩემს თავზე მეშლება ნერვები. თუნდაც იმიტომ , რომ ძალიან თხლად ვიცვამ , ეს ამინდის ბრალია ! არაფერ შუაში არ არიან ჰორმონები ! თავის დამშიდება არასდროს მეხერხებოდა. " დაიძინე , გვიანია" - არ ვიცი , როგორც მაგრამ ჩატში "სტიკერი" გაჩნდა , ალბათ თვითონ გააკეთა , მესიამოვნა , "ციყვი , ციყვს შუბლზე კოცნიდა" " ძილინებისა ციყვო :დ " - ესღა მივწერე და გაბადრული გადავეშვი ამჯერად , დიდი ხნით მორფეოსის სამეფოში. ^^^ დღითიდღე იცვლებოდა ჩვენი ურთიერთობა . ვვახლოვდებოდით , არ არსებობდა დღე , როდესაც მისი ვნებიანი კოცნებით არ მანებივრებდა. ხდებოდა ეს , თუნდაც ჩემს სამსახურში თუ სადმე სხვაგან. ცხადად და რეალურად პაემანზე არასდროს მპატიჟებდა , მაგრამ როდესაც ყველა ერთად მივდიოდით სადმე , ის ხელს დამავლებდა და ხან სად დამატარებდა ხან სად. არასდროს ლაპარაკობდა ზედმეტს , ყოველთვის ბევრს მაცინებდა და არც მუდოსავით იჯდა. გაურკვეველი სახელი ერქვა ჩვენს ურთიერთობას. თითქოს ყველაფერი , მაგრამ ამავდროულად არაფერიც. ასეთი გაურკვევლობა მაზოხისტურად მომწონდა და თითქოს ისიც სადისტურად აგრძელებდა ამას. ყველაფერი სერიოზული იქიდან დაიწყო , როდესაც კორპუსთან , გეგა შეგვხდა. გეგა ჩემი პარალელური კლასელი იყო. ბოლოს არც კი მახსოვდა სად მყავდა ნანახი. თვითონვე მიცნო და ისე მომვარდა და ჩამეხუტა გაწევა და იმის გარკვევაც ვერ მოვახერხე , საერთოდ ვინ ჯანდაბა იდგა ჩემს წინ , ასევე ჩემზე ჩაფსკვნილი. ხმა მაღლა ჩაახველა ხეცურიანმა და წარბებ შეკრულმა მომხვია ხელი წელზე. ჟრუანტელი ვერც ჩემგან და მითუმეტეს ვერც მისგან ვერ დავმალე. კარგად ვხვდებოდი თუ რისი ნიშნები იყო , ეს ყოველივე , თუმცა ჯიუტად არ ვუტყდებოდი , ამაში საკუთარ თავს მანამ სანამ ფაქტის წინაშე არ დავდექი. გეგა ნაბიჯებ არეული და როგორც ჩანს მთვრალიც გაშორდა ტერიტორიას და მე მივხვდი , რომ ასევე სადისტურად მესიამოვნა მისი შეკრული წარბები , იმიტომ , რომ განმტკიცდა აზრი , " მე მისთვის ბევრს ვნიშნავ " !!! ^^^ ჩვენი გაცნობიდან 1 წელი იყო , გასული . სვანეთში ვიყავით მეგობრები. ახალი წელი იყო , ყველა 10 იდან ვითვლიდით . და როცა მე ფეიერვერკებისთვის უნდა მეყურებინა , ამ დროს ავღომოჩნდი , უგებით , შავი სქელი ელასტიკითა და ნაქსოვი ზედით , დათოვლილ მთებში , მდგარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კოშკის წვერზე. ორივე კარგად ვხვდებოდით , რა იყო ჩვენი ურთიერთობის სახელი , ან სულაც მომავალი სახელი , მაგრამ ორივე ჯიუტად ვდუმდით . თითქოს არ გვინდოდა რამის გაფუჭება , ან სულაც ჩვენი იდეალური ურთიერთობის შეცვლა. - მოკლედ ვიცი დაბნეული ხარ - დაიწყო თამამად საუბარი. მე კი გაშეშებული ვაკვირდებოდი მის ყველა მოქმედებას. შოკირებული , ყველაფრისგან გამოთიშული ვიყავი და არც კი მესმოდა ირგვლივ ცაში , ფეიერვერკების ხმა მაღალი ხმის ხმა , რომელიც გამეფებული იყო მთელ სვანეთში. უჩვეულოდ ამომიტივდა თიკოსთან ჩემი საუბარი , როდესაც ის მახარებდა ახალ ამბავს , მე და ანრო ერთად ვართო. მე კი ჩვენს ურთეერთობაზე ვესაუბრებოდი , ვეუბნებოდი , რომ დაბნეული ვიყავი , მაგრამ საშინლად მომწონდა ასეთი რაღაც. რა თქმა უნდა არც მეტზე ვიტყოდი უარს , უბრალოდ ამაზეც თანახმა ვიყავი , რადგან ჩემთვის მისი , თავდავიწყებითი კოცნა უფრო მნიშვნელოვანი იყო და მისი თბილი თალები , რომლებიც მისი ბაგეების მაგივრად ლაპარაკობნდნე , ვიდრე ყოველ წამს ნათქვამი და უკვე გაცვეთილი სიტყვა "მიყვარხარ". რა თქმა უნდა ეს მე ძალიან გამახარებდა , თუმცა მე ისიც მყოფნიდა რაც მქონდა. - ვიცი დაბნეული ხარ და გიჭირს იმის გარკვევა რა ხდება ჩვენს შორის , როგორც შენ ისე მეც ძალიან მომწონს ეს სიტოაცია , მაგრამ მოდი ყველაფერი გავარკვიოთ , არ ვართ ორი წლის პაწანა ბავშვები , რომლებიც იმალებიან - გააგრძელა და ღრმად ჩაისუნთქა - მართალია ჩვენ არ ვიმალებით და ყველამ კარგად იცის რა ქვია ჩვენს ურთიერთობას მაგრამ ... ეს ... გაურკვევლობა ვიცი ყოველ ღამით ტვინს გიჭამს , არ იმნდა 24 საათი ფიქრობდე იმაზე , თუ როგორ განვითარდება მოვლენები , შენში ის მომწონს , რომ იმით კმაყოფილდები რაც გაქვს , ტკბები აწმყოთი ,მაგრამ ისე ღელავ მომავალზე , არ ივიწყებ წარსულს და აწმყოს , ბევრი მიკიბვს მოკიბვის გარეშე ...- გაჩერდა და შებრუნდა , დათოვლიილ მთებს უყურებდა და ფეირვერკებს , მე კი მისი სიტყვებით და მისი პროფილის ყურებით ვტკბებოდი - კაროჩე , იცი რო მიყარხარ რა და არ მინდა არც ბამბის ნაყინი , არც ფული არც სახლი , არც ბარი და არც არაფერი შენს გარეშე , არ მინდა არც ქალი არ მინდა შენს გარდა არავინ და არაფერი არ მინდა , მხოლოდ მინდა შენთან ყოფნა - იქვე ჩამოჯდა და მუცელზე მაკოცა - მინდა აი აქ ... აქ მალე ჩაჯდეს ჩვენი პატარა , და მერე ... მერე უკვე ყველაფერი თავისით მოხდება , მინდა მზეზე ადრე შენ დაგინახო , მინდა თვალში ბალიში და საათის ისრები კი არა შენი , ლამაზი და ამობურცული სიამაყეები მხვდებოდეს - ბოლოს მაინც წაუგარყვნილა და გაიცინა , მე მკლავზე ვუბრწკინე , ცრემლიანი თვალებით და სლუკუნიანი სიცილით - და ყველაზე მთავარი , მინდა მაღვიძარას გამაწრუებელი ხმა კი არა , შენი ტკბილი კოცნა და ჩვენი შვილების შეხება გვაღვიძებდეს , გესმის ?! მინდა სახლში დაბრუნების დიდი სრუვილი მკლავდეს და იქ შენ , შენ და ჩემს ოჯახს გიგულებდეთ. ვიცი ბანალურად ჩანს მაგრამ ... მესვანეთები ! - ეს იყო ყველაზე დიდი აღიარებითი ჩვენება ჩემი სვანის პირიდან ამოსული. თქვენ არ იცით რას ნიშნავს , სვანი კაცისთვის , თქვა " მესვანეთები" - მი სი მალატ ! - ესღა მითხრა და ამჯერად ჩემი მუცლიდან ტუჩები , ბაგეებისკენ ამოაცურა - უბრალოდ მიყვარხარ ! მიყვარხარ გაუსაძლისად და ყველაანაირად ! სადისტურად , მაზოხისტურად ! მსიამოვნებ ! - მეც ძალიან მიყვარხარ - ასრუტუნებულმა ჩავრგე მის ყელში ჩემი ცხვირი და შემდეგ მას გავუსვი. ისევ ძალიან რბილად და ნაზად მაკოცა , და შევიგრძენი ნამდვილი ტკბილეულის გემო ! - ახალ წელს გილოცავ ციყვო ! - ჩამჩურჩულა და ყელში მაკოცა. ^^^ იყო ბავშვი , იყო სიყვარული , იყო ბედნიერება და რაც მთავარია ყველას ერთად ყოფნა. არავის დაკარგვა, არანაირი სამეგობროს დაშლა და არანაირი მსგავსი სისულელე ! იყო ბედნიერება და უბრალოდ ... უბრალოდ ... სიყვარული და სვანეთი... ყველაფერი კი ... ისევ და ისევ "ქარის მოტანილი წერილებით" -თ დაკავშრებული ! მან არ იცის მისამართი , არ იცის პატრონი , უბრალოდ ენდობა ქარს. ქარი კი ... ქარი მას აკავშირებს , ქარი ორ ბედს აკავშირებს და ... და ... უბრალოდ ეს ყველაფერერი ბედნიერებას ნიშნავს. უბრალოდ ქარის მოტანილ წერილებს . აირჩიე სტიკერი ან ემოცია _____________________________________________ დასასრული ჩვენთვის , გაგრძელება მათთვის ! _____________________________________________ ^^^ პატარა , დაუგეგმავი და თბილი ისტორია ჩემგან. იმედია მოგეწონებათ . გამიხარდება თუ თქვენს აზრს გამიზიარებთ ! ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო ყველას ! ძალიან ძალიან დიდი მადლობა მართლა ! გრაფო ვცდილობ , რომ შეცდომები გამოვასწორო , ასე რომ თუ რამე იქნება შემჩნეული აუცილებლად მითხარი. ბავშვებო როგორც დადებითი ისე უარყოფითი აზრებიც უნდა გამიზიაროთ , თუ ის არსებობს . მიყვარხართ ძალიან ! მე თქვენ მაბედნეირებთ ! მი სი მალატ !!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.